ალექს ჰიტჩენსი, მეტსახელად ჰიტჩი, მამაკაცებს ქალთა გულების დაპყრობაში ეხმარება. მისი ბოლო კლიენტი, ალბერტ ბრენმანი, მოსაწყენი კონსულტანტი ფინანსურ საკითხებში, ცნობილ ალეგრა კოულშია შეყვარებული. სანამ ჰიტჩი ალბერტს ასწავლის როგორ მოიქცეს, თავად სარა მელასი შეუყვარდება. მას შემდეგ, რაც სარას საუკეთესო მეგობარს პრობლემები შეექმნება შეყვარებულთან, სარა ჰიტჩს დაუმსახურებლად შეულახავს რეპუტაციას. ჰიტჩი დაამტკიცებს თავის სიყვარულს და რთულ გზას გადის მის მოსაპოვებლად...
ჯადოქარი ცოლად ჩვეულებრივ მამაკაცს გაყვა და ვერაფრით ვერ იკავებს თავს, თავისი ზებუნებრივი ჩვევები რომ არ გამოიყენოს ოჯახში საქმიანობის დროს. პოპულარულმა მსახიობმა ჯეკ უაიტმა გადაწყვიტა, რომ მის შემდეგ ტელესერიალში, მასთან უბრალო გოგონამ უნდა ითამაშოს და არა სუპერვარსკვლავმა. და თავის ტელე-ცოლის როლზე ამოარჩია იზაბელი. მაგრამ არავინ იფიქრებდა, რომ იზაბელი სინამდვილეში აღმოჩნდება ალქაჯი...
უმაღლესი სკოლის მოსწავლე ედ ვოლისი დაუმეგობრდება მეზობელ ეშბის, რომელიც CIA-ს ყოფილი დაქირავებული მკვლელია და მხოლოდ რამდენიმე თვის სიცოცხლე აქვს დარჩენილი...
რა უნდა აჩუქო სამი შვილის დედას? პამპერსების დიდი შეკვრა თუ დამამშვიდებლები? მარლოს ძმა გადაწყვეტს მას ძიძა აჩუქოს. თუ მარლო მოახერხებს აიტანოს ნაჩუქარი ძიძის თავისებურებები, მიხვდება რომ ძალიან გაუმართლათ მას და მის შვილებს...
პინექლ რეკორდსს იდეალური გეგმა აქვს დასახული, იმისათვის რომ მათი ჩაძირული კომპანია გადაარჩინონ: ალდო სნოუს, მოძველებული როკ -ვარსვლავის, დიდი დაბრუნებისათვის განკუთვნილი კონცერტი. ჩამწერი სტუდიის პრაქტიკანტი აარონ გრინის დავალებაა უკონტროლო როკ- ვარსვლავი ალდო სნოუ ლოს–ანჯელესში შოუსთვის დაბრუნებაზე დაითანხმოს...
ბენი და ზაკი სკოლის მეგობრები არიან. ისინი განსხვავებულ გზას ირჩევენ: ერთი იურისტი ხდება, მეორე კი ყველას ეხმარება და ცდილობს მისი მეგობარი კაბინეტიდან ამოიყვანოს. ერთხელ მოხუცი ქალი, რომელსაც იგი მოხუცთა თავშესაფარში უვლის მას შვილიშვილის მოძებნას სთხოვს, რომელიც ექსპედიციაში წავიდა და აღარ დაბრუნებულა. ჰიზერის დაბრუნება კი არც ისე ადვილია...
ტიმი და ნიკი მეგობრობენ, მეზობლები და კოლეგებიც არიან. მათი მეგობრობა იმდენად ღრმაა, რომ ერთმანეთს ბაძავენ და ცდილობენ ერთმანეთს დაემსგავსონ ყველაფერში, ოჯახები და მანქანაც კი მსგავსი ჰყავთ. მოულოდნელად მათი იდილია ირღვევა...
მასკა ბრუნდება.ათწლეულების შემდეგ ლეგენდარული მასკა ლოკი მოხდება კარიკატურისტის ტიმ ევერის ხელში, ვისი ახალშობილ ვაჟიც ზებუნბრივი ნიჭითაა დაჯილდოვებული. პატარა ძაღლტან ერთად მასკის ფანტასტიურ შესაძლებლობებს გამოცდის და ყველაფერს ტავდაყირა ატრიალებს. ნამდვილი პრობლემები ჩნდება, როდესაც თვითონ ლოკი, ეშმაკობის ღმერთი, მიემართება მაგიური მასკის საძებნელად, და რომელიც მზადაა ყველაფერზე წავიდეს მის დასაბრუნებლდ...
ნიუ-იორკის ექსცენტრული ბინადარი ბორისი გულუბრყვილო და მშვენიერ მელოდის გაიცნობს, რომელიც ნიუ-იორკის დასაპყრობად პროვინციიდან ჩამოვიდა. რთული წარმოსადგენია, მაგრამ ჩვენი გმირები არარეალურ რომანტიულ თავგადასავლებში ეფლობიან...
გოგონა ფრტენმა იცის, რომ უილბური - სრულიად განსხვავებული არსებაა - მან იცის ბევრად მეტი ვიდრე უბრალო გოჭმა. ახალ ფერმაზე გადასვლის მერე უილბური პოულობს თავისთვის კიდევ ერთ მეგებარს - ობობას სახელად შარლოტა...
მეზობლის მიერ დაჩაგრული 10 წლის ლუკას ნიკელი დაღონებული მისი ეზოს წინ ჭიანჭველების გორაკისკენ გაემართება. მწერები მას ჯადოსნური ელექსირით ზომაში დააპატარავებენ და ხოჭოს ხელას გახდიან. მას "კოლონიის" წინაშე დამნაშავედ აღიარებენ და ახლა მისი თავისუფლების დაბრუნების ერთადერთი გზა ისაა, რომ იცხოვროს ჭიანჭველებთან და ისწავლოს მათი ცხოვრების წესები...
ათი წლის ანას და ექვსი წლის ბენის ცხოვრებაში იზაბელი გაჩნდა, მათი განქორწინებული მამის საცოლე. ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ბავშვების სიყვარული დაიმსახუროს, მაგრამ ჯეკი, მათი ნამდვილი დედა, იყენებს თავის ავტორიტეტს და გავლენას, იმისათვის, რომ ეს არ დაუშვას...
ფილმის მთავარი გმირი, ნოვალი ნეიშნი - ტიპიური კონკიაა. ის ჩვიდმეტი წლისაა და უკვე რვა თვის ფეხმძიმედაა და მას ცხოვრებისეული სიბრძნე და დიდი გამოცდილება აქვს. როდესაც მისი უხეში ბოიფრენდი ჩასვავს ნოვალის ნახევრად დანგრეულ მანქანაში კალიფორნიაში წასასვლელად, ის მას პირველივე გზისპირა მაღაზიაში დატოვებს...
ჯაშუშთა წყვილი (კლაივ ოუენი და ჯულია რობერტსი) ერთმანეთს შეეკვრებიან იმისათვის, რომ სამედიცინო ინოვაციების ბაზრის მონოპოლისტები გახდენ, რაც სავარაუდოდ დიდ მოგებას მოიტანს და მათი თანაცხოვრებაც უზრუნველყოფილი იქნება...
მაკქუინის და მისი მეგობარი მეიტერის შეჯიბრი უცხო ქვეყანაში მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა შედგეს, მაგრამ ჩემპიონატამდე მისასვლელი გზა რთულდება,რადგან მეიტერს საერთაშორისო ჯაშუშობას აბრალებენ...
ადელი - ეფექტური ქალია, რომელსაც ფლირტი იზიდავს. მისი ქალიშვილი ენი კი – მშვიდი და მორიდებული გოგონაა, რომელიც რეალურ სამყაროში ცხოვრობს. ერთი შეხედვით ისინი ძალიან განსხვევდებიან ერთმანეთისგან, სინამდვილეში კი საოცრად გვანან ერთმანეთს...
საიმპერატორო პინგვინების მუსიკალურ სამყაროში, რომლებიც წყვილებს სიმღერით პოულობენ, დაიბადა პინგვინი სახელად მამბლი, რომელსაც არანაირი ნოტის გამოთქმა არ შეუძლია. სამაგიეროდ ის არაჩვეულებრივად ცეკვავს...
ზაფხულის არდადეგების შემდეგ გრეგ ჰეფლი სკოლაში ბრუნდება. მშობლები სხვადასხვა ხერხებით ცდილობენ გრეგისა და მისი ძმის როდრიკის ერთმანეთთან დაახლოვებას...
მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტზე ყველა იბრძოდა. მათ შორის მტრედები, სახელმწიფო სამმართველოდან. ახალგაზრდა მტრედის - ვალიანტის ყველაზე დიდი სურვილია ამ გუნდის წევრი გახდეს...
ბრიტანული პაროდია "მონთი პაითონის" გუნდზე, ისტორია ბიჭზე რომელიც არ ყოფილა იესო... იგი გვერდით სახლში დაიბადა. ფილმის ფანებმა შესაძლოა არ იცოდნენ, რომ მას ვერ გადაიღებდნენ ჯორჯ ჰარისონის ფინანსური მხარდაჭერის გარეშე...
მულტფილმი გვიყვება უამრავი არავიელი მეზღვაურის სინბადის თავგადასავლებიდან ერთერთს. თავგადასავალი მაშინ იწყება, როდესაც ერისი, ჰაოსის ქალღმერთი, მოიპარავს მსოფლიოს წიგნს...
ხლოეს ოჯახი, საცხოვრებლად ახალ დიდ სახლში გადადის. რამდენიმე ხნის შემდეგ ხლოე აღმოაჩენს, რომ ამ სახლში იგი ერთადერთი მკვიდრი არ არის. მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ საუკუნეების მანძილზე აქ გნომები ცხოვრობენ, რომლებიც ბოროტი არსებების შემოჭრისგან იცავენ ჩვენს სამყაროს. მალე ხლოეს და მის მეგობრებს საერთო მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად გნომებთან გაერთიანება მოუწევთ – პატარა მონსტრების, რომლებიც სხვა სამყაროდან ჩვენთან პორტალის მეშვეობით შემოიჭრნენ ...
პატარა ქალაქში გაჩნდებიან ზომბები. ვის შეუძლია გადაარჩინოს ქალაქი? მარტო პატარა ბიჭს ნორმანს, რომელსაც შეუძლია განსაკუთრებულად საუბარი მკვდრებთან. ზუსტად მას მოუწევს ყველას დაცვა ზომბებისგან, ჯადოქრებისგან, მოჩვენებებისგან და ასევე სხვა საშინელი არსებებისგან...
პინგვინების ოთხეული უერთდება "ჩრდილოეთ ქარის" გუნდს, რომლებიც უმწეო ცხოველებს ეხმარებიან. მათ ერთად უნდა გააჩერონ, ბოროტი რვაფეხა, რომელსაც მსოფლიოს განადგურება სურს....
რონ ბურგუნდი - 70-იანი წლების ყველაზე ცნობილი ტელეამბების წამყვანია სან-დიეგოში. როდესაც ამბიციური ჟურნალისტი ვერონიკა კორნინგსტოუნი ტელევიზიის ცხოვრებაში იჭრება, რონი მას ყურადღებას არ აქცევს... სანამ ვერონიკა ახალი ამბების სამყაროს არ შეეხება!
70-იანი წლების სან-დიეგოს პოპულარული ტელეწამყვანი, რომ ბურგუნდი, ბრუნდება, იმისთვის, რომ ნიუ-იორკის პირველ 24 საათიან ახალ ამბებში, გახდეს საუკეთესო...
შესანიშნავი და ენამახვილი ენნი ცხოვრობს უდედმამოთა თავშესაფარში ბოროტი ამღზრდელის ხელში, მაგრამ შემთხვევითი შეხვედრა მდიდარ ბიზნესმენთან, მის ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის…
პატარა ცხვრების ფერმის ცხოვრება აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ, როცა მეპატრონე გადაწყვეტს დიდ ქალაქში ჩასვლას. ბატკანი შონი და დანარჩენი ჯოგი ანერვიულებულები ფერმერის გაუჩინარებით გადაწყვიტავენ მაგზაურებას მის გადასარჩენად...
ვიქტორ ნავორსკი არის ადამიანი ქვეყნის გარეშე; თვითფრინავის აფრენისთანავე მის სამშობლოში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და ქაოსი დაიწყო, ახლა კი იგი დგას კენედის აეროპორტში ხელში პასპორტით რომელსაც არ ცნობენ. სანამ იგი გამოკეტილია სატრანზიტო ტერიტორიაზე, ავტორიტეტული პირები ცდილობენ გადაწყვიტონ რა მოუხერხონ მას, ვიქტორი იწყებს იქვე ცხოვრებას და რომანს წამოიწყებს ულამაზეს ბორტ-გამცილებელთან.
ტყუპი ძმები დედამ გაზარდა. მათ იცოდნენ, რომ მამა მათ დაბადებამდე გარდაიცვალა, მაგრამ ბიჭები გაიზარდნენ და მიხვდნენ რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ატყუებდნენ. მართალია მამამ ისინი დედასთან ერთად მიატოვა, მაგრამ ის მაინც მათი მშობელია. ბიჭები მამის საძებნელად მიდიან...
თახვები როცა ხედავენ, რომ დეივმა მაიამიში თან წაიღო პატარა ყუთი ბეჭედით, ყველანაირად ცდილობენ ხელი შეუშალონ დეივს ხელის თხოვნის საქმეში - ისინი შიშობენ, რომ დედინაცვალი და ნახევარძმა ცვლილებებს შეიტანენ მათ იდეალურად მოწყობილ ცხოვრებაში...
კაილი ბაკნელი იძულებულია დაბრუნდეს საგვარეულო სახლში, მას შემდეგ, რაც სასამართლო მას მიუსჯის შიდა პატიმრობას. მისი სასჯელი ბანკომატის წარუმატებელი ძარცვის მცდელობით კიდევ უფრო ართულებს იმ ფაქტს, რომ კაილი იძულებულია იცხოვროს მის შეშლილ დედასთან, მირიამთან, რომელიც დარწმუნებულია, რომ სახლში ბუდობენ მოჩვენებები...
ბინი მუშაობს მეთვალყურედ უზარმაზარ სამეფო ეროვნულ გალერეაში. მის ბოსებს სურთ გააგდონ ის, რადგან სამუშაო დროის დიდ ნაწილს ძილში ატარებს, მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგანაც გალერეის სამმართველოს თავმჯდომარე იცავს მას. ისინი აგზავნიან ბინს შტატებში, პატარა ლოს ანჯელესის ხელოვნების გალერეაში, სადაც მან უნდა შეასრულოს ერთ-ერთი დიდებული ფოტოს გახსნა (სახელად "ვისლერის დედა")...
საიდუმლო აგენტის სპეცოპერაცია ფიასკოს განიცდის მისი არაადეკვატური ძმის გამოჩენის გამო.ამჯერად ჩვენ გმირს საკუთარი თავის და მთელი მსოფლიოს გადარჩენა მოუწევს ახლადგამოჩენილ ნათესავთან ერთად...
საახალწლო შოუს გადაღებისას ყველაფერი მწყობრიდან გამოდის. გადასაღებ მოედანზე სრული ქაოსია. გარეთ კი გამძვინვარებული ბრბო გადაცემის პროდიუსერის დაპატიმრებას ითხოვს. საბოლოოდ ყველაფერი მოგვარდება და წვეულება გარდაუვალია...
ასტრონავტი, კაპიტანი ჩაკ ბეიკერი პლანეტა 51-ზე ჩადის, რომელიც მე-20 საუკუნის 50-იანი წლების ამერიკის გარეუბანს მოგვაგონებს. კაპიტანი ცდილობს თავი აარიდოს ტყვეობას, შეაკეთებს თავის ხომალდს და შიგ დასახლდება. ამ ყველაფერში მას პატარა, მწვანე, მეგობრული არსება დაეხმარება.
პატარა ეგზოტიკურ კუნძულზე თუთიყუში ცხოვრობს თავის გადარეულ მეგობართან ერთად სამოთხეში. სამშაბათი ვერ წყვეტს სამყაროზე ფიქრს. დიდი შტორმის შემდეგ სამშაბათი და მისი მეგობარი კრუზოს დაინახავენ. კრუზო კი მიხვდება რომ ერთადერთი გადაღცენის საშვალება სამშაბათისა და მისი მეგობრის დახმარებით შეი₾ძება. თავიდან ცოტა რთული იქნება რადგან ცხოველებს ხომ ადამიანების ენა არ ესმით. მაგრამ თანდათან ისინი ერთად ჰარმონიულ ცხოვრებას იწყებენ. მაგრამ ესეც იცვლება როდესაც ორი შავი ავაზა ცდილობს დაეპატრონოს მთელ კუნძულს...
ერთ დღეს სმურფეტა მიხვდება, რომ სოფელში მის გარდა, ყველას აქვს საკუთარი მიზანი და საქმე. მაშ, რაში მდგომარეობს სოფელში ერთდადერთი გოგონა-სმურფეტას მისია? იმისათვის, რომ ეს გაიგოს, ის იწყებს მოგზაურობას, რომლის დროსაც ხვდება იდუმალ არსებას, რომელიც ჯადოსნურ ტყეში იმალება, და სადაც სმურფებს სასტიკად ეკრძალებათ შესვლა. სმურფეტა მის ძმებთან ერთად და ასევე ბოროტი ჯადოქარი გარგამელი, რომელიც კვალდაკვალ მიჰყვება ლურჯ გნომებს, მიმგზავრებიან თავგადასავალებით სავსე, სახიფათო მოგზაურობაში, იდუმალი და საოცარი აღმოჩენებით. ერთად მათ მოელით სმურფების უდიდესი საიდუმლოს ამოხსნა…
მას შემდეგ რაც მაღალანაზღაურებად სამსახურს დაკარგავენ, ჯეინ და დიკ ჰარპერებიცხოვრების მაღალი დონის შესანარჩუნებლად ბანკების გაძარცვას იწყებენ. ნელნელა ეს იმდენად იტაცებთ, რომ გართობას იწყებენ და დროებითი საქმიანობა ჩვევაში გადასდით.
როდესაც მშობლები გაარკვევენ, რომ მათი გოგოები ქალიშვილობის დაკარგვას აპირებენ გამოსაშვებზე, ისინი ერთ ღამიან ოპერაციას ჩაატარებენ, რათა ხელი შეუშალონ ამ აქტსა და დაიცვან თავიანთი შვილის უბიწოება...
ერთ დღეს სპილო ჰორტონს მტვრის ნამცეციდან ძახილი მოესმა. ვიღაც დახმარებას ითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი მტვრის ნამცეცზე ვერაფერს ხედავდა, მაინც გადაწყვიტა დახმარება. მტვრის ნამცეცი ჰუს სახლი აღმოჩნდა. ჰუ ქალაქ ჰუვილში ცხოვრობს. ჰორტონი თანახმაა დაიცვას ჰუები და მათი სახლები.
მარტოხელა სტივენი ახალ ბინაში გადადის საცხოვრებლად, კაბელის დამყენებელი სახელად ჩიპი მოდის მასთან და აღარსად აღარ მიდის. მას თავგამოდებით სურს სტივის მეგობარი გახდეს, მაგრამ როდესაც ამის უფლებას არ აძლევენ ჩიპი დაიბოღმება და სტივის თვალთვალს დაიწყებს, რასაც სხვები არ იჯერებენ და სტივს მარტო უწევს მისგან თავის დაცვა...
ყოფილი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ჯაშუში ბობ ჰოუ სახიფათო საქმეს კიდებს ხელს: მისი შეყვარებულის სამ შვილს უნდა მოუაროს, რომლებსაც დიდად არ უყვართ იგი. როდესაც ერთერთი ბავშვი შემთხვევით სრულიად საიდუმლო ინფორმაციას გადმოწერს, მათ ბობის დიდი ხნის მტერი, რუსი ტერორისტი ეწვევათ...