ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალზე, რომელიც მეგობრებთან ერთად მიემგზავრება ევროპის მოსანახულებლად, სანამ წესრიგითა და გეგმებით სავსე ცხოვრებას დაიწყებს. მაგრამ ერთ უმნიშვნელოდ ჩასახლებულ ქალაქში, ბედი მოულოდნელად შეახვედრებს ჯეკს...
მომხიბვლელი მამაკაცი ესკორტის ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც ის შეყვარებას იწყებს, რაც მას გამოწვევას უქმნის იმის აღმოჩენაში, თუ რა სურს და რა სჭირდება სინამდვილეში...
გერმანიაში გაზრდილი ქალი, სახელად მავი, თავისი თურქული დიდგვაროვანი წარმომავლობის შესახებ იგებს და ფუფუნების სამყაროში შედის, რაც ახალშეძენილი იდენტობის გარკვევისას საკუთარ ურთიერთობას გამოწვევის წინაშე აყენებს...
შავკანიან ბიჭს ჯეიმს რობერტ კენედის თავიდანვე არ გაუმართლა. ის დაიბადა ჭკუანაკლულად და 17 წლის ასაკში მისი განითარება 4 წლის ასაკოვანი ბავშვის დონეზე შეჩერდა. მუდმივი დაცინვების ობიექტი და სულელური ზედმეტსახელის "რადიოს" შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ის ვერასოდეს იპოვის ადგილს ჩვეულებრივი ადამინების შორის, მაგრამ სამყაროში არსებობენ კეთილი ადამიანები, მორიდებულ და დაკომპლექსებულ ქალაქის სულელში სკოლის საფეხბურთო გუნდის მწრთვნელმა შეძლო დაენახა ძლიერი პიროვნება, რომელიც მზადაა შრომისათვის. ჯონსი გადაწყვეტს ასწავლოს რადიოს სპორტული თეორიის ანბანი და საწყისები...
რასელი 20-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. ის ცდილობს შეეგუოს ცხოვრებას, სასადილოში მუშაობას და პატარა, ბინძურ ბინაში ცხოვრებას. ერთ ღამეს, ის ნაგვის ურნაში ჩვილს იპოვის და მასზე ზრუნვას გადაწყვეტს.
ჯენასა და ლაიონის ქორწილი დიდი ხნის წინ დაშორებული ნოასა და ნიკს შორის ნანატრი შეხვედრის მიზეზია. ნიკის უუნარობა, აპატიოს ნოეს, გადაულახავ ბარიერად არის ქცეული. ის, ბაბუის ბიზნესის მემკვიდრეა, ჯენა კი პროფესიულ ცხოვრებას იწყობს, ეს კი მათ გრძნობების გაღვივებაში ხელს უშლის, თუმცა ახლა, როდესაც მათი გზები კვლავ გადაიკვეთა, იქნება სიყვარული წყენაზე ძლიერია?
პატარა ლუსი მოულოდნელად მძიმედ ავადდება და შობის წინ საავადმყოფოში აღმოჩნდება, ის გადაწყვეტს, თავისი უსაზღვრო სიყვარული ყველას გაუზიაროს, ვისაც შეხვდება — მათ შორის, ჯიუტ პატიმარს, რომელიც თირკმლის უკმარისობით იტანჯება და ოჯახთან გაწყვეტილი ურთიერთობის ტკივილს განიცდის. მათ შორის წარმოიქმნება მოულოდნელი მეგობრობა, რომელიც უამრავ რამეს ცვლის.
მონდომებული შეფ-მზარეული პედრო ოცნების ასრულებასთან ძალიან ახლოსაა, ის გამუდმებით ოცნებობდა საკუთარ რესტორნზე, თუმცა მოულოდნელი დიაგნოზი ყველაფერს თავდაყირა აყენებს...
წარმატებული, თუმცა გართულებების გარეშე ჩატარებული ძარცვის შემდეგ, პროფესიონალი ქურდი პარკერი და მისი რაზმი ნადავლის გასაყოფად ემზადებიან. მოულოდნელად, ერთ-ერთი მძარცველი, ახალგაზრდა ქალი სახელად ზენი, ჯგუფს ესვრის და დაჭრილი პარკერი სასწაულებრივად გადარჩება...
ნიჭიერ ილუსტრატორს და მის ოჯახს იდუმალი არსება დასდევს, რომელიც მათი შიშებით იკვებება. სანამ ეს არსება სრულად აიღებს კონტროლს, მათ უნდა გაარკვიონ, ეს მათი ფანტაზიის ნაყოფია თუ ზებუნებრივის გამოვლინება.
ჩარლზ დიკენსის ნოველის მიხედვით გადაღებული ფილმი. მე-19 საუკუნე. მშობლებისგან მიტოვებული ბიჭუნა, სახელად ოლივერ ტვისტი, ლონდონის ქუჩებში აღმოჩნდება. აქ ის ქურდ ფეჯინს გაიცნობს, რომელიც თავის გუნდში მიიწვევს. რამდენიმე ხნის შემდეგ, დამწყები ქურდი - ოლივერი, ჩავარდება. მაგრამ დასჯის ნაცვლად, მისტერ ბრაუნლოუ, გადაწყვეტს მის აღზრდას...
ოკეანის ცხოვრებაზე დოკუმენტური ფილმის გადამღები ზისუ გამოივლის ყველანაირ ცხოვრებისეულ სიტუაციას, რომლის წარმოდგენაც კი შეიძლება, აგრეთვე ცხოვრებისეულ კრიზისსაც, როცა იგი შეეცდება გადაიღოს ფილმი იმ არსების შესახებ, რომელმაც მას ტკივილი მიაყენა...
ამ სექსუალურ და უცნაურ მოგზაურობაში ნიუ იორკის გალერეის მფლობელი ბრუკი და მისი მეუღლე ოუენი განსაკუთრებული ცდუნებების წინაშე აღმოჩნდნენ, მოულოდნელი შედეგებით.
არისტოკრატ ვარდ ალენის 1900-იანი წლების რეალური ამბავი, რომელმაც დაარსა საქმიანი პარტნიორობა გათავისუფლებულ მონასთან კრისმას მოულტრესთან ერთად, ქვეყანაში აფროამერიკელების მიმართ არატოლერანტული დამოკიდებულების ფონზე.
ჯეიკი და მისი მეუღლე კირა ჩინელ გოგონას მიკას იშვილებენ, და იმისთვის, რომ მიკა ჩინურ კულტურას, ენასა და ფესვებს გაეცნოს, ისინი მეორად გონიერ ანდროიდს, სახელად იანგს ყიდულობენ, რომელიც გოგონასთან ერთად იზრდება. ერთ დღეს, როდესაც ანდროიდი ფუჭდება და უბრალოდ რეაგირებას წყვეტს, ჯეიკი ხელოსანთან მიდის, რომელიც მას არავითარ იმედს არ აძლევს, მაგრამ მაინც ხსნის მოგონებებს იუნგის მკერდიდან. მთავარ გმირს ის ტექნოლოგიებისს მუზეუმში მიაქვს იმ იმედით, რომ მოიპოვებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია მისი სისტემის გაუმართავობა, სადაც ხელოვნური ინტელექტის ექსპერტი, უხსნის მას, რომ იანგის მეხსიერების ჟურნალში წვდომის მსაღებად ვირტუალური რეალობის სათვალეებია საჭირო.
მარტა და შონი ბოსტონელი წყვილია, რომლებიც სადაცაა მშობლები უნდა გახდნენ, და რომელთა ცხოვრებაც რადიკალურად შეიცვლება, როდესაც ბავშვის შინ გაჩენა წარმოუდგენელი ტრაგედიით მთავრდება. ასე იწყება ერთწლიანი ოდისეა მარტასთვის, რომელმაც მწუხარება უნდა გადაიტანოს, იმ ფონზე როდესაც ქმართან ფიცხი ურთიერთობა აქვს, მბრძანებლური დედის ატანა უწევს და სასამართლოში კიდევ საქვეყნოდ ნაძაგებ ბებიაქალს უნდა დაუპირისპირდეს. ძალიან პირადული, მტკივნეული ისტორია ქალისდ, რომელმაც ისწავლა თავის უდიდეს დანაკარგთან ერთად ცხოვრება...
დევიდ ოუენს ყველაფრით მოსწონს ნიუ-იორკი, გარდა ხმაურისა. უწყვეტ ხმაურს დევიდი მდგომარეობიდან გამოყავს. მას არაფრის კეთება აღარ შეუძლია. და ყველაზე საშინელია ამ ხმაურის მოშორების შეუძლებლობა. მისი პირველი მსხვერპლი ავტომობილია ჩართული სიგნალიზაციით...
ჩიროს სხეული ნელა იძირებოდა ნეაპოლის ყურეში. ფსკერთან ახლოს მოგონებები აიშალნენ. 1980 წელი, დედამიწა ირხევა და შენობები ინგრევა. ნანგრევების ქვეშიდან ბავშვის ტირილი ისმის. ათი წლის შემდეგ ბავშვი მოზარდ ბიჭად იქცა, რომელიც დამოუკიდებლად იკვალავს გზას ნეაპოლის ქუჩებში.
ლოს–ანჯელესის ერთერთ სკოლაში ახალი მოსწავლე ჩნდება – თინეიჯერი სახელად დენიელი. ის ჩამოვიდა აღმოსავლური სანაპიროდან თავის დედასთან ერთად. რთულია მეგობრების შეძენა ახალ ადგილას, სადაც შენ არავის იცნობ, მითუმეტეს სკოლაში, სადაც კარატისტების სასტიკ ბანდას მიჰყავს პარადი. ასაკის მიუხედავად, ბანდის წევრები ძალიან სახიფათოები არიან...
ახალგაზრდა გენიოსი შემთხვევით გამოიგონებს მოწყობილობას, რომლის დახმარებითაც მისი ოჯახის სახლში პარანორმალურ აქტივობას ზრდის. რაც საშუალებას აძლევს მისი მშობლების სულებს დაბრუნდნენ ...
Based on the true story that shocked a nation in the summer of 1988 and revealed the scandalizing amount of errors committed by the media and the police in a half-baked attempt to rescue hostages.
ფილმი ამერიკის პირველ პოლიტიკოსზე - hარვი მილკზე მოგვითხრობს, რომელმაც საკუთარი ჰომოსექსუალური ორიენტაცია საქვეყნოდ აღიარა. იგი არჩეული იქნა ქალაქის მართველობაში და ჰომოსექსუალებისა - ლესბოსელების უფლებების კანონპროექტის მიღებას ითხოვდა...
უძველესი თქმულება ირწმუნება, რომ ოდესღაც გამოჩნდება ადამიანი, რომელიც შეძლებს დაუნდობელი მეომრების ტომების გაერთანებას და დაუმარცხებელი რომის იმპერიის გამოწვევის მიღებას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ანტიკურ სამყაროს მართავს. ამ ადამიანის სახელი ლეგენდად იქცა და კაცობრიობის ისტორიაში შევიდა. ატილა - გუნების უშიშარი მმართველი. ფილმი მოგვითხრობს ორი უძლიერესი მებრძოლის და მათი ჯარის დაპირისპირების შესახებ: ატილასა და რომის სახელგანთქმული გენერალს ფლავიას...
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა არტურზე, რომელიც ლონდონიუმის გარეუბანში ცხოვრობს მის ბანდასთან ერთად. მას წარმოდგენა არ ჰქონდა მის სამეფო წარმომავლობაზე, იქამდე სანამ ხელში მახვილი ესკალიბური არ აიღო. მას მოუწევს ისწავლოს მაგიური მახვილის გამოყენება, შეხვდეს მის პირად დემონებს და გააერთიანოს ხალხი დიქტატორი ვორტიგენის წინააღმდეგ, რომელმაც მისი მშობლები მოკლა, გვირგვინი მიითვისა და მეფე გახდა.
დედამისის გარდაცვალების შემდეგ, ზუჩინის კეთილი პოლიციის ოფიცერი დაუმეგობრდება. იგი მას ახალ სახლამდე მიაცილებს, სადაც მასთან ერთად სხვა ობლებიც ცხოვრობენ. აქ იგი მის ახალ მეგობრებთან ერთად ისწავლის როგორ ენდოს და უყვარდეს...
1206 წელი, ნორვეგია დამარცხდა ომში, მეფე შვილს დიდ საიდუმლოს უზიარებს, ბიჭის მოკვლა უნდათ მაგრამ მას ორი კაცი გადაარცენს. ისტორია მოგვითხრობს გაქცევაზე რომელმაც ნორვეგიის ისტორია შეცვალა...
მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულ ყოფილ სპეცრაზმელს ბევრი რამ შეცვლილი დახვდა. ახლა აქ ნარკოტიკები, ძალადობა და ტერორი მბრძანებლობს. წესრიგის აღსადგენად მას სერიოზული ბრძოლა მოუწევს.
პუერტო-რიკოელი დამნაშავე ციხიდან ახალი გამოსულია და ცდილობს მიუხედავად გარემოებებისა, ნარკოტიკებისა და ძალადობისა, შორს დაიჭიროს თავი უსიამოვნებისგან და უკეთესი ცხოვრება აირჩიოს ნიუ-იორკიდან მოშორებით...
იუმორით სავსე ბესტსელერის მიხედვით გადაღებული ფილმი, რომელიც თინეიჯერების პრობლემებზე, დამოუკიდებლობაზე, წარმატებაზე, ფულზე, სექსუალურობაზე, სკოლაზე და უბრალოდ ჩამოყალიბების ერთ წელზე მოგვითხრობს...
ვიდეო თამაშებით შთაგონებული, შექმნილი Youtube, CorridorDigital, Rockerjump და Devin Supertramp–ის მიერ, Ubisoft სიამაყით წარმოგიდგენთ ტომ კლანსის ფილმს "დაყოფა: აგენტის წყაროები." ეს ამაღელვებელი თრილერი მოგვითხრობს ოთხი აგენტის შესახებ, რომლებიც ცდილობენ ნიუ–იორკის გადარჩენას...
საფრანგეთი, 70-იანი წლები. პატარა გოგონა, სახელად ლუსი - თითქმის ერთი წელი დაკარგულად ითვლებოდა. ერთი წლის შემდეგ მას სოფლის გზაზე მიმავალს პოულობენ. გოგონა შოკშია და მომხდარის შესახებ არ შეუძლია არაფრის მოყოლა. პოლიცია მალევე პოულობს ადგილს, სადაც გოგონა იყო დამწყვდეული...
რეალური ისტორია, რომელშიც მოვლენები ვითარდება 1970-იან წლებში და მოგვითხრობს ფანტასტიკური ულვაშების მქონე გაუწონასწორებელი მწერლის, როჯერ შარპის შესახებ, რომელიც კომფორტსა და თავდაჯერებულობას პოულობს ერთ რამეში, რაც მან აითვისა: პინბოლი. როდესაც პოლიციის რეიდი ანადგურებს ერთადერთ სათამაშო აპარატს, რომელიც მან იპოვა ნიუ-იორკში, ის იგებს, რომ ახლა თამაში უკანონოა. შედეგად, როჯერი უხალისოდ აერთიანებს თავის ძალებს მუსიკისა და გართობის ასოციაციასთან, რათა გააუქმოს აკრძალვა, რა დროსაც შეუყვარდება მარტოხელა დედა ელენი. როჯერის გზა პინბოლის გადასარჩენად მთავრდება მისი გადარჩენით, რადგან ის და ელენი თავიანთი წარსულის გადალახვას და სიყვარულს სწავლას ცდილობენ. საბოლოოდ, როჯერი შეიგრძნობს რას ნიშნავს გარისკვა, და ვალდებულება.
ენერგიული ბიზნესმენი უილი დაპატიჟებს თავის საცოლეს და მის მშობლებს შობის შესახვედრად. ლამაზი ელისი ძალიან ნერვიულობს მომავალ დედამთილთან და მამამთილთან შეხვედრის წინ. ელისის მოგზაურობა კიდევ უფრო აუტანელი ხდება, როდესაც იგი ბარგს დაკარგავს და ტელეფონი გაუფუჭდება...
ფილმი გადაღებულია თომას მანის ნაწარმოების მიხედვით. სულიერ და შემოქმედებით კრიზისში მყოფი კომპოზიტორი აშენბახი, 1911 წლის გაზაფხულზე, ვენეციის მახლობელ კურორტ ლიდოზე ჩამოდის. მოულოდნელად მის ყურადღებას პოლონელი არისტოკრატის ვაჟიშვილის - ტაჯიოს სილამაზე ხიბლავს. თავისი გრძნობებით შეცბუნებული აშენბახი უმალვე გადაწყვეტს გაემგზავროს, მაგრამ ბარგის დაკარგვა უკან აბრუნებს...
1981, Quiberon, a small village on the coast of Brittany, France. Hilde Fritsch arrives to visit her old friend who has retreated to a spa hotel to escape the daily pressures of her life. Her friend is world-famous star Romy Schneider, but together, they appear like two regular women who are just happy to be reunited. Yet it quickly becomes apparent that Hilde is supposed to offer the support the sensitive actress needs to be able to truly face her own demons.
მეგრე უცნობისაგან იღებს ზარს, რომელსაც ეშინია, რომ მოკლავენ. მეგრე მკვლელობის თავიდან აცილებას ვერ ასწრებს. მკვლელის დაჭერას იგი საკუთარი ვალად თვლის...
"ანუბისის სახლის" მოსწავლეები სკოლას ამთავრებენ. თუმცა სანამ გამოსაშვებ საღამოზე წავლენ მოუწევთ ახალ ბოროტებას დაუპირსიპირდნენ, რომელიც ძველი ეგვიპტელი ღვთაების - რას სასინჯ ქვას უკავშირდება. ახალ მოსულ მოსწავლეებს შორის მოღალატე გამოიკვეთება, რომელსაც სურს ანუბისზე და მის რეზიდენტებზე შური იძიოს, ამისთვის კი მას სწორედ ეს ქვა სჭირდება. მსოფლიოს ხსნა ქალღმერთი რას რისხვისგან მხოლოდ მსხვერპლშეწირვითაა შესაძლებელი. ვინ გახდება რას მსხვერპლი?...