ოუენის შეყვარებული ქლო ტელეგადაცემაში მიიღებს მონაწილეობას და თავის შეყვარებულს გადასაღები მოედნის პარტნიორთან უღალატებს.გაბრაზებული ოუენი სხვა გოგონასთან დაიწყებს ურთიერთობას.შოუს დამთავრების შემდეგ კლო გადაწყვიტავს ძველი შეყვარებულის დაბრუნებას...
მოვლენები ვითარდება ლოს-ანჯელესში, სადაც ახალგაზრდა გოგონა კრისტას მოულოდნელი გარდაცვალება, ერთი შეხედვით განსხვავებულ ქალებს ერთმანეთთან აკავშირებს, რათა გაარკვიონ სიმართლე.
1941 წელი. პატარა გოგონა, რომელიც ბელგიაში იმალება, გადაწყვეტს მშობლების საძებნელად გაიქცეს, რომლებიც დეპორტირებულები არიან. გადარჩენისათვის გოგონას ტანისამოსისა და საკვების მოპარვა უწევს. მას სიკვდილისაგან ორი მგელი იხსნის და ის მგლების ხროვის სრულფასოვანი წევრი გახდება. ოთხი წლის განმავლობაში გოგონა რწუმდება ადამიანთა ცივსისხლიანობასა და ველური ცხოველების სიკეთეში...
ორი ძმის ცხოვრებაში მოულოდნელად ჩნდება მამა, რომელსაც ისინი მხოლოდ ფოტოებით იცნობენ. უცნობი და უცნაური ადამიანის შემოჭრით მათი ცხოვრება მთლიანად იცვლება... მამას ბავშვები მშობლიური ქალაქიდან მიტოვებულ კუნძულზე მიჰყავს.
სარა, ეგზოტიკურ ინდოეთში, საყვარელ მამასთან ერთად პრინცესასავით ცხოვრობს, მაგრამ როდესაც მამას ჯარში გაიწვევენ, გოგონა ობოლთა ინტერნატში აღმოჩნდება. სიცოცხლის მოყვარული სარა ინტერნატის დირექტორის მყუდროებას არღვევს. გოგონას კი მუდმივად თან სდევს აზრი, რომ მამისთვის ის ყოველთვის საყვარელ პატარა პრინცესად დარჩება...
ლეგენდარული ალენ გინზბერგის ცხოვრება და შემოქმედება. სიუჟეტის ცენტრშია გინზბერგის სასამართლო დევნა, რომელიც 1956 წელს გამოქვეყნებულმა, მისმა სკანდალურმა პიესა "კვნესამ" გამოიწვია.
ობოლმა ანამ ბავშვობა პოლონეთის მონასტერში გაატარა. სანამ აღიკვეცება მონაზონად, წინამძღვარი მას ურჩევს შეხვდეს თავის ერთადერთ ნათესავს - ვანდას. მისგან ანა გაიგებს, რომ ის ებრაელია და მისი მშობლები ჰოლოკოსტის მსხვერპლნი არიან. ორივე ერთად გადაწყვეტენ მონახონ მისი ამოწყვეტილი ოჯახის საფლავი...
განგულის ოჯახი კალკუტაში ცხოვრობს, ისინი ემიგრაციაში ამერიკაში მიდიან და ნიუ-იორკში დასახლდებიან. ოჯახი ცდილობს ადაპტაციას ახალ კულტურასთან. განგულის ოჯახის დედა, აშიმე და მამა, აშოკი მარტივად ახერხებენ ადაპტაციას, მაშინ როცა მათ ვაჟს, გოგოლს სერიოზული პრობლემები აქვს...
ნორმა რეი სამხრეთელი ტექსტილის მუშაა, რომელიც დასაქმებულია ქარხანაში, შეუბრალებელ პირობებში. იგი იწყებს ბრძოლას საკუთარი უფლებების დასაცავად, დასაქმებულთა უფლებების დამცველ ორგანიზაციასთან ერთად მან უნდა გადალახოს ბევრი სირთულე და აიცილოს შესაძლო საფრთხეები...
არანაირი კანონები... არანირი წესები... არავინ არ არის დასანდობი... არავინაა მართალი... თუ ჩვენ ასეთი რამ ჯერ არ შეგხვედრია ცხოვრებაში, ეს არ ნიშნავს, რომ ეს არ არსებობს. ეს უფრო იმას ნიშნავს, რომ გაგვიმართლა... მოსკოვის ღამის ქუჩებში შავი BMW მიქრის.... ის დევნისგან სცდილობს წასვლას.. საბედისწერო მოვლენების რიგმა კრიმინალური გარჩევებით და სროლით ოთხი მთავარი გმირი – ოთხი მეგობარი, კანონის მიღმა აღმოაჩინა... ცხოვრებაში წესების გარეშე მათ უკან დასაბრუნებელი გზა არააქვთ, და შავი "ბუმერი" – ძლიერი და სანდო, ისინი მოსკოვისგან შორს მიჰყავს... მათგან არც ერთს უნდოდა ადამიანის მოკვლა, არცერთ მათგან არ სურდა სიკვდილი, მაგრამ ამ გზის გავლა მათ ბოლომდე მოუწევთ...
დრამატული ისტორია, ქალთა ჯგუფზე, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიის საკონცენტრაციო ტყვეთა ბანაკში იყვნენ. სხვადასხვა ეროვნების ქალები, რომლებიც სხვადასხვა ენაზე საუბრობენ უნდა გაერთიანდნენ...
ახალგაზრდა გოგონა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იღვიძებს, არაფერი ახსოვს. აქ მოხვედრამდე მას საქმრო ჰყავდა, ჰქონდა სამუშაო და ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწეოდა. ახლა კი მას სხვადასხვა დიაგნოზს უსვამენ, რომელთაგანაც არცერთი არ დასტურდება...
ძარცვისას მოხდა მკვლელობა და მძარცველები იძულებული არიან დაიმალნონ ერთ-ერთი სახლის სარდაფში. მალე სახლს პოლიცია აგნებს, მაგრამ მძარცველები არ აპირებენ ბრძოლის გარეშე დანებებას...
გლაზგო. ოჯახის ახალგაზრდა მამას, რობის სურს სამუდამოდ ჩამოშორდეს კრიმინალურ წარსულს, მაგრამ არაფერი გამოსდის. უკანასკნელი საქმისას რობი გადაურჩება ციხეს, მაგრამ მას გაგზავნიან იძულებითი სამუშაოებზე. მას და მის ახალ მეგობრებს რინოს, ალბერტს და მოს დაუნიშნავენ დამრიგებლად ჰარის, რომელიც ფარულად ასწავლის მათ დეგუსტაციის ხელოვნებას...
სიმონი, ღრმად რელიგიური მამაკაცი, ცხოვრობს მეოთხე საუკუნეში. მას სურს ახლოს ყოფნა ღმერთთან, ის მიცოცავს სვეტზე. ეშმაკს სურს ჩამოვიდეს დედამიწაზე და აცდუნოს კაცი...
კონსტანტინ ოგოროდნიკოვი კოლონიიდან გამოდის, დროზე ადრე. ყველა განვითარებული ამბის შემდეგ: მეგობრების დაღპვის, ციხის... ის სხვა ადამიანად იქცა. მას სურს ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყება. მაგრამ პირველ რიგში დაღუპული მეგობრის ხსოვნისთვის, რომლის სიკვდილში ის უნებლივ დამნაშავეა, უნდა იპოვოს ერთი ადამიანი... მაგრამ შეხვედრა ჩვიდმეტიწლის დაშკასთან მის გეგმებს შეცვლის... მას კვლავ უამრავი გამოცდა ელის წინ...
სასწაულით იგი სიკვდილს გადაურჩება და ბრუნდება სახლში, სადაც ის დაიბადა. ახლა ამ სახლში მისი ცხოვრების სიყვარული ცხოვრობს. მაგრამ მისი ოცნება ბედნიერებაზე ინგრევა: იგი გაიგებს, რომ მისი სიყვარული მტრის ქალიშვილია...
ყოფილი ლეგენდარული მკვლელი კენშინ ხიმურა გახდა სამურაი, რომელსაც სთავაზობენ დაეხმაროს იმათ ვინც გასაჭირშია, რათა გამოისყიდოს თავის წარსულის ქმედებები. ერთ-ერთი ოპერაციის დროს იგი წააწყდება კაორუ კამიეის. მათ შორის ურთიერთობა თანდათან ვითარდება, მაგრამ კენშინს როგორც ყოველთვის, თავისი წარსული ახსენებს თავს...
გაერთიანებამდელ ჩინეთში ქინის მეფე აგზავნის მის ხარჭას მეტოქე სამეფოში, რათა მოიძიოს მკვლელი პოლიტიკური შინაარსით, მაგრამ აღმოაჩენს რა მეფის ბოროტებას, იგი ნაკლებ გაბედულად მოქმედებს...
კურტ ვონეგუტის რომანის ეკრანიზაცია. ამერიკელი ჯაშუშის ისტორია, რომელიც ნაცისტურ გერმანიაში მსახურობდა და მეორე მსოფლიო ომის დროს საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდა თავისიანებს. ომის დასრულების შემდეგ ის გაასამართლეს, როგორც ნაცისტი. გადის წლები და მამაკაცი ცდილობს თავისი უდანაშუალობა დაუმტკიცოს ყველას...
1941 წელი. ოკუპირებული საფრანგეთი, ინტერნირებულ პირთა ბანაკი.ოკუპანტმა ხელისუფლებამ დააპატიმრა კომპარტიის გამოჩენილი პირები. დაპატიმრებულთა შორისაა იდეების ერთგული მარქსისტი ტიმბო, ის ავტორიტეტია პოლიტიკურ პატიმართა შორის. აქვეა 17 წლის გი მოკე, შეყვარებული რომანტიკოსი, რომელიც მოგვიანებით თავისუფალი საფრანგეთისთვის მსხვერპლად შეწირული სიმბოლო გახდება. ნანტში შურისძიების სახელით, წინააღმდეგობის მებრძოლებმა გერმანელი ოფიცერი მოკლეს. ჰიტლერი საოკუპაციო არმიის მხედართმთავარს უბრძანებს საპასუხოდ კონტრ ზომები მიიღონ და დახვრიტონ არანაკლებ 15 ფრანგისა. სასიკვდილო ხალხს ინტერ ბანაკიდან არჩევენ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც ოკუპანტების აზრით, ტერორისტთა პოლიტიკურ იდეებს იზიარებენ...
ერთ ერთი სასტუმროს ბარში ერთმანეთს ბიზნესმენი და ქილერი შეხვდნენ.მათ ორივეს სჭირდება ერთმანეთი.ქილერს სჭირდება ადამიანი,რომელზეც ეჭვს არავინ აიღებს,ხოლო ბიზნესმენს ქილერი,რომელიც კონკურენტების გაქრობაში დაეხმარება...
ჯულია ლემბერტი - ლონდონის თეატრის პრიმადონაა. ის დიდი ხანია საყოველთაო ყურადღების ცენტრშია, მაგრამ მას სცენისგან, ქმრისგან და მაღალი წრის საზოგადოებისგან დასვენება ...
დედის გარდაცვალების შემდეგ გოგონა იტალიაში გადაწყვიტავს გამგზავრება,მას რამოდენიმე ხანი მოუწევს ოჯახის მეგობრის ვილაზე ცხოვრება.სადაც იგი შეხვდება მამაკაცს,რომელმაც პირველი კოცნა აჩუქა...
ფილმი მოგვითხრობს ერთ წარმატებულ ადამიანზე რომელსაც არგაუმართლა და მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა. მას აღარ აქვს არც ფული არც რეპუტაცია მოკლედ განადგურებულია. ერთ დღეს მას მაკითხავს მისი ყოფილი შეყვარებული ბისექსუალი გოგო თავის ლეზბოსელ შეყვარებულთან ერთად და ფულის სანაცვლოდ ორივეს დაორსულებას სთხოვს...
ფილმი მოგვითხრობს მდიდარ ქალზე,რომელსაც ყველაფერი აქვს იმისთვის,რომ ბედნიერი იყოს და წარმოდგენაც კი არ ააქვს ქმრის ღალატის შესახებ....მისი საუკეთესო მეგობარი სილვია ფოულერი ჟურნალ «კაშეს» მთავარი რედაქტორი.როდესაც ქალი გაიგებს,რომ მას ქმარი ღალატობს,ყველაზე მეტად ეხლა ჭირდება თავისი საუკეთესო მეგობრის დახმარება...
მაკლი და ჯოანი იდეალურ წყვილად ითვლებიან.ისენი მხოლოდ ერთი დღით დაშორდებიან ერთამენთს რადგან მაიკლი თავის მომხიბლავ კოლეგასთან ერთად მიდის მივლინებაში.ხოლო მისი ცოლი თავის ძველ სიყვარულს შეხვდება...
მამაკაცს შეუყვარდება სხვა ქალი და მასთან გადაწყვიტავს საცხოვრებლად გადასვლას.კაცს არ უნდა,რომ თავისი მეუღლე განქორწინებით დააამციროს და ამიტომ გადაწყვიტავს ცოლი მოკლას...
კჰამი ბავშვობიდან იზრდებოდა იმ აზრით, რომ თავისი წინაპრებივით ჯუბატის მებრძოლი გახდებოდა - სამეფო სპილოს მცველი. მის წვრთნაში მონაწილეობას იღებდა არა მარტო მოსიყვარულე მამა, არამედ სპილო სახელად პი იაი და მისი შვილი კონი...
ისტორია ვითარდება ვეტერანი მკვლელის მარკ შილდსის გარშემო, რომელიც კვალში უდგას სალაზარის კრიმინალური კარტელის მეთაურ პელონს.ფილმი გადაღებულია ტიხუანაში, მექსიკაში და იგი სავსეა ექშენითა და დრამით...
როდესაც ტიმბუქტუს ხელისუფლებაში მოდიან რელიგიური ფუნდამენტალისტები, ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრება იქცევა ჯოჯოხეთად, რომელშიც აკრძალულია ნებისმიერი გართობა, მუსიკა, სიცილი და ნებისმიერი აზრთა სხვაობის მცდელობა…
კიევი, მეათე საუკუნის მიწურული. მამის სიკვდილის შემდეგ, ახალგარდა ვიკინგი ნოვგოროდის პრინცი დევნილია. მშვიდობისათვის მეტი მახვილია საჭირო, ვიდრე ომისათვის...
1997 წელი. რიო დე ჟანეიროში პაპის ვიზიტამდე, სპეციალური ბატალიონის კაპიტანი ამოწმებს რამდენად უსაფრთხოა მიმდებარე ტერიტორია. დათვალიერებისას ის აღმოაჩებს ნარკოდილერების სახიფათო დაჯგუფებას, რომლებიც განლაგებულები არიან იმ ადგილის ახლოს, სადაც პაპი უნდა გაჩერდეს...
მშვენიერი და მხიარული კეტი გადაწყვეტს კოლეჯში ჩაბარებამდე 1 წელი თავისი ცხოვრებით იცხოვროს. ის მოგზაურობს და საკუთარ თავს შეიცნობს, თან თავგადასავლებს აქვეყნებ ბლოგზე ანონიმურად...
"ლონდონის ბულვარი" არის ისტორია ციხიდან ახალ გამოსულ მამაკაცზე, რომელსაც ახალგაზრდა კინოვარსკვლავი შეუყვარდება. მას ბოროტ ბანდებთან ბრძოლა უწევს...
შელახული და დაშავებული ჩარლი ქანთრიმენი ჩამოკიდულია თავდაყირა ბუქარესტის ცენტრში. კიდევ წამი — და მის გულს გახვრეტს ტყვია და ახალგაზრდა ამერიკელი ტურისტის ცხოვრება შეწყდება. თუმცა რამდენიმე კვირის წინ ის ვერც კი წამოიდგენდა მსგავს ფინალს.
მარსელ განქსტერების მეთაური ბრუნდება ქალაქში ერთადერთი მიზნით - იმისთვის რომ შური იძიოს დაღუპულ მეგობრისათვის, მაგრამ ამჯერად მას მოუწევს პოლიციის კომისართან და განქსტერულ კლანთან ბრძოლა. მეგობრისთვის შური ნაძიები იქნება, მაგრამ მკვლელობები გრძელდება, და მშობლიურ ქალაქი იქნება ცივი და უცხო...
მშობლიური მაფიოზური კლანის განადგურების შემდეგ ანიკი იამამოტო, ზედმეტსახელად უფროსი ძმა, იაპონიიდან ამერიკაში გარბის. აქ მას არანაკლებ სასტიკი სამყარო ხვდება...
ალადინი უსახლკარო ობოლია, რომელიც გამოგონილ სურვილის ქალაქში ცხოვრობს. მისი ცხოვრება იცვლება , როდესა ჟასმინი მას ჯადოსნურ სანათს აძლევს, რომელშიც ყოვლისშემძლე ჯინი ცხოვრობს...
როცა მერი გრიფიტი - ღვთისმოსავი ქრისტიანი იგებს, რომ მისი შვილი ბობი - გეია, ფიქრობს რომ ამ ცოდვას ღმერთი მხოლოდ ლოცვით შეუნდობს და მოუწოდებს ეკლესიაში ეძიოს ნუგეში. ბობი კი დედის ამ რეაქციისა და უიღბლო სიყვარულის გამო სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს...
ოცდაათიანი წლების ბოლოს არისტოკრატი ქალბატონი ბაი და ამერიკელი მისიონერი ექიმი ანდრე ერთმანეთს ხვდებიან. სიყვარული ბრმაა. ამჯერად მან დაოჯახებული ქალი და საეკლესიო მსახური აირჩია...