ტყუპი ძმები დედამ გაზარდა. მათ იცოდნენ, რომ მამა მათ დაბადებამდე გარდაიცვალა, მაგრამ ბიჭები გაიზარდნენ და მიხვდნენ რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ატყუებდნენ. მართალია მამამ ისინი დედასთან ერთად მიატოვა, მაგრამ ის მაინც მათი მშობელია. ბიჭები მამის საძებნელად მიდიან...
პატარა ცხვრების ფერმის ცხოვრება აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ, როცა მეპატრონე გადაწყვეტს დიდ ქალაქში ჩასვლას. ბატკანი შონი და დანარჩენი ჯოგი ანერვიულებულები ფერმერის გაუჩინარებით გადაწყვიტავენ მაგზაურებას მის გადასარჩენად...
ვიქტორ ნავორსკი არის ადამიანი ქვეყნის გარეშე; თვითფრინავის აფრენისთანავე მის სამშობლოში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და ქაოსი დაიწყო, ახლა კი იგი დგას კენედის აეროპორტში ხელში პასპორტით რომელსაც არ ცნობენ. სანამ იგი გამოკეტილია სატრანზიტო ტერიტორიაზე, ავტორიტეტული პირები ცდილობენ გადაწყვიტონ რა მოუხერხონ მას, ვიქტორი იწყებს იქვე ცხოვრებას და რომანს წამოიწყებს ულამაზეს ბორტ-გამცილებელთან.
შესანიშნავი და ენამახვილი ენნი ცხოვრობს უდედმამოთა თავშესაფარში ბოროტი ამღზრდელის ხელში, მაგრამ შემთხვევითი შეხვედრა მდიდარ ბიზნესმენთან, მის ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის…
რონ ბურგუნდი - 70-იანი წლების ყველაზე ცნობილი ტელეამბების წამყვანია სან-დიეგოში. როდესაც ამბიციური ჟურნალისტი ვერონიკა კორნინგსტოუნი ტელევიზიის ცხოვრებაში იჭრება, რონი მას ყურადღებას არ აქცევს... სანამ ვერონიკა ახალი ამბების სამყაროს არ შეეხება!
70-იანი წლების სან-დიეგოს პოპულარული ტელეწამყვანი, რომ ბურგუნდი, ბრუნდება, იმისთვის, რომ ნიუ-იორკის პირველ 24 საათიან ახალ ამბებში, გახდეს საუკეთესო...
პატარა ქალაქში გაჩნდებიან ზომბები. ვის შეუძლია გადაარჩინოს ქალაქი? მარტო პატარა ბიჭს ნორმანს, რომელსაც შეუძლია განსაკუთრებულად საუბარი მკვდრებთან. ზუსტად მას მოუწევს ყველას დაცვა ზომბებისგან, ჯადოქრებისგან, მოჩვენებებისგან და ასევე სხვა საშინელი არსებებისგან...
პინგვინების ოთხეული უერთდება "ჩრდილოეთ ქარის" გუნდს, რომლებიც უმწეო ცხოველებს ეხმარებიან. მათ ერთად უნდა გააჩერონ, ბოროტი რვაფეხა, რომელსაც მსოფლიოს განადგურება სურს....
როდესაც მშობლები გაარკვევენ, რომ მათი გოგოები ქალიშვილობის დაკარგვას აპირებენ გამოსაშვებზე, ისინი ერთ ღამიან ოპერაციას ჩაატარებენ, რათა ხელი შეუშალონ ამ აქტსა და დაიცვან თავიანთი შვილის უბიწოება...
ერთ დღეს სპილო ჰორტონს მტვრის ნამცეციდან ძახილი მოესმა. ვიღაც დახმარებას ითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი მტვრის ნამცეცზე ვერაფერს ხედავდა, მაინც გადაწყვიტა დახმარება. მტვრის ნამცეცი ჰუს სახლი აღმოჩნდა. ჰუ ქალაქ ჰუვილში ცხოვრობს. ჰორტონი თანახმაა დაიცვას ჰუები და მათი სახლები.
სამი მდიდარი ბავშვის მშობელი ხანძრის დროს დაიღუპა. როდესაც ბავშვებს შორეულ ნათესავთან გაგზავნიან, ისინი იგებენ რომ ეს ნათესავი მათ მოკვლას გეგმავს, რათა ხელში ჩაიგდოს მათი ქონება...
ლენი და ამანდა ზრუნავენ ნაშვილებ მაქსზე, რომელიც ძალიან ჭკვიანი მოზარდია. ლენი გადაწყვეტს მოძებნოს მაქსის ნამდვილი მშობლები, რადგან თვლის, რომ ისინიც ძალიან კარგები უნდა იყვნენ. თუმცა მას მოლოდინი უცრუვდება, როცა იპოვის ლინდას, მაქსის დედას, რომელიც პორნო ვარსკვლავია...
ყველა ძლევამოსილი მაიმუნის მეფე თავისუფლად ხეტიალობს სამოთხესა და დედამიწას შორის, მაგრამ ღმერთების რისხვის შემდეგ ის იყო დატყვევებული ყინულის გალიაში მთებში. 500 წლის შემდეგ მონსტრების შეტაკებისას პატარა სოფელში, ბავშვი აღმოჩნდება მთებში და ათავისუფლებს მაიმუნთა მეფეს...
ფილმის მთავარი პერსონაჟი გოგონა მძიმედ განიცდის დედის გარდაცვალებას, რომელიც 80იან წლებში საშინელებათა ფილმების ვარსკვლავი იყო. მეგობრები გადაწყვეტენ მის გამხიარულებას და ერთად მიდიან სამოგზაუროდ. გზად მათი მანქანაუცანურ ანომალიაში მოყვება და ახალგაზრდები აღმოჩნდებიან გოგონას დედის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმში. ფილმის და ახლა უკვე რეალური მანიაკი-მკვლელი მათზე ნამდვილ ნადირობას იწყებს...
ორი მეგობარი კარგავს პრესტიჟულ სამუშაოს. ახლა მათ თავისი საქმის წამოწყება უნდათ, თუნდაც საკუთარი საბავშვო ბაღი გახსნან, ანუ გახდნენ ძიძები. მათი რევოლუციური მეთოდების გამოყენებით ისინი აწყდებიან წინააღმდეგობას, მათ გზაზე ძლიერი კონკურენტი გამოჩნდა...
დედის სიკვდილის შემდეგ, ბიჭი ცდილობს მამას პაემანზე გასვლა აიძულოს. მამის მარტოსულობაზე მოსაყოლად იგი რადიოში დარეკავს, რის შემდეგაც, მალევე, მამამისი და ჟურნალისტი ენი ერთმანეთს შეხვდებიან. ჟურნალისტი მამა-შვილზე სტატიის დასაწერად სიეტლში ჩაფრინდება. მაგრამ ენი მხოლოდ ისტორიის დაწერას არ დასჯერდება ...
ფედერალური გამოძიების აგენტი, მალკოლმ ტერნერი და მისი 17 წლის შვილი ტრენტი გადაცმულები მიდიან ქალთა სკოლაში, მას შემდეგ რაც ტრენტი მკვლელობის მომსწრე გახდა. "დიდი დედილოს" ფორმაში გადაცმული აგენტი, შვილთან ერთად ცდილობს იპოვოს მკვლელი, სანამ მკვლელი იპოვის მათ...
1925 წელი. დოჯ კონნელი - შესანიშნავი, მომხიბვლელი გუნდის კაპიტანი, რომელსაც უნდა შექმნას თავისი გუნდი. იმ დროს როდესაც მოთამაშეები კარგავენ სპონსორს და უკვე ლიგაც იმყოფება დახურვის პირას, დოჯი ახალგაზრდა ვარსკვლავს კოლეჯის გუნდიდან არწმუნებს მათთან გუნდში გაწევრიანებას...
ბერტ გამერი და მისი ვაჟი ტრევის უელკერი კანადაში მიემგზავრებიან , რათა შეისწავლონ გიგნატური ჭიაყელების თავდასხმები. ისინი გრაბოიდების გარემოცვაში აღმოჩნდებიან, რომლებიც მიწიდან ესხმიან ადამიანებს თავს. გამერი ეჭვობს, რომ საიდუმლო სამეცნიერო კვლევის ცენტრის თანამშრომლები გრაბოიდებისგან ცოცხალი იარაღის შექმნას ცდილობენ. მისი გამოძიება კიდევ უფრო გართულდება, როდესაც ბერტი ჭიების შხამით დაინფიცირდება…
ორი საუკეთესო მეგობარი სკოლას ამთავრებს და აღელვებულები ელოდებიან კოლეჯის პერიოდს. როდესაც ისინი წვეულებისთვის ალკოჰოლის ყიდვის მიზნით ყალბი პორადობების დასამზადებლად მათ მეგობარ მაკლავინთან მიდიან, მათი საღამო თანდათან ქაოსს ემსგავსება.
ფერდინანდი - პატარა ხარი, რომელსაც ხის ქვეშ ჯდომა და ყვავილების სურნელის შეგრძნება ურჩევნია აქეთ-იქით ხტომას, ხვნეშასა და სხვა ხარებთან დაჭიდებას. როცა იგი დიდი და ძლიერი იზრდება, მისი ტემპერამენტიც მატულობს. ერთ დღესაც ფერმაში ხუთი კაცი მოვა, რათა აირჩიონ ყველაზე დიდი, მსუქანი და ტლანქი ხარი, მადრიდში ხარების შეჯიბრზე გასაყვანად. ისინი შეცდომით ფერდინანდს აირჩევენ. ფილმი გადაღებულია მანრო ლეფის 1936 წლის საბავშვო წიგნის მიხედვით...
კრისტინა უოლტერსი, სექსუალური ქერა ქალი, მეგობრებთან დროის გატარების ოსტატი და ღამის კლუბების მუდმივი კლიენტია. ერთ მშვენიერ დღეს იგი გადაწყვეტს, რომ მას ხელს არ შეუშლის კარგი მანერების სწავლა, ანუ მამაკაცების ცივილურად ცდუნების მეცნიერების შესწავლა და კანდიდატიც მოიძებნა: ის მისტერ იდეალს შეხვდა, რომელმაც დაამსხვრია მისი გული და. იმ წამსვე გაქრა. მაგრამ აგრესიული ლამაზმანი არ დაიბნა: ის თავის საუკეთესო დაქალთან ერთად მიდის ოცნების მამაკაცის მოსაძებნად. ამ მოგზაურობის დროს კრისტინა ბევრ ახალს გებულობს თავის თავსა და ცხოვრებაზე...
ტულიო და მიგელი ,ამ სრულმეტრაჟიანი მულტფილმის გმირები, ცდილობენ ფულის იოლი გზით მოპოვებას.მათ დიდ სიამოვნებას ანიჭებს ის, რომ ფული თავად მიდის მათთან. გმირებს ძალიან გაუმართლათ,რადგან იპოვეს საიდუმლო რუკა, რომელზეც ოქროს ქალაქი ელ დორადოა მითითებული...
პიტერ კლეივენი ბოლოს და ბოლოს თავისი ოცნების ქალს ხელს სთხოვს, მაგრამ მოულოდნელ პრობლემას აწყდება. მას არ ჰყავს საუკეთესო მეგობარი, რომელსაც ხელისმომკიდედ წაიყვანდა. რამოდენიმე სპეციფიური შეხვედრის შემდეგ, პიტერი როგორც იქნა პოულობს შესაფერის კანდიდატს - სიდნეის. მაგრამ ახალი მეგობრის წყალობით ხვდება, რომ აქამდე არასწორად ცხოვრობდა და არც დროის გატარება იცოდა სათანადო...
გათამამებული ემილი უკვე 30 წლისაა, ის ეს-ესაა შეყვარებულმა მიატოვა. მან სასწრაფოდ უნდა იპოვოს ადამიანი, რომელიც მისი შეყვარებულის ადგილს დაიკავებს მოგზაურობისას. იგი დედამისს დაითანხმებს. მშვიდი ოჯახური მოგზაურობის მაგივრად მათ გაიტაცებენ. ისინი ერთმანეთს უნდა დაუახლოვდნენ, მთავარია გაქცევა და უდაბნოში გადარჩნა შეძლონ...
რობ ანდერსონის ქორწილის დღე "ზაზუნას დღედ" იქცევა, რომელიც კვლავ და კვლავ მეორდება. საქმე იმაშია რომ სიძე ყველა ჯერზე იღვიძებს ლიფტის იატაკზე, შიშველი. ქორწინებამდე კი მხოლოდ ერთი საათია დარჩენილი...
როდ აილენდის პოლიციის თანამშრომელი ჩარლი ბეილიგეიტსი პიროვნული გაორებით არის ავად. მისი ერთი მხარე შეშლილი და აგრესიულია, როცა მეორე მეგობრული და უდარდელია. ორივე მათგანს შეუყვარდება ქალი სახელად ირენი, მას შემდეგ რაც ჩარლი პრეპარატებს დაკარგავს.
გამოტყდით, რომ ყველას გდომებიათ სასწაულმოქმედი ჩაიდანი გქონოდათ საწოლის ქვეშ, რომელიც პირველი სურვილისთანავე იძლევა ფულს?! მაგრამ ვინ იცის, რის გავლა უწევს მილიონერს?მდიდრებიც ტირიან.ფულის გულისთვის სადამდე შეიძლება შეტოპონ ახალგაზრდა წყვილმა ჯონმა და ელისმა?...
ყოფილი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ჯაშუში ბობ ჰოუ სახიფათო საქმეს კიდებს ხელს: მისი შეყვარებულის სამ შვილს უნდა მოუაროს, რომლებსაც დიდად არ უყვართ იგი. როდესაც ერთერთი ბავშვი შემთხვევით სრულიად საიდუმლო ინფორმაციას გადმოწერს, მათ ბობის დიდი ხნის მტერი, რუსი ტერორისტი ეწვევათ...
მარტოხელა სტივენი ახალ ბინაში გადადის საცხოვრებლად, კაბელის დამყენებელი სახელად ჩიპი მოდის მასთან და აღარსად აღარ მიდის. მას თავგამოდებით სურს სტივის მეგობარი გახდეს, მაგრამ როდესაც ამის უფლებას არ აძლევენ ჩიპი დაიბოღმება და სტივის თვალთვალს დაიწყებს, რასაც სხვები არ იჯერებენ და სტივს მარტო უწევს მისგან თავის დაცვა...
იკინგს მეგობარი დრაკონი კვლავ ეხმარება. ისინი დრაკონების კუნძულს აღმოაჩენენ, რომლებიც ჯერ არავის მოუთვინიერებია. მათ იკინგისა და მისი მეგობრებისათვის ბევრი სიურპრიზი აქვთ...
რთულია გოგონასთან საუბრის წამოწყება, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ის არამიწიერი სილამაზის უცხოპლანეტელია და მან ლონდონი უნდა დატოვოს, როგორც კი გალაქტიკათშორისი წვეულება დასრულდება. მაგრამ სიმპატურ მეამბოხე ენნს გადაწყვეტილი აქვს საცეკვაო მოედანი დაიპყროს და პანკ-დედოფალთან ერთად პატარა რევოლუცია მოახდინოს. რას არ გააკეთებ სიყვარულისთვის! დარჩა მხოლოდ გალაქტიკის მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემა: როგორ გამოველაპარაკოთ გოგონას წვეულებაზე?...
მას შემდეგ რაც ტემიმ დაკარგა სამუშაო და გაიგო, რომ ქმარი ყოველდღიურად ღალატობდ, მან გადაწყვიტა დარჩენილი ცხოვრება მოგზაურობისთვის მიეძღვნა და სწორედ ამიტომ ის თავის ლოთ ბებიასთან ერთად გაუდგა გზას...