მამის სიკვდილის შემდეგ, რომელიც მისმა დამხმარემ ტომ ჩეინიმ მოკლა, 14 წლის მეტი როსი მკვლელის დაჭერას თავად გადაწყვეტს. დასახმარებლად იგი ამერიკელ მარშალს დაიქირავებს - მტკიცე სულის ადამიანს, რობენ ჯეი რუსტერ კოგბურნს. მისი სურვილის წინააღმდეგ, გოგონა მაინც გაჰყვება მას ინდიელების მხარეში ჩეინის მოსაძებნად. მათ ტეხასელი რეინჯერი ლაბაფი შეუერთდებათ, რომელსაც საკუთარი მიზნები ამოძრავებს. ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული სამეული მრავალ ხიფათსა და თავგადასავალში ეხვევა, სამივეს თავისი "სულის სიმტკიცის" გამოცდა უწევს...
ვეტერან სამურაის რთული დრო დაუდგა, მან სოფელი ბანდიტებისგან უნდა დაიცვას. იგი დახმარებისთვის კიდევ ექვს სამურაის შეკრებს და ისინი სოფლის მაცხოვრებლებს თავდაცვას ასწავლიან...
ჰენრი ჰილი დამწყები განგსტერია, რომელიც ორ მასზე უფრო ამბიციურ განგსტერთან, ჯიმი კონვეისა და ტომი დე ვიტოსთან ერთად ყაჩაღობაში მონაწილეობს. ჰენრის ამ ორმა პარტნიორმა ყველა ამ საქმეში მონაწილე დახოცა და ნელნელა მაფიის იერარქიულ კიბეზე აღმასვლა დაიწყო. გახდება თუ არა ჰენრი მათი დაცემის მიზეზი?
1979 წელს, ნიუ -იორკსა და იტალიაში თავისი საქმიანი ურთიერთობების ლეგიტიმაციის პროცესში, ასაკოვანი მაფიოზი დონ მაიკლ კორლეონე, ცდილობს მსხვერპლი გაიღოს თავისი ცოდვების გამოსასყიდად და ახალგაზრდა პროტეჟეს თავის ფრთის ქვეშ შეიფარებს. ტრილოგიის ბოლო ფილმი, პირველი ორის გამოსვლიდან 16 წლის შემდეგ, ასრულებს ამბავს მაფიის ბოსის, მაიკლ კორლეონეს შესახებ...
მეოჯახე სარა თავის უინტერესო მეზობლებს უყურებს როგორც სოციოლოგიურ ტიპებს და არა როგორც თანასწორებს. ბავშვების სათამაშო მოედანზე ის შემთხვევით ასეთივე ყველასგან გამორჩეულ ადამიანს ხვდება. თანდათან მათი ურთიერთობა ისეთივე დაუფიქრებელი ხდება, როგორიც მათ გარშემო მყოფი ბავშვების არის.
ნებრასკელი პოლიციელი ქეთრინ ბოლკოვაჩი ომის შემდგომ ბოსნიაში სამშვიდობო მისიაში მუშაობის დროს, ტრეფიკინგის ჯაჭვს აღმოაჩენს. ის სხვა ადამიანების გადასარჩენად საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, უკან არაფერზე იხევს...
ფილმი გადაღებულია რეალური მოვლენების მიხედვით და მოგვითხრობს უმუშევარ მარტოხელა დედაზე, რომლის ძმასაც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ის ძმის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და მომდევნო 10 წელიწადს საქმის დეტალურ გამოძიებას უძღვნის...
პოლიციელი ფსიქოლოგი ალექს კროსი გებულობს რომ მისი ნათესავი გოგონა დაიკარგა. როგორც გაირკვა ის მანიაკის მორიგი მსხვერპლი გახდა. მანიაკი იტაცებს გოგონებს და ამწყვდევს მათ საიდუმლო მიწისქვეშა სარდაფში, სადაც მათ გარკვეული წესების დაცვას აიძულებს. მათ ვინც წესებს დაარღვევს ტყეში შებოჭილს სტოვებს და ისინი ნელი სიკვდილით იხოცებიან. ერთ-ერთი მძევალი მოახერხებს გაქეცევას. კროსი კეიტთან ერთად იწყებენ მანიაკის ძებნას...
ამერიკაში პირველი შავკანიანი ჯარისკაცების ქვედანაყოფის ისტორია სამოქალაქო ომის დროს. ახალგაზრდა და გამოუცდელმა ჩრდილოეთელმა ბიჭმა უნდა ასწავლოს მათ ბრძოლა, მაგრამ მოსამზადებლად ძალიან ცოტა დროა.
ვიტო კორლეონეს ისტორია, რომელიც სიცილიაზე მისი ბავშვობით იწყება და ნიუ-იორკში მისი ვაჟის, მაიკლ კორლეონეს ამბით გრძელდება, რომელიც თავისი ბიზნესის ლას-ვეგასში, ჰოლივუდსა და კუბაში გაფართოებას ცდილობს...
მიტოვებულ, დაძველებულ ოტელში ბინადრობს ფსიქოპატი ჯეიკობ გუდნაითი, რომლის თავის ქალაში ჩადგმულია რკინის დისკი. ორ მეტრიანი გიგანტი 180 კილოს იწონის. თავის მსხვერპლებს თვალების გარეშე ტოვებს. ერთხელაც ჯეიკობის ბუნაგში რვა ახალგაზრდა კანონდამრღვევი შეიჭრება, რომლებიც ამ საშინელი მივიწყებული ადგილის მოსაწესრიგებლად გაუშვეს, მათ თვალს პოლიციელი ადევნებს, რომელმაც ოთხი წლის წინ ჯეიკობს ტყვია შუბლში მოახვედრა. როდესაც მანიაკი იტაცებს გოგოს და მის სიცოცხლეს დიდი საშიშროება ემუქრება, დანარჩენებს მთელი ძალების გამოიყენება უწევთ გიგანტ შეშლილთან საბრძოლველად...
დედამიწელი ასტრონომი კოსმოსიდან კოდირებულ სიგნალს ღებულობს. თანამშრომლებთან ერთად იგი ახერხებს გაშიფროს შეტყობინება, რომელიც შეიცავს უცხოპლანეტელებთან საკონტაქტო აპარატის შექმნის ინსტრუქციებს...
ყოველთვის, როდესაც თავის თავში ზედმეტად შეყვარებული ჩაზ მაიკლ მაიკლსი საციგურაო მოედანზე გადის, ის მალევე აჩვენებს, რომ ის - არენის როკ-ვარსკვლავია. მისი ერთადერთი მეტოქე ყინულზე - ყოფილი ვუნდერკინდი ჯიმი მაკელროია.
კრივის მსოფლიო ჩემპიონი მძიმე წონით კატეგორიაში, აპოლო კრიდი, ტიტულის დასაცავად უცნობ მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში საჯარო სპექტაკლის გამართვას აპირებს. მისი მწვრთნელები, ფილადელფიელი მევახშეების გაუნათლებელ გადასახადების ამკრეფს, დაბალი დონის მოკრივეს, როკი ბალბოას შეარჩევენ...
სამი სკოლის მეგობარი სუპერ შესაძლებლობებს იღებენ, მას შემდეგ რაც ჩამოვარდნილ მეტეორს ნახავენ. მალე ისინი მოვლენათა ქარბუქში მოექცევიან, რომელშიც მათი უარყოფითი მხარეები გამოჩნდება...
ახალგაზრდა ქალი, რომელიც მშობლების ამოხოცვას შეესწრება ბოგოტაში, დაქირავებული მკვლელი ხდება, ის ბიძამისთან მუშაობს და ყოველ დღე ახალ-ახალ დავალებებს იღებს, თავისუფალ დროს კი სასტიკ მკვლელობებშია ჩართული, რადგან ერთადერთი მიზანი ამოძრავებს-მისი მშობლების მკვლელის პოვნა და შურისძიება...
ფსიქოლოგიური თრილერი რვა წლის ბიჭის, კოულ სიარის შესახებ, რომელსაც სჯერა, რომ მკვდრების სამყაროს დანახვა შეუძლია. ბავშვთა ფსიქოლოგი, მალკოლმ ქროუ ცდილობს კოულს პრობლემის მოგვარებაში დაეხმაროს და ხვდება, რომ ბავშვი მართლაც ხედავს გარდაცვლილთა სულებს.
ეს არის სამეცნიერო ფანტასტიკური დრამა მომავალში არსებული საზოგადოების შესახებ, სადაც ადამიანთა დანიშნულება მათი დნმ-ის მეშვეობით დგინდება. ახალგაზრდა ვინსენტ ფრიმანის ფიზიკური მონაცემები მას კოსმოსში გაფრენაში ხელს უშლის, მიუხედავად ამისა, მან მტკიცედ გადაწყვიტა გათაკას კოსმოსურ პროგრამაში შეაღწიოს...
სიყვარულის პირველი სიმპტომები ადამიანებში სასიამოვნო გრძნობებს იწვევს და ეს გულუბრყვილო არსებები საკუთარი ნებით ეშვებიან მის ტალღებში ისე, რომ ვერც კი ხვდებიან, თუ რა საშიში ვირუსის მსხვერპლნი გახდნენ...
ნამდვილ ისტორიაზე დაფუძნებული ისტორია, რომელიც მოგვითხორბს "დიფვოთერ ჰორიზონზე " ნავთობის ჭაბურღილზე მომხდარ ტრაგედიაზე რომელიც 2010 წლის აპრილში მოხდა...
ფილმის მთავარი გმირი ახალგაზრდა ალეხანდროა, რომელიც ცდილობს თავისი ადგილი იპოვოს საზოგადოებაში. ის მხოლოდ ოცი წლისაა და ოცნებობს, რომ ცხოვრება ხელოვნებას მიუძღვნას. მას ბევრი წინაღობის დაძლევა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება უწევს. მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი აისრულოს ოცნება...
1930 წელი გადამწყვეტი დრო ამერიკის შეერთებული შტატებისათვის. მუშათა კლასი ქმნის დაჯგუფებებს და ითხოვს სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. ჯიმ ნოლანი უერთდება მოთხოვნებს და ჩამოაყალიბებს საკმაოდ მძლავრ დაჯგუფებას, რომელიც მოიცავს 900 ვაშლის მკრეფავს...
ფილმის მთავარი გმირი უსინათლო ქალი ჯინაა, რომელმაც მხედველობა ბავშვობაში უბედური შემთხვევის დროს დაკარგა. მან შეძლო და იპოვა მეორე ნახევარი, რომელთან ერთადაც ბედნიერად ცხოვრობდა. ჯინას აქვს შესაძლებლობა დაიბრუნოს მხედველობა და ასეც მოიქცევა, მაგრამ მისი ახლანდელი მდგომარეობა ქმარს უქმნის დისკომფორტს. ქმარს აღარ მოსწონს რომ ჯინა მასზე აღარაა დამოკიდებული და ყველანაირად ცდილობს ოჯახი ჩვეულ რიტმს დაუბრუნოს...
ადგილობრივი მცხოვრები, მშვენიერი გოგონა, საკუთარი ნებით ხდება ინგლისელი ჩინოვნიკის საყვარელი. ასეთ გოგონებს "ინტიმურ დღიურებს" უძახიან: ისინი ეხმარებიან კოლონისტებს ადგილობრივი ენის და ინტიმური ჩვევების შესწავლაში...
სტუდენტი გოგო, რომელმაც ცოტა ხნის წინ თავი მოიკლა დაამატებს მეგობრებში ყოფილ თანაკურსელს და გააბამს მასთან ურთიერთობას. ის უყვება თუ რა მოსაწყენია იყო მიცვალებული...
მეცნიერების მიერ შექმნილი პირველი ხელოვნური ინტელექტი, ანდროიდი, იწყებს გრძნობების გამოვლინებას. მას არ მოსწონს, როცა მის შემქმნელს ურთიერთობა აქვს რეპორტიორთან...
სამ ახალგაზრდა ქალს, დინა ჯონსს, ეფი უაიტსა და ლორელ რობინსონს სურთ, რომ პოპის ვარსკვლავები გახდნენ. მათი ოცნება სრულდება, როდესაც ლეგენდარული ჯეიმს ეარლის ჯგუფში მოხვდებიან. მალე მათი სოლო კარიერაც დაიწყება, მაგრამ როდესაც დინას ჯგუფის სოლისტად დაასახელებენ, მეგობრების ურთიერთობაში ბზარი გაჩნდება.
ფილმში მოთხრობილია რონ ვუდრუფის რეალური ამბავი, ის ტეხასელი ელექტრიკი იყო, რომელსაც 1986 წელს შიდსი დაუდგინეს. ექიმებმა უთხრეს, რომ 6 თვე ქონდა დარჩენილი, თუმცა რონი არ შეეგუა სასიკვდილო განაჩენს და ალტერნატიული მეთოდებით დაიწყო მკურნალობა, მან საგრძნობლად გაიხანგრძლივა სიცოცხლე და ბიზნესიც კი ააწყო, დაიწყო რა მედიკამენტის, რომელსაც თავად იღებდა სხვა პაციენტებზე გაყიდვა.
ფილმი მოგვითხრობს უფროსკლასელის ისტორიას, რომელმაც ერთი წელი გაატარა საკრამენტოში. მთავარი გმირი ცდილობს გაიქცეს მისი პატარა მშობლიური ქალაქიდან, მისი უფროსი ნახევარძმის დახმარებით...
ეს არის ბიოგრაფიული ფილმი აშშ-ს მეთექვსმეტე პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის შესახებ, რომელმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ჩრდილოეთელების გამარჯვებაში სამოქალაქო ომის დროს.
ფილმის მთავარი გმირი – უდარდელი, უპასუხისმგებლო და მექალთანე სამუელი, რომლის ცხოვრება ერთ მშვენიერ დღეს რადიკალურად შეიცვლება, როდესაც მისი ერთ-ერთ ყოფილი საყვარელი ქრისტინე, მას ჩანთას და მის პატარა ქალიშვილს დაუტოვებს.
მოხერხებული თაღლითი - ფრენკ აბიგაილ უმცროსი, თავს ასაღებს ექიმად, ადვოკატად და პილოტად და ყველაფერი ეს მანამ, სანამ 21 წლის გახდება. დოკუმენტების ოსტატურად გამყალბებელი, იგი ფედერალური ბიუროს აგენტ კარლ ჰენრატის ყურადღებას იპყრობს, რომელიც ფრენკის გისოსებს მიღმა მოთავსებას დაისახავს მიზნად..
ახალგაზრდა შოტლანდიელი ექიმი განათლების ოფიციალური კურსის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტავს, რომ მის ცხოვრებაში თავგადასავლების დრო დადგა. იგი უგანდაში მიემგზავრება, სადაც პრეზიდენტ ობოტეს ჩამოგდების შემდეგ, ძალაუფლებას ხელში იღებს გენერალი იდი ამინი, რომელიც სთხოვს ნიკოლასს გახდეს მისი პირადი ექიმი. ნიკოლასი თანდათან ხვდება, რომ ამინი ერის კეთილისმსურველი კი არ არის, არამედ სასტიკი დიქტატორია...
ტეხასის პატარა ქალაქის მაცხოვრებლებს მომთმენი და დაფიქრებული შერიფის მოადგილის, ლუ ფორდის იმედი აქვთ. ზოგს მიაჩნია, რომ იგი ზედმეტად ნელი და მოსაწყენია, მაგრამ სხვა ცუდ მხარეს მას ვერ გამოუძებნი. სინამდვილეში არავინ იცის ლუს ნამდვილი "დაავადების შესახებ. ყველასგან ფარულად იგი სოციოპატი სადისტია.
ჩარლი ჩაპლინი ორ პერსონაჟს ასრულებს ფილმში, ებრაელი დალაქის და დიდი დიქტატორის ჰინკელის (იგივე ადოლფ ჰიტლერი). ფილმი კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს ჩაპლინის გენიას.
ფილმი მოგვითხრობს კონორის ისტორიაზე, რომელსაც უკიდეგანო ფანტაზია აქვს. ღამით, როდესაც ყველა იძინებს ხე მის ფანჯარასთან ცოცხლდება და მონსტრად გადაიქცევა, რომელიც ისტორიებს უყვება...
ფილმის სიუჟეტი ვითარდება ძველი დროის ჩინეთში დინასტია იუანის მმართველობის დროს. რომაელი მეთაური ლუციუსი აღმოჩნდება ჩინეთის ტერიტორიაზე. ამავე დროს დასავლეთის ჰო ანის დაცვის მეთაური ღალატის შედეგად გახდება მონა. ზუსტად ამ ორ მეომარს მოუწევს შეხვედრა დასავლეთის უდაბნოში, სადაც განვითარდება ეპიკური ბრძოლა.
ანჟელა გრეის საქმის გამოძიების დროს, დეტექტივი ბრიუს კინერი მიმართავს ფსიქოლოგს, ანჟელას მივიწყებული მოგონებების გასახსენებლად. რეგრესიული გიპნოზის ჩატარების დროს გამოვლინდება საშინელი ფაქტები - ღამის საათებში მამის თანხმობით გოგონაზე ტარდებოდა სატანური რიტუალები. იმის გამო, რომ დეტექტივის სურვილია დაიცვას გოგონა გასაიდუმლოებული ბოროტული გაერთიანებისგან, ის ჩათრეული იქნა საშინელ ოკულიზმის სამყაროში. ის, რაც ეწინაამღდეგება მას, ჭეშმარიტების ზღვარს მიღმაა...
სერ ლოურენს ოლივერი იღებს ფილმს ლონდონში. ახალგაზრდა კოლინ კლარკი - სტუდენტი კინორეჟისურის ფაკულტეტზე, ცდილობს ჩაერთოს გადაღების პროცესში. ფილმში ნაჩვენებია მერლინ მონროს და სერ ლოურენს ოლივიეს მუშაობა ფილმზე "პრინცი და მოცეკვავე".
ამბიციური ადამიანების იმედები და ოცნებები მაშინ ინგრევა, როდესაც ისინი ნარკოტიკებზე დამოკიდებულები ხდებიან. ფილმი გვაჩვენებს თუ როგორ ანგრევს ადამიანს გონებრივად და ფიზიკურად ნარკოტიკებზე მიჯაჭვულობა.
ფილმი "სახიფათო კავშირები" შოდერლო დე ლა კლოს თხზულების მიხედვითაა გადაღებული და მოქმედება მე-18–ე საუკუნეში ვითარდება. მარკიზა დე მერტელი ვიკონტ დე ვალმონს სთხოვს მისი ყოფილი საყვარლის საცოლე შეაცდინოს, სამაგიეროდ კი მასთან ღამის გატარებას ჰპირდება. თავდაპირველად ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და სასიყვარული სამკუთხედიც იკვრება.
ოჯახური ტრაგედიის შემდეგ ახალგაზრდა ქალი იხიბლება მისტიკური უცნობი მამაკაცით, რომელიც ცხოვრობს ყველასათვის საშიშ სახლში. სახლზე უამრავი ლეგენდაა გავრცელებული, რომლებსაც აქამდე არ სძინავთ...
მერი და მისი მეგობარი კოლინვუდის ტბისკენ მიმავალ გზაზე ჩერდებიან, სადაც გაქცეული დამნაშავისა და მისი გუნდის ბრჭყალებში აღმოჩნდებიან. მერი ახლოს მცხოვრებ მშობლებთან გარბის. საიმედო სამალავის მაძიებელ დამნაშავეებსაც სწორედ მათი სახლი იზიდავთ.
დეტექტივი ერიკ მაისონი, ბუნების წიაღში მომხდარი სისხლიანი ინციდენტის ადგილს იკვლევს. ის ხვდება, რომ ეს სისასტიკე გრიზლიმ კი არა ადამიანმა ჩაიდინა და ეს ადამიანი სერიული მკვლელია, ზედმეტსახელად "ხერხი".
საცოლის მკვლელობის შემდეგ, მიტჩ რაპი ცივი ომის ვეტერანი სტან ჰარლის ინსტრუქციით ვარჯიშს იწყებს. ისინი შემდგომში იძიებენ აშკარა და შემთხვევითი თავდასხმების ტალღს სამოქალაქო და სამხედრო სექტორზე...
ცნობილი მსახიობის ოჯახში უბედურება დაისადგურებს – მისი არასრულწლოვანი ქალიშვილი არაადეკვატურად დაიწყებს მოქცევას. ექიმები ფსიქიკურ დაავადებას ეჭვობენ და დიაგნოზს ვერ უსვამენ. სპეციალურად მოწვეული მღვდელი კი ფიქრობს, რომ გოგონა ეშმაკითაა შებყრობილი.
ფილმს მაყურებელი გადაჰყავს მოშორებულ სასტუმროში, სადაც ჯეკ ტორენსმა, მისმა ცოლმა და ვაჟმა ზამთარში უნდა იცხოვრონ. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფილმი რეალობას ისე აურევს, რომ იზოლაციაში ყოფნას ფსიქოლოგიურ კოშმარად აქცევს...
უილიამ შექსპირის უკვდავი ნაწარმოების ეკრანიზაცია. სურათში მოქმედება მაკბეტის გარშემო ვითარდება. იგი ცბიერი შოტლანდიელი ლორდია, რომელიც არაფრის წინაშე არ დაიხევს უკან, რათა გახდეს მეფე…