გრეგ ფაკერი მზადაა თავის შეყვარებულზე - პემზე დაქორწინდეს, მაგრამ მანამდე პემის მამის დაზვერვის ყოფილი აგენტის - ჯეკ ბერნსის კეთილგანწყობა უნდა მოიპოვოს. კარგი შთაბეჭდილების მოსახდენად ბერნსების ოჯახში გრეგის სტუმრობა კომიკური თავგადასავლებით აღსავსე აღმოჩნდება და ყველაფერ ამას ჯეკი ფხიზლად ადევნებს თვალს...
78 წლის მოხუცი კარლი, რომელიც მთელი ცხოვრება მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე ოცნებობდა, 8 წლის რასელთან ერთად თავგადასავლებით სავსე, საოცარ მოგზაურობაში გაემგზავრება...
ჯეიმს სალივანი და მაიკ ვაზოვსკი მონსტრები არიან. ისინი ფულს ბავშვების შეშინებით შოულობენ, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში მათ უფრო ეშინიათ ბავშვების. ერთხელაც, შემთხვევით, ბავშვი მათ სამყაროში შემოაღწევს...
11 წლის რაილის ქცევას განსაზღვრავს ხუთი ემოცია: სიხარული, მწუხარება, შიში, რისხვა და ზიზღი. ეს ემოციები ეხმარებიან გოგონას ყოველდიური პრობლემების მოგვარებაში. ერთხელაც, მისმა მშობლებმა გადაწყვიტეს საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა და სწორედ აქ ჩნდება სხვა პრობლემები, ვინაიდან გოგონას თითოეულმა ემოციამ ცალ-ცალკე გადაწყვიტა, მისი დახმარება...
როდესაც მთავარი გმირის და, კომპანიის გენერალური დირექტორი, ძმას მისი ფილიალის დახურვით ემუქრება, იგი გადაწყვეტს გენიალური წვეულების მოწყობას, რათა სარფიანი კონტრაქტი გააფორმოს. მაგრამ წვეულება კონტროლიდან გამოდის...
გარი და ბრუქი იძულებულნი არიან მათ შორის არსებული უთანხმოების მიუხედავად, კვლავ ერთჭერკვეშ იცხოვრონ. თითოეული მათგანი ყველანაირი ხერხით ცდილობს ბინას საბოლოოდ დაეპატრონოს...
ნინძაგო სითი დასახმარებლად ახალგაზრდა ლოიდსა და მის მეგობრებს მოიწვევს. წინამძღოლი კუნგ ფუს ოსტატი ბუს დამხარებით მათ უნდა შეაჩერონ ყველაზე ბოროტი დიქტატორი ჰარმანოდი, რომელიც ლოიდის მამა აღმოჩნდება...
მდიდარი ოჯახიდან იტაცებენ შესანიშნავ ჩვილს, რომელსაც ძალიან უყვარს წიგნი ნახატებით პაწაწინა ბავშვზე სახელად ბუ. ბოროტმოქმედები უზარმაზარ გამოსასყიდს ითხოვენ, მაგრამ პაწაწინას დაკარგავენ უიღბლო გამტაცებლები...
საინვესტიციო ბანკირ ჯეკ კემპბელს სულ სხვა ცხოვრება ექნებოდა კოლეჯის შეყვარებულთან ოჯახი რომ შეექმნა. ფერარის ნაცვლად მინივენით ივლიდა და ორ ხმაურიან ბავშთან ერთად ქალაქგარეთ იცხოვრებდა. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად იგი ცდილობს დააფასოს მისი ცხოვრების ამ ვერსიის ყოველი წამი.
ჩვეულებრივი თინეიჯერი ბიჭი ადამი მამამისის საძებნელად მიდის. მისი ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც გაიგებს, რომ მამამისი ლეგენდარული ტყის მცველი ბიგფუტია...
ყველასთვის საყვარელი ანიმაციის მეორე ნაწილი - გრუ და გოგონები, ექიმი ნეფარიო და ძალიან ბევრი საყვარელი მინიონი, აგრეთვე ახალი პერსონაჟები და თავგადასავალი გელოდებათ წინ...
შეხედულებით საზიზღარი, მაგრამ შინაგანად კეთილი გრიუ ცდილობს მსოფლიოში ნომერ პირველი ბოროტმოქმედის სახელი დაიმკვიდროს. ამისათვის ის გადაწყვიტავს მთვარე მოიპაროს, თავისი შექმნილი მინიონების არმიის დახმარებით. საქმეს კონკურენტები ართულებენ, ყველაფერთან ერთად მას ხელს უშლის ოჯახური მდგომარეობაც - გრიუ იძულებულია სამ ობოლზე იზრუნოს...
ვიქტორი დამწყები მწერალია, სარა კი მაგისტრი კლასიკური ლიტერატურის დარგში. მათი საერთო გატაცება ჯოისი და დოსტოევსკია. ისინი უდარდელად ცხოვრობდნენ, მაგრამ მატი შემთხვევითი შეხვედრა ბარში 45 წლიან გაგრძელებას ჰპოვებს. ერთი ოჯახის დიდი სიყვარულის ისტორია, პარიზის მზიანი ბურვალის ფონზე...
აგენტები ჯეი და ქეი ამჯერად წარსულში. ჯეი თავის წარსულზე გაურკვეველ ამბებს შეიტყობს. ქეის სიცოცხლე და პლანეტის ბედი კი ბეწვზე ჰკიდია, რისთვისაც ჯეიმ წარსულში უნდა იმოგზაუროს, რომ ყველაფერი გამოასწოროს. ამ პროცესში ჯეი ასევე იმ საიდუმლოსაც აღმოაჩენს, რომელსაც ქეი უმალავდა...
ფეშენებელური სახლის მენეჯერი თანამშრომლების ჯგუფს უოლსთრითელ გაიძვერასთან შესახვედრად მიუძღვება, რომელსაც მათი ვალი აქვს. გამოუცდელი თაღლითების გუნდმა უნდა შეძლოს და 20 მილიონი დოლარი იპოვოს, სანამ ქურდი მათი ვალით არ გაუჩინარებულა. როგორც მათ ჰგონიათ, ეს თანხა პენტჰაუსშია დამალული...
ეს არის ორი ადამიანის ისტორია. მოწყენილი რვა წლის მერი დინკლსი ავსტრალიაში, მელბურნის გარეუბანში ცხოვრობს. მაქს ჰოროვიცი კი 44 წლის მარტოხელა ებრაელია და ხმაურიანი ნიუ-იორკის ქაოსში ცხოვრობს. მიუხედავად ასაკის სხვაობისა და სხვადასხვა კონტინენტზე ცხოვრებისა, მერის და მაქსს უცნაური მეგობრობა აკავშირებთ...
"ბრიჯიტ ჯონსის დღიური" - რომატიკული სასიყვარულო ისტორიაა, რომელიც ჰელენ ფილდინგის ბესტსელერის მიხედვითაა შექმნილი. ქაოტური ბრიჯიტი ადვოკატს - მარკ დარსის შეხვდება და სულ მალე ის ბრიჯიტის არასრულყოფილ სამყაროში შეაბიჯებს...
ახალგაზრდა სოფი თხოვდება და ოცნებობს, რომ საქორწინო ცერემონია ყველა წესის დაცვით ჩატარდეს. მას სურს, რომ მამამ საკურთხეველთან მიიყვანოს. მაგრამ არ იცის მამა ვინ არის, რადგანაც დედა არაფერს უყვება. ის დედის დღიურს პოულობს, სადაც სამ მამაკაცზეა საუბარი. სოფი სამივეს უგზავნის მოსაწვევს...
მას შემდეგ, რაც ეხმარებოდა მამას თავის მშობლიურ ქალაქ ნეპტუნის დანაშაულებების გახსნაში, ვერონიკა მარსმა იცოდა, რომ ეს სამუდამოდ არ გაგრძელდება. ნიუ-იორკში წასვლით და კარგ კომპანიაში იურისტის წოდების მიღებით, იგი დარწმუნებული იყო, რომ დატოვა ჩაკეტილი წრე. იგი ცდებოდა. მისი ყოფილი მეგობარი ბიჭს ბრალი ედება მისი მეგობარი გოგონას - ახალგაზრდა ამომავალი ვარსკვლავის მკვლელობაში. გადაწყვიტა რა დაეხმაროს მას, ვერონიკა ბრუნდება მშობლიურ ქალაქში და იწყებს საკუთარ გამოძიებას...
თანამედროვე ქალაქი, დასახლებული სხვადასხვა ცხოველებით, დიდი სპილოები პატარა თაგვები. ქალაქი იყოფა რაიონებად და აქ ასევე არის ელიტარული უბანი საჰარის ტერიტორიაზე, ასევე არასტუმართმოყვარე ტუნდრათაუნი. ქალაქში არის ახალი პოლიციელი, მხიარული კურდღელი ჯუდი ჰოპსი, რომელიც სამუშაოს პირველი დღიდანვე აცნობიერებს თუ რა ძნელია იყო პატარა და ფუმფულა დიდ და ძლიერ პოლიციელებს შორის. ჯუდი ცდილობს პირველი შესაძლებლობისთანავე წარმოაჩინოს საკუთარი თავი იმის მიუხედავად, რომ მისი მეწყვილე არის მელია ნიკ უაიდლი. მათ ერთად მოუწევთ რთული საქმის გამოძიება, რის გამოაშკარავებამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მთელი ქალაქის მაცხოვრებლებს...
ეს არის რადიოს წამყვანის, ფერელის ამბავი, რომელიც მთელი მონდომებით ცდილობს გახდეს საუკეთესო მამინაცვალი თავისი ცოლის ორი შვილისთვის, მაგრამ ყველაფერი მაშინ რთულება, როდესაც ბავშვების თავაშვებული მამა გამოჩნდება და ფერელს გამოიწვევს ვინ უფრო უკეთ შეძლებს ბავშვებზე შთაბეჭდილების მოხდენას...
ნამდვილი ისტორია პილოტ - ბერი სილზე. ის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ბოინგ 747-ის პილოტი იყო ამერიკაში, მალე კი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. მისი ცხოვრების სტილი ისეთივე ექსტრემალური იყო, როგორც მისი ბიზნესი...
შუახნის კრიზისის ზღვარზე მყოფი მაიკ ო'დონელი ოცნებობს ხელმეორედ გაიაროს მოზარდობის ასაკი. და აი, ერთ მშვენიერ დილას აღმოაჩენს, რომ ზუსტად ის მიიღო, რაც სურდა. იგი კვლავ 17 წლის არის. ზრდასრული ადამიანის გონებით მოზარდის სხეულში გამოკეტილ მაიკს ეძლევა შანსი, რომ ზოგიერთი მისი ცხოვრებისეული გადაწყვეტილება შეცვალოს. ეს გადაწყვეტილებები არც თუ ისე ცუდი ყოფილა, როგორც მას აქამდე ეგონა...
ოფიცრების შმიდტისა და ჯენკოს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, მას შემდეგ რაც კოლეჯში მუშაობდენენ ფარულ აგენტებად. მათ მეგობრობას განსხვავებული ინტერესები უქმნის საფრთხეს...
ანიმაციური ფილმის მთავარი პერსონაჟები საყვარელ სამ შვილთან ერთად ჯადოსნურ ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში ცხოვრობენ. ერთხელაც ბლუ გადაწყვეტს, რომ უკვე დროა შვილებს ასწავლოს ნამდვილი ფრინველებივით ცხოვრება, ამისათვის საჭიროა მდინარე ამაზონის მიდამოებში გადასახლება. ბლუს მეუღლეს კი ეშინია, რომ შესაძლოა ამაზონის ჯუნგლების სილამაზით მონუსხული ბავშვები ტყეებში დაიკარგონ...
ბლუ შინაური თუთიყუშია, რომელიც ფრენას ვერ სწავლობს და მის პატრონთან და საუკეთესო მეგობართან ლინდასთან ერთად მუსის ტბაზე კომფორტულად ცხოვრობს. მათ ჰგონიათ, რომ იგი მისი ჯიშის უკანასკნელი წარმომადგენელია, მაგრამ როდესაც შეიტყობენ, რომ რიოში მეორე ასეთი თუთიყუშიც არსებობს, ისინი შორ ეგზოტიკურ მოგზაურობაში გაემგზავრებიან, რომ იპოვნონ ჯიუველი, ბლუს მეორე ნახევარი. ადგილზე ჩასვლისას, ბლუს და ჯიუველს კონტრაბანდისტ ცხოველთა ბანდა გაიტაცებს. ჯიუველისა და რამდენიმე ჭკვიანი ქალაქელი ჩიტის დახმარებით ბლუ გაიქცევა. ახალ მეგობრებთან ერთად ბლუმ უნდა იპოვოს ძალა, რომ შეძლოს ფრენა და შემდეგ დაბრუნდეს ლინდასთან, მაგრამ ამაში ხელს კონტრაბანდისტები უშლიან...
ანიმაცია მოგვითხრობს ახალგაზრდა გოგონას, მოანას და მისი ბედისწერის შესახებ. ნახევრად ღმერთთან, მაუისთან ერთად მოგზაურობისას ის საოცარი მოვლენების მთავარი გმირი ხდება...
ვილი სტოუკსის მორიგი ისტორია, რომელიც ადვილი ფულის შოვნის მიზნით სანტას ფორმას იცვამს. მაგრამ შობას სასწაულები ხდება. როგორი შობა იქნება წელს ვილისთვის?
მეუღლესთან განშორების შემდეგ, მთავარი გმირის ცხოვრება რადიკალურად იცვლება. ის გადადის მშობლების სახლში და კარგავს ძველ მეგობრებს. თუმცა ცხოვრება მაშინ გიმზადებს საჩუქარს, როდესაც ყველაზე ნაკლებად ელი. ტიფანის გაცნობა - ზუსტად ის შემთხვევაა...
როდესაც მშვიდობის ველი საფრთხის ქვეშაა, ზარმაცი პანდა პო აღმოაჩენს, რომ მისი ბედისწერაა იყოს "რჩეული" და ვარჯიშს იწყებს, რათა კუნგ-ფუს გმირი გახდეს, მაგრამ ადვილი როდია ზანტი უქნარადან უშიშარ მებძოლად გარდაიქმნა. ყველაფერი დამოკიდებულია ოსტატ შიფუსა და მძვინვარე ხუთეულზე - ძუ ვეფხვზე, წეროზე, ღვთისმლოცველაზე, გველგესლასა და მაიმუნზე...
2 მძარცველის ისტორია, რომლებიც სინამდვილეში სულ არ არიან ისეთები, როგორადაც ცდილობენ თავი მოაჩვენონ სხვებს. ერთი მათგანი ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილების აგენტია, ხოლო მეორე დაზვერვის საიდუმლო აგენტი.
კაცობრიობას ახალი ვირუსი დაატყდა თავს. ვირუსის ზემოქმედებით ყველა ის ემოცია, რომლის კონტროლიც ადამიანს შეუძლია უმართავი ხდება: სიბრაზე, მრისხანება, შიში და მსგავსი ემოციები. რვა საათში ყველა სიმპტომი ქრება...
24 საათიანი სატელევიზიო შოუს მთავარი გმირის თრუმენ ბურბანკის ცხოვრება ყველა კუთხით არის გაშუქებული, რის შესახებ თავად არაფერი იცის. მთელი მისი ცხოვრება მსოფლიოსთვის გასართობი დაუსრულებელი საპნის ოპერაა. მის გარშემო ყველა, ცოლის და საუკეთესო მეგობრის ჩათვლით მხოლოდ დაქირავებული მსახიობები არიან...
ახლადდამთავრებულთა ჯგუფი გვიან ღამით სასეირნოდ მიემგზავრება, იმ იმედით, რომ საბოლოოდ დატკბებიან შესვენებით, სანამ მათი გზები გაიყრება. ამის ნაცვლად, ისინი შემთხვევით აღმოჩნდებიან დაუსრულებელ, ორზოლიან ჯოჯოხეთში, რომელიც გარშემორტყმულია საშინელებებითა და მათთვის მიუწვდომელი კოსმოსური ძალებით. მანქანაში მოკალათებულები, სადაც უსასრულოდ გრძელი გზაა გაშლილი, ისინი არჩევანის წინაშე დგანან: მიიღონ ახალი არსებობა ან იბრძოლონ მისგან თავის დასაღწევად.
არსებობს საზღვარი დაშორების და განქორწინების შორის... ბენი და კეტი, წარმატებული ცოლ–ქმარი, ქორწილის 15 წლის შემდეგ განქორწინების საზღვარზე არიან. ისინი სცდილობენ საკუთარი ქორწინების გადარჩენას, მაგრამ წარსულში დაგროვილი უსიამოვნებები ზედაპირზე ამოდის. იქნებ გამოსავალი იმაშია, რომ ერთმანეთი ისეთები უყვარდეთ როგორებიც არიან? საუკეთესო იუმორი და ბრწყინვალე ჰოლივუდის მსახიობების თამაში...
პროფესიონალი თაღლითი როი მოულოდნელად შეიტყობს, რომ არასრულწლოვანი ქალიშვილის მამაა, რაც მთელი მისი საგულდაგულოდ დაგეგმილი ცხოვრების კანონზომიერ დინებას არღვევს...
ფილმი ახალგაზრდა ჟურნალისტის შესახებ, რომელიც ნიუ-იორკში, მოდის ინდუსტრიაში სამუშაოდ გადადის. მისი ძალზე მომთხოვნი და მკაცრი ბოსი, აიძულებს მას მაღალი კლასის ელეგანტური ჟურნალის იმიჯს მოერგოს, გოგონას კი უბრალოდ სურს კარგი ჟურნალისტი გახდეს...
დაგ გლეთი ერთი კარგი მოჩხუბარია, რომელსაც ჰოკეის ლიგის მწვრთნელი თავის გუნდში თამაშს შესთავაზებს. დაგი დათანხმდება და გუნდის მთავარ თავდამსხმელად იქცევა, მანამდე სანამ ყოფილი ფავორიტი შურისძიებას არ გადაწყვეტს.
სამი მეზობელი უკვდავი ვამპირის - ვიაგოს, დიკონის და ვლადისლავის ცხოვრების ამბავი, რომლებიც უბრალოდ ცდილობენ გადარჩნენ თანამედროვე სამყაროში, სადაც არსებობს სახლის ქირა, ღამის კლუბში ფეისკონტროლი, მომაკვდინებელი მზის შუქი და სხვა პრობლემები...
არსებობს ბევრი რეკომენდაცია და რჩევა , როგორ უნდა მივუდგეთ ბავშვს, მაგრამ რა უნდა ვქნათ თუ პატარას ცუდი ხელმძღვანელის ყველა თვისება აქვს და მის გარშემო იგი მხოლოდ ზარმაც და უნიჭო ადამიანებს ხედავს?
ფილმი გადაღებულია მიკი რეპკინის წიგნის მიხედვით - “იმღერე იდეალურად”, რომელშიც მოთხრობილია სტუდენტზე, რომელმაც უეცრად აღმოაჩინა, რომ თურმე იდეალური ხმა აქვს…
განდევნილი, რომელიც საკუთარი წარსულის მოგონებებით ცხოვრობს, მოახერხებს და გადაარჩენს ახალშობილ, რის შემდეგაც ახალდაბადებულ ბავშვს შეიარაღებული ხალხისგან იცავს...
ყველა ადგილზეა: პიტერ ქვილი, სიტყვაძუნწი დრაქსი, მწვანეკანიანი ჰამორა, ცოცხალი ხე გრუტი და მოლაპარაკე ენოტი. გმირები ჩვეულ რიტმს არ ღალატობენ: ეხვევიან გაუგებარ სიტუაციებში და საზოგადოებისათვის ზიანის მიყენების გარეშე პოულობენ გამოსავალს. ამჯერად მათ ყველაზე დიდი საიდუმლოს ამოხსნა მოუწევთ. მათ უნდა გაიგონ, თუ ვინ არის პიტერ ქვილის მამა...