სერიული მკვლელი მარსელს ატერორებს და მის კვალს პოლიციის კომისარი ლუი შნეიდერი მიუყვება.ამ უდაოდ საუკეთესო პოლიციელის ნორმალურ ცხოვრებას წარსულის აჩრდილები და ალკოჰოლის სიყვარული უშლის. წარსულის კოშმარები ჟიუსტინასაც აწუხებენ – 25 წლის წინ პატარა გოგონას თვალწინ შარლ სუბრმა მისი მშობლები მოკლა.მორიგი სკანდალის შემდეგ შნეიდერს სამსახურიდან ანთავისუფლებენ,მაგრამ იგი მკვლელის ძიებას განაგრძობს.შარლ სუბრს კი საბეჯითო ქცევისათვის ციხიდან გამოუშვებენ,რის შედეგადაც ჟიუსტინას და შნეიდერის გზები აუცილებლად გადაიკვეთება...
ეს არის ახალგაზრდა და ნაზი სიყვარულის ისტორია, რომელიც მოულოდნელმა დარტყმამ თბილი და ჰარმონიული სიყვარულის სამყაროდან სისასტიკის ქაოსში გადაისროლა. მათი შვილის - ადამის ავადმყოფობის გამო, ახალგაზრდა წყვილი მძიმე გამოცდის წინაშე აღმოჩნდა. თუმცა ახალგაზრდები არ ნებდებიან და ბოლომდე იბრძვიან შვილის გადასარჩენად. ფილმი ეფუძნება რეალურ მოვლენებს...
ჟანა – მწერალია, გათხოვილია და ყავს ორი შვილი. ის შეამჩნევს მის სახლში უცნაურ ცვლილებებს. მისი სხეული ტრანსფორმაციას განიცდის. მაგრამ არავინ, მის ირგვლივ თითქოს ვერ ამჩნევს ამას. ოჯახი ჟანას შიშებს, სტრეს აბრალებს, რომელიც მისი პირველი წიგნის გამოსვლას უკავშირდება, მაგრამ თვითნ ის ხვდება, რომ საქმე სხვა რამეშია...
ჩადენილია საშინელი დანაშაული - მოკლულია ახალგაზრდა ქალი. მთავარი ეჭვმიტანილია - მდიდარი მშობლების ჭირვეული შვილი, ჯეიმს უოლტერ უეილანდი. მაგრამ, არის კი ის ნამდვილი მკვლელი...
ფილმი მოგვითხრობს თინეიჯერ გოგონაზე, რომელიც გამოსაშვებ საღამოზე გარდაიცვლება. მას თუ სულის გადარჩენა სურს, სკოლის ყველაზე არა პოპულარულ გოგოს უნდა დაეხმაროს მეჯლისის დედოფლის გვირგვინის მიღებაში...
ჯეფი და კელი ერთად ბედნიერები არიან და ზრდიან პატარას. კაცი - რეჟისორია, ქალი - მწერალი. როგორც ჩანს, ეს ნათელი შემოქმედებითი კავშირი განკუთვნილია საინტერესო გაჯერებული ცხოვრებისთვის, სავსე საინტერესო შეხვედრებით და მოგზაურობებით. მაგრამ ყოველდღიურობამ, ბავშვზე შფოთვამ როგორც ჩანს, ჩააქრეს ოდესღაც მეუღლეებს შორის გაღვივებული ვნება ...
უილიამ ფებერი საგადასახადო მრჩეველია. უცნობი ქალის ვიზიტი მისთვის ნამდვილი სურპრიზია. ანა დელამბრი, რომელსაც მისი ოფისი ფსიქოანალიტიკოსის კაბინეტში აერია, მას თავისი ცოლ-ქმრობის ინტიმური ცხოვრების სირთულეებს ანდობს. გულახდილი საუბრით მოჯადოებული ფებერი ვერ ბედავს ანას გამოუტყდეს, თუ სინამდვილეში ვინ არის...
ვირტუოზი პიანისტის ისტორია, რომელიც მის მთელ ცხოვრებას ოკეანეში ლაინერზე ატარებს. იგი დაბადებული და გაზრდილია ამ გემზე, მისი სახელია 1900. რადგან თვითონ ხმელეთზე ფეხი არასდროს დაუდგამს გარე სამყაროს შესახებ ამბებს მგზავრებთან ურთიერთობით იგებს. მრავალი წლის შემდეგ გემი უნდა დაშალონ, მათი გუნდის ყოფილ წევრს კი ეჭვი აქვს რომ 1900 შეიძლება კვლავ გემზე იმყოფება, რადგან გემიდან ჩამოსვლის ეშინია...
მონა ხვდბა კლემენტს მორცხვ მსახიობს. მონას მოსანუსხად კლემენტი მას მეგობარს აცნობს - აბელს და დახმარებას სთხოვს. როდესაც მონა უფრო მეტად ინტერესდება აბელით, კომფლიქტი იწყება ორ მეგობარს შორის. ამ დროს კი მონა ცდილობს თავისი წარსული საიდუმლოდ შეინახოს...
რეალური მოვლენების მიხედვით გადაღებული ფილმი, რომელიც მოგვითხრობს ლეიტენანტი მაიკლ სტრებლის მოგზაურობის შესახებ. ის ვაიომინგის პატარა ქალაქში, ცხრამეტი წლის ახალგაზრდას მიასვენებს, რომელიც ერაყში დაიღუპა...
ჯონ ლეტური - ნარკოდილერი მუშაობს გლამურულ წყვილზე, რომელიც გეგმავს კაპიტალის ჩადებას კოსმეტიკურ ბიზნესში. თავად ლეტური ოცნებობს, რომ თავი დაანებოს თავის საქმეს...
ფილმი მოგვითხრობს ტომ სტარკზე, მატარებლის მემანქანეს შესახებ, რომელიც რკინიგზის რელსებზე გაჩერებულ მანქანას შეეჯახა. ინციდენის გამო საჭესთან მჯდარი ქალი დაიღუპება, მისი გადარჩენილი შვილი კი მომხდარში მხოლოდ მემანქანეს ადანაშაულებს. ტომი და მისი ცოლი მეგანი გადაწყვეტენ იშვილონ ობოლი...
თინეიჯერი გოგონა ლუსი უკვე აღარ ჰგავს ბიჭს, არც საქციელით არც ჩაცმით. ლუსის მშობლებთან იდეალური ურთიერთობა აქვს, ამთ შორის ასაკობრივი სხვაობა მცირეა, რადგან ისინი თინეიჯერები იყვნენ, როცა მშობლები გახდნენ. გაზრდილი გოგონა ამჩნევს მშობლების ურთიერთობაში დაძაბულობას და გაერკვეს რა ხება...
კარინა - მოცეკვავეა, რომელსაც თუ კლიენტს სურვილი გააჩნია, შეიძლება ნომერშიც აყვეს. ორი ახალგაზრდა ბიჭი მასზე ჭკუას კარგავს: დეკო და ნალდინიო. ისინი ძმაკაცები არიან, მაგრამ მათმა ვნებამ ბოლო შეიძლება არა მარტო მათ მეგობრობას მოუღოს, არამედ ერთ-ერთის სიცოცხლესაც... ბიჭები ხომ იქ გაიზარდნენ, სადაც ნებისმიერი კომფლიქტი დანების დახმარებით იჭრება...
ფილმი გადაღებულია ვლადიმირ ნაბოკოვის რომანის მიხედვით. ის – გენიალური შამატისტია, მისი ცხოვრება – თამაშია. მაგრამ შეხვედრა ნატალიასთან გაუხსნის მას ახალ, ამოუცნობ და შიშის მომგვრელს სამყაროს. ჭადრაკის დაფა – საზვარი ორი რეალობის შორის, ქალის მიმართ სიყვარული – ერთადერთია, რაც მას სამყაროსთან აკავშირებს...
პოლიციამ ნარკომანი მამის ოთახში მეძუძური ბავშვი აღმოაჩინა. ის სიცოცხლისთვის არახელსაყრელ პირობებში იმყოფებოდა, ამიტომ მან ბავშვი მეუღლესთან ერთად იშვილა. თუმცა რამდენიმე ხნის შემდეგ ბავშვი მოიტაცეს, პოლიციელის ოჯახი ადგილს ვერ პოულობს. ახალგამომცხვარი მამა ყველაფერს აკეთებს მის მოსაძებნად. პირველი ეჭვი რა თქმა უნდა ბიოლოგიურ მშობლებზეა...
თუ სადაზღვეო კომპანიას მიმართავთ სიცოცხლის დაზღვევის მიზნით და აზღვევთ სიცოცხლეს ერთ მილიონ დოლარად, ყოველთვის აღიძვრება საქმე. როდესაც მილიონიანი დაზღვევისათვის ასაღებად კომპანიას მიმართავენ დაღუპულის ადვოკატები, მაშინ კომპანია მათთან აგზავნის გაუტეხელ და ჭკვიან დეტექტივს რათა ყველაფერი გამოარკვიონ...
ძვ.წ. მეოთხე საუკუნეში ჩინეთი დიდ და პატარა სამთავროებად დაქუცმაცებლ მხარეს წარმოადგენდა, რომლებიც ერთმანეთთან გამუდმებით აწარმოებდნენ ომებს. ლიანგი პატარა სამთავროა, სადაც 4000 ადამიანი ცხოვრობს. ის ჩჟაოს დინასტიის 100 000-იანი არმიის გზაზე აღმოჩნდა, რომელსაც ზიანგ იანგჩჟონგი მეთაურობს. ლიანგის მთავარი მხედართმთავრად გე ლის ქირაობს...
ფილმი მოგვითხრობს მომავლის შესახებ სადაც მოსახლეობამ პლანეტა იმდეანდ გადატვირთა, რომ ადამიანებს მოსახლეობის შემცირება მოუწიათ, ჩვენ ვიხილავთ, როგორ მიმდინარეობს გადარჩევა...
რა ხდება თუ ვერც ერთ ნივთს ვერ ეხები გარე სამყაროდან? რა ხდება თუ არ შეგიძლია სუფთა ჰაერი ჩაისუნთქო და მზის სხივმა შენი სახე გაათბოს... მეზობლის ბიჭს კი არ შეუძლია გაკოცოს.RN18 წლის მედის სიყვარულის დაუჯერებელი ისტორია. მედის დაავადების გამო არ შეუძლია მისი ჰერმენტული ოთახიდან გასვლა. მას მეზობელი ოლი შეუყვარდება. მეგის სურს სრულად შეიგრძნოს პირველი სიყვარული , მას არ სურს შუშები გამოოფდეს გარე სამყაროსგან . მეგი და ოლი ყველაფრის მიუხედავად მაინც დაახლოვდებიან და ყველაფრისთვის მზად არიან , მთავარია ერთად იყვნენ...
შუახნის მშვენიერი ქალბატონები უიღბლოთა კლუბში გაწევრიანდნენ, სადაც ერთმანეთს წვრილმან უიღბლობებს და მსხვილ წარუმატებლობებს უზიარებენ. ისინი არ ეგუებიან თავის სიმარტოვეს და სიყვარული სწყურიათ. მაგრამ როგორც კი ერთერთი ლამაზმანი ახალგაზრდა მამაკაცთან რომანს გააბავს, მისი დაქალები ეჭვიანობის ნიადაგზე მას ათასნაირ ხრიკს უწყობენ! ენდე უიღბლოს, მაგრამ მაინც გადაამოწმე!...
მედეას და იასონის სიყვარულის ისტორია: შეხვედრა, სიყვარული და განშორება. მიტოვებულ და გაძევებულ მედეას არ შეუძლია ყოფილ სატრფოს აპატიოს, რომელმაც ის მეფე კრეონის ქალიშვილთან ქორწინებაზე გაცვალა. მედეა შურისძიებას იწყებს თავისი მაგიური ძალების დახმარებით. ფილმის გადაღებები კაბადოკიაში მიმდინარეობდა, მიტოვებული ქრისტიანული მამათა მონასტერი კი, წარმოდგენილია, როგორც კოლხური დასახლება და მეფის სასახლე. საოპერო მომღერალმა მარია კალასმა ამ ფილმში თავისი ერთადერთი როლი შეასრულა და არ უმღერია არცერთი სიმღერა...
ნიუ-იორკის მსხვილი კორპორაციის გაყიდვების მენეჯერი ტედ რაიკერი თანაშემწედ აიყვანს ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც მალე ვნებიან ურთიერთობას გააბამს ტედის საცოლესთან...
7 წელი გავიდა ფილმის პირველი ნაწილის მოვლენების შემდეგ და ამჯერად «ინფიცირებული ზონები» გავრცელდნენ მთელს მსოფლიოში. ახლა მთლიანად კაცობრიობა იბრძვის გადარჩენისთვის…
სისხლიანი ომის შემდეგ, კორეა ორ შეურიგებელ ბანაკად გაიყო, რამაც მშვიდობიან მოსახლეობას შიში, ტანჯვა და სიღარიბე მოუტანა. სწორედ ამ გარემოებებმა გააერთიანა, ამერიკის ბაზასთან მდებარე პატარა ქალაქის სამი მცხოვრები- უბედური გოგონა, მორცხვი მხატვარი და ამერიკელი ჯარისკაცის შვილი...
სატელევიზიო ჯგუფი ორკესტრის რეპეტიციის ჩაწერას მოაწყობს, მაგრამ უხალისო სამუშაო მოულოდნელად წინააღმდეგობაში გადაიზრდება. ფრედერიკო ფელინის ნამდვილი შედევრი შესანიშნავი ნინო როტის მუსიკით...
უმუშევარი მძღოლი მარტენი თავის თავზე იღებს ღამის პარიზში 2 ჩემოდნის გადატანას კონტრაბანდული ღორის ხორცით. მას ძალიან სჭირდება ფული, ამიტომ ის თანხმდება შეასრულოს ნებისმიერი სარისკო საქმე. დამხმარედ მას აეკიდება გრანჟილი, წარმატებული მხატვარი, რომელიც მიდის ავანტიურაზე მხოლოდ მძაფრი შეგრძნებების გამო...
რამოდენიმე წელი გატეხილი გულით ცხოვრების შემდეგ პოლი გადაწყვეტს შეუერთდეს ჯგუფს, რომლის მიზანიც გონების მომწამვლელი ნივთიერებებისა და აზრებისგან გაწმენდაა. მაგრამ აღმოჩნდება , რომ ასე წმენდა სხეულიდან ბევრად მეტს ათავისუფლებს...
A mysterious young woman materializes in the middle of the southwestern desert, where each step teaches her about her new world and her new body. As she assumes her new life, she discovers she has a twin with whom she shares more than just an outward appearance.
გოგონას ისტორია, რომელიც უკვე 14 წლის ასაკში ჰიპ ჰოპის დედოფალი გახდა. როკსანა შანტე ღარიბ რაიონში ცხოვრობს დედასთან და სამ დასთან ერთად. ერთადერთი შვება და ფულის გამომუშავების გზა იმ დროისათვის ჰიპ ჰოპია...
ერაყში ჭრილობის მიღების შემდეგ, სპეცდანიშნულების მებრძლი მაკფერსონი ჩამოდის თავის მეგობართან არიზონაში და მოულოდნელად შეეტაკება ირგვლივ მყოფი ადამიანების უცნაურ მოქცევას. მაცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ ადამიანი, რომელსაც ის ეძებს საერთოდ არ ახსოვთ, რომ ამ ქალაქში ეცხოვრა. მალე, ჯარისკაცს მოუწევს გაგება, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები ჩათრეულები არიან ორგანიზაიით, რომელიც ადამიანების ვარობითაა დაკავებული...
დაფუძნებულია 1981 წლის ბრიტანული ციხის ისტორიაზე. პატიმარი ბობი სენსი აპროტესტებს ციხის წესებს რადგან ისინი მათ ისე ექცევიან როგორც დამნაშავეებს და არა როგორც ომის პატიმრებს.
ის ცნობილი ტელეპროდიუსერია, რომელსაც საოცრად იზიდავს ალკოჰოლი და აზარტული თამაშები. ლას-ვეგასში ის ერთი მიზნით მიდის - მან თავის ბიძაშვილი სარეაბილიტაციო კლინიკაში დაწოლაზე უნდა დაითანხმოს...
ფილმი მოგვიყვება ზღაპრების მოყვარულზე, 19 წლის გოგონაზე სახელად რენი. მისი იდეალებია: სეფექალები, გმირები და ყოველთვის ჰეპიენდები. მაგრამ რენის ნამდვილი ცხოვრება წააგავს ნამდვილ კოშმარს: ის ებრძვის ნარკოდამოკიდებულებას, დეპრესიას. მხატვრული ფანტაზიის და მკაცრი რეალობის შემოქმედებით ნაზავში, ფილმი გვიჩვენებს რენის გამბედაობას ცხოვრების ყველა დაბრკოლების გადალახვაში...
ახალგაზრდა ქალი იბრძვის ცხოვრების შესაცვლელად განთქმული ფოლკლორის მომღერალი ქმრის სიკვდილის შემდეგ. ნიუ-იორკელი მწერალი აიძულებს ქალს დაუპირისპირდეს ქმრის დანაკარგს და მისი სიკვდილის ბუნდოვან გარემოებებს...
მთავარ გმირს ნედს ცხოვრებაში კრიზისი აქვს: სამსახური მას აღარ აკმაყოფილებს, შვილებთან კი პრობლემები აქვს. ამ ყველაფერთან ერთად ცოლს მათთან სახლში მოჰყავს თავისი ჭირვეული ავადმყოფი მამა. ნედის ყოველი დღე ოჯახის წევრებთან ჩხუბით მთავრდება, მას უწევს შეგუება ასეთ ყოველდღიურობასთან. ეს ფილმი არის ჩვეულებრივ ოჯახზე, რომლის წევრებიც ცდილობენ გაერკვნენ თავიანთ ურთიერთობებში...
30 წლის ლაურა, ფსიქიატრი, სარდაფშია ჩაკეტილი. ის ვიდეოკასეტას უყურებს და სერიული მკვლელის აღსარებას უსმენს. ეს რამონია. ადამიანი, რომელმაც ის გაიტაცა და სკამს მიაბა. ის აქაა, სულ ახლოს, და ლაურას შესთავაზებს "სიტყვებით" თამაშს. თუ ის გაიმარჯვეს, თავისუფლებაზე აღმოჩნდება, თუ არა და ცალ თვალს დაკარგავს...
ანნეს ქმარი მუდამ სამსახურშია ცოლისათვის კი დრო არ რჩება. ანნე გადაწყვეტს შეცვალოს მისი ცხოვრება და ქმრის მორიგი მივლინების დროს მანქანით მიემგზავრება კანიდან პარიზში. მას თან ქმრის საქმიანი პარტნიორი ახლავს...
ორი პარიზელი მეგობარი, როლანი და მანიუ - ჩხირკედელა და რომანტიკოსები არიან. როლანის სანუკვარი ოცნებაა სრულყოფილი ძრავის შექმნა. მანიუ - შესანიშნავი პილოტია, რომელსაც ცაზე აბოდებს და ყველანაირ გიჟურ შეთავაზებაზეა თანახმა, ოღონდ კი საკუთარი თავი გამოიწვიოს. ერთხელ მათ ცხოვრებაში შეიჭრება ლეტიცია - მომხიბლავი გოგონა, რომელიც გატეცებულია ავანგარდით თანამედროვე ხელოვნებაში. ახლა უკვე სამი მეოცნებე ერთად მიაბიჯებს ცხოვრების გზაზე. ყველაფერი კარგად იქნებოდა ერთ წამში რომ არ გაცამტვერებულიყო... რადგან ფული ჭირდებათ. მაგრამ მოვა თუ არა სიმდიდრესთან ერთად ბედნიერება და ეს სიმდიდრე ხომ არ დაემუქრება მათ სიცოცხლეებს?...
ციმბირი. ტაიგაში, მიტოვებულ სოფელში ბაბუა შვილს, შვილიშვილი კი მამას ელის, რომელიც ორი წლის წინ წავიდა და აღარ დაბრუნებულა... ცოლ-ქმარი სამ ქალიშვილს ზრდიან, მათ ერთმანეთთან მხოლოდ შვილებიღა აკავშირებთ... კაპიტანი ცხოვრებაში თავისი ადგილის პოვნას ცდილობს... ამ გმირების ბედი მოულოდნელად ერთმანეთთან დრამატულად იკვეთება...
ჯორდან ბელსი, 17 წლის ნიჭიერი ფოტოგრაფი, შეეგუა მამამისის მიერ დაწყობილ მომავლის გეგმებს და გახდა შეშლილი ფოტოგრაფი. მას შემდეგ, რაც შიშველი გოგონების გადაღების გამო ის სკოლიდან გააგდეს, ჯორდანი სხვა სკოლაში გადადის სასწავლებლად, სადაც ლამაზი გოგონა შეი შეუყვარდება. მაგრამ ცოტა ხანში ის მიხვდება, რომ კრიმინალში ჩაითრიეს და მკვლელობის თანამონაწილე გახდა...
მინების დინასტია, სამი მეგობარი, რომლებიც მსახურობენ ცზინივეიში, გაემგზავრებიან პოლიტიკოსი ვეი ჩჟუნსიანის საძიებლად, რომელიც იძულებული გახდა გადამდგარიყო და გაიქცა პეკინიდან. ისინი ადვილად გაუმკლავდებიან მიცემულ დავალებას, და დაბრუნდებიან ცზინივეიში. იქ ისინი მიხვდებიან რომ გაეხვნენ შეთქმულებაში, ხოლო პოლიტიკოსის ხსნა მხოლოდ დასაწყისია...
იუი ხუნი ტოვებს თავის სოფელს, თავის მშობლებს და თავის შეყვარებულს, და მიდის პეკინში სასწავლებლად. უნივერსიტეტში ის თავისთვის ახალ სამყაროს გახსნის, რომელიც სავსეა სექსუალური თავისუფლებით და აკრძალული სიამოვნებებით. ამ თავისუფლებაში ჩაძიძრულ იუის, თავისი თანაკურსელი შეუყვარდება ჩჟოუ ვეი. ვნება, რომლიც შეუძლებელია ვერ გაიგო, მათ ურთიერთობებს ღალატით, ორმხრივი დადანაშაულებებით და უსასრულო პროვოკაციებით. ამ დროს პეკინის სტუდენტები იწყებენ დემონსტრაციების მოწყობას, ისინი დემოკრატიას და თავისუფლებას ითხოვენ. ქაოსში და პანიკაში იუი და ჩჟოუ ერთმანეთს კარგავენ... ჩჟოუს სამხედრო ლაგერშ გააგზევნიან, რომლიდან გამოსვლისას ის ბერლინში მიემგზავრება, და უკან ტოვებს თავის ქვეყანას და მოგონებებს იუიზე. ის კი თავის სამუშაოს პოულობს, და საყვარელს, მაგრამ ვერაფრით ივიწყებს ჩჟოუს...