ამბიციური ტელეწამყვანი ლოს-ანჯელესის ერთერთ ტელევიზიაში გასაუბრების დროს განცდილი მარცხის შემდეგ, გულის გადასაყოლებლად დასალევად მიდის. ბობოქარი ღამის შემდეგ ის გონზე მოდის ქუჩაში, უფულოდ, პასპორტის და მანქანის გარეშე… თან აქვს მხოლოდ მობილური და კითხულობს SMS: “გილოცავთ! აგიყვანეთ სამსახურში. დღეს პირველი გადაცემა გექნებათ!
ახალდაქორწინებულ წყვილის ტედის და ტამის სურთ იყოლიონ ბავშვი, მაგრამ იმისთვის რომ მათ მოიპოვონ ეს უფლება ტედმა უნდა დაამტკიცოს, რომ ის იმსახურებს მამის სტატუსს. ტედს ამისთვის ბევრი რამის გადატანა უწევს…
ამერიკელთა ოჯახი მიემგზავრება ჩიკაგოდან ევროპაში, მაგრამ სიჩქარეში უყურადღებო მშობლებს სახლში რჩებათ ერთერთი შვილი. პატარა ბიჭი არ იბნევა და დემონსტრირებას თავის გამჭრიახობას უკეთებს. და როდესაც სახლში ყაჩაღები შემოიპარებიან, მათ არაერთხელ უწევთ ინანონ საყვარელ პაწაწინასთან შეხვედრა.
ამერიკის ყველაზე პატარა გმირი მოაწყობს პატარა არეულობას ნიუ–იორკში! კევინ მაკკალისტერი დაბრუნდა! მაგრამ ახლა ის მარტო სახლიში კი არა არამედ ნიუ–იორკშია. მას საკმარისი თანხა და საკრედიტო ბარათები აქვს იმისათვის, რომ "დიდი ვაშლი" საკუთარ სათამაშო მოედანად აქციოს. მაგრამ, როგორც ყოველთვის, კევინს მარტო ყოფნა დიდი ხნით არ უწერია. მისი ძველი მეგობრები გარი და მარვი ციხიდან გაიქცნენ, სადაც კევინის დახმარებით მოხვდნენ. და ბედის ირონიით ისინი ისევ ერთ ქალაქში აღმოჩნდნენ! ახალი დაგებული მახეები და ხაფანგები ელით ბანდიტებს...
კოული ყურებამდეა შეყვარებული მის ძიძაზე, ლამაზ , ჭკვიან და საკუთარ თავში დარწმუნებულ გოგონაზე. ერთხელ კოული გადაწყვეტს არ დაიძინოს და მას უთვალთვალოს, მაგრამ სიტუაცია იცვლება. ძიძა ცივსისხლიანი მკვლელი აღმოჩნდება, რომელიც თვით ეშმაკს ემსახურება.
ჩაჭრილები ქართულად, საშუალო სკოლის დამთავრბის შემდეგ ბარტლი გეინსმა ინსტიტუტში მიღების რვა მცდელობაზე რვა უარი მიიღო, რაც რა თქმა უნდა არ მოეწონებოდათ მის მშობლებს. მაგრამ საბედნიეროდ ის არ არის მარტო. რამოდენიმე მის მეგობარი-თანაკლასელი ასეთივე პრობლემის წინაშე დგანან. ბარტლიმ რამე ისეთი უნდა მოიფიქროს, რომ მშობლებიც დააწყნაროს და ოცნების გოგონას მონიკას თავი მოაწონოს. როგორ უნდა მოახერხოს ეს? ადვილად. ის საკუთარ უნივერსიტეტს გახსნის...
ცამეტი წლის გოგონა ოცნებობს – მალე გაიზარდოს და ცნობილი მსახიობი გახდეს.დაბადების დღეზე თამაშის დროს ის ჩაიკეტება თავის ოთახში და ჩაიფიქრებს თავის ყველაზე სანუკვარ სურვილს, რომელიც იქვე შეუსრულდება მოულოდნელად. ის გადაიქცევა ლამზ ზრდასრულ ქალად – პოპულარულ ტელევარსკვლავად და მხოლოდ მაშინ მიხვდება, რომ თავის სურვილებთან ცოტა უფრო ფრთხილი უნდა ყოფილიყო – წარმოიშვება ხომ რთული სიტუაციების მთელი რიგი, რომლებისგანაც მას თავის დაღწევა მოუწევს, და ახლა მას მხოლოდ ერთი რამ სურს – დაბრუნდეს იმ დაბადების დღეზე და იმ შესანიშნავ დროში, როდესაც ის 13 წლის იყო...
მას შემდეგ, რაც ზომბების შემოტევის შედეგად აშშ განადგურდა , მთელი მოსახლეობიდან გადარჩენილების პატარა ჯგუფი რჩება. ისინი ქვეყანაში დაეხეტებიან და ზომბებისგან გადარჩენას ცდილობენ. ერთხელაც ისინი გასართობ პარკში ჩერდებიან იმ იმედით, რომ იქ უსაფრთხოდ იქნებიან...
ამბიციური ტელეწამყვანი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ტელევიზიაში გასაუბრების დროს განცდილი მარცხის შემდეგ, გულის გადასაყოლებლად დასალევად მიდის. ბობოქარი ღამის შემდეგ ის გონზე მოდის ქუჩაში, უფულოდ, პასპორტის და მანქანის გარეშე. თან აქვს მხოლოდ მობილური და კითხულობს შეტყობინებას: “გილოცავთ! აყვანილი ხართ სამსახურში. დღეს პირველი გადაცემა გექნებათ!”
ზაქარი ქოუენი მის თანაკლასელს ითენ ლონგსთრითს ჩხუბის დროს სახეში ჯოხს მოარტყამს და ითენს ამის გამო კბილი ჩამსოტყდება. ბავშვების მშობლები ამ ინციდენტის შესახებ შეიტყობენ და ლონგსთრითების ოჯახი სიტაუციაში გასარკვევად, ქოუენების ოჯახს შინ მიიპატიჟებს...
უცნაურ, ზედმეტად ამბიციურ ანდის და ცხოვრების დინებასმიყოლილ ბენოს მხოლოდ ერთი რამ აქვთ საერთო: ისინი მალე გარდაიცვლებიან. ამგვარად ორივე მათგანი გადაწყვეტს ჰქონდეს ყველაზე დაუვიწყარი დღე მათ ცხოვრებაში. პირველი რაც მათ სჭირდებათ ფულია, რომელსაც ჭკვიანური ხრიკით გამოიტანენ ბანკიდან და გაემგზავრებიან აფრიკაში. ეს მოგზაურობა არამხოლოდ ენდისთვის აღმოჩნდება ღამის კოშმარი, არამედ ბენოსთვისაც, რომელიც პირველად აღმოჩნდება პირისპირ საკუთარ წარსულთან. მიუხედავად სირთულეებისა, კომედიური, ტრაგიკული და დრამატული მოვლენებისა, ორივე გმირი მიიღებს იმას რაც სურდათ: ყველაზე ლამაზ დღეს, რომელიც მიახვედრებს, რომ ადამიანი თვითონ ქმნის საკუთრ ცხოვრებას...
მიზანთროპი ელ რეიდის დაცულობა ქრება, როდესაც მის 18 წლის შვილიშვილს სეიჯის სჭირდება დახმარება. ისინი აგრძელებენ დღის განმავლობაში მოგზაურობას, რაც ელის წარსულის საკითხებთან დააბრუნებს, ხოლო სეიჯი თავისი მომავლის პირისპირ აღმოჩნდება...
ამჯერად მაკომის და კელის სახლის მეზობლად გადმოდის უნივერსიტეტის გოგონების კლუბი. ახალ არასასურველ მეზობლებთან გასამკლავებლად, რომლებიც მოსვენებას არ აძლევენ, გადაწყვეტენ მიმართონ ყოფილ მტერს - ტედი სანდერსს...
შობის ღამეს, სუპერმარკეტის გაძარცვის მიზნით, თაღლითი და მისი პარტნიორი სანტას და მის პატარა ასისტენტს განასახიერებენ. საქმე გართულდება, როცა თაღლითი დაუმეგობრდება ბავშვს, ხოლო დაცვის უფროსი კი მათ ჩანაფიქრს მიხვდება...
კარლ ალენის ცხოვრება მაშინ იცვლება, როცა იგი მოხვდება პიროვნული განვითარების პროგრამაში, რომლის ლოზუნგია: უბრალოდ თქვი - დიახ. სიტყვა - "დიახ" კარლის ცხოვრებას შეცვლის, მისი სამსახურეობრივი და სასიყვარულო ცხოვრება წინ მიიწევს. მაგრამ ცოტა ხანში კარლი ხვდება, რომ ყველაფერზე დათანხმება შესაძლოა საუკეთესო გამოსავალი სულაც არ იყოს...
ყოფილი არმიის რეინჯერი, მაკდონალდსის რესტორნებს ძარცვავს სახურავებში ნახვრეტების გაკეთებით, მას მეტსახელად „სახურავის კაცი“ შეარქვეს. ციხიდან გაქცევის შემდეგ, ის ექვსი თვის განმავლობაში ფარულად სათამაშოების მაღაზიაში ცხოვრობს...
კუნძულ ტივტივას ყველა მცხოვრებმა მიატოვა სახლი წინა ანიმაციის მოვლენების შემდეგ. მთავარი გმირი ფლინტ ლოკვუდი ახლა მუშაობს კომპანია THE LIVE CORP-ში. მაგრამ მას მოუწევს თავისი თანამდებობის დატოვება, როდესაც გაიგებს რომ მისი სამწუხაროდ ცნობილი მანქანა დღესაც ფუნქციონირებს და ქმნის საშიშ ჰიბრიდებს...
ახალგაზრდა მეცნიერი ცდილობს კაცობრიობის ღარიბი ნაწილი შიმშილისგან იხსნას. მაგრამ მოულოდნელად რაღაც ირევა და ექსპერიმენტის შედეგად ციდან, ნალექის სახით, საჭმელები ცვივა...
ფრენკი, ჯო, მერვინი და ვიქტორია ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საუკეთესო აგენტები იყვნენ, მაგრამ იმ საიდუმლოების გამო რაც მათ იციან ისინი თვითონვე გახდნენ სააგენტოს მთავარი სამიზნე. ახლა როდესაც ისინი სასიკვდილოდ არიან გაწირულები, მთელი კოლექტივის მოხერხებულობა, გამოცდილება და გუნდური მუშაობა უნდა გამოიყენონ იმისათვის, რომ ერთი ნაბიჯით წინ იყვნენ მათი სიკვდილის მსურველებისგან და ცოცხლები გადარჩნენ. იმისათვის რომ ოპერაცია შეაჩერონ მათმა გუნდმა შეუძლებელი მისია უნდა შეასრულოს. მაგრამ როდესაც გაღიარებენ "სამსახურიდან გადამდგარ, უკიდურესად საშიშ პიროვნებად", შეუძლებელი მისია, მხოლოდ ერთერთი სამუშაო დღე გამოდის...
თავისი სახელის მარადიულობაზე მეოცნებე მილიარდერი იღებს ფილმის დაფინანსებას, რომელზეც, მისი იდეით, მხოლოდ „საუკეთესო საუკეთესოთაგანი“ უნდა მუშაობდეს. სურათის რეჟისორი ექსცენტრიული ლოლა კუევასია, მსოფლიო კინოფესტივალების ფავორიტი. მთავარი როლებისთვის ის იღებს ორ ნიჭიერ, მაგრამ სრულიად განსხვავებულ მსახიობს. ერთი ჰოლივუდის ვარსკვლავი და სექსსიმბოლოა, მეორე კი სერიოზული თეატრალური არტისტი. რეპეტიციები იქცევა ორი ეგოს შეჯიბრში და მეტოქეები არ აპირებენ ერთმანეთის დათმობას...
კევინი, ნიკი და ჯო ჯონასები სულ უფრო და უფრო მზარდ დაბრკოლებებს აწყდებიან, როდესაც ისინი ცდილობენ ლონდონიდან ნიუ-იორკში ჩავიდნენ და შობა ოჯახთან ერთად გაატარონ.
ბრიუს ნოლანი ნიუ-იორკის შტატის, ბუფალოს ტელევიზიის ენერგიული ჟურნალისტია. მიუხედავად მაღალი პროფესიული რეიტინგისა და ულამაზესი მეგობარი გოგონა გრეისისა, ბრიუსი მაინც უკმაყოფილოა. მისი ცხოვრების ერთ საშინელ დღეს, ის ღმერთს დასცინებს, ხოლო პასუხად, ყოვლისშემძლე უფალი მას ღვთიურ ძალას მიანიჭებს...
თავმდაბალი და მორცხვი ბანკის მოხელე აღმოაჩენს ძველებურ, ჯადოსნურ ნიღაბს, რომელიც მის ყველაზე იდუმალ სურვილებს გამოააშკარავებს. ნიღბის მეშვეობით იგი ყოვლისშემძლე სუპერგმირად იქცევა და ჯადოსნური ნიღბის მაძიებელ განგსტერებს დაუპირისპირდება...
სტივი და მისი პატარა ძმა, ელიოტი, ქვიშის კაცის საპოვნელად ჯადოსნურ მოგზაურობას იწყებენ სიზმრების სამყაროში. მხოლოდ მას შეუძლია მათი სანუკვარი სურვილის ასრულება - მშობლების გაერთიანება. თუმცა, მოგზაურობა სავსე იქნება განსაცდელებით, საოცრებებითა და მუსიკალური მაგიით.
ახალგაზრდა პატარძლის ქორწილის ღამე მის ყველაზე საშინელ კოშმარად იქცევა. ვის წარმოედგინა, რომ მათი ქორწილის ღამე მის ახლადშეძენილ ნათესავებთან სასიკვდილო თამაშად გადაიქცეოდა, რომელშიც გოგონას ძალიან დიდი ძალისხმევს...
ზვიგენთა მაფიოზური კლანის მეთაურის შვილის მკვლელობამ მთელი წყალქვეშა სამყარო შეძრა. მთავარი ეჭვმიტანილი, ოსკარი, დაუნდობელ შურისმაძიებელთა სასტიკი დევნის ობიექტი გახდა...
დიასახლისი მამა ბრაიანი იღებს მოწვევას კიდევ ერთი დიასახლისი მამის ბავშვთა წვეულებაზე, მაგრამ ყველაფერი სრულიად ცუდად მიდის და ქაოსში იზრდება ჩხუბით, განგსტერებით, სროლითა და აფეთქებებით.
ყოფილ მკვლელ დენს შობის დღესასწაულზე შვილებთან ერთად დასვენება სურს. მაგრამ როდესაც გაიგებს, რომ მის ქალიშვილს საკუთარი გეგმები აქვს, ოჯახთან ერთად ლონდონში მოგზაურობას გეგმავს, თუმცა მოულოდნელად ისინი მტრის სამიზნეები ხდებიან...
მოხეტიალე დეტექტივები მარტინ რიგსი და როჯერ მურტო ამჯერად ჩინელ მაფიოზს, ვა სინგის კუს გადაეკვეთებიან, რომელიც მონებით ვაჭრობს და ყალბ ფულს ბეჭდავს. რიგსს და მურტოს ამ ბოროტმოქმედის დამარცხება აქვთ მიზნად დასახული...
ბევერლი ჰილზში მისი პირველი დაუვიწყარი საქმიდან ორმოცი წლის შემდეგ, დეტროიტელი პოლიციელი აქსელ ფოული ისევ ბრუნდება დანაშაულების გაოსაძიებლად და ამავდროულად ქაოსში ხვევს ქალაქს.
ამჯერად მეტრაფი პენსიაში გასვლამდე რამოდენიმე დღით ადრე რიგსი მას ყოფილი კორუმპირებული პოლიციელების მიერ იარაღის გატაცების საქმის ძიებაში გაახვევს.შედეგად ერთგული მსახური სრულიად არალოგიკურად სამსახურში დარჩენას აირჩევს,მიუხედავად იმისა რომ ამისი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს – პირიქით მოხუცებული ძლივს გადაურჩა სიკვდილს. რიგზისა და გამომძიებელ ქალბატონის ლორნა ქოულის შორის სერიოზული რომანი იწყება.ლორნა საყვარელ მამაკაცს გამუდმებით უმტკიცებს,რომ გარემოს უამრავი პრობლემის შექმნა შეუძლია...
მეტრაფი დაოჯახებულია, რიგზი კი ჯერ კიდევ უდარდელი უცოლო მამაკაცია, მაგრამ უკვე წინასწარ ფიქრობს ხოლმე, სანამ გამოუვალ სიტუაციაში გაებმევა. ჩვენს გმირებს ამჯერად "ცუდი ბიჭები" ეწინააღმდეგებიან, დიპლომატები, რომლებიც ნარკოტიკების კონტრობანდით არიან დაკავებულნი...
რვა კოლეჯიდან უარის მიღების შემდეგ ბარტლი გეინსი და მისი უსაქმური მეგობრები მშობლებს ატყუებენ თითქოს "ჰარმონ ინსტიტუტ ტექნოლოჯიში" ჩაირიცხნენ, ეს უნივერსიტეტი კი თავად გამოიგონეს...
სამი მოზარდის შოკისმომგვრელი მკვლელობიდან 35 წლის შემდეგ, ავადსახსენებელი ნიღბიანი მკვლელი ბრუნდება ჰელოუინის ღამეს, რათა მიიღოს თავისი მეოთხე მსხვერპლი. ჩვიდმეტი წლის ჯეიმი ეწინააღმდეგება დედის გაფრთხილებას და პირისპირ ხვდება ნიღბიან მანიაკს, და გაქცევის დროს შემთხვევით მოგზაურობს წარსულში 1987 წელს. 1980-იანი წლების უცნობ კულტურაში ორინტირებისას, ჯეიმი ერთიანდება თავის თინეიჯერ დედასთან, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაანდუროს მკვლელი, სანამ სამუდამოდ წარსულში ჩარჩება...
კონორი და მისი დიდი ხნის შეყვარებული ოლივია სამეულში ერთვებიან საყვარელ, მიმზიდველ უცნობთან, სახელად ჯენისთან. ეს შეხვედრა კონორსა და ოლივიას შორის ურთიერთობის დასაწყისის მიზეზი ხდება, რაც მათ ერთად ცხოვრების დაგეგმვას ანდომებს. თუმცა, მათი რომანი სირთულეების წინაშე დგება, როდესაც ჯენი ხელახლა ჩნდება...
როცა ტყუპი ძმები ბილი და ჰალი სხვენში მათი მამის ძველ სათამაშო მაიმუნს იპოვიან, საზარელი მკვლელობების სერია იწყება. ძმები სათამაშოს გადაგდებას და ცხოვრების გაგრძელებას გადაწყვეტენ და წლების სვლასთან ერთად ერთმანეთს შორდებიან...
ყველამ იცის, რომ კატებს ცხრა სიცოცხლე აქვთ. ასევე ამბობენ, რომ კატები ზარმაცები, კაპრიზები და საკმაოდ აგრესიულები არიან სხვების მიმართ, აი ეს კატა კი განსაკუთრებით სანამ როუზს არ გაიცნობს მაგრამ მალე მისი ყოველდღიური ცხოვრება შეიცვლება და მას სხვადასხვა ცხოველის ტყავში მოუწევს ყოფნა...
როდესაც ორი წარმოუდგენლად საზიზღარი ბოროტმოქმედი პატარა ქალაქს დაიპყრობს, ორი მამაცი ბავშვი ჯადოსნური ცხოველების ოჯახთან ერთად გაერთიანდება მათ დასამარცხებლად.
ედი ოდესღაც ძალიან მაგარი მძღოლი იყო, კრიმინალებთან მუშაობდა და ნებისმიერი ადევნებისგან თავის დაღწევა შეეძლო. თუმცა, ის იძულებულია დაუბრუნდეს ძველ წესებს და კაზინოდან ფულით სავსე ძვირადღირებული მანქანა მოიპაროს, როდესაც კრიმინალური ავტორიტეტი მისი ყოფილი შეყვარებულის მოკვლით ემუქრება, რომელთანაც მას საკმაოდ უსიამოვნო მოგონებები აკავშირებს.
დენ მორგანი ბევრი რამ არის: ერთგული ქმარი, მოსიყვარულე მამა, ცნობილი მანქანების გამყიდველი, ის ასევე ყოფილი მკვლელია... და როდესაც წარსული მის აწმყოს ემუქრება, იგი იძულებულია წაიყვანოს საკუთხარი ოჯახი საგზაო მოგზაურობაში...
კოლუმბი, ტალაჰასე, ვიჩიტა და პატარა როკი გადადიან ამერიკის ცენტრალურ ნაწილში, რათა ინადირონ ევოლუციურ ზომბებზე, იპოვონ გადარჩენილები და რაღა თქმა უნდა გაერთონ...
მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატები ზომბების შემოსევამ გაანადგურა, გადარჩენილთა პატარა ჯგუფი ქვეყანაში მოგზაურობს და მიცვალებულს ებრძვის. ერთხელაც გადარჩენილები გასართობ პარკში ჩერდებიან იმედით, რომ იქ უსაფრთხოდ იქნებიან...
აივისა და თეოს იდეალური ქორწინება და წარმატებული კარიერა მხოლოდ ზედაპირულია. როდესაც თეოს კარიერა ინგრევა და აივის წარმატება იზრდება, მათ შორის მწარე მეტოქეობა იფეთქებს.
2003 წლის კომედიის “გიჟური პარასკევი” გაგრძელება, ანასა და ტესის შესახებ, რომლებმაც ოცი წლის წინ ურთიერთგაგება ყველაზე ფანტასტიურად იპოვეს. ერთ დილას ერთმანეთის სხეულში გაიღვიძეს და სრულიად გიჟური პარასკევი გაატარეს, რომელიც არამარტო ორივესთვის წარმოუდგენელ გამოცდად იქცა, არამედ მათი ურთიერთობაც გადაარჩინა. წლების შემდეგ, ტესის და ანას ოჯახი, რომლებსაც საკუთარი შვილები ჰყავთ, კვლავ თავგადასავლების ცენტრში აღმოჩნდებიან. როგორც ჩანს, ეს პარასკევი კიდევ უფრო გიჟური გახდება.
ნიკ მარშალი სარეკლამო კომპანიის თვითკმაყოფილი ხელმძღვანელია. უბედური შემთხვევის შემდეგ ნიკს უჩნდება უნარი, გაიგოს თუ რაზე ფიქრობენ ქალები, რომელსაც ის თავისი ახალი ბოსის, მომხიბვლელი დარსის წინააღმდეგ იყენებს...
ინტერპოლის წითელი ცირკულარი საერთაშორისო განგაშს ტეხს მსოფლიოში ყველაზე სახიფათო დამნაშავის დასაკავებლად. თუმცა როცა თავზეხელაღებული ძარცვა ერთად კრებს ფედერალური ბიუროს საუკეთესო ფსიქოანალიტიკოსს და ორ მეტოქე კრიმინალს, არავინ იცის, რა მოხდება...
ემილი ცდილობს, ოჯახსაც მოერგოს და სკოლასაც, ამ დროს ის აღმოაჩენს პატარა წითელ ლეკვს, რომელიც მის საუკეთესო მეგობრად იქცევა. როდესაც კლიფორდი მაგიური ძალებით უზარმაზარი ძაღლი ხდება და გენეტიკის კომპანიის ყურადღებას იპყრობს, ემილი და ბიძამისი ქეისი იძულებულები ხდებიან, მთელ ნიუ იორკში გაიქცნენ. გზაში კლიფორდი ყველას ცხოვრებაზე მოახდენს გავლენას მის გარშემო და ემილის და ბიძამისს მიღებისა და უპირობო სიყვარულის ჭეშმარიტ მნიშვნელობას ასწავლის.
ცნობილი სცენარისტი ჩარლი კაუფმანი შემოქმედებით ჩიხში აღმოჩნდება, როდესაც ჟურნალისტ სიუზენ ორლეანის წიგნის ადაპტაციაზე იწყებს მუშაობას. გრძნობა, რომელიც მას ეუფლება, მუშაობაში ხელს უშლის. ერთხელც, ის გადაწყვეტს, წიგნში ყველაფერი აღწეროს, რაც მის თავს ხდება. მალე ავტორი შეამჩნევს, რომ რეალობა და გამოგონილი სამყარო ერთმანეთში საოცარი სისწრაფით ირევა. ფილმს ოთხი ოსკარი აქვს მოპოვებული.