შავი კომედია, საშუალო სკოლის პედაგოგი მეგობრების, ისტორიის პროფესორის, ფსიქოლოგის, ეკონომისტის და ფიზიკოსის შესახებ, რომლებიც საკუთარ თავზე რევოლუციური სამეცნიერო თეორიის შემოწმებას გადაწყვეტენ. მათი აზრით დაბადებიდანვე ადამიანი სისხლში ალკოჰოლის ნაკლებობას განიცდის. დილით ღვინო, შუადღისას ლუდი, საღამოს ვისკი. თავიდან ყველაფერი მართლაც კარგად მიდიოდა, მუშაობა ყოველდღე უფრო პროდუქტიული ხდებოდა თუმცა, მალე ცხადი გახდა, რომ ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის...
სპანჯბობის საყვარელი მეგობრის ლოკოკინა გერის გატაცების შემდეგ, ის და პატრიკი ეპიკურ თავგადასავალში ერთვებიან და გერის დასაბრუნებლად დაკარგულ ქალაქ ატლანტიდაში მიემგზავრებიან...
ფილმის სიუჟეტი ნათლიდედის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც თავს არ ზოგავს რათა აღსაზრდელს შესაბამისად მოუაროს. მალე ის აღმოაჩენს, რომ გოგონა უკვე დიდია, და ის სულაც არ არის ჩვეულებრივი ახალგაზრდა ქალი...
შეყვარებულის ოჯახთან პირველი შეხვედრა როგორც წესი რთულია, გეგმავ, თუ როგორ შეხვდე მათ და როგორ დაესწრო მათ ყოველწლიურ საშობაო ვახშამს, თუმცა შემდეგ აანალიზებ რომ გოგო ლეზბოსელია, ეს კი საქმეს უფრო ართულებს...
უილი ოჯახისგან გაქცევის გზას ეძებს, რა დროსაც გადაეყრება თანასკოლელ მჩაგვრელ ლის. ვიდეო კამერით და რემბოს ფირით შეიარაღებული ლი გეგმავს გადაიღოს საკუთარი მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმი.
მთავარი გმირის, 26 წლის გოგონას ცხოვრება თავდაყირა დგება მას შემდეგ, რაც მისი ქურდი მშობლები მათ ბანდაში ახალ წევრს იწვევენ. ახლა მათ ახალ გეგმაზე მუშაობა ერთად მოუწევთ.
მეგატვინი და მისი მუდმივი მტერი, მეტრომენი უცხოპლანეტელები არიან, რომლებიც თავისი მშობლიური პლანეტებიდან კრიზისის დროს გამოაგზავნეს. ბოროტმოქმედის როლში შესული მეგატვინი მეტრომენთან ბრძოლაში მუდმივად მარცხდება. ამ ორთაბრძოლებს ბოლო არ უჩანს, სანამ მეგატვინი მზის ენერგიით მომუშავე სატელიტით არ მოკლავს მეტრომენს, მისი მორიგი მზაკვრული გეგმის განხორციელებისას. მეტრომენის აჩრდილისგან განთავისუფლებული მეგატვინი მეტრო სიტის ხელში ჩაგდებას იწყებს და თან ავისმომასწავებელი თავისუფლებით ტკბება. გადის დრო და იგი ხვდება, რომ მტრის დაკარგვასთან ერთად ცხოვრების მიზანიც დაკარგა...
როდესაც მოკრძალებული და მშვიდი Uber-ის ტაქსის მძღოლი, სახელად სტიუ, მოულოდნელად აღელვებულ მგზავრს, ვიკის აიყვანს, რომელიც დაუნდობელი მკვლელის ცხელ კვალზე მდევარი პოლიციელი აღმოჩნდება, იგი მისი მძევალი გახდება, რომელსაც უნებლიედ გიჟური დევნის ეპიცენტრში ჩაითრევს. მთავარი გმირი მტკივნეული გამოცდის წინაშე დგება, სადაც ის სასოწარკვეთილი ცდილობს მისი გონებამახვილობა, სიცოცხლე და მისი ხუთვარსკვლავიანი მძღოლის რეიტინგი შეინარჩუნოს...
ახალგაზრდა დედას, მისი ქარიზმატული ფლეიბოი მამა ეხმარება ოჯახური პრობლემების მოგვარებაში, რომელიც ამასათანავე საკუთარ შეხედულებებსაც გადასინჯავს ცხოვრების შესახებ...
ჰუბი დიუბუა, რომელსაც უბრალოდ სიგიჟემდე უყვარს მშობლიური ქალაქი და მისი ტრადიციული დღესასწაული - ჰელოუინი, ქალაქში მუდამ დაცინვის ობიექტია, მაგრამ წელს, განგება მას რაღაც მნიშვნელოვანს უმზადებს.
სკუბი-დუს და შაგის საყვარელი დღესასწაულზე კარს მოადგათ! მაგრამ მეგობრებს საინტერესო თავგადასავლები კვლავაც არ ანებებთ თავს - მათ კიდევ ერთი მისტიური ამბის გამოძიება მოუწევთ.
სკუბი-დუ და მისი მეგობრები ამჯერად მისტიურ კუნძულზე აღმოჩნდებიან რომელზეც ზომბების გამოჩენა უკვე აღარავის უკვირს. როგორც ყოველთვის, მეგობრები საქმის გამოძიებას იწყებენ...
მონსტრაპოკალიფსიდან 7 წლის გასვლის შემდეგ მთავარი გმირი ჯოელ დაუსონი სხვა გადარჩენილებთან ერთად მიწისქვეშ ცხოვრობს, ხოლო ღია ცის ქვეშ სამყაროში გიგანტური არსებები ბატონობენ...
როგორც ყოველთვის, სკუბი-დუ და მისი მეგობრები ამჯერადაც დიდ გაუგებრობაში ეხვევიან. ახლა მათ მოუწევთ ფრედის ბიძის სამზარეულო გურმანის მოჩვენებისგან დაიცვან.
ფილმი პატარა თაგუნას, სტიუარტ ლითლის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც როგორც იქნა თავს აღწევს ბავშვთა სახლს და ნამდვილ ოჯახში მიდის საცხოვრებლად, სადაც მას მრავალი კომიკური თავგადასავალი ელოდება.
ივანს, უზარმაზარ გორილას ძალიან ცოტა რამ ახსოვს საკუთარი წარსულიდან. ის სტელას, სპილოს და ასევე ბობის, ძაღლის დახმარებით ცდილობს მეხსიერებაში ღრმად ჩამალული ფაქტების გახსენებას.
მას შემდეგ, რაც ქოულმა სატანურ კულტზე გაიმარჯვა, რომელსაც მისი ძიძა ხელმძღვანელობდა, ორი წელი გავიდა და ახლა იგი სხვა კოშმარშია - ეს სკოლაა. წარსულის დემონებიც არსად წასულან - ჯოჯოხეთად უქციეს ცხოვრება...
კომედიური და სათავგადასავლო ჟანრის მულტიპლიკაცია მოგვითხრობს ისტორიას, თუ როგორ იკვლევს ცნობილი დეტექტივი შერლოკ ჰოლმსი ბაღის გნომების, რომეოსა და ჯულიეტას და სხვა ბაღის ორნამენტების უცნაური გაუჩინარების ამბავს.
მიკი მაუსს, დონალდ დაკს და გუფის არაფერი სურთ გარდა იმისა რომ დედოფალს ემსახურონ და მისი სახელით დედამიწის ზურგზე საგმირო საქმეებით გაითქვან სახელი, მაგრამ მიზნის შესრულებაში მათ მუშკეტერი სახელად პიტი უშლის ხელს.
ენდი, თავისი ყოფილი მენტორის და “ჯადოსნური ბანაკის“ მფლობელის - როეი პეტერსონის დაჟინებული თხოვნით თავის ახალგაზრდობისდროინდელ ბანაკში კონსულტანტად ბრუნდება, კარიერული წინსვლის იმედით...
ფილმის სიუჟეტი კოლეჯის მოსწავლის, ელი ევანსის გარშემო ვითარდება. ბიჭი, რომელთანაც მან მთელი ზაფხული გაატარა, ახლა უნივერსიტეტში სწავლობს, ელის კი მხოლოდ დისტანციური ურთიერთობით შეუძლია შემოიფარგლოს. ამას ისიც ემატება, რომ გოგონა ძალზედ მომხიბვლელ მარკოს გაიცნობს.
ამჯერად ანიმაციაში მთავარი როლი პეტჩს ეთმობა, რომელიც 101 დალმატინელიდან თავს სრულიად მარტოდ გრძნობს, რაც მას ძალზედ აწუხებს. ერთხელაც, მას დალმატინელები სრულიად მარტო ტოვებენ, რა დროსაც პეტჩი თავის კუმირს, სანდერბოლტს ხვდება.
ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებული თაღლითი მეგობრები – ედი და პოლი, ნიუ-იორკის იაფასიან სასადილოში იწყებენ მუშაობას. გმირებს კარგად ესმით, რომ ახლა ისინი იძულებულნი არიან ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე უმწეო არსებობის ჭაპანი წიონ. თუმცა, ერთ დღეს, ყველაფერი შეიცვლება და მეგობრებს ადვილი საქმის და გამდიდრების იღბლიანი შანსი მიეცემათ, როდესაც მათ სასადილოში ბრიტანელი კეტრინ რუკვუდი შევა, რომელიც ყოფილ პატიმრებს ლონდონში წასვლას სთავაზობს, რათა იქ მოიპარონ უნიკალური ძვირფასი ქვა, ცნობილი, როგორც – ლურჯი იგუანი.
Scott has been a case of arrested development since his firefighter dad died. He spends his days smoking weed and dreaming of being a tattoo artist until events force him to grapple with his grief and take his first steps forward in life.
ბილი ბეტსონი, 10 წლის ბიჭუნა რომელიც სულ ერთ წამში შაზამად იქცევა! მალე მასთან სხვა სუპერგმირები, ბეტმენი და ვონდერვუმენიც გამოჩნდებიან რათა ბილი თავის გუნდში მიიწვიონ.
წარმოიდგინეთ, რომ დედამიწაზე ჩამოსული უცხოპლანეტელების წინააღმდეგ საბრძოლველად არც მეტი, არც ნაკლები უფროსკლასელები, ზომბები და ვამპირები ერთიანდებიან რათა დედამიწაზე მათ ბატონობას წინ აღუდგნენ.
უდარდელი ნაილსი და ფრეილინა სარა შემთხვევით ქორწილში შეხვდებიან ერთმანეთს პალმ სფრინგზსში. საქმე რთულდაა, რადგან არ შეუძლიათ თავი დააღწიონ ამ ღონისძიებას და ერთმანეთს...
ჯეკ დიბსის კომიქსების სამყარო ძალიან მრავალფეროვანია. ის სავსეა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პერსონაჟებით. დიბსი აღმოაჩენს, რომ მის მიერ შექმნილი სამყარო რეალურ სამყაროსთანაა დაკავშირებული, ხოლო გამოგონილი პერსონაჟები კი მალე რეალურ სახეს მიიღებენ...
ლარსსა და სიგრიტს, ამბიციურ და ენთუზიასტ მუსიკოსებს, შესაძლებლობა მიეცემათ საკუთარი ქვეყანა წარმოადგინონ მოფლიოს უმნიშვნელოვანეს სიმღერის კონკურსზე. ამით მათ შესაძლებლობაც ეძლევათ, ისიც დაამტკიცონ, რომ ნებისმიერი ოცნებისთვის ღირს ბრძოლა...
ფილმი მოგვითხრობს ორ ყოფილ ბოქსიორზე, რომლებიც დაბრუნდნენ რინგზე ფინალური მატჩისთვის, რომელიც გადაწყვეტს მათ შორის ყველაფერს და წერტილს დაუსვავს მათ კონკურენციას...
ფოფი და ბრენჩი აღმოაჩენენ, რომ მხოლოდ ისინი დარჩნენ ტროლთა იმ 6 ტომიდან, რომელიც მიმოფანტულია ექვს სხვადასხვა მხარეს და წარმოადგენენ ექვს სხვადასხვა ჟანრის მუსიკას. მძიმე როკის სამეფოს დედოფალ ბარბს, სურს გაანადგუროს ყველა სხვა ჟანრი, რათა როკი იყოს უზენაესი მუსიკა. მსოფლიოს ბედით დამწუხრებულნი, ფოფი და ბრანჩი სხვა ტროლების მოსაძებნად და გასაერთიანებლად გაეშურებიან, რათა საერთო ძალებით წინ აღუდგნენ ბოროტი დედოფლის ზრახვებს...
უმაღლესი სკოლის მოსწავლე დიზი ერთ-ერთი უღბლოთაგანია, რომელიც არაფერს არ წარმოადგენს სხვების თვალში. სკოლაში დიდი დამცირების შემდეგ, იგი გადაწყვეტს შეცვალოს თავისი ცხოვრება და გაიაროს "ცუდი ბიჭები" - ის სკოლის გაკვეთილები...
როდესაც რანგოს ოჯახიდან შორს წაიღებს ქარი, ის აღმოჩნდება უდაბნოს ქალაქში. ქამელეონ რანგოს ძალიან უნდა გახდეს გმირი, ის ქალაქელების უკანასკნელი იმედია. შერიფი რანგო ცდილობს დაიცვას მცხოვრებნი ბოროტმოქმედებისაგან...
მათემატიკის პროფესორს ქალებში არ უმართლებს. ის გაზეთში აქვეყნებს განაცხადს, რომლის საშუალებითაც ფილოგს გაიცნობს. ის დედის კალთასაა ამოფარებული. თუმცა მოულოდნელად იწყებს გაპრანჭვას. გადაწყვეტს, დაკავდეს სპორტით, ისწავლოს მაკიაჟის გაკეთება და გადაიქცეს სექსუალურ და საინტერესო ქალად...
მაჩეტე ყოფილი მექსიკელი ფედერალია, რომელსაც საკუთარი თამაშის წესები აქვს და არავის არ უწევს ანგარიშს. იგი შემთხვევით ნარკობარონს - ტორესს გადაეყრება და ტეხასში ამოყოფს თავს, სადაც მას სენატორი მალაგლინის მოკვლის სანაცვლოდ კარგი ფულის გაკეთებას სთავაზობენ, მაგრამ საქმე ცუდად მიდის და მაჩეტე ხვდება, რომ მახეში გაება...
წყვილი ურთიერთობის განმსაზღვრელ პერიოდს გადის, როდესაც უნებლიედ მკვლელობის იდუმალებით მოცულ საქმეში გაეხვევიან. ისინი თავიანთი უდანაშაულობის გამოაშკარავების ექსტრემალურ და ხმაურიან გზას გადიან, რა დროსაც უნდა შეეცადონ როგორღაც გადარჩნენ და იხსნან მათი ურთიერთობა...
ძაღლი ზედმეტსახელად ვოლტი მთელი თავისი ცხოვრება სატელევიზიო სერიალის გმირია. ამ სერიალში ის სუპერძაღლს ასახიერებს, რომელიც მუდმივად იბრძვის კაცობრიობის გადასარჩენად და ამისთვის თავის ზებუნებრივ შესაძლებლობებს იყენებს. თავად ვოლტს სჯერა, რომ ის ზებუნებრივი შესაძლებლობების პატრონია და ფრენაც შეუძლია. როდესაც ვოლტი ხიფათით სავსე ქალაქში აღმოჩნდება მას გონია, რომ ეს სატელევიზიო სერიალის მორიგი ეპიზოდია…
ფილმი მოგვითხრობს მსოფლიოში ყველაზე საშიშ ნარკო ბარონ პაბლო ესკობარსა და კოლუმბიელ ჟურნალისტ ვირჯილია ვალეოს სიყვარულის შესახებ, რომელიც ქვეყანას შუაზე გახლეჩს...
იმაში დარწმუნებულნი, რომ აღმზრდელი არ ჭირდებათ და საკუთარ თავს თავად მიხედავენ, ბავშვები ეგოისტი მშობლების სახლიდან გასტუმრებას გეგმავენ. ამის შემდეგ ისინი შეეცდებიან ოჯახის ნამდვილ მნიშვნელობას ჩასწვდნენ...
ექიმს ტეს კოლმანს და მის თხუთმეტი წლის ქალიშვილს - ენს, ცხოვრებაზე სხვადასხვა შეხედულებები აქვთ. მათი გემოვნება განსხვავდება ყველაფრის მიმართ – მოდის, მუსიკის, მათ სხვადასხვა ტიპის მამაკაცები მოსწონთ. ერთხელაც ხუთშაბათს მათი უთანხმოებები აპოგეას წვდება. ტესს საერთოდ არ ესმის ქალიშვილის მუსიკალური გემოვნება, ენი კი ვერ იტანს დედის მეგობარ მამაკაცს და აქტიურად ეწინააღმდეგება მათ დაქორწინებას. მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი ყველაზე ჯადოსნური გზით იცვლება. პარასკევს ორი შეურიგებელი მტერი აღმოაჩენს მოულოდნელად, რომ სხეულებით ერთმანეთი შეცვალეს. ტესი და ენი ერთმანეთს სულ სხვა თვალით შეხედავენ და ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გაუჩნდებათ. მაგრამ ეს ცოტაა: ბედისწერა ოჯახს ახალ გამოცდას უმზადებს. შაბათს ტესის ქორწილია, და ეს პიკანტურობას შემატებს ჩვენი ორი გმირის ურთიერთობას...
სკუბი და მისი მეგობრები ყველაზე რთული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდებიან: უნდა გამოააშკარაონ, თუ რას უპირებს ძაღლი ცერბერუსი სამყაროს. ძაღლოკალიფსის შეჩერების პროცესში აღმოაჩენენ, რომ სკუბი დიდებული მისიისთვის არის შექმნილი...
ორი თინეიჯერი დაქირავებული მკვლელი მიდის მორიგ დავალებაზე, მათ ჰგონიათ, რომ ეს დავალება მარტივია და სწრაფად გაართმევენ თავს, თუმცა ყველაფერი გაცილებით უფრო რთული აღმოჩნდება...
ქეითი ახალგაზრდა ქალია, რომელიც ცუდი გადაწყვეტილებების მიღების ოსტატია. მისმა წინა პაემანმა საშინლად ჩაიარა. გოგონა სავაჭრო ცენტრში სანტას ელფად იწყებს მუშაობას, სადაც ტომს გაიცნობს. მისი ცხოვრება შეიცვლება, თუმცა ქეითი ფიქრობს, რომ ყველაფერი ზედმეტად კარგად მიდის...
ოჯახური კომედია გამოცდილი CIA-ის აგენტის, ჯეიჯეის შესახებ, რომელსაც წარუმატებელი მისიის შემდეგ სამსახურში დააქვეითებენ. ერთ დღეს ძალიან ჭკვიანი და ეშმაკი ცხრა წლის გოგონას, სოფის შანტაჟის მსხვერპლი გახდება, როდესაც მას მისი დედის სათვალთვალოდ გააგზავნიან. მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დადგება, როცა სოფი მის სახლში ფარულ კამერებს აღმოაჩენს, თავალთვალის საიდუმლო ოპერაციის მიმდინარეობის ადგილმდებარეობის გამოსავლენად, გოგონა საკუთარ ტექნიკურ ცოდნას იყენებს...
ისინი - ერთმანეთის სრული წინააღმდეგობაა. მათგან ერთერთი სამაგალითო მეოჯახეა, რომელსაც არც ისე ბევრი ფული აქვს, მეორე კი მდიდარია და უცოლო. მეგობრობის გარდა მათ პოლიციაში მუშაობა აერთიანებს. მათი ახალი დავალებაა - დაიჭირონ სასტიკი ბოროტმოქმედი, რომელმაც ნარკოტიკები მოიპარა საიდუმლო საწყობიდან, ასევე გოგონა გადაარჩინონ, რომელიც შემთხვევით ამ ბოროტმოქმედის გზაზე აღმოჩნდა, მაგრამ ამისათვის მეგობრებს ადგილების გაცვლა მოუწევთ...
ინგლისელი მწერლის, ჰიუ ჯონ ლოფტინგის ბავშვთა რომანის უჩვეულო ინტერპრეტაცია ექსცენტრიული ექიმი-ვეტერინარის ჯონ დულიტლის შესახებ, რომელიც სახალისო და მომხიბლავ ამბავს მოგვითხრობს, თუ როგორ აღმოაჩინა მისთვის მოულოდნელად უბრალო ექიმმა, რომ მას ცხოველების ენის გაგება და მათთნ ლაპარაკი შეუძლია. ახლა ყველაზე არაპროგნოზირებადი თავგადასავლების და მოგზაურობის დროს, მისი ახლო მეგობრები და თანამებრძოლები შინაური ცხოველები გახდებიან…
ინდოელი თაღლითის უჩვეულო მოზაურობის ისტორია, რომელიც მისი მშობლიური სოფლის რაჯასტანის მთელ მოსახლეობას ეშმაკურად დაარწმუნებს, რომ ის ჯადოსნურ შესაძლებლობებს ფლობს, და მათ პარიზში წასასვლელი თვითმფრინაის ბილეთის ყიდვას აიძუელბს – და ეს ყველაფერი ერთი კონკრეტული იკეას ფირმის საწოლის ყიდვის გულისთვის. ბედნიერი თაღლითი ჯიბეში დიდი ოდენობის თანხით მიდის მოგზაურობაში. მაგრამ სასურველი შენაძენის ნაცვლად, მოულოდნელად ჩაკეტილი კარადის შიგნით აღომჩენილი, მთავარი გმირი შემდგომი მოგზაურობის “ბილეთს” მიიღებს. უნებლიე მოგზაურს უჩვეულო თავგადასავალი, მნიშვნელოვანი ნაცნობობა და სრულიად განსხვავებული ცხოვრების დაწყება ელოდება...
მარტინ ლოურენსი და უილ სმიტი კვლავ ერთად არიან, როგორც მაიამის ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილების ორი თავხედურად მოლაყბე პოლიციელი, მარკუს ბარნეტი და მაიკ ლოური. სროლები, ავტოავარიები და ბევრი სიცილი...
მეგობრების ჯგუფი ბრუნდება ჯუმანჯიში, თუმცა, აღმოაჩენენ, რომ აღარაფერია ძველებურად. თამაშის მონაწილეები უნდა იყვნენ განსაკუთრებით გაბედულები, რათა გადალახონ დაბრკოლებები, რომლებიც ყველგანაა, უდაბნოებიდან დაწყებული თოვლიანი მთებით დამთავრებული. ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ თავი დააღწიონ მსოფლიოში ყველაზე საშიში თამაშიდან...