ფილმი მოგვითხრობს ერთი შიშების მსხვერპლად ქცეული ბუღალტრის ისტორიას. ის გადაწყვეტს საბრძოლო ხელვონების წრეზე შესლვას, რაც მის ცხოვერბას რადიკალურაუდ შეცვლის...
ჯოდი, სკოლაში ყველაზე მაღალი გოგონა, ყოველთვის უხერხულად გრძნობდა თავს საკუთარი სიმაღლის გამო. წლების მანძილზე მოხრილი დადიოდა და დაცინვის ობიექტიც იყო. ის ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ არ შეემჩნიათ. თუმცა, წლები გავიდა და ჯოდიმაც საბოლოოდ თავის თავში რწმენა იპოვნა...
აფრიკის „ „საფარი“-ში გამგზავრების წინა საღამოს, ქმრისგან უეცრად მიტოვებული ქალი მარტო მოგზაურობს კონტინენტზე, სადაც სპილოების დამცველს შხვდება...
ენცო, მეძებარი ძაღლი, თავის პატრონთან, ფორმულა ერთის მძღოლ დენისთან განსაკუთრებული კავშირის საშუალებით ისწავლის, რომ ტექნიკა, რაც საჭიროა სარბოლო ტრასაზე, შეიძლება მანაც გამოიყენოს თავისი ცხოვრების გზაზე...
ადამიანი-მაიმუნი, რომელიც სადღაც კონგოს ჯუნგლებშია ნაპოვნი და მილანშია გადაყვანილი. მხოლოდ ლაურას - ანთროპოლოგს სჯერა ადამიანური თვისებების ამ დაუმორჩილებელი ნახევრად ცხოველის, და მათი მიჩვევა ერთმანეთის მიმართ სიყვარულშიც კი გადაიზრდება...
ორი საყვარელი და ერთად ცხოვრობს. ერთს უყვარს საშობაო ფილმები, მეორე კი პროგნოზირებადად მიიჩნევს მათ. გოგოები მოულოდნელად, რაღაც ჯადოსნობის ძალით, საშობაო ფილმში გაიღვიძებენ...
საშობაო ქორწილის ორგანიზება ნამდვილად განსაკუთრებული მოვლენაა მადლინ კრაგისთვის, რომელიც საქორწინო კაბების ბუტიკის მფლობელია. მადლენს ძალიან უყვარს პატარძლისათვის შესაფერისი კაბის შერჩევა და სრულყოფილი ღონისძიების გამართვა. რასაც იგი არ მოელოდა ის იყო, რომ ერთმა პიროვნებამ თავბრუ დაახვია - ეს პატარძლის არაჩვეულებრივი ძმა, კინოვარსკვლავი, ჯონი ბლეიკია. ჯონი თავისი დის გამო ჩამოვიდა და არა ვინმეს შესაყვარებლად. თუმცა მადლენი განსაკუთრბული ქალია, ვისაც კი ცხოვრებაში შეხვედრია. სრულყოფილი ქორწილის დაგეგმვა რომანტიკული ვახშმებითა და თოვლიან ქუჩებში სეირნობით გაგრძელდა. ჯონი უფრო მომხიბვლელი აღმონდა, ვიდრე მადლენს ეგონა. მაგრამ არის კი კინოვარსკლავი მზად მთელი სიხცოცხლის მანძილზე ერთ როლში იყოს?
ბავშვებს მშობლების არჩევა რომ შეეძლოთ, ყველა 30 წლის სანის აირჩევდა. ის ხომ ყველაფრის უფლებას მოგცემდათ. ჭამე რამდენიც გინდა კეტჩუპი, სადაც გინდა იქ გადააფურთხე, თუ გინდა ქუჩაში ლასტებით იარე, არ დაიძინო, ხელებსაც ნუ დაიბან და საწოლიც არ გაასწორო...
კორინას მობეზრდა მუდმივად მეჯვარედ ყოფნა. გადაწყვიტს მოიშოროს მომლოდინე გოგოს როლი და თამამად დაიწყებს პაემნებზე სიარულს. მხოლოდ დრო ცხადყოფს იქნება ის მუდმივად ხელისმომკიდის როლში, თუ მისი ცხოვრების სიყვარული კარზეა მომდგარი.
დანიშნულ წყვილს ბენს და სედის ერთი სული აქვთ, ბედნიერ ახალ ცხოვრებას როდის დაიწყებენ, მაგრამ სედის ოჯახის ახლობელი მღვდელი ფრენკი არ აძლევთ მათ ოჯახის შექმნის უფლებას იქამდე, სანამ ისინი "შესაფერისი წყვილის მოწმობას" არ მიიღებენ...
შეყვარებულთან დაშორების შემდეგ მწერალი კიმ როსი მიემგზავრება მწერლების კონცეფერენციაზე. იქ იგი ბევრ ახალ რამეს გაიგებს, იპოვის ახალ მეგობრებს, შეხვდება მის საყვარელ მწერალს. მაგრამ არასასიამოვნო სიურპრიზების გარეშეც არ ჩაივლის კონფერენცია...
ოპერის თეატრის ორკესტრანტი გია, ერთი შეხედვით, ნიჭიერი, გულისხმიერი და საქმიანი კაცია – უამრავ ადამიანს იცნობს, ცდილობს ყველას დაეხმაროს, მუდამ სადღაც ეჩქარება, ვიღაცას რაღაცას პირდება – ძმა-ბიჭებს, გოგონებს, მოხუცებს, სტუმრებს, უცნობს თუ ნაცნობს, მაგრამ კვალს არსად ტოვებს, მნიშვნელოვანს არაფერს ქმნის. მოფუსფუსე ახალგაზრდის ცხოვრება უქმად, წვრილმანებში იხარჯება, ვერც საკუთარ თავს რგებს, ვერც სხვას...
დიდი ხნის შეყვარებულთან დაშორების შემდეგ კაილი უკავშირდება მისი სკოლისდროინდელ მეგობარ ნიკს. აღდგენილი მეგობრობის დახმარებით კაილი იყენებს ნიკის რესტორანს, რათა გაიმარჯვოს კოჭას კაცუნების ცხობის კონკურსში, რომელიც მას საკუთარი საცხობის გახსნაში დაეხმარება...
მაქსი მაჩოა, მარტოხელა რეტრივერის ჯიშის პოლიციის ძაღლი, რომელსაც უბრძაბენებენ, რომ გამოიძიოს ძაღლების შოუ. თავის პარტნიორ ადამიანთან ერთად, ის ცდილობს თავიდან აირიდოს მომავალი უბედურება...
ერთი ჩინელი ოჯახი გაიგებს, რომ მათ ბებიას დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დარჩენია და ისე, რომ არაფერი იცის, დაგეგმავს ქორწილს, რათა ერთად შიკრიბონ, მის გარდაცვალებამდე...
როზ პამფილე 21 წლისაა და ცდილობს თავი დააღწიოს მობეზრებულ გარემოს. როზი მუშაობას იწყებს დაზღვევის სააგენტოში, რომლის ქარიზმატული უფროსი იმედოვნებს, რომ მისი ახალი თანამშრომელი მანქანაზე სწრაფად ბეჭდვის ტურნირში გაიმარჯვებს.,,
ავიაკატასტროფის ზღვარზე ემა საკუთარ საიდუმლოებებს უცნობ ადამიანს გაუზიარებს. ან იქნებ ეს ადამანი უცნობი არც იყო? მოგვიანებით ის მისი კომპანიის ახალგაზრდა დირექტორს - ჯეკს ხვდება, რომელმაც მისი ცხოვრების ყოველი დამამცირებელი დეტალი იცის. დაფუძნებულია „ „ნიუ იორკ თაიმსის“ ბესთსელერზე.
ამერიკელი არტისტი ცხოვრობს ბოჰემური ყოფით პარიზში, ტომ ვორშოუ ცდილობს მიხვდეს მისი მწუხარე მოზრდილობის ეტაპის არსს, რამაც აირეკლა მისი ექსტრაორდინალური ბავშვობა...
ფილმი მოგვითხრობს სამი ჟურნალისტის ისტორიას, რომლებსაც დაავალებენ ერთი არასტანდარტული ადამიანისგან ინტერვიუს მიღებას, რომელმაც განაცხადა, რომ ეძებს მეწყვილეს დროში სამოგზაუროდ...
ფილმი, რომელიც ერთ ღამეში ეტევა, მოგვითხრობს ისტორიას მოზარდ გოგოზე, რომელიც კარგავს უმცროს ძმას ჰელოუინზე. სკოლის პოლიტიკური დებატების ვარსკვლავი, რომელსაც შეიყვარებს ფილმის გმირი, დაეხმარება ძმის პოვნაში..
ფილმის მთავარი გმირი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ძაღლია, რომელიც აღმოაჩენს თავისი ცხოვრებისა და არსებობის აზრს იმ ადამიანებზე დაყრდნობით, რომლებსაც მას შეხვედრიან...
ნიუ იორკში კოლეჯის სტუდენტი ალი და ნიჭიერი მხატვარი იმოგენი ერთამენთს ბარში შეხვდებიან. გზა ბედნიერებისკენ არც ისე მარტივია. პორნო ვარსკვლავი ცდილობს ალი ლოგინში ჩაითრიოს და დააშოროს ერთამენთს ახალგაზრდა წყვილი...
შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს, ტყის ბილიკზე მიმავალმა გოგონამ მელა შენიშნა. ის არ შეშინდა და ახლოს მივიდა. ასე დაიწყო მათი მეგობრობის საოცარი ისტორია...
ბრიტანელი წყვილი, რომელსაც სახიფათო მაფიოზის ვალი აქვს, ლას-ვეგასში გარბის. წყვილს გეგმა აქვს: მათ უნდა მოიპარონ ძვირფასეულობა, გადაიხადონ ვალები და დაიწყონ ცხოვრება თავიდან...
ბიჭი, რომელსაც ჯეფი ჰქვია სემინარიაში სწავლობს და მისი ფიქრები ქალებისგან შორსაა. მაგრამ, მამამისმა სიკვდილის ბოლო წუთს, მას დაუბარა, რომ აუცილებლად გაეგრძელებინა გვარის არსებობა... მამის ანდერძის სესასრულებლად, ჯეფმა სემინარიიდან გამოსვლა გადაწყვიტა. უწყინარი და მორცხვი ვაჟი, ბარიდან ბარში დადის და ქალს დაეძებს. შემდეგ კი - დასახმარებლად არატრადიციულ მედიცინას მიმართავს, თან გაზეთში ქალის გაცნობის შესახებ განცხადებას განათავსებს და ყველაფერ ამაში მას, მისი სიმპათიური მეგობარი, კეტი ეხმარება.
ლეონ ბრონსტეინი მემარცხენეთა საზოგადოებრივი ხასიათის ისტორიას იკვლევს და გადაწყვეტს, რომ ის ცნობილი რევოლუციონერის თანამედროვე გარდასახვაა და კონკრეტულ მოქმედებებზე გადადის...
პატრიკს ერთი პრობლემა აქვს: სამი, თავისი საუკეთესო მეგობარი, რომელიც ჰიპოჰონდრიკია. გაუგებრობის შედეგად, სამი ფიქრობს, რომ სიცოცხლის უკანასკნელი სამი თვე დარჩა. იგი სთხოვს პატრიკს მასთან ერთად წავიდეს მსოფლიოს სხვა კიდეში სამკურნალოდ...
ახალგაზრდა მამაკაცი ათი წლის მანძილზე რეგულარულად გადიოდა კურსებს რეაბილიტაციის ცენტრში. საბოლოო ჯამში იგი ბრუნდება მშობლიურ მხარეში, სადაც ათი წელია არ ყოფილა და შეხვდება ძმას თავისი ცოლით, რომელზეც დიდი ხანია შეყვარებულია...
ქეითი, ევი და ჩარლი მთელი ცხოვრების მეგობრები არიან. ისინი მოსაწყენი რუტინული ცხოვრებით ცხვორობენ. ერთ დღესაც გადაწყვეტენ ქეითის 30 წლის იუბილე აღნიშნონ. წვეულება უბრალო უნდა ყოფილიყო, ამგრამ მოულოდნელად ყველაფერი არაკონტროლირებადი გახდება...
"შმალადინი" - არის ფრანგული კომედიური ჟანრის ფილმის, სახელად - "ალადინის ახალი თავგადასავლის" მეორე ნაწილი - ალადინის და პრინცესას სამეფოს თავს ესხმიან, ალადინს გაქცევა მოუწევს და პრინცესა ტყვედ ჩავარდება. ალადინი ცდილობს ტყვეობიდან იხსნას მისი ცხოვრების სიყვარული...
ფიქრობთ, რომ იცით ალადინის ამბავი? ეს ასე არაა, თურმე ამ ამბავს კიდევ ბევრი უცნობი გვერდი აქვს. ჩვენ მოგითხრობთ ამ ამბავს სრულიად ახლებურად, მოგესალმებით ბაღდათის შუაგულში - განძის ქალაქი, რომლის ქუჩებში დაფრინავენ მფრინავი ხალიჩები, ჯადოქრები გთავაზობენ გაახალგაზრდავების ელექსირს, ხოლო ციხესიმაგრეში იტანჯება პრინცესა, რომელიც ზოგჯერ ფარულად გამოდის ქალაქში იმ დროს, როდესაც ქუჩებში მცველებს გაურბის მარჯვე ქურდბაცაცა - სახელად ალადინი…
სიუჟეტის კვანძი 2008 წლის პრეზიდენტის არჩევნების დროს იხსნება და მოგვითხრობს მანჰეტენიდან მოწვეული გოგონას ისტორიაზე, რომელსაც სამსახურში და კლიენტებთან, მეგობარი ბიჭის გამო, მუდამ პრობლემები აქვს...
მაქსი, აარონი და გლენი მხოლოდ საშუალო ან დაბალი დონის გოგონებთან ერთობიან. ბიჭებმა გადაწყვიტეს ისწავლონ როგორ მოხსნან ჰოლივუდის მაღალი კლასის ქალები. ისინი ხვდებიან ჰოლივუდელ კაზანოვას - ჯონი ეილაშს, რომელიც ასწავლის მათ როგორ მოიქცნენ. მაგრამ აქ არის ერთი პრობლემა, გოგონები ორგანიზებულები არიან, და აქვთ თავიანთი გაერთიანება...
ნიკ კელერს ამჟამად სულ სხვა საკითხები აწუხებს. ის ვერ ჩერდება ვერც ერთ სამუშაო ადგილას, და მისი ოჯახი - განსაკუთრებით მამინაცვალი გენრიხი და ძმა ვიქტორი - მას ერთ წარუმატებელ ტიპად თვლიან. მხოლოდ დედას ჯერ კიდევ სჯერა მისი. ფსიქიატრიულში დამლაგებლად მომუშავე ნიკი, უკანასკნელ წამს ლაილას თვითმკვლელობისგან გადაარჩენს, რაც მას გაუთვალისწინებელ შედეგებს მოუტანს: ლაილა ფარულად გაყვება თავის მშველელს და გამოეცხადება სახლის კართან. ღამის პერანგში და ფეხშიშველი. ნიკის ყველა მცდელობა ლაილა თავიდან მოიშოროს წარუმატებლად მთავრდება...
ფრანგ აგენტს ძალიან რთული დავალება აქვს, ის დაკარგავს სუნამოს, რომლის მეშვეობით შეგიძლია ადამიანს თავი შეაყვარო. მართალია ძალიან ხიფათიანი და დაბნეულია, მაგრამ ის მაინც მოხერხებულია და მზად არის ებრძოლოს ბოროტებას...
25 წლის ტურო ჩრდილოეთ ფინეთის პატარა სოფელში ცხოვრობს. მისი ერთადერთი გასართობი როკ ჯგუფში დაკვრაა, სადაც მეგობრებთან ერთად უკრავს. მათ არასოდეს ჰქონიათ კონცერტი და აი ეძლევათ შანსი დაუკრან ნორვეგიაში მეტალ ფესტივალზე. ისინი გადაწყვეტენ რადაც არ უნდა დაუჯდეთ წავიდნენ კონცერტზე...
ჰარი დინს აქვს მშვენიერი გეგმა - მოიპაროს ფასდაუდებელი ბიუსტი. გეგმის განხორციელება მისი მშვენიერი ცოლის ნიკოლის გარეშე წარმოუდგენელია. მას სწორედ მისი სილამაზე სჭირდება. მათ მოუწევთ კარგად მოინდომონ, რათა დასახულ მიზანს მიაღწიონ...
ჰეკი და რეიჩელი - ერთი შეხედვით იდეალური წყვილია. მათი ურთიერთობის განსამტკიცებლად უკვე საკურთხეველთან დგანან. მაგრამ ამ დროს რეიჩელი ხალხში ერთ ადამიანს დაინახავს, რომელიც მასში ეჭვს წარმოქმნის: ნამდვილად სწორი არჩევანი გააკეთა თუ არა?...
16 წლის სკოტი სახლიდან გაიქცევა გოგონასთან ერთად. განერვიულებული დედა თავის ძველ საყვარლებს დაურეკავს – წამატებულ ადვოკატს ჯეკ ლორენს და წარუმატებელ დრამატურგს - დეილ პატლის, ორივე მათგანს ეტყვის, რომ ზუსტად ისაა სკოტის ნამდვილი მამა...
ახალგაზრდა მწერალს რედაქციაში მოთხრობა მიაქვს. მისი განხილვის მოლოდინში გადის შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხული... მოთხრობას არათუ არავინ კითხულობს, მისი ყველა არსებული ეგზემპლარიც უკვალოდ ქრება. ამ დაწესებულებაში ყველა თავისი საქმით არის გართული: დირექტორი მუდამ გადარბენაზეა – თათბირიდან ბანკში, ბანკიდან შეხვედრაზე, შეხვედრიდან ბანკეტზე და ასე დაუსრულებლად, რედაქტორებიდან ზოგი ფრანგულს სწავლობს, ზოგი კერავს, ზოგი საუზმეს იმზადებს, ვიღაც შვებულებაშია, ვიღაც – მივლინებაში, სხვები ჭადრაკს თამაშობენ. ერთადერთი ადამიანი, ვინც ხელნაწერებს კითხულობს, მღებავია...
ფილმი სოფლის ცხოვრებას ასახავს. სიუჟეტის მთავარ ხაზს მარიტასა და გედიას სიყვარულის ამბავი წარმოადგენს. მშვენიერი მარიტა იძულებული გახდება მამის ნებას დაჰყვეს და შეძლებულ შეთეს მისთხოვდეს, თუმცა მისი გული დიდი ხანია გედიას ეკუთვნის. ფილმი გადაღებულია გიორგი ლეონიძის მოთხრობების კრებულის "ნატვრის ხე" მიხედვით...
ფილმი წარმოადგენს ადაპტირებულ ბესტსელერის ვერსიას, რომელიც დაფუძნებულია მედლინ სენთ ჯონის ნოველაზე. "ქალბატონები შავებში" კომედიური ჟანრის ფილმია, რომელშიც მოქმედება მიმდინარეობს 1959 წლის სიდნეიში. ეს არის საინტერესო და სახალისო ცხოვრება ქალბატონებისა, რომლებიც ერთ სამსახურში არიან დასაქმებულები...