ჯენი აღმოჩნდება პატარა ტროპიკულ კუნძულზე, სადაც სრულიად მარტოა. კუნძულზე ბოროტი ძალაა, რომელიც ყოველ ღამე გამოდის. ჯეინმა უნდა იზრუნოს როგორც საკვებზე, ასევე სიცოცხლის გადარჩენაზე...
ფილმის სიუჟეტი ჯო დიკონის გარშემო ვითარდება რომელიც ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის მოხერხებულ დეტექტივ ბაქსტერთან ერთად სერიული მკვლელის დაჭერას ცდილობს.
ფილმის სიუჟეტი 17 წლის სკოლის მოსწავლეზე მოგვითხრობს. გოგონა ყველა უნარს იყენებს საიმისოდ, რათა სკოლაში შეჭრილ შეიარაღებულ ახალგაზრდებს ხელიდან დაუძვრეს.
კინორეჟისორი მალკომი და მისი მეგობარი გოგონა, მერი პრემიერიდან სახლში ბრუნდებიან, სადაც მათ გულახდილი საღამო, გულწრფელი საუბარი ელით საკუთარი გრძნობების და განცდების შესახებ.
ვექილები - ისინი არიან 90-იანი წლების გმირები. ფილმი სწორედ ამ გუნდის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც ერაყში, რუსეთსა თუ გაერთიანებულ სამეფოში დიდი თავგადასავლები ელოდება.
საუკეთესო მეგობრები ანა და ბეტი მიდიან ვიქენდის ერთად გასატარებლად, ქალაქგარეთ. ორივე მსახიობია, მაგრამ ერთს წარმატებული კარიერა აქვს, მეორეს კი არც ისე. მათ შორის დაძაბულობა ნელ-ნელა იმატებს და დაპირისპირება გარდაუვალი ხდება...
ფილმი მოგვითხრობს ბავშვთა მწერალის ბეატრის პოტერის ცხოვრების შესახებ, მის მოქმედებაზე და წინააღმდეგობის სურვილზე ვიქტორიამდელი ინლისის წინ თავის დახრაზე...
ბენ კარსონი მამის გარეშე იზრდებოდა სიღარიბესა და უვიცობაში, ჰქონდა ცუდი ნიშნები და მალე ბრაზდებოდა. ამავე დროს დედას მისი ყოველთვის სჯეროდა. ის მოუწოდებდა გამოეყენებინა ყველა შესაძლებლობა, რომელიც თვითონ არ ჰქონია, უვარჯიშებდა წარმოსახვას, ინტელექტს და რაც მთავარია იმ ნიჭის გამოყენებას რაც მისთვის ღმერთს ებოძებინა. ბავშვობაში მისი ოცნება იყო გამხდარიყო წარმატებული ექიმი. დედა მას დაეხმარა გამხდარიყო ნეიროქირურგი, რომელმაც მედიცინის ისტორიაში პირველდ ჩაატარა ოპერაცია თავით შეერთებული ტყუპების განცალკევებისა. ფილმი ეფუძნება რეალურ მოვლენებს.
შავი კომედია, საშუალო სკოლის პედაგოგი მეგობრების, ისტორიის პროფესორის, ფსიქოლოგის, ეკონომისტის და ფიზიკოსის შესახებ, რომლებიც საკუთარ თავზე რევოლუციური სამეცნიერო თეორიის შემოწმებას გადაწყვეტენ. მათი აზრით დაბადებიდანვე ადამიანი სისხლში ალკოჰოლის ნაკლებობას განიცდის. დილით ღვინო, შუადღისას ლუდი, საღამოს ვისკი. თავიდან ყველაფერი მართლაც კარგად მიდიოდა, მუშაობა ყოველდღე უფრო პროდუქტიული ხდებოდა თუმცა, მალე ცხადი გახდა, რომ ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის...
სარა კიოლნის ევროპულ კოსმოსურ სააგენტოში ერთადერთი ქალია, რომელიც რთულ პროგრამაში მონაწილეობს. იგი მარტოხელა დედაა, რომელიც რვა წლის ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს და თავს დამნაშავედ გრძნობს, რადგან მას საკმარის დროს ვერ უთმობს. მისი სიყვარული თრგუნავს, არღვევს. როდესაც სარას საზაფხულო კოსმოსურ მისიაში მონაწილეობის მისაღებად ირჩევენ, რომელსაც პროქსიმა ეწოდება, ეს ქმნის ქაოსს დედა-შვილის ურთიერთობაში...
დაფუძნებულია ჯეი დი ვენსის ბესთსელერზე - „ჰილბილის ელეგია“. ეს არის ამერიკული ოცნების თანამედროვე ახსნა. სამი თაობის აპალაჩის ოჯახის ყველაზე უმცროს წევრს სამართლის სასწავლებლიდან წამოსვლა და მშობლიურ ქალაქში დაბრუნება უწევს...
ფილმი მოგვითხრობს სცენარისტ ჰერმან ჯ. მანკიევიჩის მიერ ორსონ უელსის საკულტო შედევრის “მოქალაქე კეინის“ (გადაღებული 1941 წელს) მიხედვით კინოსცენარის დაწერის ისტორიას...
ფილმის სიუჟეტი ახალგაზრდა კაცის, დინოს გარშემო ვითარდება, რომელიც ცხოვრების დიდ ნაწილს რადიკალური რელიგიური დაჯგუფების, "ვაჰაბის" სიახლოვეს ატარებს.
ფილმი მოგვითხრობს ადამის ისტორიას, რომელიც სხვა მოზარდებისგან არაფრით განსხვავდება. მას ჰორმონების მოზღვავება აწუხებს და მისდევს მომავლის ოცნებას, რომ გახედეს შეფ-მზარეული. ქიმიის გაკვეთილზე მომხდარი ინცინდენტის შემდეგ ადამს მენტალურად დაავადებულად გამოაცხადებენ და კათოლიკურ აკადემიაში გააგზავნიან...
ორი წყვილი ოკეანის სანაპიროზე სახლს ქირაობს. ერთი შეხედვით იდეალური ნაქირავები სახლი ეჭვს უჩენთ, რომ მეპატრონე მუდმივად უთვალთვალებს მათ. ის რაც დასვენება უნდა ყოფილიყო ნამდვილ სისასტიკედ გადაიქცევა და ძველი ოთხი მეგობარი, სულ სხვა თვალით დაინახავს ერთმანეთს...
1942 წელს კასაბლანკაში მისიის შემდეგ, ფრანგ-კანადელ ჯაშუშ მაქსს შეუყვარდა და ცოლად მოიყვანა ფრანგი აგენტი მერიანი. მაქსი გაიგებს, რომ მერიანი ნაცისტების ჯაშუშია და იწყებს მის თვალთვალს...
მთავარი გმირის, 26 წლის გოგონას ცხოვრება თავდაყირა დგება მას შემდეგ, რაც მისი ქურდი მშობლები მათ ბანდაში ახალ წევრს იწვევენ. ახლა მათ ახალ გეგმაზე მუშაობა ერთად მოუწევთ.
ბანკების ცნობილი მძარცველი პატიოსანი ცხოვრების დაწყებას აპირებს. ის პოლიციას ჩაბარდება, თუმცა ფედერალური ბიუროს ორი შეუბრალებელი აგენტის მახეში აღმოჩნდება...
In 1840s England, palaeontologist Mary Anning and a young woman sent by her husband to convalesce by the sea develop an intense relationship. Despite the chasm between their social spheres and personalities, Mary and Charlotte discover they can each offer what the other has been searching for: the realisation that they are not alone. It is the beginning of a passionate and all-consuming love affair that will defy all social bounds and alter the course of both lives irrevocably.
თეზევსი მოკვდავი ადამიანია. იგი ზევსმა აირჩია მეფე ჰიპერიონის წინააღმდეგ ბრძოლის მეთაურად. ძალაუფლების წყურვილით შეპყრობილ მეფე ჰიპერიონს ადამიანების განადგურება და ღმერთების დამარცხება სურს...
ახალგაზრდა დედას, მისი ქარიზმატული ფლეიბოი მამა ეხმარება ოჯახური პრობლემების მოგვარებაში, რომელიც ამასათანავე საკუთარ შეხედულებებსაც გადასინჯავს ცხოვრების შესახებ...
ორი დედმამიშვილი მშობლიურ სოფელში მამის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად მიემგაზვრება. ისინი სტანდარტული რიტუალის მოლოდინში არიან, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად ხდება...
ისტორია ვითარდება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ამერიკაში. მთავარი გმირი ცდილობს ცხოვრების თავიდან აწყობას, ამისთვის კი ის ქმართან ერთად გარეუბანში გადადის საცხოვრებლად. შემდგომ იტაცებს მეზობელ მამაკაცს და ცდილობს პასუხი აგებინოს იმ დანაშაულის გამო, რომელიც ქალის ღრმა რწმენით მეზობელ მამაკაცს მის წინაშე მიუძღვის...
2020 წლის ფსიქოლოგიური თრილერი გადმოგვცემს ისტორიას, რომელიც შემდეგნაირად ვითარდება - უცნაური და ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი მძღოლი აედევნება უცნობ ქალს და მის ვაჟს. მოგვიანებით კი ეს დევნა - საშიშ და წარმოუდგენელ შედეგამდე მიგვიყვანს...
ფილმი 1968 წელს რეალურად მომხდარ ისტორიას ეფუძნება. მშვიდობიანი საპროტესტო აქცია პოლიციასთან და სახელმწიფო გვარდიასთან ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა, რასაც საბოლოოდ მიტინგის ორგანიზატორების დაკავება მოჰყვა.
ივანს, უზარმაზარ გორილას ძალიან ცოტა რამ ახსოვს საკუთარი წარსულიდან. ის სტელას, სპილოს და ასევე ბობის, ძაღლის დახმარებით ცდილობს მეხსიერებაში ღრმად ჩამალული ფაქტების გახსენებას.
მადრიდში სერიული მკვლელი კლავს ადამიანებს, რომლებსაც ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ამის გამო, მისი პოვნა ძალიან ძნელია, მაგრამ კოსმესთვის, ვეტერანი პოლიციელისთვის შეუძლებელი არაფერია.
ერთ დღესაც 16 წლის ენოლა ჰოლმსი გაიღვიძებს და აღმოაჩენს, რომ დედამისი გამქრალია. დაკარგული დედის მოსაძებნად ენოლა მეტად რთულად სანახავ ძმას, თავად შერლოკს მიმართავს...
ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ ენჯელის ცხოვრება რადიკალურად იცვლება. ის სასწრაფო დახმარებაში მუშაობს, მაგრამ რაც დრო გადის მის მეწყვილეში, ვეინში კიდევ და კიდევ უფრო ეპარება ეჭვი.
მას შემდეგ, რაც ვენდის მარეკის გაცნობის შანსი ეძლევა, მის ცხოვრებაში ყველაფერი რადიკალურად იცვლება. ვენდი აღმოაჩენს, რომ მას ზებუნებრივი უნარი აქვს, თუმცა ვენდის ეს არც ისე ახარებს...
ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კოსმოსურმა ხომალდმა კატასტროფა განიცადა და ჩამოვარდა. ერთადერთი გადარჩენილი მისი მეთაურია. მას შემდეგ, რაც მასთან ცნობილი რუსი ფსიქოლოგი მივა, რათა მისი მენტალური მდგომარეობა შეაფასოს, ნათელი ხდება, რომ შესაძლოა მეთაური დედამიწაზე მარტო არ დაბრუნებულა - მას თან რაღაც გამოჰყვა...
მიუხედავად იმისა, რომ ახალ შეყვარებულზე ჯერ თითქმის არაფერი არ იცის, ახალგაზრდა ქალი მაინც თანხმდება მას და მისი მშობლების გასაცნობათ ფერმაში მიყვება. მალე ის აღმოაჩენს, რომ სამყაროს, ურთიერთობების, საყვარელი კაცის თუ საკუთარი თავის შესახებ შეხედულებები რადიკალურად ეცვლება.
მიშელი მარტოხელა დედაა, რომელიც გამტაცებლის პირველი მსხვერპლი ხდება. არიელ კასტროს სახლში 11 წლის განმავლობაში ხაფანგში აღმოჩნდება. რამდენიმე ხნის შემდეგ მას შეუერთდება 2 გოგონა. მიშელი მათთვის საუკეთესო მეგობარი და აღმზრდელი გახდება...
ფილმის მთავარი გმირი პოპულარული საშინელებათა შოუს წამყვანია რადიოში რომელიც ხშირად ისმენს შემაძრწუნებელ ამბებს, მაგრამ ერთხელაც როდიოში საგანგაშო ზარი შევა საშინლად შეშინებული ბავშვისგან, ეს კი გაცილებით უფრო სერიოზული რამ აღმოჩნდება.
ფილმი ნობელის პრიზის გამარჯვებულის, მარია კიურის და მისი ექსტრაორდინალური სამეცნიერო აღმოჩენების შესახებ მოგვითხრობს. ქალბატონის ისტორიას თან ახლავს განუმეორებელი რომანტიკული თავგადასავლები.
Mary Lennox is born in India to wealthy British parents who never wanted her. When her parents suddenly die, she is sent back to England to live with her uncle. She meets her sickly cousin, and the two children find a wondrous secret garden lost in the grounds of Misselthwaite Manor.