გამოგონილი ისტორია, რომელიც ინსპირირებულია ჩრდილოეთ ამერიკაში ცნობილი ქალი მოჭიდავეების პრომოუთერის - ჯეკი კალენის ამბით. ფილმში ასახულია მისი ბრძოლა გადარჩენისთვის და წარმატებები მამრობითი სქესის დომინანტ სპორტში...
ქეითი პიტერზეა დაქორწინებული და ახლა ის აინტერესებს, რა მოხდებოდა, მის ყოფილ შეყვარებულთან ტომთან რომ ყოფილიყო. რადგან თვითონ დაქორწინებულია, საუკეთესო მეგობარს, ემილის სთხოვს ტომთან ღამე გაატაროს და შემდეგ მოუყვეს ამის შესახებ. როცა ემილი ეტყვის, რომ ტომთან გატარებული ღამე არაჩვეულებრივი იყო, ქეითი ემილის დაშორდება და მის ქორწინებაშიც ბზარი გაჩნდება...
ალბერტ აინშტეინი ეხმარება ახალგაზრდა კაცს, რომელიც შეყვარებულია მის დისშვილზე - მიიპყროს მისი ყურადღება. თავის მოსაწონებლად ახალგაზრდა მამაკაცი უდიდეს ფიზიკოსად აჩვენებს რჩეულს თავს...
როდესაც ოფელია სრულწლოვანებას მიაღწევს, იგი დედოფალ გერტრუდას სეფექალი გახდება. გამორჩეული სულიერების მქონე ოფელია ჰამლეტის ყურადღებას მიიქცევს. სამეფოში ავხორცობა და ღალატი ბობოქრობს, ოფელია კი ჭეშმარიტ სიყვარულსა და საკუთარი ბედისწერას ებრძვის...
ბიჭის სხეულში გამომწყვდეული 15 წლის გოგონა ოცნებობს გახდეს ბალერინა. იგი საკუთარი სხეულის შესაძლებლობების ყოველგვარ ლიმიტს აჭარბებს, რათა მიაღწიოს სანუკვარ მიზანს...
ფილმი წარმოადგენს ადაპტირებულ ბესტსელერის ვერსიას, რომელიც დაფუძნებულია მედლინ სენთ ჯონის ნოველაზე. "ქალბატონები შავებში" კომედიური ჟანრის ფილმია, რომელშიც მოქმედება მიმდინარეობს 1959 წლის სიდნეიში. ეს არის საინტერესო და სახალისო ცხოვრება ქალბატონებისა, რომლებიც ერთ სამსახურში არიან დასაქმებულები...
ხელოვნების ნიმუშების ქურდობაში გაწაფული პირი იმ იმედით, რომ თავის კრიმინალურ ცხოვრების სტილს უკან მოიტოვებს, ერთ სექსუალურ პოლიციელ ქალს შეეკვრება, რათა უკანასკნელი ძარცვა თავიდან აიცილოს და ამ ყველფერიდან საბოლოოდ გათავისუფლდეს...
ახალგაზრდა მწერალს რედაქციაში მოთხრობა მიაქვს. მისი განხილვის მოლოდინში გადის შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხული... მოთხრობას არათუ არავინ კითხულობს, მისი ყველა არსებული ეგზემპლარიც უკვალოდ ქრება. ამ დაწესებულებაში ყველა თავისი საქმით არის გართული: დირექტორი მუდამ გადარბენაზეა – თათბირიდან ბანკში, ბანკიდან შეხვედრაზე, შეხვედრიდან ბანკეტზე და ასე დაუსრულებლად, რედაქტორებიდან ზოგი ფრანგულს სწავლობს, ზოგი კერავს, ზოგი საუზმეს იმზადებს, ვიღაც შვებულებაშია, ვიღაც – მივლინებაში, სხვები ჭადრაკს თამაშობენ. ერთადერთი ადამიანი, ვინც ხელნაწერებს კითხულობს, მღებავია...
სტუდენტ ზაზა ნაკაშიძეს, რომელსაც ჩხუბში მონაწილეობისთვის დააპატიმრებენ, უდანაშაულობის დამტკიცების იმედი არა აქვს. ციხის საკანში სხვადასხვა ეროვნებისა და მრწამსის დამნაშავეები შეყრილან. დროს განვლილ ცხოვრებაზე და დანაშაულის ჩადენის მიზეზებზე კამათში კლავენ. ქურდის, მკვლელის, სახელმწიფო ქონების გამფლანგველის, ყველაზე საშიში ბოროტმოქმედის სულშიც შეიძლება სათუთი გრძნობები იმალებოდეს...
ფილმი სოფლის ცხოვრებას ასახავს. სიუჟეტის მთავარ ხაზს მარიტასა და გედიას სიყვარულის ამბავი წარმოადგენს. მშვენიერი მარიტა იძულებული გახდება მამის ნებას დაჰყვეს და შეძლებულ შეთეს მისთხოვდეს, თუმცა მისი გული დიდი ხანია გედიას ეკუთვნის. ფილმი გადაღებულია გიორგი ლეონიძის მოთხრობების კრებულის "ნატვრის ხე" მიხედვით...
უოლტერ ფაბერი გადარჩა ავიაკატასტროფის დროს. გადატანილი კატასტროფის შემდეგ ფაბერი გემით მოგზაურობს, სადაც გაიცნობს ახალგაზრდა გოგონას და შეუყვარდება. ისინი საბერძნეთში გოგონას სახლში მიემგზავრებიან, ფაბერმა არ იცის რას უმზადებს ბედი. ფილმი წარმოადგენს მაქს ფრიშის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციას...
ემა ნეაპოლში ბრიტანეთის ელჩს – ლორდ ჰამილტონს გაიცნობს და მალე მისი ცოლი ხდება. ის ახალგაზრდა არ არის, მაგრამ აქვს დიდებული შინაგანი ბუნება და დახვეწილი მანერები. თუმცა, წარსული ნამდვილად არ აქვს სუფთა. თითოეული მათგანი თითქოს იღებს მას რაც უნდა, მაგრამ ბედნიერები მაინც არ არიან. ერთ–ერთ მაღალი დონის მიღებაზე ემა ნელსონს გაიცნობს და...
1905 წელს რევოლუციონერი სუნ იატ-სენი ჰონკონგში ჩადის, რათა ტონგმენგჰუის წევრებთან ერთად ქინგის დინასტიის დამხობის გეგმა განიხილოს. თუმცა როდესაც ისინი გაიგებენ რომ მის მოსალკლავად დაქირავებული მკვლელები გაგზავნეს, ამ თავდასხმის აღსაკვეთად დამცველთა ჯგუფების მობილიზებას შეძლებენ...
სიუჟეტის კვანძი 2008 წლის პრეზიდენტის არჩევნების დროს იხსნება და მოგვითხრობს მანჰეტენიდან მოწვეული გოგონას ისტორიაზე, რომელსაც სამსახურში და კლიენტებთან, მეგობარი ბიჭის გამო, მუდამ პრობლემები აქვს...
საცეკვაო სტუდიაში, რომელიც ემზადება ღია მსოფლიო ჩემპიონატისთვის სამეჯლისო ცეკვებში ლას-ვეგასში, გამოჩნდება ახალგაზრდა კუბელი რაფაელი. ის ჩამოდის ამერიკაში, იმისათვის რომ თავისი სანუკვარი სურვილი აისრულოს. სტუდიის დირექტორს ნიჭიერ ახალგაზრდა მოცეკვავეზე დიდ იმედებს ამყარებს. ლამაზმანის - რუბის მეთაურობის ქვეშ რაფაელი იწყებს მზადებას მომავალი შეჯიბრისთვის...
ხუთმა ახალგაზრდა სპორტსმენმა უნდა დაივიწყოს უთანხმოება და პირადი პრობლემები იმისათვის, რომ ერთიან გუნდად დაიცვან აშშ-ს ნაციონალური ნაკრების სახელი საერთაშორისო შეჯიბრზე კარატეში. ბრძენი მწვრთნელის ხელმძღანელობით მათ ეს გამოსდით, და ისინი თავის ოსტატობას დემონსტრირებას ახდენენ...
ფილმი მუსტანგი მოგვითხრობს ამბავს მოძალადე დამნაშავის - რომან კოლემანის შესახებ, რომელსაც ეძლევა საშუალება მონაწილეობა მიიღოს რეაბილიტაციის თერაპიის პროგრამაში, რომელიც მოიცავს ველური მუსტანგების მოთვინიერებას...
ახალგაზრდა მამაკაცი ათი წლის მანძილზე რეგულარულად გადიოდა კურსებს რეაბილიტაციის ცენტრში. საბოლოო ჯამში იგი ბრუნდება მშობლიურ მხარეში, სადაც ათი წელია არ ყოფილა და შეხვდება ძმას თავისი ცოლით, რომელზეც დიდი ხანია შეყვარებულია...
უოლტერი საბრძოლო ხელოვნების ამომავალი ვარსკვლავია, მაგრამ როდესაც მის დას სასტიკად მოკლავენ, ის იძულებულია სახლში, დედამისთან დაბრუნდეს. უოლტერს დამნაშავეზე შურისძიება სურს და სწორედ ამ დროს გაიცნობს გაცილებით უფროს, ულამაზეს ქალს...
ფილმი გადაღებულია ბოუქ ქოულის რომანის მიხედვით “თხები”. უეცრად ორი მოზარდი აღმოჩნდებიან სასტიკი თამაშის მსხვერპლნი - მათ გახდიან სამოსელს და შორს უკაცრიელ ადგილას მარტოებს დატოვებენ. ახალგაზრდებმა იმის მაგივრად, რომ თავი სწრაფად დააღწიონ უკაცრიელ მხარეს და შეურაცყოფილები უკან სახლში დაბრუნდნენ, გადაწყვეტენ საერთოდ თამაშის გვერდის ავლით გაუყვნენ გზას სიღრმეში და მიენდონ ბედს, გზად მათ უამრავი მხიარული თავგადასავალი და ასევე გასაჭირი ელით...
ორ თინეიჯერს, რომლებიც სიცოცხლისთვის საშიში დაავადებით არიან შეპყრობილნი, ერთმანეთი შეუყვარდებათ. ამ საზარელი დაავადების პირობებში ისინი ცდილობენ, გაუმკლავდნენ პრობლემებს, რომლებიც მათ შორის ჩადგომას ლამობენ...
დაწყებითი კლასების სათნო მასწავლებელი ის არაა რადაც თავს აჩვენებს ყველას. ის დანაშაულთან ბრძოლის საიდუმლო აქტივისტია. საქმე რთულდება, როცა ქალსა და ქალაქის შერიფს შორის რომანტიკული ურთიერთობა იწყება...
გაწბილებული თავის მოსწავლეებზე, მასწავლებელი აღმერთებს მხოლოდ ერთ ბიჭს, რომელიც ბოლო მერხზე ზის და ძლიერ განსხვავდება სხვებისგან. ამ ბიჭს აქვს ჩვევა უთვალთვალოს სხვების ყოფაცხოვრებას. ის ჩაიფიქრებს დაწეროს მოთხრობა თავის თანაკლასელის ოჯახზე. მან გადაწყვიტა დაუკვირდეს მათ სისტემატიურად...
ისედაც პრობლემებში მყოფი მუსიკალური გამფორმებელი ჰარვი შაინი, ქალიშვილის ქორწილის შემდეგ ლონდონიდან ნიუ-იორკში გაფრენას ვერ მოახერხებს და როცა თვითმფრინავის რეისზე დააგვიანებს, სამუშაოს დაკარგავს. დარდის გაქარვებას აეროპორტის პაბში გადაწყვეტს. სწორედ ამ დროს შეხვდება კეიტს, ბრიტანული მთავრობის მუშაკს. კეიტი გამუდმებულ სამუშაო რეჟიმში, დედასთან სატელეფონო ზარებსა და უცნობ ადამიანებთან პაემნებშია გახლართული. უბედურ წყვილს შორის კავშირი მყარდება. ისინი მალევე აღმოაჩენენ, რომ ერთმანეთი შეუყვარდათ...
ინგლისურის მასწავლებელი ჯესიკა დონოვანი და სვინგის ცეკვის კონკურსის ყოფილი პრიზიორი - ჯეიკი, შეხვედრისთანავე ხვდებიან, რომ ერთმანეთის ცხოვრებისეული სიცარიელის ამოვსება შეუძლიათ. მაგრამ ჯესიკას საქმრო ჰყავს, რომელსაც უყვარს და არჩენს, ჯეიკს კი, ყოფილი პარტნიორი ქალი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ გაუშვებს ხელიდან...
ფილმის მოქმედება ვითარდება 70-იანი წლების ავსტრალიაში. მთავარი გმირები - ძმები ფიშერები არიან. ენდის და ჯიმის ყველაზე მეტად უყვართ ტალღების დაპყრობა, მაგრამ როდესაც ოჯახს უდგება გაჭირვების დღეები ჯიმი ეხვევა კრიმინალურ სამყაროში…
ბავშვობის საუკეთესო მეგობრები, უილი და ემა, დიდი ხანია რაც დაშორდნენ ერთმანეთს. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს ემა. უილისთვის კი იგი ყოველთვის მნიშვნელოვანი ადამიანი იყო მის ცხოვრებაში. უილი თვლიდა, რომ ისინი დაკავშირებული არიან ერთმანეთთან და ყოველთვის დაყვებოდა უკან. მას არც სახლი აქვს, არც ავტომობილი ჰყავს, არც მუდმივი სამუშაო - უილი ცხოვრობს და დროდადრო მუშაობს ილუზიონისტად. როცა მოულოდნელად ავად გახდება ემას მამა, გოგონა მშობლიურ ქალაქში ბრუნდება და ცდილობს უკან მოიტოვოს წარუმატებელი პირადი ცხოვრება და სატელევიზიო მსახიობის კარიერა...
About existence from the perspective of 20 nameless black females. Each of the women portray one of the characters represented in the collection of twenty poems, revealing different issues that impact women in general and women of color in particular.
გლორია თავისუფალი სულის განქორწინებული ქალია, რომელიც მთელ დღეებს სამსახურში ატარებს, ხოლო ღამეებს საცეკვაო მოედანზე და ლოს-ანჯელესის კლუბებში ათენებს. ერთ ასეთ ღამესაც არნოლდს შეხვდება და აღმოაჩენს, რომ უეცრად მოულოდნელ სასიყვარულო ურთიერთობაში გაება, რომელიც სავსეა როგორც სიხარულითა და სიყვარულით, ასევე სირთულეებით...
ფილმი მოგვითხრობს ორ ახალგაზრდაზე. ისინი არ ელოდებიან ბედნიერებას, მაგრამ მოულოდნელად იპოვეს იგი. ლეისი მიმზიდველი გოგონაა, რომელსაც რაღაც მიზეზებით პირად ცხოვრებაში არ უმართლებს. თუმცა, ერთი შემთხვევა მის ბედისწერას სხვაგვარად განკარგავს...
ყველას ჰქონია ცხოვრებაში დიდების წუთი, ან აუცილებლად ექნება. თუ თქვენ უკვე ოცდაჩვიდმეტის ხართ, არ ხართ ლამაზი, მუშაობთ მობილური ტელეფონების პატარა მაღაზიაში, ცხოვრობთ მშობლებთან სხვენზე და გინდა მხოლოდ ერთი რამ - იმღერო საოპერო სცენაზე, მაშინ ყველაფერი გაცილებით რთულადაა...
ალექსი, მარტოსული ბუღალტერი, ხვდება ბრაზის მართვის თერაპიის კურსებზე. აქ ის ხვდება სტელას, მცირე ბიზნესის მქონე ქალს, რომელიც საკუთარ მანქანას როგორც იარაღს ისე იყენებს და ნიკის, კბილის ტექნიკოსს, რომელსაც ანგელოზის სახე და სოციოპატის ტვინი აქვს. ისინი ერთიანდებიან მათ ცხოვრებაში არსებული მოძალადე მამაკაცების წინააღმდეგ...
ქეითი და სარა ბავშობიდან მეგობრობენ. ისინი ერთად შევიდნენ კოლეჯში. როდესაც ქეითს სპეციალური პრიზით აჯილდოვებენ, რომელიც წლების წინ მისმა დედამ დააარსა, მათ უპირისპირდება ახალგაზრდა გოგონათა ჯგუფი...
ქალი სრულიად შეიცვლება მოხიბვლის სახელმძღვანელო წიგნის დახმარებით, რათა ქმარი იპოვოს, თუმცა მალევე აღმოაჩენს, რომ მისთვის იდეალურ მამაკაცს, მისი რეალური სახე უყვარს და არა ხელოვნურად შექმნილი იმიჯი...
ფილმი წარმოადგენს პულიცერის პრემიის ლაურეატ კორმაკ მაკარტის ამავე სახელწოდების პიესის ეკრანიზაციას. ის ორი ნიუ-იორკელის შესახებ მოგვითხრობს. ერთ-ერთი მათგანი მეორეს მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდნისგან იხსნის. ამის შემდეგ იწყება მათი ურთიერთობა. ისინი ერთმანეთს უზიარებენ აზრებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლე...
11 წლის ტომო დედასთან ერთად ცხოვრობს, მაგრამ იგი მიატოვებს ბავშვს და სახლიდან მიდის. სრულიად მარტო დარჩენილი ბიძია მაკიოსთან გადადის საცხოვრებლად. მაკიოს ულამაზესი შეყვარებული ჰყავს, რომელიც კაცად დაიბადა და ახლა მოხუცთა თავშესაფარში მუშაობს. ტომო გაოცებულია რადგან მაკის შეყვარებული ბევრად თბილად ექცევა, ვიდრე მისი მშობელი დედა.
ახალგაზრდა ქალი ასაკოვან ქვრივს დაკარგულ საფულეს დაუბრუნებს, რაც ამ ორს შორის უჩვეულო ურთიერთობის ჩამოყალიბებით დამთავრდება, სანამ ქალი არ აღმოაჩენს, რომ ქვრივი სულაც არ არის ის, ვინც ეგონა...
ლიზი - ფიზიოტერაპევთია, მის კლიენტების შორის ძალიან მდიდარი ხალხია. ამ მომხიბვლელი ქალის ცხოვრებას წარმატება თან დაჰყვება. ქმართან განშორების შემდეგ ის შვილს მოზარდ ბიჭს ზრდის. მისი შვილი ფინი იძულებულია მშობლებს თანადგომა გაუწიოს და ბევრ დროს უთმობს მამაზე ფიქრებს. მისი მამა განთქმული მეცნიერ-ანთროპოლოგია, რომელიც ამაზონის უღრან ტყეში იკვლევს პირველყოფილი ტომის წეს-ჩვეულებებს, რომელსაც სასტიკი და ველური წესების გამო ”სასტიკი ადამიანების” ტომს ეძახიან...
არიზონაში, უდაბნოს ცხელი მუსონების პერიოდში, ორ საუკეთესო მეგობარს თავსდატეხილი ტრაგედია თითქმის საბოლოოდ დააშორებს ერთმანეთს, რაც ძალიან მტკივნეული პროცესია ორივე მათგანისთვის...
ფილმი მოგვითხრობს თავდადებულ მარტოხელა დედაზე, რომელი ქალაქში, უჩვეულო ღამეს, იხიბლება სიმპატიური უცნობით. მაგრამ მან ჯერ არ იცის, მზად არის თუ არა გულის გასახსნელად...
ფილმი მოგვითხრობს მე-20 საუკუნის მნიშვნელოვან მოვლენაზე "უოთერგეითზე", რომელმაც პრეზიდენტ ნიქსონის თანამდებობის ნაადრევი დატოვება გამოიწვია. ადამიანის ვინაობა, რომელიც პრესას ინფორმაციას აწოდებდა მხოლოდ 30 წლის შემდეგ გაირკვა, მას შემდეგ რაც თავად აღიარა. ისტორია დაფუძნებულია რეალურ ამბავზე...
1975 წელია. 200 ტონიანი ლურჯი ვეშაპი გამოირიყა ადგილობრივ პლაჟზე. ბავშვებს ჰგონიათ, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რაც კი ავსტრალიის ისტორიაში მომხდარა. დახურულ კარს მიღმა კი, გარეუბნის ერთი წყნარი ქუჩის მაცხოვრებელები - მათი მამები და დედები, ამის აღნიშვნას თავისებურად აპირებენ - სექსუალურ რევოლუციას აყოლილები, ცოლების გაცვლის წვეულებას გამართავენ. ჰოდა, გახრწნილი ვეშაპის მსგავსად, ეს ყველაფერიც სასწაულებრივად ცუდად დამთავრდება...
მხატვრულ-ბიოგრაფიული ფილმი ჯონ ლენონის შესახებ. ის მოგვითხრობს ჯონის ბავშვობასა და ახალგაზრდობაზე - დაბადებიდან 50-იან წლებამდე, როდესაც ჩამოყალიბდა პირველი მუსიკალური კოლექტივი მისი მონაწილეობით - ჯგუფი ”The Quarrymen”. ფილმს განსაკუთრებულ ლეიტმოტივად გასდევს ჯონის ურთიერთობა დედასთან...
სამმა მემკვიდრემ უნდა განაახლოს მშობლიური სახლი და დაუბრუნოს ვენახებს ადრინდელი დიდება. ისინი დაკრეფენ ყურძენს და ღვინოს გააკეთებენ, ამ პროცესისას კი გამუდმებით ჩხუბობენ...
მუჰამედ ნასისი ცოლთან - სამაიასთან და ორ შვილთან რაშიდთან და ჰადისთან ერთად ცხოვრობს. მისი შვილი გეგმავს რომ ცოლად უზმა მოიყვანოს, მაგრამ ის ეგვიპტელია ეს კი ყველაფერს ართულებს, რადგან მაჰმადი არ არის მორწმუნე...
მონა გრეი 20 წლის მარტოხელა გოგოა, რომელიც მამამისის მძიმედ დაავადებისას ნუგეშს მათემატიკის შესწავლისგან ნახულობს. როდესაც ის წამოიზარდა, მასწავლებლად დაიწყებს მუშაობას, ის გრძნობს, რომ უნდა დაეხმაროს თავის მოსწავლეებს პრობლემების მოგვარებაში...