ციყვისა და მისი მეგობარი ვირთხა ბადის თავგადასავალი გრძელდება! რას მოიფიქრებენ ისინი ამჯერად, ქალაქში ცხოვრება რომ შეძლონ? პატარა მხეცუნები, თხილის ძიებაში ახალ თავგადასავალს წააწყდებიან, რაც ხიფათებითაა აღსავსე. უკვე, ქალაქის არაერთმა მაცხოვრებელმა ჩაასო კბილი ამ პატარა ონავრებს. მაგრამ, კაკლის ძიებაში მეგობრები ახალ დამნაშავეებს გამოააშკარავებენ და ისინი მოულოდნელად, გმირები გახდებიან...
ქალაქში გადარჩენის მიზნით, განუყრელი მეგობრები - ციყვი ელიუკი და ვირთხა ბადი, გაემართებიან მაღაზიისკენ, სადაც მათი საყვარელი საკვები კაკალი ინახება. ისინი დაგეგმავენ ყველაზე დიდ ძარცვას, ძარცვის ისტორიაში. მათი მიზანია მაღაზიიდან მოიპარონ კაკალი, მაგრამ მათ არიციან, რომ კაკლების მაღაზია ბანკის მძარცველების საფარია, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ მოიპარონ ბანკიდან ფული და მიწისწქვეშა გვირაბის დახმარებით ფულის ჩანთები შეცვალონ კაკლის ჩანთებით...
რუტინული ფულის აღების პროცესში შეუსაბამო ჯავშანმანქანის მძღოლები, რასელი და ტრევისი, დაუნდობელი დამნაშავეების ჩასაფრების მსხვერპლი ხდებიან, რომელსაც გამჭრიახი გენიოსი ზოი ხელმძღვანელობს.
კურიერი, რომელსაც ფული ძალიან სჭირდება, რადგან შესაძლოა სახლი დაკარგოს დათანხმდება შემოთავაზებას, რომელშიც ერთი წყვილი თავიანთი საშინლად მოუხერხებელი შვილისთვის შეყვარებულს ეძებს...
აირისისა და აიზეკის პირველი რომანტიკული შაბათ-კვირის გატარება, წარუმატებლად მიდის. აირისი დარწმუნებულია, რომ იპოვა იდეალური მამაკაცი და რომ ის უბრალოდ დაბნეულია, ამიტომ ის სულ უფრო სასაცილოდ და ირაციონალურად იქცევა, რათა აიზეკს დაუმტკიცოს, რომ ისინი ერთმანეთისთვის არიან დაბადებულები.
გერმანიაში გაზრდილი ქალი, სახელად მავი, თავისი თურქული დიდგვაროვანი წარმომავლობის შესახებ იგებს და ფუფუნების სამყაროში შედის, რაც ახალშეძენილი იდენტობის გარკვევისას საკუთარ ურთიერთობას გამოწვევის წინაშე აყენებს...
მას შემდეგ, რაც ძლიერი მზის აფეთქება დედამიწის აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ანადგურებს, რომლის შედეგადაც ცოცხალი ორგანიზმები რადიაციისა და ნალექებისგან მუტაციას განიცდიან, განძის მაძიებელი ევროპაში მიემგზავრება მონა ლიზას საპოვნელად. მალევე მიხვდება, რომ მას უფრო მნიშვნელოვანი მისია აქვს, ვიდრე უბრალოდ ნახატის პოვნაა.
მონდომებული შეფ-მზარეული პედრო ოცნების ასრულებასთან ძალიან ახლოსაა, ის გამუდმებით ოცნებობდა საკუთარ რესტორნზე, თუმცა მოულოდნელი დიაგნოზი ყველაფერს თავდაყირა აყენებს...
მთავარი გმირი ქორწინდება მისთვის საოცნებო ქალზე, ყველაფერი მზადაა, მხოლოდ მეჯვარე ვერ მოიძებნა. ის ცდილობს დაიქირაოს ადამიანი, რომელიც ქორწილისას მეჯვარეობას გაუწევს.
კოლეჯში ჩაბარების შემდეგ, დრეიტონს და დალასს დისტაციური ურთიერთობა უწევთ. სანამ დრეიტონი წარუმატებლობის შემდეგ კვარტერბეკის რანგში დამკვიდრებას ცდილობს, ქალი კი ცეკვის მოყვარული ხდება, ზრდასრულობის წნეხი და ახალი ნაცნობები მათ კავშირს დანგრევით ემუქრება. წყვილმა უნდა გაარკვიოს, შეძლებენ თუ არა სიყვარულის შენარჩუნებას, რადგან მათი გზები სულ უფრო და უფრო იყოფა.
ოკეანის ცხოვრებაზე დოკუმენტური ფილმის გადამღები ზისუ გამოივლის ყველანაირ ცხოვრებისეულ სიტუაციას, რომლის წარმოდგენაც კი შეიძლება, აგრეთვე ცხოვრებისეულ კრიზისსაც, როცა იგი შეეცდება გადაიღოს ფილმი იმ არსების შესახებ, რომელმაც მას ტკივილი მიაყენა...
ვეტერან პოლიციელს, დეტექტივ როჯერ მარტაფს მეწყვილედ არანორმალურ ტიპს, მარტინ რიგსს მიამაგრებენ. რიგსი ცოლის სიკვდილის შემდეგ შეირყა, რამაც საბოლოოდ თავზეხელაღებული გახადა. იგი ყოველთვის მზად არის ნებისმიერ რისკზე წასასვლელად. ორ პოლიციელს ახლა მათი პირველი ერთობლივი საქმე აქვთ გამოსაძიებელი.
დევიდ ოუენს ყველაფრით მოსწონს ნიუ-იორკი, გარდა ხმაურისა. უწყვეტ ხმაურს დევიდი მდგომარეობიდან გამოყავს. მას არაფრის კეთება აღარ შეუძლია. და ყველაზე საშინელია ამ ხმაურის მოშორების შეუძლებლობა. მისი პირველი მსხვერპლი ავტომობილია ჩართული სიგნალიზაციით...
წელიწადში არ არის ისეთი კარგი დრო სხვა, როგორიც შობაა, განსაკუთრებით სამხრეთის პარკში. ჩერდება ბრძოლა ოჯახებს შორის, ინთება ცეცხლი, მოქალაქეები მღერიან სიმღერებს, ყველას საყვარელ კლასიკას, როგორიცაა "მისტერ ჰენკი, შობა" და "შობა ჯოჯოხეთში". ბიჭებს მიაქვთ შობა ერაყში და სწავლობენ თუ როგორი ძნელი შეიძლება იყოს ებრაელობა დღესასწაულის დროს. შობა არის დრო, როცა ჩვენ ყველას შეგვიძლია ჩვენი განსხვავებები გამოვავლინოთ და დავეთანხმოთ განსაკუთრებით საჩუქრებზე...
უპოვარ და დაუნდობელ ჰოკეისტ დერეკ ტომასს კბილის ფერიას ეძახია, მოწინააღმდეგებისათვის ჩამტვრეული კბილების გამო. სულ მალე კი მას ნამდვილ კბილის ფერიად მოუწევს მუშაობა...
იუმორით სავსე ბესტსელერის მიხედვით გადაღებული ფილმი, რომელიც თინეიჯერების პრობლემებზე, დამოუკიდებლობაზე, წარმატებაზე, ფულზე, სექსუალურობაზე, სკოლაზე და უბრალოდ ჩამოყალიბების ერთ წელზე მოგვითხრობს...