როდესაც ორი წარმოუდგენლად საზიზღარი ბოროტმოქმედი პატარა ქალაქს დაიპყრობს, ორი მამაცი ბავშვი ჯადოსნური ცხოველების ოჯახთან ერთად გაერთიანდება მათ დასამარცხებლად.
ედი ოდესღაც ძალიან მაგარი მძღოლი იყო, კრიმინალებთან მუშაობდა და ნებისმიერი ადევნებისგან თავის დაღწევა შეეძლო. თუმცა, ის იძულებულია დაუბრუნდეს ძველ წესებს და კაზინოდან ფულით სავსე ძვირადღირებული მანქანა მოიპაროს, როდესაც კრიმინალური ავტორიტეტი მისი ყოფილი შეყვარებულის მოკვლით ემუქრება, რომელთანაც მას საკმაოდ უსიამოვნო მოგონებები აკავშირებს.
დენ მორგანი ბევრი რამ არის: ერთგული ქმარი, მოსიყვარულე მამა, ცნობილი მანქანების გამყიდველი, ის ასევე ყოფილი მკვლელია... და როდესაც წარსული მის აწმყოს ემუქრება, იგი იძულებულია წაიყვანოს საკუთხარი ოჯახი საგზაო მოგზაურობაში...
კოლუმბი, ტალაჰასე, ვიჩიტა და პატარა როკი გადადიან ამერიკის ცენტრალურ ნაწილში, რათა ინადირონ ევოლუციურ ზომბებზე, იპოვონ გადარჩენილები და რაღა თქმა უნდა გაერთონ...
მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატები ზომბების შემოსევამ გაანადგურა, გადარჩენილთა პატარა ჯგუფი ქვეყანაში მოგზაურობს და მიცვალებულს ებრძვის. ერთხელაც გადარჩენილები გასართობ პარკში ჩერდებიან იმედით, რომ იქ უსაფრთხოდ იქნებიან...
აივისა და თეოს იდეალური ქორწინება და წარმატებული კარიერა მხოლოდ ზედაპირულია. როდესაც თეოს კარიერა ინგრევა და აივის წარმატება იზრდება, მათ შორის მწარე მეტოქეობა იფეთქებს.
2003 წლის კომედიის “გიჟური პარასკევი” გაგრძელება, ანასა და ტესის შესახებ, რომლებმაც ოცი წლის წინ ურთიერთგაგება ყველაზე ფანტასტიურად იპოვეს. ერთ დილას ერთმანეთის სხეულში გაიღვიძეს და სრულიად გიჟური პარასკევი გაატარეს, რომელიც არამარტო ორივესთვის წარმოუდგენელ გამოცდად იქცა, არამედ მათი ურთიერთობაც გადაარჩინა. წლების შემდეგ, ტესის და ანას ოჯახი, რომლებსაც საკუთარი შვილები ჰყავთ, კვლავ თავგადასავლების ცენტრში აღმოჩნდებიან. როგორც ჩანს, ეს პარასკევი კიდევ უფრო გიჟური გახდება.
რომანტიკული კომედია, რომელშიც მოქმედება ვითარდება NASA-ს ისტორიული Apollo 11-ის მთვარეზე დაშვების მნიშვნელოვანი მოვლენების ფონზე. NASA-ს საჯარო იმიჯის გამოსწორება თავდაყირა დადგება, როდესაც მარკეტინგის სპეციალისტი კელი ჯონსი თესავს ქაოსს ხომალდის გაშვების დირექტორის კოულ დევისის ისედაც რთულ დავალებაში. როცა თეთრი სახლი მიიჩნევს, რომ მისია ძალზედ მნიშვნელოვანია, ჯონსს დაევალება მოაწყოს ყალბი მთვარეზე დაშვება, როგორც სარეზერვო ვარიანტი, და იწყება ნამდვილი უკუთვლა…
კორნიჩონების ოჯახის უფროსი ნანდო ტრაგიკული შემთხვევის შედეგად იღუპება. სამწუხარო მოვლენა ნანდოს ქალიშვილის, ლუნას ადამიანების ოჯახს, და მისი მეუღლის ადალბერტოს მონსტრების ოჯახთან აერთიანებს. დამწუხრებულ ახლობლები იგნორირებას უკეთებენ იმ ფაქტს, რომ ნანდო არა საიქიოში, არამედ შორეულ თავშესაფარშია. ერთადერთი, ვინც ამის შესახებ იცის, არის მიტოვებული და უსახსროდ დარჩენილი მისი ცოლი სტელა, რომელიც გზას ეძებს, რათა გადაიხადოს “მკვდარი” ქმრის ვალები. სტელა გადაწყვეტს ისარგებლოს ოჯახური კრიზისით მის სიმამრს ვლადიმეროსა და ბრუნჰილდას შორის. მისი მიზანია – ვამპირის გულში ადგილის გათავისუფლება და ჯადოქრის ავტორიტეტის შელახვა. მაგრამ ბრუნჰილდა არ ნებდება… ის მზადაა ყველაფერი გააკეთოს მარადიული ქორწინების გადასარჩენად...
თავშეკავებული ავტორი, რომელიც წერს ჯაშუშურ რომანებს საიდუმლო აგენტისა და გლობალური ჯაშუშური სინდიკატის შესახებ, აცნობიერებს, რომ ახალი წიგნის სიუჟეტი, რომლის დაწერის პროცესშიცაა, რეალურ დროში რეალური მოვლენების ასახვას იწყებს...
მას შემდეგ, რაც თოვლის ბაბუა გაიტაცეს, ჩრდილოეთ პოლუსის უსაფრთხოების ხელმძღვანელი უნდა გაერთიანდეს ცნობილ ჰაკერთან ხიფათით აღსასვე მისიაში - შობის გადასარჩენად...
მას შემდეგ, რაც მოანა წინაპრების ძახილს გაიგონებს, ის ოკეანიის შორეულ, სახიფათო ზღვებში იწყებს მოგზაურობას და ისეთ თავგადასალში აღმოჩნდება, რაც აქამდე არასდროს გადახდენია...
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, "გულის თვალებიანი მკვლელი" ვალენტინობის დღეს ჩნდება და შეყვარებულ წყვილებს კლავს. კოლეგები, რომლებიც ვალენტინობის დღეს ზეგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებენ, მკვლელის სამიზნეში ხვდებიან. მათ მოუწევთ იბრძოლონ გადარჩენისთვის წლის ყველაზე რომანტიულ ღამეს...
ბრიტანელი მწერლის ტომ ჰოლტის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული ფენტეზი, ლონდონში მდებარე იდუმალი ფირმის J.W. Wells & Co. სტაჟიორების, პოლ კარპენტერისა და სოფი პეტინგელის შესახებ, რომლებიც რაც უფრო დიდხანს მუშაობენ, მით უფრო ნათლად ხვდებიან, რომ მათი კოლეგები უჩვეულო ადამიანები არიან. მალე გმირები გაიგებენ, რომ კომპანიის ლიდერები არიან ნამდვილი ქარიზმატული ბოროტმოქმედები, რომლებიც გეგმავდნენ ჯადოსნური სამყაროს განადგურებას თანამედროვე კორპორატიული სტრატეგიების ძველ მაგიურ პრაქტიკაში დანერგვით.
ფილმი მოგვითხრობს არტ-დილერის, პატრისის შესახებ, რომელიც დაქირავებულ მკვლელთან რეგისთან და მის ბოსთან - გორდონთან ერთად აღმოჩნდება ჩათრეული ფულის გათეთრების საქმეში...
პენსიაზე გასული დაქირავებული მკვლელი ტერი იუბანკსი, რომელიც კვლავ თვლის თავს საუკეთესოდ თავის საქმეში, სიხარულით უბრუნდება პროფესიას, რათა მოამზადოს რთული ხასიათის მქონე – ახალგაზრდა ახალბედა ვუნდერკინდი მკვლელი ვილბორგი. შედეგად, მათ სთხოვენ, გაანადგურონ კონკურენტი კრიმინალური სინდიკატის საუკეთესო წევრები და ამ პროცესში გმირები გამოავლენენ დამსაქმებლის ნამდვილ მოტივებს: ძველი გვარდიის ლიკვიდაცია და სინდიკატის ხელში ჩაგდება. თუმცა, ორგანიზაცია არ ელოდა, რომ ტერის გამოცდილება და ვილბორგის გონებრივი შესაძლებლობები, შექმნიდა მათ შორის ასეთ წარმოუდგენელ კავშირს...
ფილმში მოქმედება ვითარდება ლოს-ანჯელესში, 1969 წელს. ამომავალი მსახიობი და მისი დუბლიორი ცდილობენ გზა გაიკვლიონ კინო ინდუსტრიისკენ, ჰოლივუდის ოქროს ხანის უკანასკნელ წლებში...
მას შემდეგ, რაც ლეგენდარულ კუნგ-ფუს ვარსკვლავს - ჯეკი ჩანს მიიწვევენ ზოოპარკის საყვარელი პანდას, სახელად ჰუ ჰუს, ჩუქების მიზნით. ცნობილი საერთაშორისო კრიმინალური სინდიკატი კი იწყებს დათვზე ნადირობას და უზარმაზარ ჯილდოს აწსებეს მისი დაჭერისთვის. ამ მოულოდნელი კრიზისის წინაშე აღმოჩენილი, ჯეკი დახმარებას სთხოვს აგენტს და ჰუ ჰუს ერთგულ მომვლელს, რასაც გმირები მიჰყავს დაუვიწყარ თავგადასავალში, რომელშიც ისინი ცდილობენ აჯობონ და განდევნონ ცუდი ბიჭები ყოველ ნაბიჯზე...
ხელის თხოვნის წინ, ახალგაზრდა სებასტიანს, მისი ამერიკელი საცოლე სთხოვს, რომ მოიწვიოს თავისი კონსერვატორი იტალიელი ემიგრანტი მამა სალვო მანისკალკო, მის სუპერ მდიდარ და ექსცენტრიულ ოჯახთან შესახვედრად უქმე დღეებში. მაგრამ გმირების უქმე დღეები გადაიზრდება კულტურებს შორის შეჯახებად, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ, რის შედეგადაც სებასტიანი და სალვო აღმოაჩენენ, რომ ყველაზე მშვენიერი რამ ოჯახში არის ყველაფერი, რაც ოჯახთან არის დაკავშირებული...
თხუთმეტი წლის შემდეგ რაც CIA-დან ოჯახის შესაქმნელად გაუჩინარდნენ, ელიტარული ჯაშუშები - მეტი და ემილი მოულოდნელად ისევ ჯაშუშობის სამყაროში ბრუნდებიან, როდესაც მათი საფარი აფეთქდება...
ედვარდ ეშტონის რომანზე დაფუძნებული სათავგადასავლო ფანტასტიკა, შორეული პლანეტების კოლონიზაციის მისიაში მონაწილე ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ. თითოეულ კოლონიას ჰყავს ეკიპაჟის ერთი წევრი, რომელიც ასრულებს ყველაზე საშიშ სამუშაოს მისიაში – რომელიც აუცილებლად გამოიწვევს მათ დაღუპვას. თუმცა, მათი მოგონებები ინახება, და სიკვდილის შემდეგ ისინი აღდგება კლონირებულ სხეულებში. მიკი 17 – ამ ეკიპაჟის მეჩვიდმეტე წევრია, რომელსაც სასიკვდილოდ მიატოვებენ მისიის დროს, მაგრამ მოულოდნელად გადარჩება. როდესაც ის ბაზაზე ბრუნდება, აღმოაჩენს, რომ მიკი 18, მისი კლონი, უკვე შექმნილია...
ანორა, ახალგაზრდა სექს-მუშაკია ბრუკლინიდან, რომელიც ერთ დღეს იღებს შესაძლებლობას შეიგრძნოს კონკიას ზღპრული ამბავი, როდესაც ის ხვდება რუსი ოლიგარქის შვილს და იმპულსურად დაქორწინდება მასზე. მაგრამ როგორც კი ეს ამბავი რუსეთს მიაღწევს, ახალგაზრდა გმირის ზღაპარს საფრთხე დაემუქრება, რადგან მისი მეუღლის მშობლები ნიუ-იორკში მიემგზავრებიან ქორწინების გასაუქმებლად…
სტეფანი სმოტერსი და ემილი ნელსონი იტალიის კუნძულ კაპრიზე კვლავ იკრიბებიან ემილის ექსტრავაგანტული ქორწილისთვის მდიდარ იტალიელ ბიზნესმენთან, რომელსაც მკვლელობა და ღალატი არღვევს...
საყვარელი დედის დაკარგვის შემდეგ, მამაკაცი ყველაფერს რისკავს მის პატივსაცემად და იტალიურ რესტორანს ხსნის, სადაც ნამდვილი ბებიები შეფ-მზარეულები იქნებიან...
ელიოტი და მისი მოზარდი ქალიშვილი რაილი, შემთხვევით გზაზე მოკლავენ უნიკორნს, როდესაც ისინი მიდიოდნენ ელიოტის უფროსებთან, დელ ლეოპოლდთან და მის ოჯახთან შესახვედრად. გმირებს ცხედარი დიდი ფარმაცევტული კომპანიის საკუთრებაში არსებულ თავშესაფარში მიჰყავთ და მალე მეცნიერები აღმოაჩენენ, რომ მისი სხეული, სისხლი და, რაც მთავარია - რქა დაჯილდოებულია ზებუნებრივი სამკურნალო თვისებებით, რომელთა გამოყენებასაც ლეოპოლდები ცდილობენ საკუთარი მიზნებისთვის. თუმცა, როდესაც გმირები უღრმავდებიან მათ კვლევებს, ისინი აღმოაჩენენ თავიანთი ქმედებების სასიკვდილო შედეგებს...
ორი მეტოქის გზა იკვეთება, როდესაც ორივეს გამოიძახებენ, რათა დაფარონ ნიუ-იორკის ცნობილი ჩინოვნიკის შეცდომა. ერთი ფეთქებადი ღამის განმავლობაში, მათ მოუწევთ გვერდით გადადონ თავიანთი წვრილმანი წყენა და ეგო, რათა სამუშაო ბოლომდე მიიყვანონ...
ბრიტანელი სამხედროები იწვევენ მაღალკვალიფიციური ჯარისკაცების მცირე ჯგუფს, რათა დარტყმა განახორციელონ გერმანიის ძალების, მტრის უკანა ხაზებს მეორე მსოფლიო ომის დროს...
სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი ოპერატიული მუშაკი მეისონ პეტისი იძირება უპერსპექტივო საოფისე სამუშაოში. ერთ დღეს ყველაფერი შეიცვლება, როდესაც ის იღებს უშტატო სამუშაოს, რათა უზრუნველყოს ჟურნალისტი კლერ ველინგტონის უსაფრთხოება, დაუნდობელ დიქტატორთან ხუან ვენეგასთან ინტერვიუს აღების დროს. მაგრამ, როცა სამხედრო გადატრიალება იფეთქებს ზუსტად მაშინ, როდესაც ჟრნალისტი სენსაციური ინტერვიუს აღებას ცდილობს, გმირებმა უნდა გაარკვიონ როგორ გადარჩენ ჯუნგლებში და ამავე დროს გადაურჩნენ ერთმანეთს...
ანა, ამბიციური ახალგაზრდა ამერიკელი ქალი, მიემგზავრება ოქსფორდის უნივერსიტეტში ბავშვობის ოცნების ასასრულებლად. მას მთელი ცხოვრება დაგეგმილი აქვს, სანამ არ შეხვდება მომხიბვლელ და ჭკვიან ადგილობრივს, შეხვედრა საბედისწეროდ ცვლის ორივეს ცხოვრებას.
კროკეტ ჯონსონის ამავე სახელწოდების საბავშვო წიგნზე დაფუძნებული ანიმაციური ფილმი ცნობისმოყვარე პატარა ბიჭის ჰაროლდის შესახებ, რომელსაც ძალიან უყვარს ხატვა, შიშობს, რომ ახალი ძმის დაბადება დაანგრევს მის ცხოვრებას. თავისი ჯადოსნური იისფერი ფანქრით ის გადადის ფანტასტიკურ სამყაროში, რომელშიც მონსტრი იტაცებს მის უმცროს ძმას. ახლა როდესაც ორსულობის დროს რეალური გართულებები წარმოიქმნება, ჰაროლდმა უნდა გამოასწოროს თავისი შეცდომები...
ამავე სახელწოდების ვიდეო თამაშების სერიებზე დაფუძნებული ფანტასტიკური თრილერი, რომელშიც მოვლენები ვითარდება შორეულ მომავალში და მოგვითხრობს იდუმალი წარსულის მქონე ბოროტმოქმედის ლილითის შესახებ, რომელიც თავის მშობლიურ პლანეტა პანდორაზე ბრუნდება, რათა სამყაროში ყველაზე ძლევამოსილი ატლასის დაკარგული ქალიშვილი იპოვოს. ლილითი მოულოდნელ გუნდთან – ყოფილ ელიტარულ დაქირავებულ მკვლელთან, როლანდთან; თინეიჯერ ამფეთქებელთან პატარა ტინასთან; შეშლილ მეცნიერთან, ტენისთან და მხიარულ რობოტთან აყალიბებს ალიანსს. ახლა ეს წარმოუდგენელი გმირები უნდა შეებრძოლონ უცხოპლანეტელ ურჩხულებს და საშიშ ბანდიტებს, რათა იპოვონ და დაიცვან დაკარგული გოგონა, რომელსაც შეიძლება წარმოუდგენელი ძალაუფლების გასაღებს ფლობდეს. სამყაროს ბედი შეიძლება მათ ხელში იყოს, მაგრამ ისინი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანისთვის – ერთმანეთისთვის იბრძოლებენ...
აგენტი ემ-16 ორსონ ფორჩუნი და მისი გუნდი ფარულ ოპერაციაში დასახმარებლად ჰოლივუდის ერთ-ერთ უდიდეს ვარსკვლავს ქირაობენ. ისინი იბრძვიან ახალი მომაკვდინებელი იარაღის წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიო წესრიგს საფრთხეს უქმნის...
სემი, ინტერიერის დიზაინერი, არდადეგებზე შინ ბრუნდება, რათა „ბელ ჰარბორის სასტუმრო“-ს განახლებაში მონაწილეობა მიიღოს. მასთან ერთად კუპმა უნდა იმუშაოს. პრობლემა ისაა, რომ ეს ის ბიჭია, რომელმაც წარსულში გული საშინლად ატკინა...თვითონ კი ის გოგონაა, რომელმაც ყველაფერი მიატოვა და გაიქცა...
სხვადასხვა ამბებისგან შემდგარი ისტორია, რომლის მთავარი გმირიც ჰენრი შუგარია. ადამიანი რომელსაც მოპარული წიგნის მეშვეობით მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლია...
ემა და დეივი, ნიუ-ჯერსის გარეუბანში მცხოვრები ორი შვილის ახალგაზრდა მშობლები არიან, რომლებიც ალამაზებენ თავიანთი ქორწინების პიკანტურ წლისთავს ნიუ-იორკში როლური თამაშების ღამით. მაგრამ ყველაფერი სახიფათო ხდება, როდესაც ბობი ემას, როგორც საერთაშორისო მკვლელის საიდუმლო ცხოვრებას გამოავლენს, რომლის შესახებაც დეივმა არარაფერი იცის, რის გამოც მისი ოჯახი აღმოჩნდება საფრთხეში. ახლა ემა უნდა დაეყრდნოს თავის მომაკვდინებელ უნარებს და სიმტკიცე, რათა დაიცვას თავისი ოჯახი ნებისმიერ ფასად...
როდესაც უოკერების ოჯახის წევრები სხეულებს უცვლიან ერთმანეთს იშვიათი პლანეტარული განლაგების დროს, მათი მხიარული მოგზაურობა ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებისკენ - მათ იმაზე უფრო მეტად დააახლოვებს, ვიდრე ოდესმე ეგონათ...
ოდრი ცდილობს შეაჩეროს მისი ძმა და გადააფიქრებინოს დაქორწინება ახალგაზრდა ფრანგ ქალზე, ჰემპტონში, წინასაქორწილო უქმეების განმავლობაში, რაც ასევე მის 40 წლის იუბილეს ემთხვევა. ის კარგავს კონტროლს და ცდილობს ჩაშალოს ქორწინების ცერემონიალი, მაგრამ საბოლოოდ თვალს უსწორებს სიმართლეს, რომ ვერ აღუდგება წინ ჭეშმარიტ სიყვარულს...
ფილმში მოვლენები ვითარდება სიდნეიში და მოგვითხრობს ორი ახალგაზრდა გმირის შესახებ, რომლებსაც ერთმანეთი კოლეჯიდან სძულთ, წლების შემდეგ იძულებულნი არიან თავი მოაჩვენეონ წყვილად საერთო მეგობრების ქორწილში, რომლის დროსაც ისინი უამრავ საშიშ თავგადასავალში ხვდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს ვერ იტანენ, მოულოდნელად მათ შორის სიყვარული იღვიძებს, მაგრამ ისინი მაინც აგრძელებენ გაქცევას ყოველი სექსუალური კონტაქტის შემდეგ...
2017 წლის ფილმის “ალიბი.ქომ”-ის გაგრძელება, ახალგაზრდა გრეგის შესახებ, რომელიც იძულებულია თავისი სააგენტო ალიბი.ქომ დახუროს, მისი საცოლე ფლოს დაკარგვის შიშით. გრეგი სთხოვს მას, რომ ცოლად გაჰყვეს. მაგრამ ფლოს მშობლებს სურთ ქორწილამდე ჯერ გრეგის მშობლები გაიცნონ. შედეგად, თაღლითი მამისა და მომხიბვლელი მსახიობი დედის გამო, მთავარი გმირი გადაწყვეტს მისი მეგობრების დახმარებით ხელახლა გახსნას თავისი სააგენტო, რათა საბოლოო ალიბი მიიღოს და უფრო პრეზენტაბელური სახის ყალბი მშობლები იპოვოს. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც დაგეგმილი იყო...
ჯეიმი ნანობს შეყვარებულთან დაშორებას, მარიანს კი დასვენება ძალიან სჭირდება. როდესაც ისინი დასასვენებლად წასვლას გადაწყვეტენ, გზად მოულოდნელად ეყრებიან უნიჭო კრიმინალების ჯგუფს....
When three childhood best friends pull a prank that goes wrong, they invent the imaginary Ricky Stanicky to get them out of trouble. Twenty years later, they still use the nonexistent Ricky as a handy alibi for their immature behavior.
მოვლენები 1987 წელს დენვერში ვითარდება და ოთხი ახალაგაზრდა მეგობრის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც საკულტო ბრიტანული როკ-ჯგუფის The Smiths-ის მოულოდნელი დაშლით შოკირებულები, წვეულებაზე მიდიან, რათა მათი მუსიკალური დანაკარგი იგლოვონ. ამავე დროს, ჯგუფის ერთ-ერთი იარაღით შეარეღებული ფიცხი გულშემატკივარი ადგილობრივ რადიო დიჯეის მძევლად აიყვანს და მას მხოლოდ The Smiths-ის ტრეკების დაკვრას აიძულებს. შედეგად, წვეულების დროს რადიოში გაჟღერებული მუსიკის ფონზე მეგობრები თვითშემეცნების გიჟურ მოგზაურობაში მიდიან, რომელიც მათ სამუდამოდ შეცვლის...
როდესაც ბავშვობის მეგობრები მაგალი და ბლანდინი მრავალი წლის შემდეგ ერთმანეთს გადაეკვეთებიან, გადაწყვეტენ - საბოლოოდ საოცნებო ერთობლივი შვებულება დაგეგმონ საბერძნეთში...
2022 წლის კორეული კრიმინალური თრილერის მესამე ნაწილი, რომელიც აგრძელებს დეტექტივი მა სეოკ-დუს სახიფათო თავგადასავალს - მას შემდეგ, რაც ის ქალაქ გიმჩჰონის პოლიციის განყოფილებას დატოვებს და შეუერთდება დანაშაულთან ბრძოლის რეგიონულ საგამოძიებო ჯგუფს, რათა დაუპირისპირდეს ახალ კრიმინალურ შეთქმულებას და გაანდგუროს იაპონელი განგსტერები, რომლებიც კორეაში ჩადიან საზარელი დანაშაულების ჩასადენად…
მას შემდეგ, რაც უძველესი რელიკვიის აღმოჩენა ბოროტ ძალას აღვიძებს, მოჩვენებებზე მონადირეების ახალმა და ძველმა თაობებმა საკუთარი სამშობლოს დასაცავად ძალები უნდა გააერთიანონ და სამყარო მეორე დიდ გამყინვარებას გადაარჩინონ...
კგბ-ს ყოფილი ოფიცერი ანა, რომელიც ახლა შეფ-მზარეულია, ადგილობრივი მაფიის სამიზნე გახდება: მისი ქმრისგან ვალის ამოღების მიზნით, თავს დაესხმებიან მის ახალ რესტორანს. ახლა ანა უნდა დაეყრდნოს თავის მომაკვდინებელ უნარებს, რათა გადაარჩინოს თავისი რესტორანი და გადაურჩეს საბედისწერო ღამეს...
ალეხანდრო არის ელ სალვადორელი სათამაშოების დიზაინერი, რომელიც იბრძვის ნიუ-იორკის შტატში თავისი უჩვეულო იდეების გასაცოცხლებლად. როდესაც სამუშაო ვიზაზე დრო ამოიწურება, სამუშაო, რომელიც ეხმარება ხელოვნების სამყაროდან გარიყულს, მისი ერთადერთი იმედი ხდება ქვეყანაში დასარჩენად...
მას შემდეგ, რაც პო სიმშვიდის ველის სულიერი ლიდერი ხდება, მან უნდა იპოვოს და გაწვრთნას ახალი მეომარი დრაკონი ბოროტ ჯადოქართან საბრძოლველად, რომელიც აპირებს, რომ გამოიძახოს ყველა ის ბოროტმოქმედი, რომელიც პომ სულების სამყაროში გაგზავნა...
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა გმირის შესახებ, რომელსაც სხვა ადამიანების წაროსახვითი მეგობრების დანახვა, მათი მოსმენა და ასევე მათთან მეგობრობა შეუძლია, ვინც დავიწყებული ან უარყოფილი იქნა. თუმცა, ყველაფერი რთულდება, როდესაც აღმოაჩენს, რომ ზოგიერთი წარმოსახვითი მეგობარი, რომლებსაც სიყვარული და მეგობრობა აკლიათ, სამწუხაროდ, ბნელ მხარეს გადადიან. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდა გმირმა ბოროტად ქცეული წარმოსახვითი მეგობრებისგან უნდა გადაარჩინოს სამყარო...
გრუ, ლუსი, მარტო, ედიტი და აგნესი ოჯახის ახალ წევრს ეგებებიან - გრუ უმცროსს, რომელიც მამას ცხოვრებას ჯოჯოხეთად უქცევს. გრუ ახალ მეტოქეს - მაქსიმ ლე მალს და მის შეყვარებულს ვალენტინას უნდა შეებრძოლოს, რა დროსაც მის ოჯახს გაქცევა მოუწევს...