ახალგაზრდა გოგონა ფილეინი მიემგზავრება ნიუ-იორკში , მისი შეყვარებულის, მაქსის, სანახავად, რომელიც დამწყები მსახიობია . იქ ფილეინი გაიგებს , რომ მაქსი პირდაპირ სცენაზე ღალატობს მას. იგი ექპერიმენტალურ დადგმაში რომეოს როლს თამაშობს. ამ ამბის მერე ფილეინს ხასიათი შეეცვლება...
ისტორია ცნობილი მაფიოზური დაჯგუფების COMASINA-ს შესახებ, რომელიც ატერორებდა 70-იანი წლების მილანს. ბანდის თავკაცს რენატო ვალანცასკას "ლამაზ რენოს" მიუსაჯეს 260 წლით თავისუფლების აღკვეთა. მის ჩადენილ დანაშაულებს შორისაა რამდენიმე მკვლელობა, ძარცვა, გატაცება და ციხიდან გაქცევა...
მწერალი უილიამ ფორესტერი მრავალი წელია რაც საკუთარი ნებით განდეგილად ცხოვრობს. ის ხალხში უკანასკნელად ორმოცი წლის წინ გამოჩნდა, როდესაც მისი შესანიშნავი წიგნი დაიბეჭდა. მას შემდეგ, მისი სახლის ზღურბლზე არავის გადაუბიჯებია. მაგრამ 16 წლის ჯამალ უოლესმა მასთან შეღწევა მოახერხა. ეს შემთხვევითი შეხვედრა საბედისწერო აღმოჩნდა. ფორესტერს კარს მიღმა ცხოვრების ინტერესი კვლავ გაუჩნდა, ჯამალი კი, რომელსაც ბრწყინვალე სპორტული მომავალი აქვს, მიხვდა, რომ მისი ჭეშმარიტი მოწოდება - ლიტერატურაა...
ყველა წინასაშობაო მზადებაშია, მხოლოდ ეპისკოპოსი ვერ ამჩნევს ვერაფერს, ის ახალ საკათედრო ტაძარზე ოცნებობს. ერთხელაც მასთან მოდის ახალგაზრდა სახელად დადლი, რომელიც არწმუნებს, რომ ანგელოზია და ციდან მის დასახმარებლად ჩამოვიდა.
ფილმის მოქმედება ხდება ძველ იაპინიაში. ტყეში ქალი გააუპატიურეს, მისი ქმარი კი მოკლეს. ოთხი მოსაზრება არსებობს - ოთხივე მოწმეს საკუთარი აზრი აქვს მომხდართან დაკავშირებით, მაგრამ რომელი მათგანი შეესაბამება სინამდვილეს? ეს არის აკირა კუროსავას ფილმი მორალზე, სიმართლესა და კომუნიკაციაზე.
მსოფლიო ჩემპიონი კრივში – ჯეიმს ჩემბერსი, გაუპატიურების ბრალდებით ციხეში ხვდება. მას ვარსკვლავის ტიტული ჩამოერთმევა და სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდის, სადაც უკვე 10 წელია ზის ხელშეუხებელი ჩემპიონი მონრო ჰატჩინსი. დაუმარცხებელი ჩემბერსი დარწმუნებულია, რომ დედამიწაზე მისი მომრევი არავინაა. ის ყოველთვის მზადაა, ეს დაამტკიცოს. თუმცა, არც ჰატჩინსს სურს დამარცხება. სიკვდილ–სიცოცხლის ბრძოლა იწყება...
დონ სალივანი ასაკშია, მას მუხლი აწუხებს და ცუდი ხასიათი აქვს. მოულოდნელად მასთან შვილი და შვილიშვილები ჩამოდიან სტუმრად. ეს ცვლის სალის მოწყენილ ყოველდღიურობას.
სიბელი - 18 წლის თურქი რეივერშაა, რომელიც ჰამბურგში გაიზარდა. ის ძალზე თვითნებაა და ძალიან უყვარს სიცოცხლე, იმისათვის, რომ შეეგუოს კეთილშობილი მუსულმანი ქალის ბედს. ოჯახის მეთვალყურეობის მოსაცილებლად, ის იძულებულია ფიქტიურად თავის თანამემამულეს გაჰყვეს ცოლად..
მელსი — სანიმუშო ახალგაზრდა, რომელიც ადგას ცხოვრების სწორ გზას, და მზადაა გაკიცხოს ის ვინც არ ეთანხმება. იგი ცხოვრობს როგორც ყველა და ფიქრობს, რომ ბედნიერია. მანამ, სანამ არ გადაეყრება თანამედროვე სამყაროს — გაუგებარ და სახიფათოს. აქ იცვამენ თანამედროვე გაფერადებულ ტანსაცმელს, ცეკვავენ აკრძალული მუსიკის ქვეშ. ამ სამყაროში ყველაზე ლამაზი გოგოებია! და მათ შორის — "ტუსოვკების" დედოფალი: ულამაზესი, მომხიბვლელი პოლლი-პოლზა...
შაი შეყვარებულია, მაგრამ ერიდება გრძნობების გამჟღავნება. ის თხოვს მეგობარს მის მაგივრად დაწეროს წერილები. ჯი–ჰაის მიმოწერის შედეგად შეუყვარდება გოგონა, მაგრამ ის ამავე დროს დედის საიდუმლოს იგებს...
შოტლანდიური საფეხბურთო გუნდის მენეჯერს ერთად უამრავი პრობლემის მოგვარება უწევს: მან უნდა გადალახოს ოჯახური სიძნელეები, უნდა იპოვოს კავშირი და დაამყაროს კარგი ურთიერთობა ახალ ამერიკელ უფროსთან და თავის საფეხბურთო გუნდთან ერთად უნდა მოიგოს მთავარი პრიზი...
ფაქტი დაფუძნებულია ამბავზე ყოფილი ბერძენი ოლიმპიელი ბოქსიორზე რომელიც აიყვანეს როგორც პატიმარი მეორე მსოფლიო ომის დროს და მოხვდა ციხეში Auschwitz ბანაკში. აქ იგი უნდა გადარჩეს, რადგან იგი იყო დამტყვევებელი და იბრძოდა გასართობად. მისი მამა და ძმა ასევე შეიპყრეს სადაზღვევად, რომ იგი გააგრძელებდა ბრძოლას...
ფილმი მოგვითხრობს ორი სრულიად განსხვავებული ადამიანის ამბავს, რომლებიც იმყოფებიან სხვადასხვა ქალაქებში და აქვთ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ცხოვრება. მაგრამ, მათ ორივეს ძლიერი კავშირი გააჩნიათ ერთმანეთთან და შეუძლიათ დაინახონ და ესმოდეთ ერთმანეთის...
ლარს ფონ ტრიერის ამერიკული ტრილოგიის მეორე ნაწილი, რომელიც დაიწყო ფილმით - "დოგვილი" (DOGVILLE). 1931 წელი, ორი თვის შემდეგ, გრეისი ალაბამას პლანტაციაში აღმოჩნდა, სადაც მუშებმა არ იციან, რომ ბატონყმობა 70 წლის წინ გადავარდა. ტრიერმა თავისი ფილმის შესახებ თქვა, რომ ის კუკლუკს-კლანელებს და ფერად კანიანებს გააერთიანებს, იმიტომ, რომ ერთნიც და მეორენიც ჩემს მოკვლას მოინდომებენო.
"მოკლე შეხვედრა" ბრიტანელი რეჟისორის დევიდ ლინის კლასიკაა ორ ადამიანზე, რომლებსაც ერთმანეთი შეუყვარდებათ და ხვდებიან რომ ერთად ვერასოდეს იქნებიან...
დიდი ხანია, რაც ჯამპანო თავს ერთი და იგივე ნომრის დემონსტრირებით ირჩენს - ის კუნთების დაჭიმვის ძალით წყვიტავს მკერდზე შემოხვეულ ჯაჭვს. მას არც სიკეთის გრძნობა აქვს და არც იუმორის, ამიტომაც ვერ იტანს ბაგირზე მოსიარულე მატოს. ერთხელაც ჯამპანო ღარიბულ სოფელში დამხმარედ მონა-ქალს ყიდულობს...
ბავშვობაში ებრაელი ბიჭი სახელად დენი ბალინტი გააგდეს რელიგიური სკოლიდან "თავისუფალი აზროვნებისთვის". 22 წლის ასაკში დენი გადაიპასავს თავს და სკინხედი გახდება. ახლა ის – ნეონაცისტების ბანდის ლიდერია, რომლებმაც ომი გამოუცხადეს ებრაელებს.მისი ბრძანებთ სკინები მზად არიან მკვლელობისთვის. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ დენის ავტორიტეტი იზრდება თავისი თანამოაზრეების შორის, სულში ის არშემდგარი რავინი რჩება, რომელიც დღისით ებრაელებს ატერორებს, ღამით კი წმინდა მანუსკრიპტებს სწავლობს ივრითზე.
ქალაქის განაპირას მდგარ სახლში დედა, მამა და სამი შვილი ცხოვრობს. სახლი მაღალი ღობით არის გარშემორტყმული, რომლის გარეთაც ბავშვები არასოდეს გასულან. ისინი იზრდებიან, სწავლობენ და თამაშობენ ისე, როგორც მათ მშობლებს სურთ. გარე სამყაროდან სახლში შემოსვლა მხოლოდ კრისტინას შეუძლია, რომელსაც იწვევენ იმისათვის, რომ უფროსმა ვაჟიშვილმა სექსუალური სურვილები დაიკმაყოფილოს. უფროსმა შვილებმა იციან ოჯახის მთავარი კანონი: არ შეიძლება სახლის დატოვება, სანამ მთავარ ეშვს არ მოიცვლი. ისინი უკვე დიდი ხანია ამ მომენტს ელიან, მაგრამ წარმოდგენა არ აქვთ, რომ ეს დრო არასოდეს დადგება...
ლეო ყოფილი ჩემპიონი მოკრივეა. მან საფრანგეთი დატოვა და ახლა კარტაჰენაში განდეგილ ცხოვრებას ეწევა. ის ძირითადად დროს ბარში ატარებს და როდესაც ფული უმთავრდება სამუშაოს ძებნას იწყებს. მას ახალგაზრდა ქალი - მიურიელი ქირაობს, რომელიც ავტოკატასტროფის შემდეგ ინვალიდის ეტლზეა მიჯაჭვული...
ინა წარმატებული ახალგაზრდა ქალია, ის მარტო ზრდის 6 წლის ვაჟს და რესტორნის მენეჯერად მუშაობს. ერთხელაც ინა იგებს, რომ უკურნებელი სენითაა დაავადებული, მისი ერთადერთი საფიქრალი მიტიასთვის ახალი ოჯახის პოვნაა...
როცა ამბიციური ახალგაზრდა იურისტი დაიწყებს დიდი საქმის წარმოებას, რომელიც ძლიერი და დაუნდობელი ფარმაცევტული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის წინაამდეგაა, ის ჩათრეული იქნა კორუფციისა და შანტაჟის სამყაროში...
მწერალ ონოფს პოლიციელები გადაუღობავენ გზას, როცა ის ტყეშია და წვიმისგან ცდილობს თავშესაფრის პოვნას. მას პოლიციის განყოფილებაში მიიყვანენ. ინსპექტორი უცნაური მეთოდით ცდილობს მის დაკითხვას, თან მწერლის ნაწარმოებებიდან ციტატებს ამბობს. ონოფი ვერაფრით ხვდება რა დააშავა და არც ის ახსოვს ტყეში როგორ აღმოჩნდა...
შეყვარებულთან ხმაურიანი განხეთქილების შემდეგ, ახალგაზრდა რომანტიკოსი დეტროიტის გარეუბანში გადადის პირადი ცხოვრების მოსაგვარებლად და ავადმყოფი ბებიის მოსავლელად. ბებიასთან მეზობლად შესახედავად სასიამოვნო ქალი ცხოვრობს, რომელსაც ორი ქალიშვილი ყავს და ბიჭი მათთან სტუმრად ხშირად დადის...
უიღბლო პროდიუსერი ჩარლი ბერნსი კინობიზნესში დაბრუნების იმედს კარგავს.ერთხელაც ის თავის დებიუტანტ ნათესავის სცენარი მოიტანს სტუდიაში.მისდა გასაკვირვად კინობოსებმა ამ ფილმის გადასაღებად დიდი თანხა გამოყვეს..მაგრამ ამჯერადაც ჩარლის 'ძლიერ გაუმართლა'– მთავარი როლის შემსრულებელს გაიტაცებენ,ხოლო სტუდია კონტრაქტს გააუქმებს.ვაი–პროდიუსერი და ადმინისტრატორი გრანდიოზულ ავანტიურაში ამოყოფენ თავს...
კაწიას იდეალური ცხოვრება ერთ წამში ნანგრევებად იქცა, მისი ქმარი და ვაჟი ტერორისტული აქტის შედეგად დაიღუპნენ. მას სურს გაიგოს მიზეზი, რატომ მოხდა ეს უაზრო მკვლელობა. დიდხნიანი გლოვის შემდეგ, სრულიად ძალაგამოცლილი რადიკალურ ზომებს მიმართავს...
ადამიანი იბადება იმისათვის, რომ გაბედნიერდეს პატარა მიზეზების გამო, და მოიწყინოს კიდევ უფრო პატარა მიზეზებით. იმიტომ, რომ სწორედ პატარა მიზეზით იბადება იგი და ასევე პატარა მიზეზით იღუპება. ისა და ბაჰარი ორი მარტოსული ადამიანია, რომლებიც მტკივნეულად განიცდიან მათი სულიერი კლიმატის ნებისმიერ ცვლილებას...
1968 წელს ფორდის ქარხანაში 850 ქალი გაიფიცა იმის გამო, რომ ქალების უფლებები ირღვეოდა. ითვლება, რომ სწორედ ამ დროიდან, პირველად წამოიჭრა საკითხი, რომ მამაკაცებისთვის და ქალებისთვის ერთნაირად გადაეხადათ გასამრჯელო...
ქალი ცდილობს მიუსწროს ნიუ-იორკიდან ბოსტონში მიმავალ მატარებელს. ის აგვიანებს და გაიცნობს მამაკაცს, რომელთანაც პირველივე ღამეს გაატარებს. ამის შემდეგ ისინი ცდილობენ ერთმანეთი უკეთ გაიცნონ და რომანტიკულ ურთერთობას იწყებენ...
ახალგაზრდა ქალი კაცს თვითმკვლელობისაგან იხსნის. ის კი სოციოპატი აღმოჩნდება და აწამებს ქალს როგორ სიტყვიერად ასევე ემოციურად.თუმცა ქალი მაინც ვერ შორდება...
ავტობიოგრაფიული ფილმი 15 წლის ბიჭის შესახებ, რომელსაც დავალებული ჰქონდა თვალი ედევნებინა ცნობილი როკ-ბენდის გასტროლებისთვის იმისთვის, რომ შემდეგ როლინგ სტოუნის ჟურნალისთვის შეეგროვებინა ინფრომაციული მასალა...
ალექსის ვინსტონი - ახალგაზრდა ქალია, რომელიც ფიგურულ სრიალში ჩემპიონობაზე ოცნებობს. ერთხელ, ყინულზე სრიალის დროს უბედური შემთხვევა ემართება, რამაც შესაძლოა მისი ოცნებები ჩაშალოს. მაგრამ მისი მეგობარი ნიკი და ოჯახი, ეხმარება რათა ალექსისს კვლავ დაუბრუნდეს თავისი თავის რწმენა, და რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია ოცნებების განხორციელება...
ქეითი, მანჰეტენელი ბრწყინვალე შეფ-მზარეული, რესტორნის მეპატრონემ სამკურნალოდ გააგზავნა, რადგანაც იგი ცივია, ხისტი, წესრიგით შეპყრობილი, ერთი სიტყვით თავისტკივილია. ქეითის სამყარო თავდაყირა დადგება, როდესაც ერთადერთი და მოუკვდება და ათი წლის დისშვილი ზოი საცხოვრებლად მასთან გადავა...
ახალგაზდა მამაკაცი შედის ნარკომან გოგონასთან, რომელთანაც წინა დღეს იყო, მაგრამ ქალი ნარკო კურიერს ელოდება და იგი საერთოდ არ ახსოვს. ვიქტორი წასვლას უარობს, და მაშინ ქალი რევოლვერს იღებს ხელში. ისმის შემთხვევითი სროლის ხმა...
მძარცველი დოკ მაკკოი ციხეში ამოყოფს თავს,რადგან მისმა პარტნიორებმა უღალატეს და ის ფულიან პატიმარში გაცვალეს. დოკმა იცის,რომ ჯეკ ბენიონი რაღაც დიდს გეგმავს და თავისი ცოლის მეშვეობით შეუთვლის,რომ მზადაა დაეხმაროს,თუ ციხიდან გამოიყვანენ. დოკ მაკკოი გარეთ აღმოჩნდება,მაგრამ საუბედუროდ ,ახლა მან იმ ადამიანთან უნდა ითანამშრომლოს,ვის გამოც ციხეში აღმოჩნდა...
ცამეტი წლის ჯეიკობის კონტროლი უფრო და უფრო რთულდება. მოზარდი შეპყრობილია მოტოკროსით, მის გატაცებას მოაქვს უთანხმოება ოჯახში. სიტუაცია გამწვავდება მაშინ, როდესაც ჯეიკობი ჩაითრევს თავის უმცროს ძმას, უესს დანაშაულში...
ორი უცნაური ადამიანისგან შემდგარი დუეტი, რომლებსაც ამერიკული პოპ კულტურა საშინლად აღიზიანებთ. ისინი რეალითი შოუების ვარსკვლავებს და ყველა იმ ადამიანს კლავენ, ვინც მათი აზრით მობეზრებული ჰყავთ...
რუსეთი, 1917 წელი. პირველი მსოფლიო ომი. ეს არის ისტორია ქალების პირველ ბატალიონზე რუსეთში, რომელიც ჩამოყალიბდა საბრძოლო სულის ასამაღლებლად რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ...
ომოლი პატარა ქალაქია შვედეთში, სადაც ფილმის მთავარი გმირები ცხოვრობენ. ელინი ქალაქში ერთ-ერთი ულამაზესი გოგოა, მასზე შეყვარებულია ნახევარი ქალაქი, მას კი ოცნებად აქვს ქცეული გააღწიოს ქალაქიდან.
კოლეჯის ბრიტანელი სტუდენტი გოგონა ამერიკელ ბიჭს შეიყვარებს, მაგრამ ისინი ერთმანეთს დაშორდებიან, რადგან გოგონას დეპორტაცია ემუქრება, მის ვიზას ვადა გასდის.
ახალგაზრდები მაიკი და ემა თავიანთი ურთიერთობების დასალაგებლად მიდიან მთაში, ტურისტებისგან თავისუფალ ადგილას. დანიშნულების ადგილზე მისვლისას ისინი ხვდებიან, რომ ერთადერთი და თან იშვიათად ვისაც შეიძლება აქ გადაეყარო არის მონადირე. ისინი ავტომობილს აჩერებენ და გზას განაგძობენ, მანქანა მალე ფუჭდება და მთავარი თავგადასავალი იწყება...
ჟულიენის ოჯახი მისმა მუდმივმა დაკავებულობამ დაანგრია. ერთ-ერთ მივლინებაში ყოფნისას ის იგებს, რომ მისი შვიდი წლის ვაჟი დაიკარგა. იგი თავად მიემგზავრება შვილის საძებნელად...
აგატა კრისტის რომანის ერთერთი პირველი ეკრანიზაცია საუკეთესო კინოვარსკვლავების მონაწილეობოთ. მოქმედება ხდება 30-იან წლებში. ერკიულ პუარო და ყველა ეჭვმიტანილი, მატარებელში იმყოფება. მაყურებელი, გამომძიებელთან ერთად არკვევს, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული.
ორი სიმპატიური ახალგაზრდა თავაზიანად მიაკაკუნებს ქალაქგარეთა სახლის კარზე უმანკო თხოვნით - და ისინი აღარ წავლენ. კარის გაღებისას პატრონს დიდი შეცდომა მოუვიდა. სახლის მაცხოვრებლების დაცინვის, წამების და სადისტური განადგურების ჯაჭვი იწყება...
დედა და შვილი პატარა ფრანგულ ქალაქში ჩამოდიან და შოკოლადის მაღაზიას ხსნიან. მორალურად და რელიგიურად მკაცრ მაცხოვრებლებს ისინი არ მოსწონთ, რადგან ზედმეტად თავისუფლად აზროვნებენ და იქცევიან. ამ დროს ქალაქს ბოშების გემი მოადგება და ქალაქის მერის ცრურწმენა კრიზისს გამოიწვევს...
მიშელ პუაკარი - ცხოვრების ნამდვილი გამფლანგველი, რომელიც ფულს შოულობს ძვირიანი მანქანების გატაცებით. ის არასოდეს არ დაფიქრებულა თავისი კრიმინალური გამოხტომების შედეგებზე – უბრალოდ ცხოვრობს ისე, როგორც მას უნდა, არავისი იმედი არ გააჩნია, და არც არავის აზრს ითვალისწინებს. ეტყობა იმიტომ, რომ ახალგაზრდაა და საკუთარი თავის ძალიან დიდი იმედი აქვს.
ფილმის მთავარი გმირი, საიმონი - მორიდებული და ბეჯითი პიროვნებაა. სამსახურში მას არ ამჩნევენ, ოცნების გოგო კი ყურადღებასაც არ აქცევს. როგორც ჩანს, ეს გაგრძელდება სამუდამოდ, მაგრამ ერთხელ ოფისში გამოჩნდება ჯეიმსი - გარეგნულად საიმონის ორეული, მაგრამ ხასიათით განსხვავებული - თავჯარებეული, ქარიზმატული ფლეიბოი...