ედი ჰოკინსი, იგივე ჰუძონელი ქორი, ახლახანს იქნა გათავისუფლებული ათწლიანი პატიმრობიდან და დარჩენილი ცხოვრების პატიოსნად ცხოვრებას გეგმავს. მაგრამ სწორედ ამდროს მეიფლაუერის შეშლილი წყვილი აშანტაჟებს მას, რათა ლეონარდო და ვინჩის რამოდენიმე ნაწარმოები მოაპარინოს, უარის შემთხვევაში კი მისი მეგობრის ტომის მოკვლით ემუქრებიან...
სავაჭრო ცენტრს წვრილმანი ქურდების ბანდა დაესხმევა თავს, დაცვის თანამშრომელს პოლ ბლარტს, მოუწევს თავისი ზედმეტად რბილი ხასიათის დავიწყება და სიტუაცისს მოგვარება...
როდესაც ჰუდი მიიტაცებს საერთაშორისო გადასარჩენ საიდუმლო ბაზას და ტრეისის ოჯახის უმეტესობას მახეში გააბამს, მხოლოდ ალან ტრეისის და მის მეგობრებს შეუძლიათ დღის გადარჩენა...
როის ერთი, მაგრამ ცეცხლოვანი ვნება აქვს - რბოლა. და მაშინ როდესაც იგი ემზადება მნიშვნელოვანი შეჯიბრისთვის, ჰორიზონტზე გამოჩნდება მისი 14 წლის ქალიშვილი, რომელიც ითხოვს მისდამი მეტ ყურადღებას. შვილთან ურთიერთობების გარკვევაში ჩართული, როი წააგებს რბოლას და ახლა მას რეპუტაციის აღდგენის მხოლოდ ერთი შანსი აქვს - მონაწილეობის მიღება რბოლაში "ჩრდილოეთის კონცხი". ის ვინც პირველი მივა ოსლოდან ნორვეგიის ჩრდილოეთ წერტილამდე, იქნება აღიარებული როგორც ყველა დროისRNყველაზე დიდი მრბოლელი...
ფრანსუა მერლინი ჯაშუშური რომანების ავტორია, რომელმაც უკვე 42 რომანი დაწერა საიდუმლო აგენტ ბობ სენტ-კლერზე. ის მუდამ საბეჭდ მანქანასთან ზის და მუშაობს რის გამოც ცოლმა მიატოვა, მაგრამ მისი რედაქტორი შარონი ყოველთვის უკმაყოფილოა მერლინის ნამუშევრებით და უფრო უკეთესს ითხოვს...
სკოტ პილიგრიმმა თავისი ოცნების გოგონა იპოვნა, მაგრამ მასთან მისასვლელ გზაზე ერთი პრობლემაა გადასალახი: გოგონასთან შესახვედრად, ის მის შვიდ ყოფილ შეყვარებულს უნდა მოერიოს...
პოლიციის აკადემია. მოქმედი გმირები – ხომეინი, არაფატი, გორბაჩოვი, იდი ამინი და კადაფი. ცნობილი "პოლიციის აკადემიის" დამდგმელი რეჟისორი დევიდ ცუკერია, მაგრამ მთავარი გმირი – არ არის ზემოდხსენებული, მთელ მსოფლიოში ცნობილი პერსონაჟი, არამედ პოლიციელი, ლეიტენანტი ფრენკ დრებინი(ლესლი ნილსენი). ის ყველა დამნაშავეს ისე ადვილად უმკლავდება, როგორც აგენტ 007-ს არც კი დაესიზმრებოდა...
ახალგაზრდა და ნიჭიერმა დრამატურგმა დაწერა პიესა, მაგრამ როგორც ყოველთვის პიესის დადგმისთვის ფული არასოდეს არ არის საკმარისი. მასთან დასახმარებლად სახელგანთქმული განგსტერი მივა ნიუ-იორკიდან, რომელიც ფინანსური დახმარების სანაცვლოდ ითხოვს მთავარ როლზე დანიშნონ მისი უნიჭო მეგობარი გოგო. პიესის ავტორი დილემის წინაშეა: ან ფული და უნიჭო მსახიობი, ან უარი უნიჭო მსახიობს - მაშინ პიესა არ დაიდგმება...
ამ ჯერად სკუბი დუს და მის მეგობრებს მოუწევს შენიღბულ ბოროტმოქმედთან შებრძოლება, რომელიც გეგმავს ქალაქ კულსვილის დაბყრობას და მასში მოჩვენებებს შეყრის. ეს არსებები, რომლებიც ქვეყანაზე სპეციალური დანადგარის მეშვეობით ჩნდებიან, ქალაქში ნამდვილი არეულობა შეაქვთ...
ჰენრი ჰაკეთი არის ნიუ-იორკის ბულვარული გაზეთის გამომცემელი. ის შრომისმოყვარეა, უყვარს თავისი საქმე, მაგრამ ხანგრძლივობით და მცირე ანაზღაურებით უკმაყოფილოა. გამომცემელი ბერნი უაითი ფინანსური კრიზისის წინაშეა...
ისინი ლაპარაკობენ რამოდენიმე ენაზე, იციან კვანტური ფიზიკა და ერკვევიან ფილოსოფიაში. მათ ეხერხებათ ნადირობა და კარგად ფლობენ იარაღს. ისინი ცხოვრობენ ტყეში და ჰარმონიულად ერწყმიან მას. მხოლოდ გამოუვალმა მდგომარეობამ აიძულა ისინი დაეტოვებინათ მშობლიური სახლი და წასულიყვნენ დიდ ქალაქში. რა მოხდება მას შემდეგ, როცა პირისპირ შეეჩეხებიან ცივილიზაციას, როცა მათ ეწვევათ პირველი სიყვარული და გაიცნობენ გაჯეტებისა და სოციალური ქსელების სამყაროს?...
მხიარული ისტორია კეთილ ბატზე სახელად პენი, რომელიც ჩხუბის დროს ტრავმას მიიღებს და ფრენის შესაძლებლობას დაკარგავს. ახლა იგი იძულებულია წავიდეს ხანგრძლივ მოგზაურობაში სამხრეთით, რათა იპოვოს ორი დაკარგული იხვის მშობლები ...
ულამაზესი ქალბატონი სუსან ვარნონი ესტუმრება რძალს რომ იპოვნოს ქმარი თავისთვის და თავისი ქალიშვილისთვის. ორი ახალგაზრდა კაცი მშვენიერი რეჯინალდ დეკორსი და მდიდარი სერ ჯეიმს მარტინი, ძალიან ართულებენ მის გეგმებს...
ფილმის სიუჟეტის ცენტრში ტყუპი–ძმები არიან, ერთი რომელთაგანიც – ფილოსოფიის წარმატებული მასწავლებელია, მეორე კი მისი სრული წინააღმდეგობა, ზარმაცი, რომელიც მარიხუანის გახარებითაა დაკავებული...
პოპულარობას ვერ მიაღწევ თუ საზიზღარი იხვის ჭუკათ არ დაიწყე და მშვენიერი თეთრი გედი არ გახდი. ეს სასაცილო გოგონა თავისი კარიერის ზენიტშია, დარბაზიდან ოვაციები არ წყდება, მაგრამ სახლში მარტოობა და ნაღვლიანი ღამეებია...
ოშარი ბედნიერია რომ ზაფხულს მამასთან ერთად გაატარებს, მაგრამ როცა გაიგებს რომ მას შეყვარებულიც მოჰყავს, იგი დეიდის სახლში წასვლას გადაწყვეტს. ის თან კლასელებს წაიყვანს. გოგონებმა არ იციან რომ დეიდა მკვდარია, სახლი კი სულებს აქვთ მიტაცებული...
ფილმის მთავარი გმირი ფეხსაცმლის შემკეთებელია, რომლისთვისაც ეს საქმიანობა ერთგვარი მემკვიდრეობა და საოჯახო ტრადიციაა. ადამი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ შეუძლია თავისი ყველა კლიენტის ცხოვრებაში იმოგზაუროს და მათი გადმოსახედიდან შეხედოს სამყაროს...
ფილმის მოქმედება 1960 წლის ლონდონში ხდება. დამლაგებელი იმ საიუველირო კომპანიის გაძარცვას გეგმავს, რომელშიც თავად მუშაობს. ამაში მას ამ კომპანიის ამერიკელი მენეჯერი ეხმარება...
ყოველ წელიწადს, ერთი თვით, ხუთი უაღრესად კონკურენტუნარიანი მეგობარი ერთვება თამაშში, რომელსაც ბავშვობიდან თამაშობენ. ამ წელს თამაში ემთხვევა მათი დაუმარცხებელი მოთამაშის ქორწილს, რამაც შესაძლოა მისი წაგება გამოიწვიოს. მაგრამ მოთამაშემ იცის ეს ყველაფერი და ის მზადაა...
დენი, ფილმის გამოგონილი პერსონაჟით, ჯეკ სლეიტერით არის შეპყრობილი. როდესაც ჯადოსნური ბილეთი დენის ჯეკის თავგადასავალში გადაიყვანს იგი ხვდება სამყაროში, სადაც ფილმის საოცრებები და რეალობა ერთიანდება. ახლა დენიზეა დამოკიდებული მისი გმირის და ახალი მეგობრის სიცოცხლის გადარჩენა...
ადამ ვესტი და ბეთ უორდი უბრუნდებიან ბეტმენისა და რობინის როლებს. ადამ უესტის, ბერნ უორდის და კელი ნიუმენის ხმების წყალობით სუპერმგმირები მიდიან კლასიკური ბოროტმოქმედების წინააღმდეგ, როგორებიც არიან ჯოკერი, რიდლერი, პინგვინი და ქეთვუმენი, როგორც გოთემ სითიში ასევე კოსმოსშიც...
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვილარდში, 50-იანი წლების იდილიურ სამყაროში, სადაც მზე ანათებს ყოველ დღე, ყველა იცნობს თავის მეზობელს, ზომბი კი გაზეთებს არიგებს...
მალკოლმი და კეიშა იყიდიან მათი ოცნების სახლს, თუმცა მალე აღმოაჩენენ, რომ სახლში დემონი ბინადრობს. როდესაც კეიშა გახდება შეპყრობილი, მალკოლმი ცდილობს დაიბრუნოს ჩვეულებრივი ცხოვრება. ის დახმარებას თხოვს მღვდელს და მოჩვენებებზე მონადირეებს. ეს არის ცნობილი საშინელებათა ფილმის პარანორმალური მოვლენების პაროდია...
ფილმის მთავარი გმირი ისევ მალკოლმია, რომელსაც წინა ნაწილში არ გაუმართლა შეყვარებულთან, რომელშიც ჩასახლდა დემონი. ამჟამად მალკოლმი ახალ შეყვარებულთან და მის ორ შვილთან ერთად გადადის საცხოვრებლად თავის “ოცნების სახლში”...
რამოდენიმე პენსიაზე გასული სამხედრო მოაწყობს ხმაურიან წვეულებას, მეორე დღეს ისინი გაიღვიძებენ საპყრობილეში. ცოტა ზედმეტი მოუვიდათ, ვის არ მოსვლია. ისინი უცბათ გაიგებენ, რომ მთელ ქვეყანას ზომბების ეპიდემია მოედო...
ჯეფი და ტომფსონი 15 წელია დაქორწინებულები არიან. მათი ქორწინება იდეალური არ არის მაგრამ მათი ყველა მეგობარი გაშორებული და განქორწინებულია. გაუძლებს თუ არა ჯეფის და მერის ქორწინება იგივე სტრესს თუ ისიც დაინგრევა?...
სამი ახალგაზრდა მეგობარი გოგონა დასასვენებლად პარიზში მიემგზავრება. ისინი მონაკოში აღმოჩნდებიან, რადგან ერთერთი მათგანი ბრიტანეთის შეცდომით ტახტის მემკვიდრე ჰგონიათ...
პიტერ ჩელსომის ახალი ნამუშევარი გვიჩვენებს ფსიქიატრ ჰექტორის ცხოვრებას, რომელიც იღლება თავისი ცხოვრებითა და იმ ფაქტით, რომ კარგი არაფერი ხდება და მისი პაციენტებიც ვერა და ვერ ბედნიერდებიან. შესაბამისად, გადაწყვეტს ყველაფერი მიატოვოს და ნამდვილი ბედნიერების საიდუმლო ფორმულა აღმოაჩინოს...
პატარა ვიქტორი სამეცნიერო ექსპერმენტს ატარებს, რათა თავის საყვარელ ძაღლს, სპარკის სიცოცხლე დაუბრუნოს,რომლის დროსაც წინასწარ გაუთვლელ, ზოგჯერ საზარელ შედეგებს აწყდება...
ქალბატონ ადელაიდა ბონფამილს ძალიან უყვარს თავისი კატები. ის მთელ თავის ქონებას საყვარელ კატას და მის კნუტებს დაუტოვებს. მაგრამ ბოროტ მსახურს უნდა რომ ფული მხოლოდ მას ერგოს. ის გაიტაცებს მათ და სოფელში დატოვებს. სახლში დაბრუნებაში მათ მომხიბვლელი ქუჩის კატა თომას ო'მელი მეგობრებთან ერთად დაეხმარება...
რეგი და ლინდსი ორგანული ნივთიერებების გადამუშავებაზე მუშაობენ. მათ სჭირდებათ ახალი დანამატი საიდუმლო ინგრედიენტის შესაქმნელად. სწორედ ამ დროს მათთან ორი ბიჭი და გოგო მოდის დახმარების სათხოვნელად...
ახალი სუპერჰიტის გადაღებისთვის მსხვილი კინოინდუსტრიის ბოსი უცნაურ ველა ვალსმანს იყვანს. ეს ბედის საჩუქარია უკვე დავიწყებული ორი "ოსკარის" მფლობელისთვის. ველი არ უშვებს შანს ხელიდან, რომ ჰოლივუდს თავი შეახსენოს...
გმირი ლეონიდასი სათავეში უდგება 13 სპარტანელს ბრძოლაში, სადაც მათ მოუწევთ შერკინება მრბოლელ აჩრდილთან, როკი ბალბოასთან, ტრანსფორმერებთან და ასევე ბანჯგვლიან პერის ჰილტონთან...
მანჰეტენის ტიპიური მაცხოვრებლები: ჯეისონი, დენიელი და მაიკლი ჭკუამახვილი და მომხიბვლელი ბიჭები არიან. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ მათგანს მიატოვებს მეგობარი გოგონა, ისინი ფიცს დადებენ, რომ ქალებთან არასოდეს გააბამენ სერიოზულ ურთიერთობებს. მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ ისინი ნამდვილ სიყვარულს პოულობენ...
ზარმაც მშვიდობიან ცხოვრებას გარეუბანში, სადაც დასვენება გადაწყვიტა ფილმის გმირმა რეი პიტერსონმა, ბოლო მოეღო! რეის გულუბრყვილოდ სურდა დაესვენა ერთი კვირა, უხალისოდ ეხეტიალა პიჟამოში და ეკითხა გაზეთი. მაგრამ ეს ასე როდია: დასვენება გადაიქცა დაუსრულებელ კოშმარად!...
ევროპელი ქალებისათვის, სიყვარული გაცილებით იაფია. ფილმის გმირს სასწრაფოდ სჭირდება ფული, რის გამოც იძულებულია ჟიგოლოდ იმუშაოს. დიუს ერთ-ერთი კლიენტი ქალი შეუყვარდება...
პატარა ამერიკულ ქალაქში შობის წინა დღეებში გამოცხადებულია სამხედრო მდგომარეობა: ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა გადაწყვიტა თავისი სახლი ილუმინაციით მოერთო, რის ნახვა კოსმოსიდანაც კი შეიძლებოედა. ეს არ მოეწონათ თანასოქლაქელებს და განსაკუთრებით მის უახლოეს მეზობელს...
შუა ხნის კრისიზით დამძიმებული ექვსი მამაკაცი, თავიანთი მამაკაცურობის შესაგრძნობად უიკენდზე ქალაქგარეთ მიემგზავრება. ისინი ისეთ საშინელ და გაურკვეველ ადგილას მოხვდებიან, რომ სწორედ შუა ხნის კრიზისი გახდება მათთვის გადარჩენის ერთადერთი გზა...
დურელი და ლიი ჯონი საუკეთესო მეგობრები და წვრილი კრიმინალები არიან.მათ ეუბნებიან რომ ერთი კვირა აქვთ 17 000 დოლარი ვალის გადასახდელად, წინააღმდეგ შემთხვევაში დარელი შვილს დაკარგავს. ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას გაძარცვონ მეზობლად მდებარე ეკლესია...
მელვინი გმირია, აქვს ტელეკინეზის შესაძლებლობა, თუმცა მისი საქციელი სუპერგმირობიდან ხშირად შორსაა. თავის ძალებს ის ნარკოტიკების და ქალების მოსაპოვებლად იყენებს. მას ბევრ რამეში არ უმართლებს, განსაკუთრებით შვილთან ურთიერთობაში...
როდესაც ტელე-პროდუსერ ბეკი ფულერს (მაკადამსი) ადგილობრივი ახალი ამბების გადაცემიდან დაითხოვენ, მისი კარიერა ძალიან წარუმატებელ ეტაპზე აღმოჩნდება, ისევე როგორც, მისი პირადი ცხოვრება. RN იგი შემხვევით "დეიბრეიქში" (დილის ახალი ამბების გადაცემა ეროვნულ არხზე), დაიწყებს მუშაობას და გადაწყვეტს დილის შოუ, ლეგენდარული ტელე ვარსკვლავის, მაიკ პომეროის (ფორდი) დახმარებით გამოაცოცხლოს. სამწუხაროდ პომეროი უარს იტყვის შოუში მონაწილეობის მიღებაზე...
სატანა, ჯოჯოხეთის მმართველი, გადაწყვეტს პენსიაზე გასვლას და აღმოაჩენს, რომ მისი 3 შვილიდან არცერთი არ იმსახურებს მის ადგილს. ამის შემდეგ 2 უფროსი ვაჟი გადაწყვეტს მამის განადგურებას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. მხოლოდ უმცროსი შვილი, ნიკი ცდილობს მამის გადარჩენას...
მოხუცებული სანტა, მეუღლე კარლოტასთან ერთად მშვიდად ცხოვრობს ჩრდილოეთის თოვლიან ტყეებში... მაგრამ შობამდე ცოტა დრო რჩება და მოხუცებულმა სანტამ უნდა მოასწროს მაგიური ძალის გადაცემა მემკვიდრეზე. ეს მემკვიდრე კი არც კი ფიქრობს შინ დაბრუნებაზე. ის მაიამიში ყველაზე სასურველი მამაკაცია, რომელიც ოკეანის პირას მდიდრულ სახლში ცხოვრობს და დროს ღამის კლუბებში ატარებს. ნიკს სულაც არ სჭირდება ირმები, თეთრი წვერი, წითელი კოსტუმი და მამამისის საჩუქრების ტომარა. შობას მხოლოდ სასწაული გადაარჩენს...