საყვარელი მამაკაცის გარდაცვალების შემდეგ ჰოლი დეპრესიაში ვარდება. ყოველ თვეს ჰოლის მოსდის უცნობი ადამიანისგან წერილები, რისი დახმარებითაც იგი ნელ-ნელა გამოდის დეპრესიიდან...
ცნობილი ინგლისელი მწერალისა და პოლიტიკოსის ვერა ბრიტენის ავტობიოგრაფიული რომანის ეკრანიზაცია. ახალგაზრდობა, ოცნებები, პირველი სიყვარული... ყველაფერი ომმა დაანგრია. მისი ძმა, შეყვარებული, მეგობრები ყველანი ფრონტზე არიან. ახლა ვერავინ იქნება ისეთი ლაღი როგორც ადრე.
ფილმი ეხება ხმლის ხმარების ხელოვნებას 3 პროფესიონალს. მათ აჯანყება მოაწყვეს კორიოს დინასტიის მოღვაწეობის ეპოქაში. დოკ კიმ უღალატა კომპანიონებს, რამაც პუნ ჩანის სიკვდილი გამოიწვია. სოლ რანს არაფერი დარჩენოდა გარდა სოლ ჰისთან ერთად გაქცევისა. გავიდა 18 წელი. დოკ კი ერთ-ერთი გავლენიანი პიროვნება გახდა ქვეყანაში, ხოლო დაბრმავებული სოლ რანი შურისძიებაზე ოცნებობს. მან სოლ ჰის ასწავლა ხმლის ხმარების ხელოვნება, იმისთვის, რომ მოღალატეზე შური იძიოს...
აკაპულკოელი პლეიბოის ცხოვრება რადიკალურად იცვლება, როდესაც მას კარებთან ჩვილ ბავშვს მოუყვანენ და ეუბნებიან, რომ ეს მისი ქალიშვილია და ახლა მან უნდა მიხედოს...
"ბერლინი ეს ქალაქი არაა, ეს რიტმია. თუ კი ბერლინის რიტმს ვერ ჰყვები, მაშინ დაკარგული ხარ." სწორედ ამ დევიზით ცხოვრებდა ახალგაზრდა სტუდენტი სონია. ის ცავიდა ბერლინის დასაპყრობად მაგრამ უფრო ბერლინმა დაიპყრო იგი , ვიდრე პირიქით. მისი მიზანი ბერლინის უნისვერსიტეტში სწავლაა, მიზნის მისაღწევი გზა კი საროკიპე "ოაზისი"...
ჯეი დიკშტასა პოლიციელია, რომელსაც ერთი წუთის სიცოცხლეც ვერ წარმოუდგენია სამსახურის გარეშე, ყოველი დილა მისთვის დანაშაულთან ბრძოლით იწყება. და აი, ჯეი ყველაზე საპასუხისმგებლო დავალებას იღებს – მან ბაიკერი ქურდები უნდა დააკავოს...
ოლეგი ნიჭიერი ექიმია, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადაში მუშაობს. მისთვის მნიშვნელოვანია დროულად მივიდეს გამოძახებაზე და გადაარჩინოს რაც შეიძლება მეტი ადამიანი. ამ დროს კი ოჯახი, კარიერა და საკუთარი ცხოვრება უყურადღებოდ რჩება: ცოლს განქორწინება სურს, საავადმყოფოში ახალი ხელმძღვანელი მოვიდა... რა უფრო ადვილია გადაარჩინო სხვა თუ საკუთარი თავი?
ქალი ხვდება ხვდება კაცს. თავიდან ეს კაცი ამ ქალს მოეჩვენება იდეალურ მამაკაცად, მაგრამ ხანმოკლე, სექსით გაჯერებული რომანის შემდეგ მისთვის ნათელი გახდება იმ მამაკაცის სასტიკი ხასიათი და ქალი ყველანაირ კავშირს გაწყვეტს მასთან, მაგრამ ამ კაცის მოშორება არ არის ადვილი...
1982 წლის ივნისი, ლიბანის პირველი ომი. ერთადერთი ტანკი და დესანტი მიემართება მტრის ბანაკისკენ. ეს იყო მარტივი მისია, რომელიც კოშმარად გადაიქცა. ჯგუფი, რომელიც ტანკს მართავს გამოუვალ სიტუაციაში ვარდება. სასოწარკვეთილებს გადარჩენის ინსტინქტი ერთვებათ და ცდილობენ რამენაირად თავი დააღწიონ ომის ქაოსს.
28 წლის გამყიდველი ბრაიანი ოცნებობს იშვილოს ჩნელი ბავშვი. ერთხელ მაღაზიაში სადაც ბრაიანი მუშაობს შემოვა გოგონა და დაიძინებს საჩვენებელ საწოლზე. როდესაც ის გაიღვიძებს ბრაიანის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლება...
ჯეკი – პოპულარული რადიო წამყვანია. მას იუმორის გრძნობა, სარკაზმი და პროფესიონალური ცინიზმი აქვს, რომელიც საბოლოოდ ტრაგედიად მოტრიალდება: მისი ერთ-ერთი მუდმივი მსმენელი მიყვება მის ირონიულ რჩევას: შევა კაფეში და დატენილ იარაღს მთლიანად დაცლის. გაოგნებული ჯეკი სამუშაოს თავს ანებებს და სასმელს ეტანება... ამ მომენტში ის შეხვდება უსახლკარო მაწანწალა პერის, წარსულში ისტორიის პროფესორს, რომელიც მას საკუთარი ფანტაზიების საოცარ სამყაროში ჩაითრევს, სადაც დიდი ქალაქის მოწყენილ ქუჩებში შუასაუკუნეების რაინდები მოძრაობენ, ცათამბჯენები კი უმდიდრეს სასახლეებად იქცევა. ერთად ისინი წმინდა გრაალის საძებნელად მიემგზავრებიან მანჰეტენზე...
მშობლების გაშორების შემდეგ გულგატეხილი ტაილერ ჰოუკინსი ცხოვრების აზრს მაშინ იბრუნებს, როდესაც გულახდილ მშვენიერ ელი კრეიგს შეხვდება. ისიც ასევე ტრამვირებულია, რადგან დედა მის თვალწინ გარდაიცვალა. ტაილერი და ელი დაახლოვდებიან და მალე ერთმანეთი შეუყვარდებათ, მაგრამ ტრაგედია, რომელიც მათ ცალცალკე გადახდათ ამ სიყვარულზე მოქმედებს...
ერთი ოჯახის ისტორია – ცნობილი პიანისტი შარლოტა ანდერგასტი, მისი მეუღლე – არქიტექტორი იუსეფი და მათი ქალიშვილები ევა და ელენი, ოჯახური კონფლიქტი და დასანგრევად განწირული ოჯახის ისტორია...
როდესაც დანაშაულებრივი ორგანიზაცია საზღვარს კვეთს და სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე შემოდის, სამხრეთ კორეის დეტექტივმა უნდა ითანამშრომლოს ჩრდილოეთ კორეის დეტექტივთან, რათა გამოიძიოს მათი ადგილსამყოფელი.
მოქმედება ვითარდება თანამედროვე მანჰეტენზე. ახალგაზრდა სტუდენტი კაილ კინგსონი ფიზიკურად ძალიან ლამაზია, თუმცა საოცრად მახინჯი შინაგანი სამყარო აქვს. მან მოახერხა და ერთხელაც გააბრაზა ჯადოქარი გოგონა - კენდრი, რომელმაც იგი დაწყევლა და დაამახინჯა. წყევლა რომ მოიხსნას მან უნდა იპოვოს სიყვარული. მისი სიყვარული ხდება, გოგონა სახელად - ლინდი ტეილორი.
ეილული ლამაზი,მხიარული და საინტერესო გოგოა.იგი ცხოვრებისაგან იმას იღებს, რასაც მოისურვებს.ერთხელ მას რაღაც დაემართება. იგი ვერ იხსენებს ბოლო თვეს.მეგობრები აწყნარებენ, რომ ყველაფერი კარგადაა და პრობლემა არაა.თუმცა ეილულს ესმის რომ რაღაც ისე ვერ წავიდა.მეხსიერების დასაბრუნებლად იგი კუნძულზე მიდის, იქ კი უცნაურ ადამიანს ხვდება...
ფილმის მოქმედება ვითარდება 1990-იან წლებში სამოქალაქო ომის დროს კუნძულ ბუგენვილზე პაპუა-ახალი გვინეაში. თომას უოტსი - ერთადერთი თეთრკანიანი ადამიანი დარჩენილი კუნძულზე მთავრობის ჯარების მიერ მოქცეულ ალყაში, უკითხავს ბავშვებს სკოლაში ჩარლზ დიკენსის რომანს "დიდი იმედები”. 14 წლის მატილდა ჩაეფლობა რომანის სამყაროში, პოულობს ნუგეშს, შთაგონებას და იმედს იმ დროს, როდესაც საკუთარი სამყარო ინგრევა მის თვალწინ.
ახალდაქორწინებული წყვილი პეიჯი და ლეო ბედნიერად ცხოვრობენ. ავტოავარიის შედეგად პეიჯი კომაში ჩავარდება. გამოღვიძების შემდეგ მას არაფერი ახსოვს ბოლო ხუთი წლის შესახებ, ქორწილის და იმ ყველაფრის ჩათვლით რაც მის საყვარელ ლეოსთან აკავშირებდა, ასევე მშობლებთან გაურკვეველი ურთიერთობა და მისი ყოფილი საქმროს ისტორია. ყველაფრის მიუხედავად ლეო ცდილობს მისი ცოლის გული ხელახლა მოიგოს და თავიდან შექმნას მასთან ერთად ოჯახი...
ეპიური სურათი, კლასიკური სიყვარულის ისტორია, რომელიც დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე. ფილმში თამაშობენ ჯოდი ფოსტერი და ჩოუ იუნ-ფატი. სკოლის მასწავლებელი ინგლისიდან ანა ლეონოვენცი ჩამოვიდა მეფე მონგკუტას კარზე ეკზოტიკურ სიამში. ის ასწავლის მეფის შვილებს. მოულოდნელად დასავლეთური მგრძნობიარობა აქ ხვდება აღმოსავლეთის მფლობელის ფსიქოლოგიას. ანა და მეფე – ეს არის ფილმი, რომელიც გადაღებულია მამაცი გულისა და ინგლისელი პაციენტის საუკეთესო ტრადიციებით. შედევრი, რომელიც აღსავსეა ვნებითა და თავგადასავლებით.
სიკვდილის წინ ჯეკ არტურ დოდსმა სთხოვა მეგობრებს მისი ფერფლი ზღვაზე გაფანტონ. ჯეკი ძალიან უყვარდათ მეგობრებს, ამიტომ მისი გარდაცვალების შემდეგ რეი, ლენი, ვიკი და ვინსი ჯდებიან მანქანაში და ზღვაზე მიემგზავრებიან, მეგობრის უკანაკნელი სურვილის შესასრულებლად...
თექვსმეტი წლის პოპი მური ერთი გათამამებული და თავის თავზე შეყვარებული გოგონაა მდიდარი ოჯახიდან, რომელიც ლოს–ანჟელესში ცხოვრობს. როდესაც პოპის მორიგი წვეულება კვლავ სკანდალით სრულდება, მამა მას მკაცრი წესების მქონე ინგლისურ სკოლაში აგზავნის. პოპი ცდილობს ჩვეული სკანდალური იმიჯი დაიმკვიდროს ახალ გარემოშიც. თუმცა, ბრიტანელ მასწავლებლებთან შეჭიდება არც ისე იოლი აღმოჩნდება...
ერონის ბავშვობამ ამერიკის ცნობილი დეპრესიის წლებში გაიარა, 1930იან წლებში. თუმცა მძიმე ცხოვრებამ ვერ გატეხა ბიჭი, პირიქით მან ბევრი გამოსცადა საკუთარ თავზე და წარმატებას მიაღწია ცხოვრებაში.
მაიკლი 24 წლისაა და თითქმის მთელი ცხოვრება ინვალიდთა სახლში გაატარა, სადაც ცერებრალური დამბლის გამო მოხვდა. ის კლინიკის ახალ პაციენტს გაიცნობს, რომელიც ინვალიდის სავარძელს კუნთების ატროფიამ მიაჯაჭვა. მაიკლივით მასაც პრაქტიკულად არ შეუძლია გადაადგილება, მაგრამ ეს ხელს არ უშლის რორი ო’შის, რომ თავისებურად დატკბეს ცხოვრებით. მისი სიმამაცე მაიკლისთვის საუკეთესო მაგალითი ხდება.
რიზვან ხანი, ბორივალელი მუსლიმია, რომელიც ასპერგერის სინდრომით, ძლიერად გამოხატული აუტიზმის ფორმით არის დაავადებული. სრულწლოვანი რიზვანი სან-ფრანცისკოში მადირას, ინდუს მარტოხელა დედას მოიყვანს ცოლად. თერთმეტი სექტემბრის შემდეგ მუსულმანების მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად იცვლება და მის ავადმყოფობას ხელისუფლების წევრები ეჭვქვეშ აყენებენ.
მიჩი ჩადის ისეთ ბანაკში სამუშაოდ, სადაც მდიდრების შვილები ისვენებენ. ყველანი ერთად მღერიან, ცეკვავენ და მრავალ კონკურსში მონაწილეობენ. ერთხელ მიჩი გაიგებს, რომ ადგილობრივი სიმპათიური ბიჭი შეინი თავისთან ჯგუფში მეოთხე მონაწილე, გოგონას ეძებს. თავისი ოცნების განსახორციელებლად მთავარ გმირს მოუწვეს შინაგანი შიშების გადალახვა და მოსმენაზე მისვლა.
მაშინ როდესაც პრინცესა როსალინდა მისი ქვეყნის, კოსტა ლუნას დედოფალი უნდა გახდეს, ქვეყანას ბოროტი დიქტატორი დაიპყრობს. მას პრინცესების დაცვის პროგრამაში ჩასვამენ, რომელიც სამეფო ოჯახების საიდუმლოდ დაარსებული ორგანიზაციაა. როსალინდას ლუიზიანელი აგენტი მეისონ ვერნიკა იცავს. ამერიკაში დამალვის დროს პრინცესა აგენტის ქალიშვილს გაიცნობს.
მოქიშპე ოჯახების ნების წინააღმდეგ რომეო მონტეკისა და ჯულიეტა კაპულეტის ერთმანეთი შეუყვარდებათ. ვნებას მინდობილი ახალგაზრდა წყვილი ბედისწერის გაურბის და იპარება, რაც მხოლოდ ტრაგედიით სრულდება. ფილმმა ორი ოსკარი მიიღო.
ფილმი შედგება 11 ნოველისაგან, რომლებიც ბოლო 17 წლის განმავლობაშია გადაღებული. ფილმის ყოველ ფრაგმენტში არის ორი კომპონენტი - ყავა და სიგარეტი - რომლებიც, როგორც ალამაზებენ ცხოვრებას, ასევე ავადმყოფობამდეც მივყავართ. რეჟისორი თავის პერსონაჟებს მაქსიმალურ თავისუფლებას აძლევს და თითქმის არ ცვლის მათ. ისინი ფილმში თავის თავს თამაშობენ...
ქალი ნაპირზე გამორიყულ ბოთლში რომანტიკულ წერილს აღმოაჩენს და მისი ავტორის პოვნას გადაწყვიტავს. გზავნილის ავტორი ქვრივი მამაკაცი აღმოჩნდება,რომლის მეუღლეც ტრაგიკულად დაიღუპა. წყვილს ერთმანეთი იზიდავს და მამაკაცი წარსულთან განშორებასა და ბედნიერად ცხოვრებას ცდილობს...
ქენდი - ახალგაზრდა, ლამაზი მხატვარია, დენი კი პოეტი. მათი მათრობელა სიყვარული, უსასრულო სიამოვნებისკენ მიისწრაფის. შესაძლებლობის საზღვრების გაფართოვებაში მათ ჰეროინი ეხმარება. როდესაც ერთად არიან მომავლის არ ეშინიათ. მათთვის სიყვარული განუყოფელად არის დამოკიდებული ნარკოტიკებზე.
შეხვედრა პარკში სეირნობისას სიყვარულში გადადის და ელი ჰარისონი სიყვარულით აივსო. ისინი ადრე თითქოს ხვდებოდნენ... ასე არა მარტო მას მოეჩვენა არამედ ბიჭსაც... რაც მოხდა შემდეგ, გვახსენებს ლეგენდას მეფე არტურზე.
დილან სქონფილდი ლოს-ანჯელესში ვუდლენის აკადემიის ნამდვილი ვარდისფერი პრინცესაა. მას საუკეთესო შეყვარებული, ელიტარული მეგობრები და ერთი სიტყვით ყველაფერი ის გააჩნია, რისიც ხალხს ყოველთვის შურს. მაგრამ როდესაც მას ჩანთა შადრევანში ჩაუვარდება, სწორედ ამ დროს შეხვდება,ფილმების ფანატ ჯოშ როზენს. როზენი ჩანთის გადარჩენის სანაცვლოდ ითხოვს, რომ დილანმა მის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღების ნება დართოს...
70-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმი და დღემდე ყველა ასაკის მაყურებელთა რჩეული მელოდრამა, ორი ახალგაზრდას სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. მდიდარი ოჯახიშვილის და ღარიბი გოგონას ენით აუწერელი ბედნიერება და სევდით სავსე სიყვარული...
მეხუთე კლასელის ჯესსა აირონის იმედები გახდეს ყველაზე სწრაფი მორბენალი დაიმსხვრა იმის მერე, რაც ახალმა მოსწავლემ ლესლი ბერკმა გაიმარჯვა შეჯიბრებებზე. მიზეზები იმისთვის, რომ ერთმანეთის მიმართ მტრულად განეწონ არ გამოილევა, და ყველაფრის მიუხედავათ ისინი დამეგობრებას ახერხებენ. როგორ არ უნდა დამეგობრდნენ, თუ ტყეში ნაპოვნ ჯადოსნურ სამეფოში მეფე-დედოფლად უწევთ ყოფნა...
ტედ მორგანს რთული ცხოვრება ჰქონდა, ბავშვობიდან მას ყველა ჩაგრავდა, კლასელები დასცინოდნენ, მათემატიკის მასწავლებელს კი მისი მთელი კლასის წინაშე დამცირება მოსწონდა. დრო გავიდა, ტედი გაიზარდა, ერთხელაც ის მის მჩაგვრელებს ხვდება, აღმოჩნდება რომ მათი ცხოვრება არც თუ ისე სახარბიელოდ წარიმართა.
ბოდინში, ტეხასში , მუსიკის მოყვარული მეამბოხე თინეიჯერი ცდილობს თავისი პატარა ქალაქის მოსაწყენ ყოველდღიურობას გაექცეს და გორგოლაჭებით შეჯიბრის ლიგაში გაწევრიანდება...
ლი და ბესი დები არიან. ისინი ერთმანეთს საერთოდ არ გვანან. ბესიმ თავი მიუძღვნა სხვებს. ლიმ კი თავისი ფეთქებადი ხასიათის გამო ჩვიდმეტი წლის შვილთანაც კი დაკარგა საერთო ენა.
ნებისმიერმა დედამ, თავის ქალიშვილზე უკეთესად იცის, რა არის საჭირო მისი ბედნიერებისთვის. ავრორა გრინუეის, ძალიან უყვარს თავისი ქალიშვილი ემა, მაგრამ ყოველთვის არ ამჟღავნებს ამას. იმის შემდეგ, რაც ავრორა დაქვრივდა, მას მოუწია ბავშვის აღზრდა დამოუკიდებლად. გავიდა წლები, გოგონა გაიზარდა, გათხოვდა და გაფრინდა მშობლიური ბუდიდან. ახლა, როდესაც ავრორა მარტო დარჩა, დროა პირად ცხოვრებაზეც იფიქროს...
ჟურნალისტი დევიდ ლოკი ჩადის ჩრდილოეთ საჰარაში მასალების შესაგროვებლად, მაგრამ სამუშაო არ მისდის. მომდევნო რთული–ცხელი დღე უსიამოვნო სიურპრიზს მოუტანს: კვდება მამაკაცი, რომელიც ცხოვრობს მეზობელ ნომერში. ლოკი მოულოდნელ გადაწყვეტილებას მიიღებს: ის წაიღებს გარდაცვლილის ტანსაცმელს, პასპორტში სურათებს ადგილებით შეცვლის და მიემგზავრება...
ჰიპი მოტოციკლისტები ამერიკაში მოგზაურობენ, ეწევიან მარიხუანას, სვავენ და ათას სისულელეზე საუბრობენ. 60-იანი წლების საკულტო ფილმი. ლასლო კოვაჩის საუკეთესო საოპერატორო ნამუშევარი და შესანიშნავი საუნდტრეკი როკ-ლეგენდების შესრულებით...
პატარა პროვინციულ ქალაქში, სადაც კორუფცია და უკანონობა მეფობს, ცხრა ახალგაზრდა, ამბიციური სამურაი ცდილობს წესრიგი დაამყაროს. მოულოდნელად მათ არსაიდან მოსული სამურაი ეხმარება, რომელიც სამაგიეროდ არაფერს ითხოვს...
შარლი 17 წლისაა და ეს მხოლოდ ცხოვრების დასაწყისია. მას ტანჯავს შიში და ეჭვები, მას ჯერ კიდევ ბევრის ეშინია და არ არის დარწმუნებული საკუთარ თავში. ერთ დღეს მის კლასში შევა ახალი მოსწავლე გოგონა. სარა მალევე დაუახლოვდება შარლის და მის ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება...