დენი მარტოხელა მამაა, რომელმაც თავისი სიცოცხლე სამ ქალიშვილს შესწირა. ერთ მშვენიერ დღეს, ის წიგნების მაღაზიაში მარის გაიცნობს, რომლის გამოჩენის შემდეგაც მისი ცხოვრება კარდინალურად იცვლება. მაგრამ სიხარული ცოტა ნაადრევია, რადგან აღმოჩნდება, რომ მარი მისი ძმის საცოლეა...
სიღარიბე ფილომენას ბორდელში წასვლას აიძულებს, სადაც ის სიმპათიურ დომენიკოს გაიცნობს. წლების შედეგ ისინი კვლავ ხვდებიან ერთამანეთს და ფილომენა დომენიკოს დიასახლისი ხდება, თუმცა, მათი ხანგრძლივი ურთიერთობის მიუხედავად, დომენიკო სასტიკი წინააღმდეგია კავშირი ოფიციალურად გააფორმოს...
ჯიუტი და მიზანდასახული ლასარდი გადაწყვეტს ქუჩებში უსაფრთხოება გააორმაგოს რეზერვისტების დახმარებით სახელწოდებით 'მოქალაქეები მორიგეობაზე არიან'. გამოიცანით, ვინ გაუწევს მათ მეთაურობას და ინსტრუქტაჟს გაუწევს? რა თქმა უნდა პოლიციის აკადმიის ყოფილი სტუდენტები!...
რა მოხდება, თუკი დასასვენებლად მყოფი რამდენიმე ექსცენტრული ადამიანი ერთ სასტუმროში დაბინავდება? ისინი ყოველთვის მზად არიან მსუბუქი ინტრიგისა და თავბრუდამხვევი სასიყვარულო თავგადასავლებისათვის...
მილან კუნდერას ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია. ეს არის სასიყვარულო რომანი, რომელიც დაიწყო პრაღის ცნობილი მოვლენების დროს 1968 წელს. მთავარი გმირია ლამაზი, ახალგაზრდა ქირურგი, შეგნებული ბერბიჭა, სახელად ტომაში და ტერეზა ახალგაზრდა შეყვარებული ქალი...
ფილმი "გზის განაპირა" არის ორ ორმოცს გადაცილებულ მამაკაცზე პოლ ჯიამატის და ტომას ჰეიდენ ჩერჩის მონაწილეობით, რომლებიც ერთი კვირით დასასვენებლად სანტა ბარბარაში მიდიან...
ლიუსი ჰილი ამბიციური და წარმატებულია, ის მაიამიში ცხოვრობს. მას უყვარს ძვირფასი ფეხსაცმელები და მანქანები. როდესაც ლიუსის დროებით ახალ ქალაქში სამუშაოდ გააგზავნიან, ის სიამოვნებით დათანხმდება,რადგან ხვდება,რომ შემდეგ დაწინაურება ელის.თუმცა,ახალი სამსახური მისთვის ნამდვილ გამოწვევად იქცევა...
გახდე მცირეწლოვანი მილიონერის სათამაშო - ეს სიტუაცია სუსტი ნერვების პატრონისთვის არ არის. ეს არც ისე ადვილია, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ფრანსუა პერენი ბიჭუნასთვის ერთადერთი ჭეშმარიტად საყვარელი ადამიანი გახდა.
ერთი შეხედვით იდეალური ოჯახი ახალ ადგილას საცხოვრებლად გადადის,მაგრამ როდესაც მათი იქ დასახლების მიზეზი გაირკვევა,ახალი მეზობლებისთვის ამის ახსნა რთულდება...
ტრუდი ახალგაზრდა გოგონაა, რომელიც სულიერ კრიზისს განიცდის. ის მნიშვნელოვან გასაუბრებაში ჩაიჭრა და შეყვარებულმაც მიატოვა. ყველაფერთან ერთად შობა ახლოვდება, რომელიც წესისამებს ოჯახთან ერთად უნდა გაატაროს. იმისათვის, რომ მშობლებს მასზე წარმოდგენა არ დაეკარგოთ, ტრუდი ერთ ახალგაზრდას იტაცებს და თავისი შეყვარებულის როლის თამაშს აიძულებს...
ფილმში აღწერილია მარტოხელა მამა .ის ლუდის მოყვარულია და უსაქმური .არ უმართლებს მას ცხოვრებაში.ერთხელ პახმელიაზე გაღვიძებულმა ვერც კი დაიძერა (ქვეყნის ბედი მის ხმაზე იყო დამოკიდებული ) ...
ქორწილში სიძის და პატარძლის ნათესავებს შორის, რომლებიც სხვადასხვა სოციალურ ფენას მიეკუთვნებიან, პატარ-პატარა გაუგებრობები ხდება, რომლებიც შესაძლოა ნამდვილ ომში გადაიზარდოს...
არგენტინა. მეჩა და გრეგორიო ლა ციეგას ქალაქთან ახლოს ცხოვრობენ შვილებთანმ ერთად. მოზარდები გამუდმებით სვავენ. მეჩა ხელს გაიჭრის და სავადმყოფოში მიყავთ. დეიდაშვილი ტალი თავის შვილებთან ერთად ჩამოვა. ბავშვები თავისთვის ერთობიან. ბანაობენ აუზში, ცეკვავენ, ატარებენ მანქანას მოწმობის გარეშე. ერთ-ერთ თინეიჯერ გოგონას კი ისაბელი უყვარს. დედა და ვაჟი. ვაჟი და და, არიან ერთმანეთის საწოლში...
ნეტი და კრისტაბელი რამოდენიმე წელია ხვდებიან ერთმანეთს. და აი ნეტი კრისტაბელს დაქორწინებაშ შესთავაზებს. გოგონაც არაა ქორწილის წინააღმდეგი, მაგრამ მას ერთი პირობა აქვს: ნეტმა უნდა მოძებნოს ბიჭი მისი საუკეთესო მეგობრისთვს სახელად ჯუნი. ჯუნი მორიდებული და არც ისე სასიამოვნო შესახედაობისაა, მაგრამ ნეტი დათანხმდება საცოლეს წინადადებაზე. ჯუნისთვის ბიჭის ძებნაში, ნეტი მასთან ბევრ დროს ატარებს, უახლოვდება მას და უყვარდება...
1944 წელი, კაპიტანი ნიუმენი სამხედრო საავადმყოფოს ნევროფსიქიატრიული განყოფილების ხელმძღვანელია. მასთან მოსული პაციენტების განსაკურნებლად ნიუმენს 6 კვირა აქვს. განიხილება სამი ისტორია...
ცამეტი წლის სკოლის მოსწავლე ლიზი მაგუაიერი და მისი მეგობრები გორდო, კეიტი და ესანი აპირებენ მაგარი დროის გასატარებლად მათი იტალიაში გამგზავრების დროს...
ახალგაზრდა მოლი მარტოხელა დედაა. სამშობიარო სახლის გზაზე მან ტაქსისტი ჯეიმსი გაიცნო. იმ წუთიდან ჯეიმსი და მოლი მეგობრებია გახდნენ და ახალშობილი მიკიც საიმედო ხელში მოხვდა...
უსირცხვილო და უშიშარი ერიკა ყველაფრისთვის მზადაა, რათა ნამდვილი ზრდასრული ცხვორების გემო შეიგრძნოს. როდესაც მას მამინაცვალი საკუთარ ვაჟს გააცნობს, ერთი შეხედვით ერიკას ჰგონია რომ არაფერი აქვს საერთო ამ მოუხერხებელ ბიჭთან, მაგრამ იგი ძალიან ცდება...
იმ ახალი წლის შემდეგ, როდესაც ჟენია ლუკაშინი თავის ნადიას შეხვდა, 30 წელი გავიდა. დრომ არ დაინდო მათი ურთიერთობები - ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ნადია ლენინგრადში დაბრუნდა. ძველი მეგობრები კი, ტრადიციას არ ღალატობენ და ყოველ ახალ წელს აბანოში დადიან. ახლა მათ ჟენია ლუკაშინის შვილი - კოსტია შეუერთდა. და აი, ბიძია პაველი და ბიძია ალექსანდრი კოსტიას დაითანხმებენ, რომ მან მამას საახალწლო საჩქარი მოუმზადოს...
ლოლას ოჯახი ხმაურიანი და პრესტიჟული ნიუ-იორკიდან ნიუ-ჯერსის ერთ პროვინციულ ქალაქში გადადის საცხოვრებლად. გოგონა იქაურ სკოლაში აგრძელებს სწავლას და საკუთარი თავის დამკვიდრებას ცდილობს. ლოლას ყოველთვის მოსწონდა ნიუ-იორკის მჩქეფარე ცხოვრება და პოპულარული როკ-ჯგუფის სოლისტის გაცნობაზე ოცნებობდა. ახლა კი შეიძლება ოცნება რეალობად იქცეს...
1952 წლის ფრანგული კინოფილმის რიმეიქი. საფრანგეთი ლუი XV მმართველობის პერიოდში. ფანფან ტიტას სახელით ცნობილ გულად მებრძოლსა და გამოუსწორებელ მექალთანეს ბოშა ქალმა უწინასწარმეტყველა, რომ იგი მეფის ასულზე დაქორწინდება...
ანჟელა და ანჟელიკა - ორი აბსულიტურად განსხვავებული გოგონა, რომესაც საერთო მხოლოდ მამა ჰყავთ, რომელიც არასოდეს უნახავთ მამა. დაი აი ისიც გამოჩნდება, რომელიც გადაწყვეტს დაკარგული აინაზღაუროს გოგონებთან ერთად გუნდი შექმნას და საუკუნის ძარცვა მოაწყოს. მაგრამ ყველაფერი გეგმის მიხედვით ან განვითარდება...
ბანკის მძარცველი მძევლად ყოფილ პატიმარს აიყვანს. პოლიცია მათ ცხელ კვალზე დაედევნება, გზაში კი გმირები ერთმანეთში როლებით შეიცვლებიან. მძევალი გამტაცებლის ძიძობას ითავსებს და მისი ყრუ–მუნჯი ქალიშვილის „ „მამა“ გახდება...
ფილმი "ლამბოკის" სიქველი.სტეფანი ადვოკატი გახდა ბიზნესვუმენზე აპირებს დაქორწინებას დუბაიში. ამისათვის მას დაბადების მოწმობა სჭირდება, რომელიც გერმანიიდან უნდა წაიღოს. მაგრამ მოკლეხნიანი მგზავრობა თავგადასავალში გადაიზრდება, როდესაც იგი მეგობარ კაის შეხვდება...
ოდესღაც ბეისბოლისტ სთენ როსის სახელი მთელს ქვეყანაში იყო ცნობილი...მისი კოლეგები და ფანები მას სროლების რაოდენობისათვის მისტერ 3000–ს ეძახდნენ...მან მიატოვა კარიერა შუა წარმატებისას,მაგრამ ბედი მას ბოროტად გაეხუმრა.... ათი წლის შემდეგ მისი სამი სროლა წარუმატებლად ჩაითვლება და სთენს სპორტის ისტორიაში კურიოზული მისტერ 2997–ის სახელით შესვლა ემუქრება..როსი თამაშს უბრუნდება, რათა არაოფიციალური სტატუსი აღიდგინოს..მარგამ რას შესძლებს 47 წლის ვეტერანი, რომელიც ფორმაში აღარაა და ახალგაზრდა აგრესიულ კოლეგებს ვეღარ უტოლდება...
გაყრილი კარიერისტი და ცინიკოსი ჟან-მარკი არ შეჩერდება არაფრის წინ მიზნის მისაღწევად. დიდი ხელშეკრულების მზადებაში იგი თითქმის გამოტოვებს საკუთარი ქალიშვილის ქორწილს და მხოლოდ დღესასწაულამდე ორი დღით ადრე აპირებს...
ფილმი მოგვითხრობს ერთდროს წარმატებული სცენარისტის შესახებ, რომელიც იმდენად არა მოთხოვნადი გახდება რომ მინიმალური შემოსავლისთვის მოუწევს მასწავლებლად სადღაც გადაკარგულში მუშაობის დაწყება...
ახალგაზრდა მამაკაცის ისტორია, რომელიც საქველოქმედო საღამოზე გაიცნობს ახალგაზრდა ქალს და შეუყვარდება იგი. მოგვიანებით ფილმის გმირი იგებს რომ ქალი დანიშნულია...
წარმატებული PR-მენეჯერი მარნი, ძმის ქორწილში ჩამოდის. როგორც აღმოჩნდა ის სწორედ იმ გოგოს ირთავს, რომელსაც ხშირად გამოყავდა მარნი მდგომარეობიდან სკოლაში სწავლის დროს. მდგომარეობა მაშინ რთულდება, როდესაც ირკვევა, რომ პატარძლის დეიდა კი, მარნის დედის სკოლის კოშმარი იყო. ახლა ვნახავთ, თუ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ყოფილი თანაკლასელები ერთმანეთს შეხვდებიან...
თავისი საქმროს გრეიდის სიკვდილის მერე, რომელიც ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, გრეი სცდილობს ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს და ბინაში გადადის საცხოვრებლად, სადაც მისი მეგობრები სემი და დენისი ცხოვრობენ. მალე გრეი გაარკვევს, რომ მისი საქმრო გასაიდუმლოებული მილიონერი იყო და რომ ყოველ თვე ის ფულს უგზავნიდა გრეისთვის უცნობ ადრესატს. ბოლოს და ბოლოს გრეი ხვდება, რომ გარდაცვლილი სულაც არ იყო იდეალური ადამიანი, როგორიც მას ეჩვენებოდა. ამ უსიამოვნო აღმოჩენის გადალახვას მას ფრიც ეხმარება, გრეიდის საუკეთესო მეგობარი, რომელსაც გრეის მიმართ რომანტიკული გრძნობები ჰქონდა...
ყველაფერში წარმატებულ ბეთს ინტუიცია არასდროს ღალატობს. ამიტომაც მას ერთგული მეგობრები და კარგი სამსახური აქვს ნიუ-იორკში. პირად ცხოვრებაში მას უჭირს გადაწყვეტილების მიღება, ჰორიზონტზე კი ორი მამაკაცი ჩანს - უოლ სთრითიდან წარმატებული მაკლერი ტომი და სიმპატიური კოლეგა დანიელი...
საქორწინო ცერემონიალების ორგანიზატორმა ლორენმა ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ დაუვიწყარი დღესასწაული შედგეს: უნდა დაარწმუნოს პატარძლის ხელისმომკიდეები, რომ სულელებივით არ გამოიყურებიან, დაამშვიდოს ნათესავები, იზრუნოს ყვავილებზე, განკარგოს ბიუჯეტი და დაარწმუნოს პატარძალი, რომ ის ყველაზე ლამაზია. თუმცა, ლორენის პროფესიონალიზმი ეჭვქვეშ დგება, როდესაც მდიდარი დარლის ქორწილის ორგანიზებას დაავალებენ. სასიძო კი ლორენის ოცნების მამაკაცი ნიკია...
წყვილს მობეზრდებათ ერთფეროვანი ცხოვრება გადაწყვიტავენ თავიანთი სექსუალური ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი გახადონ და ისინი მოძებნიან სხვა წყვილს გარეუბანში...
რა არის საჭირო იმისთვის, რომ საცოლის შვილისთვის მოიპოვო ბურთი, საყვარელი გუნდის ავტოგრაფებით? ფრედმა საკმაოდ არაორდინალური მეთოდი მონახა - მან თავი ინვალიდად გაასაღა…
წიგნის გამომცემელი რიჩარდ შერმანი უკვე შვიდი წელია ქორწინებაშია. მისი ცოლ–შვილი არდადეგებზე ქალაქგარეთ მიემგზავრება. რიჩარდის მარტოობა დიდხანს არ გრძელდება. მის აივანზე მოულოდნელად პომიდვრის დიდი ქოთანი ჩამოვარდება. ამაში დამნაშავე მისი მეზობელია. ეს ქერათმიანი მომხიბვლელი ქალბატონი სარეკლამო აგენტია, მას "მარტოსული" მამაკაცი სახლში დაპატიჟებს და....
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მეოცნებე და დამწყებ მსახიობზე ინდოეთიდან, რომელიც ჰოლივუდის დაბყრობას სცდილობს. ამისათვის კი ის ლოს–ანჯელესში გადადის საცხოვრებლად და თავიდან ასრულებს შეუმჩნეველ როლებს ადსგილობრივ თეატრებში. მაგრამ ნამდვილი პოპულარობა მასთან მოვა მას შემდეგ, რაც ის კურიოზულ სიტუაციაში აჩმოჩდება და ჰოლივუდს ორ ვარსკვლავს – სილვესტერ სტალონეს და პოლიტიკოსს არნოლდ შვარცნეიგერს შეხვდება…
ახალ სკოლაში, პირველივე დღეს თერთმეტი წლის ბილიმ სკოლის ხულიგანის ყურადღება მიიქცია... ახლა თანაკლასელთა პატივისცემა რომ მოიპოვოს მას ნიძლავზე თანხმობა მოუწევს. ბილიმ ერთი დღის განმავლობაში 10 შემწვარი ჭიაყელა უნდა შეჭამოს...
ყოფილი პოლიციელი ექვსწლიან სასჯელს მოიხდის მკვლელობის მცდელობის გამო. ციხიდან გამოსვლის შემდეგ იგი გადაწყვეტს შური იძიოს მაგრამ ნამდვილ ქაოსში ამოჰყოფს თავს...
რიცოების ოჯახი, რომელიც საკუთარ წეს-ჩვეულებებს, მისწრაფებებს და კარიერას ერთმანეთს არ უზიარებს, აღმოაჩენს, რომ ტყუილის ქსელი რომელშიც ცხოვრობენ უეცრად შეირყევა, როდესაც ოჯახის უფროსი სახლში ყოფილ თაღლითს მოიყვანს...
ფილმში აღწერილია ლოს-ანჯელესის ცხოვრების სტილის ახლებური, მხიარული და ცოცხალი ხედვა. ისტორია ერთ შესანიშნავ ბიჭზე და მის ამორალურ ცხოვრების სტილზე, სადაც იგი ქალებს აძლევდა იმას, რაც მათ სჭირდებათ და ამის საფასურად ცხოვრობდა ზუსტად ისე, როგორც თვითონ სურდა...
ჰონგ-კონგი. სწრაფი კვების ობიექტი აკავშირებს ერთმანეთთან ორ უჩვეულო ამბავს - პოლიციის ოფიცრების სიყვარულის შესახებ. სწორედ რესტორანში გაიცნობენ ისინი მისტიკურ ფატალურ ქალს...