15 წლის წინ ახალგაზრდა უნა მასზე უფროს რეისთან ერთად გაიქცა სახლიდან. წლების შემდეგ მას ჟურნალში უკვე ყოფილის სურათი ხვდება: მას ახალი ცხოვრება, ახალი ოჯახი და ახალი სახელი აქვს. მათი მოულოდნელი შეხვედრა არა მხოლოდ მოგონებებს, არამედ ფარულ ვნებებსაც გააღვიძებს, რომლებიც მათ ცხოვრებას დანგრევით ემუქრება...
ვიეტნამში საზღვაო ქვეითებში მსახურებიდან 30 წლის შემდეგ ლარი შეპერდი კვლავ ხვდება მის მეგობრებს სალ ნილონს და რიჩარდ მიულერს, რათა დაკრძალოს მისი ვაჟი, რომელიც ერაყის ომში მოკლეს...
მეორე მსოფლიო ომის დროს, იტალიაში, საკონცენტრაციო ბანაკში აგზავნიან ებრაელ მამა-შვილს. როგორ დაიცვას მამამ პატარა შვილი, სასტიკი ომის რეალობისგან. ის მთელ თავის წარმოსახვის უნარს იყენებს იმისათვის, რათა დაიცვას საყვარელი ადამიანები. ბანაკში მამა ეუბნება შვილს, რომ ყველაფერი ეს დიდი თამაშია და მთავარი პრიზი შეხვდება იმ ბიჭს, რომელიც შეძლებს და თვალში არ მოხვდება ზედამხედველებს. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ბიჭუნას დაეჯერებინა მისი ამბავი და ცოცხალი გადარჩენილიყო...
მოქმედება ვიქტორიანულ ინგლისში ხდება. ხუთი დის გაწონასწორებული ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც მეზობლად ორი ახალგაზრდა ჯენტლმენი - მისტერ ბინგლი და მისტერ დარსი ჩამოდიან. ფილმი წარმოადგენს ჯეინ ოსტინის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციას...
რა მოხდება თუ შევძლებთ ჩვენი მეხსიერებიდან ცუდი მოგონებებისა და ურთიერთობების ამოშლას? ჩარლი კაუფმანი და მიშელ გონდრი ერთად ცდილობენ უპასუხონ ამ კითხვას...
ჰარი და სალი ერთმანეთს დაბადებიდან იცნობენ. ისინი ერთად სწავლობდნენ, დადიან ერთმანეთის დასახმარებლად სხვადასხვა რთული სიტუაციების დროს, ახლობელი ადამიანს ძებნაში ეხმარებიან ერთმანეთს. მაშინაც, როდესაც ცხოვრება მათ დააშორებს, ბედისწერა კვლავ შეახვედრებს. ისინი საუკეთესო მეგობრები არიან თითქოს ათასი წელია. ორივეს ტანჯავს ერთი და იგივე კითხვა: იქნებ მეგობრებზე მეტი უნდა გახდნენ ერმანეთისთვის?
40 წლის გაუთხოვარი ქალი ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაორსულდება. 7 წლის შემდეგ იგი საუკეთესო მეგობარს შეხვდება, რომელიც აქამდე საიდუმლოს მალავდა: ბავშვის მამა სწორედ ის არის...
ამბავი მოზარდების ჯგუფზე და მათ მშობლებზე, რომლებიც ცდილობენ გაიგონ, თუ როგორ შეცვალა ინტერნეტმა მათი ურთიერთობა, კავშირი, თვითშეფასება და ერთმანეთის სიყვარული...
ნადერი და სიმინი ირანიდან წასვლას აპირებენ, რათა უკეთესი ცხოვრება მოძებნონ. ბოლო მომენტში ნადერი ავადმყოფ მამასთან დარჩენას გადაწყვეტს. სიმინს იმედი აქვს, რომ მათ 11 წლის ქალიშვილთან ერთდ გაემგზავრება, მაგრამ ის სასამართლო საქმეს აგებს. შვილს სურს, რომ დედა გონს მოეგოს და დაბრუნდეს...
ფილმის მთავარი გმირი იტალიელი ჯემა, მიემგზავრება თავის 16 წლის ვაჟთან ერთად პიეტრო სარაევოში. მას უნდა ანახოს შვილს მშობლიური ქალაქი და მოუყვეს მამამისი დიეგოს შესახებ, რომელსაც ბიჭი საერთოდ არ იცნობდა და რომელიც ბოსნიის კონფლიქტის დროს დაიღუპა...
კრისი მეგობრებთან ერთად ავტოკატასტროფაში ხვდება. კომაში გატარებული 4 წლის შემდეგ ნერვიული მოშლილობის კომპლექსებით იტანჯება. სამუშაოდ ბანკში დამლაგებლად ეწყობა. კრისს თავდაჯერებულობას ახალი მეგობარი გარი ჰმატებს, მაგრამ არ არის გამორიცხული ის სპეციალურად შედიოდეს ნდობაში ინვალიდთან, რათა ბანკთან უფრო ახლოს მივიდეს...
მარტი 1965 წელი. ცივი ომი. ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი პირველობისთვის იბრძვიან კოსმოსურ რბოლაში. ჯერჯერობით საბჭოთა კავშირი ლიდერობს. შემდეგი სვლა ღია კოსმოსში ადამიანის შესვლაა. გაფრენამდე ორი კვირით ადრე სატესტო ხომალდი ფეთქდება. მაგრამ ყოყმანის დრო არაა, რისკების მიუხედავად საბჭოთა კავშირს ლიდერობის დაკარგვა არ შეუძლია. ორი ადამიანის ისტორია , რომელმაც შეუძლებელი უნდა შეძლოს, კოსმოსში გაფრენა სატესტო ფრენის გარეშე.
დევიდ ეიმსს ყველაფერი აქვს: სიმდიდრე, კარგი გარეგნობა და მშვენიერი ქალბატონი გვერდით. მაგრამ როდესაც იგი თავის ნამდვილ სიყვარულს სოფიასთან პოულობს, მისი სახე საშინლად დამახინჯდება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს და იგი კარგავს ყველაფერს... თუ არა ?
საუკეთესო მეგობრები ჯულიენი და სოფი ზრდასრულებიც განაგრძობენ მათი ბავშვობის თამაშს – ვინ უფრო საშიშ საქციელს ჩაიდენს. ეს თამაში მათ ეხმარებათ აარიდონ თავი იმ ფაქტს, რომ სინამდვილეში ერთმანეთისათვის არიან შექმნილები.
1930 წელს მაღალჩინოსანი მოხელე სოლალსი ნაციისლიგიდან ჩამოდის ჟენევაში. იქ ის გაიცნობს გათხოვილ არისტოკრატ ქალბატონს არიანას და ცოტახანში ისინი გააბამენ ვნებიან რომანს...
ხელოვნების მუზეუმში ვენაში, მუზეუმის მცველი და ვიზიტორი ქალაქიდან პოულობს თავშესაფარს ცხოვრებაში, ხელოვნებაში, თითოეული მათგანი ჯემ კოჰეინის ფერწერაში აკვირდება თუ როგორ გავლენას ახდენს და ექოს ქმნის ხელოვნება თანამედროვე საზოგადოებაში...
ნიუ-იორკის ხმაურიანი, გიჟური ცხოვრებისგან და ეზენჰაუერის დროინდელი ამერიკის ეპოქის თემების გარჩევისგან დაღლილი მოხეტიალე ჟურნალისტი პოლ კემპი პუერტო რიკოს ერთ-ერთ კუნძულზე მიემართება, სადაც სან-ხუანის ადგილობრივი გაზეთისთვის სტატია უნდა დაწეროს. აქ იგი მიმზიდველ ამერიკელ ქალს, შენოს და მის უძრავი ქონებით უკანონოდ მოვაჭრე საქმროს, სანდერსონს გაიცნობს. კემპი სწორედ აქ იპოვნის მის ნამდვილ მოწოდებას გახდეს მწერალი...
მაქსი არის ფლეიბოი, რომელმაც გადაწყვიტა გადასულიყო საცხოვრებლად მურელთან - მის საყვარელთან. თუმცა ბიზნეს მოგზაურობის დროს, ის თვალს მოკრავს თავის დაკარგულ სიყვარულს. ის არჩევანის წინაშე დგება...
ფილმში მოთხრობილია ისტორია კოლეჯის მეგობრების შესახებ, რომლებიც მათი ინგლისური ლიტერატურის ლექტორს დაუახლოვდებიან. პროფესორი ქითინგი ბიჭებს საიდუმლო საზოგადოების შესახებ უყვება, რომლის წევრებიც საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს არღვევდნენ. ის ხელს უწყობს თავის მოსწავლეებს, იცხოვრონ თითოეული დღით და იპოვნონ თავიანთი გზა ცხოვრებაში...
გლამურული ქალი ბრუნდება მშობლიურ ქალაქში, რომელიც ბავშვობაში დატოვა, რადგან მკველობაში დასდეს ბრალი. ადგილობრივები თავიდან არ იღებენ მას, მაგრამ ის მათ ნდობას მოიპოვებს...
ბილი, პედი, არჩი და სემი მთელი ცხოვრებაა მეგობრობენ. ბილი, როგორც იქნა გადაწყვეტს ცოლი მოიყვანოს და ქორწინებამდე წვეულების გასამართავად მეგობრებთან ერთად გასართობად მიემგზავრება ლას-ვეგასში...
კერი, შარლოტა და მირანდა დაოჯახებულები არიან, მაგრამ კვლავ არ კარგავენ ხალისს და ძველებურად მეგობრობენ. სამანტას ეძლევა შანსი დაუვიწყარ მოგზაურობაში წავიდეს, სადაც მეგობრებიც მიჰყავს. უსასარულო მხიარულება, მოდა და ნამდვილი მეგობრობა: "სექსი დიდ ქალაქში–2" კვლავ გვჩუქნის ამას...
უოლტერ სპაროუ საიდუმლოებით მოცული წიგნით შეპყრობილი ხდება. როგორც აღმოჩნდება, ეს წიგნი მის ცხოვრებაზეა დაფუძნებული. როდესაც ის წიგნს გადაფურცლავს, მაშინვე წაკითხულსა და საკუთარ ცხოვრებას შორის პარალელებს იპოვნის. მას შიში შეიპყრობს,რომ წიგნში აღწერილი მკვლელობა შესაძლოა სინამდვილეში მოხდეს...
ამ ფილმის გმირი, ჩაკ ნოლანი, - საფოსტო სამსახურის 'ფედერალ ექსპრესის' თანამშრომელია. ჩაკი - გამოუსწორებელი პედანტია. ნოლანის ცხოვრება, მაღალთანამდებობიანი ინსპექტორის ისეთი გადატვირთულია, რომ არც პირად ცხოვრებაზე რჩება დრო, არც საყვარელი ქალისთვის... მაგრამ დაუნობელმა ბედისწერამ აიძულა ნოლანი სხვანაირად შეხედოს თავის სიცოცხლეს... თვითმფრინავი, რომლითაც მიფრინავს ჩაკი, ოკეანეში ჩავარდება. ჩაკი, ერთადერთი გადარჩენილი კატსტროფიდან, უკაცრიელ კუნძულზე ხვდება. აქ ნოლანს მოუწევს დიდი ხნის გატარება სასტიკ ბრძოლაში სიცოცხლის გადასარჩენად...
ფილმი მოგვითხრობს ნიჭიერი მუსიკოსი გოგონასა და სოლისტი ბიჭის სიყვარულის შესახებ. მოვლენების განვითარება რადიკალურად შიეცვლება როდესაც გოგონა თავის ოჯახთან ერთად მოხვდება ავარიაში...
ფილმი მოგვითხრობს ნიჭიერი მუსიკოსი გოგონასა და სოლისტი ბიჭის სიყვარულის შესახებ. მოვლენების განვითარება რადიკალურად შიეცვლება როდესაც გოგონა თავის ოჯახთან ერთად მოხვდება ავარიაში...
ახალგაზრდა მამაკაცი ცდილობს ბავშვობის სუბლიმირებულ მოგონებებზე წვდომას. ის პოულობს ტექნიკას, რომელიც საშუალებას აძლევს მას წარსულში დაბრუნდეს, დაიკავოს ბავშვობის სხეული და შეცვალოს ისტორია. თუმცა, მალევე აღმოაჩენს, რომ მის მიერ განხორციელებულ ყველა ცვლილებას მოულოდნელი შედეგები მოჰყვება.
ლეონი, ნიუ-იორკის ყველაზე ცნობილი მკვლელი, უნებურად 12 წლის გოგონას, მატილდას მეურვე ხდება. მატილდას, რომლის ოჯახიც ამოწყვიტეს, შურისძიება სურს და ცდილობს ლეონისაგან ბევრი რამ ისწავლოს...
სკინჰედების ადგილობრივი ბანდის ლიდერი - დერეკ ვინიარდი, თავის რაიონში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. თავის სიმართლეში დარწმუნებული, სასტიკად უსწორდება ყველას, ვისაც თეთრი ფერის კანი არ აქვს. დერეკის დამოუკიდებლობა და გამბედაობა მის უმცროს ძმაში დენის აღტაცებას იწვევს, რომელმაც უკვე გააკეთა თავისი არჩევანი. მაგრამ ორი შავკანიანი ბიჭის, მხეცური სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა, რომელიც დერეკმა ჩაიდინა, ძმების გზები ერთმანეთისგან მოაშორა: დერეკი ციხეში აღმოჩნდება, დენი კი გააგრძელებს ძმის საქმეს მანამ, სანამ ძმების გზები კვლავ არ გადაიკვეთება...
რობერტი და ალფრედი – ილუზიონისტები არიან, რომლებიც ლონდონში XIX და XX საუკუნეების ზღვარზე ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ . წლების განმავლობაში მათი მეგობრული კონკურენცია ნამდვილ პროფესიონალურ ომში გადაიზრდება. ისინი მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ ერთმანეთის საიდუმლოების გასაგებად და ხელის შესაშლელად. მათი მტრობა იმდენად დაუნდობელი ხდება, რომ გარშემომყოფი ადამიანების სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს...
ამბიციური ადვოკატი საქმიანი გარიგებიდან მოსალოდნელზე მეტს იღებს, როდესაც აცნობიერებს, რომ მისი ბოსი, არც მეტი არც ნაკლები, თვით ლუციფერია. The Devils Advocate 1997
ყველა დანაშაულს აქვს მოტივი. ჩვეულებრივ თუ ტარდება ამოცნობის პროცედურა ესეიგი არსებობს თუნდაც ერთი ეჭვმიტანილი. მაგრამ ეს არ იყო ჩვეულებრივი დანაშაული... ხუთი დამნაშავე ერთ უცნაურ ადგილას შეხვდებიან ერთმანეთს და გადაწყვიტეს ერთი საქმის გაკეთება. მაგრამ ერთ ვინმეს, რომელსაც მათზე მეტი ძალა და ძალაუფლება გააჩნია, ვისი სახელიც მთელი მსოფლიოს დამნაშავეებს აშინებს, სურს, რომ ამ ხუთეულმა მასზე იმუშაოს... ეს არ იყო ჩვეულებრივი დანაშაული და ისინი – არ არიან უბრალოდ ეჭვმიტანილები...
ქრონიკული უძილობით დატანჯული და საშინლად მოსაწყენი ცხოვრებიდან თავის დაღწევის უამრავი მცდელობის შემდეგ კლერკი შეხვდება ტაილერ დარდენს, ქარიზმატულ საპნის გამყიდველს გარყვნილი ფილოსოფიით. ტაილერი დარწმუნებულია, რომ საკუთარი თავის სრულყოფილება – უძლურთა საქმეა, თვითგანადგურება კი ერთადერთია რის გულისთვისაც ღირს ცხოვრება...
შუახნის ასაკობრივ კრიზისში მყოფი ლესტერ ბერნჰემი რიგითი მოქალაქე და მამაა, რომელიც გადაწყვეტს მისი მოუწესრიგებელი ცხოვრება, საკუთარი ქალიშვილის მეგობართან ფლირტის გაბმით გამოაცოცხლოს.
ელსონი არის კაცი, რომელმაც სარეკლამო აგენტობის კარიერას თავი შესწირა. ერთ დღეს, როდესაც მანქანის მართვის გამოცდაზე გადიოდა მან სარა გაიცნო. ის ძალიან განსხვავდებოდა სხვა დანარჩენი ქალებისგან ვისაც კი როდესმე შეხვედრია. ნელსონი აიძულებს სარას ტესტი გააცდინოს და მოგვიანებით, იმავე დღეს სარა მას თვითონ მოძებნის. საბოლოოდ ნელსონი საცხოვრებლად სარასთან გადავა და მთელ ნოემბრის თვეს მასთან გაატარებს, რაც მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის.
ტკბილი ნოემბერი, Sweet November
ახალგაზრდა შეყვარებულები ჯეკი და როუზი ერთმანეთს პოულობენ პირველ და უკანასკნელ ჩაუძირავი' ტიტანიკის ზღვაონობაში. რა იცოდნენ ახალგაზრდებმა, რომ მდიდრული ლაინერი ჩრდილოეთი ატლანტიკის ყინულოვან წყალში აისბერგს შეეტაკება, და მათი ვნებიანი სიყვარული სიკვდილთან ბრძოლაში
ფილმის მოქმედება ვითარდება მოროკოში, მექსიკასა და იაპონიაში. სიუჟეტის საწყის წერტილად კი ტრაგედია იქცევა, რომელიც ცოლ-ქმარს რიჩარდსა და სიუზანს შეემთხვევათ მოროკოში ტურისტული მოგზაურობის დროს. სიუზანი ბრმა ტყვიის მსხვერპლი გახდება, რომელიც ტურისტულ ავტობუსს ორმა ადგილობრივმა ბიჭმა ესროლა. ამავე დროს რიჩარდის და სიუზანის ბავშვები, რომლებიც მექსიკელ ძიძას დაუტოვეს, მასთან ერთად მექსიკაში მიემგზავრებიან მისი შვილის ქორწილზე. და ეს მოგზაურობაც ძალიან რთული აღმოჩნდება... ბოლოს და ბოლოს, ტოკიოში მძიმედ გადატანილი დედის თვითმკვლელობის შემდეგ ყრუმუნჯი სტუდენტი გოგონა ჩიეკო გამომწვევად იქცევა და მამასთან კომფლიქტში შედის...
კოლექციონერი ვერ უძლებს ცდუნებას და ქირაობს ქურდებს ხელოვნების ძვირფასი ნიმუშის მოსაპარად, რომლის ფასიც მილიონობით დოლარია. ქურდობა ისე სუფთად და მარტივად ვერ მოხდება, როგორც იყო დაგეგმილი. თავში ჩარტყმის შედეგად კოლექციონერს ამნეზია ემართება...
ბანკირის მეუღლესთან სასიყვარულო ურთიერთობის გაბმისას ახალგაზრდა ბიჭს არც უფიქრია თუ რამხელა უსიამოვნებაში გაეხვეოდა. მალე ბანკირი კვდება იდუმალ ვითარებაში, მისი სიცოცხლე კი დიდ თანხაზე იყო დაზღვეული. საქმეში პოლიცია ერთვება...
ჰიპ-ჰოპის მოცეკვავე ნიუ იორკის მეტროში ცეკვის დროს შეხვდება კლასიკურ მოცეკვავეს მანჰეტენის ხელოვნების უნივერსიტეტიდან. ჰიპ-ჰოპის და კლასიკური ცეკვების გაერთიანებით ცდილობენ შეჯიბრში მიიღონ მონაწილეობა, რომელიც მათ ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის.
ფილმი მოგვითხრობს უნიკალურ მეცნიერზე, რომელიც მისი აღმოჩენის წარდგენამდე საიდუმლო მიზეზით ერთი დღით ადრე გარდაიცვალა. აღმოჩენის საშუალებით შესაძლებელია მოგონებების შენახვა და თავიდან განცდა...
ოზპორი უდარდელი ცხოვრებით ცხოვრობს, ის ხომ მდიდარი ბაბუას შვილიშვილია. მაგრამ ბაბუას ანდერძში ერთი პირობაა. იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს ფულს, თუ იმ სოფელში დაამთავრებს სკოლას, სადაც ის დაიბადა...
რომის ცენტრში ორი ახალგაზრდა ქალბატონი ათენებს ღამეს სასტუმროში. ისინი ერთმანეთს არ იცნობენ, მაგრამ ერთმანეთს უყვებიან თავიანთი ცხოვრების საიდუმლოებებს...
ფილმი მოგვითხრობს ფსიქიურად გაუწონასწორებელი გოგონას, ინგრიდის, ისტორიას, რომელიც მანიაკალურად ადევნებს თვალს სოციალური ქსელის ვარსკვლავს, ტეილორ სლოუნს. ინგრიდი მიდის ლოს-ანჯელესში, რათა დაუმეგობრდეს მის კუმირს, მაგრამ რაც უფრო ახლოსაა მისი მიზანი, მით უფრო არაპროგნოზირებადი ხდება მისი ქმედება...
ეს არის ისტორია ხუთ დღიანი ინტერვიუსი, როლინგ სტოუნის რეპორტიორ დევიდ ლიპსკისა და სახელგანთქმულ ნოველისტ დევიდ ფოსტერ უალასს შორის, რომელმაც ადგილი უალასის 1996 წლის ინოვაციური და ეპიკური ნოველის „ „უსასრულო ხუმრობების“ შემდეგ დაიმკვიდრა...
ნიკოლას სპარკსის ნოველის გმირი ახალგაზრდა წყვილია, რომელიც ცდილობს ურთიერთობის დარეგულირებას. ამ დროს ისინი ხვდებიან მოხუცს, რომელიც იხსენებს თავის ცოლთან ნახევარსაუკუნოვანი ურიერთობის ისტორიას. მოხუცი წყვილს ეხმარება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში. ორი თაობა, ორი ისტორია, უკვდავი სიყვარული...
ფილმი გადაღებულია რეალური მოვლენების მიხედვით, რთულ ურთიერთობებზე, რომლებიც პოეტ დილან ტომასს, მის ცოლ - კეიტლინს, მის ბავშვობის მეგობარ - ვერა ფილიპსს და მის ქმარს - ვილიამ კილიკს შორის იყო...
უცნაურ, ზედმეტად ამბიციურ ანდის და ცხოვრების დინებასმიყოლილ ბენოს მხოლოდ ერთი რამ აქვთ საერთო: ისინი მალე გარდაიცვლებიან. ამგვარად ორივე მათგანი გადაწყვეტს ჰქონდეს ყველაზე დაუვიწყარი დღე მათ ცხოვრებაში. პირველი რაც მათ სჭირდებათ ფულია, რომელსაც ჭკვიანური ხრიკით გამოიტანენ ბანკიდან და გაემგზავრებიან აფრიკაში. ეს მოგზაურობა არამხოლოდ ენდისთვის აღმოჩნდება ღამის კოშმარი, არამედ ბენოსთვისაც, რომელიც პირველად აღმოჩნდება პირისპირ საკუთარ წარსულთან. მიუხედავად სირთულეებისა, კომედიური, ტრაგიკული და დრამატული მოვლენებისა, ორივე გმირი მიიღებს იმას რაც სურდათ: ყველაზე ლამაზ დღეს, რომელიც მიახვედრებს, რომ ადამიანი თვითონ ქმნის საკუთრ ცხოვრებას...