ფილმში აღწერილია პატარა ჩარლის ისტორია.მისი ოცნებაა მამასთან მიჩიგანში გაქცევა.შინ დაბრუნებისას ჩარლი ორ ირემს დაინახავს ,ერთი მძიმეთ დაჭრილი იყო და ჩარლი მის დახმარებას ცდილობს...
1960–იანი წლების კომედია. ამ წლებში იტალიაში ყველა ოცნებობდა სწრაფ გამდიდრებაზე. ალბერტო სორდი თამაშობს ფსევდო–ბიზნესმენს, რომელიც აკმაყოფილებს სიმდიდრის მოყვარული ცოლის ყველა სურვილს და ვარდება საშინელ ვალებში. სასოწარკვეთილი ის თანხმდება დიდი თანხის საფასურად გაყიდოს საკუთარი სხეულის ნაწილი...
ახალგაზრდა, დამწყები მომღერალი ქალი ნიუ-იორკში ნახევარძმასთან სტუმრად მემგზავრება. იქ ჩასული აღმოაჩენს, რომ მისი ძმა ბროდვეის ცნობილ კომპოზიტორთან მუშაობს მსახურად. სასიყვარული ინტრიგა მის ცხოვრებას მთლიანად ცვლის და კარიერის გაკეთებაში ეხმარება...
იმისთვის, რომ საუკეთესო მეგობარი ქორწილისგან იხსნას, ის ყველაფერზეა თანახმა - დაწვას ბინა, დაკარგოს სამსახური, მოკვდეს კიდეც. მაგრამ უნდა ეს ყველაფერი მის მეგობარს?...
ახალი წლის ღამე ყოველთვის სავსეა საოცარი სიურპრიზებით. ჩვენი დროის სასწაულები კი, ხშირად ტექნიკური პროგრესის ხარჯზე ხდება. მაგრამ ამაში თოვლის ბაბუას ხელიც ურევია, რომელიც შეიძლება ”ოცნების ტელეფონის” ჩვეულებრივი გამყიდველიც აღმოჩნდეს. ანდრეიმ ახალი ტელეფონი იყიდა და ახალ წელს უცხო ნომერი აკრიფა, რათა უცხო ადამიანისთვის მიელოცა ახალი წელი! მეგობრებს ასეთი ტრადიცია ქონდათ. ასე დაურეკა მან ალიონას, რომელიც სხვა დროში აღმოჩნდა. მასთან ახლა 2009 კი არა, 2008 წელი დგებოდა...
ეს არის ფილმი რომელშიც ორი ახალგაზრდა ინდოელი გოგო და ამერიკელი ბიჭი ერთმანეთს შეხვდებიან და შეუყვარდებათ კიდეც ერთმანებთი,ამის მერე ბიჯი ჩავა ინდოეთში რათა გოგო კვლავ ნახოს,მაგრამ აქ სხვა პრობლემებს წააწყდება,ეს გოგო არის დანიშნული თავისივე ეროვნების ერთ მდიდარ და ამბიციურ პროდიუსერზე,რომელიც ასევე ძალიან ეჭვიანია... მოკლედ ძალიან საინტერესო სასიყვარული თავგადასავალია ასე რომ გადაწერეთ არ ინანებთ,თან ადვილად გასაგებია იმიტომ რომ ქართულ ენაზეა...
ბიჟენერ გვიდო იგონებს განსაკუთრებულად მყარ შუშას, რომელიც აძლევს მშვიდი ძილის საშუალებას იუველური მაღაზიების მფლობელებს. მაგრამ ეს გამოგონება ძალიან არმოსწონთ ქურდებს, და ისინი აგზავნიან ულამაზეს ქალს რომ შეიტყუონ გამომგონებელი საკუთარ რიგებში...
დიდი ქალაქიდან პატარაში გადასული პატარა ბენი შობის დღესასწაულზე მოწყენილია: მამა დაკარგა სამსახური, დედა დაკავებულია საკუთარი საკონდიტრო მაღაზიის გახსნით, ხოლო ახალ სკოლაში ის განსაკუთრებით არ მოწონთ. ერთხელაც ელჭექის დროს ციდან ვარდება სანტა-კლაუსი და ბენის ცხოვრება მთლიანად შეიცვლება…
კომედია სამი მეგობარი გოგონას თავგადასავლების შესახებ. ისინი უკვე 15 წლისები არიან და მათ ცხოვრებაში პირველი სიყვარული შემოდის... და ყველაფერთან ერთად პირველი პრობლემებიც მოაქვს, რაც ამ ასაკში გრანდიოზულად გეჩვენება...
მედი და კოული ახლო მეგობრები იყვნენ უმაღლეს სკოლაში გადასვლამდე. სკოლაში მედი უფრო პოპულარი გოგო გახდა, რამაც მედისა და კოულს შორის ბზარი გააჩინა. როდესაც კოული მოიწყენს იგი მედის შეურიგდება და გადაწყვეტენ ერთად მოუღონ ბოლო ბრძოლას გოგონებს შორის პოპულარობის მოსაპოვებლად...
ის ახალგაზრდა ბიჭია ამბიციების გარეშე, რომელიც მუდმივად ხვდება უცნაური უცხო (ბოროტ) პატიმრობის სერიებში. როცა მას შეუყვარდება შესანიშნავი გოგონა საიდუმლო წარსულით, ის მიდის მოგზაურობაში, რომლის დასასრულსაც ხვდება, რომ გაიზარდო - ეს სულაც არ არის...
მიშა, რუსეთის პრეზიდენტის განცახდების შემდეგ, რომლის თანახმადაც კომპანიებში დასაქმებულთა ორი პროცენტი უნარშეზღუდული უნდა იყოს, გადაწყვეტს ეტლში ჩაჯდეს და გასაუბრებაზე ისე წავიდეს...
ნებისმიერი ადამიანი სიყვარულის ღირსია. ყველაზე უმაქნისო და წარუმატებელიც. ბაკალეიშიკის დამხმარეს ნორმანს ძალიან უნდოდა ყვარებდა და ვინმესთვის საყვარელი პიროვნება ყოფილიყო, მაგრამ... მეორე პუნქტში მას აშკარად არ გაუმართლა. სასოწარკვეთილებისგან ის მისი აღმატებულების სამხედრო–საზღვაო ფლოტში წავა სამსახუროდ. და აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო ამბები...
ღამით მოსკოვის ცენტრში ახალგაზრდა გოგონა ავარიაში მოყვება, რის გამოც მას აუცილებლად ესაჭიროება ურთულესი ოპერაცია. მისი მეგობარი კირა იპოვის დამნაშავეს, მდიდარ ცინიკოს სერგეის, რომელიც თავს დამნაშავედ არ თვლის და არ სურს დახმარება გაუწიოს გოგონას. სასოწარკვეთილი კირა მიმართავს სამ ახალგაზრდას, რომლებსაც სამივეს კირა მოსწონთ. ბიჭები გადაწყვეტენ ჯერ დაეხმარონ გოგონებს, შემდეგ კი გადაწყვიტონ ვის ეკუთვნის კირა...
ვანკა მუშაობს შვეიცარად სასტუმროში. ის ვერ იტანს სასტუმროს შეძლებულ სტუმრებს, მაგრამ მიუხედავად ამისა ოცნებობს მათი ცხოვრებით ცხოვრებას. მანამდე ის იძულებულია იცხოვროს მანქანაში, რომელიც იყიდა აღებული კრედიტით, რადგან ბინიდან რომელსაც ქირაობდა გამოაგდეს გადაუხდელობის გამო. ამ ისედაც რთულ მდგომარეობაში ვანკას თავზე ეცემა კოლექტორი სერგეი სერგეევიჩი, რომელმაც გადაწყვიტა მისგან ვალის გამორთმევა…
ზოგი ამბობს, რომ ქვეყნის ლიდერობა ყველაზე მარტოსული სამსახურია მსოფლიოში. მაგრამ როცა ბავშვია მსოფლიოს ლიდერი, შეიძლება დავეჭვდეთ. ლიუკ დავენპორტი 13 წლისაა, ის პოლ დავენპორტის ვაჟია, შტატების პრეზიდენტისა და პირველი ლედის ლინდა დავენპორტის...
ფედერალური ბიუროს აგენტს და ბოსტონის პოლიციელს დაევალათ საპასუხისმგებლო დავალება: გავიოდნენ საშიში დამნაშავის კვლაზე და დააკავონ ის. საქმეში კიდევ რამოდენიმე დეტალია, ორივე კანონდამცველი ქალია, ხოლო დამაშავე კი რუსი, რომელიც არასტანდარტული აზროვნებით გამოირჩევა და მას მხოლოდ ”ქალური ლოგიკა” თუ შეაჩერებს...
პროფესიონალი გამომძიებელი სკოტ ტერნერი ვერ იტანს უწესრიგობას. მის ცხოვრებაში ყველაფერი წინასწარ დაგეგმილია. ჰუჩი - ყველაზე მოუსვენარი, ყველაზე უზრდელი ძაღლია, რომლის გაწვრთნაც პრაქტიკულად შეუძლებელია. არ გაუმართლებს იმ უბედურს, რომლის ხელშიც ის მოხვდება. ტერნერი გვიან მიხვდა, ვინ შემოუშვა სახლში. მაგრამ ხმაურიანმა ჩხუბებმა არაფერი მოიტანა. შეიძლება, საუკეთესო გზა მტერს აჯობო, ეს დაუმეგობრდე მას?...
ჯეკ ჰარისის, ინტერნეტ-ვაჭრობის ერთ-ერთი პიონერის ქრონიკები, თუ როგორ ჭიდილშია საკუთარ მორალთან და როგორ ცდილობს არ ჩაიძიროს თაღლითების, განგსტერების, ნარკომანების და პორნოვარსკვლავთა მორევში...
კომედია და-ძმის შესახებ, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერების გზით გაჩნდნენ და დედებთან ერთად ცხოვრობენ. ერთ მშვენიერ დღეს მათ გადაწყვიტეს დაადგინონ თუ ვინაა მათი მამა...
სლოანი ლამაზი, მოდური და საკმაოდ წარმატებულია თავის საჯარო ურთიერთობებში. მას შემდეგ რაც მისი კლიენტი კომიდან გამოდის, ის ხდება მისი პირადი შობის წარსულის, აწმყოსა და მომავლის მოჩვენება...
ახალგაზრდა ქალი ალექსანდრა ქმრის დაბადების დღეზე მისი ღალატის შესახებ გაიგებს. იგი მის ცხენზე დაჯდება და ორივენი დასახიჩრდებიან.როდესაც ქმარი ამას გაიგებს წავა მასთან, მაგრამ ავარიაში დაიღუპება. ფეხმოტეხილ ცხენს დააძინებენ, ალექსანდრა საავადმყოფოში მოყვება. წლების შემდეგ ალექსანდრა ერთ ფერმერთან მოხვდება , რომელსაც საყვარელი ცხენი ჰყავს. მოგონებები ალექსანდრას კვლავ ცხენზე ამხედრებას შეაძლებინებს...
ბერტრამ პინკუსი არის ადამიანი, რომელსაც ადამიანებთან ურთიერთობა დიდად არ გამოსდის. პინკუსი მოულოდნელად მოკვდება, მაგრამ, სასწაულებისამებრ, შვიდ წუთში ისევ გაცოცხლდება და აღმოაჩენს რომ ახლა მას აჩრდილთა დანახვის შემაწუხებელი უნარი გაუჩნდა...
გოგონა პატარა ქალაქიდან მიემგზავრება ნიუ-იორკში, რათა გაახაროს თავისი საქმრო და ნახოს იგი, მაგრამ შეყვარებულს სხვა გოგოსთან შეუსწრებს. მას სხვა გზა არ ჰქონდა, ის უნდა დაბრუნებულიყო თავის ახლობლებთან, მეგობრებთან და გაეგრძელებინა მუშაობა მეგაპოლისში, მაგრამ მან ყველაფერს ამჯობინა ნიუ-იორკში დარჩენა და პრესტიჟულ კომპანიაში მუშაობის დაწყება. უეცრად იგი აღმოაჩენს, რომ იმყოფება კორპორაციულ ბრძოლის ველზე, სადაც ერთ ქალს უნდა კომპანიაზე კონტროლი ჩამოართვას ყოფილ ქმარს…
გათამამებულ ქალაქელ გოგონას ზაფხულში მკაცრ ბებიასთან აიდახოს შტატში აგზავნიან. კალიფორნიიდან პროვინციაში მოხვედრილი თანამედროვე ქალიშვილი არ აპირებს მოწყენილად იჯდეს და მალე მთელ ქალაქს ყურებზე დააყენებს. ბებიასთან უხეშობს, ფლირტი პროვინციელ ბიჭუნასთან, ვიზიტები ადგილობრივ მომხიბვლელ ექიმთან და არანაირი კომპლექსი. ასეთი გამომწვევი მოქცევის მიზეზი მძიმე ბავშვობის დროს მიღებული ტრავმაა. გოგონა მოულოდნელად გამოტყდება, რომ 12 წლის ასაკიდან მას მამინაცვალი აპატიურებდა. მაგრამ ვერავინ ვერ იტყვის დაზუსტებით, სიმართლეა ეს თუ მხოლოდ მორიგი სასტიკი ტყუილი...
ორმა მეგობარმა მაფიას ფული უნდა მიუტანონ.მაგრამ ყველაფერი არც თუ ისე კარგად მიდის.ერთ ერთი მეგობარი თავის ქურთუკს ჩადებს კენგურუს ჩანთაში.ისინი იძულებულები არიან დაედევნონ გაქცეულ კენგურუს რათა დაიბრუნონ თავიანთი ფული...
ყოფილი მეხანძრე ოცნებობს მშვიდ ცხოვრებაზე, მაგრამ შვილები რომლებიც მალე 30 წელს გადააბიჯებენ, მათთან ერთად ცხოვრობენ და სახლს ნამდვილ საგიჟეთად აქცევენ...
ფილმის მოქმედება სამი ლტოლვილის გარშემო ვითარდება, რომლებიც განგსტერ პერიეს გაურბიან. პერიე კი თავგამოდებით ცდილობს ავტორიტეტი და ფული შეინარჩუნოს ერთგული მეწყვილეს შემთხვევითი მკვლელობის შემდეგ...
ახალგაზრდა მომხიბვლავი ფან-ფანი ჯარში მიდის, რომ გაექცეს იძულებით ქორწინებას და მკითხავის ნაამბობი აასრულოს, რომელმაც მას უთხრა რომ ის ცნობილი მებრძოლი გახდება და მისი საცოლე მეფის ასული იქნება. საქმეზე კი მომხიბვლავი მკითხავი ოფიცრის შვილი აღმოჩნდება, რომელიც გლეხებს ჯარში აგროვებს. ამ ეშმაკობაზე გაიგებს ფან-ფანი, მაგრამ მაინც ეცდება ოცნება აიხდინოს...
კოლეჯის დამთავრების შემდეგ სპენსი და ჰოგანი ხვდებიან, რომ ცხოვრება სულაც არ არის ისეთი, როგორიც მათ წარმოედგინათ. ისინი იძულებით მუშაობენ იურიდიულ სფეროში და ცხოვრების ახლიდან დასაწყებად იბრძვიან. სპენსსა და ჰოგანს ბედი გაუღიმებთ და მიეცემათ შანსი გახსნან კლუბი, სახელწოდებით "პუმა", სადაც ახალგაზრდა ბიჭები ასაკოვან ქალებს ყველანაირ მომსახურეობას სთავაზობენ. ამ კლუბს გმირები სულ სხვა ცხოვრებაში გადაჰყავს...
როდესაც კეტი, ჩვეულებრივი ქალი, პაკოს შეხვდება, ჩვეულებრივ მამაკაცს, რაღაც მაგიური და საოცარი მოხდება, მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ. ამ კავშირისგან დაიბადება არაჩვეულებრივი ბავშვი – რიკი...
ოუენის შეყვარებული ქლო ტელეგადაცემაში მიიღებს მონაწილეობას და თავის შეყვარებულს გადასაღები მოედნის პარტნიორთან უღალატებს.გაბრაზებული ოუენი სხვა გოგონასთან დაიწყებს ურთიერთობას.შოუს დამთავრების შემდეგ კლო გადაწყვიტავს ძველი შეყვარებულის დაბრუნებას...
ოთხი წყვილი იკრიბება ერთობლივი ლანჩის დროს ყოველ კვირას. მოულოდნელად, მთელს ქალაქში ითიშება ელექტროენერგია და არ მუშაობს ტელეფონები. მალე ისინი გაიგებენ, რომ ქალაქს ვიღაც თავს დაესხა. ისინი აღმოჩნდებიან ჩაკეტილები სახლში, მთლიანად მოწყვეტილი არიან გარე სამყაროს. თანდათანობით ყველას ნერვები უმტყუვნებს...
უფროსკლასელები ცდილობენ შეიმუშავონ გეგმა, რომელიც დაეხმარება მათ გვერდი აუარონ მთავარ გამოცდას. ეს გამოცდა მათ პროფორიენტაციას ავლენს. ყოველ მათგანს ამ უკანონობის ჩადენის საკუთარი მიზეზი აქვს.
მას შემდეგ, რაც გულუბრყვილო პროვინციელის კოლეგა თვითდაკმაყოფილების დროს ასფიქსიით იღუპება, იგი იკავებს მის ადგილს რაიონულ ცენტრში, თავს კარგავს ”დიდი ქალაქის” ცდუნებების გამო, ნელ-ნელა გამოდის საკუთარი ნაჭუჭიდან და თავისი დამქირავებლის მონაწილეობით ფულის გათეთრების მაქინაციასაც აღმოაჩენს.
მზიანი თურქეთის ზღვის სანაპიროზე მეფობს მხიარულება და მხოლოდ ამერიკელი სენატორის შვილი იტანჯება გაუმართლებელი სიყვარულით. არაფერი არ უბრუნებს მას სიცოცხლის ხალისს - არც ზღვა, ვერც მეგობრები, ვერც ლამაზი გოგონები. მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი იცვლება და გმირი მოხვდება მეზობელ სომხეთში, პატარა მთიან სოფელში, სადაც მას, ნახევრად შიშველს, პარაშუტით ზურგზე, გაურკვეველ ენაზე მოსაუბრეს, მიიღებენ როგორც თურქეთ-სომხეთის ჯაშუშს...
საბრალო მიტია მახეში გაება. მან გოგონას შემთხვევით ხელი სთხოვა, გოგონას მამა კი თითქოს ზუსტად ამას ელოდა, მაშინვე ქორწილის თარიღი დანიშნა. მაგრამ ერთი პრობლემაა, მიტია უკვე დაქორწინებულია...
გლაზგო. ოჯახის ახალგაზრდა მამას, რობის სურს სამუდამოდ ჩამოშორდეს კრიმინალურ წარსულს, მაგრამ არაფერი გამოსდის. უკანასკნელი საქმისას რობი გადაურჩება ციხეს, მაგრამ მას გაგზავნიან იძულებითი სამუშაოებზე. მას და მის ახალ მეგობრებს რინოს, ალბერტს და მოს დაუნიშნავენ დამრიგებლად ჰარის, რომელიც ფარულად ასწავლის მათ დეგუსტაციის ხელოვნებას...
ერთ ერთი სასტუმროს ბარში ერთმანეთს ბიზნესმენი და ქილერი შეხვდნენ.მათ ორივეს სჭირდება ერთმანეთი.ქილერს სჭირდება ადამიანი,რომელზეც ეჭვს არავინ აიღებს,ხოლო ბიზნესმენს ქილერი,რომელიც კონკურენტების გაქრობაში დაეხმარება...
ჯულია ლემბერტი - ლონდონის თეატრის პრიმადონაა. ის დიდი ხანია საყოველთაო ყურადღების ცენტრშია, მაგრამ მას სცენისგან, ქმრისგან და მაღალი წრის საზოგადოებისგან დასვენება ...
ფილმი მოგვითხრობს ერთ წარმატებულ ადამიანზე რომელსაც არგაუმართლა და მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა. მას აღარ აქვს არც ფული არც რეპუტაცია მოკლედ განადგურებულია. ერთ დღეს მას მაკითხავს მისი ყოფილი შეყვარებული ბისექსუალი გოგო თავის ლეზბოსელ შეყვარებულთან ერთად და ფულის სანაცვლოდ ორივეს დაორსულებას სთხოვს...
ფილმი მოგვითხრობს მდიდარ ქალზე,რომელსაც ყველაფერი აქვს იმისთვის,რომ ბედნიერი იყოს და წარმოდგენაც კი არ ააქვს ქმრის ღალატის შესახებ....მისი საუკეთესო მეგობარი სილვია ფოულერი ჟურნალ «კაშეს» მთავარი რედაქტორი.როდესაც ქალი გაიგებს,რომ მას ქმარი ღალატობს,ყველაზე მეტად ეხლა ჭირდება თავისი საუკეთესო მეგობრის დახმარება...
ელვუდ ბლუზი ციხიდან გამოდის და აღმოაჩენს, რომ თავისუფლებაზე ყველაფერი ისე არ არის როგორც ადრე იყო. მისი პარტნიორი ჯეკი საიქიოშია, ანსამბლი დაიშალა, ობოლთა თავშესაფარი კი, სადაც მან უამრავი წელი გაატარა, დაანგრიეს. ელვუდი ახალი ჩანაფიქრით აინთება - მას თავისი ჯგუფის აღდგენა უნდა, ამჯერად სენტიმენტალური ბარმენის დახმარებით...
ემილი ზედმეტსახელად "ჯექსი" რედაქტორის ასისტენტია ბრიტანულ «Vogue» -ში. ნელ-ნელა მის ირგვლივ გროვდება მეგობრების წრე, რომელშიც ის ემას სახით გამოდის ჯეინ ოსტინის რომანიდან, რომელიც მათ პირადი ცხოვრების აწყობას ეხმარება და რჩევებს აძლევს თავის სიყვარულის ობიექტებთან დაკავშირებით. ჯეკი ბინას პიტერთან ყოფს, რომელსაც აქტიურად ეხმარება თავისი სიყვარულის პოვნაში. პიტერი - ცისფერია...