სიყვარულის ისტორია, რომელიც ახლო მომავალში დისტოპიურ სამყაროში ხდება. მარტოხელა ადამიანებს საშინელ სასტუმროში აგზავნიან სადაც ისინი ვალდებულნი არიან იპოვონ წყვილი 45 დღეში. თუ ისინი ამას ვერ ახერხებენ მათ ცხოველად აქცევენ და ტყეში უშვებენ...
"ედვარდ მაკრატელხელება" ტიმ ბარტონის და ჯონი დეპის კლასიკური ნამუშევარია, სადაც პატარა ქალაქში, უცნაური, შეუმდგარი მეცნიერი ექსპერტი ჩადის. ამერიკის შუაგულის მაცხოვრებლების და მათი უცხო ადამიანების მიმართ შიშის შესახებ გადაღებული სატირა. ჯადოსნური ზღაპარი მარტოობაზე, სწავლაზე და სიყვარულზე.
ადამი ნიჭიერი მუსიკოსია, ცხოვრობს დეტროიტში და უკრავს 60-იანი წლების მუსიკას, სახლიდან კი მხოლოდ ღამით გამოდის. მისი საყვარელი ევა კი ტანჟერში ცხოვრობს, უყვარს პოეზია და ლამაზად ჩაცმა. ადამი და ევა ათას წელზე მეტის არიან. დიდი ხნის წინ მათ გადაწყვიტეს, რომ ახალი სისხლის გამო არ მოეკლათ ადამიანი და სავადმყოფოში აღებული სისხლით საზრდოობენ. მათ ცოტა ხნით ცალ-ცალკე ცხოვრება გადაწყვიტეს, მაგრამ დიდხანს უერთმანეთოდ ვერ გაძლეს.
ფილმი ვუდი ალენის სატირაა ბრიტანული მაღალი კლასის საზოგადოებასა და ჩოგბურთის ახალგზარდა ინსტრუქტორის შესახებ, რომელსაც ამ საზოგადაოებაში შეღწევა უნდა. როცა მას ორ ქალს შორის არჩევანის გაკეთება უწევს, რომელთაგან ერთი, უზრუნველყოფს მის ადგილს მაღალი კლასის საზოგადოებაში, მეორე კი პირიქით ძალიან დააშორებს, მას ხელისგულები უოფლიანდება და მის გონებაში მძიმე ფსიქოლოგიური მატჩი იწყება.
მილიარდერ ედვარდს და მექანიკოს კარტერს არაფერი აქვთ საერთო, გარდა იმისა, რომ ორივე სასიკვდილოდაა ავად. ისინი საავადმყოფოდან ერთად გაიქცევიან და გადაწყვეტენ, სიკვდილის წინ ყველაფერი გააკეთონ რაც კი ოდესმე სურდათ და ამისათვის სიას ჩამოწერენ. ამ პროცესში ისინი ერთმანეთს დაეხმარებიან, თან მეგობრებიც გახდებიან და რაც მთავარია, სიცოცხლის ხალისს იპოვნიან...
ახალგაზრდა კაცს ქირაობს მილიარდერი, რომელმაც ქონება მაღალტექნოლოგიურ გამოგონებებზე გააკეთა. მამაკაცს ევალება ერთი კვირა გაატაროს საიდუმლო ადგილას, სადაც მას მოუწევს ხელოვნური ინტელექტის მქონე ქალი-რობოტის ტესტირება...
ფილმის მოქმედება ჩვენი წელთაღრიცხვის 117-ე წელს ვითარდება. მთავარი გმირი - კვინტუს დიასი ერთადერთი ადამიანია, რომელიც რომის სასაზღვრო ციხეზე პიქტების იერიშს გადაურჩა. ახლა ლეგენდარულ მეცხრე ლეგიონთან ერთად, ის ჩრდილოეთისკენ მიემგზავრება, რათა გაანადგუროს პიქტები და მათი მეთაური გორლაკონი...
სამსახურით და კარიერით შეპყრობილი არქიტექტორი სამყაროს მაკონტროლებელ პულტს იპოვნის, რისი მეშვეობითაც მისი ცხოვრების წინ და უკან გადახვევა შეუძლია. მაგრამ ყველაფერი გართულდება, როდესაც ეს პულტი მისი ცხოვრების მართვას დაიწყებს...
ფილმში მოქმედება 2004 წელს ვითარდება. ადგილობრივი დეტექტივი ჰარი ჰოლე იძიებს ოსლოში მომხდარ რამდენიმე იდუმალ მკვლელობას. ყველა მსხვერპლი გათხოვილი შვილიანი ქალია, ხოლო დანაშაულის ადგილზე რამდენიმე დღის შემდეგ ყოველთვის ჩნდება თოვლისგან გაკეთებული თოვლის კაცი. ჰარი იწყებს პოლიციის არქივების კვლევას და მალევე აღმოაჩენს რამდენიმე შემთხვევას, რომელშიც მკვლელობის ადგილზე ფიგურირებს თოვლის კაცი. როგორც ჩანს, ის პირველი ნორვეგიელი სერიული მკვლელის კვალზე გავიდა. ახლა კი მისი ამოცანაა – იპოვოს დამნაშავე…
სლევინი, ქალაქის კრიმინალური სამყაროს ყველაზე დიდ ბოსებს შორის პირადული დაპირისპირების შუაგულში შემთხვევით აღმოჩნდება. მას თვალს არ აცილებენ. სლევინი უნდა შეეცადოს უცნობი მკვლელის მსხვერპლი არ აღმოჩნდეს და მოიფიქროს თუ როგორ დააღწიოს თავი არსებულ დილემას...
1980 წელს ლონდონში გავრცელდა ინფორმაცია ირანის საელჩოზე ტერორისტული აქტის შესახებ. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დაჯგუფება შენობაში შევარდა და ყველა თანამშრომელი მძევლად აიყვანა. ტერორისტებთან მოლაპარაკება უშედეგო აღმოჩნდა მთავრობა შენობის შტურმით აღებას აპირებდა , მიუხედავად შესაძლო მსხვერპლისა...
"მოტოციკლისტის დღიური" კუბის რევოლუციის ლიდერის, ჩე გევარას დღიურებზეა დაფუძნებული. მოგონებებში ის თავის საუკეთესო მეგობართან ალბერო გრანადოსთან ერთად სამხრეთ ამერიკაში მოტოციკლით მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს.
1893 წელს განდი სამხრეთ აფრიკაში მატარებლიდან გადმოაგდეს იმის გამო, რომ იგი ინდოელი იყო და პირველი კლასის ვაგონით მგზავრობდა. აფრიკაში კანონი ინდოელების წინააღმდეგ იყო, მან კი გადაწყვიტა მშვიდობიანი საპროტესტო კამპანია წამოეწყო სამხრეთ აფრიკაში ინდოელთა უფლებების დასაცავად. მრავალი დაპატიმრებისა და მსოფლიოს ყურადღების მიპყრობის შემდეგ, მთავრობამ საბოლოოდ აღიარა ინდოელების უფლებები. ამ გამარჯვების შემდეგ განდი ინდოეთში დაბრუნდა სადაც მას როგორც გმირს ისე შეხვდნენ. ამის შემდეგ მან ბრიტანეთის იმპერიისგან ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის დაიწყო ბრძოლა...
პრინსტონის უნივერსიტეტი: ჯონ ნეში იღწვის, რათა თავისი ღირსეული წვლილი შეიტანოს მათემატიკის სამყაროში. ის აკეთებს რევოლუციურ აღმოჩენას, რაც საბოლოოდ ნობელის პრემიას მოუტანს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჯონი ლექტორად ბრუნდება და რომანტიკული გრძნობით განიმსჭვალება თავისი სტუდენტის ალისიას მიმართ. ამავე პერიოდში მთავრობა მას საბჭოთა კოდების გაშიფრვაში დახმარებას სთხოვს, რაც ცოტა ხანში მას სახიფათო კონსპირაციაში ჩაითრევს. თანდათან ნეში უფრო და უფრო პარანოიდალური ხდება, ბოლოს კი მიდის ისეთ აღმოჩენამდე, რაც მის სამყაროს თავდაყირა აყენებს. ახლა მხოლოდ ალისიას ძალუძს დაეხმაროს მას, რათა აღიდგინოს სულიერი სიძლიერე და დაიბრუნოს დიდი მათემატიკოსის ის სტატუსი, რომელიც მას აქამდე ჰქონდა...
ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ლეგენდარული აგენტი ფროსტი საიდუმლო ინფორმაციას ფლობს. თუმცა, ის კონტროლს კარგავს და შემდეგი პრინციპით მოქმედებს "არ ენდო არავის - ყველა მოღალატეა".
გილერმო დელ ტოროს გენიალური ფილმი. ფილმის მოქმედება ვითარდება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. მთავარი გმირი პატარა გოგონა ოფელიაა, რომლისთვისაც წიგნები და ზღაპრები ცხოვრების ნაწილია. ერთ დღეს იგი აღმოაჩენს, რომ ჯადოსნური სამყარო რეალურია და მართლაც შეაბიჯებს ამ სამყაროში. გოგონა აღმოაჩენს, რომ სხვა სამყაროში პრინცესაა. ის დესპოტი გენერლის გერია. გენერლის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება...
სამხრეთ ბოსტონის ირლანდიელ მაფიოზთა კლანის დასამარცხებლად პოლიცია ფარულად თანამშრომელს შეაგზავნის, რათა შიგნიდან ინფორმაცია მიიღოს. ისინი ვერ ხვდებიან, რომ სინდიკატმაც მსგავსი რამ განახორციელა. როდესაც შეგზავნილი პოლიციელი მაფიის უფროსს დაუახლოვდება, პარალელურად პოლიციაში შეპარულ კრიმინალს კარიერაში წარმატებები აქვს და აწინაურებენ, მაგრამ ორივე მხარე მალევე აღმოაჩენს, რომ მათ შორის დამსმენია...
მალვაში მყოფი ბორნი კვლავ გამოჰყავს ასპარეზზე ჟურნალისტ საიმონ როსს, რომელიც თავის საგაზეთო სატატიებში ცდილობს ფარდა ახადოს ოპერაცია ბლექბრაიერს, ტრედსტოუნის პროექტის მოდერნიზებულ ვარიანტს. ჟურნალისტისგან მიღებული ინფორმაცია მას მოგონებებს აღუძრავს და იმ დროს, როდესაც კომპანია ცდილობს ბორნის განადგურებას, მისი ბნელი წარსული საბოლოოდ გაცხადდება.
როდესაც ნავთობის მაძიებელი დენიელ ფლეინვიუ კალიფორნიაში ნავთობით მდიდარი მიწის არსებობის შესახებ შეიტყობს, სხვადასხვა მანიპულაციებით ის ადგილობრივი მიწის მესაკუთრეებს მათი ქონების გაყიდვაზე დაითანხმებს. სამაგალითო მეოჯახის იმიჯის შესაქმნელად ის მის ნაშვილებ ვაჟს იყენებს. ფლეინვიუსთან თითქმის ყველა ადგილობრივი მაცხოვრებელი თანამშრომლობს, რადგან ის ჰპირდება, რომ ამ ადგილს ააყვავებს. გადის დრო და ფლეინვიუ სულ უფრო მეტ ძალაუფლებასა და სიმდიდრეს იძენს და თანთდათან თავის ნამდვილ სახეს აჩვენებს...
ცვალებად სამყაროში მცხოვრებ რკინის ნებისყოფის მქონე ადამიანს, კორეის ომის შეუდრეკელ ვეტერანს - უოლტ კოვალსკის მის მეზობლად მაცხოვრებელი ემიგრანტები თავისი ძველი პრინციპების შეცვლას აიძულებენ...
გაბრიელს ცხოვრებაში ბევრი უსიამოვნება შეხვედრია, ის უიღბლოა. ვის აღარ შეახვედრა ის ცხოვრებამ - გოგონა, მუსიკის მასწავლებელი, პროფესორი კონსერვატორიაში, სტომატოლოგი. ახლა, საუბედუროდ, ყველა მასთან ერთად იმყოფება თვითმფრინავში...
ფილმის სიუჟეტი რეალურ ამბავზეა და გაზეთ "THE BOSTON GLOBE"-ის მიერ განხორციელებულ ჟურნალისტურ გამოძიებას ასახავს. ჟურნალისტთა გუნდი იძიებდა ბოსტონის მიტროპოლიის საქმიანობას, რომლის დროსაც პედოფილიის სერიოზული ფაქტებს მიაგნეს. გამოძიების ავტორებმა შეძლეს დამტკიცება, რომ სასულიერო პირებს ქალაქის არქიეპისკოპოსი მფარველობდა. აგორდა სერიზული სკანდალი, ეპისკოპოსმა დატოვა თანამდებობა, ბოსტონის ეკლესიამ მილიონობით კომპენსაცია გადაიხადა და რამდენიმე ათეული ტაძარი დაიხურა...
ჯეკი 5 წლის ბავშვია, რომელიც მთელი ცხოვრებაა ერთ ოთახში ცხოვრობს. მას სჯერა რომ რეალური მხოლოდ ისაა, რაც მის ერთ ოთახშია, მაგრამ რა დაემართება ბიჭუნას, როდესაც ერთ დღეს დედა ეტყვის, რომ მისი ოთახის გარეთ რეალური სამყაროა...
არც ისე შორეულ მომავალში, ცხოვრებისაგან დაღლილი ლოგანი იმალება და პროფესორ იქსს უვლის მექსიკის საზღვართან, მაგრამ ლოგანს მისი წარსულის დამალვა აღარ შეუძლია. იგი ახალგაზრდა მუტანტს გაიცნობს, რომელსაც ბნელი ძალები აედევნენ...
მისი აღმზრდელის, ბამფი ჯონსონის სიკვდილის შემდეგ, ფრენკ ლუკასი ჰარლემში ჰეროინის პირველი შემომტანი ხდება. მას ნარკოტიკი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან შემოაქვს და შემოტანის თავისი უნიკალური ხერხი აქვს მოფიქრებული...
სამყაროში მომხდარი კატასტროფის შემდეგ ამერიკა გადამწვარ უდაბნოდ გადაიქცა. უსასრულო გზებზე, რომლებიც სავსეა წყალზე და საკვებზე მონადირე ბანდებით, მოგზაურობს ბრძენი ილაი. ერთხელაც ის ყოფილი კალიფორნიის მხარეში ხვდება, რომელსაც ტირანი კარნეგი განაგებს...
ორი გამომძიებელი თავგამოდებით ნადირობს სერიულ მკვლელზე, რომლის დანაშაულებები დაფუძნებულია "შვიდ სასიკვდილო ცოდვაზე". გამოცდილი დეტექტივი სომერსეტი იძიებს ყველა ცოდვას სათითაოდ, რათა ამოიცნოს მკვლელის აზროვნება.
ღმერთის ქალაქი ასახავს სასტიკ ძალადობას რიო დე ჟანეიროს გეტოებში. მე-20 საუკუნის 70-იან წლებში, მაშინ როდესაც მათ წესით დაჭერობანა უნდა ეთამაშათ, ეს ბავშვები იარაღებით დარბოდნენ და კრიმინალურ ბანდებთან იყვნენ დაკავშირებულნი.
1986 წელს კორეაში ორი ქალი იქნა მოკლული ერთი და იმავე მეთოდით. დეტექტივი დუ მან პაკი და მისი დამხმარე იონ გუ ჩჟუ ყველანაირად ცდილობენ გამოიძიონ კვლელობის იდუმალი გარემოებები...
პატარძალი შეუპოვრად აგრძელებს "ხმაურიან გააფთრებულ შურისძიებას" მკვლელების ბანდის წინააღმდეგ, რომლებიც მისი და მისი შვილის მოკვლას ცდილობენ. ქალი რიგრიგობით გამოეცხადება ყველა მის ყოფილ პარტნიორს და მსხვერპლებს სათითაოდ შლის მოსაკლავი ხუთეულის სიიდან, სანამ სიაში მარტო ერთი სახელი - ბილი არ დარჩება.
პროფესიონალი მკვლელი საკუთარ ქორწილში იქნა მოკლული, მისივე სასტიკი დამქირავებლის, ბილის და მკვლელების ბანდის სხვა წევრების მიერ. მაგრამ "პატარძალი" ცოცხალია, იმისათვის, რომ შური იძიოს. შურისძიების დაგეგმვისას იგი მსხვერპლთა სიას შეადგენს და იწყებს ნადირობას მათზე, ვინც სასიკვდილოდ გაიმეტა. ბილს ის ბოლოსთვის დაიტოვებს...
1945 წლის აპრილში გერმანია რუსეთის წინააღმდეგ დამარცხების წინაშე დგას, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან მტრის ჯარით არის გარშემორტყმული. ამ დროს ჰიტლერი ბერლინში ისევ ქადაგებს რომ ისინი გაიმარჯვებენ და მოუწოდებს ჯარისკაცებს ბოლო სისხლის წვეთამდე იბრძოლონ. ფილმი "დაცემა" აღწერს რეიხის დაცემის ბოლო ხუთ დღეს, როდესაც გერმანიის მთავარმა ლიდერებმა სიცოცხლის გადასარჩენად მათ საყვარელ ფიურერსაც კი უღალატეს, თვითონ ჰიტლერს კი პარანოია ემართება, მას ხან გიჟური ოპტიმიზმის შემოტევა აქვს და ხან თვითმკვლელობის სურვილით შეპყრობილი დეპრესიაში ვარდება...
რუანდაში, ხუტუსების ხალხი, ტუტსისების ხალხის წინააღმდეგ აჯანყდა. პრესტიჟული ოტელის მმართველი - პოლი, გენოციდს გვერდიდან უყურებს. მისი ცოლი ტუტსისებიდანაა. ტომი თავისი ოჯახისთვის ყველაფერს გააკეტებს, მაგრამ მას არ უნდა ჩაებას ამ სისხლიან მკვლელობებში...
გენეტიკური დაავადების შედეგად, სიმპათიური ბიბლიოთეკარი ჰენრი დეტემბლი შემთხვევით დროში გადაინაცვლებს. იგი ხვდება მისი სასიყვარულო ცხოვრების სხვადასხვა მომენტებში, სადაც მას ულამაზესი მსახიობი, კლერ ებშაირი უყვარდა...
საკუთარი ქალიშვილის გაუცხოვებით ძლიერ დათრგუნული მწვრთნელი, ფრენკი დანი არ არის მზად საკუთარ ცხოვრებაში შემოუშვას მეგი ფიტცჯერალდ,. მაგრამ მეგის გადაწყვეტილი აქვს გახდეს პროფესიონალი და დაარწმუნოს დანი და მისი გარემოცვა დაეხმარონ მას მიზნის მიღწევაში...
სიყვარულის ტრაგიკული ისტორია, რომელიც აღმოსავლეთ ბერლინში ვითარდება, სადაც გადაცმული "შტაზის" წევრები აკონტროლებდნენ კულტურის სფეროს. პარტიის კაპიტან ვილერს დავალებული აქვს დრამატრურგ დრეიმანს თვალი ადევნოს და როცა იგი უფრო და უფრო სიღრმისეულად იძიებს მის ცხვორებას, ის საშიშ საზღვარს მიაღწევს და თვითონვე შეეპარება ეჭვი სახელმწიფო სისტემაში...
35 წლის წიგნის რედაქტორი ფრენსისი მძიმე განქორწინების შემდეგ ტოსკანაში გაემგზავრება. ერთერთ სოფელში ის ვილას იყიდის და იქ დასახლდება. ის აღმოაჩენს, რომ ხანდახან ცხოვრება უცნაური ხერხებით აძლევს ყველაფერს, რაც ასე ძალიან სჭირდებოდა...
ქრისტინ ქოლინზი გახარებულია, რადგან მისი გატაცებული შვილი სახლში დააბრუნეს. როცა ქრისტინი ეჭვს აიღებს, რომ ეს ბიჭი მისი შვილი არ არის, პოლიციის კაპიტანი გადაწყვეტს ფსიქიატრულ საავადმყოფოში მოათავსოს...
ერთ ვეტერინარულ სკოლაში ტრადიცია აქვთ: უმი ხორცის ჭამა. ერთი ვეგეტარიანელი საკუთარ თავს აიძულებს ეს ტრადიცია შეასრულოს, მაგრამ აღმოაჩენს რომ მას არ შეუძლია შეჩერება...
სიმინდის ყანის ზღვარზე სოფლის სიღრმეში დგას სახლი. 10 წლის ტყუპები ელოდებიან დედის დაბრუნებას. როდესაც იგი ბრუნდება, მისი სახე დაბინტულია პლასტიკური ოპერაციის შემდეგ...
აშშ-ს არმიის ექიმი, მეორე მსოფლიო ომის დროს, უარს ამბობს ადამიანების მოკვლაზე. იგი პირველი არასამხედროა, რომელმაც ღირსების მედალი მიიღო, ადამიანების მოკვლის გარეშე...
ფილმის მთავარი გმირი ცხოვრობს ნიუ-იორკში, ის იტანჯება ეროტომანიით და არ შეუძლია თავისი სექსუალური ცხოვრების გაკონტროლება. იგი ცდილობს მიიღოს ახლობლების მხარდაჭერა და ეძებს თანადგომას თანამშრომლების მხრიდან...
შობის დღესასწაულის წინ ლონდონში მშობიარობის დროს გარდაიცვლება ახალგაზრდა, თინეიჯერი რუსი ქალი, რომელიც ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. მედდა რომელიც მის წარმოშობას ინიშნავდა ჟურნალში გარკვეულ საიდუმლოებას აწყდება მასსა და გოგონას რუს ოჯახს შორის
მამა და მისი ვაჟი გადამწვარ ამერიკაში ეულად მიაბიჯებენ, ირგვლივ სიცარიელეა, არაფერი იძვრის, ქარის მოტანილი ფერფლისა და წყლის გარდა. სიცივისგან ქვებიც კი დასკდა, ნაცრისფერად თოვს. ცა მუქია. ისინი სამხრეთისკენ მიდიან, სადაც უფრო თბილა, თუმცა არ იციან რა ელით იქ, ან თუ საერთოდ ელით რამე...
ფილმი ”ევერესტი” ეფუძნება რეალურ მოვლენებს და მოგვითხრობს 1996 წლის ექსპედიციის შესახებ, როდესაც მთამსვლელების ორმა ჯგუფმა სცადა მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის დაპყრობა.
ფილმი მოგვითხრობს მაიას ცივილიზაციის შესახებ, სადაც ადამიანის იდილიურ ყოფას უხეშად არღვევს ძალადობა. შიშით და ჩაგვრით მართულ ქვეყანაში, ფილმის გმირი ცდილობს გადაარჩინოს საყვარელი ქალი და ოჯახი.
ფილმი წარმოადგენს გასაოცარ დრამას იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა პიტერ პენისა და ნევერლენდის თავგადასავალი. სცენარზე მუშაობისას მწერალი ჯ.მ. ბარი შეხვდება ქვრივ სილვიას და მის სამ შვილს, რომლებიც ბარის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ და მისი შთაგონება ხდებიან, რაც შედევრს - "პიტერ პენს" შეაქმნევინებს...
ამ ბიჭების დანახვისას გოგონებს გული მისდით, მათ კავალერებს კი ხელიდან უცვივათ ყველაფერი შურისგან. ისინი მსოფლიოში ერთერთი ყველაზე სასტიკი და დინამიური სპორტული თამაშის – ამერიკული ფეხბურთის გუნდის წევრები არიან. მათთვის არ არსებობს გამარჯვებაზე დიდი სიხარული! მაგრამ ბევრმა არ იცის, რა რთულია მათი პოპულარობის მოპოვების გზა. ამ ფილმის მთავარი გმირი, მრწვთნელი გერმან ბუნი – ერთერთი მათგანია, ვინც იცის რას ნიშნავს ეს. ის მოვიდა სკოლის გუნდში "ტიტანები", როდესაც ის საერთოდ არ იმსახურებდა ამ სახელს. ის ებრძვის ადგილობრივი მრწვთნელის ბილ იოსტის წინააღმდეგობას და შეუდგება მეგობრული და ძლიერი გუნდის შექმნას...
ამ დამაბოლოებელი სერიის მეორე ნაწილში ჰარი და მისი მეგობრები, რონი და ჰერმიონა აგრძელებენ თავიანთ თავგადასავალს ბოროტი ვოლდემორტის საბოლოოდ დასამარცხებლად. როდესაც უკვე ახალგაზრდა ჯადოქრებს ყველაფერი უიმედოდ ეჩვენებათ, ჰარი მაგიური ნივთების სამეულს აღმოაჩენს. ეს მას ისეთ ძალას შესძენს, რაც ვოლდემორტის დაუძლეველ შესაძლებლობებსაც აღემატება.