ანა მეთის, 40 წლის მარტოხელა მამაკაცის სუროგატია. როდესაც ეს ორი, აქამდე ერთმანეთისთვის სრულიად უცნობი ადამიანი ერთმანეთს ხვდება, მათში რაღაც იცვლება...
სადაზღვეო აგენტი, მაქსი მისი საუკეთესი მეგობრის თვითმკვლელობის შემდეგ სიმართლის დადგენას ცდილობს. მას ყველაფრის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება მოუწევს, რისაც მანამ ეჯერა...
პიტერი ჩვეულებრივი ბავშვია ჩვეულებრივი ჩვევებითა და მისწრაფებებით. მას უყვარს კომპიუტერული თამაშები და მეგობრებთან ერთად გართობა, მაგრამ როდესაც მისი განქორწინებული ბაბუა ედი საცხოვრებლად მის ოთახში გადადის, პიტერი გეგმებს აწყობს თუ როგორ აიძულოს ედს სახლიდან წასვლა. უბრძოლველად დანებებას არც ედი აპირებს...
ჯესიკამ ზუსტად იცის, რა სურს ცხოვრებაში და რომელ გზას უნდა დაადგეს, თუმცა ამ დროს ის დენის გაიცნობს. დენის ჩახლართული წარსული აქვს და შეუძლია, მთელი მისი გეგმები თავდაყირა დააყენოს. ჯესიკამ არჩევანი უნდა გააკეთოს...
ფილმის სიუჟეტი სამხედრო ფოტოჟურნალისტ უილიამ იუჯინ სმიტზე მოგვითხრობს, რომელიც იაპონიაში ბრუნდება დოკუმენტური მტკიცებულებების შესაგროვებლად სანაპირო ზოლის მოსახლეობის ვერცხლის წყლით მოწამვლის დამღუპველი შედეგების შესახებ.
ფრედერიკ ფიტცელი "ცხოვრებით ტკბება", მაგრამ ერთ დღეს მას მოჩვნებებები ეწყება: ფრედი წარსულში მოგზაურებს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
ფილმში მოქმედება 1961 წელს ვითარდება. მთავარი გმირი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რათა შეირიგოს ფრანგი გოგონა, რომელიც უყვარს და რომელსაც ბერლინის კედლის აღმართვამ დააშორა.
ფილმი 16 წლის ვივიან კარტერის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც საკუთარ სკოლაში არსებულ სექსიზმს დღის შუქზე გამოიტანს: მას აღარ სურს სკოლის დერეფანში სექსისტური ხუმრობებისა და შევიწროების ატანა.
1942 წლის ნაცისტების მიერ ოკუპირებული ევროპა. ფილმის სიუჟეტი ახალგაზრდა ბელგიელის გარშემო ვითარდება, რომელიც თავს სპარსად ასაღებს, რათა ებრაული წარმოშობა დამალოს. ყველაფერი მაშინ ირევა, როდესაც მას ერთ-ერთი ნაცისტისთვის სპარსულის სწავლებას დაავალებენ.
ფილმი მოგვითხრობს ფსიქიკურად ავადმყოფი მამის, რომელიც შეცდომით დააადანაშაულეს მკვლელობაში, და მისი ექვის წლის საყვარელი ქალიშვილის ამბავს. ამიერიდან ციხე მათი სახლი იქნება. სიუჟეტი დაფუძნებულია კორეულ ფილმზე, სახელწოდებით - "სასწაული მე-7 საკანში".
ფილმის სიუჟეტი 1966 წელს, ტეხასში ვითარდება, სადაც თეთრკანიანი მწვრთნელი დონ ჰესკინსი კოლეჯის კალათბურთის გუნდს ამზადებს, რომლის ყველა წევრი შავკარიანია...
ვუ ჯინს, რომელიც პატარა ვაჟიშვილთან ერთად ცხოვრობს, ენატრება გარადცვლილი ცოლი სუუ. იგი დაპირდა მეუღლეს, რომ მომავალ წელს, წვიმების სეზონზე დაბრუნდებოდა. სასწაული მართლაც მოხდა და იგი შეპირებულ დროს დაბრუნდა, თუმცა დროს უკვალოდ არ ჩაუვლია, იგი ვერ ცნობს საყვარელ ქმარს და შვილს რომელიც სიგიჟემდე უყვარდა...
კოლეჯში გაბატონებულს მამაკაცთა მმართველობას წინ აღუდგება 3 გოგონა, რომლებიც ცდილობენ თანაკურსელები დეპრესიისგან გადაარჩინონ, დაურღვიონ არსებული სტანდარტები და ჩვევები...
სტამბულის ქუჩებში ჩაკარგული ახალგაზრდის, მეჰმედის ცხოვრება მას შემდეგ იცვლება, რაც მის ცხოვრებაში პატარა ბიჭი ჩნდება, რომელსაც გადასარჩენად ვინმეს დახმარება სჭირდება!
ფილმის სიუჟეტი 25 წლის მამაკაცის, გასპარის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც უკვე დიდი ხანია რაც მის ოჯახთან არანაირი კავშირი აღარ აქვს. ახლა მამამისი მეორედ ქორწინდება, ის კი იძულებულია მათთან საერთო ენა გამონახოს...
ამერიკაში საკუთარ დასთან და ოჯახთან ჩასვლა საირას ოცნებაა. ის მამასთან ერთად გეგმავს მექსიკის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას, თუმცა ყველაფერი ირევა, როდესაც საირა მეგზურად მექსიკელ განგსტერს ირჩევს, რომელიც მატარებელს თავს დაესხა...
მთავარი გმირის, კარლოსის ცხოვრება მას შემდეგ იცვლება, როცა ერთ დღეს ის წიგნების ბარში ირენს ხვდება. მათ ორივეს გული გაუტეხეს, ამიტომ მათი შეხვედრა შემთხვევითი არ ყოფილა.
ფილმი ადამიანზე, რომელსაც ორი გასვენება ჰქონდა, ამის გამო კი მთელი ტენესის შტატის ყურადღება მიიპყრო. 1938 წელს 74 წლის ფელიქსმა გადაწყვიტა მოეწყო საკუთარი გასვენება და მიეღო მასში მონაწილეობა. ამ დღის შემდეგ, 5 წელში, იგი გარდაიცვალა...
ფილმის მთავარი გმირი ბროკერი სახელად მოლია, რომელიც ჯექსონს შორდება, საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადადის და მალე გრეგს უახლოვდება, მაგრამ, ბედის ირონიით, მას ჯექსონთან შეხვედრა კიდევ ერთხელ მოუწევს...
ფილმი ახალგაზრდა დედის, სემ ბლუმის შესახებ ნამდვილ ამბავს მოგვითხრობს. უბედური შემთხვევის შემდეგ მისი სამყარო თავდაყირა დგება, რაც საბოლოოდ სემის პარალიზებით სრულდება...
სამასი მილიონი იენის საქმე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გაუხსნელი დანაშაულია იაპონიაში. შემთხვევა მოხდა 1968 წლის 10 დეკემბერს, დილით, როდესაც პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა ყაჩაღმა მოიპარა მანქანა, რომელშიც 300 მილიონი იენი იყო. და მიუხედავად 100-ზე მეტი თვითმხილველისა, 170 000 პოლიციელი 110 000 ეჭვმიტანილის წინააღმდეგ და თითქმის მილიარდი იენი დაიხარჯა გამოძიებებზე, ვეარავინ დააკავეს და მოპარული ფულიც არ უპოვნიათ. გამოძიება ოფიციალურად დაიხურა 1975 წელს...
კლერი ულამაზესი გოგონაა. ის გარდაცვლილი მამის სასტუმროში მუშაობს, რომელსაც ახლა მისი ბოროტი დედინაცვალი მართავს, სახელად მოდი. დედინაცვალი კლერის თავიდან მოშორებას გადაწყვეტს, გოგონა კი თავს ფერმას შეაფარებს.
ფილმი ჯო სკოტის, ჰოლივუდის ყოფილი ვარსკვლავის შესახებ მოგვითხრობს, რომლის დიდების წლებმაც დიდი ხანია ჩაიარა. ახლა ის ბრიტანეთში ზღვის ნაპირზე განმარტოებით ცხოვრობს.
ფილმში მოქმედება თანამედროვე ლონდონში საერთაშორისო ხელოვნების სცენაზე ვითარდება. კომედია მოვაჭრეების, შემგროვებლების, ხელოვანების, მიმბაძველების შესახებ...
ტიტას და პედროს ერთმანეთი თავდავიწყებით უყვართ, მაგრამ ტრადიციის გამო ისინი ერთად ყოფნას ვერ ახერხებენ. იმისთვის, რომ პედრო ტიტასთან ახლოს იყოს, ის ტიტას დის ცოლად მოყვანას გადაწყვეტს.
როდესაც, დამწყები მოდელი ემა რამოდენიმე შემოთავაზებას მიიღებს სააგენტოებისაგან, მაშინვე გაემგზავრება პარიზში საკუთარ ოცნებასთან შესახვედრად. ერთ-ერთ ფოტოსესიაზე იგი გაიცნობს სიმპატიურ და წარმატებულ ფოტოგრაფს შეინ ვაიტს, რომელიც შეუყვარდება. მაგრამ სულ მალე მათი ურთიერთობა საშინელ კოშმარად გადაიქცევა...
ფილმის სიუჟეტი ტეხასელი მოგაზურის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ველურ დასავლეთს სიახლეებს ამცობს. მისი ცხოვრება პატარა გოგოს გამოჩენის შემდეგ იცვლება, რომელსაც კაცი ნამდვილ მხსნელად მოევლინება.
მას შემდეგ, რაც უშვილო წყვილი ეზოში ყუთს დამარხავს, სადაც მათი ყველა ოცნება იყო შვილის შესახებ, დედამიწას ტიმოთი გრინი მოევლინება, მაგრამ არის კი ის ვინც ერთი შეხედვით ჩანს?!
რეალური ისტორია ჯიმი ადამსზე, რომელმაც დაკარგა თავისი სამსახური, ვაფლის მაღაზიაში. ის უმეგობრდება ედვარდს, ყოფილ მოვაჭრეს, რომელმაც გამოსცადა მძიმე ცხოვრებისეული გაკვეთილები...
მას შემდეგ რაც შეიტყობს, რომ მას მხოლოდ თვეები აქვს დარჩენილი, ტომი მიზნად ისახავს დარწმუნდეს, რომ მისი წასვლის შემდეგ მის მეუღლესა და 8 წლის ქალიშვილზე იზრუნებენ...