კამილა დეანჯელისის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია ახლგაზრდა შეყვარებული კანიბალების, მარენის და ლის შესახებ. 16 წლის ასაკში დედის გარეშე დარჩენილი მარენი მამის მოსაძებნად მოგზაურობაში მიდის, რომელსაც ის არ იცნობს. ახალგაზრდა გმირს სურს იყოს ადამიანი, რომლითაც ხალხი აღფრთოვანებულია და პატივს სცემს. მას სურს იყოს შეყვარებული. მაგრამ მისმა საიდუმლო და სამარცხვინო მოთხოვნილებებმა აიძულა იგი დაეტოვებინა საკუთარი ქვეყანა. მას სძულს საკუთარი თავი იმ ცუდის გამო, რაც მან გააკეთა. გზად გოგონა გატანჯულ მოხეტიალე ბიჭის, ლის ხვდება, რომლებიც ერთიანდებიან და თავის დასაცავად იძულებულნი არიან დაემალნონ მსოფლიოს. მაგრამ, მიუხედავად მათი მცდელობისა, ყველა გზა მიდის მათ შემზარავ წარსულამდე და ბოლო ბრძოლამდე, რომელიც გადაწყვეტს, გადარჩება თუ არა მათი სიყვარული...
უზარმაზარი ამბიციისა და გადამეტებული თავაშვებულობის ისტორია, რომელიც მოგვითხრობს რამდენიმე მეოცნების აღმასვლას და დაცემას 1920-იანი წლების ჰოლივუდის გარყვნილებისა და აღვირახსნილობის ეპოქაში...
ზღვისპირა კინოს მენეჯერი, რომელსაც მენტალური დაავადება სტანჯავს, 1980-იან წლებში ინგლისის სამხრეთ სანაპიროზე ახალ თანამშრომელთან გააბამს ურთიერთობას...
ფილმი მოგვითხრობს ქალთა ჯგუფის შესახებ, რომლებმაც ერთ სამხედრო ბაზაზე მომღერალთა გუნდი ჩამოაყალიბა. წარმოუდგენელად ღრმა მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება, მუსიკა და სიცილი მათ ცხოვრებას სრულიად გარდაქმნის - ისინი ერთმაეთს ეხმარებიან დაძლიონ როგორც საკუთარი შიშები, ისე საყვარელი ადამიანების გამო შიში, რომლებიც ბრძილის ველზე არიან...
ბრედი და კეიტი ცდილობენ მშობლებთან ერთად შეხვდნენ შობას. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ორივეს მშობლები გაშორებულები არიან და მათ ერთ დღეში ოთხ ადგილას უნდა მოასწრონ მისვლა...
წარმოუდგენელი ამბავი უბრალო შავკანიანი მონის, ჰარიეტ ტაბმენის შესახებ, რომლის სიცოცხლე მარადიული კატორღისთვის იყო განწირული. თუმცა ჰარიეტის თავისუფლებისკენ სწრაფვა მას მონათმფლობელების კლანჭებისგან დაღწევაში და უსაფრთხო ადგილმდე წარმოუდგენელი მანძილის გადალახვაში დახემარება, სადაც მთავარი გმირი მიხვდება, რომ ამერიკას სასწრაფოდ ცვლილებები სჭირდება და მას შეუძლია ამას დაწყებას საფუძველი ჩაუყაროს...
პაციენტთან მომხდარი უცნაური, ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ ექიმ როუზ კოტერს სახიფათო მოვლენებთან უწევს გამკლავება, რომელთა ახსნაც არ შეუძლია. როუზმა მის ტრავმულ წარსულს უნდა გაუსწოროს თვალი, რათა გადარჩეს და ახალ, საზარელ რეალობას თავი დააღწიოს...
ახალგაზრდა არქიტექტორი იშვიათი დაავადების გამო თვალის ჩინს თანდათან კარგავს, რაც იმ სიურრეალისტურ სამყაროს აღმოაჩენინებს, რომელშიც საკუთარ თავს ახლებურად დაინახავს...
საუკეთესო მეგობრები სოფი და აგატა ეპიკურ ორთაბრძოლაში საპირისპირო მხარეს აღმოჩნდებიან მას შემდეგ, რაც სწავლას დაიწყებენ ჯადოსნურ სკოლაში, რომელიც გმირებსა და ბოროტმოქმედებს ზრდის, რათა სიკეთესა და ბოროტებას შორის ბალანსი არ დაირღვეს...
ფილმი მოგვითხრობს ამერიკის ყველაზე ცნობილი ბანდიტის ალ კაპონეს “მარჯვენა ხელის” ჯეკ მაკგერნის კრიმინალური მოღვაწეობის და მისი თვალით დანახული კაპონეს ცხოვრების და კრიმინალური სამყაროს სათავეში მოსვლის შესახებ...
ფილმი ასახავს 80-იანი წლებიდან დღემდე, ოთხი იტალიელი მეგობრის ჯულიოს, ჯემას, პაოლოს და რიკარდოს ცხოვრების 40 წელს, რომელიც სავსეა სიყვარულით, მრავალი მისწრაფებით, წარმატებითა და წარუმატებლობით...
ნამდვილი ამბავი თაღლითი რობერტ ფრილანდის და მისი ტყუილების ქსელის შესახებ, რომელშიც ის თავის მსხვერპლებს მრავალი წელი აბამდა, როდესაც მათ აჯერებდა, რომ ბრიტანეთის სადაზვერვო ორგანიზაციის MI5-ის ფარული აგენტი იყო. ყველაფერი შეიცვლება, როცა რობერტი საზრიან ადვოკატს, ელისის შეხვდება და გაუმხელს, რომ ბრიტანეთის მთავრობის საიდუმლო აგენტია. მაგრამ ელისი, რომელსაც ფრილანდი შეუყვარდება აღმოაჩენს, რომ ის არამარტო არ არის დაკავშირებული ბრიტანეთის მთავრობასთან, არამედ მას ასევე აქვს საკამათო წარსული, მათ შორის ახალგაზრდა ქალების გატაცების, თვალთვალისა და შევიწროების ჩათვლით. შედეგად, ელისი შეყვარებული თაღლითის პასუხისგებაში მიცემას გადაწყვეტს...
New York Times-ის რეპორტიორებმა მეგან ტუჰეიმ და ჯოდი კანტორმა ატეხეს თაობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი - ამბავი, რომელმაც ხელი შეუწყო მოძრაობის #MeToo-ს დაწყებას და დაარღვია ათწლეულების სიჩუმე ჰოლივუდში სექსუალური ძალადობის თემაზე.
როდესაც ქალთა ებრაული თემი, უცხოელი დამპყრობლების მიერ ალყაში მოექცევა, ისინი დასახმარებლად ადგილობრივ ჯადოქარს მიმართავენ, რომელიც თავისი ხალხის დასაცავდ ძალიან საშიშ არსებას გოლემს გამოიძახებს. თუმცა მალე ჯადოქარი მიხვდება, რომ მის მიერ გამოძახებული ქმნილება ბევრად უფრო სასტიკი და ბოროტია, ვიდრე ის ოდესმე წარმოიდგენდა...
ფილმის მოქმედება ვითარდება 1950-იან წლებში ბრაიტონში. პოლიციელი ტომი საგულდაგულოდ მალავს თავის ურთიერთობას მუზეუმის კურატორ პატრიკთან, რადგან იმ დღეებში ერთსქესიანთა ურთიერთობა კანონით ისჯებოდა.
DC-ის 2019 წლის ფილმის “შაზამი!“ სპინ-ოფი, რომელიც სუპერ ანტიგმირის, ბოროტი ბლექ ადამის წარმოშობის და მისი შესაძლებლობების შესახებ მოგვითხრობს. ძველი ღმერთების მიერ ყოვლისშემძლე ძალებით დაჯილდოებიდან და ასევე სწრაფი დაპატიმრებიდან თითქმის 5000 წლის შემდეგ, უზარმაზარი ძალის, სიჩქარის და ინტელექტის მფლობელი – მიწიერი საფლავიდან თავისუფლდება, რომელიც ახლა მზად არის გაავრცელოს თავისი უნიკალური სამართლიანობის ფორმა თანამედროვე სამყაროში...
აეროპორტის მესაზღვრეები ნაცემ ახალგაზრდა მამაკაცს აკავებენ. იგი ამტკიცებს, რომ ედრიან ლეგრანია, რომელიც ათი წლის წინ ბავშვობაში უკვალოდ გაქრა. ედრიანის მამისთვის, ვინსენტისთვის კოშმარი, რომელმაც არ იცოდა სად იყო მისი ვაჟი, როგორვ ჩანს, დასრულდა. მას ახალაგაზრდა მამაკაცი თავის სახლში მიჰყავს. ამავე დროს, რეგიონში მთელი რიგი შემზარავი მკვლელობები იწყება. ალექსია, რომელიც ავტოსალონში მოდელად მუშაობს, ბოროტმოქმედის მხედველობის არეში შემდეგ შესაძლო მსხვერპლს წარმოადგენს...
ფილმი მოგვითხრობს დოკუმენტურ კინორეჟისორ მაიკლ კინგზე (შეინ ჯონსონი), რომელსაც არ სჯერა ღმერთისა და ეშმაკის. მეუღლის უეცარი გარდაცვალების შემდეგ, მაიკლი გადაწყვეტს გადაიღოს შემდეგი ფილმი ზებუნებრივის არსებობის ძიებაზე, რაც ექსპერიმენტის ცენტრში ხდება - დემონოლოგებს, ნეკრომანტებს და ოკულტის სხვადასხვა პრაქტიკოსებს საშუალებას აძლევს სცადონ ყველაზე ღრმა და ბნელი. შელოცვები და რიტუალები, რომლებიც მათ შეუძლიათ იპოვონ მასზე - იმ იმედით, რომ როდესაც ისინი წარუმატებლობას განიცდიან, მას ერთხელ და სამუდამოდ ექნება მტკიცებულება, რომ რელიგია, სპირიტუალიზმი და პარანორმა სხვა არაფერია თუ არა მითი. მაგრამ რაღაც ხდება. ბოროტმა და შემზარავმა ძალამ დაიპყრო მაიკლ კინგი, და არ გაუშვებს მას...
გოგონა მამასთან და მის ახალ შეყვარებულთან ერთად ახალ სახლში გადადის საცხოვრებლად, სადაც აღმოაჩენს გაურკვეველ არსებას, რომელიც მას თავისიანად მიიღებს...
ინტიმური პორტრეტი ახალგაზრდა ამერიკელი ჯარისკაცის, ლინდსის შესახებ, რომელიც მსახურობს აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსში ავღანეთში, სადაც ბრძოლისას ნაღმზე აფეთქების შემდეგ, მთავარი გმირი გადარჩება, მაგრამ თავის ტვინის დაზიანებას მიიღებს. ახლა ის უნდა დაბრუნდეს სახლში, ახალ ორლეანში. შედეგად, გოგონა პოულობს სამუშაოს დამლაგებლად და მთელი ძალებით ცდილობს თავისი ცხოვრება ახალ რეალობაში ააგოს.
1950-იანი წლების დიასახლისი, რომელიც მეუღლესთან ერთად უტოპიურ ექსპერიმენტულ საზოგადოებაში ცხოვრობს, ნერვიულობს, რომ მის გლამურულ სამეგობროს, შესაძლოა, შემაშფოთებელი საიდუმლოებები ჰქონდეს...
მოხუცებული მეფე ლირი გადაწყვეტს მისი სამფლობელო სამ ქალიშვილს გაუნაწილოს, ამისათვის კი მათ მისდამი სიყვარული უნდა გამოხატონ. უმცროსი ქალიშვილი თვალთმაქცობას არ დაიწყებს და ძალაუფლების გარეშე დარჩება. უფროსი დები კი სამეფოს გაინაწილებენ...
ჯოანი და ტომი მრავალი წელია ქორწინებაში იმყოფებიან. მათ ურთიერთობაში სიმარტივეა, რაც ცხოვრების ერთად გატარებამ თავისთავად მოიტანა. მათ შორის სინაზე და იუმორი ურთიერთობას ავსებს. როდესაც ჯოანს მოულოდნელად ძუძუს კიბოს დიაგნოზს დაუსვამენ ეს ანათებს მათ ურთიერთობას, რადგან წინ დიდი გამოწვევაა, რა შეიძლება მოხდეს თუ ჯოანს რაიმე დაემართება? ჩვეულებრივი სიყვარული არის ისტორია სიყვარულის, გადარჩენის და ეპიკური კითხვების შესახებ, რომელიც ცხოვრების განმავლობაში თითოეულ ჩვენგანს აწუხებს...
პირლი ოჯახის უკაცრიელ ფერმაშია ჩარჩენილი, სადაც ავადმყოფ მამას უვლის ღვთისმოშიში დედის ზედამხედველობის ქვეშ. ის ისეთ გლამურულ ცხოვრებაზე ოცნებობს, როგორიც ფილმებში აქვს ნანახი, თუმცა მისი ამბიციები და მისწრაფებები იმსხვრევა...
კრეიგი, პატარა ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდა ბიჭი, დაუმეგობრდება უფროს კარჩაკეტილ მილიარდელს მისტერ ჰარიგანს. ისინი ერთმანეთს დაუახლოვდებიან წიგნებსა და აიფონზე საუბრით, თუმცა მისტერ ჰარიგანის გარდაცვალების შემდეგ ბიჭი აღმოაჩენს, რომ ყველაფერი, რაც კვდება, უკვალოდ არ ქრება...
შრომისმოყვარე პოლიციელ მამას მხოლოდ სურს, რომ მის სწრაფად დაბრძენებულ 8 წლის ქალიშვილს უზრუნველი ცხოვრება შეუქმნას. აუზის მწმენდავის სამუშაო სან ფერნანდო ველში მხოლოდ საფარია - სინამდვილეში კი ის ფულს ვამპირებზე ნადირობით და მათი დახოცვით შოულობს...
მარტოხელა მეცნიერი სტამბოლში მოგზაურობისას აღმოაჩენს უძველეს ბოთლს, საიდანაც ჯინი გათავისუფლდება და მას 3 სურვილის შესრულებას შესთავაზებს. მეცნიერს სურვილის მოფიქრება უჭირს, სანამ ჯინის ისტორიები მასში სიყვარულის სურვილს არ გააღვიძებს...
ხუთნაწილიანი ფილმის ხუთივე ეპიზოდში ვერშემდგარი არქიტექტორი და ბოროტი სოციოპათი ჯეკი თავის საგულდაგულოდ შესრულებული მკვლელობების შესახებ ყვება. მიაჩნია, რომ თითოეული მათგანი ხელოვნების უმაღლესი ნიმუშია და მის ცხოვრებისეულ საქმიანობას, როგორც სერიული მკვლელისას, კარგად წარმოაჩენს...
საუკეთესო მეგობრებისთვის - ბეკისა და ჰანტერისთვის ცხოვრება შიშების დაძლევასთან და კომფორტის ზონიდან გასვლასთან ასოცირდება. თუმცა 2,000 ფუტის სიმაღლის შორეულ, მიტოვებულ კოშკურაზე აძრომის შემდეგ ისინი აღმოაჩენენ, რომ ჩასვლა აღარ შეუძლიათ. ბეკისა და ჰანტერის ცოცვის უნარებმა სერიოზულ გამოცდას უნდა გაუძლოს, მათ მოუწევთ რესურსების სიმცირესა და თავბრუდამხვევ სიმაღლესთან გამკლავება...
დედამიწის ეკოსისტემის რღვევის შემდეგ ვესპერი, 13 წლის გოგონა, პარალიზებულ მამასთან ერთად გადარჩენას ცდილობს. ის გაიცნობს ქალს, რომელსაც საიდუმლო აქვს და აიძულებს მას, გამოიყენოს საკუთარი გონიერება, ძალა და ჰაკერული უნარები, რათა მომავლის შესაძლებლობისთვის ბრძოლა შეძლონ...
ნორმა ჯინის უდარდელი ბავშვობიდან ვარსკვლავობამდე და გამოგონილი პერსონაჟის - ჰოლივუდუს ლეგენდის მერლინ მონროს ჩახლართული რომანტიკული ისტორიები. ბუნდოვანი ხაზი ნამდვილ და გამოგონილ ამბებს შორის, რაც მის პირად და საჯარო სახეებს შორის უფრო დიდ უფსკრულს აჩენს...
1986 წლის საკულტო ფილმის სიქველი, რომელიც დიდი გამოცდილების მქონე შეუდარებელი მფრინავი - ასის პიტ მიტჩელის, მეტსახელად მევერიკის შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც მაღალსიჩქარიანი ფრენები მიატოვა და ახლა ახალგაზრდა დამწყებ პილოტებს წვრთნის. მაგრამ დრო იცვლება და მასთან ერთად საჰაერო ბრძოლების ტექნიკა და წესები იცვლება. როდესაც მაღალი თანამდებობის პირების მიერ დაწყებული ექსპერიმენტები, რომლებიც ცოცხალი პილოტების მაღალტექნოლოგიური ჭკვიანი დრონებით შეცვალს გადაწყვეტენ, მთავარი გმირი იძულებული გახდება კვლავ გამანადგურებლის საჭევარს მიუჯდეს და უმაღლესი პილოტაჟი აჩვენოს…
იუტა ოკოტსუ სკოლის მოსწავლეა, რომელიც სერიოზული პრობლემით იტანჯება - მისი ბავშვობის მეგობარი რიკა წყევლად გადაიქცა და თავს არ ანებებს. რადგან რიკა ჩვეულებრივი წყევლა არ არის, მას სატორუ გოჯოც ამჩნევს, მასწავლებელი ჯუჯუთსუს სკოლაში, სადაც ეგზორცისტები შელოცვებით ორთაბრძოლას სწავლობენ. გოჯო იუტას არწმუნებს, რომ მის სკოლაში გადავიდეს, მაგრამ მოასწრებს ყველაფრის დროულად სწავლას, რომ საკუთარ წყევლას დაუპირისპირდეს?
ზაფხულში საქორლწილო ციებ-ცხელებისგან თავდასაცავად ორი დიდიხნის მეგობარი, ბენი და ელისი, შეთანხმდებიან, რომ ერთმანეთს დაეხმარონ. რაც იმაში გამოიხატებბა, რომ ერთმანეთის პარტნიორები იქნებიან ყველა საქორწილო წვეულებაზე, რომლებზეც დაპატიჟებენ...
უკვდავების მიღების იმედით, მეფე ლუი XIV იტაცებს ქალთევზას და იპარავს მის სასიცოცხლო ძალას, მაგრამ მისი უკანონო ქალიშვილის აღმოჩენა მეფის გეგმებს საფრთხის წინაშე აყენებს...
ახლახან დაქვრივებული დედა ბრენდა იბრძვის ოჯახის დასაცავად შემზარავი საგზაო მოგზაურობის დროს, როდესაც მკვლელობა და ნაღდი ფულის დაკარგული ტომარა მათ საფრთხეში ჩააგდებს...
სასიკვდილო ვირუსის ეპიდემიამ, რომელიც სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის დემილიტარიზებულ ზონაში წარმოიშვა, სრულიად გაანადგურა შეერთებული შტატები და ჩრდილოეთ კორეა. მთავარი გმირი კარტერი სასიკვდილო პანდემიიდან ორი თვის შემდეგ მოტელში იღვიძებს, რომელსაც არაფერი ახსოვს თავისი წარსული ცხოვრების შესახებ, თავის თავში იდუმალ მოწყობილობას აღმოაჩენს, ხოლო პირში სასიკვდილო ბომბს. მის ყურში ხმა მას ბრძანებებს აძლევს, რომ არ მოკვდეს, რომლის დროსაც კარტერი ჩათრეული აღმოჩნდება იდუმალ ოპერაციაში, მაშინ როცა CIA-ს და ჩრდილოეთ კორეის დაჯგუფება მას კვალზე მიჰყვებიან. ახლა მთავარი გმირი უნდა გადაურჩეს სახიფათო მისიას და გაიგოს, თუ როგორ აღმოჩნდა ასეთ გარემოებებში და ვინ ფლობს მის ყურში იდუმალ ხმას, რომელიც აძლევს მას მითითებებს...
ფილმი მოგვითხრობს დაუნის სინდრომით დაავადებული 22 წლის ზაკზე, რომელიც ინვალიდთა სახლიდან გარბის, სადაც ის ცხოვრობს, რათა ოცნება აისრულოს და პროფესიონალი რესლერი გახდეს. მთელი რიგი მოვლენების შემდეგ, ახალგაზრდა ტაილერი – ძებნაში მყოფი წვრილმანი თაღლითი, ზაკის მწვრთნელი და მოკავშირე გახდება. გმირები ერთად გაურბიან დევნას, ვისკის სვამენ, ღმერთს ეძებენ, თევზებს იჭერენ და ინვალიდთა სახლის მშვენიერ და კეთილ მედდას - ელეონორას, თავიანთ მოგზაურობაში ჩაითრევენ...
როცა დაზვერვის საუკეთესო ჯარისკაცი ცნობილი, როგორც კურტ ჯენტრი, იგივე სიერა-6 შემთხვევით სააგენტოს საიდუმლოებებს შეიტყობს, პირველ სამიზნედ იქცევა და მისი ყოფილი ფსიქოპათი კოლეგა ლოიდ ჰანსენი და საერთაშორისო დაქირავებული მკვლელები მასზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით იწყებენ ნადირობას...
ჩოგბურთის სუპერვარსკვლავების ვენუსისა და სერენა უილიამსის ისტორია - თუ როგორ იქცნენ ისეთებად, როგორებიც არიან მათი მამის რიჩარდ უილიამსის წვრთნის წყალობით.
ნამდვილი ამბავი გამოცდილი მთამსვლელი პემი ბეილსის შესახებ, რომელიც აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში მდებარე ვაშინგტონის მთის მწვერვალზე მიმავალი იძულებული გახდება უკან დაბრუნდეს, როდესაც მასიური ქარბუქი მთას მიუახლოვდება. მაგრამ ჩამოსვლისას ის მოულოდნელად მთაში ჩარჩენილ მარტოხელა მამაკაცს ხვდება და თავის თავზე იღებს მის მთიდან ჩამოყვანას, სანამ დაღამდება და მათ ქარიშხალი მოკლავს...
"გამოსასყიდისთვის დატყვევებული" მოგვითხრობს ნამდვილ ამბავს დანიელი ფოტოჟურნალისტის დანიელ რაის შესახებ, რომელიც სირიაში 398 დღის განმავლობაში ჰყავდა მძევლად აყვანილი ტერორისტულ ორგანიზაცია "აისისს" სხვა უცხოელებთან ერთად. მათ შორის იყო ამერიკელი ჟურნალისტი ჯეიმს ფოლი. ფილმი გვიყვება დანიელის ბრძოლაზე ტყვეობაში გადარჩენისთვის, მის მეგობრობაზე ჯეიმსთან და რაის ოჯახის წევრების ტრაგედიაზე დანიაში, რომლებიც ცდილობენ, შვილის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთონ. კრიზისის ეპიცენტრში ჩნდება მომლაპარაკებელი არტური, რომელიც დანიელის გათავისუფლებაში საკვანძო როლს ასრულებს...
ბევრი განსხვავების მიუხედავად ქეისი - წარუმატებელი მომღერალი და კომპოზიტორი და მეზღვაური ლუკი დაქორწინებას გადაწყვეტენ, მხოლოდდამხოლოდ სამხედრო სარგებლის მისაღებად. თუმცა მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ზღვარი ნამდვილსა და მოჩვენებითს შორის თანდათან იშლება...
ჯაშუშური თრილერი, ეროვნული სადაზვერვო სამსახურის საგარეო ფილიალის ცივსისხლიანი დირექტორის კან-ინის შესახებ, რომელიც ჯაშუშებით სავსე ქალაქ შენიანში ფარული და უკიდურესად სახიფათო მისიების შესასრულებლად მისი საუკეთესო აგენტებით დაკომპლექტებულ “შავ გუნდს” ხელმძღვანელობს. კან-ინი ცნობილია იმით, რომ დაუნდობლად ახორციელებს ნებისმიერ ოპერაციას, რის გამოც მას ადამიანების შთანთქმელი სულის სახელი “იაკშა” შეარქვეს. ერთ დღეს სეულის ცენტრალური ოლქიდან მისი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე, პროკურორი ჯინ-ჰუნი ჩადის ქალაქში, რათა შავი გუნდის საქმე გომოიძიოს, რომლის დროსაც გაიგებს, რომ მათი ნამდვილი მისია ეხება საქმეს, რომელსაც შეუძლია მთელი კონტინენტი შეარყიოს. ახლა მთავარ გმირს თავისი ყველა წყაროს გამოყენება მოუწევს. ამ ოპერაციებში ასევე სხვადასხვა სპეცსამსახურების აგენტებიც მონაწილეობენ...
ბიოგრაფიული დრამა, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გადარჩენილი, პოლონელი ებრაელი მოკრივის ჰარი ჰაფტის შესახებ, სადაც ის იძულებული იყო სხვა პატიმრებთან ერთად მონაწილეობა მიეღო სასიკვდილო გლადიატორულ კრივში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მტკივნეული მოგონებებითა და დანაშაულის გრძნობით დატანჯული, ჰარი მთელი ძალებით ცდილობს კრივის ლეგენდის, როკი მარჩიანოს წინააღმდეგ გახმაურებული ბრძოლა გამოიყენოს, რათა კვლავ იპოვოს თავისი პირველი სიყვარული…
ფინი შოუს, მორცხვ, თუმცა ჭკვიან 13 წლის ბიჭუნას, სასტიკი მკვლელი იტაცებს და სარდაფში გამოკეტავს, საიდანაც ყვირილის ხმა არავის ესმის. როდესაც კედელზე არსებული გამორთული ტელეფონი რეკვას იწყებს, ფინი აღმოაჩენს, რომ მას მკვლელის წინა მსხვერპლების ხმები ესმის. მათ მიზნად დაისახეს, რომ ბიჭს არ დაემართოს ის, რაც მათ შეემთხვათ...
სამეცნიერო ფანტასტიკური თრილერი, რომელშიც მოვლენები უახლოს მომავალში ვითარდება და ორი მსჯავრდებულის შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც სასჯელის შემსუბუქების სანაცვლოდ რადიკალურად ახალი პრეპარატის გამოცდის ექსპერიმენტში მონაწილეობას სთავაზობენ. გმირებს სპეციალურ საპყრობილეში აგზავნიან, რომელსაც შეშლილი მეცნიერი მართავს. ამგვარად, ის პატიმრებზე სხვადასხვა ექსპერიმენტებს ატარებს, კერძოდ ნარკოტიკებს ტესტავს, რომლებიც მათ გონებას აკნტროლებს და გავლენას ახდენს ემოციებზე...