ნიჭიერი დრამატურგი სიდი ლი უოლკერი ცხოვრობს ნიუ-იორკში, საკმაოდ შორს თავისი მსობლიური ქალაქიდან. სიდსა და დედამისს(ვივიანი) შორის მტრობა ჩამოვარდება მას შემდეგ, რაც სიდიმ მისცა ინტერვიუ ჟურნალ "ტაიმსს", სადაც ის აღნიშნავს, რომ ვივიანი იყო ცუდი დედა...
დაქვრივებული როსარია პარონდი, თავის ოთხ ბიჭთან ერთად გადაწყვიტავს საცხოვრებლად მილანში გადავიდეს, სადაც მისი მეხუთე შვილი ცხოვრობს. თანდათან ყველა ძმა თავის ადგილს და სამუშაოს პოულობს. მაგრამ ერთ დროს შეკრულ ოჯახში განხეთქილებაა: როკო თავის სასტიკ ძმასთან - სიმონთან წინააღმდეგობაში მოდის. განხეთქილების მიზეზი მსუბუქი ყოფაქცევის ნადიაა...
როდესღაც პოპულარულ ტელე–შოუს "მაღაზია დივანზე" რთული დრო დაუდგა. მაყურებლებს მობეზრდათ მომაბეზრებელი რეკლამა, და გადაცემის რეიტინგი საგრძნობლად ვარდება. მისი შეუცვლელი ორგანიზატორი რიკ ხეიმანი სცდილობს მდგომარეობის შეცვლას, მაგრამ წარუმატებლად. თან მის პრობლემებს ემატება ისიც, რომ რიკი გაიცნობს ახალ პიროვნებას სახელად ჯი... ჯის ერთი ნიჭი აქვს – მას შეუძია ადამიანების დარწმუნება, და რიკი გადაწყვეტს ეს ნიჭი გამოიყენოს.კამერა, მოტორი, ჯი პირდაპირ ეთერშია, და... ასეთი მხიარული რეკლამა მაყურებელს ჯერ არ უნახავს! ...
ახალგაზრდა, დამოუკიდებელი ჟურნალისტი ცდილობს საზოგადოების ყურადღება სოციალურ თემებზე მიაპყროს. ის თავს ებრაელად ასაღებს და ამზადებს სტატიების ციკლს უსამშობლოდ დარჩენილ ერზე...
ლენის ერთადერთი საქმიანობა მეგობრებთან ერთად წვეულებების მოწყობაა. იმავე ქალაქში ცხოვრობს 15 წლის დევიდი, რომელიც სახლიდან არ გადის, მას დაბადებიდან გულის მანკი აქვს. ლენის მამა დაიღალა მისი უსაქმურობით, ამიტომ მას დევიდზე ზრუნვას დაავალებენ. მალე ისინი ერთმანეთისათვის შეუცვლელი მეგობრები გახდებიან...
ალინა ბრუნდება გერმანიიდან რუმინეთში, რათა წაიყვანოს ვაიჩიტა, რომელიც მისთვის ერთადერთი ახლობელია, მაგრამ ვაიჩიტამ მიმართა ღმერთს, ხოლო ღმერთი ხომ სერიოზული კონკურენტია, როდესაც საქმე გრძნობას ეხება...
მეორე მსოფლიო ომის დროს, ინგლისში მყოფი კაპიტანი – ჩარლზ რაიდერი რაზმს მეთაურობს, რომელიც ბრძოლაში მონაწილეობას არ იღებს. კაპიტანი ჯარისკაცების ახალ ადგილზე გადაყვანის ბრძანებას იღებს. დანიშნულ ადგილზე მოსვლისას, ის აღმოაჩენს, რომ ბრაიდსჰედის მამულშია – არისტოკრატების ოჯახის – ფლაიტების რეზიდენციაში. ჩარლზს შეიპყრობს მოგონებები სებასტიანზე და ჯულია ფლაიტზე, რომლებთანაც მჭიდროდ იყო დაკავშირებული მთელი მისი ახალგაზრდობა...
უეინ და ეილინ ჰეიესებმა თავიანთი ამერიკული ოცნება იპოვეს. მათ ორი ბავშვი გაზარდეს და ნულიდან დაიწყეს ბიზნესი, რომელშიც წარმატებას მიაღწიეს. თუმცა, მათ წინ მწარე გამოცდა ელოდებათ...
ამბიციური ახალგაზრდა ქალი სალი ოცნებობს გახდეს ტელეჟურნალისტი, ამიტომ თავის ჩანაწერებს აგზავნის მაიამის ახალი ამბების არხზე, სადაც პროდიუსერი უორენ ჯასტაისი ძალიან მოიხიბლება ულამაზესი სალით და იწვევს მას არხზე სამუშაოდ...
ფილმში მოქმედება არაბეთის ნახევარკუნძულზე ვითარდება. 30-იანი წლები, ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც აქ ნავთობი აღმოაჩინეს. ბრძოლა ძალაუფლებისთვის და შავი ოქროს ხელში ჩასაგდებად, რელიგიური თემა და რა თქმა უნდა სიყვარული...
1980 წლის ზაფხული. მომხიბვლელ ბარბარას, რომელიც გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ცხოვრობს და პროფესიით ექიმია ქვეყნის დატოვების შესახებ განაცხადის შეტანის გამო, საცხოვრებლად პროვინციაში აგზავნიან. თავისუფალ სამყაროში მას ელის შეყვარებული, რომელმაც უკვე შეიმუშავა ბალტიის ზღვით მისი ნავით გაქცევის გეგმა. მანამდე კი ბარბარა სპეცსამსახურების დაკვირვების ქვეშ ცხოვრობს და მუშაობს საავადმყოფოში პედიატრიულ განყოფილებაში, სადაც თავის კოლეგა ანდრესთან ერთად კოლონიიდან გამოქცეული ახალგაზრდას დახმარებას ცდილობს, რომელიც ამ რეჟიმის მკვეთრი ოპონენტია...
დიკი და მამამისი ნახევრადდანგრეულ სახლში ცხოვრობენ, სადაც ერთადერთი გართობა ტარაკანების ჭერაა, დამპალი ვაშლი კი -დელიკატესი. მამა მშენებლობაზე მუშაობს, რათა შვილის განათლება უზრუნველყოს. სიღარიბე მუდამ თან დასდევს დიკის თანაკლასელების მხრიდან დაცინვებსა თუ მასწავლებლებისგან წამისულ ზიზღში. მას ყოველთვის გახვრეტილი ფეხსაცმელი აცვია, რომელსაც მამა ნაგავსაყრელზე პოულობს. მაგრამ ერთხელაც მათ სახლში უცნაური და გაურკვეველი, ბურთისმაგვარი ნივთი ჩნდება, რომელიც არამიწიერი წარმოშობის არსება აღმოჩნდება. მას ფორმის შეცვლა და სასწაულების მოხდენა შეუძლია. დიკის ცხოვრება რადიკალურად იცვლება...
ფილმის გმირები ვერ შეეწყვნენ ხასიათიებით. ნება-შეუდრეკელი, სასტიკი, მბრძანებელი ცხოვრებასა და ბედზე... რკინის, გულისა და გონებისადმი დაუმორჩილებელი ხასიათი...არც ერთი ნაბიჯი დასახული მიზნის საწინააღმდეგოდ, არც იოტისოდენა გარიგება საკუთარ სინდისთან...
საახალწლო მიუზიკლი, მომღერალი და მოცეკვავე ჯიმი ჰარდი, მიდის შოუ–ბიზნესისადან და ქალაქგარეთ ფერმაში გადადის. თუმცა უბრალო ფერმერის ცხოვრება მისთვის ძალიან მოსაწყენია და ის გადაწყვეტს ელიტარული გასართობი კლუბი გააკეთოს...
მეორე მსოფლიო ომი. ბარჟა, რომელზე ანატოლის და ტიხონს ნახშირი გადაქონდათ, გერმანელთა საყარაულო გემმა შეიპყრო. გერმანელებისგან დანდობის იმედით ანატოლი საშინელებას ჩადის. ის ტიხონს კლავს. გერმანელები მშიშარას დანაღმულ ბარჟაზე ტოვებენ. მას კუნძულზე მცხოვრები ბერები უშველიან...
ფილმი მოგვითხრობს ორი მეზობლი ოჯახის შესახებ. ერთ-ერთი ოჯახის ქალიშვილი სახლში დაბრუნდება დიდიხნის არ ყოფნის შემდეგ. ამ პატარა ქალბატონის დაბრუენბა სერიოზულად გაურთულებს მეზობლებს ცხოვრებას, როდესაც ის თანამაცხოვრებელი ოჯახის იმ წევრი დაიტნერესდება, რომელიც მას ასაკით მამად ეკუთვნის...
სენდი და ბენი, მათი ორი ვაჟი ტიმი, მეტი და ქალიშვილი პენი თვლიდნენ, რომ იდილიური ცხოვრება აქვთ... მაგრამ მოხდება ტრაგედია. უფროსი ვაჟი მეტ ტრევისი თავს მოიკლავს.
ეს ისტორია ორ ბვშვობის მეობარზეა. ჯერ კიდევ სკოლაში მეგობრებმა ნაბიჯი გადადგეს კრიმინალურ სამყაროში – ისინი შეიარაღებულ ყაჩაღობებს ახორციელედნენ და ნარკოტიკებს იღებდნენ. ასეთი ცხოვრების შედეგად მეგობრები ციხეში აღმოჩნდებიან. პატიმრობის მოხდის შემდეგ მეგობრები შეიცვლებიან, თუმცა ბედისწერა მათ სიურპრიზს უმზადებს...
მას მერე, რაც კაცობრიობა განადგურდა, დელი სამყაროში მარტო დარჩა. ის პატარა და ცარიელ ქალაქში ცხოვრობს სრულიად მარტო მანამ, სანამ გრეისს შეხვდება - გოგონას გაურკვეველი წარსულითა და მოტივებით.
გინდათ საკუთარი ცხოვრების შეცვლა? არაა პრობლემა, დაიწყეთ საკუთარი თავიდან! სამი სიცოცხლე, სამი ბედისწერა, სამი მამაკაცი და სამი ქალი. როგორ მოხდა, რომ ცხოვრებისეული პერიპეტიები, ასე აკავშირებს საზოგადოების სხვადასხვა ფენის ადამიანს...
მოქმედება მეთექვსმეტე საუკუნეში ხდება. ჰოლანდიელი ბიჭი მიდის მამის საძებნელად ცივ ზღვასთან. მას თან მიჰყავს მეგობარი გოგონა, ლამპარი და ყველაზე მთავარი რწმენა. ბედი ცდილობს ჰოლანდიელს ყველაფერი წაართვას, სიცოცხლეც კი. მაგრამ მიზნისაკენ სწრაფვა მას აძლევს ძალას გადალახოს სირთულეები...
კლასიკოსი რეჟისორის, ფედერიკო ფელინის ფილმი მისთვის დამახასიათებელი იუმორით.ის - პატივცემული სენიორის ცოლია, რომელიც, როგორც ტრადიციული იტალიელი მამაკაცი, შებყრობილია ეჭვიანობის გრძნობით ცოლის მიმართ...
ფილმი მოგვითხრობს ელეონორის და რიგბის საოცარი სიყვარულის ისტორიას, მათი ემოციებით, თავგადასავლებით გაჟღენთილი სამყარო ერთ დღესაც შეიცვლება. ელეონორი გაუჩნარდება...
დაფი და ჯონი - საუკეთესო მეგობრები, მაგრამ ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული ადამიანები, დეფი მუდამ ჩამორჩენილი მოსწავლეა რომელიც მთელიცხოვრება უარყოფით გავლენას ახდენდა ჯონზე, ხოლო ჯომი კი პრაგმატული, შრომის მოყვარე ბიჭია რომელსაც მხოლოდ მის ძველ მეგობარ გოგონაზე სურს დაქორცწინება...
ნიუ-იორკი, 1936 წელი. კომპოზიტორი მარკ ბლიცშტეინი ახალ მიუზიკლზე მუშაობას ამთავრებს. მის დადგმას ცნობილი სკანდალური რეჟისორი ორსონ უელსი თაობს. მიუზიკლის თეატრში დადგმა ხელისუფლებამ აკრძალა, მსახიობებმა კი სცენების თამაში ქუჩაში, საპროტესტო გამოსვლებზე დაიწყეს...
ფილმში მოქმედება 80-ანი წლების მიწურულს ვითარდება. სამხედრო ფოტოგრაფი მარკ უოლში სახიფათო დავალებიდან სახლში კოლეგისა და საუკეთესო მეგობრის გარეშე ბრუნდება…
ახალგაზრდა ინგლისელმა ჟურნალისტმა ჯორჯ ჰოგტმა და ავსტრალიელმა მედდამ ლი პირსონმა, იაპონელების ჩინეთში შემოჭრის დროს, ობლად დარჩენილი ბავშვები სიკვდილისგან უნდა იხსნან. მათ 60 ბავშვი, ლიუ პან შანის მთების გავლით, უსაფრთხო ადგილას უნდა გადაიყვანონ...
ამი და ცხოვრობს თავის ნებაზე, ტკბებიან ცხოვრებით. მათ უყვართ, ისინი ერთობიან, სჩადიან სისულელეებს. ევა, შუათანა და, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობის მქონეა. ჯორჯია, ქალთა ჟურნალის მთავარი რედაქტორია და გატაცებულია ძალაუფლებისთვის ბრძოლით. უმცროსი და მედლი კი ტელესერიალების არც თუ ისე წარმატებული მსახიობია. დები გამუდმებით ლაპარაკობენ ტელეფონზე, ჰყვებიან სასიყვარულო ისტორიებს, განიხილავენ სამუშაოსა და მეგობრებრებს...
ფილმი მოგვითხრობს საშიშ დამნაშავეების დაჯგუფებაზე სამხრეთ საფრანგეთში, რომელიც 70-იანი წლების დასაწყისში მარტივად და მოხერხბულად ძარცვავდა ბანკებს და სხვა უამრავ დანაშაულს ჩადიოდა...
დონი დუეტში ცეკვავს ნადინთან. ტრადიციული ყოველწლიური საშობაო შოუს წინა ღამეს კი, ნადინი სოლო კარიერის დაწყებაზე აცხადებს. დონიმ სასწრაფოდ ახალი პარტნიორი აიყვანა.
მამის გარდაცალების შემდეგ ხუთსულიანმა ოჯახმა უნდა განაგრძოს ცხოვრება ირანისა და ერაყის საზღვარზე პატარა სოფელში. სიტუაცია რთულდება მას შემდეგ , რაც 12 წლის აიოუბი, ოჯახის ახალი უფროსი, გაიგებს რომ მის ინვალიდ ძმას სიცოცხლის შესანარჩუნებლად სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. ოჯახს დაუჯერებელის გაკეთება მოუწევს გადარჩენისათვის. ცხენებს სპირტს ასმევენ, რათა მათ მუშაობა შეძლონ ...
მის გარშემო მუდმივად ტრიალებენ უცნაური მამაკაცები. მისი შეყვარებული - ვუაერისტი, მამამთილი- მანიაკი, მოსამსახურის ძმა- საგიჟეთიდან გამოქცეული მოძალადე. თავად ის კი - მანიკურის ოსტატი ქალი- კიკა, რომელსაც გააჩნია გასაოცარი უნარი მიიზიდოს უსიამოვნებები...
კარმენმა არც ისე დიდი ხნის წინ ესპანეთში ვნებიანი და ტანჯული რომანი დატოვა წარსულში, მაგრამ ეხლა სიმშვიდე მოიპოვა თავის საქმროსთან ბარნაბისთან, რომელიც მას უბრალოდ აღმერთებს. კარმენი დარწმუნებულია, რომ ეს ქორწინება მას იმ სტაბილურობას მოანიჭებს, რომელზეც ის დიდი ხანია ოცნებობს. საღამოსი თავისი ქორწილის წინ კარმენი დაუფიქრებლად ჩუქნის კოცნას მიმზიდველ უცნობს სახელად კიტი, და ეს ერთადერთი კოცნა მოულოდნელად გააღვიძებს მასში მიძინებულ ვნებეს...
იტალია, 1943 წელი. ახალგაზრდა ქვრივი ჩეზირა მაღაზიას ტოვებს და როზეტასთან ერთად, სან-ლორენცოდან მშობლიურ სოფელში გარბის. დამღლელი მოგზაურობის შემდეგ დედა-შვილი ადგილობრივი ფერმერის შვილს - მიშელს ხვდება, რომელიც პატარა როზეტას უყვარდება... მიშელს კი, გოგონას მშვენიერი დედა უვარდება გულში...
ისტორია იწყება იმით, რომ ბარის კლიენტებს აიყვანენ მძევლად. მათ შორის არიან პოლიციის ოფიცერი ვენ ჩჟუნი და მისი ქალიშვილი მიაომიაო. გამტაცებელი ცდილობს ამ საქციელით აიძულოს მთავრობა გამოუშვას ციხიდან მისი მეგობარი...
იამაკასი - შესანიშნავი ახალგაზრდები, რომლებმაც ნინძების ტრადიციებზე დაყრდნობით თავიანთი სტილი შექმნეს - გადაადგილების ხელოვნება. ისინი ადიან ცათამბჯენებზე, აკეთებენ თავბრუდამხვევ ნახტომებს სიმაღლიდან, ფაქტიურად დაფრინავენ. ახალგაზრდები თაყვანს სცემენ მათ და ცდილობენ მიბაძონ, და აი ხდება უბედური შემთხვევა... პატარა ბიჭი დაზარალდა... საჭიროა გულის სასწრაფო გადანერგვა...
ფილმი მოგვითხრობს ორ მოზარდზე, ემმაზე და დინზე, რომლებიც აღმოჩნდნენ კარიბის ზღვის ერთ-ერთ უკაცრიელ კუნძულზე. საზღვაო გასეირნების დროს ემმა გადავარდა გემიდან წყალში და მხოლოდ დინმა დაინახა ეს. დინიც გადახტა. ისინი ცხოვრობენ კუნძულზე, გადის დრო... ისინი შეიცნობენ საკუთარ თავს, ერთმანებს და ბოლოს ახალგაზრდებს შორის გაჩნდება დიდი და ნაზი გრძნობა...
მთავარი გმირი ბავშვთა ფსიქოლოგი, დაქვრივებული ქალია, რომელიც სოფელში ცხოვრობს. საშინელი ქარბუქისას, მას მოუწევს გადაარჩინოს ბიჭის სიცოცხლე, რომელიც საფრთხეშია...
ცხოვრებაში საკმაოდ წარმატებული მეგობრების კომპანია ნერვიულობს თავიანთი სექსით დაუკმაყოფილებლობით. ყოველი მათგანი თავისებურად ცდილობს ამ პრობლემას გაუმკლავდეს...
გაი გამოცდილი ინგლისელი მებრძოლი პილოტია, რომელიც მეთაურობს პირველ ბრიტანულ მისიას კოსმოსში. იგი წვრთნებს გადიოდა ამერიკაში ცივი ომის დროს, ახლა კი იგი მარტოა კოსმოსში, გაუმართავ კაფსულაში. მას შეზღუდული კავშირი აქვს დიდ ბრიტანეთთან, უცნაური კავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებთან და არატრადიციული კავშირი საბჭოთა კავშირთან. ვინ დაეხმარება მას? გააკეთებს ის სწორ არჩევანს?...
საფრანგეთი 1672 წელი. მისი აღმატებულება ლუი XIV დედოფალთან ერთად გამოთქვამს სურვილს სამი დღე გაატაროს პრინც დე კონდეს სასახლეში. პრინცს უხარია, მაგრამ თან ეშინია კიდეც, რადგან მისი სასახლე საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია. პრინცის ერთადერთი იმედი - მისი ერთგული მსახურთუფროსი ფრანსუა ვატელია. იგი უდგება მსახურთა არმიას სათავეში, რათა დაუვიწყარი დღეები გაატარებინოს მეფეს...
ისტორია სამი მამაკაცის შესახებ მოგვითხრობს, რომელთა ოჯახებშიც ქალი სხვადასხვა მიზეზით არ არის. იზი – ინტრიგების ხლართვას განაგრძობს, ბიგლი –მოზარდ გოგონას ხვდება, რომელიც ნევროლოგიური დაავადებით „ „ფრიდრეიხის მემკვიდრეობითი ატაქსიით“ იტანჯება. გაი კი, ურთიერთობის დალაგებას ცდილობს...
მწარე სინამდვილე ცალთვალა ჯასინტოს პატრიარქალური ოჯახის შესახებს, რომელიც ცდილობს მრავალრიცხოვანი ნათესავებისგან დამალოს თავისი დანაზოგი. ფილმში ზიზღი და ბოროტება მოულოდნელი სიყვარულით და სინაზით არის შეზავებული. რეჟისორი თავის გმირებს ისეთებად იღებს, როგორებიც არიან და სულაც არ სურს ისინი შეგვაცოდოს ან გაგვიფერადოს მათი ცხოვრება...
J.R. is a typical Italian-American on the streets of New York. When he gets involved with a local girl, he decides to get married and settle down, but when he learns that she was once raped, he cannot handle it. More explicitly linked with Catholic guilt that Scorsese's later work, we see what happens to J.R. when his religious guilt catches up with him.
ფილმი ჯეკ კეჩმანის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული და ენით აღუწერელი ტანჯვისა და წამების შესახებ მოგვითხრობს. მოზარდი გოგონას ისტორია, რომელიც დეიდასთან მისი მეურვეობის ქვეშ ცხოვრობს და საშინელ ტანჯვას განიცდის. დესპოტი ქალბატონი მოზარდებზე ძალადობს...
მაქს დემბო ციხიდან 7 წლის შემდეგ გამოდის. თუ მას უკან ციხეში დაბრუნება არ უნდა აუცილებლად მასზე მეთვალყურე ოფიცერს უნდა დაემორჩილოს, რაც არც თუ მარტივი საქმეა...
ლიზა ჰარინგტონი - კოლუმბიის უნივერსიტეტის მიმღები კომისიის წევრია. მისი ცხოვრება გაწონასწორებული და წარმატებულია... მაგრამ მის ცხოვრებასაც აქვს შავი ლაქები. ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი თავდაყირა დგება. აბიტურიენტებს შორის ლიზა ახალგაზრდა ბიჭს - თავისი პირველი შეყვარებულის ორეულს ხვდება. ლიზას წარსულის ვნებები რეალობა ხდება, მაგრამ სად არის გარანტია, რომ მისი სიყვარული ორმხრივია? შესაძლოა ეს ისტორია მისი შეყვარებულისთვის - უბრალოდ შანსია გახდეს ...