მას შემდედ რაც ჟასმინის ცხოვრება ინგრევა, მათ შორის ქორწინება მდიდარ ბიზნესმენთან, ნიუ-იორკის მაღალი საზოგადოების ქალბატონი გადავა თავისი დის სან-ფრანცისკოს მოკრძალებულ ბინაში, რათა შეეცადოს საკუთარი თავის ხელში აყვანა და ცხოვრების გაგრძელება...
მთავარ გმირს კვლავაც სურს პირველობა შეინარჩუნოს ტრასაზე, მაგრამ გამარჯვების მისაღწევად უფრო და უფრო მეტი ძალისხმევა დასჭირდება. მას ახალი თავგადასავლები და დაბრკოლებები ელის წინ...
ახალდაქორწინებულ წყვილის ტედის და ტამის სურთ იყოლიონ ბავშვი, მაგრამ იმისთვის რომ მათ მოიპოვონ ეს უფლება ტედმა უნდა დაამტკიცოს, რომ ის იმსახურებს მამის სტატუსს...
სკოლის აკაპელა "BARDEN BELLAS" ახლა უკვე მსოფლიო აკაპელების საერთაშორისო კონკურსში იღებს მონაწილეობას ამერიკის სახელით, რომელიც ჯერ არც ერთ ამერიკულ გუნდს არ მოუგია...
ციყვისა და მისი მეგობარი ვირთხა ბადის თავგადასავალი გრძელდება! რას მოიფიქრებენ ისინი ამჯერად, ქალაქში ცხოვრება რომ შეძლონ? პატარა მხეცუნები, თხილის ძიებაში ახალ თავგადასავალს წააწყდებიან, რაც ხიფათებითაა აღსავსე. უკვე, ქალაქის არაერთმა მაცხოვრებელმა ჩაასო კბილი ამ პატარა ონავრებს. მაგრამ, კაკლის ძიებაში მეგობრები ახალ დამნაშავეებს გამოააშკარავებენ და ისინი მოულოდნელად, გმირები გახდებიან...
ქალაქში გადარჩენის მიზნით, განუყრელი მეგობრები - ციყვი ელიუკი და ვირთხა ბადი, გაემართებიან მაღაზიისკენ, სადაც მათი საყვარელი საკვები კაკალი ინახება. ისინი დაგეგმავენ ყველაზე დიდ ძარცვას, ძარცვის ისტორიაში. მათი მიზანია მაღაზიიდან მოიპარონ კაკალი, მაგრამ მათ არიციან, რომ კაკლების მაღაზია ბანკის მძარცველების საფარია, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ მოიპარონ ბანკიდან ფული და მიწისწქვეშა გვირაბის დახმარებით ფულის ჩანთები შეცვალონ კაკლის ჩანთებით...
უეიდ უილსონს TVA სთავაზობს ადგილს MCU-ში, მაგრამ ნაცვლად ამისა, ის იბირებს მისთვის მისაღებ ვულვერინის ვარიანტს, რათა გადაარჩინოს მისი სამყარო გარდაუვალი განადაგურებისგან...
სონიკი, ნაკლსი და თეილსი ერთიანდებიან ახალი ძლიერი მტრის - შედოუს წინააღმდეგ. ის საიდუმლოებით მოცული ბოროტმოქმედია, რომელსაც მათთვის აქამდე უცნობი ძალები აღმოაჩნდება. რადგან მტერი მასზე ძლიერია, სონიკის გუნდს მისთვის შეუფერებელი კავშირების დამყარება მოუწევს...
მარტოხელა დედა და მისი სამი შვილი გაჭირვებაში ცხოვრობენ. მამა ახლახანს გარდაიცვალა, დედა კი ნელ-ნელა დანაზოგს ხარჯავს. 14 წლის ჰაზელი აცნობიერებს, რომ ფერმის საქმე ცუდად მიდის, მისი ძმების კარიერა კი ბოლომდე გადავიდა რელსებიდან. ისინი თვლიან, რომ წელს არც თუ ისე მხიარული შობა ელით, თუმცა უცნაურ კოსტიუმში გამოწყობილ სანტა კლაუსს მანქანა მათ მამულზე გაუფუჭდება, ეს კი ბავშვებისა და მარტოხელა დედას ცხოვრებას მთლიანად შეცვლის...
2020 წლის კომედიის “მხოლოდ 30 დღე” გაგრძელება, მოუხერხებელი პოლიციელის, რეიანეს შესახებ, რომელიც “მხოლოდ 30 დღე”-ში გმირობების მიუხედავად, ამჯერად ყველაზე წარმოუდგენელი სიტუაციის წინაშე აღმოჩნდება: მისი ბებია გაიტაცა მექსიკურმა კარტელმა და ახლა მას მაქსიმუმ 3 დღე აქვს მის გასათავისუფლებლად...
ცეკვაზე შეყვარებულ, საშუალო სკოლის მოსწავლეს, დალასს გადაწყვეტილი აქვს მოხვდეს ქვეყნის საუკეთესო ხელოვნების სკოლაში. თუმცა, ეს ოცნება მოულოდნელად ჩაიშლება, როდესაც მის ცხოვრებაში ფეხბურთის ვარსკვლავი, დრეიტონი ჩნდება...
ფსიქოლოგიური თრილერი, ახალგაზრდა წყვილის სასიყვარულო ამბის შესახებ. მილიარდერის მოულოდნელი გარდაცვალება აირისისთვის და მისი მეგობრებისთვის არაპროგნოზირებადი მოვლენების ჯაჭვს გამოიწვევს…
პადინგტონის ისტორია პერუში გრძელდება, როცა ის და ბრაუნები მათი საყვარელი დეიდის ლუსის მოსანახულებლად მიდიან. ამაღელვებელი თავგადასავალი იწყება, როცა იდუმალებით მოცული მოვლენები მათ მოულოდნელ მოგზაურობას აიძულებს ამაზონის გარშემო...
რუტინული ფულის აღების პროცესში შეუსაბამო ჯავშანმანქანის მძღოლები, რასელი და ტრევისი, დაუნდობელი დამნაშავეების ჩასაფრების მსხვერპლი ხდებიან, რომელსაც გამჭრიახი გენიოსი ზოი ხელმძღვანელობს.
კურიერი, რომელსაც ფული ძალიან სჭირდება, რადგან შესაძლოა სახლი დაკარგოს დათანხმდება შემოთავაზებას, რომელშიც ერთი წყვილი თავიანთი საშინლად მოუხერხებელი შვილისთვის შეყვარებულს ეძებს...
აირისისა და აიზეკის პირველი რომანტიკული შაბათ-კვირის გატარება, წარუმატებლად მიდის. აირისი დარწმუნებულია, რომ იპოვა იდეალური მამაკაცი და რომ ის უბრალოდ დაბნეულია, ამიტომ ის სულ უფრო სასაცილოდ და ირაციონალურად იქცევა, რათა აიზეკს დაუმტკიცოს, რომ ისინი ერთმანეთისთვის არიან დაბადებულები.
გერმანიაში გაზრდილი ქალი, სახელად მავი, თავისი თურქული დიდგვაროვანი წარმომავლობის შესახებ იგებს და ფუფუნების სამყაროში შედის, რაც ახალშეძენილი იდენტობის გარკვევისას საკუთარ ურთიერთობას გამოწვევის წინაშე აყენებს...
მას შემდეგ, რაც ძლიერი მზის აფეთქება დედამიწის აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ანადგურებს, რომლის შედეგადაც ცოცხალი ორგანიზმები რადიაციისა და ნალექებისგან მუტაციას განიცდიან, განძის მაძიებელი ევროპაში მიემგზავრება მონა ლიზას საპოვნელად. მალევე მიხვდება, რომ მას უფრო მნიშვნელოვანი მისია აქვს, ვიდრე უბრალოდ ნახატის პოვნაა.
მონდომებული შეფ-მზარეული პედრო ოცნების ასრულებასთან ძალიან ახლოსაა, ის გამუდმებით ოცნებობდა საკუთარ რესტორნზე, თუმცა მოულოდნელი დიაგნოზი ყველაფერს თავდაყირა აყენებს...
მთავარი გმირი ქორწინდება მისთვის საოცნებო ქალზე, ყველაფერი მზადაა, მხოლოდ მეჯვარე ვერ მოიძებნა. ის ცდილობს დაიქირაოს ადამიანი, რომელიც ქორწილისას მეჯვარეობას გაუწევს.
კოლეჯში ჩაბარების შემდეგ, დრეიტონს და დალასს დისტაციური ურთიერთობა უწევთ. სანამ დრეიტონი წარუმატებლობის შემდეგ კვარტერბეკის რანგში დამკვიდრებას ცდილობს, ქალი კი ცეკვის მოყვარული ხდება, ზრდასრულობის წნეხი და ახალი ნაცნობები მათ კავშირს დანგრევით ემუქრება. წყვილმა უნდა გაარკვიოს, შეძლებენ თუ არა სიყვარულის შენარჩუნებას, რადგან მათი გზები სულ უფრო და უფრო იყოფა.
როდესაც კომედიური ჟანრის ვეტერანი მწერალი ჩარლი ბერნსი, რომელიც ნელ-ნელა კარგავს კავშირს რეალობასთან, ერთ დღეს ნიუ-იორკელ ნიჭიერ ქუჩის მომღერალს ემა პეიჯს შეხვდება, მათ შორის წარმოუდგენელი, მხიარული და მგრძნობიარე მეგობრობა ყალიბდება, რომლებიც თაობებს შორის ბარიერს შლიან და ხელახლა აღმოაჩენენ სიყვარულისა და ნდობის მნიშვნელობას…
ჩარლის ნევროლოგიური აშლილობა აქვს, რომლის დროსაც ძლიერი ემოციები - განსაკუთრებით სიხარული აბრკოლებს. ის ძმასთან ერთად ცხოვრობს. ბიბლიოთეკარად მუშაობა მას მშვიდ გარემოს აძლევს, მაგრამ შემდეგ ფრანჩესკა შედის ბიბლიოთეკაში და მის ცხოვრებაში...
წარმატებული და ცნობილი, ნიჭიერი, მაგრამ უკვე „სამუდამოდ დაღლილი“ მსახიობი, რომელიც კარიერის დასასრულს ელოდება, თვითმკვლელობას ცდილობს. სიყვარული და მასზე ბევრად უმცროს გოგოსთან ურთიერთობა რადიკალურად ცვლის მის გეგმებს...
ნამდვილი ამბავი პასტორ მაიკლ სპერლოკზე, რომელმაც მთელი ცხოვრება ადამიანების დახმარებას დაუთმო. ხალხის სამსახურში ყოფნა მისთვის არსებობის ჭეშმარიტი აზრი გახდება. ერთ დღეს მთავარი გმირი ხელისუფლებისგან შეტყობინებას იღებს, სადაც მას სხვა ქალაქში ვადაზე ადრე გადაყვანის შესახებ ატყობინებენ. ამ ამბავმა შეიძლება ბევრი ადამიანის ბედს ჯვარი დაასვას, რადგან ბოლო დროს, მის ეკლესიაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან ჩამოსული დევნილები ცხოვრობენ, რომლებსაც სახელმწიფოსგან მხარდაჭერა სჭირდებათ. მაგრამ მხოლოდ მთავარი გმირი ზრუნავს მათზე. საბოლოოდ მაიკლმა ყველაფერი გარისკა, რათა დაკეტვისგან გადაერჩინა მისი პატარა ეკლესია...
A mushroom trip brings free-spirited Elliott face-to-face with her 39-year-old self. But when Elliott's "old ass" delivers warnings to her younger self, Elliott realizes she has to rethink everything about her family, life and love.
ფილმის მთავარი გმირი, რომელიც ახლახან დაშორდა მეუღლეს, ცდილობს, აღზარდოს ორი ქალიშვილი, ასწავლოს სტუდენტებს, ეძებოს ახალი სიყვარული, თუმცა ამისთვის საჭიროა, ყოფილი ცოლი დაივიწყოს...
შვიდი კოლეჯის მეგობრის ისტორია, რომლებიც იკრიბებიან ერთად მას შემდეგ რაც ერთ-ერთი მათგანი თავის მოკვლას ცდის. მეგობრები რამდენიმე დღით ჩადიან რათა ალექს ყურადღება მიაქციონ, მაგრამ გულახდილი საუბრების შედეგად გამოაშკარავდება მრავალი წყენა...
სრულ განაკვეთზე მომუშავე დეტექტივები ნიკი და ოდრი იბრძვიან, რომ საკუთარი კერძო სააგეენტო აამუშაონ. მალე ისინი საერთაშორისო დანაშაულის ეპიცენტრში აღმოჩნდებიან, როცა მათ მეგობარს მაჰარაჯას საკუთარი ქორწილიდან გაიტაცებენ...
An actor owes big bucks to the Vegas mob. He's all set to pay them off; he's conned a rich widow into marrying him. But the mobsters blow his cover because they need him for a different scam. The lost heiress to a Vegas casino fortune has been found; she's a truckstop waitress in France. The mobsters' proposition: romance the broad, and get hitched. Or else. Then the crooks can bump her off and keep the casino for themselves...
ათასობით სხვა ბავშვთან ერთად , რომლებიც კოლეჯში მაქსიმალური წარმატების მიღწევას ცდილობენ , ალექსი თავს მარტოდ გრძნობს და დეპრესიაში ვარდება. სახლი 1500 მილშია , თუმცა ის მაინც ცდილობს იპოვოს მიზეზი , რის გამოც უკან არ დაბრუნდება. მეგი ალექსის თანაკურსელია . მან მოულოდნელი მარცხი განიცადა ნეხვის სახლის წვეულებაზე, ასე რომ მას კომპანიონი სჭირდება . ის მიმართავს ალექსს. ორი ახალგაზრდა, რომლებიც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან ცდილობენ , რომ ერთმანეთს შეეგუონ.
რომანტიკული კომედია, პენსიაზე გასული 55 წლის ქვრივი მასწავლებელის ნენსი სტოუკსის შესახებ, რომელსაც ქმრის გარდაცვალების და მასთან არადამაკმაყოფილებელი ქორწინების შემდეგ ,თავგადასავლები თბილი ადამიანური ურთიერთობები და ცოტა, მაგრამ კარგი სექსი სწყურია. შედეგად, მთავარი გმირი სიამოვნების და საკუთარი თავის აღმოჩენის მიზნით ახალგაზრდა და სიმპათიურ სექსმუშაკს ლეო გრანდეს ქირაობს, რომელიც მზადაა ნებისმიერი ექსპერიმენტისთვის.
ერთადერთი უნარი, რომელიც 22 წლის ენდრიუმ კოლეჯში რამდენიმე წლის განმავლობაში შეიძინა, გართობა და დალევაა. ცხოვრების გზაჯვარედინზე აღმოჩენილი და თავისი დანიშნულების ადგილის მკაფიო წარმოდგენის გარეშე, მთავარი გმირი ნიუ-ჯერსიში მდებარე მისი ოჯახის სახლში ჩარჩა. მაგრამ სტუდენტური უნარების წყალობით, ახალგაზრდა ენდრიუ წვეულებებზე მუშაობს, რომელიც ერთ-ერთ ასეთ წვეულებაზე დომინოს და მის აუტისტ ქალიშვილს, ლოლას დაუმეგობრდება. საბოლოოდ, ეს შეხვედრა გმირის გაზრდის სტიმული ხდება.
სკოტ ლენგი და ჰოუპ ვან დაინი ჰენკ პაიმთან და ჯენეტ ვან დაინთან ერთად კვანტურ სამყაროს იკვლევენ. ისინი ხვდებიან უცნაურ არსებებს და მოგზაურობენ თავგადასავალში, რომელიც მათ მიერ წარმოდგენილ საზღვრებს სცდება....
კარლ ნარგლი, ვერმონტის ნომერი პირველი საჯარო ტელევიზიის მხატვარი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი აქვს - საკუთარი ხელწერა, პატარა ფურგონი და უამრავი თაყვანისმცემელი... მანამ, სანამ უფრო ახალგაზრდა და ნიჭიერი ხელოვანი გამოჩნდება და ყველას და ყველაფერს წაართმევს, რაც კარლს უყვარს...
ლეო რუსო, მის მეუღლესთან, ანჟელასთან, მათ მორცხვ, მაგრამ ნიჭიერ შვილთან და ლეოს იტალიელ-ამერიკელი ნათესავების, მეზობლებისა და მეგობრების მჭიდრო ქსელთან ერთად, უბრალო ცხოვრებით ცხოვრობს ქუინსში. მამამისთან და უმცროს ძმასთან ერთად საოჯახო სამშენებლო ბიზნესში მომუშავე, საკმარისად ბედნიერი, ლეო ცხოვრობს მხოლოდ კოლეჯის კალათბურთის თამაშებისთვის და არასოდეს უშვებს შესაძლებლობას, გაახაროს თავისი ერთადერთი შვილი. როდესაც კოლეჯის მოსწავლე იღებს კოლეჯის კალათბურთის თამაშის გასაოცარ და ცხოვრების შეცვლის შესაძლებლობას, მთავარი გმირი იყენებს შანსს დაგეგმოს თავისი მომავალი ოჯახის სამშენებლო ბიზნესისგან მოშორებით. თუმცა ბედი მას მრავალ სიურპრიზს უმზადებს...
ფილმი მოგვითხრობს განსაკუთრებული ჯიშის ცხენის შესახებ, რომელიც უელსის ბარმენის, იან ვოკსის მიერ იქნა გამოყვანილი. ძალიან მცირე თანხით და არანაირი გამოცდილებით, იანი დაარწმუნებს მეზობლებს დაუჭირონ მხარი მას და ფსონი მის ცხენზე დადონ, რადგან ის დარწმუნებულია მის უნიკალურობაში და სწამს, რომ შეძლებს კონკურენცია გაუწიოს ელიტურ ჯიშებს. ჯგუფის ინვესტიცია მართლდება, როდესაც ცხენი სახელად ,,ოცნება" მართლაც მიიწევს წინ და უელსის გრანდ ნაციონალში ნამდვილ გამარჯვებას მოიპოვებს.
ასტრონავტი, ტყისმცველი, მულტიპლიკატორი. ახალგაზრდა რაკელს კიდევ უამრავი სხვა გეგმა აქვს და მათში არ შედის დედობა. ურჩევნია წვეულებებზე იაროს, დალიოს ან ნარკოტიკები მიიღოს, ნაცვლად იმისა, რომ ტუალეტში გაატაროს საათები. მაგრამ, ფაქტს ვერ უარყოფ. მისი ბრალია თუ... ბავშვის?
ფილმი გვიყვება ოთხი საუკეთესო მეგობრის მოგზაურობის შესახებ - ისინი თავიანთი წიგნის კლუბით იტალიაში მიემგზავრებიან და აწყობენ გოგონების სახალისო ტურს, რომელიც მანამდე არასდროს ჰქონიათ...
კრისტინი, გარეუბანში მცხოვრები ტიპიური ამერიკელი დედაა კოლეჯში შესვლის სურვით შეპყრობილი ვაჟით და მოღალატე ქმრით. თუმცა, მისი ცხოვრება თავდაყირა დადგება, როდესაც მისი ბაბუის გარდაცვალების საშინელ ამბავს გაიგებს და მიიღებს შეთავაზებას მისი უახლოესი მრჩეველისგან, რაზეც უარის თქმა არ შეუძლია – მემკვიდრეობით მიიღოს იტალიის მაფიის იმპერიის მიერ მართვადი საოჯახო ბიზნესი. მთავარი გმირი გადაწყვეტს იტალიაში წასვლას, სადაც მალევე იგებს სიმართლეს, როცა მკვლელები ჩაშლიან მისი ბაბუის დაკრძალვას. მას შემდეგ რაც მას აცნობებენ, რომ ახლა ის ბოსია, კრისტინს შიში იპყრობს და მთელი ძალებით ცდილობს იმპერიის მართვას...
კასკადიორი ლაო ლუ ძლივს ირჩენს თავს, რომ აღარაფერი ვთქვათ მის საყვარელ ცხენზე, მეტსახელად “წითელი კურდღელი”. ლაო უხალისოდ სთხოვს დახმარებას თავის გაუცხოებულ ქალიშვილს და მის იურისტ მეგობარ ბიჭს, როდესაც მას აცნობებენ, რომ მისი ცხენი შეიძლება აუქციონზე გაიყვანონ ვალების დასაფარად. მაგრამ მოულოდნელად, ლაო და მისი ცხენი გახდებიან მედიის მყისიერი სენსაცია, როცა მათი რეალური ბრძოლა ვალების შემგროვებლებთან ხდება ვირუსული. შედეგად, მთავარი გმირი მეორე შანს მიიღებს...
2022 წლის რომანტიკული დრამის “ჩემი ფანჯრიდან“ გაგრძელება ახალგაზრდა შეყვარებული წყვილის, რეკუელის და არესის შესახებ, რომელთა ვნებიან ურთიერთობას გარშემომყოფები და საკუთარი ეგო ამძიმებს...
ბერტ კრაიშერს ოჯახური კრიზისი აქვს. იმ დროს, როცა მას გაუცხოებული მამა ჩამოსდის, მას ასევე ეწვევა წარსულის ალკოჰოლით გაჟღენთილი მოჩვენება: მკვლელი მაფიოზი, რომელსაც ბერტის გატაცება და მისი სამშობლოში დაბრუნება სურს, რათა მან საკუთარი დანაშაულებისთვის პასუხი აგოს. მან და მამამისმა ერთად უნდა იპოვონ ბერტის ახალგაზრდა ვერსია იმ დროს, როცა სოციოპათ კრიმინალთა ოჯახში ომია გაჩაღებული, და როგორმე საერთო ენა გამონახონ...
მაილს მორალესი ბრუნდება ოსკაროსან საგაში სპაიდერმენის შესახებ, ეპიკურ თავგადასავალში, რომელიც ბრუკლინის მეგობრულ უბანში მცხოვრებ ადამიან ობობას აიძულებს, პარალელურ სამყაროებში გადაინაცვლოს, შეუერთდეს გვენ სტეისისა და სპაიდერმენების ახალ გუნდს და შეებრძოლოს ბოროტმოქმედს, რომლის მსგავსსაც აქამდე არასდროს დაპირისპირებია...
წინა ურთიერთობებით განადგურებული ლორა და რაიანი, იმის იმედით, რომ ახლა მაინც გაუმართლებთ, მეორე პაემანზე მიდიან, მაგრამ საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა, რის გაკეთებას აპირებენ...