მეორე მსოფლიო ომის დროს ორი ფრანგი მოქალაქე და ინგლისელი მბომბავთა ჯგუფი გეგმავს სამხრეთ-ჩრდილოეთის სადემარკაციო ხაზის გადაკვეთას. ასე ისინი შესძლებენ ინგლისში გაქცევას...
ორი ორმოცს მიღწეული მეგობარი რჩება უმუშევარი. ისინი მთელი ცხოვრება გაყიდვების სფეროში მუშაობდნენ. ერთი მათგანი აღმოაჩენს, რომ GOOGLE-ს აქვს სტაჟირების პროგრამა და გადაწყვეტს მეგობართან ერთად ბედი სცადოს...
მეორე მსოფლიო ომის მიწურულს ნაცისტების საიდუმლო კოსმოსური პროგრამა მთვარის ბნელ მხარეზე მოთავსებული აღმოჩნდება. 70 წლიანი გასაიდუმლოებული არსებობის შემდეგ,ნაცისტები გიგანტურ კოსმოსურ ციხე-სიმაგრეს ააგებენ...
მიტჩი, ფრენკი და ბერნი უკვე დიდი ხანია 30 წელს გადაცდნენ, მალე ისინი პასუხისმგებელი ზრდასრული ადამიანებ გახდებიან, ცოლებს მოიყვანენ, ოჯახებს შექმნიან და სამუშაოს მოძებნიან, ბავშვობა კი მათში ჯერ კიდევ ჩქებს. ბიჭების მორიგი ჩანაფიქრი ხდება მცდელობა კვლავ გადაიტანონ კოლეჯში საერთო სწავლის მომენტები, როდესაც ისინი კოლეჯში ყველაზე ცნობილი ყმაწვილები იყვნენ. ისინი დიდ სახლს ქირაობენ კოლეჯის ახლოს და "სტუდენტურ საძმოს" ქმნიან...
ორი ახალბედა კრიმინალი პიცის მიმტანს იტაცებენ. ისინი მას მკერდზე ნაღმს მიამაგრებენ და ეუბნებიან რომ ნახევარი საათი აქვს იმისათვის რომ ბანკი გაძარცვოს...
უკვე 8 წელია რაც სკოტ კელვინი სანტა–კლაუსად მუშაობს დაუსვენებლად და ამ სამუშაოს გემო გაუგო, ის დაუღალავად შრომობს და ბავშვების სურვილებს ასრულებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს , რომ მას არანაირი საფიქრალი არააქვს. ახალი წლის წინ მთავარი გმირი აღმოაჩენს, რომ მისი შვილი ჩარლი ხულიგნად იზრდება, თვითონ კი კონტრაქტის მიხედვით, იძულებულია სასწრაფოდ მოძებნოს მისის კლაუსი, იმიტომ რომ მარტოხელა სანტა - ეს ყველა წესების ერთდროული დარღვევაა. პრობლემების მოგვარების დროს ის ჩრდილოეთ პოლუსზე თავის მაგივრად ორეულს დატოვებს, რომელიც მის არ ყოფნაში პოლუსის ცხოვრებას სრულ ქაოსად გადააქცევს!...
ევა ქმარს გასცილდა და არ იცის რა აკეთოს. მალე ის გაიცნობს მომხიბლავ მამაკაცს, რომელიც აღმოჩნდება ყოფილი ქმარი ქალის, რომლისაც მას თავის დროზე ძალიან შურდა...
ჯოან უაილდერი პოპულარული ბესტსელერების ავტორია. მწერალი კოლუმბიიდან დისგან გზავნილს მიიღებს. ამ დროს სატელეფონო ზარი გაისმის, რომელიც ადასტურებს ყველაზე საშინელ აზრებს - მას ატყობინებენ, რომ მისი და გატაცებულია, სანაცვლად ამ გზავნილის დაბრუნებას ითხოვენ. ჯოანი ყველაფერს ტოვებს და დის გადასარჩენად მიფრინავს. მის მოკვლას ცდილობენ და მხოლოდ ჯეკ კოლტონის ჩარევა გადაარჩენს ქალს დაღუპვისგან. წინ მათ ექსტრემალური და სასიყვარულო თავგადასავალი ელით ჯუნგლებში...
შობის დღესასწაულებზე ქალაქში მანიაკი გამოჩნდა, სწორედ ამ დროს 911 ტელეფონები ძალიან გადატვირთულია, ადამიანები კი ნერვიული აშლილობის ზღვარზე არიან, ყველას აქვს სუიციდის მიზეზი. თუმცა ყველაფერი კარგად მთავრდება...
განქორწინებული ამერიკელი - ლარიტა ჰანთინგტონი საფრანგეთში ახალგაზრდა და მდიდარ ინგლისელს ჯონ უიტეკერს გაიცნობს. მათ შორის გაჩაღებული თავბრუდამხვევი რომანი ქორწინებით სრულდება. . და აი მოვიდა ის დროც, როდესაც ლარიტა ჯონის მშობლების გასაცნობად, მეუღლის სამშობლოში მიემგზავრება. ინგლისში ჩასულ ახალდაქორწინებულ წყვილს წინ არც თუ სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ. უიტეკერების ოჯახი ამ ქორწინების კატეგორიული წინააღმდეგი აღმოჩნდება...
ბავშვობის მეგობრების ისტორიის გაგრძელება. გოგონები ბედმა აქეთ-იქეთ დაფანტა, მაგრამ მათ ერთმანეთის დავიწყების შესაძლებლობას ერთი ნივთი არ აძლევთ. ეს არის ჯინსის შარვალი, რომელიც ყოველ მათგანს იდეალურად ერგება. გავიდა სამი წელი, გოგონები უკვე 19 წლისანი არიან. პირველი წელი კოლეჯში და პირველი არდადეგები. ისინი კვლავ ერთად არიან...
პატარა ქალაქის წარმატებული ფეხბურთის მრწვთნელი და მისი ცოლი თავის 12 შვილთან ერთად ბედნიერად ცხოვრობენ. ერთხელაც მამა მიწვევას იღებს დიდი ქალაქიდან სერიოზულ გუნდში. საცხოვრებელი ადგილის და ჩვეული გრაფიკის ცვლილება დადებითად არ აისახება მრავალრიცხოვან ოჯახზე...
რა ხდება, ჩვენი გარდაცვალების შემდეგ? ზუსტ პასუხს ვერავინ გაგცემთ. სწორედ ეს კითხვა უტრიალებდა თავში ფილმის გმირს - დენიელ მილერს, როდესაც ლოს-ანჯელესის ბულვარზე „ „ბმვ“-ეს მიაგელვებდა და ბარბარა სტრეიზანდის სიმღერას უსმენდა...
ტოპერ ჰარლი ამჯერად თურმე შემთხვევით სამუშაოზე მონასტერში მუშაობს. ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს კი სურს, რომ მან სამაშველო მისიას უხელმძღვანელოს ერაყში, რათა გადაარჩინოს ბოლო სამაშველო გუნდი, რომელიც გაეშურა ბოლო სამაშველო გუნდის გადასარჩენად... რომელიც მიდიოდა ოპერაცია "უდაბნოს ქარიშხალის" შემდეგ ჩარჩენილი მძევლების გადასარჩენად...
საგიჟეთიდან გამოსვლის შემდეგ ენტონის ნერვიული აშლილობა აქვს და მის მეგობარ დინანს უერთდება, რომელმაც განსაკუთრებულად მხიარული კრიმინალური გეგმა შეიმუშავა, მის ყოფილ ბოსთან, ლეგენდარულ მისტერ ჰენრისთან დაკავშირებით...
მოგზაურობა რომელშიც მან უნდა გაარკვიოს, რა დაემართა მის დაკარგულ ძმას. მეცნიერი, მისი ძმისშვილი და სამთო გზების მცოდნე გიდი, აღმოაჩენენ ფანტასტიკურ და საშიშ დაკარგულ სამყაროს დედამიწის შუაგულში...
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შერვუდის ტყის ზღაპრულ სამყაროში. იქ ხომ კეთილი რობინ ჰუდი და მისი ერთგული მეგობარი, დათუნია ჯონი ცხოვრობს. რობინ ჰუდი მეგობრებთან ერთად შერვუდის ტყეში ბინადრობს და მდიდრებს ძარცვავს. იგი ღარიბ და ჩაგრულ ხალხს მფარველობს, რითაც მათ სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებს...
მსოფლიო ჩართულია YOUTUBE-ში ITUNES-სა და FACEBOOK-ში. LOL – ასე ეძახიან ლოლას მეგობრები. თუმცა, როდესაც ლოლა თავის კლასში ბრუნდება არდადეგების შემდეგ, ის სულ არ იქნება სიცილის ხასიათზე. ბოიფრენდი აწყენინებს მას, როცა გამოუტყდება, რომ ღალატობდა ზაფხულში, დედას კი საერთოდ არ სურს ქალიშვილის პრობლემებისთვის ყურადღების მიქცევა, – მას თვითონ პირად ცხოვრებაში სრული ქაოსი აქვს...
საქმე ორ მთავარ გმირს ეხება, რომლებიც ვინაობას იცვლიან და სრულიად ახალ ცხოვრებას იწყებენ. თუმცა, ყველაფერი ისე მარტივად არ ხდება, როგორც წარმოედგინათ...
მას შემდეგ რაც ტომმა ვაიოლეტი გაიცნო ერთი წელი გავიდა და ერთი წლის თავზე მან საქორწინო ბეჭედი აჩუქა. ისინი ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი, მაგრამ წინ ბევრი დაბრკოლება შეხვდებათ...
სამმა მეგობარმა ბაზარზე უნდა გაიტანოს ახალი თამაში, რომელმაც მათ აღიარება და სიმდიდრე უნდა მოუტანოს. მაგრამ მოვლენათა უცნაური განვითარების გამო მათ სპონსორს ტყვედ აიყვანენ. პოლიციის იმედი არ აქვთ, ამიტომ გადაწყვეტენ თავად მაოგვარონ პრობლემა...
ამ ფილმის სიუჟეტი მხოლოდ კინემატოგრაფიული სტაჟის მქონე ადამიანს შეეძლო წარმოედგინა: ლეიქი თამაშობს მეტყველების მწვრთნელად და ქეროლის თრეილერების გახმოვანების სპეციალისტად...
ორი წლის შემდეგ იმის მერე, როგორც საიდუმლო კორპორაცია დაიშალა სკუბი–დუს და მისი სწრაფად მოაზროვნე მეგობრების, ფრედის, დაფნას, შეგის და ველმას, რომლებმაც არაერთი დანაშაული გახსნეს, შორის შექმნილი წინააღმდეგობების გამო, მათ თითო–თითოს ბოროტულ კუნძულზე გამოიწვევენ, იმისათვის რომ მეგობრებმა დაიწყონ საქმის გამოძიება, რომელშიც პარანორმალური მოვლენების მთელი სერია შედის. შიშით, რომ მისი არაჩვეულებრივად პოპულარული კურორტი სინამდვილეში შეიძლება მოჩვენებებით აივსოს, ბოროტული კუნძულის მფლობელი ემილ მონდავარიუსი სცდილობს კვლავ ერთ გუნდათ შეკრას ლეგენდარული დეტექტივები ამ ამოცანის ამოსაცნობად, სანამ ზებუნებრივმა ძალამ მთელი დამსვენებელი სტუდენტები არ დაშალა. სკუბი–დუს და მის გუნდს მოუწევს უთანხმოების გადალახვა და ახალი თვალით შეხედონ არარეალურ ვამპირებს და მოჩვენებებს. და ეს ყველაფერი საქმის გასახსნელად, საკუთრარი თავების გადასარჩენად და შესაძლოა. მთელი სამყაროსიც...
ჯეკ ფორსტის ცხოვრების უდიდესი ნაწილი მოგზაურობას ეძღვნება, ის თითქმის ვერ ხედავს თავის შვილს ჩარლის. სამწუხაროდ ჯეკი ავტოკატასტროფაში დაიღუპება, მაგრამ საბედნიეროდ ბედი კიდევ ერთ შანს იძლევა. ჯეკი დაბრუნდება ამ ქვეყნად თოვლის კაცის იერით... არაჩვეულებრივი თავგადასავლები იწყება...
კუ ნინძები დიდი ხანი ემალებოდნენ ხალხს ქალაქის კანალიზაციის ლაბირინთებში. მათ რამოდენიმე წლის განმავლობაში ასწავლიდა საომარ ხელოვნებას და სამართლიანობას მასწავლებელი სპლინტერი. ამჟამად მათ მოუწევთ ზევით ამოსვლა და ნიუ-იორკის გადარჩენა...
მდიდარი მშობლების შვილი - ჩარლი ბარტლეტი, ქალაქის ყველა ელიტური სკოლიდან გააგდეს, მაგრამ მშობლებმა როგორც იქნა ჩვეულებრივ სკოლაში მაინც მოაწყეს. ახალგაზრდა ყალთაბანდმა სულ მალე დაიმსახურა ადგილობრივი ავტორიტეტის ნდობა. ბარტლეტმა მას საკუთარი წარმოების ყოფითი სიბრძნე გაუზიარა, რამაც ამ უკანასკნელს უფროსკლასელებში პოპულარობა მოუტანა...
ორშაბათ დილით როდესაც მისი მეგობრები ენთუზიაზმით ყვებიან ვიქენდის ინტიმურ თავგადასავლებს, ენდი, 40 წლის, მორიდებით უსმენს მათ, რადგან ის ჯერ კიდევ ვაჟიშვილია. მისი მეგობრები დევიდი, ჯეი და კალი გადაწყვეტენ დაეხმარონ მეგობარს...
ფილმი მოგვითხრობს ერთი ჩვეულებრივი ცოლქმარის შესახებ რომელთა სექსუალური ლტოლვაც ოჯახის ყოველდღიურმა ცხოვრებამ იმსხვერპლა, ამის გამოსასწორებლად ისინი ერთ დღესაც გადაწყვეტენ სექს ვიდეოს ჩაწერას. ეს მათ ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს როდესაც ქმარი სრულიად შემთხვევით მთელ თავის სამეგობრო წრეს გაუზიარებს ამ ვიდეოს ICloud ის მეშვეობით...
ბრიტ რეიდი წვეულებების მოყვარული ლოს-ანჯელესის სახელოვანი მედია მაგნატის შვილი და აბსოლუტურად უაზრო ცხოვრების შენარჩუნებით ბედნიერი ადამიანია, იქამდე სანამ მამამისს გაურკვეველ ვითარებაში არ მოკლავენ, ბრიტს კი მისი დიდი იმპერია დარჩება...
ეს ისტორია, ცოდვის ქალაქში, ორი ადამიანის თავს დატრიალდა. აღვირახსნილი ღამის მეორე დილით წყვილი აღმოაჩენს, რომ დაქორწინებულები არიან. ერთ-ერთი მათგანი კი მეორის 25 ცენტიანით დიდ ჯეკპოტს მოხსნის. ჯეკპოტის დასაკუთრებისათვის ბრძოლის პროცესში კი მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ...
გაწვრთნილი ცხოველებისგან შემდგარი საიდუმლო აგენტების ჯგუფი, მათ შორის ზღვის გოჭები: დარვინი, ხუარესი, ბლასტერი, თხუნელა სპექლსი და ბუზი სახელად მუჩი - ამერიკის მთავრობის მისიას ასრულებენ ბოროტი ძალის, ლეონარდ საბერის დასამარცხებლად, რომელსაც საყოფაცხოვრებო ტექნიკით მსოფლიოს განადგურება სურს. თუმცა მთავრობა ჯგუფის მისიას შეწყვეტს და მათ ცხოველების მაღაზიაში გაამწესებს. შეძლებენ თუ არა ისინი გაქცევას, არამზადის დამარცხებასა და მსოფლიოს გადარჩენას?...
მთავარი გმირი 13 წლის რუდოლფი განსხვავებულია მისი თანატოლებისაგან. ის ვამპირია, რომელიც იმ გუნდს ეკუთვნის, რომელიც ზიანს არ აყენებენ ადამიანებს, მაგრამ მათ განადგურება ემუქრებათ, ვამპირებზე მონადირის გამო, რომლის მთავარი ცხოვრების აზრი ვამპირების განადგურებაა. რუდოლფი დაუმეგობრდება მის თანატოლ ტონის, რომელიც აღფრთოვანებულია ვამპირებით. ისინი ერთად გადაწყვეტენ შეებრძოლონ და დაამარცხონ ვამპირებზე მონადირე...
ფილმის სიუჟრტი ვითარდება რომანტიულ ქალაქ რომში. ფილმი შედგება ოთხი ნაწილისგან, რომელთაგან ორი იტალიურ ენაზე მოგვითხრობს იტალიელებზე და დანარჩენი ორი, ინგლისრენოვანი ეძღვნება ამერიკელებს...
პროფესიით ჭურჭლის მრეცხავი, სინამდვილეში კი აფერისტი და ქურდბაცაცა, წარმოუდგენელ ავანტიურას ჩაიფიქრებს. მეუღლე ფრენსისთან და კიდევ თავისნაირ ”საქმიან ადამიანებთან” ერთად გადაწყვიტავს გვირაბი გათხაროს და ბანკი გაქურდოს...
დიუს ბიგალოუ აკვარიუმის მწმენდავი იყო, სანამ ჟიგოლო მამაკაცის სახლის დარაჯის დროებით სამსახურს იშოვნიდა. როდესაც დიუსს შემთხვევით სახლი შემოელეწება, იგი იძულებული ხდება ზიანი აანაზღაუროს, რისთვისაც თავად ხდება ჟიგოლო...
ახალგაზრდა გოგონა პრია არის მუმბაის სატელეფონო ცენტრის ოპერატორი, რომელიც დაინტერესებულია ამერიკული კულტურით. მუშაობის დროს ის ტელეფონით გაიცნობს ამერიკელ ბიჭს, რომელთან შესახვედრადაც მიემგზავრება სან-ფრანცისკოში...
როდესაც მისი ალბომი აღარ გაიყიდება, პოპ სუპერსტარი უყურებს თუ როგორ იწყება მისი კარიერის ნგრევა. ის ყველაფერს ცდის დიდების დასაბრუნებლად, ყველაფერს გარდა თავისი ძველი ბენდის, სთაილ ბიჭების თავიდან აღდგენას...
ჩრდილოეთი პოლუსის საიდუმლოს გამხელის რისკის მიუხედავად, სკოტ კელვინი, შეთავსებით კი სანტა–კლაუსი თავის ცოლთან კეროლთან ერთად, დაპატიჟებს თავის ნათესავებს შობას...
ლოს-ანჯელესის პოლიციის ვეტერანი ჯო გეველანი და მისი ახალგაზრდა თანაშემწე კეისი ქოლდენი განთქმული რეპ-ჯუფის მკვლელობას იძიებენ. ერთ-ერთი ვერსიით მკვლელობის უკან სერთეინი დგას, ცნობილი მენეჯერი, პრომოუთერი და გავლენიანი ლეიბლის მფლობელი. ის უკვე დიდი ხანია ეჭვის ქვეშ დგას სხვა რეპერების სიკვდილში, რომლებსაც მასთან კონტრაქტის დარღვევა მოუნდათ...
თუმცა ჯერ ერთმანეთს არც კი იცნობენ, სარა და ჯონათანი უკვე შეყვარებულები არიან. შემთხვევითი შეხვედრის შემდეგ, ისინი იგრძნობენ, რომ ნამდვილი, ბუნებრივი ურთიერთშეთავსება აქვთ - მაგრამ ერთმანეთს მალევე შორდებიან. წლების შემდეგ, ორივე მათგანი კვლავ შეერთებას ცდილობს, მიუხედავად იმისა რომ ერთიც და მეორეც უკვე დანიშნულია. და მაინც, ნამდვილ სიყვარულს კიდევ ერთი შანსი რომ მისცენ, მათ პირველ რიგში ერთმანეთი ჰყავთ მოსაძებნი...
ახალგაზდა წყვილი ჩადის მანჰეტენიდან კეთილმოწყობილ პროვინციულ ქალაქში სტეპფორდში და აღმოაჩენს, რომ ადგილობრივ მამაკაცებს ცოლების მაგივრად რობოტები ჰყავთ. კიბორგების გაყიდვა მიმდენარეობს ლოზუნგით: "იყიდე იდეალური ცოლი"...
გაკოტრებული ფერმერები, რომლებიც გადაიღალნენ საქათმეებზე ეშმაკი მელიის გამუდმებული თავდასხმებისგან, გადაწყვიტავენ არა მარტო მტერი, არამედ მთლიანად მისი მოდგმა გაანადგურონ...
ტიმ ვაგნერი კომპანიის მუშაკია, რომელიც უფროსმა ყოველთვიურ ვახშამზე მიიწვია. აქ ყველაზე დიდ ხუმარად დასახელებულ სტუმარს სამსახურში დააწინაურებენ. სანამ ტიმი ბარის შეხვდებოდა იგი არ გეგმავდა ამ წვეულებაზე წასვლას...
დაცვის თანამშრომელი პოლი მიემგზავრება ლას-ვეგასში ქალიშვილთან ერთად, რომ დაესწროს დაცვის სამსახურისადმი მიძღვნილ გამოფენას. გამოფენაზე პოლი შემთხვევით გაიგებს ძარცვის შესახებ და გადაწყვეტს დამნაშავეების დაკავებას...
მოზარდი მომო ნახულობს დაუმთავრებელ წერილს, რომელიც გარდაცვლილ მამას ეკუთვნის. ის დედასთან ერთად ტოკიოდან იაპონიის კუნძულ შიოზე მიემგზავრება. იქ ის იწყებს ცხოვრებას, როგორც ახალი მაცხოვრებელი, ხვდება ადგილობრივ ბავშვებს, ეცნობა მათ ყოველდღიურობას და ზნე-ჩვეულებებს...
იდეალური სიყვარული. იდეალური ცხოვრება. რას შეეძლო ყველაფრის გაფუჭება? ისევ ის ბრიჯიტი! დღიური კი სხვა. ბრიჯიტი, მარკ დარსისთან ურთიერთობაში, უკვე სირთულეებს განიცდის. გარდა ამისა მას ახალი ბოსი ჰყავს, ახალ დამკვეთს ჭკუიდან გადაჰყავს და მის ცხოვრებაში ყველაზე საშინელი შვებულება იწყება...
ვუდი, ჯესიკა, ბაზი, რექსი და სხვა ნაცნობი და უცნობი გმირები გაატარებენ ღამეს სასტუმროში. განთიადის მოლოდინში, მათ მოუწევთ ნამდვილ მონსტრთანის და სხვა საფრთხეებთან შეხვედრა...