კოლეჯის დამთავრების შემდეგ ბენჟამენ ბრედოკი ქალბატონ რობინსონთან ერთად სიყვარულის მახეში გაებმება. შემთხვევით იგი მამამისის ბიზნეს-პარტნიორის ცოლი აღმოჩნდება და ბენჟამენი აღმოაჩენს, რომ ამჯერად მას ქალბატონ რობინსონის თინეიჯერი ქალიშვილი, ელაინი უყვარს.
მეგი გეგმავს ბავშვის გაჩენას, რაც საფრთხეს უქმნის, როცა დაქორწინებული კაცი ჯონი უყვარდება. არამყარი ქორწინების ნგრევა დიდებული და შეუძლებელია ჯორჯიტისთვის....
ჰოლი პარკერი ცხოვრობს მზიან კალიფორნიაში ყველაზე შესანიშნავ მამასთან ერთად მთელ ქვეყანაზე, მისი თანატოლი ენი ჯეიმსი კი – ლონდონში მშვენიერ მოსიყვარულე დედასთან. პირველი ოცნებობს დედაზე, რომლის გარეშეც მას ძალიან უჭირს, მეორე კი ოცნებობს მამა ყავდეს. როდესაც გოგონები შემთხვევით შეხვდებიან საზაფხულო ბანაკში, მათ აქვთ, რა გაუზიარონ ერთმანეთს...
ჯეკ ფოული ყაჩაღია. მის სახელზე ორასამდე ბანკის დაყაჩაღებაა. ერთხელაც ციხიდან გამოქცეული ჯეკი მიხვდება, რომ ფულზე და ქონებაზე უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამეა. ეს მნიშვნელოვანი კი კარენ სისკოს გულის მონადირებაა... ის ჭკვიანი და მომხიბვლელი ქალია, მაგრამ სამწუხაროდ პოლიციის ოფიცერია...
ორი აფრიკელი ბიჭი, თეთრი რინო და შავკანიანი ზულუ მეგობრები არიან. 25წლიანი განშორების შემდეგ ისინი კვლავ ხვდებიან ერთმაეთს. იხსენებენ ბავშვობას, გაიტაცებენ ნახევარ მილიონ დოლარს და ცდილობენ დაემალონ პოლიციას...
ჩარლი ჩაპლინის პირველი მუნჯი ფილმი, მას შემდეგ რაც მან ხმოვან კინოში თავი დაიმკვიდრა. ისტორია ღატაკ მამაკაცზე, რომელსაც ყვავილების გამყიდველი ქალი შეუყვარდება. ფილმს დიდი წარმატება მოჰყვა და დღესდღეობით საკულტო კლასიკად არის მიჩნეული...
სწორედ მაშინ, როცა ჯორჯ ბენკსი როგორც იქნა შეეგუება საკუთარი ქალიშვილის ქორწილს, ახალ ამბავს გაიგებს - რომ მალე ბაბუა გახდება... და რომ მისი ცოლი ნინაც ბავშვს ელოდება. ერთდროულად შვილიშვილის და შვილის მოლოდინი, ჯორჯს აიძულებს შეცვალოს გეგმები...
მერი ფიორეს, სან ფრანცისკოს საქორწინო ცერემონიების წამყვან ორგანიზატორს, შემთხვევით მისი ოცნების მამაკაცი, პედიატრი სტივ ედისონი გადაარჩენს, მაგრამ მალევე გაირკვევა, რომ იგი მისი კლიენტის, მდიდარი ფრენ დონოლის საქმროა. სანამ მერი აგრძელებს საქორწინო ცერემონიის მზადებას, ის და სტივი იძულებულნი ხდებიან აღიარონ, რომ ერთმანეთი ძალიან მოსწონთ...
აფროდიტა, სიყვარულის და სილამაზის ქალღმერთი, ტულა პორტოკალოსის მიმართ არ არის კეთილგანწყობილი. ის უკვე 30 წელს გადასცდა და ჯერ კიდევ გაუთხოვარია. სათვალეებში და მოუვლელი თმით, ის კლიენტებს ემსახურება თავისი მრავალრიცხოვანი ნათესავების საოჯახო რესტორანში და გაქცევას ნატრობს ყველა ამ დეიდებისგან, ბიძიებისგან და ბებიებისგან.
როდესაც იგი იგებს, რომ მისი დიდი ხნის პლატონური მეგობარი, მაიკლ ონილი ცოლად კიმბერლი უოლასს, მაღალი წრის ქალს ირთავს, კვების მიმომხილველი კრიტიკოსი, ჯულიან პოტერი მიხვდება, რომ მაიკლის მიმართ წრფელი გრძნობები ამოძრავებს და წყვილის ქორწილის ჩაშლას გადაწყვეტს.
ელი ვუდსს ყველაფერი ჰქონდა. მისი სკოლის ქალური ორგანიზაციის პრეზიდენტობა, ჰავაის ტროპიკული გოგონას სახელი კამპუსის კალენდარში და ამ ყველაფრის გარდა ბუნებრივი ქერა იყო. ასევე კამპუსში საუკეთსო ბიჭთან დადიოდა და მიზნად ჰქონდა დასახული მისის უორნერ ჰანტინგტონ მესამე გამხდარიყო, მაგრამ უორნერს ერთი რამ აფერხებდა: ელი ზედმეტად ქერა იყო მისთვის...
ბრიტანული დინამიური კომედია ოთხი მეგობრის შესახებ, რომლებსაც დიდი ფული სჭირდებათ, მას შემდეგ რაც პოკერის საეჭვო პარტია წააგეს. ბრიტანული იუმორი, თავისებური გმირები და დაუჯერებელი სცენები - ამ ყველაფერმა რეჟისორ გაი რიჩის სახელი გაუთქვა.
საყვარელი და ცინიკური ფილმი მწერალ ფელტონ დილეინზე, რომელიც ბრუნდება თავის მშობლიურ ქალაქში და გაუფრთხილებლად ეწვევა ყველას, ვინც ოდესღაც მიატოვა: მშობლები, და და ყოფილი შეყვარებული…
პატარა მაწანწალას არ სურს უბრალო უმნიშვნელო ნაწილი იყოს წარმოების უზარმაზარ მეგა-მანქანაში, რომელიც ასე ძალიან ჰგავს ადამიანთა საზოგადოებას. ჩარლი ებრძვის სულელ მდიდრებს, ყოვლისშემძლე პოლიციელებს, წარმოების უსულო უფროსებს...
ორი თორმეტი წლის დაქალი მთელ თავისუფალ დროს ატარებენ კლუბში ზღვის სანაპიროზე. ერთხელაც შტორმის შემდეგ კლუბის აუზში ისინი შემთხვევით პოულობენ ქალთევზას სახელად აკვამარინი. მოკლე დროში ქალთევზას უყვარდება ახალგაზრდა ბარმენი და სთხოვს გოგონებს შეხვედრა მოუწყონ მასთან...
სთენი პანიკაშია - მას თაღლითობისათვის ციხე ემუქრება და ძალიან ეშინია ციხეში ყოფნის. სთენი დახმარებისათვის საბრძოლო ხელოვნების ოსტატს მიმართავს, რათა მან თავდაცვის ილეთები შეასწავლოს...
ბავშვობის მეგობრების, ებისა და სემის ისტორია. ისინი რვა წლის ასაკიდან მეგობრობენ, მაგრამ ცხოვრება მათ განშორებას უწყობს. ების ასწავლის სემს, როგორ უნდა იცხოვროს მის გარეშე, მაშინ როდესაც სემი ასწავლის ების, როგორ უნდა მოკვდეს.
კონკრეტული გეგმა, რომელიც ქალმა თავისი შეყვარებულის მიმართ შეიმუშავა და რომელიც ირლანდიური ტრადიციის მიხედვით ქალისგან ქორწინების შეთავაზებას მხოლოდ ნაკიან დღეს გულისხმობს, შესაძლოა ჩაიშალოს ამინდის გამო. ფრენა დუბლინის მიმართულებით მოსალოდნელია გადაიდოს. თუმცა, სასტუმროს მეპატრონის დახმარებით საბოლოოდ ანას მაინც უჩნდება შანსი სასურველ შედეგს მიაღწიოს და დაინიშნოს...
ჰერიეტი ყოფილი ბიზნეს ლედია, რომელიც ცდილობს აკონტროლოს ყველაფერი მის გარშემო. იგი საკუთარი ნეკროლოგის დაწერას გადაწყვეტს. ახალგაზრდა ჟურნალისტი ამოცანად დაისახავს სიმართლის გაგებას...
ახალგაზრდა ქსავიეს მოსწყინდება მშობლიურ პარიზში და ბარსელონაში მიდის, სადაც ექვს სხვა ახალგაზრდასთან, რომლებიც მთელი ევროპიდან არიან, ერთად ცხოვრობს. ისინი სიყვარულის და მეგობრობის საერთაშორისო ენაზე საუბრობენ...
როდესაც ბენუა ბრისეტის გვამს კვებეკის და ონტარიოს საზღვარზე, ბილბორდზე იპოვნიან, ამ საქმის გამოძიება ორ პოლიციელს მოუწევს. მიუხედავად იმისა, რომ მათ აბსოლუტურად განხვავებული სტილი, შემართება და სალაპარაკო ენა აქვთ, მონრეალელი დევიდ ბუშარი და ტორონტოელი მარტინ უორდი იძულებულები არიან ითანამშრომლონ...
ორი ლამაზი მეგობარი გადაწყვეტს ყოველდღიურობას გაექცეს და ტროპიკულ მოგზაურობაში მიდის. სამწუხაროდ მათი თვითმფრინავი უამინდობის გამო კურსს იცვლის. მათ ერთი სიმპატიური მამაკაცის გამო მოუწევთ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს...
რა უნდა მოიმოქმედო იმ შემთხვევაში, თუ შენი საყვარელი შენივე ქორწილის ორგანიზატორია? ილოცო, რომ ის შენს საცოლეს არ დაუმეგობრდეს. მატიასს ძალიან ცოტა დრო დარჩა, რათა ორიდან ერთი აირჩიოს...
უორდმა და ბუშარდმა უნდა გამოიძიონ მანქანის გატაცება, მაგრამ ეს ასეთი მარტივი დანაშაული არაა. აღმოჩნდება, რომ მოპარული მანქანა დაგეგმილი ტერორისტული აქტის ნაწილია...
ბილის სახლში ძველი მეგობრები იკრიბებიან ღვინის დასალევად და სასაუბროდ. საღამო მშვენივრად მიმდინარეობდა იქამდე, სანამ ბილმა რაღაც ისეთი განცხადება არ გააკეთა, რომელმაც ყველას გაუფუჭა ხასიათი. ახლა ძველი მეგობრები მზად არიან ერთმანეთს ყელში ეცნენ, როგორც გადატანითი ასევე პირდაპირი მნიშვნლეობით.
ვიეტნამში საზღვაო ქვეითებში მსახურებიდან 30 წლის შემდეგ ლარი შეპერდი კვლავ ხვდება მის მეგობრებს სალ ნილონს და რიჩარდ მიულერს, რათა დაკრძალოს მისი ვაჟი, რომელიც ერაყის ომში მოკლეს...
მეორე მსოფლიო ომის დროს, იტალიაში, საკონცენტრაციო ბანაკში აგზავნიან ებრაელ მამა-შვილს. როგორ დაიცვას მამამ პატარა შვილი, სასტიკი ომის რეალობისგან. ის მთელ თავის წარმოსახვის უნარს იყენებს იმისათვის, რათა დაიცვას საყვარელი ადამიანები. ბანაკში მამა ეუბნება შვილს, რომ ყველაფერი ეს დიდი თამაშია და მთავარი პრიზი შეხვდება იმ ბიჭს, რომელიც შეძლებს და თვალში არ მოხვდება ზედამხედველებს. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ბიჭუნას დაეჯერებინა მისი ამბავი და ცოცხალი გადარჩენილიყო...
ჰარი და სალი ერთმანეთს დაბადებიდან იცნობენ. ისინი ერთად სწავლობდნენ, დადიან ერთმანეთის დასახმარებლად სხვადასხვა რთული სიტუაციების დროს, ახლობელი ადამიანს ძებნაში ეხმარებიან ერთმანეთს. მაშინაც, როდესაც ცხოვრება მათ დააშორებს, ბედისწერა კვლავ შეახვედრებს. ისინი საუკეთესო მეგობრები არიან თითქოს ათასი წელია. ორივეს ტანჯავს ერთი და იგივე კითხვა: იქნებ მეგობრებზე მეტი უნდა გახდნენ ერმანეთისთვის?
1982 წლის რბოლის "ტურ დე ფარმასის" ისტორია, რომელშიც თითქმის ყველა მონაწილე დოპინგს იყენებდა. ისინი თითქოს ამორალურობაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს...
40 წლის გაუთხოვარი ქალი ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაორსულდება. 7 წლის შემდეგ იგი საუკეთესო მეგობარს შეხვდება, რომელიც აქამდე საიდუმლოს მალავდა: ბავშვის მამა სწორედ ის არის...
ამბავი მოზარდების ჯგუფზე და მათ მშობლებზე, რომლებიც ცდილობენ გაიგონ, თუ როგორ შეცვალა ინტერნეტმა მათი ურთიერთობა, კავშირი, თვითშეფასება და ერთმანეთის სიყვარული...
საკუთარ თავში დარწმუნებული მარტოხელა ფერმერი ქალების მიმართ უხეში და აგრესიულია და ძალიან ბედნიერია ცხოვრებით, რომელშიც ქალები არ არიან. ერთ მის ცხოვრებაში ერთი მეტად ლამაზი და სექსუალური ქალი შემოიჭრება, რომელიც შეეცდება ჭირვეული მამაკაცი მოარჯულოს...
საუკეთესო მეგობრები ჯულიენი და სოფი ზრდასრულებიც განაგრძობენ მათი ბავშვობის თამაშს – ვინ უფრო საშიშ საქციელს ჩაიდენს. ეს თამაში მათ ეხმარებათ აარიდონ თავი იმ ფაქტს, რომ სინამდვილეში ერთმანეთისათვის არიან შექმნილები.
ინსპექტორი ლი და დეტექტივი კარტერი ჰონგ კონგში მიემგზავრებიან დასასვენებლად, მაგრამ ამერიკის საელჩოს თანამშრომლების მკვლელობა აიძულებს მათ კვლავ საქმეს მოჰკიდონ ხელი...
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ულამაზესი ციხესიმაგრეების, გამოქვაბულების, უკიდეგანო ოკეანეების, ტყეების და მთების სამყაროში. შეყვარებულის გადასარჩენად, მამაცი გმირი წარმოუდგენელ დაბრკოლებებს გადალახავს...
"ფრანგული კოცნა" რეჟისორ კასდანის საუკეთესო ნამუშევარია კინოფილმ "პირადი მცველის" შემდეგ. სიუჟეტი ეხება შეყვარებულ წყვილს და ქალს, რომელიც პარიზში გაფრენას ცდილობს, რათა მისი საქმრო საქმიანი მოგზაურობიდან დააბრუნოს და ცოლად გაჰყვეს მას. გზად, მისდა უნებურად, ის ძვირფასი კონტრაბანდის გადამტანი ხდება, რის გამოც ქურდი მამაკაცი მთელი მოგზაურობის მანძილზე აედევნება.
მანჰეტენზე ლიმუზინის მძღოლად მომუშავე ალფის ულამაზესი ქალები ახვევია გარშემო, რომლებთანაც მხოლოდ თითო ღამის ურთიერთობები აქვს. მისი საუკეთესო მეგობრები, მისი კოლეგა მარლონი და მისი მეგობარი გოგონა ლონეტი არიან. ალფის მსუბუქი რომანი აქვს ლონეტთან რაც არასასურველ შედეგებს გამოიწვევს...
ნიუ-იორკის ხმაურიანი, გიჟური ცხოვრებისგან და ეზენჰაუერის დროინდელი ამერიკის ეპოქის თემების გარჩევისგან დაღლილი მოხეტიალე ჟურნალისტი პოლ კემპი პუერტო რიკოს ერთ-ერთ კუნძულზე მიემართება, სადაც სან-ხუანის ადგილობრივი გაზეთისთვის სტატია უნდა დაწეროს. აქ იგი მიმზიდველ ამერიკელ ქალს, შენოს და მის უძრავი ქონებით უკანონოდ მოვაჭრე საქმროს, სანდერსონს გაიცნობს. კემპი სწორედ აქ იპოვნის მის ნამდვილ მოწოდებას გახდეს მწერალი...
უმაღლესი ლიგის პროფესიონალი ფეხბურთელები გაიფიცებიან, ხელფასის მომატების მოთხოვნით. მათთვის ჭკუის სასწავლებლად ახალი მწვრთნელი დუბლიორების გუნდს აგროვებს...
ჯეკი მღელვარე, იპოჰონდრიკი ნიუ-იორკელია რომელიც მის თავისფლებისმოყვარე და მსუბუქი ხასიათის მქონე პარიზელ შეყვარებულთან მარიონთან ერთად დასასვენებლად ევროპაში ჩადის. მაგრამ როდესაც მათ მარიონის მშობლიურ ქალაქში 2 დღით გაჩერება მოუწევთ, ეს რომანტიული მოგზაურობა სხვა რაღაცას ემსგავსება, რადგან ჯეკი მარიონის სექსუალურ გარყვნილებას და მის უცნაურ ოჯახს აღმოაჩენს...
ფილმში მოთხრობილია ისტორია კოლეჯის მეგობრების შესახებ, რომლებიც მათი ინგლისური ლიტერატურის ლექტორს დაუახლოვდებიან. პროფესორი ქითინგი ბიჭებს საიდუმლო საზოგადოების შესახებ უყვება, რომლის წევრებიც საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს არღვევდნენ. ის ხელს უწყობს თავის მოსწავლეებს, იცხოვრონ თითოეული დღით და იპოვნონ თავიანთი გზა ცხოვრებაში...
გლამურული ქალი ბრუნდება მშობლიურ ქალაქში, რომელიც ბავშვობაში დატოვა, რადგან მკველობაში დასდეს ბრალი. ადგილობრივები თავიდან არ იღებენ მას, მაგრამ ის მათ ნდობას მოიპოვებს...
ბილი, პედი, არჩი და სემი მთელი ცხოვრებაა მეგობრობენ. ბილი, როგორც იქნა გადაწყვეტს ცოლი მოიყვანოს და ქორწინებამდე წვეულების გასამართავად მეგობრებთან ერთად გასართობად მიემგზავრება ლას-ვეგასში...
კერი, შარლოტა და მირანდა დაოჯახებულები არიან, მაგრამ კვლავ არ კარგავენ ხალისს და ძველებურად მეგობრობენ. სამანტას ეძლევა შანსი დაუვიწყარ მოგზაურობაში წავიდეს, სადაც მეგობრებიც მიჰყავს. უსასარულო მხიარულება, მოდა და ნამდვილი მეგობრობა: "სექსი დიდ ქალაქში–2" კვლავ გვჩუქნის ამას...
ამ ფილმის გმირი, ჩაკ ნოლანი, - საფოსტო სამსახურის 'ფედერალ ექსპრესის' თანამშრომელია. ჩაკი - გამოუსწორებელი პედანტია. ნოლანის ცხოვრება, მაღალთანამდებობიანი ინსპექტორის ისეთი გადატვირთულია, რომ არც პირად ცხოვრებაზე რჩება დრო, არც საყვარელი ქალისთვის... მაგრამ დაუნობელმა ბედისწერამ აიძულა ნოლანი სხვანაირად შეხედოს თავის სიცოცხლეს... თვითმფრინავი, რომლითაც მიფრინავს ჩაკი, ოკეანეში ჩავარდება. ჩაკი, ერთადერთი გადარჩენილი კატსტროფიდან, უკაცრიელ კუნძულზე ხვდება. აქ ნოლანს მოუწევს დიდი ხნის გატარება სასტიკ ბრძოლაში სიცოცხლის გადასარჩენად...
სიმპსონები – ყველაზე ცნობილი ოჯახია მსოფლიოში. ახლა კი ისინი დიდ ეკრანზე წარსდგებიან თავიანთი უჩვეული და საინტერესო ისტორიებით, რომელიც სახალისოა როგორც ბავშვებისთვის ასევე უფროსებისათვის…