პროფესიონალმა მოკრივემ ალენ ლეფერიმ ადგილობრივი მაფიის ბოსის ბრძანებით უნდა წააგოს მორიგ შეხვედრაზე რინგზე. მაგრამ ლეფერს სხვა გეგმები აქვს... თან ის გეგმავს მის საყვარელთან ერთად გაქცევას. თუმცა, ჩანაფიქრი ჩაიშლება, და კუთხეში შემწყვდეული მებრძოლი იპოვის თავისი სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთ საშუალებს – ის ფრანგული უცხოური ლეგიონის რიგებში გაწევრიანდება. მაროკოში აღმოჩენლი, პარიზიდან ათას კილომეტრში ლეფერი, სამწუხაროდ ვერ გადაწყვეტს თავის პრობლემას...
ისტორია შურისძიებაზე და სამართის აღდგენაზე, ცოტა სიყვარულზეც, მაგრამ უმეტესი ნაწილად იმის შესახებ მოგვითხრობს, თუ როგორ ვუშველოთ თავს ამ სასტიკ სამყაროში...
შარლი კილერი, წარსულში ცნობილი პიანისტი, მუშაობს აკომპანიატორად პატარა კაფეში. ის თავისი ძმის გამო კრიმინალურ სამყაროში მოხვდება. იგი მალე შეეჩვია, რომ ის და მისი ძმა მუდამ ვიღაცის სამიზნეა, მაგრამ ვერასდროს იფიქრებდა, რომ გასროლილი ტყვია მის შეყვარებულს მოხვდებოდა...
რომანტიული მელოდრამა ასაკში შესული ექიმ-ფსიქიატრის და მისი ახალგაზრდა პაციენტის შესახებ, რომელიც გულრწფელად თვლის საკუთარ თავს დონ-ჟუანად. მეგობრობა, რომელიც ფილმის გმირების შორის გაჩნდა ექმის სულს გაუახალგაზრდავებს, გრძნობებს და ოცნებებს განუახლებს.
The Wild West, circa 1870. Samuel Alabaster, an affluent pioneer, ventures across the American frontier to marry the love of his life, Penelope. As his group traverses the west, the once-simple journey grows treacherous, blurring the lines between hero, villain and damsel.
სესილია და იოახიმი დაქორწინებას გეგმავენ. ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე იოახიმი მეგობრებთან ერთად მთაში აპირებს გამგზავრებას, სესილთან გამომშვიდობების შემდეგ ის გზაზე გადადის და ავარიში ჰყვება. დაზარალებული მამაკაცი სავადმყოფოში გადაჰყავთ, სადაც მისი მკურნალი ექიმი იმ ქალის ქმარი აღმოჩნდება, ვინც მას მანქანით დაეჯახა...
იო ჩჟინი - მოზარდი გოგონა, რომელიც დაქვრივებულ მამასთან ერთად ცხოვრობს. იოს უახლოესი მეგობარი პროსტიტუციას ეწევა, იო მისთვის კლიენტებს ეძებს და გამომიშავებ ფულს ინახავს ევროპაში ერთობლივი მოგზაურობისთვის. მალე თავად მთავარი გმირიც პროსტიტუციით კავდება და მისი ურთიერთობები კლიენტებთანაც და მამასთანაც ლაგდება არცთუ მარტივად...
ენ გრანტმა ცხოვრების დიდი გზა გაიარა, სადაც იყო სიხარულიც და მწუხარებაც, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ის საიდუმლოებებით აღსავსე აღმოჩნდებოდა. ენი თავის ქალიშვილებს მხოლოდ სიკვდილის წინ უყვება იმ შეხვედრის შესახებ, რომელიც მისთვის მთელი ცხოვრების ერთადერთი და ჭეშმარიტი სიყვარული გახდა...
60-იანი წლების ამერიკა ახალგაზრდული ბუნტის პერიოდში. უცხოელის თვალით დანახული მარტოხელა ადამიანების ქვეყანა. სტუდენტური დემონსტრაციის დარბევის დროს მოკლული პოლიციელის სიკვდილში ახალგაზრდა მარკია ეჭვმიტანილი. ის სპორტულ თვითმფრინავს გაიტაცებს და უდაბნოსკენ მიფრინავს. ამ დროს სიმპათიური ლამაზმანი - დერია, იგივე უდაბნოში მიქრის მანქანით, რომელიც არიზონას შუაგულშია. ისინი ერთმანეთს ხვდებიან ადგილზე, რომელსაც ზაბრისკი პოინტი ქვია.
მე-14 საუკუნის ბოლო წლები. ორი დინასტიას შორის შეურიგებელი ბრძოლა, რომლებიც ოცნებობენ ტახტის და ძალაუფლების ხელში ჩაგდებაზე, აავსებენ ჩინურ იმპერიას სისხლის მდინარეებით. ტყვეობაში მყოფ პრინცესას გადააჩენენ კორეის მებრძოლები, რომლებსაც სასჯელი და საშნელი გამოცდები ემუქრებათ: დაუნდობელი უდაბნოს გადალახვა და გააფთრებული მტრების მოგერიება, მაგრამ მათ პრინცესა უნდა მიიყვანონ იმპერატორთან...
პაკისტანელი ახალგაზრდა, კასიმ ხანი, ორმაგ ცხოვრებას ეწევა. სახლში ის პატივს სცემს მშობლებს, არ ეწინააღმდეგება მათ გადაწყვეტილებას - პაკისტანელ ჟასმინთან ქორწინების შესახებ, მშობლების სახლის გარეთ კი გლაზგოს პოპულარულ ღამის კლუბში დიჯეია, ლაპარაკობს ინგლისურად და სექსუალურ კავშირშია ირლანდიელ როსინთან...
ალეკ ბოლდუინის და მეგ რაიანის გმირები – იდეალური წყვილი არიან. მათ ყველაფერი კარგად აქვთ და ისინი დაქორწინებას გადაწყვეტენ. მაგრამ ქორწილის დროს, მოულოდნელად გაჩენილი მოხუცი ტრადიციის მიხედვით კოცნის პატარძალს და ბედნიერებას და ჯამრთელობას უსურვებს...
ჯონ სედლი დაიბადა დასახიჩრებული სახით. ამან და კიდევ მძიმე ბავშვობამ განაპირობა ის, რომ ჯონი ბოროტმოქმედი გახდა. ერთერთი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მისი მეგობარი მაიკი კვდება, ჯონი კი ციხეში აღმოჩნდა...
მილანის ერთ-ერთ მდიდარ ოჯახში სტუმარი მოდის. ის ოჯახის ყველა წევრთან აბამს სასიყვარულო ურთიერთობას და მიდის. ბურჟუაზიული ოჯახის დალაგებული ცხოვრება კი, ძირფესვიანად ინგრევა...
ჩიკაგო ნიუსის მთავარი რედაქტორი გაიგებს რომ მისი საუკეთესო რეპორტიორი ცოლს ირთავს და სამსახურიდან მიდის, ის კი ყველანაერი გზით ცდილობს გადააფიქრებინოს ცოლის მოყვანა და დარჩეს თუნდაც ერთი დღით სამსახურში, იმისათვის რომ გააშუქოს ჩამოხრჩობა რომელიც დილით უნდა შედგეს. თანდათან კი მოვლენები უცნაურად განვითარდება და მრავალი სიტუაცია გადაიხლართება ერთმანეთში, რაც ფილმს უფროდაუფრო საინტერესოს გახდის...
ფილმის მთავარი გმირის ცხოვრება თავდაყირა დადგება , როდესაც შემთხვევით გაიგებს, რომ ის უკანასკნელი უკვდავი მებრძოლია და მთელი არსებობის მანძილზე ბნელეთის ძალებს ებრძოლოს...
ჟან გაბენის სიტყვაძვირი და უშიშარი გმირი ყოფილ დამნაშავეებს ეხმარება. ამჯერად მისი დახმარების ობიექტი ჯუნოა, რომელსაც ის არაერთხელ დაეხმარა. მაგრამ მას პოლიციაში დაუმარცხებელი მტერი დარჩა, რომელიც გასაქანს არ მისცემს...
გაბრიელა ამბიციური და დამოუკიდებელი ამინდის პროგნოზის წამყვანი გოგოა, რომელიც მასზე ათწლეულებით უფროს საყვარელსა და შეუპოვარ, პოტენციურად არასტაბილურ ახალგაზრდა მამაკაცს შორის იხლიჩება...
პიერ ლანშე მდიდარი და წარმატებულია, ჰყავს ულამაზესი ცოლი და მშვენიერი 10 წლის ქალიშვილი. მაგრამ, როცა პიერი გაიცნობს ნიკოლს, მიხვდება, რომ სიყვარულის გამო შეუძლია ყველაფერი დათმოს, ოჯახიც კი დაანგრიოს...
ვიქტორ ჰიუგოს მეორე ქალიშვილის, ადელ ჰიუგოს ბიოგრაფია. იგი მამასთან ერთად წავიდა ინგლისში ემიგრაციაში. იქ კი ინგლისელი ოფიცერი შეუყვარდა. მასთან ერთად იგი გადავიდა კანადაში, შემდეგ კი აშშ-ში. ადელი მარტოსულია სამყაროში, სადაც მისთვის ადგილი არ მოიძებნა...
არისტოკრატი ტულიო ერმილიო თავის ულამაზეს ცოლს რაფოსთან ღალატობს. ცოლი მას სევდას ჰმატებს და ნელ-ნელა იგი სძულდება. მაგრამ როდესაც გმირი იგებს, რომ მის ცოლს რომანი აქვს ახალგაზრდა მამაკაცთან და რომ შვილი, რომელსაც ჯულიანა ელოდება შესაძლოა მისი არ იყოს, ტულიოში იღვიძებს საშინელი ეჭვიანობა...
ეს სურათი იმის შესახებაა, თუ როგორ იღებენ ფილმს. კონფლიქტები გადასაღებ მოედანზე, წარუმატებლობა მსახიობებთან და სხვა სტუდიურ უსიამოვნებებს მოაგვარებს და გამოასწორებს ხელოვნების პროცესის მეუფე – რეჟისორი...
ახალგზრდა ვიტეკი ცდილობს იპოვოს საკუთარი თავი. ის დებს შეთანხმებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, ეს კი მის სტუდენტურ ცხოვრებაზე მოქმედებს. ბიჭი გამუდმებით ეძებს სიყვარულს და ვერც კი ამჩნევს, როგორ კარგავს საყვარელ ქალებს...
პარიზის უძველესი ხიდის, პონტ ნიფის მახლობლად გადაღებული ფილმი. სიყვარულის ისტორია, რომელიც ორ ახალგაზრდას აერთიანებს: ალექსი ცირკის მსახიობია, რომელიც ალკოჰოლიზმითაა დაავადებული და მიშელი, ქუჩის მხატვარი, რომელიც ნელ–ნელა ბრმავდება...
ბროდვეის ხანში შესულ ვარსკვლავს მარგო ჩენინგს ყველაფერი ჰქონდა: წარმატება, მეგობრები, ახალგაზრდა საყვარელი. მორიდებული და მშრომელი ევა მისი დამხმარე გახდება, რომელმაც მარგოს ყველა სურვილი უნდა შეასრულოს. ყველა მალე მიხვდება იმას, რომ ევას ამოძრავებს სურვილი 'ახალი მარგო ჩენინგი' გახდეს.
მსუქანა ეველინ კაუჩი საავადმყოფოში მოდის თავისი ქმრის მამიდის მოსანუხულებლად, რომელიც მას დასანახად ვერ იტანს და გაიცნობს უსაყვარლეს მოხუც ქალს ნინის, რომელიც გაართობს მას თავისი ორი დაქალის, იჯის და რუტის ცხოვრების ამბის თხრობით.
ქვრივი, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაკარგა ქმარი, დაპატიჟებს მის პრობლემურ საუკეთესო მეგობარს მასთან და მის ორ შვილთან ერთად საცხოვრებლად. ჯერი დაეხმარება ოჯახს დანაკლისის დაძლევაში და ნელ-ნელა თავის ცხოვრებასაც მოაწერიგებს...
საშინელი საზღვაო კატასტროფის შემდეგ ისინი უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩნდნენ. ამის შემდეგ მრავალი წელი გავიდა და მათ ახალგაზრდა გულებში ლამაზი სიყვარული აღმოცენდა...
მოკლე, მაგრამ დრამატული მოვლენებით აღსავსე მხატვრის - ჟან-მაიკლ ბასკიას ისტორია ნიუ-იორკის არისტოკრატიული ცხოვრების ფონზე. მისი ტილოები, ისევე, როგორც მისი ცხოვრების სტილი, უამრავი რომანები, ნარკოტიკებისადმი მიდრეკილება, - ყველაფერმა ამან თვითგანადგურებამდე მიიყვანა...
35 წლის კარლა ბემი ჩვეულებრივი მდივანია უძრავი ქონების სააგენტოში. მთელი მისი ცხოვრება ეს არის ყოველდღიური რუტინული სამუშაო და საღამოობით კი მარტოობა სახლში. ამასთანავე მას ძალიან ცუდად ესმის. კარლა ატარებს სმენის აპარატს და შეუძლია ტუჩების მოძრაობით ნათქვამის ამოკითხვა. ამიტომ ის სიხარულით მიიღებს წინადადებას, რომ დამხარედ მიიღოს 25 წლის სტაჟორი პოლი, რომელიც ახლახანს გამოვიდა ციხიდან.
ოფიცრების ეკიპაჟი თავიანთ სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს, როდესაც იწყებენ, მათი კომპანიის გაძარცვას, როგორც ჩანს გეგმა არც ისე რთული აღმოჩნდება, ისინი შეასრულებენ ყველაფერს ისე, რომ ზიანს არავის მიაყენებენ, მაგრამ როცა მოულოდნელი მოწმე ერევა საქმეში, მაშინ საქმე სწრაფად იხსნება...
ინტერპოლის აგენტი,ლუის სელენჯარი და იურისტი, ელეონორ ვიტმანი, ცდილობს შეებრძოლოს ყოველშემძლე ბანკირს, რომლის დახმარებით მსოფლიოს ყველაზე საშინელი კრიმინალური და ტერორისტული დაჯგუფებები ფულს ანაღდებენ. ნელნელა ისინი დაუპირისპირდებიან სამართალდამცავ ორგანოებს, რომლის ელემენტებიც თავად არიან...
ფილმში აღმოსავლური ორთაბრძოლის ამსახველი არაერთი შთამბეჭდავი სცენაა, ჰაერში საცეკვაო ილეთებითა და საბრძოლო ხელოვნების თვალისმომჭრელი ნიმუშებით დატვირთული...
ვერავინ დაარღვევს წელიწადის დროების ცვლილებას: როდესაც ჯერ ყველაფერი იბადება, შემდეგ იზრდება, მერე კი ნელ-ნელა ქრება. ცხოვრების სვლის შეცვლა ორ ბერსაც არ შეუძლია, რომლებიც მოტივტივე კერაში ცხოვრობენ მთებში მდებარე ტბაზე – მკურნალ მოხუცს და მის პატარა მოწაფეს. წელიწადის დროის დადგომისას მათი სულები ენერგიით ივსება, რასაც როგორც სულის სიძლიერე, ასევე ტრაგედია მოაქვს. რაც მთავარია, მათ არ შეუძლიათ ცხოვრების, სურვილების, დარდის და ვნების წრიდან გაღწევა...
კინოფილმის გადაღების დროს რომელიც არის ჰიროსიმაზე, ერთ-ერთ ფრანგ ქალს შეუყვარდება იაპონელი მამაკაცი. ეს მამაკაცი მას აგონებს პირველ სიყვარულს, რომელსაც სამწუხაროდ ცუდი დასასრული ჰქონდა...
ფილმი გადაღებულია რეალურ მოვლენებზე. 1961 წელი ბერლინში კედლის მშენებლობა მიმდინარეობს, ოლიმპიური ჩემპიონი ჰარი ყალბი პასპორტით კვეთს საზღვარს და უერთდება დისიდენტთა ჯგუფს, რათა მათთან ერთად 140 მეტრიანი გვირაბი გათხაროს კედლის ქვეშ...
მამა და შვილი ვერ პოულობენ საერთო ენას, დედის გარდაცვალების შემდეგ. მამა სთავაზობს შვილს რომ წავიდნენ ტყეში გასასეირნებლად,რომ რამენაირად გამონახონ საერთო ენა და ურთიერთობა გამოასწორონ. ტყეში ყოფნის დროს დაინახავენ მდინარეში ორ ადამიანს, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ, ერთი მათგანი პოლიციელია, ერთი დაქირავებული მკვლელი,რომელიც ცდილობს გაქცევას, მაგრამ ის ბორკილებითაა დაკავებული. მამა და შვილი გადაარჩენენ მათ და ეძებენ გზას უკან დასაბრუნებლად...
ჯარის ლეიტენანტი ფრედერიკ მანაიონი დააპატიმრეს ბარის მფლობელის ბარნი ქუილის მკვლელობისთვის. ის ამტკიცებს, რომ ბარმენმა ცემა და გააუპატიურა მისი ცოლი ლაურა. და, იმის მიუხედავად, რომ ლაურა თავისი ქმრის ვერსიას ადასტურებს, სასამართლოექსპერტი ვერ აღმოაჩენს მისი გაუპატიურების დამამტკიცებელ სამხილებს...
ამ დრამატულ კომედიაში, ბარი ლევინსონი რადიო-რეპორტიორის, ადრიან კრონაუერის ყოველდღიურ ცხოვრებას წარმოგვიდგენს. საიგონში, ვიეტნამის ომის დროს, ადრიანი, რომლის როლსაც რობინ უილიამსი დამაჯერებლად ასრულებს, შეიარაღებული ძალების რადიო-სადგურის წამყვანია. თავისი სასაცილო პროვოკაციების გამო, მალე მას უფროსი აითვალწუნებს... დილა მშვიდობისა, ვიეტნამო!...
მეცხრამეტე საუკუნის შუაწლები. ადა 6 წლის ასაკიდან არ ლაპარაკობს. მამამ ის მეორედ გაათხოვა, მამაკაცზე, რომელიც არასოდეს არ უნახავს. თავის პატარა ქალიშვილთან ერთად ის მშობლიური შოტლანდიიდან ახალ ზელანდიაში მიემგზავრება, სადაც მომავალი ქმარი ელოდება. ის უარს ამბობს ადას პიანინოს სახლში გადატანაზე. ამ ძლიერი ქალისთვის დუმილი სულაც არ არის თანხმობის ნიშანი. მაგრამ ადა ქმარს ვერ არწმუნებს, თუ რამდენად ძვირფასია მისთვის ეს ნივთი. პიანინოს სანაპიროზე ტოვებენ...
ლუსია, ახალგაზრდა ოფიციანტი მადრიდის რესტორანიდან, მიდის წყნარ და მშვიდ კუნძულზე ხმელთაშუა ზღვაზე მას შემდეგ, რაც გაიგებს თავისი შეყვარებულის გაუჩინარებაზე, რომელთანაც ექვსი წელი იცხოვრა...
კარენ მაკკოი მრავალწლიანი პატიმრობიდან გაანთავისუფლეს, მას მხოლოდ ის გააჩნია, რაც აცვია. ადრე იგი ბანკის მძარცველი იყო, მაგრა ახლა გადაწყვეტილება მიიღო, რომ აღარ მიუბრუნდეს თავის კრიმინალურ წარსულს და დარჩენილი სიცოცხლე შვილს მიუძღვნას...
ჟან-პოლი (ალენ დელონი) და მარიანა (რომი შნაიდერი) შვებულებას სანაპიროზე, მეგობრების ვილაში, იდეალურ ატმოსფეროში ატარებენ. თუმცა საზაფხულო იდილიას მარიანას ყოფილი საყვარელი არღვევს, რომელიც მათ ესტუმრება. საბოლოოდ აუზის ფსკერზე სტუმრის გვამს აღმოაჩენენ...
საფრანგეთი, 1944 წელი. ადგილობრივი საავადმყოფოს ქირურგი, რომელიც წინააღმდეგობას ეხმარება, ცოლს და შვილს სოფელში გზავნის, მაგრამ როდესაც მათ სანახავად ჩადის, საზარელ სურათს ხედავს: ირგვლივ დახოცილი ადამიანების ცხედრებია, მათ შორის მისი ქალიშვილიც. ცოლი სულ მთლიანად არის დამწვარი. ფაშისტები კი, გამარჯვებას ზეიმობენ. გაბოროტებული ქირურგი ხელში იღებს თავის ძველ თოფს და შურისძიება იწყება...
დუბლინელი გიტარისტი, მომღერალი და კომპოზიტორი დღისით მამამისის მაღაზიაში მუშაობდა და თავს მტვერსასრუტების შეკეთებით ირჩენდა, ღამე კი დუბლინის ქუჩებში მღეროდა და უკრავდა. ჩეხი გოგო პიანინოზე უკრავდა და დღისით სხვადასხვა სამსახურებს იცვლიდა, ღამით კი დედას და ქალიშვილს უვლიდა...