თუ სიცოცხლე გსურთ, გირჩევნიათ ცხვირი არ შეყოთ ლოს-ანჯელესის ამ კვარტალში. ეს ძალიან საშიში ადგილია, სადაც ისეთი ბიჭები ცხოვრობენ, როგორიცაა - ტრე, რიკი და დაგბოი. ისინი იხარშებიან ამ ყოველდღიურ ჯოჯოხეთურ სამზარეულოში, რომელიც სავსეა ძალადობით, უზნეობით და ბოროტებით. ეს არის მკვლელების და ნარკომანების სამოთხე...
პედრო ალმადოვარის ეს ფილმი არის სექსუალურ გადაცდომაზე 1960-იანი წლების კათოლიკურ ეკლესიაში, ესპანეთში. ფილმი ორი ბიჭის შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც საშინლად ექცევიან კათოლიკურ სკოლაში და შემდგომ ცხოვრებაშიც ისინი ბევრ წინააღმდეგობას ხვდებიან თავიანთი სექსუალური ორიენტაციის გამო...
1940-ანი წლების დასასრულის ჯორჯიას შტატის პატარა სამხედრო დასახლების ბინადრები, ერთდროულად სასიკვდილოდ საშიშ მხეცებსაც და მიყუჟულ ნადავლს გვანან. მათი ბედი კვე დიდი ხნის წინ გადაწყდა, ხოლო უკანასკნელი ძალებით ძლივს შენარჩუნებული დღის განრიგის მიღმა განდევნილი ზნე და მანიები იმალება. მაიორი პენდერსტონი, რომელსაც მარლონ ბრანდო ასახიერებს, ჯერ კიდევ ცდილობს მაჩო წარმოადგინოს, მოშვებული კუნთებით, მაგრამ სინამდვილეში ეშინია თავისი ლატენტური ჰომოსექსუალიზმის და ცოლიც (ელისაბედ თეილორი) არაფრად აგდებს. თავის მხრივ ცოლი ღალატობს პოდპოლკოვნიკთან, რომელსაც ურჩევნია არ მიაქციოს ყურადღბა, თუ როგორ შლის ნელნელა ჭკუაზე საკუთარი სათნო, კლასიკური მუსიკის მოყვარული ისტერიული ცოლი. თვით ფილიპინელ მსახურსაც კი, რომელიც ერთადერთი მახლობელი ადამიანია მისთვის, არ ძალუძს გადაარჩინოს საკუთარ თავზე სასტიკ მაზოხისტური გასწორებისგან. ამ ყველაფერს კი აკვირდება უცნაური ჯარისკაცი - ვუაიერი, თითქოს ანგელოზი, რომელსაც შეუძლია ვინმე მაინც გადაარჩინოს, თუ დემონი, რომელიც დაუნანებლად ღუპავს ყველას...
ბიჭუნა ნელ-ნელა კვდება იშვიათი, უკურნებელი დაავადებით. ამას ამტკიცებს მედიცინა და ყველა მისი გამოჩენილი წარმომადგენელი, რომლებთანაც პატარა ლორენცოს მშობლები მივიდნენ. მაგრამ მშობლის სიყვარულს არ შეუძლია ამას შეეგუოს და შეუძლებელს ახდენს...
ჯეინის ქმარი გაურკვეველ ვითარებაში კვდება. უიმედოდ დარჩენილი, თავის 11 წლის გოგონასთან ერთად, ის იძულებულია თავის მამამთილთან გადავიდეს საცხოვრებლად, რომელიც შვილის სიკვდილში დამნაშავედ ჯეინს თვლის...
თითქოსდა შემთხვევით დაღუპული ვეშაპის დაზღვევის მისაღებად, ოკეანარიუმის მფლობელები გადაწყვიტავენ მოკლან სამტონიანი კასატკა, სახელად ვილი. მაგრამ მათ გეგმას განხორციელება არ უწერია, რადგანაც ვილის 12 წლის მეგობარი ჯესი ჰყავს...
ეს ფილმი ნორმან მაკლინის ნამდვილი ისტორიაა, რომელიც ნორმანისა და მისი ძმის, პოლის ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთებს მიჰყვება და გვიჩვენებს, როგორ შეხვდნენ ისინი ერთმანეთს მონტანის დასავლეთით მე-20 საუკუნის 20-იან წლებში...
სუტინიორების დამნაშავეთა გუნდი მექსიკელ გოგონას იტაცებს, რათა ის სექს–მონად აქციონ. დაკარგული დის მოძებნის მიზნით ვერონიკას ძმა – რეი პოლიციას უკავშირება. ისინი ერთიანი ძალებით სუტინიორთა ბინძურ ბიზნესს ებრძვიან და გოგონას საშინელი ტყვეობიდან დახსნას ცდილობენ...
რობერტ ჯეიმს უოლერის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული დრამა ორი არც ისე ახალგაზრდა ადამიანის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიელი ფრანჩესკა მეუღლესთან ერთად აიოვაში ჩადის. ქალს ფოტორეპორტიორი - რობერტი შეუყვარდება. მერილ სტრიპმა ფილმში შესრულებული მთავარი როლისათვის ოსკარი დაიმსახურა...
რეჟისორ სტეფან დალდრის სოციალური დრამა, კომედია ჩრდილოეთ ინგლისის მაღაროელთა პატარა ქალაქზეა, რომელიც ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. მაღაროელი მუშის ვაჟი თავის თავში ბალეტის ცეკვის ნიჭს აღმოაჩენს და მამის თანხმობის გარეშე დადის ბალეტის კლასში...
ვირიდიანას ბიძას, რომელმაც იზრუნა თავისი ძმიშვილის განათლებაზე, ძალიან უნდა ნახოს ის მონაზვნად აღკვეცამდე. სინამდვილეში ის დიდი ხანია შეყვარებულია თავის ძმისშვილზე. ეს ვნება იმდენად ააღელვებს ვირიდიანას, რომ ის გადაწყვეტს აღარ დაბრუნდეს მონასტერში...
ენი 23 წლისაა და მას ორი ქალიშვილი ყავს, უმუშევარი ქმარი, დედა, რომელსაც ყველა სძულს და მამა, რომელიც ბოლო ათი წელი ციხეში გაატარა. ის მუშაობს ღამის დარაჯად უნივერსიტეტში, რომლის კარებში ის დღისიდაც ვერ გაბედავდა შესვლას. მის მონოტონური ცხოვრება იცვლება, როდესაც ექიმები მას განუკურნებელ ავამდყოფობაზე აცნობებენ, და რომ მას მხოლოდ ორი-სამი თვის სიცოცხლე დარჩა. ენი გადაწყვეტს რადიკალურად შეცვალოს თავისი ცხოვრება...
როდესაც ნოუ იორკის ფსიქიატრი ბილ კაპა ლოს ანჯელესში ჩადის რომ შეუერთდეს თავის კოლეგებს და იპოვნოს მკვლელი, აღმოაჩენს რომ თავიდან ბოლომდე მისტიურ ამბავშია გახვეული...
ექვსწლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ რუდი დუნკანი ახალ კრიმინალურ ისტორიაში ეხვევა. მას საყვარელი ქალის მოკვლის მუქარით აიძულებენ მონაწილეობა მიიღოს კაზინოს გაქურდვაში...
შეეძლო კი იმ დღეს კოულის ოჯახს სცოდნოდა, რომ უწყინარ სურვილს გაესეირნათ მანქანით, შეეძლო გადაეტრიალებინა მთელი მათი ცხოვრება. მუხრუჭების, ხმაური,წინასასიკვდილო კივილი... საშინელ საავტომობილო კატასტროფაში ცოლ–ქმარი ტედი და მერიონი კარგავენ ორ შვილს, მაგრამ ბედისწერის წყალობით თვითონ ცოცხლები რჩებიან...
დარენ არანოფსკის სადებიუტო ნამუშევარი გენიოს მათემატიკოს მაქსიმილიან კოენზე, რომელიც აღმოაჩენს კავშირს რიცხვებსა და რეალობას შორის. მისი აზრით ამ აღმოჩენით მას მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლია...
"ნოტორიუსი" არის ფილმი კრისტოფერ უოლასის შესახებ. წარმოუდგენელი ნიჭით დაჯილდოებული და დიდი მონდომების შედეგად უოლასი ბრუკლინელი ნარკოტიკის რეალიზატორიდან,(ერთდროს იგი კრეკს ფეხმძიმე ქალებზეც ყიდდა) ის ყველა დროის ერთერთ უდიდეს რეპერად "ნოტორიუს ბი–აი–ჯიდ" ჩამოყალიბდა. მისი ელვისებური აღმავლობის, წარმატებისა და სახელის მოხვეჭის ისტორია, თავდაუზოგავი ბრძოლა იმედებისთვის და "ამერიკული ოცნების" ახლებური ხედვა...
ფილმი მოგვითხრობს რუსი მწერლის, ანდრეი გორჩაკოვის შესახებ, რომელიც მუსიკოს სასნოვსკის ბიოგრაფიული მონაცემების მოსაძიებლად იტალიაში მიემგზავრება. მუსიკოსის ცხოვრების დეტალებით მწერლის დაინტერესების მიზეზი უცნობია...
ჩვენს წინაშეა ხუთი სცენა ორის მონაწილეობით. ფილმის სიუჟეტი უკუღმა მიმდინარეობს. დასაწყისი ბოლოდან. ფინალში ვხედავთ ახლადგაცნობილ შეყვარებულ წყვილს, დასაწყისში კი გაშორების სცენას. თუმცა მოვლენების მიმდინარეობა, არც ისე მნიშვნელოვანია…
ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის უკაცრიელ ღამის ალეაში მაიკლ ო ჰარა იგერიებს ბანდიტებს, რომლებიც თავს დაეხსნენ როზალი ბანნისტერს. მაიკ ო ჰარა გიგანტია ბავშვის გულით, ის უმუშევარი მეზღვაურია. მან მიიქცია როზალის ყურადღება და ის შესთავაზებს მას სამუშაოს თავის ქმრის იახტაზე. როზალის ქმარი პოლიომელიტის გამო დაინვალიდებული ადვოკატია…
ფსიქოლოგიური დრამა, რომელიც მოგვითხრობს თანამედროვე სამყაროს მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ, როდესაც მიუხედავად თითქოს ნორმალური პროფესიონალური და პირადი ცხოვრების დინების, ადამიანი თავს მარტოსულად გრძნობს...
კეთილმოწყობილი ცხოვრება, ერთგული ცოლი და უმშვენიერესი ქალიშვილი. ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა, მაგრამ რაღაცა მაინც აკლია. ყოველ საღამოს, სამუშაოდან მატარებლით დაბრუნებისას, მან მშვენიერი ქალი შენიშნა ერთერთი შენობის ფანჯარაში. და ერთხელ ჩამოვიდა კიდევაც ამ გაჩერებაზე....
სიუჟეტი ვითარდება შანხაიში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. გავლენიან პოლიტიკურ მოღვაწეს მისტერ იის თავდავიწყებით შეუყვერდა თავისი ახალგაზრდა ცოლის დაქალი. მათი ურთიერთობა იმდენად ნაზი და მთრთოლვარეა, რომ ჩვეულებრივ ძალიან ფრთხილი იი, ვერც კი წარმოიდგენს, რომ ვანგი სულ სხვა ადამიანია!...
ფსიქიატრიულის ყოფილი პაციენტი, 23 წლის რიკი, ოჯახის შექმნის მიზნით, იტაცებს ნარკომან კინომსახიობ მარინას. ეს ხდება გადაღების ბოლო დღეს. ის ცდილობს დაარწმუნოს ქალი გახდეს მისი მეუღლე...
ის საყვარელმა მიატოვა, მისი ცოლი არ აძლევს მას გასავალს, დაქალმა საქმე ტერორისტებთან დაიკავა, ადვოკატი კი ჩვეულებრივი არამზადა აღმოჩნდა. შეიძლება ამ ყველაფრის გადატანა და სრულ ჭკუაზე დარჩენა?...
16 წლის ლიამი რთულ ოჯახში ცხოვრობს: დედა ციხეში ზის, მამინაცვალი და ბაბუა - ნარკოტიკებით ვაჭრობენ, ორი წლით უფროსი და - მარტო ზრდის პატარა შვილს. იმისათვის, რომ დედა მამინაცვალზე დამოკიდებულებისგან იხსნას, ლიამი გადაწყვიტავს ფული იშოვნოს...
ავტოკატასტორფაში დაღუპული შვილის, ესტებანის ტანსაცმლის დალაგებისას, მანუელა საიდუმლო ჩანაწერებს აღმოაჩენს. ბიჭი, რომელიც არასოდეს იცნობდა თავის მამას, თურმე ყოველთვის ოცნებობდა მის პოვნაზე. ტანჯვისგან გაგიჟებული დედა გადაწყვეტს თავისი შვილის ბოლო ნება შეასრულოს და თავისი წარსულის საძებნელად მიემგზავრება. რა სიურპრიზები ელის მას წინ? მისი ბოლო შეხვედრა ესტებანის მამასთან ოცი წლის წინ შედგა...
ფილმში მოქმედება პრაღაში ვითარდება, 1991 წელს ხდება. სადაზღვეო კომპანიის აგენტი - ფრანც კაფკა, წყნარ და შეუმჩნეველ ცხოვრებას ეწევა. ის სამუშაოს კარგად და დაკვირვებით ასრულებს. წერს მხოლოდ "საკუთარი თავისთვის"...
ელისაბედი ახალგაზრდა ქალია, რომელსაც ცხოვრებაში მრავალი იმედგაცრუება ქონდა, ახლა საკუთარ თავს ეძებს და ცდილობს გულის იარები მოიშუშოს. ის თანდათან გათავისუფლდება წარსულისგან და საკუთარი სულის სიღრმეებისკენ მიმავალ ახალ გზას აღმოაჩენს. და ეს არის გზა ჭეშმარიტი სიყვარულისკენ...
ძალიან სასაცილო და ამავე დროს სევდიანი ისტორია ოჯახზე. მამის საიდუმლო გაუჩინარების შემდეგ სამი და ბრუნდება მშობლიურ სახლში შეყვარებულებთან ერთად, რათა დაეხმაროს დედას მამის მოძებნაში...
საზღვაო ქვეითი ლოგან ტიბო ერაყიდან უკვე მესამე მისიის შესრულების შემდეგ ბრუნდება, მას სჯერა რომ სიკვდილისგან უცნობი ქალის ფოტო იცავს. ის შეიტყობს, რომ ქალს ბეტი ჰქვია, მის მისამართსაც დაადგენს და მასთან შეხვედრას გადაწყვიტავს...
ბეკა და ჰოუი კორბეტები ქორწინებაში ბედნიერად ცხოვრობენ. უეცრად მათ ვაჟს მანქანა დაეჯახება. შვილის სიკვდილის შემდეგ ბეკა ცდილობს გადააფასოს საკუთარი ცხოვრება, რაც ჯეისონთან უცნაურ მეგობრობაში გამოიხატება. ჯეისონი სწორედ ისაა, ვინც დენის შემთხვევით დაეჯახა. ამავე დროს, ჰოუი ცდილობს წარსულში და უცხო ადამიანებთან კონტაქტში იპოვოს შვება. კორბეტების წყვილი გამაოგნებელ და სახიფათო არჩევანს გააკეთებს, რაც მათ ბედს სამუდამოდ შეცვლის.
გაიცანით ჯოელ გუდსანი - 17 წლის კოლეჯის მოსწავლე და შესანიშნავი შვილი. როცა მისი მშობლები ქალაქიდან გაემგზავრებიან ,ის გადაწყვიტავს, რომ საკმაოდ დიდხანს იყო წყნარი და დამჯერი და ახლა გართობის დრო მოვიდა. პორშეთი მგზავრობის დროს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, მან სასწრაფოდ თანხა უნდა იშოვოს ,რისთვისაც სარისკო საქმეს წამოიწყებს...
ახალგაზრდა აფრიკელი ქალი, სახელად შანდურაი, მას შემდეგ რაც მის ქმარს პოლიტიკური შეხედულებების გამო დაიჭერენ, რომში ჩამოდის. აქ ის მოსამსახურედ იწყებს მუშაობას, მდიდარ, მაგრამ განმარტოვებულ ინგლისელ პიანისტთან. კინსკი თანდათან სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს შანდურაის და შემდეგ სიყვარულშიც უტყდება...
ჯეკი მეუღლის სიკვდილის შემდეგ, 16 წლის ქალიშვილთან ერთად, კანადის სანაპიროს, ერთ-ერთ კუნძულზე ცხოვრობს. ის ყველანაირად ცდილობს როუზი დაიცვას გარე სამყაროსგან. მაგრამ ერთხელაც აღმოაჩენს, რომ სასიკვდილოდ ავად არის...
ყველაზე არაკეთილშობილური საქმე საიდუმლო სამსახურის აგენტისთვის – ქალის დაცვაა. განსაკუთრებით, თუ ეს ქალი – აშშ–ს პრეზიდენტის ყოფილი ცოლია. იმ დროს როცა დაგ ჩეზვიკის კოლეგები ტერორისტების ტყვიების ქვეშ სიცოცხლით რისკავენ, ის ტესის დაცინვების მიზანი ხდება. მაგრამ მათი პრობლემები სრულდება, როდესაც დაგის დაცვის ობიექტს მოულოდნელად გაიტაცებენ. თამაშები დასრულდა. მოვიდა ნამდვილი მამაკაცური სამსახურის შესრულების დროც...
ზაფხული , ზღვა, მშობლები, პირველი სიყვარული. ანაისი და მისი უფროსი და ელენა არაფრით არ გვანან ერთმანეთს. ანაისი პუტკუნაა, ელენა კი გამხდარი და ულამაზესი. ეს პირველი სექსუალური გამოცდილების ასაკია. ანაისს ამ ყველაფრის შეცნობა მხოლოდ მისი დის დაკვირვებით შეუძლია...
ძებნაში მყოფი ბუღალტერი უილიამ ბლეიქი უცნაურ ინდიელს ხვდება, სახელად "არავინ", რომელიც მას სულების სამყაროში სამოგზაუროდ მოამზადებს...
პოლ ნიუმენის გმირი, ჭაღარათმიანი რეჯი დანლოპი მეორეხარისხოვანი ჰოკეის გუნდის მწვრთნელი და კაპიტანია. მოგების დრო დარჩა უკან, მარცხს მარცხი მოჰყვება და რეჯის გუნდი რჩება ბოლო ადგილზე...
ჯეკის და ჰენკის ოჯახები დიდი ხანია მეგობრობენ. მამაკაცები უნივერსიტეტში ასწავლიან, მათი ცოლები ამ დროს კი სახლს უვლიან. ვერავინ წარმოიდგენს, რომ ამ წყვილებს სინამდვილეში აერთიანებთ არა მეგობრული გრძნობები, არამედ სასოწარკვეთილება, ღალატი და ტყუილი. პატარა ინტრიგა ჯეკს და ედიტს შორის მალევე გადაიზრდება საიდუმლო რომანში. ისინი ოცნებობენ დიდი ხნის წინ დაკარგულ ბედნიერებაზე...
ბალტიმორის გარეუბანშ ერთ მზიან დღეს დაიკარგა ბავშვი. ორი ახალგაზრდა გოგონა ეჭვმიტანილი იყო, მიუხედავად იმისა რომ ბრალი არ დაუმტკიცდათ ქალაქმა მაინც ვერ აპატია მათ. მალე კიდევ ერთი ბავშვი უჩინარდება და ორი დეტექტივი ჩამოდის საიდუმლო საქმის გასახსნელად...