მსახიობი გრეგ სესტერო ხვდება მისტიკურ და უცნაურ ტომი უისოუს. ისინი ხდებიან საუკეთესო მეგობრები და აპირებენ ჰოლივუდში გამგზავრებას, რათა ოცნებები აიხდინონ.
დისა და სიძის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, ამერიკელი ქალი დისწულების მეურვე ხდება.საშობაოდ მათ ბაბუა ევროპაში მიიპატიჟებს, სადაც მათ საოცარი სიურპრიზები ელოდებათ...
სამუელ სოლომონი , გამოცდილი პროფესორი მხატვრული ლიტერატურის სფეროში , მისი მეუღლის გარდაცვალების ამბავს გაიგებს. ტრაგიკული მოვლენა მასზე იმდენად დიდ ზემოქმედებას მოახდენს , რომ იგი სამსახურიდან წამოვა. იწყება ღამის კოშმარები, ხილვები. ერთ დღესაც იგი იგებ ქალის მკვლელობის შესახებ. ეს ქალი სწოედ მის კოშმარებში იყო. იგი მიდის მკვლელობის ადგილას და გაიცნობს გოგონას, რეიჩელს, რომელიც ამბობს, რომ თავადაც ხედავდა ამ ქალს მის კოშმარებში.
მოქმედება სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომის დროს ხდება. საზღვაო ქვეითი ენტონი სუოფორდი შთამომავლობით სამხედროა. სპეციალური მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ მას ახლო აღმოსავლეთში აგზავნიან...
73 წლის ელვინ სტრეიტი ინფარქტის გადატანის შემდეგ იგებს, რომ სიცოცხლის დღეები დათვლილი აქვს და უარს ამბობს მკურნალობაზე. სიკვდილის წინ მას უნდა თავისი ძმის ნახვა, რომელიც დიდი ხანია არ უნახავს წარსულში სულელური კამათის გამო. ელვინი ყოფილი სნაიპერია და მხედველობა აქვს დაქვეითებული. ამის გამო მას მართვის მოწმობას არ აძლევენ – ამიტომ ის ძმის სანახავად თავისი გაზონის საკრეჭი მანქანანით მიემგზავრება ...
მსახიობები ნიკი გრეისი და დევონ ბერკი ახალი ფილმის გადაღებებს შეუდგებიან «ON HIGH IN BLUE TOMORROWS». როლში შესვლის შემდეგ ნიკი შეიცვლება: ის ვერ ხვდება სადაა მთავრდება რეალობა და სად იწყება კინო. მოულოდნელად ნიკი გაიგებს, რომ ის არ არის ამ როლის პირველი შემსრულებელი. რამოდენიმე წლის წინ გადაღებები შეწყდა იმის შემდეგ, როგორც მსახიობები მოკლულები იპოვეს. მაგრამ უფრო მეტად ნიკის ანერვიულებს კიდევ ის ფაქტი, რომ მისი გმირი მასზე უფრო რეალური ხდება...
მოქმედება ხდება კანადის ერთ-ერთ სოფელში. ახალგაზრდა კოპირაიტერი ტომი ჩამოდის აქ თავისი შეყვარებულის გიომას დაკრძალვაზე, რომელიც ავტოავარიაში დაიღუპა. აქ იგი გაიცნობს აგატას, გიომას დედას, რომელსაც აქამდე არ შეხვედრია. როგორც აღმოჩნდა აგატამ არ იცოდა, რომ მისი შვილი გეი იყო და ტომი უყვარდა. ფრცისი, გიომის ძმა, ყველანაირად ცდილობს დააჯეროს აგატა, რომ აწ გარდაცვლილი ყურებამდე შეყვარებული იყო არაჩვეულებრივ გოგოზე და სულ მალე უნდა ექორწინათ. ტომის უწევს მხარი აუბას ძმას და დაადასტუროს ტყუილი...
ფეხბურთის გუნდის თავდამსხმელი პოლ ქრუვი და კოლეჯის ყოფილი ჩემპიონი და მწვრთნელი ნეით სკარბორო ერთ ციხეში ამოყოფენ თავს.მათ პატიმრების საფეხბურთო გუნდის შეკრება ევალებათ.სკარბორო მატჩის მსაჯადაა დანიშნული და პატიმრებს მოგებაში უნდა დაეხმაროს, მაგრამ თამაში გეგმის მიხედვით არ წავა...
ნოი იორკი 1920 წელი. მაქს პერინსი მუშაობს გამომცემლად სკრიბნერ სონში, ის ეხმარებოდა ისეთ დიდებულ მწერლებს როგორებიც იყვნენ ერნესტ ჰემინგუეი და სკოტ ფიტჯერალდი. როდესაც მას ხელთ უვარდება 1000 გვერდიანი ნაწერი ტომას ვულფისგან, პერკინსი ამტკიცებს რომ მან გენიოსი აღმოაჩინა. ერთად დაიწყენებ მუშაობას ახალ წიგნზე. ისინი ერთმანეთს ძალიან უახლოვდებიან...
1925 წელი. დოჯ კონნელი - შესანიშნავი, მომხიბვლელი გუნდის კაპიტანი, რომელსაც უნდა შექმნას თავისი გუნდი. იმ დროს როდესაც მოთამაშეები კარგავენ სპონსორს და უკვე ლიგაც იმყოფება დახურვის პირას, დოჯი ახალგაზრდა ვარსკვლავს კოლეჯის გუნდიდან არწმუნებს მათთან გუნდში გაწევრიანებას...
მშვენიერი ბათშება ევერდინი ბიძის დანატოვარი ქონების წყალობით სასურველი საპატარძლოა. მისი გულის მოგებას ერთდროულად სამნი ცდილობენ. ოფიცერი, უბრალო გლეხი და ასაკოვანი წარმატებული მამაკაცი - რომელს აირჩევს მომხიბლავი ქალი?...
აფრიკის პრეზიდენტის მოკვლა: ზუსტად ასეთი დავალება მიიღო საიდუმლო აგენტმა ჟოსლენ ბომონმა. მოულოდნელად პოლიტიკა შეიცვალა და საფრანგეთის მთავრობამ მთავარი გმირი აფრიკის კანონმდებლებს გადასცა. გმირი გაქცევით უშველის თავს და სამშობლოში ერთი მიზნით – საქმის ბოლომდე მიყვანისათვის დაბრუნდება. შავკანიანი ლიდერი ზუსტად ამ დროს ეწვევა საფრანგეთს...
ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც ქეითი და ჰანთერი უგვზოუკვლოდ გაქრნენ. გარეუბანში მცხოვრები ოჯახი მეზობლები უცნაური ისტორიის მოწმეები გახდებიან, როდესაც ქალი და უცნაური ბავშვი ამ სახლში სახლდებიან...
ლოს-ანჯელესელი ტაქსის მძღოლი დაქირავებული მკვლელის მძევალი ხდება და იძულებულია ღამის განმავლობაში ერთი მკვლელობის ადგილიდან მეორეზე ატაროს. მან უნდა იპოვნოს გზა, რათა დაიხსნას ბოლო მსხვერპლი და საკუთარი თავი...
სიმორცხვე ხელს უშლის ლუსის თავისი ოცნების მამაკაცი გაიცნოს, რომელსაც ყოველ დილით ხედავს. თუმცა, ბედისწერა მას შანს მისცემს, მოვლენები ისე განვითარდება, რომ გოგონა უცნობს სიკვდილისგან იხსნის. ლუსის შანსი ეძლევა მუდამ მის გვერდით იყოს: გადარჩენილი პიტერი ახლა საავადმყოფოში წევს უგონო მდგომარეობაში. პიტერის ოჯახი ლუსის შეცდომით მის საცოლედ ჩათვლის, და ის არც გადაარწმუნებს მათ ამაში...
ჟურნალ ELLE FRANCE რედაქტორმა - ჟან-დომინიკ ბობიმ, 1995 წელს, 43 წლის ასაკში ინსულტი გადაიტანა, რის შედეგადაც პარალიზებული იყო. პარალიზებას მხოლოდ მარცხენა თვალი გადაურჩა, რომლის მეშვეობითაც გვერდით მჯდომ ადამიანს ანიშნებდა, როდესაც ის საჭირო ასობგერას წარმოთქვამდა. ჟან-დომინიკმა ასეთი გზით მთელი თავისი შინაგანი სამყაროს შესახებ მოყოლა შეძლო...
დედის სიკვდილის შემდეგ, ბიჭი ცდილობს მამას პაემანზე გასვლა აიძულოს. მამის მარტოსულობაზე მოსაყოლად იგი რადიოში დარეკავს, რის შემდეგაც, მალევე, მამამისი და ჟურნალისტი ენი ერთმანეთს შეხვდებიან. ჟურნალისტი მამა-შვილზე სტატიის დასაწერად სიეტლში ჩაფრინდება. მაგრამ ენი მხოლოდ ისტორიის დაწერას არ დასჯერდება ...
ამერიკის ნაციონალური გვარდიის ჯარისკაცები, სწავლების დროს, სასაზღვრო პუნქტზე დაბანაკდებიან. მაგრამ აღმოაჩენენ, რომ იქ არავინაა. მოულოდნელად ისინი მახლობელი მთიდან შველის სიგნალს იღებენ და დასახმარებლად მიდიან...
თვითმფრინავის ტრაგიკული კატასტროფის შემდეგ ორი ერთმანეთისთვის უნცობი ადამიანი დაუკავშირდა ერთმანეთს, რათა გადარჩენოდნენ ზვავს. როდესაც აცნობიერებენ, რომ მათ დასახმარებლად არავინ მოვა, ისინი იწყებენ საშიშ მოგზაურობას თოვლიან უდაბნოში...
ერთ დღეს, ოჯახური დაპირისპირების მერე, მწერალი სახელად ტომასი ქალაქის გარშემო მანქანას უყურადღებოდ ატარებდა და შემთხვევით ბავშვი მანქანის დარტყმის შედეგად მოკლა. შეძლებს ამის მერე ცხოვრების გაგრძელებას?...
ფილმის მთავარი გმირი, კარდიოქირურგი სტივენი, ბედნიერი მის ცოლთან ერთად. იგი ხშირად ხვდება და დროს ატარებს 16 წლის მოზარდ მარტინთან ერთად, რომელიც ზუსტად იმ ასაკშია, როდესაც უფროსების თანადგომა სჭირდება. მაგრამ ვინ არის მარტინი? რატომ უთმობს ამდენ დროს ქირურგი მას?
მადრიდი, 1990-იანი წლები. მეგობრებთან ერთად ოუჯას თამაშის შემდეგ, მოზარდ გოგონასა და მის ოჯახს ზებუნებრივი ძალებისაგან საფრთხე ემუქრება. ფილმი დაფუძნებულია პოლიციის საქმეზე, რომლის გამოძიებაც ვერ მოხერხდა...
1987 წელი, სევილია. ჯგუფი 7 პოლიციის სპეციალური რაზმია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დავალებით: გაწმინდოს ქალაქი პროსტიტუციისა და ნარკოტრაფიკისგან. რაზმს სათავეში უდგანან ახალგაზრდა ოფიცერი ანხელი და სასტიკი, მაგრამ გამოცდილი პოლიციელი რაფაელი...
მაქს ფიშერი 15 წლის ექსცენტრული სტუდენტია. იგი რაშმორში ყველა შესაძლო კლუბის პრეზიდენტია, სკოლის უთვალავი გუნდის კაპიტანი და გამოუსწორებელი ოროსანი. მაქსს გამოსაცდელი ვადა დაუნიშნეს, რომლის დროსაც ვერაფერი უკეთესი ვერ მოიფიქრა, გარდა ახალგაზრდა მასწავლებლის შეყვარებისა, მაგრამ მას საშიში და გავლენიანი მეტოქე გამოუჩნდა ჰერმანის სახით...
ფრანგი რეჟისორის ალექსანდრე აიას მიერ გადაღებული კორეული ფილმის "გეოულ სოკეუროს" რიმეიკი. კიფერ საზერლენდი ნიუ-იორკელი ყოფილი პოლიციელის როლში, რომელიც საკუთარი ბნელი წარსულის დავიწყებას ახალ სამსახურში, დაცვაში მუშაობის დაწყებით ცდილობს...
დამიენ თორნი ეხმარება მსოფლიოს რისკებისგან თავის დაღწევაში...ჩნდება კეთილ დონორთა კორპორაცია. როცა ის ხდება შტატების ელჩი ინგლისში, დამიენი ავსებს საშიშ სიას წინასწარმეტყველების. ის თავისი პოტენციურ სიკვდილს სახეში უყურებს, როგორც ასტრონომიულ მოვლენას ქრისტეს მეორედ მოსვლის მომტანს...
შვიდი წელი გავიდა იმ დღიდან, რაც დემიენი საოცრებით გადაურჩა მამას სიკვდილისგან. ეხლა ის 13 წლისაა, და ცხოვრობს თავის ბიძიასთან რიჩარდ ტორნომთან, დეიდასთან და დეიდაშვილთან მარკთან ერთად.სანამ ომენი თავის საშინელ ძალის გამოყენებას ეცნობა, მის უსაფრთხოებას თვალს ადევნებენ ეშმაკის მსახურები. ბიძა ხვდება, რომ ბიჭი არც ისეთი უმწიკვლოა, როგორც შეიძლება მოგეჩვენოს, და ის საშინელ სიმართლეს გებულობს. მაგრამ ბევრს უცდია სატანას შვილის მოკვლა, ისინი ყველა საფლავში არიან ეხლა... შეძლებს ამის გაკეთებას რიჩარდ ტორნი?...
ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენაზე : პოლიციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და ყველაზე სისხლიანი ბანკის ძარცვაზე. პოლიციის კოდი 211 – ბანკის ძარცვის კოდია. ბედის ირონიით ასეთ კოდს იღებს პოლიციის ოფიცერი მაიკ ჩენდლერი მისი მორიგეობის დროს. მთავარი გმირი მოვლენების ადგილზე მიდის და უპირისპირდება უაღრესად მაღალკვალიფიციურ, უშიშარ და კბილებამდე შეიარაღებულ მძარცველების ჯგუფს და ცდილობს არ მისცეს ნადავლთან ერთად გაქცევის საშუალება.
დღისით 3:15 რკინიგზაზე საშინელი კატასროფა მოხდა. 132 მგზავრიდან გადარჩა მხოლოდ ერთი. დეივიდ დანი არამარტო გადარჩა, არამედ მას არც ერთი ნაკაწრი არააქვს. და მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცის ამ სასწაულის მიზეზი - ელაიჯ პრაისმა, ვისი ძვლებიც შეიძლება დაიმტვრეს უმნიშვნელო დარტყმისგანაც კი...
პრეისტორიული ეპოსი, რომელიც მოგვითხრობს უკაცრიელ ტერიტორიებზე ახალგაზრდა მონადირის მამონტებზე ნადირობის თავგადასავალს,თავისი ტომის მომავლის გადასარჩენად...
ბეტი მშობლიურ ქალაქში ბრუნდება, სადაც დიდი ხნის წინ მის ოჯახს საშინელი ტრაგედია შეემთხვა. სახლში მას დედა და და ელოდებიან. და მოჩვენებებზე გიჟება, რის შედეგადაც სახლში უცნაური მოვლენები ხდება...
მოზარდი გოგონა იდუმალებით მოცულ ზარდახშას იპოვის, რომელიც სურვილებს ასრულებს. ახლა მას შეუძლია ყველას გადაუხადოს სამაგიერო, ვინც მას დასცინოდა, მაგრამ რას მოითხოვს ზარდახშა სანაცვლოდ?...
როდესაც უზარმაზარი მონსტრი მიწისქვეშეთიდან ამოდის და მასობრივ განადგურებას იწყებს, დასახმარებლად სამართლიანობის ლიგას იძახებენ, მაგრამ მალე აღმოჩნდება, რომ მონსტრის წინააღმდეგ მხოლოდ სუპერმენს შეუძლია ბრძოლა...
ოცი წლის ქუჩის მრბოლელი - დენნი კრიუგერი არ ჩერდება მიღწეულზე. მრბოლელმა მოიგო სტიპენდია, ავტოსკოლაში “FAST LANE” და აგრძელებს გზას. ახლა დენნი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ღირსია მონაწილეობა მიიღოს დიდ შეჯიბრებაში - LUCAS OIL CUP...
პარალელური სამყარო, სადაც DC-ის დიდი სამეული, სუპერმენი, ბეტმენი და ქალი საოცრება ბოროტმოქმედები არიან. ისინი კანონებს არ ემორჩილებიან და მთავრობა მათ განადგურებას გადაწყვეტს...
დედა მშვიდად ცხოვრობს თავის 28 წლის ვაჟთან ერთად. ახალგაზრდა გოგოს სასტიკად კლავენ და მკვლელობაში დო-იუნს ადანაშაულებენ. დედა ყველაფერზე მიდის რათა თავისი შვილი დაიცვას...
გლადიატორი სპარტაკის ისტორია. დაუძლეველი თავისუფლების სურვილი აიძულებს სპარტაკს მოაწყოს მონების ლეგენდარული აჯანყება, რომელიც გახდა უმთავრესი ეტაპი მსოფლიო ისტორიაში...