ამი და ცხოვრობს თავის ნებაზე, ტკბებიან ცხოვრებით. მათ უყვართ, ისინი ერთობიან, სჩადიან სისულელეებს. ევა, შუათანა და, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობის მქონეა. ჯორჯია, ქალთა ჟურნალის მთავარი რედაქტორია და გატაცებულია ძალაუფლებისთვის ბრძოლით. უმცროსი და მედლი კი ტელესერიალების არც თუ ისე წარმატებული მსახიობია. დები გამუდმებით ლაპარაკობენ ტელეფონზე, ჰყვებიან სასიყვარულო ისტორიებს, განიხილავენ სამუშაოსა და მეგობრებრებს...
მის გარშემო მუდმივად ტრიალებენ უცნაური მამაკაცები. მისი შეყვარებული - ვუაერისტი, მამამთილი- მანიაკი, მოსამსახურის ძმა- საგიჟეთიდან გამოქცეული მოძალადე. თავად ის კი - მანიკურის ოსტატი ქალი- კიკა, რომელსაც გააჩნია გასაოცარი უნარი მიიზიდოს უსიამოვნებები...
კარმენმა არც ისე დიდი ხნის წინ ესპანეთში ვნებიანი და ტანჯული რომანი დატოვა წარსულში, მაგრამ ეხლა სიმშვიდე მოიპოვა თავის საქმროსთან ბარნაბისთან, რომელიც მას უბრალოდ აღმერთებს. კარმენი დარწმუნებულია, რომ ეს ქორწინება მას იმ სტაბილურობას მოანიჭებს, რომელზეც ის დიდი ხანია ოცნებობს. საღამოსი თავისი ქორწილის წინ კარმენი დაუფიქრებლად ჩუქნის კოცნას მიმზიდველ უცნობს სახელად კიტი, და ეს ერთადერთი კოცნა მოულოდნელად გააღვიძებს მასში მიძინებულ ვნებეს...
ჯეკი ჩანის გმირი - პლეიბოია, ნახევრად-გამომძიებელი და მთლიანობაში მექალთანე. მას მიმართავს გაზეთის მაგნატი იმამურა, რომელსაც შვილი გაუქრა. ჯეკი შეიპარება მდიდრულ გემზე, სადაც ბანდას საცოდავი მსხვერპლი ყავს დამ,წყვდეული. მისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ ერთი ხერხით, ჯეკი შეძლებს მოგზაურობა საკმაოდ გაუფუჭოს ამ არამზადებს და გაანთავისუფლოს ყველაზე მშვენიერი ქალი...
ერთ დილას ოტელში ''ბევერლი ხილსი ", ახალგაზრდა მამაკაცი სახელად ჯეკი თავის გვერში აღმოაჩენს ფედერალური ბიუროს აგენტის გვამს,ლოგინის ქვევით კი - ჩემოდანს 250 ათასი დოლარით. ამ დროს მას არაფერი ახსოვს - დღის კარგი დასაწყისია! ღრმა ამნეზიაში ჩავარდნილი, ის ვერ სცნობს თავის ცოლს და ტავის საყვარელსაც კი, საერთოდ ვერ ხვდება, საიდან აქვს ტავზე დიდი კოპი და რატომ მოსდევენ მას ცენტრალური დაზვერვის აგენტები...
როგორ აღნიშნავენ ქორწილს ავსტრალიაში? ხო უფრო მაგრად, ვიდრე ახალ წელს რუსეთში. მდიდრული ცერემონია, ზღვა ალკოჰოლი და ერთგული მეგობრების სამეული, რომლებიც გადაწყვეტენ ბოლომდე მოწყვეტას. მაგრამ შეძლებს თუ არა ნამდვილი სიყვარული ამ გამოცდის გადატანას?…
ცხოვრებაში საკმაოდ წარმატებული მეგობრების კომპანია ნერვიულობს თავიანთი სექსით დაუკმაყოფილებლობით. ყოველი მათგანი თავისებურად ცდილობს ამ პრობლემას გაუმკლავდეს...
საკუთარ თავში დაჯერებული მშენებელი გეგმავს ორეგონის სიმშვიდის დარღვევას ექსკავატორებით – მაგრამ აღოაჩენს, რომ სამშენებლო გეგმების წინააღდეგ არამარტო ეკოლოგებს შეუძლიათ გამოსვლა, არამედ ცხოველებსაც...
ორკესტრის წევრის უბრალო, რომანტიკული მოგზაურობა რიო დეჟანეიროში გადაიქცევა თავგადასავლად.სპეცსამსახურებს არ შეუძლიათ უყურადღებოდ დატოვონ მაღალი, ქერა მამაკაცი...
ყოფილი მწვრთნელი ფილდსი, ბრუნდება დიდ სპორტში, რათა გაწვრთნას უნივერსიტეტის ჩამორჩენილი გუნდი. იგი მორალური პრინციპების დახმარებით გამარჯვებისენ მიიწევს...
კრუშოს პოლიციის განყოფილება ახალ შენობაში გადადის, მათ არა მხოლოდ უახლესი ტექნიკური აღჭურვილობა აქვთ, არამედ ქალი პოლიციის ოფიცრებიც ჰყავთ, რომლებსაც უნდა ასწავლონ. ეს დიდ ქაოსს გამოიწვევს, კრუშოს ულამაზესი ქალბატონების გარემოცვაში მუდმივად ხელი ეშლება, ამას ისიც ემატება, რომ ამ ქალბატონებს ერთი მეორეს მიყოლებით იტაცებენ...
ეს ფილმი მსოფლიოში ყველაზე დიდ აფიორაზე მოგვითხრობს, რომელიც ორმა მეგობარმა ჩაიდინა. ფილმი რეალურ ამბავზეა დაფუძნებული. ორი მეგობარი დოკუმენტურ ფილმს გადაიღებეს, რომელშიც უცხოპლანეტელის გვამის გაკვეთის კადრებია ნაჩვენები. ფილმის შემქმნელები ამტკიცებენ, რომ ეს რეალური კადრებია. ისინი დიდ ყურადღებას მიიქცევენ ამ ფილმის გადაღების მერე. რა საიდუმლოს მალავენ ისინი?...
მწარე სინამდვილე ცალთვალა ჯასინტოს პატრიარქალური ოჯახის შესახებს, რომელიც ცდილობს მრავალრიცხოვანი ნათესავებისგან დამალოს თავისი დანაზოგი. ფილმში ზიზღი და ბოროტება მოულოდნელი სიყვარულით და სინაზით არის შეზავებული. რეჟისორი თავის გმირებს ისეთებად იღებს, როგორებიც არიან და სულაც არ სურს ისინი შეგვაცოდოს ან გაგვიფერადოს მათი ცხოვრება...
ლიზა ჰარინგტონი - კოლუმბიის უნივერსიტეტის მიმღები კომისიის წევრია. მისი ცხოვრება გაწონასწორებული და წარმატებულია... მაგრამ მის ცხოვრებასაც აქვს შავი ლაქები. ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი თავდაყირა დგება. აბიტურიენტებს შორის ლიზა ახალგაზრდა ბიჭს - თავისი პირველი შეყვარებულის ორეულს ხვდება. ლიზას წარსულის ვნებები რეალობა ხდება, მაგრამ სად არის გარანტია, რომ მისი სიყვარული ორმხრივია? შესაძლოა ეს ისტორია მისი შეყვარებულისთვის - უბრალოდ შანსია გახდეს ...
ფილმი მოგვითხრობს თინეიჯერ გოგონაზე, რომელიც გამოსაშვებ საღამოზე გარდაიცვლება. მას თუ სულის გადარჩენა სურს, სკოლის ყველაზე არა პოპულარულ გოგოს უნდა დაეხმაროს მეჯლისის დედოფლის გვირგვინის მიღებაში...
ბინის პატრონის საშინელი მკვლელობის შემდეგ, მევალე-მოიჯარე მალავს მის ცხედარს და ცდილობს გააგრძელოს ცხოვრება შეუმჩნევლად. მაგრამ ცხოვრება მისთვის უკვე აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო. მოვლენების ერთობლიობა აიძულებს მას იაროს სხვა გზით, რომელიც მიიყვანს მას დასასრულამდე…
ჯეფი და კელი ერთად ბედნიერები არიან და ზრდიან პატარას. კაცი - რეჟისორია, ქალი - მწერალი. როგორც ჩანს, ეს ნათელი შემოქმედებითი კავშირი განკუთვნილია საინტერესო გაჯერებული ცხოვრებისთვის, სავსე საინტერესო შეხვედრებით და მოგზაურობებით. მაგრამ ყოველდღიურობამ, ბავშვზე შფოთვამ როგორც ჩანს, ჩააქრეს ოდესღაც მეუღლეებს შორის გაღვივებული ვნება ...
უდიდესი ფირმის ბუღალტერი უგო ფანტოცი ძალიან თავმდაბალი და ერთგული ადამიანია, მაგრამ იძულებულია მთელი ცხოვრების მანძილზე უფროსების სურვილები და ბრძანებები შეასრულოს...
ძმები ფაბიო და ენცო არიან ტექნიკოსები, მაგრამ მათ ვერ შეძლეს ღირსეულ სამსახურში დასაქმება, ამიტომ გადაწყვეტენ გაძარცვონ მილანის უდიდესი საიუველირო მაღაზია, რისთვისაც მათ ულამაზესი დებორას დახმარება სჭირდებათ...
ყოფილი მომღერალი ჟილ გაბრიელი სახლში დაბრუნების დროს, მანქანით შეეჯახება ოდნავ შეშლილ ბუღალტერ ჟან–კრისტიან რანიუს, რომელსაც ამ შემთხვევის შემდეგ მუდამ ადამიანის ხმა ჩაესმის. რანიუს ცხოვრება ნამდვილ საგიჟეთად იქცევა მას შემდეგ, რაც მიხვდება რომ ავარიის დროს დაღუპული ჟილის სული ჩასახლდა მის სხეულში და ახლა ის ორი ადამიანია ერთ სხეულში...
ფრანგი მილიონერი ურბან დონადიე და მისი ბებია მთელი თავისი ფულით ყიდულობენ ოქროს და მალავენ აგარაკის საიდუმლო ოთახში, რათა შემდეგ ის ფარულად გადაიტანონ შვეიცარიაში, სადაც უფრო ნაკლები გადასახადის გადახდა მოუწევთ, მაგრამ როდესაც ურბანის ცოლი შეიტყობს ამ ყველაფერს, ის თავის საყვარელთან ერთად ცდილობს ხელში ჩაიგდოს დამალული ოქრო...
ძველმა პოლიციელმა გადაწყვიტა დაეხმაროს თავის ძმიშვილს და დააწყებინა მუშაობა ბანკში. ძმიშვილმა თავიშეაყვარა ბოსს, დაიწყო მაქინაციები საკრედიტო ბარათებით და მთელ უფროსობას ეჩხუბა...
ბერტრან ბარნიე დიდი კომპანიის მფლობელია. ერთ მშვიდ დილას მასთან მოდის მისი ახალგაზრდა და საკმაოდ პატიოსანი ბუღალტერი, რომელიც მისგან ხელფასის გაორმაგებას ითხოვს. რა თქმა უნდა ბერტრანი უარით პასუხობს ახალგაზრდა ბუღალტერს. სწორედ ამ მომენტიდან იწყება ფილმში მოულოდნელობების კასკადი, რომლის შედეგადაც აირევა ბარნიეს მთელი ცხოვრება: კარიერული, პირადი... ამ ერთი დღის განმავლობაში ის ბევრი კომბინაციის მაყურებელი და მონაწილე გახდება რათა ამ ცვლილებებმა მისი ჩვეული ცხოვრების სტილი არ დაარღვიოს...
ახალგაზრდა წყვილის წინასაქორწილო კვირა სახლაფორთო აღმოჩნდა, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მათი მამები ამ დროს ცდილობენ ხანგრძლივ მტრობას მოუღონ ბოლო…
მონა ხვდბა კლემენტს მორცხვ მსახიობს. მონას მოსანუსხად კლემენტი მას მეგობარს აცნობს - აბელს და დახმარებას სთხოვს. როდესაც მონა უფრო მეტად ინტერესდება აბელით, კომფლიქტი იწყება ორ მეგობარს შორის. ამ დროს კი მონა ცდილობს თავისი წარსული საიდუმლოდ შეინახოს...
ორი ძმა გაიგებს, რომ მათმა მამამ მემკვიდრეობა დაუტოვა ჯერ კიდევ არ არსებულ შვილიშვილებს. ოხ, გაუჭირდებათ ძმებს თავისი მეორე ნახევრების პოვნა, იმათმა ხომ მთელი ზრდასრული ცხოვრება ჩრდილოეთში გაატარეს ცივილიზაციისგან შორს და საზოგადოებაში მოქცევა სულ არ იციან...
ლეოს მშობლები, ისევე როგორც ნიკის მშობლები, ამერიკაში ჩავიდნენ იტალიიდან და საკუთარი პიცერია გახსნეს. ორ რესტორანს შორის სასტიკი კონკურენციაა, მაგრამ მოზარდებს შორის ყველაფრის მიუხედავად ერთმანეთი იზიდავთ...
ოთხი მეგობარი სუფთა ჰაერზე დასვენებითაა დაკავებული. მაგრამ უსიამოვნო ინციდენტი აიძულებს მათ იბრძოლონ, რათა გადაარჩინონ ყველაზე მთავარი ნებისმიერი ბიჭის ცხოვრებაში...
თინეიჯერი გოგონა ლუსი უკვე აღარ ჰგავს ბიჭს, არც საქციელით არც ჩაცმით. ლუსის მშობლებთან იდეალური ურთიერთობა აქვს, ამთ შორის ასაკობრივი სხვაობა მცირეა, რადგან ისინი თინეიჯერები იყვნენ, როცა მშობლები გახდნენ. გაზრდილი გოგონა ამჩნევს მშობლების ურთიერთობაში დაძაბულობას და გაერკვეს რა ხება...
პატარა ქალაქის მორცხვ მიმტანს შემთხვევით თავში ლურსმანი შეერჭო. ტრავმის შედეგად ქალს ძლიერი სექსუალური სურვილი უჩნდება. ყოფილი მიმტანი ვაშინგტონში მიემგზავრება და იმ ადამიანების უფლებათა დასაცავად იბრძვის , რომლებიც უჩვეულო ვითარების შედეგად დაზარალდნენ. აქ ის ამორალურ კონგრესმენს გაიცნობს, რომელიც მას თავისი მიზნებისთვის იყენებს...
კომედიის მოქმედება ვითარდება ქალაქგარეთ, სადაც ყველა სახლი ერთმანეთს გავს ორი წვეთი წყალივით. ყველა მაცხოვრებლები კი მუშაობენ კომპანია Black Box–ში, მსოფლიოში ყველაზე მაგარი კომუნიკატორის მწარმოებელ ფირმაში. ერთხელაც 11 წლის ბიჭს შემთხვევით უცნაური ქვა დაეცემა, და მთავარი გმირი გაიგებს, რომ ამ ქვას შეუძლია თავისი მფლობელის სურვილების ასრულება. ქალაქში ქაოსი იწყება...
რას მოიმოქმედებთ, თუ ქორწილის დროს პატარძალი გაგექცევათ? იტირებთ და დაწყევლით ბოროტ-ბედს?გახდებით ქალების მტერი?თვითმკვლელობით დაასრულებთ სიცოცხლეს? მთავარი გმირი კი სხანაირად მოიქცევა...
ელი ერთი კასტინგიდან მეორეზე გადარბენაზეა, ის გზადაგზა მაკიაჟის და ტანსაცმლის გამოცვლაშია. ელი ოცნებობს რომელიმე ჰოლივუდის ფილმში რამე როლის მიიღებას და ახალი ჰოლივუდის ვარსკვლავი გახდეს. თითქოს თავისი თავის და საკუთარი ძალების რწმენა უკვა დაკარგულია და ოცნების სისულელე უკვე თვითონ მთავარი გმირისთვისაა აშკარა, როდესაც მოულოდნელად დაპატიჟებენ უცნაურ პროექტში მონაწილეობას. რა იცი, იქნებ ეს - ბოლო შანსიაზ მსახიობი გახდეს და ცნობილება მოიპოვოს?!...
მაქს გრაბელსკი მუშაობდა კურიერათ.მისი დირექტორი იყენებდა მას შავი სამსახურებისათვის.დირექტორის სიკვდილის მერე მაქსი იძულებuლია მიიმალოს რათა მას არ დაბრალდეს მკვლელობა...
ყოფილი პოლიციელი შეიმი დაკავებულია სახიფათო კერძო გამოძიებებით. ის ყოველთვის ცეცხლის ხაზზეა, თუმცა ნებისმიერი სიტუაციიდან ყოველთვის ცოცხალი გამოდის. ძველმა მეგობარმა გადაწყვიტა გამოეყენებინა შეიმის ესთვისებები და შესთავაზა მას მოეძებნა დაკარგული მილიონები. ყველა წინა თავგადასავალი ბავშვური გართობა აღმოჩნდა ახალ დავალებასთან…
შუახნის მშვენიერი ქალბატონები უიღბლოთა კლუბში გაწევრიანდნენ, სადაც ერთმანეთს წვრილმან უიღბლობებს და მსხვილ წარუმატებლობებს უზიარებენ. ისინი არ ეგუებიან თავის სიმარტოვეს და სიყვარული სწყურიათ. მაგრამ როგორც კი ერთერთი ლამაზმანი ახალგაზრდა მამაკაცთან რომანს გააბავს, მისი დაქალები ეჭვიანობის ნიადაგზე მას ათასნაირ ხრიკს უწყობენ! ენდე უიღბლოს, მაგრამ მაინც გადაამოწმე!...
ფილმის მთავრი გმირია ჟურნალისტი მარკ მარონიე, რომელიც წერს მაღალი წრეების ქრონიკას. ის დარწმუნებულია, რომ სიყვარული ცოცხლობს 3 წელიწადს: თავიდან, როდესაც ადამიანებს უყვარდებათ ერთმანეთი სიყვარული არის ვნებიანი, შემდეგ სიყვარული ხდება უფრო ნაზი და შემდეგ მოდის მოწყენილობა. ასეთი შეხედულებების მიზეზი კი ის არის, რომ თავად მარკს არასდროს ჰყვარებია სამ წელზე მეტხანს...
ფსიქოანალიზის ერთწლიანი კურსის შემდეგ მთავარი გმირი, უიღბლო მწერალი, სოლო მორალურად და ფსიქიურად მოტეხილი, ნერვიული სტრესის ზღვარზეა. ფსიქოთერაპიის უკანასკნელ სეანსზე ექიმი ურჩევს, რომ იყოლიოს შინაური ცხოველი. მისი რჩევით სოლო ძაღლს ყიდულობს, რომელსაც თან უამრავი პრობლემა მოაქვს...
უმუშევარი მძღოლი მარტენი თავის თავზე იღებს ღამის პარიზში 2 ჩემოდნის გადატანას კონტრაბანდული ღორის ხორცით. მას ძალიან სჭირდება ფული, ამიტომ ის თანხმდება შეასრულოს ნებისმიერი სარისკო საქმე. დამხმარედ მას აეკიდება გრანჟილი, წარმატებული მხატვარი, რომელიც მიდის ავანტიურაზე მხოლოდ მძაფრი შეგრძნებების გამო...
ფბრ-ს აგენტები ქალს გაიტაცებენ,ქალაქის შერიფი ამ ყველაფერს დაინახავს და ცდილობს ქალი დაიხსნას.მოგვიანებით აღმოაჩენს,რომ ეს აგენტები დამნაშავეები არიან და ამ ქალბატონის მოკვლა უნდათ რადგან ის ერთადერთი მოწმეა...
'უცნაური ნათესავები' - ძალიან სასაცილო კომედიაა წარმატებულ ფსიქიატრზე, რომლის სამყარო დანგრევას იწყებს თავის ბიოლოგიურ მშობლებთან შეხვედრის მერე. მის ცხოვრებაში ყველაფერი საოცრად სწორად იყო დალაგებული, ქორწილის თარიღის ჩათვლით, მანამ, სანამ ერთ საბედისწერო ღამეს მან სიმართლე არ გაიგო... ეჭვიაბმა ძმამ მას გაუმხილა, რომ ის ნაშვილები ბავშვია...
რამოდენიმე წელი გატეხილი გულით ცხოვრების შემდეგ პოლი გადაწყვეტს შეუერთდეს ჯგუფს, რომლის მიზანიც გონების მომწამვლელი ნივთიერებებისა და აზრებისგან გაწმენდაა. მაგრამ აღმოჩნდება , რომ ასე წმენდა სხეულიდან ბევრად მეტს ათავისუფლებს...
An impoverished American sailor is fortunate enough to be passing the house of two rich gentlemen who have conceived the crazy idea of distributing a note worth one million pounds. The sailor finds that whenever he tries to use the note to buy something, people treat him like a king and let him have whatever he likes for free. Ultimately, the money proves to be more troublesome than it is worth when it almost costs him his dignity and the woman he loves.
ის ცნობილი ტელეპროდიუსერია, რომელსაც საოცრად იზიდავს ალკოჰოლი და აზარტული თამაშები. ლას-ვეგასში ის ერთი მიზნით მიდის - მან თავის ბიძაშვილი სარეაბილიტაციო კლინიკაში დაწოლაზე უნდა დაითანხმოს...
ისტორია იმის შესახებ თუ როგორი მზრუნველი და მოსიყვერულეა დედა შვილის მიმართ მაგრამ ზედმეტმა მზრუნველობამ შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები რომლის თავიდან აცილება ზოგჯერ არცთუისე იოლია...
Robert Talbot, an American millionaire, arrives early for his annual vacation at his luxurious Italian villa. His long-time girlfriend Lisa has given up waiting for him and has decided to marry another man. Meanwhile, his sneaky business associate Maurice secretly misappropriates the villa as a hotel while Talbot is away. The current guests of the "hotel" are a group of young American girls.