ფილმში მოთხრობილია მეგობრების ისტორია. ისინი ნიუ-იორკში ცხოვრობენ და დროს გართობაში ატარებენ. მოქმედება 10 წლის მანძილზე ვითარდება. ეს ის წლებია, როცა კაცობრიობისთვის გახდა ცნობილი ახალი დაავადება "შიდსი"...
მას შემდეგ, რაც დაუმარცხებელი გუნდისგან დამცირება აიტანა, ქუჩის მოცეკვავე ეში ,ცდილობს შეკრიბოს მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო მოცეკვავეები რევანშისათვის...
ძველი ქილერი აპირებს თავისი საქმის მიტოვებას და შვებულებში გასვლას ცდილობს. მაგრამ მას იმხელა ავტორიტეტი და ძალა აქვს, რომ ესე ადვილად ვერ განთავისუფლდება,მას უამრავი მტერი ჰყავს და ყოველ ნაბიჯზე დაბრკოლება ხვდება...
ჯულიანა – დიასახლისია, რომელიც შვილთან და მეუღლესთან ერთად ჩრდილოეთ იტალიაში, რავენში ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ, იგი ავტოკატასტროფაში მოჰყვა და მას შემდეგ ყველაფრის მიმართ შიშს განიცდის. მისი მეუღლის მეგობრის, კორადოს საშუალებით ქალი სულის სიღრმეში დაგროვილ კითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობს...
ძებნაში მყოფი ქუჩის ბავშვები, "ჩუმას" მეთაურობით არსებობის ფულს ყაჩაღობებით შოულობენ. იმის სანაცვლოდ, რომ არ დაიჭირონ "ჩუმა" უნდა გახდეს სერიული მკვლელის სატყუარა. მანიაკის ხელწერა ერთნაირია, ის არჩევს ერთმანეთის მსგავს გოგონებს, ხოლო ნადირობის ზონაა - ტყის მასივი მოსკოვის გარეუბანში...
შვიდი მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ბავშვები - ცხოვრების ყვავილები არიან. მათ ყველაზე მეტედ ჩვენი მხარდაჭერა, ყურადღება და მზრუნველობა სჭირდებათ. ზოგჯერ მათ აწვებათ ტვირთი, რომლის სიმძიმეს ისინი ვერ აუდიან. მთელი ფილმის შემოსავალი გაჭირვებული ბავშვების ფონდში ჩაირიცხება...
"სამახსოვრო მომენტი" არის სამხრეთ კორეული ფილმი, რომელიც წყვილზე მოგვითხრობს. სამწუხაროდ გოგონას 27 წლის ასაკში ალცჰეიმერის დიაგნოსს დაუსვავენ. საინტერესოა როგორ განვითარდება წყვილის ურთიერთობა...
სურათის სიუჟეტი მოგვითხრობს რეალურ ისტორიას გოგონებზე, ერთი ავტომექანიკოსად მუშაობს ნიუ-ჯერსში, მეორე პოლიციის დეტექტივია. ორივე ცდილობს მოძებნოს რაიმე შესაძლებლობა, რომ გადმოიფორმონ მემკვიდრეობით ხესტერის პოლიციური სარგებელი, იმისშემდეგ რაც გამოაშკარავდება, რომ ის სასიკვდილო სენით არის დაავადებული...
ფილმი მოგვითხობს რუსული საფეხბურთო კლუბის სპარტაკის ფანების შესახებ, რომლებიც ფარულად აწყობენ სხვადასხვა გუნდის ფანებს შორის ჩხუბს. ისინი აგრესიულები და დაუნდობლები არიან - ისინი არიან ელიტარული ნაწილი გარე ფეხბურთისა, რომელიც ქომაგებს შორის გრძელდება...
The hit musical based on the life of Evita Duarte, a B-movie Argentinian actress who eventually became the wife of Argentinian president and dictator Juan Perón, and the most beloved and hated woman in Argentina.
მას შემდეგ რაც გას ლიროი რაღაც ახალს და პოტენციურად საშიშს შემოიტანს ქალაქის მაცხოვრებლების ცხოვრებაში, ამ პატარა ქალაქის მკვიდრთა ყოველდღიურობა სამუდამოდ იცვლება...
ქალი, რომელიც იტანჯება შიდსით გადაწყვეტს არ დანებდეს ფატალურად ავადმყოფობას. ის ძალას მოიკრებს და დიდი ძალისხმევით ცდილობს გამოჯანმრთელებას იმათი დახმარებით, ვინც მსგავსი დაავადებით იტანჯება. ის მათაც იმედის ნაპერწკალს გაუღვივებს...
ახალი მდივანი, რომელიც სამუშაოზე მივიდა ფინანსურ კომპანიაში, დაუოკებელ ვნებას განიცდის წარმატებული და ცოლიანი თანამშრომლის მიმართ. ისტორია ახალი არაა, მაგრამ დასასრული, როგორც ყოველთვის წარმოუდგენელია...
ავგუსტის ოჯახი ინგრევა მას შემდეგ, რაც გააგდებს თავის ქმარს სახლიდან ინტრიგის გამო. მაგრამ მალე ოჯახის ცხოვრებაში შემოიჭრება ბეტი, ერთ-ერთი ვაჟის შეყვარებული, რომელიც თავდაყირა დააყენებს მათ ცხოვრებას და გამოიყვანს კომაში მყოფ ოჯახს მდგომარეობიდან...
არტური ჩინურ რესტორანში მიმტანად მუშაობს, უკრავს ტრომბონზე სკოლის ორკესტრში და უყვარს მშვენიერი ლილუ, რომელიც მის მიმართ გულგრილი არ არის. მაგრამ, როდესაც არტური რომანტიკულ ურთიერთობებში პირველ ნაბიჯებს დგამს, გარშემომყოფ უფროსებთან ურთიერთგაგება ურთულდება. ეს მთლიანად ცვლის მის სამყაროს...
გვიან ღამე, საკუთარ ბინაში, ჟურნალისტი და მისი შეყვარებული მოკლეს - ადამიანები, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპიდან შვედეთში სექს-მონების გადაგზავნის არხებს იკვლევდნენ. ამ ბიზნესის კლიენტების სიაში მათ გავლენიანი სტრუქტურების წარმომადგენლები შენიშნეს. აშკარა ხდება თუ რომელ წრეებში სურდათ ამ ორი ადამიანის სიკვდილი. მიქაელ ბლუმკვისტი საკუთარ გამოძიებას იწყებს და მოულოდნელად იგებს, რომ მათ სიკვდილში ელისაბედ სალანდერია ეჭვმიტანილი. ეს არის მსოფლიოში ყველაზე უცნაური ქალი, რომელსაც ცეცხლთან თამაში უყვარს. მასზე მთელი შვედეთი ნადირობს, მაგრამ მას არავისი ეშინია...
სტიუარტ შორტერის ბიოგრაფიის ეკრანიზაცია. ის უსახლკარო, ალკოჰოლიკი და ნარკომანია. მან გააპროტესტა პოლიციის ქმედებები უსახლკარო ადამიანების მიმართ, იყო მთავარი ფიგურა რუფი ვაინერის და ჯონ ბროკის განთავისუფლების კამპანიაში. ისინი უსახლკაროთა დახმარების ცენტრის შემქმნელები იყვნენ...
ახალგაზრდა მძარცველები თავზეხელაღებულ აფიორას გეგმავენ, რომლის შედეგადაც მათ ხელში 20 მილიონი ხვდება. საქმე იმით რთულდება, რომ მათ კვალს არანაკლებად ძლიერი მეტოქე - პოლიციის დეტექტივი ჯეკ უელსი მოჰყვება...
ნორამ ოცდაათ წელს ისე მიუკაკუნა თვალის დახამხამებაც კი ვერ მოასწრო. დაქალები დათხოვდნენ და შვილები გააჩინეს. ნორას ბოიფრენდი კი ისიც " სამაგალითო ქმარია" ალბათ ყველაფერი ასე გაგრძელდებოდა და ნორა სიყვარულის გემოსაც ვერასოდეს გაიგებდა, რომ არა შემთხვევითი შეხვედრა ერთ ფრანგთან სახელად ჟულიანი...
1971 წელს სტენფორდელმა პროფესორმა ფილიპ ზიმბარდომ ჩაატარა ერთ-ერთი ყველაზე შოკის მომგვრელი ექსპერიმენტი. მან აარჩია მოხალისეები, რომლებიც გაჰყო ორ ნაწილად და სტენფორდის უნივერსიტეტის სარდაფში მოათავსა. ერთი ნაწილი, როგორც ციხის ზედამხედველები, მეორე ნაწილი, როგორც ტუსაღები. ფილმის სიუჟეტი აგებულია რეალურ მოვლენებზე...
მელოდი, შრომისმოყვარე გოგონა, ბედნიერია რომ შვებულება მეგობრებთან უნდა გაატაროს, თუმცა მას ბოსი მშობლიურ ქალაქში გზავნის ადგილობრივების დასარწმუნებლად და მშენებლობის ნებართვის ასაღებად. ძნელია ოჯახთან და ყოფილ შეყვარებულთან შეხვედრა, რადგან ისინი მისი კომპანიის მოთხოვნების საწინააღდეგო შეხედულებისანი არიან...
მადალენა ჩიკონე უბრალო მუშის ცოლია. ერთხელ ის იგებს, რომ კინოსტუდია ქასთინგს აცხადებს 6–8 წლის გოგონების როლზე ასარჩევად და გადაწყვეტს ნებისმიერი ძალით მიაღებინოს ეს როლი თავის ქალიშვილს...
მამა და შვილები აღმოაჩენენ ნამდვილ მნიშვნელობას შობისას. ბებიას სახლში მათი თავგადასავლები იწყება. მეთი და მისი შვილები სწავლობენ არა იმას თუ რა უნდა მიიღო შვებულებისგან არამედ იმას თუ რა უნდა გასცე სანაცვლოდ...
ფილმში მოქმედება 1895 წელს ლონდონში მიმდინარეობს. შერლოკს მიმართავს დასახმარებლად ვინმე თომას რიკოლეტი. მისმა ცოლმა თავი მოიკლა, რამოდენიმე საათის წინ კი თომასმა თავის ცოლი დაინახა თუ როგორ დადიოდა ძველ საქორწნო კაბაში და ძალიან შეეშინდა. გამოდის, რომ მან დაინახა ცოლის მოჩვენება. კიდევ უფრო საშინელი და უცნაური ის არის, რომ მისის რიკოლეტი ლონდონის ქუჩებში განრისხებული და შურისძიების ჟინით შეპყრობილი დახეტიალობს...
დაბნელებაში მოთხრობილია ახალგაზრდა ქალის შესახებ, რომელიც ხშირად იცვლის პარტნიორებს, ერთი ურთიერთობიდან მეორეზე მარტივად გადადის. ამ ფილმში ანტიკური რომის ფონზე ანტონიონმა სცადა გადმოეცა თუ როგორ მოქმედებს ტექნიკური პროგრესი ადამიანურ ურთერთობებზე...
შობის წინ მანჩესტერში იდუმალი, უცნაური ადამიანი გამოჩნდა. მას არ ახსოვს საკუთარი სახელი, სად იმყოფება და რა უნდა იქ. ერთადერთი რაც მისთვის ცნობილია არის სახელი ენტონი, რომელიც მის ქურთუკზე ეწერა. მალე ის უნიკალურ ნიჭს აღმოაჩენს - ის ხელის შეხებით იგებს თუ რა დაკარგა ადამიანმა და ეხმარება მათ პოვნაში...
პროფესიონალი პოკერის მოთამაშე, თავდაჯერებულ ახალგაზრდას თამაშის ოსტატობის საიდუმლოებებს ასწავლის. მაგრამ სულ მალე პროტეჟე, მისივე მთავარი მოწინააღმდეგე ხდება პოკერის მსოფლიო ჩემპიონატზე...
მოქმედება იწყება 1951 წელს ჩრდილოეთ კალიფორნიის კურორტზე. დორისი 24 წლის დიასახლისია, ჯორჯი კი 27 წლის ბუღალტერი. მათ ერთმანეთი უყვარდებათ. დილით, ისინი იღვიძებენ ერთ საწოლში და საუბრობენ, რომ როდესაც ისინი ბედნიერად იქნებიან დაქორწინებულნი, მაინც ერთმანეთი ეყვარებათ...
უილ კინი ნიუ-იორკში რესტორნის მეპატრონე და 50-ს მიღწეული პლეიბოია, მას არასდროს მოსწონებია ვინმე სერიოზულად, სანამ შარლოტ ფილდინგს შეხვდებოდა. შარლოტა უილზე გაცილებით პატარაა ასაკი,. იგი მხოლოდ 21 წლის არის და ახლა აპირებს ცხოვრებით ტკბობას...
რიკ კლეიტონს ბავშვობიდან საშინელი სენი ჭირს. მისი კანი ვერანაირ სინათლეს ვერ იტანს – როგორც მზის ასევე ელექტრო შუქს. ის თავიდან ფეხებამდე დამცავი ტყავის სამოსით არის შემოსილი და არც თავისი ნამდვილი სახე იცის. მაგრამ მის ცხოვრებაში გამოჩნდება ახალგაზდა ამერიკელი მსახიობი, რომელიც ყველაფერს შეცვლის მის ცხოვრებაში...
ლოიდ გრუვერი ამერიკელი მაიორია. ის იაპონიაში მდებარე ამერიკის საზღვაო ბაზაზე მუშაობს. მას არ ადარდებს კოლეგების აგდებული და რასისტული დამოკიდებულება ადგილობრივი მოსახლეობისადმი, მანამ სანამ მის კოლეგასა და იაპონელ ქალს ერთმანეთი არ შეუყვარდებათ...
ფილმში აღწერილია ჰარლემში შავკანიანთა რთული ცხოვრება. ოთხი მოზარდი ძარცვით ირჩენს თავს და ყველაფერი თითქოს კარგად მიდის, მაგრამ მათი ცხოვრება იცვლება მაღაზიის წარუმატებელი გაძარცვის შემდეგ...
გაზეთში უცნაური განცხადებით სტუდენტი ლუსი პოულობს იდუმალ სამუშაოს კლუბში. ღამე მას კეტავენ მძინარე მზეთუნახავის ოთახში, სადაც მას ძინავს ძლიერი ნარკოტიკის ზემოქმედებით მაშინ, როცა კლიენტი–მამაკაცები უკეთებენ მას იმას, რაც მათ მოეპრიანებათ...
ჯორჯი მარტოსული მოზარდია, რომელსაც არასდროს არ ესმოდა სკოლაში სწავლის აზრი. იგი უმეგობრდება სალის, პოპულარულ რთული ბუნების გოგოს და მასში მონათესავე სულს პოულობს...
საბრძოლო ხელოვნების ყველაზე თვალწარმტაცი, ნოვატორული და გამაოგნებელი ასახვა კინოში, რაც კი აქამდე გადაუღიათ. ნამდვილი ამბავი იპ-მენის ლეგენდარული ცხოვრების ადრეულ პერიოდზე. კუნგ ფუს გენიალური ოსტატი, რომელიც შემდგომ ბრუს ლის აღმზრდელი გახდა...
1929 წელი, ვიეტნამის ფრანგული კოლონია, საიგონი... ახალგაზრდა ფრანგი ქალი ბორანით ბრუნდება არდადეგებიდან. ბორანზე ის ხვდება ახალგაზრდა ჩინელ არისტოკრატს, რომელიც შესთავაზებს თავისი ლიმუზინით სახლში მიყვანას. მიუხედავად სოციალური ტაბუსა და რასობრივი ბარიერების, მათ შორის თავბრუდამხვევი სასიყვარულო ისტორია იწყება...
ტერი ვულფმაიერი, ქმრის გაუჩინარების შემდეგ, იძულებულია მარტომ გაზარგოს ჯიუტი ქალიშვილები. მისი ცხოვრება კიდევ უფრო მოუსვენარი ხდება მაშინ, როდესაც მას მეზობელი დენი შეუყვარდება...
ცნობილი ბრიტანელი მწერლის მარტინა კოულის ბესტსელერის ეკრანიზაცია. ფრედი ჯექსონი გამოდის ციხიდან, მისი ცოლი ოცნებობს მეუღლე წყნარ ცხოვრებას დაუბრუნდეს, თუმცა ეს ასე მარტივი არა, ფრედის ძველი ვალები აქვს გასასტუმრებელი...
დამწყები მომღერალი მსხვერპლად სწირავს თავის კარიერას და სხვებს უწერს ჰიტებს.ფილმი ეხება მის წარუმატებელ ქორწინებას, ოცნებების განხორციელებასა და საკუთარი ჰიტების ალბომის გამოსვლას...