ტომი ლი სტუმრად ჩადის თავის დასთან და აღმოაჩენს რომ ქალაქს მოდებულია არიანის საძმო. ტომი ლი და მისი სიძე მონაწილეობას იღებენ კრისტოფერ მაკდონალდის ჯგუფში რასიზმის წინააღმდეგ. მოვლენები სწრაფად და საშიშად ვითარდება...
ფილმი მოგვითხრობს ელტონ ჯონის ცხოვრების ისტორიაზე, "როიალ აკადემის მუსიკალური" ეტაპიდან დაწყებული, ბერნი ტოპინთან მუსიკალური პარტნიორობით დამთავრებული...
ყოფილი პოლიციელი სამსახურს იწყებს - ის სატვირთოს ატარებს. მაგრამ მან არ იცის რომ სატვირთო სავსეა უკანონო იარაღებით და ახლა მან უნდა იბრძოლოს, რომ გადარჩეს და გადაარჩინოს ოჯახი...
ფილმი მოგვითხრობს ცნობილი დიზაინერის ცხოვრების შესახებ. მოვლენები ვითარდება 1967 - 1976 წლებში, რომლებიც მსოფლიო დიზაინის თავისუფლების ათწლეულად არის მიჩნეული...
ორი ახალგაზრდა ლოს-ანჯელესიდან მიემართება უტაჰში, რათა დაემალონ მორმონებს. მიწისძვრა ხსნის დროის ხვრელს, რის შედეგადაც ისინი მოხვდებიან უძველესი ტომების ომში...
მას მერე რაც მისი ცოლი ნარკოტიკებით მოვაჭრის ზეგავლენის ქვეშ ხვდება, ჩვეულებრივი ადამიანი გარდაქმნის თავის თავს სუპერგმირად - კრიმსონ ბოლტად, კეთილი განზრახვებით...
ახალგაზრდა გოგონას ბნელი საიდუმლოების მქონე ბიჭი უყვარდება, რის შემდეგაც წყვილი თავგადასავლებით სავსე ურთიერთობას იწყებს. ფილმი გადაღებულია ანა ტოდის რომანის მიხედვით...
როდესაც ჯონ სმიტის სიკვდილის შესახებ ამერიკაში იგებენ, პოკაჰონტასი თავის მეგობართან მიკოსთან ერთად მიემართება ლონდონში, რათა ჩამოაგდოს მშვიდობა ორ ერს შორის...
იაპონელი მასწავლებელი უყვება თავის სტუდენტებს უძველეს ლეგენდას. თუ ამ ისტორიას დავუჯერებთ, ის გახლავთ შთამომავალი უძველესი მოიერის, რომელმაც თითქმის ერთპიროვნულად გაანთავისუფლა იაპონია ბარბაროსებისგან…
ინდოჩინეთი, 60-იანი წლები. ქვეყანა უკვე საფრანგეთის კოლონია აღარ არის, მაგრამ ჯერ ამერიკელებიც არ დაუფლებიან მას. ნაცისტი დამნაშავე შტაინერი, რომელიც სამართალდამცავებს გადაურჩა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამ ქვეყანაში იმალება. იგი გამოსასწორებელ კოლონიას ხელმძღვანელობს, სადაც არანაირი კანონი არ მოქმედებს...
თუ გგონიათ, რომ ყველაფერი იცით საშინელებათა ფილმების შესახებ - ცდებით! ახალგაზრდა რეპორტიორები ამაზონის უღრანი ტყეებისკენ მიემგზავრებიან, რათა სენსაციური ფილმი გადაიღონ - კანიბალების შესახებ.
ფილმი მოგვითხრობს კენი უელსის, მეოცნებე ოქროსმაძიებლის შესახებ - რომელიც იღბალს ელოდება. იგი მიემგზარება ოქროს საძიებლად ინდონეზიაში, სადაც საიტერესო თავგადასავალი ელის წინ...
როდესაც დიდი ქალაქის დეტექტივები უარს იტყვიან უმცროსი ძმის მკვლელობის გამოზიებაზე, შერიფი მაიკლ სპენსერი ტოვებს თავის წოდებას და წევრიანდება ბანდაში, რათა დაიჭიროს მკვლელები და სური იძიოს მათზე. მაგრამ მაიკლისთვის განგსტერული ცხოვრება მაცდუნებელი გამოდგება, ამავდროულად მას სექსუალური მკვლეი ანაც ხიბლავს...
ამერიკის დაზვერვის სამსახურის ოფიცერი, რომელსაც მხარს უჭერს საიდუმლო ტაქტიკის მართვის ქვედანაყოფი, ცდილობს ქვეყნიდან გააპაროს პოლიციელი, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს...
ბიძაშვილები ვინსენტი და ანტონი ცხოვრობენ სამყაროში სადაც თითოეულ წამს მილიარდის მოტანა შეუძლია. ისინი გადაწყვეტენ ოპტიკურ-ბოჭკოვან საკაბელო პროექტს ჩაუყარონ საფუძველი. ყველაფერი გათვლილია და წარმატების შანსიც ისეთი მაღალია როგორც არასდროს. თუმცა მიზნისკენ მიმავალ გზაზე მათ ყოფილ ბოსთან, ევა ტორესთან მოუწევთ დაპირისპირება, რომელიც ბოროტი გენია და მათი დაუძინებელი მტერია. ფსონები დიდია - დამარცხებული კარგავს ყველაფერს, გამერჯვებულის მონაპოვარი კი ფასდაუდებელია.
ამერიკელი შოუმენისა და ცირკის დამფუძნებლის პი.თი. ბარნამის ისტორია, რომელიც ცნობილი გახდა "რინგლინგ ბროსისა" და "ბარნამისა & ბეილის ცირკის" მოგზაურობებით...
სკოლის ძველი დოკუმენტების გადარჩევისას მისის პარკი აღმოაჩენს შემაშფოთებელ ჩანაწერებს, ის ცდილობს შეატყობინოს სხვა პედაგოგებს, რომ მალე საშიში ცვლილებები დაიწყება, მაგრამ ვერ ასწრებს - მას მოჩვენება კლავს...
გერმანია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ქვეყანაში უწესრიგობაა, ნგრევა, შიმშილი. ბრიტანელი სამხედრო ლუის მორგანი ჰამბურგის დროებით მერად დაინიშნა. მას ქალაქის ნულიდან აღდგენა დაევალება. ცოლთან ერთად ლუისი მდიდრულ სახლში განთავსდება, სადაც გერმანელი არქიტექტორი ცხოვრობს, ემოციურად არასტაბილურ ქალიშვილთან ერთად. შეძლებენ ყოფილი მტრები ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას თუ შურისძიების წყურვილი უფრო ძლიერი აღმოჩნდება?
ყოფილი ჯარისკაცი – კლერ ჰემილტონი იძულებულია ახლო აღმოსავლეთიდან სახლში დაბრუნდეს, როდესაც მისი მამის გარდაცვალების შესახებ გაიგებს, რომელიც მთელი ეს დრო მის ვაჟს უვლიდა. ჩასვლისთანავე ის აღმოაჩენს, რომ ვიღაც მამამ და მისმა ხალხმა მისი ვაჟი გაიტაცეს. ბანდიტები ბავშვის სანაცვლოდ გამოსასყიდს ითხოვენ და სასოწარკვეთილი დედა, ბანდიტების პირობებს თანხმდება. შეხვდერისას აშკარა ხდება, რომ ბოროტმოქმედები ფულის წაღებას და მგლოვიარე დედის მოკვლას გეგმავენ, ასე რომ კლერი ერთ-ერთ მათგანს მოკლავს და მეორეს ტყვედ აიყვან, რათა ამ უკანასკნელმა ის მის ვაჟთან მიიყვანოს..
მე-9 საუკუნის ევროპაში, პოლონეთის სახელმწიფოს წარმოშობის პერიოდში, ბოროტი პრინცი პოპიელი თავის ბიძაშვილს მოკლავს, რათა შვილისთვის ტახტის მემკვიდრეობა უზრუნველყოს. მის ამ დანაშაულს ქვეშევრდომების აჯანყება მოჰყვება, რომელსაც პოპიელის არმიის ყოფილი მეთაური, პიასტუნი, და მეომარი და მონადირე ზიემოვიტი უდგანან სათავეში. ამასობაში ზიემოვიტს ერთი გოგონა, სახელად ძივა შეუყვერდება, რომელიც ადგილობრივი ტაძრის მღვდლის ცოლი უნდა გახდეს...
ტერორისტი, რომელმაც რამოდენიმე წელი სამხრეთ ამერიკაში გაატარა, გულგატეხილი ბრუნდება იტალიაში. აქ მას რესპექტაბელური ცხოვრების დაწყების იმედი აქვს. მიზნის მისაღწევად ის მზადაა ძველ მეგობრებს უღალატოს და ახალი დანაშაულებები ჩაიდინოს. მიზნის მისაღწევად ყველაფერზე წავა...
ახალგაზრდა ლამაზი მოდელი ჯენიფერ ლენსბერი და მისი სულელი მეგობარი მერილინ რიჩი გადადიან მდიდრულ სახლში მას შემდეგ რაც წინა მქირავებელი სასტიკად იქნა მოკლული. ძალიან მალე ჯენიფერი აედევნება მისტიურ მკვლელს...
ახალგაზრდა წყვილი დეივი და ემა გადადიან ახალ სახლში, რომელშიც აღმოაჩენენ დამალულ ნარკოტიკებს. მათ ვერც კი წარმოედგენათ, რომ ეს უეცარი აღმოჩენა გახდება საშინელი მოვლენების დასაწყისი - კრიმინალების სისიხლიანი გარჩევები, ნარკოტიკებზე ნადირობა და ყოველ წამს გარდაუვალი სიკვდილის მოლოდინი ...
არცისე შორეულ მომავალში, დაფარული, მილიტარიზებული სამყარო გლობალურ ქსელშია ჩართული, რომელიც ადამიანის გონებას აკონტროლებს. ერთმანეთისთვის უცხო ადამიანები ერთიანდებიან, რათა ტექნოლოგიური ბარიერი გადალახონ, საშინელი რეჟიმი დაამხონ და მომავლი შეცვალონ...
კერძო დეტექტივი ჯოზეფ ფლენდერი მის დაუნდობელ ბანდასთან ერთად მდიდარ და ცნობილ ხალხს ძარცვავს, შემდეგი მსხვერპლი კი ფოტოგრაფი ვინსენტ მანდელია. მისი ცოლი ჰელენი ევროპაში ყველაზე მდიდარი კაცის შვილია, მაგრამ ეს ქორწინება ბეწვზე ჰკიდია და სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ვის დარჩება მათი ორი შვილის აღზრდის უფლება...
ახალგაზრდა მაღალი კლასის ოჯახის ცხოვრება მოულოდნელად ინგრევა, როდესაც მათ ერთადერთ შვილს იტაცებენ და კლავენ. შურისძიებით შეპყრობილი მშობლები ყველაფერზე წავლენ, რათა მკვლელს გაუსწორდნენ...
ფილმი მოგვითხრობს ამბავზე, რომლის მიხედვითაც 2008 წელს სასტუმრო ტაჯ მაჰალ პალასში, შეიჭრებიან პაკისტანელი ექსტრემისტები, რომლებიც ტყვედ აიყვანენ შენობაში მყოფ უამრავ ადამიანს...
მომხიბლავი ისტორია მე-20 საუკუნეში ფაშიზმის წარმოშობის შესახებ. ფილმი მოგვითხრობს პატარა ამერიკელი ბიჭის ბედზე, რომელიც ცხოვრობდა საფრანგეთში 1918 წელს. ბიჭის მშობლები მონაწილეობას ღებულობენ ვერსალის სამშვიდობო შეთანხმების შექმნაში. პატარა გმირი მოწმე ხდება მრავალი მოვლენის, რომლებიც გავლენას ახდენს მისი მსოფლმხედველობაზე, მაყურებელი იხილავს გენიალური, მაგრამ საშინელი პიროვნების დაბადებას...
არტურ პოპინგტონი - ჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭია, რომელიც გადაწყვეტს, რომ სუპერგმირია. ის ყოველ ღამით სუპერგმირის ტანსაცმელში გამოწყობილი ქალაქის ქუჩებში თავისი მთავარი მტრის, კაპიტან ინდასტრის – ნარკოდილერის საპოვნელად დადის, რომელსაც არტური დედამისის სიკვდილში შეცდომით ადანაშაულებს...
პრობლემური მუსიკოსი შარლოტი (ელისონ ვილიამსი) ცდილობს აღმოაჩინოს და გზა გაუკვალოს ახალგაზრდა ვარსკვლავს, სახელად ელისაბედი (ლოგან ბრაუნინგი). თუმცა, ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის. ეს კი ცხადი მაშინ გახდება, როდესაც ისინი ფათერაკებით აღსავსე გზას დაადგებიან...
ეს არისს ისტორია ახალგაზრდაზე, რომელიც უზომოდაა შეყვარებული თავის თანაკლასელზე, რომელიც პანკრეასის კიბოთი არის დაავადებული. ბიჭი ყველანაირად ცდილობს, თავის საყვარელ ადამიანს სიცოცხლით და ბედნიერებით აღსავსე უკანასკნელი წუთები აჩუქოს...
მსოფლიოში უმსხვილესი რობოტოტექნიკის კომპანიის გენერალური დირექტორი და მეცნიერი ელიას ვან დორნი, 2020 წელს შექმნის სუპერკომპიუტერს სახელწოდებით ქრონოსი, რომელიც განკუთვნილი იყო იმისთვის, რომ პლანეტაზე ყველა ომი შეეჩერებინა. მაგრამ, როდესაც ქრონოსი ინტერნეტზე წვდომის უფლებას მიიღებს, ის მიხვდება, რომ ყველა ომის წყარო – ადამიანია, ამიტომ ქრონოსი ამ “დაავადების” განადგურების პროგრამას გააქტიურებს…
15 წლის ემა ევანსი ჩვეულებრივი თინეიჯერი გოგონაა. ის ფიქრობს რომ მის მშობლებს არ ესმით მისი. იgi ცდილობს მოიპოვოს თავისუფლება და იცხოვროს თავისუფლად და მზად არის ყველაფერი გააკეთოს ამის მისაღწევად. მაგრამ ერთ დღესაც თავის საქციელებზე პასუხი უნდა აგოს. ყველაფერი ნორმალურად მიდის მანამ, სანამ ემას ცხოვრებაში ცვლილებები დაიწყება. მისი მშობლები ფიქრობენ რომ ეს სამედიცინო ან ფსიქოლოგიური პრობლემაა მაგრამ მალე ოჯახი იძულებული გახდება სხვა დახმარებას მიმართოს. სიმართლე ის არის, რომ მასში რაღაც ძლიერი და ბნელი ძალაა...
პარიზში ავტობუსში შემთხვევითმა შეხვედრამ, გაზაფხულის ერთ მშვენიერ დილას ოსკარის და მიმის მთელი დარჩენილი ცხოვრება შეცვალა. მათ არ აინტერესებდათ რომანტიულობა და ამაღლებული სიყვარული - მათ თავისი ვნების გამოკვლევა სურდათ და შეყვარებულებმა ერთმანეთი თვითგანადგურებამდე მიიყვანეს...
ლოს-ანჯელესელი სცენარისტი ცოლის მშობლიურ ქალაქში გადადის, სადაც მათი ქორწინება ფორმალურ კატასტროფად იქცევა, ამას ემატება იქაური მოსახლეობის დამოკიდებულება მათ მიმართ...
ახლო მომავალში სამყაროს წესრიგი შეიცვლება. ათი მილიონი უმუშევრის გამო საფრანგეთი ღარიბი ქვეყანა გახდა. ხალხი რევოლუციის მოწყობს აპირებს, მთავრობა კი ამ ზიზღის არიდების მიზნით ტელევიზიით ბრძოლებს წესების გარეშე გადასცემენ, რომელსაც მთელი ქვეყანა უყურებს და გულშემატკივრობს...
დიდი თანამდებობის პირი - სერვეტ-ბეი, ტყის გზაზე ადამიანს გაიტანს. რადგანაც დამნაშავე არავის უნახავს, ის თავის პირად მძღოლს სთხოვს, რომ მან დანაშაული საკუთარ თავზე აიღოს. ციხიდან გამოსულ აიუპს, შვილი ძვირადღირებული მანქანით ხვდება, რომლის ფასიც ბევრად აღემატება მის ჰონორარს. უსიამოვნო სიურპრიზები სახლში შესვლისთანავეც ხვდება. ოჯახის წევრები გართულებების თავიდან ასაცილებლად ამჯობინებენ იგნორირება გაუკეთონ სიმართლეს, არ დაინახონ და არ ილაპარაკონ მასზე. მაგრამ შეძლებენ კი ისინი, უარყონ საკუთარი არსებობის ჭეშმარიტება...
ომის შემდგომი ზაფხულის ერთ ცხელ დღეს ვორვირკშირში, განმარტოებით მდგომ „ „ჰანდრედს ჰოლში“ ავადმყოფთან ექიმს გამოიძახებენ. ეს სახლი აირისების ოჯახის საცხოვრებელია ორ საუკუნეზე მეტი ხანია. ახლა სახლი დანგრევის პირასაა. რამე უფრო ავისმომასწავებელი ხომ არ ემუქრებათ აირისებს, ვიდრე ეს გაუბედურებული ცხოვრება?...
განსაკუთრებული სიყვარული, რომელიც დაშენებული იყო ორ მშობელზე, ინგრევა მას შემდეგ, რაც მათი ვაჟი დაიღუპება. მამაკაცი ახლა წარმატებული ადვოკატია, ხოლო ქალი გათხოვილი და წიგნის ავტორი. მათ ათი წლის შემდეგ ეძლევათ შანსი აღადგინონ ურთიერთობა...
სკოლის მოსწალეს - ბირდ ფიტჩერს წარმოდგენა არა აქვს, რა ბნელი საიდუმლოებები უკავშირდება პოლაროიდის ვინტაჟურ ფოტოაპარატს, რომელსაც შემთხევით გადააწყდება, თუმცა დიდი დრო არ დასჭირდება იმის გაგებას, რომ ვინც კი ფოტო გადაიღო, ტრაგიკულად დაამთავრა ცხოვრება. ჩქარობენ რა ამოხსნან ეს საიდუმლოება, ბირდი და მისი მეგობრები, როგორმე კიდევ ერთ ღამეს უნდა გადაურჩნენ, სანამ ეს საშინელი პოლაროიდი ყველას დახოცავს...
სიკვდილის შემდეგ გარდაცვლილის სულისათვის მოდის სიკვდილის ანგელოზი და სთავაზობს შვიდ გამოცდას, რომელიც 49 დღეში უნდა გაიაროს. კან-რიმი სიკვდილის ანგელოზების ლიდერია და მას ადამიანები მოსწონს. მასთან ხვდება ჩა-ჰონი, რომელიც თანხმდება გაიაროს გამოცდები...
რიჩარდს, ცხოვრებისგან გადაღლილ უნივერსიტეტის პროფესორს, ძალიან სერიოზულ დიაგნოზს დაუსვამენ. გადაწყვეტს, რეალობას თვალი გაუსწოროს და გმირულად შეხვდეს, და იცხოვროს მაქსიმალურად მხნედ და თავისუფლად, სიმწარენარევი იუმორით, უდარდელად და ოდნავ გიჟურადაც კი.
ამერიკელი ბაიკერი სახელად ვულფი, არ ელის კანონდამცველებისგან სამართლიანობას, თავად აწყობს სასამართლოს და სჯის დამნაშავეებს, რომლებმაც მოკლეს მისი დედა. შემდეგ ვულფი ხვდება FBI-ს ქსელში, ისინი იწყებენ რეალურ დევნას. მასაც სხვა გზა არ დარჩენია, უნდა გაიქცეს...
ბალერინა დომინიკა ეგოროვა გაწვეულია რუსული ინტელიგენციის სერვისში "ბეღურების სკოლა", სადაც მის სხეულს იარაღად გამოიყენებენ. მისი პირველი მისია "CIA-ს აგენტი" საფრთხეს უქმნის ორივე ქვეყნის უსაფრთხოებას.
ფილმში მოქმედება 1930-იანი წლების კორეაში და შანხაიში ვითარდება, როცა ისინი იაპონიის მიერ იყო ოკუპირებული. მთავრობა ქმნის საიდუმლო დაქირავებული მკვლელების ჯგუფს, რათა გადაჭრას პრობლემები...