უკვე ასაკში მყოფი მუსიკალური პროდიუსერი კარიერის გადასარჩენად გადაწყვეტს დაეხმაროს ახალგაზრდა გოგოს ავღანეთიდან, რომელსაც მისი აზრით შესანიშნავი ხმა აქვს...
როცა ჰერცოგინია მარგარეტი მოულოდნელად მონტენატოს სამეფო ტახტს მიიღებს, მან სწრაფად უნდა იმოქმედოს, სანამ წვეულებების მოყვარული ფიონა ყველა გეგმას ჩაუშლის...
ექვსი მეგობარი უკვე ხუთი წელია ერთმანეთს არ შეხვედრია. ბობი, იგივე „მამა ბობი“ მეგობრებს შეხვდება და თამაშს შესთავაზებს, სადაც გამარჯვებული 150 000 დოლარს მოიგებს.
როდესაც საშუალო სკოლის მოსწავლეები იწყებენ აუხსნელ აფეთქებას, უფროსები მარა და დილანი იბრძვიან გადარჩენისთვის იმ სამყაროში, სადაც ყოველი მომენტი შეიძლება უკანასკნელი იყოს. როდესაც მათ შორის მოულოდნელი რომანი აღმოცენდება, მარა და დილანი მიხვდებიან, რომ როდესაც ხვალინდელი დღე გარანტირებული არ არის, აწმყოთი ტკბობა უნდა დაიწყონ...
პატარა კონსერვატიულ ინდიანაში, თეატრის ვარსკვლავების ჯგუფი საშუალო სკოლის გოგონას მხარდასაჭერად შეიკრიბა, რომელსაც სურს შეყვარებული გამოსაშვებ საღამოზე წაიყვანოს...
ფილმში განქორწინებული წყვილის როლს იზაბელა როსელინი და უილიამ ჰარტი ასრულებენ. ისინი 60-ს გადაცილებულნი არიან, ორივეს ცალ-ცალკე უკვე ჰყავს შვილები და შვილიშვილები, თუმცა ახლა გადაწყვეტენ, რომ ხასიათში განხვავების მიუხედავად კვლავ ერთად იყვნენ...
ყოველ შვებულებაზე გამუდმებით მარტო ყოფნით დაღლილი ორი ერთმანეთისთვის სრულიად უცნობი ადამიანის ისტორია. ისინი გადაწყვეტენ პლატონურ სიყვარულში ჩაებან და ამასთან ერთად არც სხვა პარტნიორებზე თქვან უარი.
ფილმის მთავარი გმირი, ალისა, ვუდი ალენის დიდი გულშემატკივარია. პიერს ღამის კლუბში ხვდება და უმალვე უყვარდება ის, მაგრამ როცა პიერი ალისას დას ნახულობს, ყველაფერი ირევა.
ზაფხულის ცხელი დღეების შემდეგ, გასარუჯად წასული ახალგაზრდები სახლში დაბრუნებას გადაწყევეტენ, მაგრამ როგორც ჩანს მათ ეს არ შეუძლიათ. სახლში დაბრუნების ერთადერთი გზა მიუზიკლის კიდევ ერთხელ დადგმაა, თუმცა ჯგუფს წევრები აკლია...
აბე 12 წლის უბრალო ბიჭია რომელიც ბრუკლინში ცხოვრობს და მზარეულობაზე ოცნებობს. აბე ნახევრად ებრაელია, ოჯახის ეს ნაწილი მას ავრაამს უწოდებს, ხოლო ოჯახის მეორე ფესვები აბეს პალესტინური აქვს. ის მათთვის აბრაამია.
ენი, კაილა, მიშელი და სტეფანი სკოლის ბოლო წლის გრანდიოზულად ჩამთავრებისთვის ემზადებიან. ისინი მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ და "გოგოების ძალას" ბოლომდე მისცენ გასაქანი.
ფილმი სიუზანის, ახალგაზრდა ადვოკატის და მის მეტად უცნაური კლიენტის შესახებ მოგვითხრობს რომელიც ონლაინ გასაცნობ საიტს იმის გამო უჩივის, რომ ის მომხმარებელს გარანტირებულ სიყვარულს ჰპირდება.
როდესაც გაირკვევა, რომ კვინ აკერმანისთვის საოცნებო კოლეჯში მოხვედრა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარმოაჩენს თავს ცეკვის შეჯიბრზე, იგი სახელდახელო მოცეკვავეთა ჯგუფს შექმნის - სკოლის საუკეთესო გუნდს რომ დაუპირისპირდეს. ახლა მთავარია ცეკვა ისწავლოს...
რიკი ბეიკერი ქალაქელი ხულიგანია. სოციალურმა სამსახურმა იგი საცხოვრებლად ერთადერთ ახლობელ ნათესავთან, ბელასთან, და მის ქმართან გადაიყვანა. ბელას სიკვდილის შემდეგ, რიკი ტყეში გაიქცა, ბელას ქმარი ჰეკი მას დაედევნება. სოციალური სამსახურის თანამშრომელი პოლა დარწმუნებულია რომ რიჯი ჰეკმა მოიტაცა და მათზე ძებნას გამოცხადებს...
ძმები ზეფი და რონი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. პარიზში, ზეფის ცოლის დაკრძალვის დრო ემთხვევა ზუსტად იმ დროს, როდესაც რონის ქალიშვილი ქორწინდება. ზეფის ქალიშვილი უნებურად შეყვარებულია რონის ქალიშვილის საცოლეზე...
15 წლის ემილიას ცხოვრების ერთადერთი ბედნიერება, საყვარელი გოგონა ვენეციაში დაპატიჟებს არდადეგებზე. თითქოს ყველაფერი იდეალურადაა, მაგრამ ემილიას თან მშობლებიც მიყვებიან, რაც მოგზაურობას ნამდვილი სიყვარულის ისტორიით აბოლოებს.
75 წლის დაქვრივებული პიერი გადაწყვეტს ონლაინ-გაცნობის საიტით ისარგებლოს და საამისოდ მისი შვილიშვილის მეგობრის, ალექსის სურათს გამოიყენებს. მალე პიერი ინტერნეტში ფლორას იცნობს, თუმცა რეალურ ცხოვრებაში მას ალექსი უნდა შეხვდეს და არა ის.
ჰენრის სურს დარჩენილი დღეები სრულ სიმშვიდეში გაატაროს. საამისოდ, ის საცოლესა და ოჯახურ ბიზნესზე უარს იტყვის, მაგრამ ახალი მეზობლის ხელში ჰენრის სიმშვიდე არ უწერია.
ფილმის სიუჟეტი ნიუ იორკელი მხატვრის, ჯონ ჰოლერის გარშემო ვითარდება, რომელიც თავის ფეხმძიმე ცოლთან ერთად დიდი ხნის შემდეგ ნიუ იორკს უბრუნდება, ქალაქს რომელსაც დიდი ხნის წინ გაექცა.
ტომასი უბრალოდ წარმოუდგენლად უპასუხისმგებლოა. ამის გამო ის შეყვარებულს კარგავს და თუ რაოდენ დიდი დანაკარგია ეს ტომასის ცხოვრებაში, ის ამას მხოლოდ ერთი წლის შემდეგ ხვდება.
მას შემდეგ, რაც მოდის სფეროთი გატაცებული ვიოლეტა IT-ით შეშლილ ჟან-რენს ხვდება, ვიოლეტას გოგონასთვის, ლოლოსთვის ერთადერთ მიზნად ვიოლეტას და ჟანის დაშორება იქცევა.
An 11-year old boy believes that he is the best detective in town and runs the agency Total Failures with his best friend, an imaginary 1,200 pound polar bear.
ნიუ იორკიდან იტალიაში ლამაზი ქალბატონი მერი ჩამოდის და უხეშ მაჩო ადვოკატთან ტიტოსთან მიიჩქარის. გოგონას ბუზღუნა ადვოკატი მაშინვე გულში ჩაუვარდება და როგორც კი უსიამოვნებებში გაეხვევა, მაშინვე მას მიმართავს დასახმარებლად: ჯერ საკუთარ ნომერში განგსტერები დააბამენ, შემდეგ კი გაიგებს, რომ მისი ქმარი მკვდარია...
ჯეკ პაუელი იტანჯება ავადმყოფობით, რომლის გამოც ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე ჩვეულებრივი ბავშვი, ამიტომ 10 წლის ჯეკი გამოიყურება როგორც 40 წლის კაცი...
იდეალური ოჯახი: ქმარი, ლამაზი ცოლი, ორივეს მაღალანაზღაურებადი სამუშაო აქვს, ამას ემატება სამი ულამაზესი შვილი. ერთი შეხედვით ცხოვრებაში ყველაფერი აქვთ, რასაც ახალგაზრდა ოჯახი ინატრებდა, მაგრამ ყველაფერი მაინც არაა ისე, როგორც მათ უნდათ...
ჩარლზ დიკენსის ნახევრად ავტობიოგრაფიული შედევრის ახალი და განსხვავებული ეკრანიზაცია - დევიდ კოპერფილდის პირადი ისტორია. მოქმედება 1840-იან წლებში ხდება. ფილმი აღწერს საკულტო პერსონაჟის ცხოვრებას, რომელიც ქაოსურ სამყაროში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას ცდილობს. უბედური ბავშვობიდან წერის ნიჭის აღმოჩენამდე დევიდის მოგზაურობა დიდებული და ტრაგიკულია, თუმცა ამავდროულად სიცოცხლით, მრავალფეროვნებითა და ადამიანობით სავსე.
ამ რომანტიკულ კომეიდიაში, რომელიც მოგვითხრობს, თუ რა შეუძლია შემთხვევითობას, ერთიდაიგივე ქორწილის ალტერნატიული ვერსიები გათამაშდება, როდესაც ჯეკი ცდილობს მის უმცროს დას ნამდვილად სრულყოფილი ქორწილი მოუწყოს. თუმცა მოუწევს ერთდროულად ყველას და ყველაფერს მიხედოს - გაბრაზებულ ყოფილ შეყვარებულს, დაუპატიჟებელ სტუმარს, დაკარგულ საძილე სედატივებს... ამასობაში იგი კვლავ შეხვდება თავის ოცნების გოგონას - დინას. ხოლო თუ ყველაფერს წარმატებით გაართმევს თავს, შესაძლოა მისი ამბავიც ბედნიერად დასრულდეს...
ისტორია მოგვითხრობს ახალგაზრდა კაცზე, რომელმაც თავის ალკოჰოლიკ დას 150000 დოლარი უნდა ჩაუტანოს. პრობლემა იმაშია, რომ მან დის არსებობის შესახებ მხოლოდ მამის გარდაცვალების შემდეგ შეიტყო. თუმცა, ის არც მისი გაცნობის შემდეგ ეუბნება ნათესავური კავშირის შესახებ.
ავიაკატასტროფის ზღვარზე ემა საკუთარ საიდუმლოებებს უცნობ ადამიანს გაუზიარებს. ან იქნებ ეს ადამანი უცნობი არც იყო? მოგვიანებით ის მისი კომპანიის ახალგაზრდა დირექტორს - ჯეკს ხვდება, რომელმაც მისი ცხოვრების ყოველი დამამცირებელი დეტალი იცის. დაფუძნებულია „ „ნიუ იორკ თაიმსის“ ბესთსელერზე.
ამერიკელი არტისტი ცხოვრობს ბოჰემური ყოფით პარიზში, ტომ ვორშოუ ცდილობს მიხვდეს მისი მწუხარე მოზრდილობის ეტაპის არსს, რამაც აირეკლა მისი ექსტრაორდინალური ბავშვობა...
ფილმი მოგვითხრობს სამი ჟურნალისტის ისტორიას, რომლებსაც დაავალებენ ერთი არასტანდარტული ადამიანისგან ინტერვიუს მიღებას, რომელმაც განაცხადა, რომ ეძებს მეწყვილეს დროში სამოგზაუროდ...
ერთი ჩინელი ოჯახი გაიგებს, რომ მათ ბებიას დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დარჩენია და ისე, რომ არაფერი იცის, დაგეგმავს ქორწილს, რათა ერთად შიკრიბონ, მის გარდაცვალებამდე...
როზ პამფილე 21 წლისაა და ცდილობს თავი დააღწიოს მობეზრებულ გარემოს. როზი მუშაობას იწყებს დაზღვევის სააგენტოში, რომლის ქარიზმატული უფროსი იმედოვნებს, რომ მისი ახალი თანამშრომელი მანქანაზე სწრაფად ბეჭდვის ტურნირში გაიმარჯვებს.,,
მაქსი მაჩოა, მარტოხელა რეტრივერის ჯიშის პოლიციის ძაღლი, რომელსაც უბრძაბენებენ, რომ გამოიძიოს ძაღლების შოუ. თავის პარტნიორ ადამიანთან ერთად, ის ცდილობს თავიდან აირიდოს მომავალი უბედურება...
ოპერის თეატრის ორკესტრანტი გია, ერთი შეხედვით, ნიჭიერი, გულისხმიერი და საქმიანი კაცია – უამრავ ადამიანს იცნობს, ცდილობს ყველას დაეხმაროს, მუდამ სადღაც ეჩქარება, ვიღაცას რაღაცას პირდება – ძმა-ბიჭებს, გოგონებს, მოხუცებს, სტუმრებს, უცნობს თუ ნაცნობს, მაგრამ კვალს არსად ტოვებს, მნიშვნელოვანს არაფერს ქმნის. მოფუსფუსე ახალგაზრდის ცხოვრება უქმად, წვრილმანებში იხარჯება, ვერც საკუთარ თავს რგებს, ვერც სხვას...
დიდი ხნის შეყვარებულთან დაშორების შემდეგ კაილი უკავშირდება მისი სკოლისდროინდელ მეგობარ ნიკს. აღდგენილი მეგობრობის დახმარებით კაილი იყენებს ნიკის რესტორანს, რათა გაიმარჯვოს კოჭას კაცუნების ცხობის კონკურსში, რომელიც მას საკუთარი საცხობის გახსნაში დაეხმარება...
შეყვარებულთან დაშორების შემდეგ მწერალი კიმ როსი მიემგზავრება მწერლების კონცეფერენციაზე. იქ იგი ბევრ ახალ რამეს გაიგებს, იპოვის ახალ მეგობრებს, შეხვდება მის საყვარელ მწერალს. მაგრამ არასასიამოვნო სიურპრიზების გარეშეც არ ჩაივლის კონფერენცია...
ბავშვებს მშობლების არჩევა რომ შეეძლოთ, ყველა 30 წლის სანის აირჩევდა. ის ხომ ყველაფრის უფლებას მოგცემდათ. ჭამე რამდენიც გინდა კეტჩუპი, სადაც გინდა იქ გადააფურთხე, თუ გინდა ქუჩაში ლასტებით იარე, არ დაიძინო, ხელებსაც ნუ დაიბან და საწოლიც არ გაასწორო...
კორინას მობეზრდა მუდმივად მეჯვარედ ყოფნა. გადაწყვიტს მოიშოროს მომლოდინე გოგოს როლი და თამამად დაიწყებს პაემნებზე სიარულს. მხოლოდ დრო ცხადყოფს იქნება ის მუდმივად ხელისმომკიდის როლში, თუ მისი ცხოვრების სიყვარული კარზეა მომდგარი.
ორი საყვარელი და ერთად ცხოვრობს. ერთს უყვარს საშობაო ფილმები, მეორე კი პროგნოზირებადად მიიჩნევს მათ. გოგოები მოულოდნელად, რაღაც ჯადოსნობის ძალით, საშობაო ფილმში გაიღვიძებენ...
საშობაო ქორწილის ორგანიზება ნამდვილად განსაკუთრებული მოვლენაა მადლინ კრაგისთვის, რომელიც საქორწინო კაბების ბუტიკის მფლობელია. მადლენს ძალიან უყვარს პატარძლისათვის შესაფერისი კაბის შერჩევა და სრულყოფილი ღონისძიების გამართვა. რასაც იგი არ მოელოდა ის იყო, რომ ერთმა პიროვნებამ თავბრუ დაახვია - ეს პატარძლის არაჩვეულებრივი ძმა, კინოვარსკვლავი, ჯონი ბლეიკია. ჯონი თავისი დის გამო ჩამოვიდა და არა ვინმეს შესაყვარებლად. თუმცა მადლენი განსაკუთრბული ქალია, ვისაც კი ცხოვრებაში შეხვედრია. სრულყოფილი ქორწილის დაგეგმვა რომანტიკული ვახშმებითა და თოვლიან ქუჩებში სეირნობით გაგრძელდა. ჯონი უფრო მომხიბვლელი აღმონდა, ვიდრე მადლენს ეგონა. მაგრამ არის კი კინოვარსკლავი მზად მთელი სიხცოცხლის მანძილზე ერთ როლში იყოს?
ადამიანი-მაიმუნი, რომელიც სადღაც კონგოს ჯუნგლებშია ნაპოვნი და მილანშია გადაყვანილი. მხოლოდ ლაურას - ანთროპოლოგს სჯერა ადამიანური თვისებების ამ დაუმორჩილებელი ნახევრად ცხოველის, და მათი მიჩვევა ერთმანეთის მიმართ სიყვარულშიც კი გადაიზრდება...
აფრიკის „ „საფარი“-ში გამგზავრების წინა საღამოს, ქმრისგან უეცრად მიტოვებული ქალი მარტო მოგზაურობს კონტინენტზე, სადაც სპილოების დამცველს შხვდება...