კომედია ერთი ოჯახის შესახებ, რომლის ყველა წევრიც შობაზე გიჟდება მათი თექვსმეტი წლის ქალიშვილის გარდა. ოჯახის მიერ შობის დღესასწაულის გადაჭარბებულმა აღნიშვნებმა მისი ცხოვრება აუტანელი გახადა. როდესაც მისი ბოიფრენდი დღესასწაულზე ჩამოსვლას გადაწყვეტს, გოგონა ცდილობს იგი ოჯახის საშობაო აკვიატებებს აარიდოს, ქირაობს მსახიობებს, მშობლების როლი რომ ითამაშონ და აწყობს ვითომ საშობაო სადილს მეზობლად მდებარე ცარიელ სახლში. რა შეიძლება მოხდეს?...
ლოს-ანჟელესის პოლიციელი ჯეკ მუნი – რასისტია. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მისი უკმაყოფილება, როდესაც ის, ტრანსპლონტაციის შემდეგ გაიგებს, რომ მას ზანგის გული გადაუნერგეს. და არა უბრალო ზანგის, არამედ – წინა დღით დაღუპული ადვოკატის, რომელიც კრიმინალურ სამყაროს უკავშრდება. და შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ჯეკის გაგიჟება, როდესაც ზანგი მასთან მოჩვენების სახით იწყებს მოსვლას და მოსვენებას არ აძლევს.
კირი, ლეა, დაშა, მაქსი - სტუდენტები არიან. მათ ცხოვრებაში ყველაფერი პირველადაა. პირველი სიყვარული, პირველი სექსი, პირველი საერთო ოცნება, პირველი შეცდომები, პირველი იმედგაცრუება და პირველი აღმოჩენები...
სოფელი, რომელშიც სასმელი წყალი არ არის ტრადიციულად ქალები კილომეტრებს გადიან რათა წყაროდან მოიტანონ ის. ერთხელაც ისინი კატეგორიულად მოსთხოვენ მამაკაცებს წყალი გამოიყვანონ სოფლამდე...
ადამი ახალგაზრდა ბიჭია, რომელიც საზღვარგარეთ მუშაობს. იგი მოულოდნელად გადაწყვეტს ოჯახში დაბრუნდეს პოლონეთში. მას სურს სრულიად შეცვალოს , რადგან მალე მამა უნდა გახდეს. მას ძალიან მოენატრა ოჯახის წევრები და უხარია მათი ნახვა, მაგრამ დრო გავიდა, პრობლემები კი დარჩა. რას გაიგებს ადამი საშობაო ვახშამზე?...
კონტების დიდი ოჯახი საზეიმო სადილზე იკრიბება - მამა, დედა, ექსცენტრული დეიდა ლუჩიანა, ტომასო, მისი და ელენა და უფროსი ძმა ანტონიო. ისინი ტომასოს ოჯახური ბიზნესის მეთაურად დანიშვნას აღნიშნავენ. ტომასო გადაწყვიტავს შემთხვევით ისარგებლოს და ოჯახს თავისი ორიენტაციის შესახებ შეატყობინოს. მაგრამ მოულოდნელად, უფროსი ძმა ასწრებს და მშობლებს ეუბნება, რომ გეია. გაბრაზებული მამა ანტონიოს სახლიდან აგდებს და თავად ნერვიული შეტევით საავადმყოფოში ხვდება.
დრამატული კომედია პოლიციის ოფიცერის ჯიმ არონის შესახებ, რომელიც განქორწინების და მისი დედის გარდაცვალების შემდეგ საშინლად დათრგუნული აღმოჩნდება, ცდილობს სამსახურს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ჯიმ არონის ერთადერთი ნუგეში მისი ქალიშვილი გახდება, რომლის ალერსს და ზრუნვას მთავარი გმირის სულიერი ბალანსის დაბრუნება შეუძლია...
ბავშვობაში დარსის ვერასოდეს გაჰქონდა თავისი სურვილი ოჯახში დღესასწაულების აღნიშვნასთან დაკავშირებით. როდესაც წამოიზარდა, შობის აღნიშვნა იმდენად უცნაურად მოინდომა, რომ სულ დაავიწყდა, სინამდვილეში რას ნიშნავს დღესასწაული. მოულოდნელად, რაღაც მაგიის წყალობით თავისი წარმოსახვის იდეალურად სრულყოფილ საშობაო სოფელში აღმოჩნდება და მაშინ მიხვდება, რომ თურმე „ „სრულყოფილება“ ის არ ყოფილა რაც ეგონა...
იუკინა ტორიამა მისაღები გამოცდებისათვის ერთწლიანი მზადების შემდეგ უნივერსიტეტში ჩააბარებს. თავდაპირველად იქაური სიტუაცია შოკში აგდებს. უფროსკურსელი კეი მოეწონება. კეის გამო „ „ფრენის კლუბი“-ს წევრი გახდება, რომელის მიზანიც „ „ტორი ნინგენის კონკურსის“ ჩატარებაა. იუკინას სურს კეის მეწყვილე იყოს გაფრენისას, მაგრამ მას საკაბათან დააწყვილებენ, რომელიც სრულიადაც არ მოსწონს...
თანი და ჯავიდი, ორი დამნაშავე, რომლებიც მათი ოჯახების მკვლელს ეძებენ ახლო მომავლის ბერლინში, იდუმალებით მოცული სცენარის მიხედვით, ძალიან ბოროტ ზღაპარსა და შურისძიების მანკიერ წრეში აღმოჩნდებიან...
ერთ ღამეს, ჯეფი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მიდის თავის მეგობარ ბენთან, რომელთაც რამდენიმე წელია ერთმანეთი არ უნახავთ. გაერთიანების ზეიმის სურვილით, ასევე ბენის დამღლელი ცხოვრებისგან ყურადღების გადასატანად, ჯეფი დაპატიჯებს მას წვეულებაზე. იქ ისინი გაეცნობიან სამოყვარულო პორნოს ფესტივალს და მთვრალები გადაწყვეტენ პორნოგრაფიული ფილმის გადაღებას საკუთარი თავის მონაწილეობით...
მარტინი 30 წლისაა, ის ნორვეგიის პატარა ქალაქში ცხოვრობს. იგი მარტო მიდის მთებში. ჩვენ მოვისმენთ მის ყველა უცენზურო ფიქრებსა და შენიშვნებს საკუთარ თავსა და გარშემომყოფებზე...
მეუღლის გარდაიცვალების შემდეგ მამაკაცი უარს ამბობს გარეთ გასვლზე და არ უნდა მის ერთადერთ ვაჟთან ლაპარაკი. ცხოვრება კარგავს აზრს, არსებობას წყვეტს მისთვის. ერთ დღეს ბიჭი აღმოაჩენს პატარა ვარხვის წიწილს და გადაწყვეტს დატოვოს სახლში. ის გამოკვებავს ფრინველს და მათ დააკავშირებთ თბილი და მეგობრული ურთიერთობები. ვარხვი ეხმარება ბიჭს კვლავ დაიბრუნოს მამა და ააღორძინოს ის ახალი ცხოვრებისთვის...
სონია - ლამაზი გოგონა ზაგრებიდან, ის ვეგეტარიანელია, აქტიურად მებრძოლი ცხოველთა უფლებებისთვის. აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მის სამშობლოში არ ჩატარდეს ხარების ბრძოლა. ხარების მეპატრონები თვლიან, რომ რაც არ უნდა უყვარდეს გოგონას ცხოველები, ხართან მისვლას ის მაინც ვერ შეძლებს. ისინი იწყებენ ფსონების დადებას...
ნათან ფლომი, წარმატებული ბიზნესის გადასარჩენად გადაწყვეტს ახალი ვინაობით გამოჩენას მართლას ვენახში. ის იწყებს შურისძიებას მას შემდგ, რაც მისი ყოფილი ბიზნეს პარტნიორი იმავე ქალაქში გადადის საცხოვრებლად...
სამოცი წლის მემანქანე ილია პენსიაზე გასვლას აპირებს. ამდენი წლის მანძილზე მისი მატარებლის ბორბლებქვეშ 28 ადამიანი დაიღუპა. მისი ვაჟიც მამის კვალს გაყვა და მემანქანე გამოვიდა. როდესაც ვაჟის სამუშაო დღეები უბედური შემთხვევის გარეშე გადის, მამა ჩათვლის , რომ მისი ვაჟი ამის გარეშე ვერასოდეს გახდება ნამდვილი მემანქანე. ილია გადაწყვეტს თავად გამოასწოროს ეს...
ბავშვობის მეგობრები , ნინა და ჰუგო, ცხოვრების განსხვავებულ გზას აირჩევენ. ჰუგო მშობლიურ ქალაქში ბრუნდება ნინას ქორწინების წინა დღეს. ქორწინების დღის მოვლენები მათ წარსულში დააბრუნებს და ახალი თავგადასავლისაკენ უბიძგებს...
მწერალი ვეინემ ჩანი, დიდი ხანია ფულს შოულობს იმით, რომ წერს მოკლე ეროტიულ ნაწარმოებებს, ერთ-ერთი გაზეთისთვის. მოდის ინტერნეტის ერა, მის ნაწერებს აღარ კითხულობენ და აგდებენ იქიდან. ვეიმენისთვის სამსახურის დაკარგვა ნამდვილი ტრაგედია იყო. ამ დროს ერთ-ერთ მეგობარს დაებადა არაჩვეულებრივი აზრი, გამოიყენოს ვეიმენის ფანტაზია, პორნო ვიდეოებისთვის...
მოწყენილობისგან დაღლილი დიასახლისი რეიჩელი გადაწყვეტს თავის ცხოვრებაში სიახლე შეიტანოს. ის სიმპატიურია და ლოს-ანჟელესის ბოჰემურ ადგილას ცხოვრობს, მოწყენილობისგან დაღლილი გადაწყვეტს სტრიპტიზბარში წავიდეს, მის საქციელს სახალისო მოვლენები მოჰყვება...
რომი, 1974 წელი. დარიო, 10 წლის ვაჟი გვიდო და სერენი. წყვილები, რომლებიც აღმოჩნდებიან ემოციური კრიზისის შუაგულში. გვიდოს ოჯახმა ხელოვანმა ხალხმა, მკვეთრად გააკრიტიკა მისი გადაწყვეტილება ცოლად მოეყვანა გოგონა მოვაჭრეების ოჯახიდან, რადგან მათ სურდათ ვაჟი ცნობილი მხატვარი გამხდარიყო...
ფილმი მოგვითხრობს მარია ფეს ცხოვრებაზე. ის არის ახალგაზრდა ქალი, რომელიც მარტო რჩება ექვსლიანი ურთიერთობის მერე. მარია თავის ორ საუკეთესო დაქალთან ერთად ცდილობს თავიდან ისწავლოს თუ როგორ გაუმკლავდეს მარტოსულობის ცხოვრებას. გზად, გადაეყრებით ძველ სიყვარულს, ახალი თავგადასავლებს და მრავალ გასართობს.
მეუღლეების ცხოვრება თანდათან ერთფეროვანი და უინტერესო ხდება, მონოგამია 14 წელი ძნელი გასაძლები აღმოჩნდა. ერთხელაც წყვილი გადაწყვეტს სიახლე შეიტანოს მათ სექსუალურ ცხოვრებაში...
შირინისათვის იდეალური სპარსული ოჯახის წევრობა საკმაოდ რთულია:მშობლებმა არაფერი იციან სიყვარულზე შვილის თავისუფალი შეხედულებების შესახებ, მეგობარს კი არ ესმის თუ რატომ ვერ ეუბნება ის მათ ამას. ძმის ირანელ გოგოზე დანიშვნის შემდეგ, შირინი შეწინააღმდეგებას იწყებს...
ცოლ-ქმრის ურთიერთობაში პრობლემებია, ისინი ვეღარ უგებენ ერთმანეთს, აღარც გრძნობაა მათ შორის და არც ვნება. ერთადერთი რაც აერთიანებთ ქალიშვილია. ცოლის ინიციატივით წყვილი გაყრას გადაწყვეტს...
Vielmachglas is a movie starring Marc Benjamin, Ilka Bessin, and Adam Bousdoukos. After her adventurous brother dies in a car crash, a neurotic, broke girl, who can't choose, what to do with her life, goes on the adventure, he...
მეგობრები ყოველ უიკენდზე ერიკის სახლში თემატურ გასართობ საღამოებს აწყობენ. როდესაც ერიკის მამა სახლის გაყიდვას გადაწყვიტავს, მეგობრები ერთ ბოლო, ყველაზე გიჟურ და დასამახსოვრებელ საღამოს გამართავენ...
ერთადერთი რაც ლარა ტაილერს, ყველაზე ცნობილ ადგილობრივ კინოვარსკვლავს უნდა, მის საქმროზე, მწერალ ჯეიმს ობრიზე დაქორწინებაა, მაგრამ ლარას პაპარაცი დასდევს და ის იძულებულია შოტლანდიის ერთერთ კუნძულს შეაფაროს თავი და იქ ჩუმად დაქორწინდეს. თუმცა, მოუსვენარი პაპარაცი მას აქაც დაედევნება და სასოწარკვეთილი ლარა იძულებულია გაიქცეს...
ათი წლის ამანდას ძალიან უნდა , რომ ძაღლი ყავდეს, მაგრამ მამა არ რთავს ნებას. ამანდა პატარა მელიას იპოვის და მის მეგობართან ერთად გადაწყვეტს შინაურ ცხოველად გაზარდონ ის...
William has failed to kill himself so many times that he outsources his suicide to aging assassin Leslie. But with the contract signed and death assured within a week (or his money back), William suddenly discovers reasons to live... However Leslie is under pressure from his boss to make sure the contract is completed.
ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული შავი იუმორით გადაღებული კომედია გვამების გამტაცებელ უილიამ ბურკეზე (საიმონ პეგი) და უილიამ ჰეირიზე (ენდი სერკისი). ეს ორი ირლანდიელი აღმოაჩენენ, რომ მკვდარი სხეული შესაძლოა კარგ ფასად გაასაღონ მედიკამენტების შემქმნელ პრფესორ ნოქსსა (ტომ უილკინსონი) და ექიმ მონროზე (ტიმ ქარი)...
მოქმედება რუსეთის სოფელში ხდება. მოსახლეობა მხოლოდ ორი მამაკაცისა და ერთი ახლადდაქვრივებული ქალისაგან შედგება. ერთ-ერთი მამაკაცი გადაწყვეტს ქვრივს ხელი სთხოვოს. მეორეც არ ჩამორჩება. ორი მეგობარი ქალის გამო ერთმანეთს ომს უცხადებს...
Io sono Tempesta is a movie starring Marco Giallini, Elio Germano, and Eleonora Danco. Numa Tempesta is a fascinating, charismatic, businessman at the top of his game. Driven by a ruthless, relentless need to succeed, Numa will stop...
ამერიკული ნავთობის კომპანია აგზავნის კაცს შოტლანდიიის სოფელში, სადაც სურთ ააშენონ გადამამუშავებელი ქარხანა. მოვლენები ისე არ განვითარდება როგორც ელოდნენ...
უიღბლო კიმი თავის მოკვლას გადაწყვიტავს და ხიდიდან მდინარეში გადაეშვება. მან ცურვა არ იცის, მაგრამ შემთხვევით გადარჩება. კიმს მდინარე, ხიდთან ახლოს მდებარე უკაცრიელ კუნძულზე გარიყავს. ამ დროს ერთი გოგო, რომელიც 2 წელია სახლიდან არ გამოსულა, დურბინდით, ფანჯრიდან ხედავს მამაკაცს კუნძულზე, გვერდით კი დიდ წარწერას - "HELP"...
ჩოსონში კვლავ ხმაურია. ვიღაც დამწვარი ქალის სხეულს ამოთხრის და სისხლის დახმარებით აცოცხლებს მას. ამის შემდეგ ძალიან უცნაური მოვლენები ხდება: ხალხი მოულოდნელად ალდება და იწვება ქუჩაში. დროა ცნობილმა კიმ მინმა საქმის გამოძიება დაიწყოს მის დამხმარესთან ერთად, მაგრამ აი კიდევ ერთი უცნაურობა - სადაც არ უნდა წავიდნენ ყველგან უცნობი ქალი ხვდებათ, რომელიც დიდ ძალას ფლობს, ამასთან არც საკუთარი სახელი ახსოვს და არც მისი წარსული...
რიკო სამართლიანი ადამიანი, რომელსაც ერთგული მეგობრები და მოსიყვარულე ადამიანები ყავს გარშემო. მაგრამ მას მისი საიდუმლოებები აქვს, რომელსაც წარსულში მალავს...
ფილმის მთავარი გმირი ახალგარდა ბიჭი, მეტინია, რომელიც სტოკჰომის გარეუბანში ცხოვრობს. იგი მწერლობაზე ოცნებობს, მაგრამ სამსახურის უქონლობის გამო, მას მცირე ქურდობების ჩადენა უწევს. იგი მის გარშემომყოფებზე ჩანაწერებს აკეთებს რვეულში.მის რვეულს შემთხვევით წაიკითხავს მსახიობი და აკადემიის პროფესორი, რომელიც მეტინს ეტყვის, რომ მას ნიჭი აქვს და მისი ჩანაწერები წიგნად უნდა გამოიცეს...
ქაშმარ ბადორი არის 1981 წლის რემეიქი. სიდი ჯეი და ომი მეზობლები არიან. ჯეი და ომი გოგოებს დასდევენ, მაგრამ ისინი ვერ მოახერხებენ იმას რასაც სიდი გააკეთებს...
რომანტიული კომედია რომელიც სამხრეთ კალიფორნიის სანაპიროზე ხდება. სკოტ მაქკეი ხდება სიმარტოვის სპეციალისტი რაც მას სიმდიდრეს და ნამდვილ სიყვარულს აპოვნინებს. სასწაულები ხდება!...
ფილმი აცოცხლებს 1980-იანი წლების სერკინებას ალექს ჰიგინსსა და სტივე დევისს შორის. ამ ორმა სრულიად განსხვავებულმა პიროვნებამ გახადა ბილიარდი , როგორც სპორტი პოპულარული ტელევიზიაში 1985 წელს...
მაქსს, სტრიპტიზ კლუბის მფლობელს, ადგილობრივი ბანდიტები ემუქრებიან. იგი პრობლემის გადაჭრას ცოლის კონტაქტებით ცდილობს და დაიქირავებს მკვლელს, რათა ეს პროპლემა ერთხელ და სამუდამოდ მოაგვაროს. მაგრამ სანამ ეს მოხდება, მაქსს თავისი გავლენა თავში აუვარდება და ყველაფერი კვლავ ირევა...