1940-ანი წლების დასასრულის ჯორჯიას შტატის პატარა სამხედრო დასახლების ბინადრები, ერთდროულად სასიკვდილოდ საშიშ მხეცებსაც და მიყუჟულ ნადავლს გვანან. მათი ბედი კვე დიდი ხნის წინ გადაწყდა, ხოლო უკანასკნელი ძალებით ძლივს შენარჩუნებული დღის განრიგის მიღმა განდევნილი ზნე და მანიები იმალება. მაიორი პენდერსტონი, რომელსაც მარლონ ბრანდო ასახიერებს, ჯერ კიდევ ცდილობს მაჩო წარმოადგინოს, მოშვებული კუნთებით, მაგრამ სინამდვილეში ეშინია თავისი ლატენტური ჰომოსექსუალიზმის და ცოლიც (ელისაბედ თეილორი) არაფრად აგდებს. თავის მხრივ ცოლი ღალატობს პოდპოლკოვნიკთან, რომელსაც ურჩევნია არ მიაქციოს ყურადღბა, თუ როგორ შლის ნელნელა ჭკუაზე საკუთარი სათნო, კლასიკური მუსიკის მოყვარული ისტერიული ცოლი. თვით ფილიპინელ მსახურსაც კი, რომელიც ერთადერთი მახლობელი ადამიანია მისთვის, არ ძალუძს გადაარჩინოს საკუთარ თავზე სასტიკ მაზოხისტური გასწორებისგან. ამ ყველაფერს კი აკვირდება უცნაური ჯარისკაცი - ვუაიერი, თითქოს ანგელოზი, რომელსაც შეუძლია ვინმე მაინც გადაარჩინოს, თუ დემონი, რომელიც დაუნანებლად ღუპავს ყველას...
რობერტ ჯეიმს უოლერის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული დრამა ორი არც ისე ახალგაზრდა ადამიანის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიელი ფრანჩესკა მეუღლესთან ერთად აიოვაში ჩადის. ქალს ფოტორეპორტიორი - რობერტი შეუყვარდება. მერილ სტრიპმა ფილმში შესრულებული მთავარი როლისათვის ოსკარი დაიმსახურა...
ენი 23 წლისაა და მას ორი ქალიშვილი ყავს, უმუშევარი ქმარი, დედა, რომელსაც ყველა სძულს და მამა, რომელიც ბოლო ათი წელი ციხეში გაატარა. ის მუშაობს ღამის დარაჯად უნივერსიტეტში, რომლის კარებში ის დღისიდაც ვერ გაბედავდა შესვლას. მის მონოტონური ცხოვრება იცვლება, როდესაც ექიმები მას განუკურნებელ ავამდყოფობაზე აცნობებენ, და რომ მას მხოლოდ ორი-სამი თვის სიცოცხლე დარჩა. ენი გადაწყვეტს რადიკალურად შეცვალოს თავისი ცხოვრება...
როდესაც ნოუ იორკის ფსიქიატრი ბილ კაპა ლოს ანჯელესში ჩადის რომ შეუერთდეს თავის კოლეგებს და იპოვნოს მკვლელი, აღმოაჩენს რომ თავიდან ბოლომდე მისტიურ ამბავშია გახვეული...
როდესაც მეტ სალივანს მისი შეყვარებული მიატოვებს, ის აღთქმას დადებს, რომ ორმოცი დღისა და ორმოცი ღამის განმავლობაში ყოველგვარი სექსუალური ურთიერთობისაგან თავს შეიკავებს. თუმცა, როცა ულამაზეს ერიკა სათონს გაიცნობს, ამ დანაპირების შესრულება სულ უფრო და უფრო რთული გახდება...
ფილმი მოგვითხრობს რუსი მწერლის, ანდრეი გორჩაკოვის შესახებ, რომელიც მუსიკოს სასნოვსკის ბიოგრაფიული მონაცემების მოსაძიებლად იტალიაში მიემგზავრება. მუსიკოსის ცხოვრების დეტალებით მწერლის დაინტერესების მიზეზი უცნობია...
ჩვენს წინაშეა ხუთი სცენა ორის მონაწილეობით. ფილმის სიუჟეტი უკუღმა მიმდინარეობს. დასაწყისი ბოლოდან. ფინალში ვხედავთ ახლადგაცნობილ შეყვარებულ წყვილს, დასაწყისში კი გაშორების სცენას. თუმცა მოვლენების მიმდინარეობა, არც ისე მნიშვნელოვანია…
სიუჟეტი ვითარდება შანხაიში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. გავლენიან პოლიტიკურ მოღვაწეს მისტერ იის თავდავიწყებით შეუყვერდა თავისი ახალგაზრდა ცოლის დაქალი. მათი ურთიერთობა იმდენად ნაზი და მთრთოლვარეა, რომ ჩვეულებრივ ძალიან ფრთხილი იი, ვერც კი წარმოიდგენს, რომ ვანგი სულ სხვა ადამიანია!...
მელ კოლინი, რომელიც თავად ნაშვილებია, ახლა მამა გახდა.იგი ფიქრობს, რომ მას არ შეუძლია მისცეს თავისი გვარი შვილს, სანამ არ გაიგებს, თუ ვინ იყვნენ მისი ნამდვილი მშობლები.მელი განიზრახავს მათ მოძებნას.იგი მოგზაურობაში მეუღლესთან და შვილად აყვანის აგენტთან ერთად მიეშურება...
ელისაბედი ახალგაზრდა ქალია, რომელსაც ცხოვრებაში მრავალი იმედგაცრუება ქონდა, ახლა საკუთარ თავს ეძებს და ცდილობს გულის იარები მოიშუშოს. ის თანდათან გათავისუფლდება წარსულისგან და საკუთარი სულის სიღრმეებისკენ მიმავალ ახალ გზას აღმოაჩენს. და ეს არის გზა ჭეშმარიტი სიყვარულისკენ...
საზღვაო ქვეითი ლოგან ტიბო ერაყიდან უკვე მესამე მისიის შესრულების შემდეგ ბრუნდება, მას სჯერა რომ სიკვდილისგან უცნობი ქალის ფოტო იცავს. ის შეიტყობს, რომ ქალს ბეტი ჰქვია, მის მისამართსაც დაადგენს და მასთან შეხვედრას გადაწყვიტავს...
ახალგაზრდა აფრიკელი ქალი, სახელად შანდურაი, მას შემდეგ რაც მის ქმარს პოლიტიკური შეხედულებების გამო დაიჭერენ, რომში ჩამოდის. აქ ის მოსამსახურედ იწყებს მუშაობას, მდიდარ, მაგრამ განმარტოვებულ ინგლისელ პიანისტთან. კინსკი თანდათან სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს შანდურაის და შემდეგ სიყვარულშიც უტყდება...
ჯეკის და ჰენკის ოჯახები დიდი ხანია მეგობრობენ. მამაკაცები უნივერსიტეტში ასწავლიან, მათი ცოლები ამ დროს კი სახლს უვლიან. ვერავინ წარმოიდგენს, რომ ამ წყვილებს სინამდვილეში აერთიანებთ არა მეგობრული გრძნობები, არამედ სასოწარკვეთილება, ღალატი და ტყუილი. პატარა ინტრიგა ჯეკს და ედიტს შორის მალევე გადაიზრდება საიდუმლო რომანში. ისინი ოცნებობენ დიდი ხნის წინ დაკარგულ ბედნიერებაზე...
ერთხელ ზაფხულში მონა, რომელმაც თავის შეყვარებულთან გაწყვიტა ურთიერთობა, გაიცნობს ტამსინს, რომელიც პროვინციაში ჩამოდის არდადეგებზე. ორი ერთმანეთსთვის საპირისპირო ადამიანი პოულობენ ერთმანეთში რაღაცას, რაც მათ მოულოდნელად დააახლოვებს. ისინი ერთად ატარებენ ვნებიან, სასაცილო და დაუვიწყარ დღეებს!..
ამბავი კოლინზე, ახალგაზრდა ამბიციურ კორპორატიულ რეიდერზე და იზაბელზე, ფლამანდიელ სტუდენტზე. მდიდარი არაბი შეიხი, ერთერთი მათგანია, ვინც შეიძლება გახდეს კოლინის კლიენტი, — მტრედების დიდი გულშემატკივარი. მან უკვე სცადა ჩემპიონი-მტრედის ყიდვა ფლანდრიიდან, მაგრამ ფრინველის პატრონი იოსი ჯიუტად უარყოფს ყველა მის შეთავაზებას.
პრინცმა ჯონმა ქორწილის დღეს შეურაცხყოფა მიაყენა პრინცესას, რომელიც ცოლად უნდა შეერთო. შედეგად ის ბაყაყად გადააქციეს. ეს წყევლა სამუდამოა, თუ რა თქმა უნდა მას ლამაზი გოგონა არ აკოცებს, რომელზეც მან უნდა იქორწინოს სავსემთვარეობამდე...
ტერენს ჯეი, ფლეიბოია რომელსაც სჯერავს რომ არ არსებობს სასიყვარულო ურთიერთობები. მისი ორი საუკეთესო მეგობარი დონალდ ფეისონი და რობერტ სი რაილი ნიძლავს დაუდებენ რომ თუ კი ერთი თვეს გაატარებს გოგონასთან,მაშინ შეეძლება სასიყვარულო ურთიერთობების უგულებელყოფა. ჩარლი თავიდან უარზეა, სანამ ის არ შეხვდება ულამაზეს და საიდუმლოებებით მოცულ ევას. თავიდან ისინი თავისუფლ ურთიერთობაზე თანმხდებიან, მაგრამ როგორც ჩანს ჩარლის უფრო მეტი უნდა...
ფილმის გმირია საშუალო ასაკის მუსიკის მასწავლებელი ქალი. შინაგანი წინააღმდეგობებით აღსავსე ხასიათი მას მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ აძლევს და თვითგანადგურებისაკენ უბიძგებს.
ელემენტარული ნაწილაკები წარმოადგენს მიშელ უელბეკის ამავე სახელწოდების წიგნის ეკრანიზაციას.ბრუნო და მიქაელი ნახევარ ძმები არიან. მათ ჰიპი დედას მხოლოდ სექსუალური სიამოვნება აინტერესებდა, რამაც შედეგად ბიჭების ცხოვრებაზეც იქონია გავლენა. მიკრობიოლოგი მიქაელი ოცნებობს ადამიანების ახალი რასის - ანდროიდების შექმნაზე, ამ უკანასკნელს გენებთან ურთიერთობა უკეთ გამოსდის ვიდრე ქალებთან. ბრუნო კი საროსკიპოების ხშირი სტუმარია. მიუხედავად ამისა ორივე ნახულობს თავის ნამდვილ სიყვარულს. მიქაელი ყოფილ კლასელს - ანაბელს, ბრუნო კი სექსუალურ კრისტინას, რომელიც კურორტზე გაიცნო...
ფილმი 2046 წარმოადგენს ვონ კარ ვაის "სასიყვარულო განწყობის" სიკველს. ის იყო მწერალი. მას ეგონა, რომ მომავალზე წერდა, მაგრამ სინამდვილეში ეს წარსული იყო. მის რომანში იდუმალი მატარებელი მიემგზავრება 2046 წელში ისევ და ისევ. ყველას, ვინც ამ მატარებელშია ერთი ბედი ელის: დაბრუნდეს თავის დავიწყებულ მოგონებებში. ამბობენ, რომ 2046-ში არასოდეს, არაფერი არ იცვლება, მაგრამ ეს დანამდვილებით არავინ იცის. ვინც იქ წავიდა - უკან აღარ დაბრუნებულა, გარდა ერთისა. ის იქ იყო. მან გადაწყვიტა დაბრუნებულიყო. მას უნდოდა შეეცვალა...
რომანტიკული კომედია ახალგაზრდა კაცის შესახებ, რომელიც იბრალებს ჰომოსექსუალობას, რათა დაიმსახუროს ინტერესი ქალისგან. ამის სანაცვლოდ ქალი ცდილობს დაეხმაროს მას...
პიანისტი ღამით სახლისაკენ მიდის, რათა ნივთები შაგროვოს და ქალაქიდან წავიდეს, რათა დილით მოსალოდნელ დუელს აარიდოს თავი. მას მსახური წერილს აწვდის, რომელიც ქალისგანაა, ქალისგან, რომელსაც იგი მთელი ცხვორება უყვარდა, პიანისტმა კი ამის შესახებ არაფერი იცოდა...
ელიანა, კაუჩუკის პლანტაციის მდიდარი მეპატრონე გაიცნობს ახალ ჩამოსულ ოფიცერს და შეუყვარდება ის. მისი არასრულწლოვან შვილობილს კამილას შეუყვარდება მომხიბვლელი ოფიცერი, როდესაც ის გადაარჩენს მას ტერორისტისგან. მას აიძულებენ შორეულ ფორპოსტზე გამგზავრებას ჩრდილოეთში, მაგრამ ჯიუტი გოგონა გაიქცევა სახლიდან და გაემგზავრება საყვარელი ადამიანის მოსაძებნად...
უფროსკლასელმა სავანამ და ჯონ ტაირიმ ორი კვირა ერთად გაატარეს და პირველი სიყვარულის აკრძალული ხილით დატკბნენ. სახლში ცოტა ხნით ჩამოსული ჯონი, იძულებულია სამხედრო სამსახურის გასაგრძელებლად ევროპაში დბრუნდეს. 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ, ის გადაწყვიტავს თავისი სიცოცხლე ჯარში სამსახურს მიუძღვნას და სავანასთვის მიცემულ პირობას არღვევს. გოგონა ჯონს წერილებს უგზავნის, მაგრამ ის უფრო და უფრო იშვიათად იღებს მათ...
მეძავი კაბირია, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ რომის რაიონში მუშაობდა, როგორც ყველა მისი დაქალი ვულგარული, ჭუჭყიანი, ჩხუბის მოყვარე და ენა მახვილია, მაგრამ თავისი უძველესი და ცინიკური პროფესიის მიუხედავად, ის ბავშვივით გულუბრყვილო და კეთილია. ის მანიაკალური მონდომებით იმედოვნებს თავისი ოცნების მამაკაცი იპოვოს და პატიოსანი ქალი გახდეს. მის გულს სწყურია სიყვარული, მაგრამ სამყარო სასტიკია.
მას შემდეგ რაც ბეგობარმა ბიჭმა უღალატა, მან საგაზეთო სტატია დაწერა სექსისტურ თემაზე სადაც მამაკაცები მატყუარებად გამოიყვანა, რამაც მას ეროვნული აღარება მოუტანა...
კარისთვის და კორმასისთვის ინგრიდიენტების ყიდვის დროს, სან–ფრანცისკოს გარეუბანში მდებარე სუნელების მაღაზიის კლიენტები შეიძენენ რაღაცას ბევრად უფრო ფასეულს – სანუკვარი სურვილების ასრულებაში დახმარებას. ინდიელი ლამაზმანი ტილო, მაღაზიის მეპატრონე, მაგიური ნიჭითაა დაჯილდოვებული, მას ადამიანების წარსულის და მომავლის დანახვა შეუძლია და მათ ბედისწერის შეცვლა, განსაკუთრებული სუნელების შერჩევით. მაგიური ნიჭის შესანარჩუნებლად, ტილო სამ მკაცრ წესს იცავს: არასოდეს ტოვებს მაღაზიას, არ ეკარება ადამიანებს და მხოლოდ ბალახებს ემსახურება. ანუ მას არანაირი პირადი ცხოვრება არააქვს. მაგრამ ერთხელაც მომხიბვლელი არქიტექტორი მისი მაღაზიის კარებთან ავარიაში მოყვება. ამ დღიდან მისი ცხოვრება სამუდამოდ იცვლება. ის ვერ ეწინააღმდეგება გრძნობებს და ყველა წესს დაარღვევს.
აღმოსავლეთ აფრიკაში ინგლისელი ჯეიმს მური შეიპყრეს. ათასობით მილის იქით გრინლანდიის ზღვაში დენილ ფლაინდერსი ემზადება ჩასაყვინთად, რათა მიაღწიოს ოკეანის ფსკერს...
გენიალური ვენ უაილდერი კოლეჯში უკვე მეშვიდე წელია სწავლობს და არც აპირებს მის დამთავრებას. აქ ხომ ის ძალზედ პოპულარულია. მის გართობას კი თითქოს ბოლო არ უჩანს.
ამანდა პირსი ჩვეულებრივი გოგონაა, იგი ოთხ სუპერმოდელთან ერთად გადადის საცხოვრებლად აპარტამენტში, მოდელები მას გააუმჯობესებენ და მომხიბლავს გახდიან, ამანდა ამის მერე ურთიერთობას იწყებს მეზობელ ბიჭთან ჯიმ ვინსტონთან...
ცხრა წლის ფრენკის და მისი დედის ლიზის ისტორია, რომლებიც ადგილიდან ადგილზე გადადიან, რაც ბიჭს თავისი თავი ახსოვს. დედას სურს თავისი შვილი სიმართლისგან დაიცვას, მაგრამ ბიჭის ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ლიზი მოიგონებს ისტორიას – ის რეგულარულად წერს ფრენკის მამის სახელით, რომელიც თითქოს ეკზოტიკურ ქვეყნებში მოგზაურობს. მოულოდნელად ლიზი გაიგებს, რომ "მამის" გემი მათ პორტში შემოვა რამოდენიმე დღეში. ახლა მან არჩევანი უნდა გააკეთოს – ან მოუვყეს ფრენკის სიმართლე ან შეადგინოს სასოწარკვეთილი გეგმა.
ლორანსი 35 წლის მასწავლებელია. ის ცდილობს დაალაგოს ურთიერთობა საცოლესთან, რომელთანაც ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებს. ლორანსი გადაწყვეტს სქესი შეიცვალოს და ქალი გახდეს. ახალ ამბავს არაერთგვაროვნად ხვდება მისი საცოლე. ფილმს მიღებული აქვს კანის კინოფესტივალის პრიზი "განსაკუთრებული ხედვა"...
როდესაც გალდენების ოჯახში უბედურება ისადგურებს, კეტრინი და ჯორჯი დახმარებას ერთადერთ ქალიშვილს, ელენს (ნიუ-იორკის პრესიჟული ჟურნალის ამბიციური ჟურნალისტი) სთხოვენ. ქალიშვილი მსხვერპლად კარიერას სწირავს და მშობლებთან, ავადმყოფი დედის მოსავლელად მიემგზავრება. ამ პერიოდში ელენს ახალი სამყაროს შესაცნობად და მასში ადგილის დასამკვიდრებლად, გრძელი და რთული გზის გავლა უწევს...
ერთხელ ახალგაზრდა ბიჭმა მისი ძმის ოთახიდან აიღო მამამისის ფერფლი, გაიტაცა ავტომობილი და დიდი სისწრაფით აპირებდა უფსკრულში გადავარდნას. მაგრამ სასწაულებრივი გზით იგი ცოცხალი გადარჩა. მანქანის გატაცების გამო ციხის მაგივრად მას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ათავსებენ. ის თვითმკვლელობისაკენ მიდრეკილი პაციენტების განყოფილებაში მოხვდა. ჯონათანი ხვდება რომ ეს მისი მეორე შანსია დააფასოს ცხოვრება , რომელიც მიუხედავად ყველაფრისა მშვენიერია...
შუა თვითმფრინავში ტრაილერი იწვის. შეყვარებული წყვილის გვამებია ნაპოვნი. ამ შემზარავ მოვლენამდე და მის შემდეგ ნაჩვენები ოჯახური სცენები და უცნაური კავშირი მათ შორის. რა არის მათი საიდუმლო?
"ბერლინი ეს ქალაქი არაა, ეს რიტმია. თუ კი ბერლინის რიტმს ვერ ჰყვები, მაშინ დაკარგული ხარ." სწორედ ამ დევიზით ცხოვრებდა ახალგაზრდა სტუდენტი სონია. ის ცავიდა ბერლინის დასაპყრობად მაგრამ უფრო ბერლინმა დაიპყრო იგი , ვიდრე პირიქით. მისი მიზანი ბერლინის უნისვერსიტეტში სწავლაა, მიზნის მისაღწევი გზა კი საროკიპე "ოაზისი"...
თვრამეტი წლის ჯეინი ტროპიკულ კურორტზე მუშაობს. მოულოდნელად ის იგებს, რომ კუნძულზე მისი საყვარელი როკ-მომღერალი ჯეისონ მასტერსი ჩამოდის. ჯეინი უბედნიერესი ადამიანია, რადგან მას ოცნება უხდება და ფავორიტთან შეხვედრის შანსი ეძლევა...
წარმატებული და მშვენიერი აღმასრულებელი მგელი კოსმეტიკის ინდუსტრიის ტომას ფუენტესია, მას ჰყავს სამი სექსუალური ლათინი მეგობარი გოგონა: მაიამიში მიმტანი სისი; ჩიკაგოში, ინტელექტუალი ადვოკატი ლორენა და ნიუ-იორკში,"მამიკოს" გოგო პატრისია. როცა სამი ქალი გადაწყვეტს ესტუმროს ტომასს ლოს ანჯელესში. ტომასს დიდი პრობლემა უჩნდება.
მშობლების გაშორების შემდეგ გულგატეხილი ტაილერ ჰოუკინსი ცხოვრების აზრს მაშინ იბრუნებს, როდესაც გულახდილ მშვენიერ ელი კრეიგს შეხვდება. ისიც ასევე ტრამვირებულია, რადგან დედა მის თვალწინ გარდაიცვალა. ტაილერი და ელი დაახლოვდებიან და მალე ერთმანეთი შეუყვარდებათ, მაგრამ ტრაგედია, რომელიც მათ ცალცალკე გადახდათ ამ სიყვარულზე მოქმედებს...
მოქმედება ვითარდება თანამედროვე მანჰეტენზე. ახალგაზრდა სტუდენტი კაილ კინგსონი ფიზიკურად ძალიან ლამაზია, თუმცა საოცრად მახინჯი შინაგანი სამყარო აქვს. მან მოახერხა და ერთხელაც გააბრაზა ჯადოქარი გოგონა - კენდრი, რომელმაც იგი დაწყევლა და დაამახინჯა. წყევლა რომ მოიხსნას მან უნდა იპოვოს სიყვარული. მისი სიყვარული ხდება, გოგონა სახელად - ლინდი ტეილორი.
ახალდაქორწინებული წყვილი პეიჯი და ლეო ბედნიერად ცხოვრობენ. ავტოავარიის შედეგად პეიჯი კომაში ჩავარდება. გამოღვიძების შემდეგ მას არაფერი ახსოვს ბოლო ხუთი წლის შესახებ, ქორწილის და იმ ყველაფრის ჩათვლით რაც მის საყვარელ ლეოსთან აკავშირებდა, ასევე მშობლებთან გაურკვეველი ურთიერთობა და მისი ყოფილი საქმროს ისტორია. ყველაფრის მიუხედავად ლეო ცდილობს მისი ცოლის გული ხელახლა მოიგოს და თავიდან შექმნას მასთან ერთად ოჯახი...
როდესაც ელიტარულ მკვლელს ცოლად მოჰყავს მშვენიერი ქალიშვილი, ის გვერდით დებს იარაღს და თავის ახალგაზრდა მეუღლესთან ერთად მშვიდად ცხოვრებას იწყებს. ერთხელაც აღმოჩნდება, რომ მის მოკვლაზე კონტრაქტია გაფორმებული, მშვიდი ცხოვრება კი სწორედ აქ მთავრდება...
1930-იანი წლები. ფილმის მთავარი გმირი საშუალო ასაკის ინტრიგანი ქალბატონია, რომელიც ორ ახალგაზრდა მამაკაცს თავის წარსულს უმალავს. ისინი ვერც კი ამჩნევენ, ვისთან აქვთ საქმე.
რიზვან ხანი, ბორივალელი მუსლიმია, რომელიც ასპერგერის სინდრომით, ძლიერად გამოხატული აუტიზმის ფორმით არის დაავადებული. სრულწლოვანი რიზვანი სან-ფრანცისკოში მადირას, ინდუს მარტოხელა დედას მოიყვანს ცოლად. თერთმეტი სექტემბრის შემდეგ მუსულმანების მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად იცვლება და მის ავადმყოფობას ხელისუფლების წევრები ეჭვქვეშ აყენებენ.
მოქიშპე ოჯახების ნების წინააღმდეგ რომეო მონტეკისა და ჯულიეტა კაპულეტის ერთმანეთი შეუყვარდებათ. ვნებას მინდობილი ახალგაზრდა წყვილი ბედისწერის გაურბის და იპარება, რაც მხოლოდ ტრაგედიით სრულდება. ფილმმა ორი ოსკარი მიიღო.
ქალი ნაპირზე გამორიყულ ბოთლში რომანტიკულ წერილს აღმოაჩენს და მისი ავტორის პოვნას გადაწყვიტავს. გზავნილის ავტორი ქვრივი მამაკაცი აღმოჩნდება,რომლის მეუღლეც ტრაგიკულად დაიღუპა. წყვილს ერთმანეთი იზიდავს და მამაკაცი წარსულთან განშორებასა და ბედნიერად ცხოვრებას ცდილობს...
ქენდი - ახალგაზრდა, ლამაზი მხატვარია, დენი კი პოეტი. მათი მათრობელა სიყვარული, უსასრულო სიამოვნებისკენ მიისწრაფის. შესაძლებლობის საზღვრების გაფართოვებაში მათ ჰეროინი ეხმარება. როდესაც ერთად არიან მომავლის არ ეშინიათ. მათთვის სიყვარული განუყოფელად არის დამოკიდებული ნარკოტიკებზე.