სევდიანი და სარკაზმული ისტორია ტაქსას მოგზაურობაზე ერთი პატრონიდან შემდეგ პატრონამდე. მან ოთხი პატრონი გამოიცვალა და ყველასთან სხვადასხვა როლის შესრულება მოუწია. იგი მთელი სპექტრი ადამიანური ემოციების მოწმე გახდა.
კრივი, ეს ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სპორტი - ეს ბიზნესი და ტოტალიზატორია. ჩემპიონის მენეჯერი ფრედი ფიქრობს რომ გამდიდრებისათვის ყველა გზა გამართლებულია, ჩემპიონისათვის ღირსეული მეტოქის მოძიებისათვის კი მას სკანდალი სჭირდება...
ლიზ გილბერტს ჰქონდა ყველაფერი, რაზეც თანამედროვე ქალმა შეიძლება იოცნებოს: ქმარი, სახლი, წარმატებული კარიერა. მაგრამ სხვა ბევრის მსგავსად მანაც აღმოაჩინა, რომ იგი დაკარგული და დაბნეულია.ახლად განქორწინებული გილბერტი ხვდება არაკომფორტულ სიტუაციაში, იგი რისკავს ყველაფერს რათა შეცვალოს თავის ცხოვრება. ლიზი მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენას იწყებს.იტალიაში მოგზაურობისას ის სიამოვნებას იღებს სხვადასხვა კერძების დაგემოვნებით, შეიგრძნობს ლოცვის ძალას ინდოეთში და ბოლოს მოულოდნელად შინაგან სიმშვიდეს და ნამდვილი სიყვარულის ძალას იპოვნის კუნძულ ბალიზე...
რომანტიული დრამა, რომელიც 1930 წელს ინგლისში, პარიზსა და ესპანეთში ვითარდება. ჯილდა ბესი პარიზში, ირლანდიელ სკოლის მასწავლებელთან გაი მალიონთან და ესპანეთიდან ლტოლვილ მიასთან ერთად ცხოვრობს. როდესაც ომის პერიოდი დგება მას ეს არ ანაღვლებს, იგი ფოტოგრაფის კარიერას მიყვება. გაი და მია კი ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას გადაწყვეტენ, რის გამოც ეს სამი მეგობარი ერთმანეთს დაშორდება.
ფილმი "კაკუნი სამოთხის კარზე" მოგვითხრობს ისტორიას კიბოთი დაავადებული ორი ადამიანის შესახებ, რომლებიც საავადმყოფოში დამეგობრდებიან და გადაწყვეტენ უკანასკნელად გაერთონ. ტეკილათი დათრობის შემდეგ მანქანას იპარავენ და საავადმყოფოდან გარბიან. მოპარული მანქანა განგსტერების საკუთრებაა, მათ მანქანის საბარგული აინტერესებთ...
ცნობილი მწერალი, ვირჯინია ვულფი მორიგი რომანის, "მისის დელოუეის” წერას იწყებს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს არა მარტო მწერლის, არამედ მკითხველთა ცხოვრებაშიც - ფილმის ძირითადი სიუჟეტის პარალელურად მაყურებელს შესაძლებლობა აქვს თვალყური ადევნოს ამ რომანის გავლენას 50-იანი წლებისა და თანამედროვე დროის ორ მკითხველ ქალზე...
ახალგაზრდა გოგონას ასტრიდისა და მისი დედის ინგრიდეს უდარდელი და ბედნიერი კალიფორნიული ცხოვრება მას შემდეგ აირევა, რაც ინგრიდის ცხოვრებაში იდუმალი მამაკაცი – ბარი კოლკერი გამოჩნდება. მათი რომანის დასრულება ინგრიდეს გულგატეხილს ტოვებს და შურისძიების სურვილი დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებს... ის თავის საყვარელს თეთრი ოლეანდრის შხამით მოწამლავს.
კეტრინ ანა უოტსონის ისტორია. ფემინისტი მასწავლებელი, რომელმაც კალიფორნიის უნივერსიტეტი დაამთავრა 1953 წელს, შეყვარებული ლოს-ანჯელესში დატოვა და მასაჩუსეტსის შტატში გაემგზავრა ქალთა კერძო ხელოვნების კოლეჯში მასწავლებლად...
კოლეჯის დამთავრების შემდეგ ბენჟამენ ბრედოკი ქალბატონ რობინსონთან ერთად სიყვარულის მახეში გაებმება. შემთხვევით იგი მამამისის ბიზნეს-პარტნიორის ცოლი აღმოჩნდება და ბენჟამენი აღმოაჩენს, რომ ამჯერად მას ქალბატონ რობინსონის თინეიჯერი ქალიშვილი, ელაინი უყვარს.
მეგი გეგმავს ბავშვის გაჩენას, რაც საფრთხეს უქმნის, როცა დაქორწინებული კაცი ჯონი უყვარდება. არამყარი ქორწინების ნგრევა დიდებული და შეუძლებელია ჯორჯიტისთვის....
აკის ძალიან უყვარს ფეხბურთი და სურს წარმატებას მიაღწიოს გოგონათა ფეხბურთის გუნდში. ერთხელ მას ცხვირიდან სისხლი წამოუვა, გამოკვლევის შედეგად გაირკვევა, რომ მას ლეიკემია აქვს...
მარკოსი გენერლის ოჯახის მძღოლია, მისმა მეუღლემ თავის დროზე მოიტაცა ბავშვი ფულის გამოძალვის მიზნით, რომელიც უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მარკოსი ცდილობს სინდისის დამშვიდებას და ამ ამბავს გენერლის ქალიშვილს უყვება, რომელიც ფარულად ბორდელში მუშაობს.
ჰოლი პარკერი ცხოვრობს მზიან კალიფორნიაში ყველაზე შესანიშნავ მამასთან ერთად მთელ ქვეყანაზე, მისი თანატოლი ენი ჯეიმსი კი – ლონდონში მშვენიერ მოსიყვარულე დედასთან. პირველი ოცნებობს დედაზე, რომლის გარეშეც მას ძალიან უჭირს, მეორე კი ოცნებობს მამა ყავდეს. როდესაც გოგონები შემთხვევით შეხვდებიან საზაფხულო ბანაკში, მათ აქვთ, რა გაუზიარონ ერთმანეთს...
ფილმის მთავარ გმირს პოლ ტომპსონს სურს გადაცუროს მდინარე ჰუდსონი რომელიც 150 მილია. ეს მისი ბოლო შანსია, ამიტომაც იგი ეპატიჟება თავის ბავშვობის მეგობრებს - ჯეფს და ლიზის. მათ წინ სამ კვირიანი თავგადასავალი ელოდებათ.
ფილმის მთავარი გმირები სუ და ჩოუ ორ ოთახს ქირაობენ, რომლებიც გვერდი-გვერდ არიან განლაგებულნი. მათი მეუღლეები არასოდეს არიან სახლში. სახლის მეპატრონის და მეზობლების კეთილგანწყობის მიუხედავად ისინი მაინც მარტოხელად გრძნობენ თავს. სულ მალე მათ შორის მეგობრული ურთიერთობები ყალიბდება. ისინი ერთმანეთს უზიარებენ ეჭვებს მეუღლეების ერთგულების შესახებ.
ცხრა წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა სტუდენტმა, ჯესიმ მატარებელში მომხიბლავი ფრანგი გოგონა, სელინი გაიცნო და მასთან ერთად ერთი დაუვიწყარი დღე გაატარა ვენაში. ამ ხნის მანძილზე ორივე ბევრი რამ შეიცვალა და აი, ისინი კვლავ ხვდებიან ერთმანეთს...
ჯეკ ფოული ყაჩაღია. მის სახელზე ორასამდე ბანკის დაყაჩაღებაა. ერთხელაც ციხიდან გამოქცეული ჯეკი მიხვდება, რომ ფულზე და ქონებაზე უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამეა. ეს მნიშვნელოვანი კი კარენ სისკოს გულის მონადირებაა... ის ჭკვიანი და მომხიბვლელი ქალია, მაგრამ სამწუხაროდ პოლიციის ოფიცერია...
ჯასთინი და მაიკლი ჯასთინის დის სახლში თავიანთ ქორწინებას აღნიშნავენ. ჯასთინის დიდი მონდომების მიუხედავად წვეულება ფიასკოთი სრულდება. ნათესავებს შორის დაძაბულობა მატულობს. ამდროს კი პლანეტა „ „მელანქოლია“ პირდაპირ დედამიწისკენ მოემართება...
ორი აფრიკელი ბიჭი, თეთრი რინო და შავკანიანი ზულუ მეგობრები არიან. 25წლიანი განშორების შემდეგ ისინი კვლავ ხვდებიან ერთმაეთს. იხსენებენ ბავშვობას, გაიტაცებენ ნახევარ მილიონ დოლარს და ცდილობენ დაემალონ პოლიციას...
ჩარლი ჩაპლინის პირველი მუნჯი ფილმი, მას შემდეგ რაც მან ხმოვან კინოში თავი დაიმკვიდრა. ისტორია ღატაკ მამაკაცზე, რომელსაც ყვავილების გამყიდველი ქალი შეუყვარდება. ფილმს დიდი წარმატება მოჰყვა და დღესდღეობით საკულტო კლასიკად არის მიჩნეული...
აფროდიტა, სიყვარულის და სილამაზის ქალღმერთი, ტულა პორტოკალოსის მიმართ არ არის კეთილგანწყობილი. ის უკვე 30 წელს გადასცდა და ჯერ კიდევ გაუთხოვარია. სათვალეებში და მოუვლელი თმით, ის კლიენტებს ემსახურება თავისი მრავალრიცხოვანი ნათესავების საოჯახო რესტორანში და გაქცევას ნატრობს ყველა ამ დეიდებისგან, ბიძიებისგან და ბებიებისგან.
ორი ძმა უჩვეულო მოვლენების მოწმე გახდება, ამერიკის მიდამოებში მოგზაურობისას. ერთი შეხედვით უდარდელი მოგზაურობა ჩახლართულ და ბნელ სიმართლეს ახდის ფარდას...
ქმარი ორ ადამიანს ქირაობს, რომლებმაც მისი ცოლი უნდა გაიტაცონ და შემდეგ მამამისს გამოსასყიდი მოსთხოვონ. ეს ფაქტი სისხლიანი მოვლენების მთელ ჯაჭვს იწვევს, დამკვეთის, შემსრულებლის და გატაცებულის მამის სულელობის, სიხარბის და უიღბლობის გამო.
ალექსი უკრაინელი იმიგრანტია, რომელიც ტორონტოში გადავიდა საცხოვრებლად, რათა უკეთესი შესაძლებლობები ჰქონოდა. იგი მის მშობლებს ინტერნეტ მაქინაციებით ინახავს...
ვიქტორიანული ინგლისი. ქეთრინი, ლამაზი და ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც მზითვების გარეშე ათხოვებენ მდიდარ და უკვე საკმაოდ ასაკოვან მიწათმფლობელზე. ამ ყველაფრის შედეგი მძიმე იქნება, რადგან ახალგაზრდა პატარძალი – მომავალში ნამდვილი ლედი მაკბეტი გახდება, რომელმაც უსიყვარულო ქორწინებაში ყოფნისას გაუძლო ყველა დამცირებას და წყენას, იგი იწყებს სასტიკი და უმოწყალო მეთოდებით გზის გაკვალვას, საკუთარი ქალური ბედნიერებითვის…
დაუსახლებელი კუნძულის სანაპიროზე თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, აშშ-ს საფეხბურთო ნაკრების გადარჩენილი წევრები, ერთდროულად ველურ ბუნებასა და ირგვლივ მყოფთა ფსიქიკის განადგურებას ეჯახებიან.
საყვარელი და ცინიკური ფილმი მწერალ ფელტონ დილეინზე, რომელიც ბრუნდება თავის მშობლიურ ქალაქში და გაუფრთხილებლად ეწვევა ყველას, ვინც ოდესღაც მიატოვა: მშობლები, და და ყოფილი შეყვარებული…
ტემნიკოვი მოცეკვავეა, რომელმაც ოცი წლის წინ ტრამვა მიიღო. ამ ტრამვის შედეგად იგი მალე სიარულს ვეღარ შეძლებს. მას არავის გვერდში დგომა და დახმარება არ სურს.
სამი სხვდასხვაგვარი მამაკაცი, სამი სხვადასხვა მსოფლიო, სამი სხვადასხვა ომი - ყველანი კვეთს თანამედროვე ომს - აირის მორალის ბნელი მსოფლიო... ყველაფერი ისე არაა როგორც ჩანს...
ფილმი მოგვითხრობს თანამედროვე მოსკოვში მაცხოვრებელ ოჯახზე, რომელიც მტკივნეულ განქორწინებას განიცდის. მთავარი გმირები ჯერ კიდევ დაქორწინებულები არიან, მაგრამ ორივემ დაიწყო ახალი ცხოვრება და სურთ მალე მოაგვარონ ფორმალობები. მათი კონფლიქტები გავლენას ახდენს მათ 12 წლის შვილზე. მორიგი კონფლიქტის შემდეგ ბავშვი ქრება...
სიყვარულის ნაპერწკალი იფეთქებს არასამთავრობო ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლის და ხელისუფლების წარმომადგენელს შორის, როდესაც ისინი სამი ნაცრისფერი ვეშაპის გადარჩენას ცდილობენ, რომლებიც ყინულის ქვეშ ხაფანგში მოჰყვნენ...
პატარა მაწანწალას არ სურს უბრალო უმნიშვნელო ნაწილი იყოს წარმოების უზარმაზარ მეგა-მანქანაში, რომელიც ასე ძალიან ჰგავს ადამიანთა საზოგადოებას. ჩარლი ებრძვის სულელ მდიდრებს, ყოვლისშემძლე პოლიციელებს, წარმოების უსულო უფროსებს...
ლუდოვიკ XIV-ს ძალიან უყვარდა გემრიელად ჭამა, ამის გამო მთელი ცხოვრება სხვადასხვა დაავადებებით იტანჯებოდა. ექიმები არ ცდილობდნენ მის გამოჯანმრთელებას, მათ უნდოდა მეტი ფული აეღოთ მისი მკურნალობით. ერთმა მედიცინის ისტორიკოსმა დაწერა:" ეჭვგარეშეა, რკინის ჯანმრთელობაა საჭირო ასეთი მკურნალობის გაძლებისათვის."
ფინლანდიიდან გაქცევის შემდეგ იუსი კეტოლა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე აღმოჩნდება. ახალმა რეჟიმმა იგი არჩევანის წინაშე დააყენა - მთავრობასთან თანამშრომლობა თუ ახალი სახელით მშვიდი ცხოვრება. იუსი ბევრი სირთულის გამოვლის შემდეგ მოახერხებს ახალ ადგილზე დამკვიდრებას, მაგრამ პოლიტიკური მდგომარეობა მოულოდნელად იცვლება...
ადამიანების გულახდილი საუბრები დედამიწაზე ცხოვრების ერთ დღეზე. ცალკეული ადამიანების მონაყოლი,თავიანთ პირად ცხოვრებაზე, აერთიანებს და გვაჩვენებს მსოფლიო საზოგადოების ყოფას. სასაცილო და სევდიან, ტრაგიკულ და ოპტიმისტურ მონათხრობებს სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის ბევრი საერთო აქვს, მიუხედავად უზარმაზარი გეოგრაფიული დაშორებებისა. კადრები აწყობილია მოქმედი გმირების პასუხებით იმ კითხვებზე, რომელთაც მათ უსვამენ: რა გაქვთ ჯიბეში? რისი გეშინიათ? რა გიყვართ და ა.შ.
ომისშემდგომი რომი. დიდი ხნის უმუშევარი ანტონიო რიკი სიხარულისგან მეცხრე ცაზეა – მან ბოლოს და ბოლოს იშოვა სამსახური. მაგრამ, პირველივე სამუშაო დღეს მას ველოსიპედი მოპარეს, რომლის გარეშეც მუშაობა შეუძლებელია! პატარა შვილთან ბრუნოსთან ერთად ის ცდილობს დიდ ქალაქში მოპარული ველოსიპედის პოვნას, რომელზეც მისი ოჯახის ცხოვრებაა დამოკიდებული.
დედა და შვილი პატარა ფრანგულ ქალაქში ჩამოდიან და შოკოლადის მაღაზიას ხსნიან. მორალურად და რელიგიურად მკაცრ მაცხოვრებლებს ისინი არ მოსწონთ, რადგან ზედმეტად თავისუფლად აზროვნებენ და იქცევიან. ამ დროს ქალაქს ბოშების გემი მოადგება და ქალაქის მერის ცრურწმენა კრიზისს გამოიწვევს...
ოსკარ უაილდის თხზულების მიხედვით გადაღებული ფილმი, პატივმოყვარე ფლეიბოის შესახებ ლონდონიდან, რომელმაც უკვდავი სილამაზის შესანარჩუნებლად სული გაყიდა. ლორდ ჰენრი უოტონის ცხოვრების წესით ცდუნებული ლამაზი, ახალგაზრდა არისტოკრატი დორიან გრეი ახალგაზრდობის შენარჩუნების სურვილით შეპყრობილი ხდება და სპეციალურად ახატინებს პორტრეტს, რომელიც ჟამთასვლას თავის თავზე იღებს, ხოლო თავად სამუდამოდ ახალგაზრდა რჩება...
ბავშვობის მეგობრების, ებისა და სემის ისტორია. ისინი რვა წლის ასაკიდან მეგობრობენ, მაგრამ ცხოვრება მათ განშორებას უწყობს. ების ასწავლის სემს, როგორ უნდა იცხოვროს მის გარეშე, მაშინ როდესაც სემი ასწავლის ების, როგორ უნდა მოკვდეს.
ლინდსის შობამდე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მისაღები: დარჩეს მის პატარა მშობლიურ ქალაქში და ცოლად გაჰყვეს მის შეყვარებულს, თუ სწავლა გააგრძელოს კოლეჯში ქვეყნის მეორე ნაწილში. რა უნდა გააკეთოს? საბედნიეროდ მას აქვს ჯადოსნური საშუალება ნახოს რა მოხდება მომავალ სამ წელში, რომელიმე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში...
სუზი ცოტა ხნის წინ გამოწერეს საავადმყოფოდან და ის საჭიროებს სადღეღამისო ზრუნვას. მისი ქმარი დუნკანი გადაწყვეტს, რომ საუკეთესო წამალი სიუზისთვის და საშობაო საჩუქარი, რომელიც მას არასოდეს დაავიწყდება, ეს გამგზავრება ეშმაკის ბორბალით, რომელიც იმყოფება მათ საკუთარ სახლში. რატომ ეშმაკის ბორბალი? იმიტომ, რომ მის კაბინაში მრავალი წლის წინ დუნკანმა სიუზანს ხელი სთხოვა...
ასაკში შესული ალკოჰოლიკის ბედ ბლეიკის ცხოვრებაში, რომელიც წარსულში ცნობილი ქანთრის მომღერალი იყო, თითქმის უკვე ყველაფერი წარსულშია. მას აქვს უკანასკნელი შანსი, რომ შეცვალოს თავისი დარჩენილი ცხოვრება. ბედი უნდა ენდოს ახალგაზრდა ჟურნალისტს და გახდეს ქანთრის ამომავალი ვარსკვლავის პროდიუსერი...
ჰერიეტი ყოფილი ბიზნეს ლედია, რომელიც ცდილობს აკონტროლოს ყველაფერი მის გარშემო. იგი საკუთარი ნეკროლოგის დაწერას გადაწყვეტს. ახალგაზრდა ჟურნალისტი ამოცანად დაისახავს სიმართლის გაგებას...
ინტერნეტი და რამოდენიმე თავისუფალი წუთი, სულ ესაა საჭირო 21-ე საუკუნეში ახალი ნაცნობობისათვის და მათთვის ვისაც იზიდავს სექსი ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე. გაბიმ და მარტინამ ერთმანეთი აპლიკაციის დახმარებით გაიცნეს. არც ერტი მათგანი არ იყო მზად სერიოზული ურთიერთობისათვის, მაგრამ ყველაფერი მათგან დამოუკიდებლად მოხდა...
ყოფილი როდეოს ჩემპიონი - სემი, ალიასკაზე ცხოვრობს, ღვთისაგან მიტოვებულ ქალაქში. ელვუდი ორ მამაკაცთან ერთად იმავე სასტუმროში დაბინავდება, სადაც სემი ცხოვრობს. აღმოჩნდება, რომ ელვუდი დანაშაულთანაა დაკავშირებული, რომელმაც ცოტა ხნის წინ ქალაქი შეძრა...
ახალგაზრდა ქსავიეს მოსწყინდება მშობლიურ პარიზში და ბარსელონაში მიდის, სადაც ექვს სხვა ახალგაზრდასთან, რომლებიც მთელი ევროპიდან არიან, ერთად ცხოვრობს. ისინი სიყვარულის და მეგობრობის საერთაშორისო ენაზე საუბრობენ...