ორ პარალელურ სამყაროს - თანამედროვე ლონდონსა და ფუტურისტულ, ბედისწერით მართულ მეტროპოლისს - მინუაილ სითის შორის, ფრანკლინი შეთხზავს ზღაპარს ოთხი ადამიანის შესახებ, ხოლო თითოეული მათგანის ცხოვრება, ბედისწერით, რომანტიზმითა და ტრაგედიით ერთმანეთშია გადახლართული. როდესაც ეს სამყაროები ერთმანეთს შეეჯახება, მხოლოდ ერთი ტყვია გადაწყვეტს ოთხივე პერსონაჟის ბედს.
22 წელი - ცხოვრების დიდი ნაწილი. ამდენი წელი გრძელდებოდა ბრძოლა იმისთვის, რომ მძიმე დანაშაულში უდანაშაულო ბრალდებულისთვის ბრალი მოეხსნათ. მთელი ეს პერიოდი მთავარი გმირი კელვინ უილისი ციხეში იჯდა. ვის ეყოფოდა ძალა მთელი ეს დრო შებრძოლებოდა სისტემას? ჯანეტ გრეგორი არც ადვოკატი იყო და არც კელვინის ნათესავი. მას უბრალოდ სჯეროდა სამართლიანობის...
1931 წელი. დაქვრივებული და უმუშვარი მამა ქალიშვილს დეიდასთან აგზავნის დოვერვილში და ჰპირდება მას, რომ შობას მასთან ჩავა. იქ ემა მეგობრებთან ერთად იწყებს ბრძოლას უსახლკარო ძაღლების თავშესაფრის გადასარჩენად...
ოთხ წლიანი განშორების შემდეგ, აჰმადი ბრუნდება პარიზში, რათა მეუღლესთან განქორწინების საკითხი საბოლოოდ მოაგვაროს. დროთა განმავლობაში ის ამჩნევს მეუღლის და ქალიშვილის უცნაურ ურთიერთობას...
ლილა მარტოხელა დედაა, რომელიც შვილის მკვლელობის შემდეგ დეპრესიაშია. ის მხარდაჭერის ჯგუფში დადის, სადაც გაიცნობს ევას, რომელიც სთავაზობს შური იძიოს ვაჟის მკვლელებზე…
ჩვენ ისევ შევხვდებით ჯესის და სელინს კიდევ 9 წლის შემდეგ საბერძნეთში. თითქმის ორი ათწლეული გავიდა მათი პირველი შეხვედრიდან მატარებელში, რომელიც ვენაში მიდიოდა...
ეს არის დენიზის და ოცგურის ისტორია, რომლებიც დიდი ხნის შემდეგ, ერთმანეთს შემთხვევით ხვდებიან სტამბულში. ერთი მათგანი დამწყები მსახიობია, მეორე კი წარმატებული ფოტოგრაფი. ბავშვობაში ისინი ერთმანეთზე იყვნენ შეყვარებულნი და აი, 25 წლის ასაკში კვლავ ხვდებიან ერთმანეთს და ბავშვური გრძნობაც ბრუნდება...
წლების მანძილზე მზურნველობას მოკლებული თინეიჯერი გოგონა ბროუნსვილიდან გადაწყვეტს შეუერთდეს ბიჭების ჭიდაობის გუნდს, რადგან ეს ერთადერთი გზაა რითიც დაუბრუნდება ჩამოშორებულ მამას...
პროფესიონალი ბეისბოლის მოთამაშის ისტორია, რომელსაც შეეძლო ბევრისთვის მიეღწია, მაგრამ დანებდა ნარკოტიკების ცდუნებას. ის ხვდება, რომ მარტო ვერ გაუმკლავდება პრობლემას, რომელიც ანადგურებს მის კარიერის და წვება კლინიკაში რეაბილიტაციისთვის თავის მშობლიურ ქალაქში...
მწერლისა და სცენარისტის, შეინ მედოუს საკუთარი ბავშვობის მოგონებებზე დაფუძნებული ფილმი - "ეს ინგლისია". 1983 წელი. სკოლაში მეცადინეობები დამთავრდა. 12 წლის შონი - მარტოხელა ბიჭია, რომელიც სანაპირო ქალაქში ცხოვრობს. შონის მამა რამოდენიმე თვის წინ ფოლკლენდის ომში დაიღუპა. საზაფხულო არდადეგების დროს ის ახალ მისაბაძ ობიექტს პოულობს. შონი ადგილობრივ მოზარდ სკინჰედებს უმეგობრდება. აქ ის რასისტ-სკინჰედ კომბოს ხვდება, რომელიც სულ ახლახანს გამოვიდა ციხიდან...
ავანტიურისტი ირენი ოტელის მორცხვ მუშაკ ჟანს შემთხვევით მილიონერად მიიღებს. შეცდომის აღმოჩენისთანავე ირენი სტოვებს მას, მაგრამ ჟანი უკვე შეყვარებულია...
ფილმში მოთხრობილია პატარა ბერძენი ბიჭის ისტორია, რომელიც სტამბულში იზრდება. მისი ბაბუა ცნობილი კულინარი და მასწავლებელია. ფანისი იზრდება და ცნობილი მზარეული ხდება. 35 წლის ასაკში ის საბერძნეთიდან სტამბულში ბურნდება რათა თავის პირველ სიყვარულს შეხვდეს...
პორტერ ვრენი არის მანქეტენის ტაბლოიდის მწერალი, რომელსაც სკანდალი იზიდავს.იგი გულანთებული იკვლევს მკვლელობას, ტრაგედიასა და ნებისმიერ ფაქტს, რათა სიმართლე გამოააშკარავოს.სახლში ის ერთგული მეუღლე და მამაა, მაგრამ როდესაც კაროლინი, მაცდური უცნობი სთხოვს მას გამოიძიოს მის კინორეჟისორი მეუღლის, საიმონის გაუხსნელი მკვლელობა, ის იძირება ძალიან შემზარავ საქმეში, სადაც ფიგურირებს სექსუალური აკვიატება და შანტაჟი, რომელიც საფრთხეს უქმნის მის სამსახურს, ქორწინებასა და სიცოცხლეს...
მთავარი პერსონაჟი, ყოფილი დამნაშავეა, რომელიც სრულიად მოულოდნელად ხდება 15 წლის გერი ჯონსის მეურვე, რომელიც უსახლკარო ოჯახის უფროსი შვილია, ჯო და გერი ერთად ცდილობენ იპოვონ გზა უკეთესი ცხოვრებისკენ პატარა ღვთისგან დავიწყებულ ქალაქში, მისისიპის შტატში.
ორი 14 წლის ბიჭუნა მორიგი გასეირნებისას გადააწყდება კაცს, რომელიც იმალება მისისიპიში კუნძულზე. კაცს მადი ჰქვია, ჩამტვრეული აქვს კბილები და პისტოლეტს მალავს. მალე ბიჭები მადს ნავის შეკეთებაში ეხმარებიან, რათა მან გაქცევა შეძლოს.
ბილიარდის მოთამაშე ედი ფელსონს, მეტსახელად "ფასტის" ბევრი ნიჭი აქვს. მას თამაშის თავისი წესები აქვს. თავდაპირველად მოწინააღმდეგეს მოგების შანსს აძლევს, შემდეგ ფსონს ზრდის და მას ბოლომდე აკოტრებს. ნიუ–იორკში ლეგენდარული დუელი იმართება: "ფასტი" სათამაშოდ "მინესოტელ მსუქანას" იწვევს, რომელიც ბილიარდის მოთამაშეებში ცნობილი ავტორიტეტია...
ფილმს საფუძვლად უდევს მწერალი ლუნ უნის შემზარავი ისტორია. ამბავი იწყება, როდესაც მწერალი ხუთი წლის იყო და იგი მოხვდება ბანაკში, სადაც მას მეომარ ბავშვად ზრდიან...
ისტორიაში ბევრი გამარჯვებაა ცნობილი, რომელმაც მილიონობით ადამიანზე მოახდინა გავლენა. ასეთ ტრიუმფს წარმოადგენს საბჭოთა კავშირის გამარჯვება კალათბურთში დრამატულ ოლიმპიადაზე 1972. დაახლოებით 4 ათწლეულის მანძილზე ამერიკის გუნდი დაუმარცხებლად ითვლებოდა. ყველა გუნდი შეგუებული იყო იმ აზრს, რომ პირველები ამერიკელები იყვნენ, ამიტომ მეორე ადგილისთვის საბრძოლველად მიდიოდნენ ჩემპიონატებზე. საბჭოთა კავშირის გუნდმა კი შეძლო მათი დამარცხება...
ფილმი მოგვითხრობს 17 წლის ქეითზე, რომელიც საშინელი დაავადების მატარებელია, იგი ბავშბობიდან მთელ დროს სახლში ატარებს, რადგან მისთვის მზის ერთი სხივიც კი შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს. მას ცხოვრება საჩუქარს უმზადებს, როდესაც ზაფხულში გაიცნობს ჩარლის და მათ შორის სასიყვარულო რომანი იწყება.
"ფეხბურთის ქარხანა" ბევრად მეტია ვიდრე უბრალოდ ინგლისელების ფეხბურთით გატაცების ჩვენება, ეს არის ფილმი, რომელიც მოგვითხრობს მამაკაცების სურვილზე შეურთდნენ ჯარს,იბრძოლონ ომებში...ეს არის ანგლო-საქსური მამრობითი სქესის წარმომადგენლების მივიწყებული კულტურა, რომელთაც მობეზრდათ იმის მოსმენა, რომ საკმარისად კარგები არ არიან და ამიტომ ისინი თავიანთ მუშტებს იყენებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ მუშტი უფრო ძლიერია, ვიდრე სექსი და ნარკოტიკი ერთად აღებული...
ბობი ცნობილი ამერიკელი მბრბოლელია, ერთხელაც შეჯიბრისას მისი მეგობარი იღუპება, რის შემდეგაც ის უარს ამბობს საჭესთან დაჯდომაზე. სანატორიუმში ბობი სასიკვდილო სენით შეპყრობილ გოგონას გაიცნობს, რომელიც მასში ხელახლა აღვიძებს სიცოცხლის ჟინს...
სტივ რასელი პატარა ქალაქის პოლიციელია, თაღლითობისათვის ის გისოსებს მიღმა აღმოჩნდება, სადაც ქარიზმატულ ფილიპ მორისს შეხვდება. რასელი მთელ მის ცხოვრებას მორისს მიუძღვნის იმ შედეგების მიუხედავად,რაც ამ ყველაფერს მოჰყვება.
1951 წელი. კერი პიტერი ჰოლივუდის სცენარისტია, რომელიც შემთხვევით მოხვდება პატარა ქალაქში ლოუსონში კალიფორნიაში: საავტომობილო ავარიის შემდეგ ის მთლიანად კარგავს მეხსიერებას. მას მიიღებენ მორე მსოფლიო ომის დროს უგზო უკვლოდ დაკარგულ გმირად.
მოტაცებული ბავშვი და მისი გამტაცებელი დამეგობრდებიან. გაქცეული დამნაშავე სამართალს გაურბის, მისი დაჭერა კი პატიოსანი ამერიკელი მარშალის ვალდებულებაა...
სატვირთო მანქანის მძღოლი გიორგი სახლში ტოვებს მოღალატე ცოლს და მიემგზავრება დიდხნიან მარშუტზე. მისი სატვირთო მიზანს უახლოვდება, თვითონ კი იძირება შიშსა და ღალატში...
1942 წელი, დასავლეთის ფრონტი. გერმანიის არმიის ოკუპაციაში მყოფი სოფლების მოსახლეობა სასოწარკვეთილია, მამაკაცი იძულებულია ყველანაირ დათმობაზე წავიდეს რათა სიცოცხლე შეინარჩუნოს...
რას შეუძლია გააფუჭოს ძალიან მხიარული გოგონების წვეულება მაიმიში? ალბათ მხოლოდ სტრიპტიზიორის მოულოდნელ სიკვდილს. ახლა მეგობრებს მოუწევთ კვალის გაქრობა, სანამ ამ საქმეში პოლიცია ჩაერთვება...
ბუჩი და სანდენსი ჰოლინვოლის ბანდის ორი ლიდერია. ბუჩი იდეების, სანდენსი კი მოქმედების კაცია. დასავლეთი უფრო და უფრო ცივილიზებული ხდება და მას შემდეგ რაც ბუჩი და სანდენსი მატარებელს გაძარცვავენ, პოლიციის სპეციალური რაზმი მათ ყველგან დასდევს. როდესაც ბედის წყალობით გაქცევას მოახერხებენ, ბუჩს ახალი იდეა მოუვა: ბოლივიაში წასვლა...
მას შემდეგ რაც ბენს ტრაგედია შეემთხვევა, ის ხდება მომვლელი რათა ფული გამოიმუშაოს. მისი პირველი კლიენტი ტრევორი 18 წლის ბიჭია რომელსაც განუვითარებელი კუნთები აქვს. ერთი პარალიზებულია ემოციურად, მეორე კი ფიზიკურად. ისინი გადაწყვეტენ სამოგზაუროდ დასავლეთით წასვლას...
ლიბანელი რეჟისორის ნადინე ლაბაკის კანის ფესტივალის და სხვა მრავალი საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული ფილმი, რომელშიც ძალიან საინტერესოდაა გადმოცემული ომის თემა...
ფილმი მოგვითხრობს ერთ საკუთარ თავში ჩაკეტილ ბიჭზე რომლის მშბლებიც გაცილებულები არიან, დედას კი ახალი მეგობარი კაცი ჰყავს. მას არ უყვარს ბევრი საუბარი და აშკარად უჭირს ხალხთან ურთიერთობა. ყველაფერი შიეცვლება, როდესაც ის ერთ საინტერესო მეგობარს შეიძენს და დაიწყებს აკვაპარკში მუშაობას...
მეგობრების მცირე ჯგუფი კოლეჯის დამთავრების შემდეგ ცდილობს შეეწინააღმდეგოს რეალურ ცხოვრებას, იპოვოს სიყვარული და სამსახური. "თაობა იქსი"-ს ოთხეული აღმოაჩენს, რომ რეალობა მათ გარშემო სულაც არ არის მარტივი.
ბრიტანული იმპერიის ყვავილები, ეგზოტიკური ინდოეთის ფერები, ინგლისური ფანტაზიები. ბეკი შარფი – მხატვრისა და მომღერლის დაობლებული ქალიშვილი ტოვებს საკუთარ სახლს, რათა გოგონების აღმზრდელი გახდეს. ის არის სიმამაცით სავსე, ძლიერ მახვილგონიერი, კარგი გარეგნობის, ფრანგულად თავისუფლად მოსაუბრე და თვალი სოციალურ პროგრესისკენ აქვს. საზოგადოება ცდილობს ყველაფერს, რათა აარიდოს იგი წარმატებას. მოთხრობა მიჰყვება მის კვალს 20 წლის განმავლობაში, სადაც არის ქორწინება, ომი, ბავშვი, ერთგულება სკოლის მეგობრის მიმართ, იმ ოჯახის ცვალებადობები, რომლის ქალიშვილებსაც ის ზრდიდა და ყურადღება მოწყენილი მარკიზისაგან, რომელიც მისი მამის ნახატებს აგროვებდა. პატიოსნება აბალანსებს მის გეგმებს, ის არ არის არისტოკრატი და არც ბურჟუა, არამედ უბრალოდ გაბედული, გონიერი და დაუოკებელი ქალია...
ქორწინებამდე ერთი თვით ადრე ანდონიო აღმოაჩენს ფოტოს, რომელშიც მისი საცოლე კარმენი მამაკაცს ეხვევა.ანტინიო იწყებს გამოძიებას.კარმენი ეუბნება მას, რომ ეს კაცი მისთვის არაფერს წარმოადგენდა, ფოტო კი მათ გაცნობამდეა გადაღებული.ანტონიო ნელ ნელა ამ კაცის შესახებ ინფორმაციას იღებს, ასევე გებულობს კარმენის წარსულის შესახებ. გაანადგურებს ეჭვიანობა წყვილის ურთიერთობას, თუ ისინი მოახერხებენ და გადალახავენ ამ დაბრკოლებას?...
ჯოვანი ბოკაჩოს გულახდილი ნოველები მეთოთხმეტე საუკუნის სექსუალური თავგადასავლების შესახებ. თქვენს წინაშეა 9 ნოველა, რომელიც დიდმა რეჟისორმა პიერ პაოლო პაზოლინიმ გააცოცხლა...
ლიზა, ჟულიენი და მათი პატარა შვილი ოსკარი - ბედნიერი ოჯახია. მაგრამ ერთ დილას ლიზას პოლიცია აკითხავს. მას განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. ყველა სამხილი მის წინააღმდეგაა. ჟულიენი მზადაა ყველაფერი გააკეთოს ცოლის გადასარჩენად...
თავისუფლების მოსაპოვებლად ანჟელო ტეტრიჩინი მამას გაურბის სახლიდან. ათი წლის შემდეგ ბუენოს-აირესში მას ახალგაზრდა და გულუბრყვილო ძმა - ბენინი ხვდება. ანჟელო მწერალი გახდა. ტეტრო მისი ფსევდონიმია. ის ავტობიოგრაფიული პიესის გამოქვეყნებას აპირებს. უმცროს ძმას ჰგონია, რომ მასში წერია არასასიამოვნო სიმართლე მათი ოჯახის შესახებ. ძმასთან ჩხუბის შემდეგ ბენინი პიესას საკუთარ ფინალსაც კი ამატებს. მაგრამ როდესაც პიესას დადგამენ, ფინალი აბსოლუტურად განსხვავებული იქნება, რადგანაც სიმართლე ყოველთვის გაცილებით რთული, ღრმა და საშინელია...
ალექსის დედა კომატოზურ მდგომარეობაში იყო ბერლინის კედლის დაცემამდე. როდესაც ბოლოს და ბოლოს აზრზე მოვიდა, აღარ იყო უკვე არც გდრ და აღარც 'გამარჯვებული სოციალიზმის' ქვეყნები. დედიკოს ჯამრთელობაზე ნერვიულობის გამო, ალექსმა გადაწყვიტა არ შეატყობინოს სიახლეები და ცვლილებები: რა შეიძლება იყოს კომუნისტისთვის უფრო საშინელი, ვიდრე კაპიტალიზმის გამარჯვება? შვილს მოუწია ტყუილზე წასვლა და ბინის წარსულის კუნძულად გადაქცევა...
ახალგაზრდა ქალი, მის პატიმარ მეუღლესთან პაემანზე მიმავალ გზაზე მისი დროის სხვადასხვა გმირებს ხვდება, პოლიციელებიდან დაწყებული მეძავებით დამთავრებული...
დრამის სიუჟეტი აგებულია ჯონის და ეილინ კოულის ოჯახის ირგვლივ. წყვილი მკურნალს ეძებს, რომელიც შეძლებს მათი ორი გენეტიკურად არასწორი შვილის განკურნებას...
სასჯელმოხდილი ყოფილი კორპორატიული რეიდერი გორდონ გეკო, ციხიდან გამოდის და საერთოდ ახალ სამყაროში ხვდება, რომელიც ფინანსური კრიზისის პირასაა. ის დინოზავრივითაა, რომლის მეთოდებიც დიდი ხნის მოძველებულია, რეპუტაცია კი უარყოფითად მოქმედებს. მაგრამ ზუსტად მას ირჩევს პარტნიორად ახალგაზრდა ჯეიკობ მური, რომელიც გეკოს გარიგებას სთავაზობს: ის მამასა და ქალიშვილს შორის ურთიერთობას აგვარებს, რომელიც გორდონს ძმის მკვლელობაში ადანაშაულებს. თავის მხრივ გეკო ჯეიკობს ფინანსურ მწვერვალზე ასვლაში ეხმარება...
მთავარი გმირები - ნაომი და მისი მეგობარი ილაი. მათ შეადგინეს სია საერთო ნაცნობებისა, რომლებთანაც არ შეიძლება ინტიმური კავშირის დამყარება და კოცნაც კი...