მსახიობი, სპორტსმენი და სარეკლამო აგენტი მთელ მის დაგროვლ თანხას ბანკში შემნახველ ანგარიშზე შეიტანენ, მაგრამ მალე ანგარიშები გაქრება. მათ მხოლოდ ბარში დარდის სასმელით გაქარვება დარჩენიათ, სადაც მათ საინვესტიციო აგენტს შეხვდებიან. ისინი მასზე გადაწყვეტენ შურისძიებას, მაგრამ აგენტი თავადაც მსხვერპლი აღმოჩნდება. ახლა ამ ოთხს აქვს არჩევანი - შეეგუონ ბედს ან გაძარცვონ ბანკი...
სარა და ნიკოლა მეორე ვაჟის დაბადებას ელოდებიან. ფილმში შესანიშნავად არის აღწერილი თანამედროვე იტალიაში მშობლად ყოფნის ყველა სასიხარულო თუ სანერვიულო მომენტი.
იმის გამო, რომ საშუალო ხნის მამაკაცი ვერ ახერხებს 80 წლის ქალბატონის მოხიბვლას, ის დახმარებას თავის თინეიჯერ დიშვილს სთხოვს. დახმარება კი მას შემდეგი მილიონერი მსხვერპლის საპოვნელად სჭირდება...
სპირიტუალისტი მედიუმი სეანსს ატარებს ერთი მწერლისათვის, რომელიც შემოქმედებით კრიზისს განიცდის, მაგრამ შემთხვევით მისი გარდაცვლილი მეუღლის სულს გამოიძახებს, რაც რთულ სასიყვარული სამკუთხედს შექმნის - მწერალს უკვე ხუთი წელია რაც სხვა ცოლი ჰყავს.
15 წლის ლი კიგანი სკოლიდან გაირიცხება, როცა დედამიწაზე პანდემია ბობოქრობს. მამა მკვდარი ჰყავს , დედა კი საზღვარგარეთ არის ჩარჩენილი , ლის ერთ ინსტრუქციას მისცემენ , სკოლაში დაბრუნებას, მაგრამ წმინდა მარკის სკოლის უსაფრთხოების სამსახური მას ამის საშუალებას არ აძლევს.
მაკა – 30 წლის ფეშენ-ასისტენტია, რომელიც ცხოვრებას მაქსიმალურად იყენებს და ბედნიერებისკენ ისწრაფვის. ლეო, მისი ყოფილი სიყვარული და ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომაა, მამაკაცი, რომელმაც მისი გული გაანდგურა, თვითშეფასება და მამაკაცებისადმი რწმენა წაშალა, დამანგრევლი დაშორების შემდეგ, მაკას ცხოვრებაში ბრუნდება, რათა ყველაფერი თავდაყირა დააყენოს. მთავარი გმირი მის დავიწყებას ცდილობს, თუმცა ახლა მან უნდა აღიაროს, რომ ის დაბრუნდა და ემოციების პირისპირ დადგა, რომლებიც მან ჩაკეტა, რათა გაუმკლავებოდა დაუვიწყარ მოგონებას. შედეგად, ძველი ჭრილობები ხელახლა იხსნება და ახლა მაკას გამბედაობის გამოვლენა და თავის კონფლიქტებთან, შიშებთან და დაუცველობასთან დაპირისპირება მუწევს, რათა საბოლოოდ მოახდინოს მისი ცხოვრების კონტროლი.
ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული კრიმიალური კომედია, სასოწარკვეთილი და იმედგაცრუებული დიასახლისის, კონის და მისი საუკეთესო მეგობრის, მეოცნებე ვიდეობლოგერის ჯოჯოს შესახებ, რომლებიც თავიანთ ჰობის მრავალმილიონიან აფიორად აქცევენ.
ფილმი მოგვითხრობს სკოლის 5 სასოწარკვეთილი მოსწავლის - ოლივიას, მოს, ჩარლის, სტელას და უენის შესახებ, რომლებიც ერთმანეთს სასჯელის მოხდისას გაიცნობენ. ისინი მიხვდებიან, რომ მუსიკისთვის არიან დაბადებულები და ქმნიან ბენდს, რომელიც სკოლის ელიტაში დიდ პოპულარობას მიაღწევს.
ალმა მეცნიერია ბერლინის ცნობილ პერგამონის მუზეუმში. იმისთვის, რომ მისი კვლევის დაფინანსება შეინარჩუნოს, უჩვეულო ექსპერიმენტში მონაწილეობას თანხმდება. 3 კვირის განმავლობაში მან უნდა იცხოვროს ჰუმანოიდ რობოტთან ერთად ხელოვნური ინტელექტით, რომლის წყალობითაც მას შეუძლია, იდეალირ პარტნიორად იქცეს. ტომი ადამიანის ფორმის რობოტია, რომელმაც ის უნდა გააბედნიეროს.
ეთანი დაქორწინებული მამაა, რომელსაც ორი მოზარდი ქალიშვილი ჰყავს. ერთ დილას ის იღვიძებს და შოკირებულია, როდესაც აღმოაჩენს, რომ არ არის დაქორწინებული, არ ჰყავს შვილები და მისი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია. ერთადერთი ადამიანი ვისაც შეუძლია დაეხმაროს ძველი ცხოვრების დაბრუნებაში მისი ცოლია.
ფილმი ცნობილი ამერიკელი მწერალის სოფი ბრაუნის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც შოტლანდიაში მოგზაურობისას ძველი სასახლის ყიდვას გადაწყვეტს. მაგრამ შენობის მფლობელი, გაკოტრებული ჰერცოგი, სახელად მაილსი კატეგორიულად უარს ამბობს მისი სასახლის უცხოელზე მიყიდვაზე. სოფი უკან არ იხევს და ცდილობს კომპრომისის პოვნას და მოლაპარაკებას შეუპოვარ არისტოკრატთან. თანდათან მათი შეხლა-შემოხლა და კამათი სხვა რამეში გადაიზრდება...
როდესაც პრინცესას რელიქვიას მოჰპარავენ, დედოფალი მარგარეტი და პრინცესა სტეისი დახმარებას მარგარეტის ბიძაშვილს ფიონას სთხოვენ, რომელიც ნივთის დაბრუნებას დაავალებს კაცს მისი წარსულიდან. ძიებას სასიყვარულო ისტორია და მოულოდნელი ცვლილება მოჰყვება...
უიღბლო ფინანსისტი ვერაფერს შველის საკუთარი კარიერის დაღმასვლას.მისი ქალიშვილის წარმოსახვით სამყაროში მოგზაურობა,არსებული პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება...
ისტორია არაპროგნოზირებადი და ამბიციური კარგი გოგონას ლუსი ჰატონის და მისი დაუძინებელი მტრის ჯოშუა ტემპლემანის შესახებ, რომლებიც ერთად მუშაობენ ნიუ-იორკის დიდ გამომცემლობაში და პირველივე დანახვიდან სძულთ ერთმანეთი. ლუსი ცდილობს წარმატებას მიაღწიოს საკუთარ პროფესიაში, მაგრამ საბოლოოდ ცივსისხლიან მტერზე - ჯოშუაზე დომინირების დაუნდობელ თამაშში ერთვება, მეტოქეობაში, რომელიც კიდევ უფრო რთულდება მის მიმართ მოულოდნელად გაჩენილი გრძნობებით. ერთ დღეს ლიფტში ვნებიანი კოცნა ყველაფერს თავდაყირა აყენებს, თუმცა მაღალი პოზიციისთვის ბრძოლა ყველაფერს თავის ადგილზე აბრუნებს. ნუთუ ყოველთვის ასე იქნება? არის სიყვარულის ადგილი ამ თამაშში?...
კლერ როუდსი სულ მალე თავის საოცნებო სამსახურს დაიწყებს ერთ უმნიშვნელოვანეს საკონცერტო დარბაზში, ლას ვეგასში. მან უკანასკნელი ტესტი უნდა ჩააბაროს, როდესაც ყოველწლიური საშობაო წარმოდგენა, რომელიც მისი ოჯახის საკუთრებაში მყოფ სასტუმროში იმართება, ტაჰოს ტბასთან, ჩაშლის პირასაა. კლერი, თავის ყოფილ შეყვარებულთან, როკ ვარსკვლავ რაიანთან, ერთად ცდილობს სიტუაციის გამოსწორებას.
იმპულსურ მუსიკოსს, რომელიც შიზოფრენიით იტანჯება, შეუყვარდება საიდუმლოებით მოცული გოგონა, რომელიც, შესაძლოა, მხოლოდ მის გონებაში არსებობს. როცა უეცრად გოგონა გაუჩინარდება, მის მოსაძებნად მთელი ავსტრალიის გარშემო სამოგზაუროდ გაემგზავრება. მუსიკოსის ძმა კი იძულებულია, მის გადასარჩენად გაემართოს...
კლერმა და მორისმა უნდა წაიყვანონ მთელი ოჯახი კლერის მამის დაკრძალვაზე. ოჯახი შედგება კლერის ვეგეტარიანელი ვაჟიშვილისაგან, ალექსისაგან, რომელსაც საიდუმლოდ უყვარს მორისის ქალიშვილი, ლუსი, თინეიჯერი მეამბოხე, და კლერის ძმისაგან, რომელიც მწერალია და დასთან ცხოვრობს, ასევე კლერის და მორისის ქალიშვილისაგან. მათ წინ მხიარული მგზავრობა ელით.
მისი გაუქმებული ქორწილი და გაკოტრებული საცხობი შობამდე რამდენიმე კვირით ადრე ახალგაზრდა გოგონას, ფელისიტი ოლსონს სადღესასწაულო განწყობას დაუკარგავს. განადგურებული ფელისიტი თავის პატარა მშობლიურ ქალაქში ბრუნდება მხოლოდ ერთი მიზნით: გამოიმუშაოს საკმარისი ფული, რათა რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ჩიკაგოში და დააბრუნოს მისი ცხოვრება ნორმალურ კალაპოტში. თუმცა, მისი სადღესასწაულოდ განწყობილი ოჯახი და სიმპათიური ფერმერი ცდილობენ ახალგაზრდა გმირს დაუბრუნონ საშობაო განწყობა.
უიტნი ფლობს ინტერიერის დიზაინის ფირმას, რომელსაც ის თავის მეგობართან, ენდისთან ერთად მართავს. ის ქმნის სანტას განსხვავებულ კოსტიუმს ქალაქის საშობაო მასკარადისთვის და კარგ საქმიან შეთავაზებასაც იღებს - მისმა კომპანიამ მთელი სახლი სადღესასწაულოდ უნდა მორთოს. უიტნი და ენდი თანხმდებიან და მხოლოდ ამის შემდეგ აღმოაჩენენ რომ სახლი უიტნის ყოფილ შეყვარებულს, კონორს ეკუთვნის. კონორს არ სურდა ოჯახის ყოლა, მაგრამ როდესაც მისი ნათლული დეიზი დაობლდა, გადაწყვიტა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აეღო და გამხდარიყო მარტოხელა მამა. დეიზის ყველაფერზე მეტად ოჯახის იდეალური სურათის მიღება და მათ ცხოვრებაში ქალის გამოჩენა სურს, რომელსაც დედად მიიღებს. ვინ შეიძლება იყოს უიტნიზე უკეთესი? ამბიციური სურვილია, ტუმცა შობა ხომ სასწაულებს ახდენს...
ფილმის მოქმედება მომავალში ვითარდება, სადაც მმართველობა სუპერ-რელიგიების ხელშია. ქრისტიანობის მიღების შედეგ მთავარი გმირი შესძლებს ფუნდამენტალისტებისგან თავის დაღწევას, რომლებიც თავგანწირვით იცავენ საკუთარი "სულიერი წინამძღოლის" ავტორიტეტს.
ლამაზმანი სახელად კარლი წარმატებული ადვოკატია, რომელსაც ძალიან მოსწონს მამაკაცები. მან ერთდროულად რამდენიმე მამაკაცთან გააბა ურთიერთობა და ამაზე გაჩერებას არც აპირებს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ის მომხიბვლელ მარკს გაიცნობს და როგორც ჩანს ქალი მას საბედოდ თვლის. მარკი ქალს სამსახურის შემდეგ, ხელში ყვავილებით ხვდება და ყველაზე რომანტიკულ პაემნებს უნიშნავს. ასე რომ, ჩვენი გმირი ქალბატონი ვერც კი ხვდება, რომ კაცი შეუყვარდა და ახლა მასთან ხანგრძლივი ურთიერთობის გაბმა სურ, თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არაა...
სელესტა და ჯესი ინსტიტუტში შეხვდნენ ერთმანეთს და ახალგაზრდები დაქორწინდნენ. ისინი ერთნაერ ხუმრობებზე იციანიან, ერთმანეთის წინადადებებს ასრულებენ. მათი მეგობრებისთვის იდიალურ წყვილს წარმოადგენენ. დრო გავიდა, სელესტა საქმიანი ქალი და მწერალი გახდა, ჯესი კი ხელოვანი და მუდამ უმუშევარია. მათი ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ გაყრა გადაწყვიტეს, თუმცა უერთამნეთოთ ვერ ძლებენ.
ჩარლი ბრონსონი, ყოფილი დამნაშავე მართლმსაჯულებასთან გარიგებაზე წავიდა და ამის წყალობით, ახლა ის დიდებულად ცხოვრობს ენისთან ერთად. ყველაფერი მაშინ ირევა, როდესაც სამსახურის გამო ენი მას კანონის დარღვევას სთხოვს.
მას შემდეგ, რაც უშვილო წყვილი ეზოში ყუთს დამარხავს, სადაც მათი ყველა ოცნება იყო შვილის შესახებ, დედამიწას ტიმოთი გრინი მოევლინება, მაგრამ არის კი ის ვინც ერთი შეხედვით ჩანს?!
რეალური ისტორია ჯიმი ადამსზე, რომელმაც დაკარგა თავისი სამსახური, ვაფლის მაღაზიაში. ის უმეგობრდება ედვარდს, ყოფილ მოვაჭრეს, რომელმაც გამოსცადა მძიმე ცხოვრებისეული გაკვეთილები...
მას შემდეგ რაც შეიტყობს, რომ მას მხოლოდ თვეები აქვს დარჩენილი, ტომი მიზნად ისახავს დარწმუნდეს, რომ მისი წასვლის შემდეგ მის მეუღლესა და 8 წლის ქალიშვილზე იზრუნებენ...
ვალერია, სიყვარულისგან იმედგაცრუებული, ლამაზი და მიზანდასახული ქალი მარტოხელა მამაკაცების შებმის ოსტატი ხდება. ერთ დღესაც ის ჯულიოს გაიცნობს, რომელიც მისი დახმარებით ყოფილ შეყვარებულთან შერიგებას ცდილობს.
როცა ნერვიული სახელგანთქმული მწერალი მის შეყვარებულს სხვა კაცთან შეუსწრებს, საშინელი დეპრესია შეიპყროს. უამრავი წარუმატებელი ურთიერთობის შემდეგ კი იმედს ანტიკვარული წიგნების უჩვეულო გამყიდველთან იპოვის.
კლერი ულამაზესი გოგონაა. ის გარდაცვლილი მამის სასტუმროში მუშაობს, რომელსაც ახლა მისი ბოროტი დედინაცვალი მართავს, სახელად მოდი. დედინაცვალი კლერის თავიდან მოშორებას გადაწყვეტს, გოგონა კი თავს ფერმას შეაფარებს.
ფილმში მოქმედება თანამედროვე ლონდონში საერთაშორისო ხელოვნების სცენაზე ვითარდება. კომედია მოვაჭრეების, შემგროვებლების, ხელოვანების, მიმბაძველების შესახებ...
მთავარი გმირის, კარლოსის ცხოვრება მას შემდეგ იცვლება, როცა ერთ დღეს ის წიგნების ბარში ირენს ხვდება. მათ ორივეს გული გაუტეხეს, ამიტომ მათი შეხვედრა შემთხვევითი არ ყოფილა.
მილო ბარმენად მუშაობს ბერლინში. დღეს ღამე მოსდევს, ღამე წვეულება, ის კი ყოველ დღე უცხო ქალთან ერთად იღვიძებს, მაშინ როდესაც სხვები ნორმალური ცხოვრებით ცხოვობენ. ერთ ღამესაც თავის ოცნების ქალს, სანის, შეხვდება. სანის ყველაფერზე მეტად მუსიკა უყვარს და თავისი ბოსი ატლანტაში მუსიკალურ კომპანიაში მუშაობას შესთავაზებს. მეორე დღეს ამერიკაში უნდა გაემგზავრონ...
ფილმის სიუჟეტი 25 წლის მამაკაცის, გასპარის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც უკვე დიდი ხანია რაც მის ოჯახთან არანაირი კავშირი აღარ აქვს. ახლა მამამისი მეორედ ქორწინდება, ის კი იძულებულია მათთან საერთო ენა გამონახოს...
შობა სანტას თითქმის კარს მოადგა, მოულოდნელად კი მისი 92,000 დამხმარე ელფი შეუძლოდ ხდება... დღესასწაული დაღუპვის პირასაა. წამლისათვის სანტას საფრანგეთში უწევს წასვლა.
კოლეჯში გაბატონებულს მამაკაცთა მმართველობას წინ აღუდგება 3 გოგონა, რომლებიც ცდილობენ თანაკურსელები დეპრესიისგან გადაარჩინონ, დაურღვიონ არსებული სტანდარტები და ჩვევები...
კომედია, რომელშიც მთელი სიუჟეტი თვითმფრინავში ვითარდება! მეხიკოსკენ მიფრინავს თვითმფრინავი, რომლის მგზავრებსაც საფრთხე ემუქრებათ, ეკიპაჟის ფუნქცია კი ახლა მათი დამშვიდებაა...
1990-იანი წლების საკულტო ამერიკული სატელევიზიო სიტკომის “მეგობრები”-ს სპეციალური ეპიზოდი, სადაც ჩვენი საყვარელი პერსონაჟები კვლავ გადასაღებ მოედანზე ბრუნდებიან. ჯენიფერ ენისტონი, კორტნი კოქსი, ლიზა კუდროუ, მეტ ლებლანი, მეთიუ პერი, დევიდ შვიმერი და სპეციალური სტუმრები ერთიანდებიან, რათა განიხილონ ყველაფერი, ქასთინგით დაწყებული, გადაღებების პროცესით დამთავრებული. ეპიზოდი სცენარის გარეშე მაყურებელს რამდენიმე სიურპრიზს უმზადებს და კულისებს მიღმა განვითარებულ მოვლენებს აზიარებს...