ფილმში მოვლენები ვითარდება მე-18 საუკუნეში.ინგლისელი და ფრანგი ჯარისკაცები ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიების ხელში ჩასაგდებად იბრძვიან. ადგილობრივები და ამერიკელები იძულებულნი არიან დაპირისპირებაში ჩაერთონ. კორა და მისი და ელისი შემთხვევით სახიფათო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, მაგრამ მათ უკანასკნელი მოჰიკანის მიერ აღზრდილი მამაკაცი გადაარჩენთ...
ყოფილი მკვლელი ჰაჩ მენსელი ოჯახს ნოსტალგიურ შვებულებაში მიჰყავს პატარა ქალაქის თემატურ პარკში, სადაც ისინი კვლავ ძალადობის ქარცეცხლში აღმოჩნდებიან, როდესაც ისინი კორუმპირებულ ოპერატორს, თაღლით შერიფსა და დაუნდობელ კრიმინალურ ავტორიტეტს დაუპირისპირდებიან....
ახალგაზრდა ქალი მემკვიდრეობით იღებს დანგრეულ პაბს და აღმოაჩენს ბნელ საიდუმლოს მის სარდაფში - ბაგჰედი - ფორმის ცვალებადი არსება, რომელიც საშუალებას მოგცემთ ისაუბროთ დაკარგულ საყვარელ ადამიანებთან, მაგრამ არა უშედეგოდ....
რადიკალი ეკოაქტივისტების ჯგუფი ცათამბჯენში გამართულ მდიდრულ წვეულებაზე 300 მძევალს აიყვანენ, რათა ენერგეტიკული კომპანიის კორუმპირებული ხელმძღვანელობა გამოავლინონ. თუმცა, ბანდის რიგებში ერთ-ერთი ნამდვილი გიჟია, რომელიც მძევლების დახოცვას გეგმავს, თუმცა იქვე იმყოფება ყოფილი ჯარისკაცი, რომელიც ამჟამად ფანჯრების მწმენდავად მუშაობს, და შენობის გარედან 50 სართულის სიმაღლეზე ჩამოკიდებულმა, შიგნით მყოფი ადამიანების, მათ შორის მისი უფროსი ძმის, გადარჩენა უნდა უზრუნველყოს.
მოქმედება ხდება იმ მომენტიდან როდესაც უცხოპლანეტელები დედამიწაზე თავისი ხომალდით ჩამოვლენ, ექსპერტი კი ცდილობს გაარკვიოს აქ მშვიდობიანი გეგმებისთვის ჩამოვიდნენ თუ საფრთხეს წარმოადგენენ...
მუსიკალური მაგნატი გამოსასყიდის მოთხოვნის შეთქმულების სამიზნე ხდება და იძულებულია იბრძოლოს ოჯახისა და მემკვიდრეობისთვის, ის სიცოცხლისა და სიკვდილის მორალურ დილემაში აღმოჩნდება.
რეალური ისტორია, რომელიც მოგვითხრობს გამოცდილი ღრმა ზღვის მყვინთავების შესახებ, როდესაც ისინი ებრძვიან მძვინვარე ელემენტებს ოკეანის ზედაპირზე ასობით ფუტის ქვეშ ჩარჩენილი ეკიპაჟის თანამებრძოლის გადასარჩენად...
სერფერი აღმოჩნდება მახეში სერიულ მკლელთან, რომელიც გატაცებულია ზვიგენებით. ახლა მისი ერთადერთი მიზანია როგორმე ცოცხლად გადაურჩეს როგორც ზვიგენებს, ასევე სერიულ მკვლელს...
მუტანტი ობობის ნაკბენის შემდეგ, კოლეჯის მორცხვი მოსწავლე პიტერ პარკერი ზებუნებრივი ძალით დაჯილდოვდება. თავიდან, იგი ამ ძალას უბრალოდ რესლინგის მატჩის მოსაგებად გამოიყენებს, საბოლოოდ კი, ბოროტ მწვანე გობლინთან შებრძოლება მოუწევს. პიტერს ეს უნარი მისი ოცნების გოგოს გულის დაპყრობაშიც ეხმარება, მაგრამ ოჯახური ტრაგედია და საუკეთესო მეგობრის საეჭვო საქციელი მას ემოციურად დაცლის...
პოლიციელი ყოფილ შეყვარებულს ისეთ შეთავაზებას სთავაზობს, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელია: ან ის ბანდაში შეაღწევს და ინფორმატორი გახდება, ან მისი ძმა ციხეში მოხვდება.
სარა და დევიდი ერთმანეთისთვის უცხოები იყვნენ, სანამ საერთო მეგობრის ქორწილში არ შეხვდნენ. მალე ისინი ხანგრძლივ, გაბედულ და მშვენიერ მოგზაურობას იწყებენ, სადაც წარსულში მომხდარ მნიშვნელოვან მომენტებს იხსენებენ. ეს მათ ეხმარება გაიგონ, თუ როგორ მიაღწიეს იქ, სადაც ახლა არიან და, ეს შესაძლოა, მომავლის შეცვლის შანსიც იყოს.
ავსტრიელი მთამსვლელი ჰაინრიჰ ჰარერი ჰიმალაებში ოჯახის გარეშე მიემგზავრება, რათა 1939 წლის ექსპედიციას უხელმძღვანელოს, მაგრამ მეორე მსოფლიო ომი იწყება და ამპარტავან ჰარერს მოკავშირე ძალები ხელთ იგდებენ, როგორც სამხედრო ტყვეს. იგი სხვა პატიმარათან ერთად ტყვეობას თავს აღწევს და ლიასოში, ტიბეტში მიემგზავრება. აქ ის 14 წლის დალაი ლამას შეხვდება. მასთან მეგობრობა საბოლოოდ შეცვლის ჰარერის მსოფლმხედველობას და შეხედულებას ცხოვრების შესახებ...
მოვლენები თანამედროვე ლონდონში ვითარდება. ისტორია ვნებაზე, დრამა სიყვარულზე და მიტოვებაზე, სადაც ოთხი უცნობი ერთმანეთს ხვდება, მათი წამიერი გატაცებები და შემთხვევითი ღალატი...
პარანორმალური მოვლენების გამომძიებლები, ედ და ლორეინ უორენები, ყველაზე შემაძრწუნებელ საქმეს იძიებენ, რაც კი ოდესმე უნახავთ. ოჯახი საცხოვრებლად საოცნებო სახლში გადადის, მაგრამ მალევე მათ სახლში დემონური მოქმედების ნიშნები იწყება, რაც მათ ცხოვრებას კოშმარად აქცევს.
ბენჟამინ სიგელი მეტსახელად "Bugsy" - ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული განგსტერი, კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი თავის მეგობრებთან ერთად. თავის თავში დარწმუნებული, გაწონასწორებული მექალთანე, რომელსაც ყველა პატივს სცემდა. მაგრამ იგი სხვა კანონისდამრღვევებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ არ აინტერესებდა ფული ან უსაზღვრო ძალაუფლება, მას უნდოდა მომავლის ქალაქი აეშენებინა, სწორედ ამ მიზნით შეისყიდა ნევადაში არსებული უდაბნო, და ოცნების სასტუმროსა და კაზინოს აშენება განიძრახა...
ბრაზილია, 1971 წელი. ქვეყანაში ექვსი წელია სამხედრო დიქტატურა მძვინვარებს. ინჟინერი რუბენს პაივა, მრავალშვილიანი მამა და მოსიყვარულე ქმარი, რიო-დე-ჟანეიროში ცდილობს ოჯახისთვის უზრუნველყოფილი ცხოვრება შექმნას, მაგრამ ჯარისკაცები ჩამოდიან და რუბენსი დაკითხვაზე მიჰყავთ, საიდანაც ის აღარასდროს ბრუნდება. მისი ცოლი, იუნისი, სიმართლისთვის ბრძოლას იწყებს და საყვარელი ადამიანის დაბრუნებას ცდილობს.
ეჟენი და დოდინი ნიჭიერი შეფ-მზარეულების დუეტია, რომლებიც ქმნიან დახვეწილ და უგემრიელეს კერძებს, რომლებსაც შეუძლიათ მსოფლიოს საუკეთესო შეფ-მზარეულებზე შთაბეჭდილების მოხდენა. დოდინი, რომელიც დიდი ხანია შეყვარებულია ეჟენზე, გამუდმებით ცდილობს მოიგოს საყვარელი ადამიანის გული...
ოქლენდის ბეისბოლის გუნდის მენეჯერის ბილი ბინის ისტორია, რომელიც ფინანსური პრობლემების თავიდან ასაცილებლად ანალიტიკოსს დაიქირავებს, რათა კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით თამაშის ზუსტი მათემატიკური გათვლები გააკეთონ.
მამის უეცარი გარდაცვალების შემდეგ, ისააკი ახალგაზრდა დედინაცვალთან რჩება. სანამ ის გლოვობს და გადაწყვეტს, მოითხოვოს თუ არა მეურვეობა, ტყეში, გარდაცვლილის სახის მქონე არსება ჩნდება.
ელექსირი სოფელში გარდაცვლილების აღდგომას იწვევს. ერთმანეთთან დაპირისპირებული ოჯახი უნდა გაერთიანდეს და გადარჩენისთვის იბრძოლოს, როდესაც მათი მშობლიური ქალაქი ინგრევა.
ერთგული ძაღლი ინდი თავის პატრონ ტოდთან ერთად ძველ აგარაკზე გადადის საცხოვრებლად, სადაც მალევე ბოროტი ზებუნებრივი ძალები იჩენენ თავს. მამაცი ინდი ბოროტებას ებრძვის, რათა დაიცვას მსოფლიოში მისთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი.
გარეუბანში მცხოვრები წყვილი, კეიტლინი და მიგელ მორალესი, ახალშობილ ბავშვზე ზრუნვისთვის ერთი შეხედვით საყვარელ ძიძა პოლის ქირაობენ. თუმცა, პოლის ნამდვილი მოტივები იავნანას სიმღერასთან ნაკლებად არის დაკავშირებული - რაც წყვილისთვის ნადვილ კომარად იქცევა.
მინესოტაში თოვლის ქარბუქში მოქცეული დაქვრივებული მეთევზე ქალი ხელს უშლის მოზარდი გოგონას გატაცებას და მალევე მიხვდება, რომ ის ახალგაზრდა მსხვერპლის ერთადერთი იმედია.
რეი მრავალი წელია მარტო ცხოვრობს ჩრდილოეთ ინგლისში, პატარა ქოხში. ერთ დღეს მისი ძმა, ჯემი, სტუმრად მოდის და რეის სახლში დაბრუნება სურს. ისინი ერთად იხსენებენ ბავშვობას და იმ ტრავმებს, რომლებმაც ამ ქოხში მიიყვანა.
აივისა და თეოს იდეალური ქორწინება და წარმატებული კარიერა მხოლოდ ზედაპირულია. როდესაც თეოს კარიერა ინგრევა და აივის წარმატება იზრდება, მათ შორის მწარე მეტოქეობა იფეთქებს.
ახალგაზრდა აგენტი ყველაფერს ტოვებს, ის ცდილობს თავი ეტას წევრად გაასაღოს და სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს, რომ სამხრეთ საფრანგეთში ტერორისტების სამალავი აღმოაჩინოს.
როდესაც პოლი იდუმალ ყუთს იღებს უცხო ქალბატონისგან, რომელიც საკმაოდ დაბნეულია, თუმცა ეუბნება პოლის, რომ ღამით ის მოკვდება თუ არ დაემორჩილება ყუთის წესებს: ,მან უნდა მოათავსოს ის, რაც სჭირდება, რაც სძულს და რაც უყვარს. თუ ამას არ გააკეთებს, ყუთი შთანთქავს ყველაფერს - და ყველას - ვისაც კი ოდესმე იცნობდა.
მილიონერ მეწარმეს, სტივენ ტეილორს, ყველაფერი აქვს გარდა მისთვის ყველაზე სასურველისა: თავისი ცოლის სიყვარული და ერთგულება. ნიუ-იორკის ფინანსური სამყაროს ფრიად წარმატებული საქმოსანი, მეუღლეს მის ყველაზე ძვირფას შენაძენად თვლის. მაგრამ ქალს ბრჭყვიალა აქსესუარის როლში ყოფნაზე მეტი სჭირდება...
მეხსიერებადაკარგული ყოფილი გამომძიებელი მკვლელობათა განყოფილებიდან (რასელ ქროუ) იძულებულია, ამოხსნას სასტიკი მკვლელობა, რა დროსაც შოკისმომგვრელ საიდუმლოებებს იგებს საკუთარი წარსულიდან...
მარია კალასი, მსოფლიოს უდიდესი ოპერის მომღერალი, სიცოცხლის ბოლო დღეებს 1970-იანი წლების პარიზში ატარებს, სადაც საკუთარ ვინაობასა და ცხოვრებას უპირისპირდება.
ალექსანდრე დიუმას ამავე სახელწოდების კლასიკური რომანის კინოადაპტაცია, 19 წლის მეზღვაური ედმონდ დანტეს შესახებ, რომელიც ნიშნობისთვის მარსელში ჩადის. მაგრამ შურიანი მეგობრების მიერ გაყიდული, ახალგაზრდა გმირს ადანაშაულებენ ბონაპარტიულ შეთქმულებაში და საკუთარი ნიშნობის დღეს აკავებენ დანაშაულისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია...
"ქრისტეს ვნებანი" მხატვრული ფილმია, სადაც აღწერილია იესოს სიცოცხლის ბოლო 12 საათი. ქრისტეს წამების სცენების ზედმიწევნით რეალისტურად ასახვისათვის, რეჟისორმა - მელ გიბსონმა მაყურებლებისა და კრიტიკოსების მხრიდან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა, განსაკუთრებით კი ებრაული საზოგადოებისგან. ფილმი არაბულ, ლათინურ და ძველ ებრაულ ენებზეა ნათარგმნი. როლებს არაპროფესიონალი მსახიობებიც ასრულებენ, რაც ასევე კამათის საგანი გახდა...
ტოტალიტარული ბრიტანეთის ფუტურისტული პეიზაჟის ფონზე, ფილმი მოგვითხრობს წყნარ ახალგაზრდა ქალზე, ივიზე, რომელიც საბედისწერო სიტუაცაში გადაარჩინა კაცმა, ცნობილმა როგორც "V". ეს არის შთამბეჭდავი ფიგურა შავი ლაბადით და მაღალი წვეტიანი შლაპით, რომლის ქვეშაც საინტერესო ნიღაბს ატარებს. შეუდარებლად ქარიზმატული და საბრძოლო ხელოვნებაში სპარტანულად გაწვრთნილი, ცბიერი "V" რევოლუციას გააჩაღებს, როცა მოუწოდებს თანამემამულეებს აღსდგნენ ტირანიისა და ჩაგვრის წინააღმდეგ...
სამოქალაქო ომის დროს დაჭრილი ჯარისკაცი ჯონ დუნბარი თვითმკვლელობით ცდილობს სიცოცხლის დასრულებას, მაგრამ ამის მაგივრად ხდება გმირი. ჯილდოს სახით მას გადაიყვანენ დასავლეთ საზღვართან მიტოვებულ ფორტში, სადაც ის დაუმეგობრდება ადგილობრივ ინდიელთა ტომს...
პოლიციის ოფიცერს ბოლო მოლაპარაკებებმა, რომლებზეც შუამავლობდა და რომელიც მარცხით დამთავრდა, გამანადგურებელი დანაშუალის შეგრძნება დაუტოვა. ახლა კი, როდესაც მაფიის ბუღალტერი მძევლად იქნა აყვანილი, მან უნდა აწარმოოს მოლაპარაკება მოწინააღმდეგეებთან, თუნდაც საკუთარი ოჯახი აღმოჩნდეს დატყვევებული ბოროტმოქმედების მიერ...
მაფიის მეფემ სონიმ ადამიანი მოკლა. დღისით-მზისით მანქანის დასაყენებელი ადგილის გულისთვის. მოწმემ - ცხრა წლის კალოჯერომ - არ გასცა სონი და მათი მეგობრობაც დაიწყო, სანამ კალოჯერო ზრდასრული ადამიანი არ გახდა და უფსკრულში არ დაიწყო ვარდნა...
ოსკაროსანი სცენარისტისა და რეჟისორის აარონ სორკინის ბიოგრაფიული დრამა, ორი დიდი ამერიკელი სუპერვარსკვლავის უსილ ბოლის და დისი არნაზის ცხოვრების, ურთიერთობისა და ერთობლივი თანამშრომლობის შესახებ. ისინი შოკისმომგვრელი პირადი ბრალდებების, პოლიტიკური ცილისწამების და კულტურული ტაბუების პირისპირ აღმოჩნდებიან. ფილმი წყვილის რთულ რომანტიკულ და პროფესიულ ურთიერთობებს გვიჩვენებს, რომელსაც მაყურებელი სცენარისტების ოთახში, დახურულ კარს მიღმა გადაჰყავს.
ფილმი მოგვითხრობს მოჩვენებებით სავსე სახლზე ინგლისში.1930-იან წლებში, ახალგაზრდა სასულიერო პირი, მისი მეუღლე და ქალიშვილი საცხოვრებლად გადადიან მამულში, სადაც საშინელი საიდუმლოება იმალება.
ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე. 1960-იან წლებში სიბერგი ფედერალური გამოძიების ბიუროს სამიზნეს წარმოადგენდა, როგორც სამოქალაქო უფლებების აქტივისტ ჰაკიმ ჯამალთან პოლიტიკურ და სასიყვარულო კავშირში მყოფი.
1973 წელი. ახალგაზრდა ექთანი იძულებულია ღამის ცვლაში იმუშაოს დანგრეულ საავადმყოფოში, სადაც გაფიცულმა მაღაროელებმა ელექტროენერგია გათიშეს. საავამყოფოს კედლები საშინელ საიდუმლოს ინახავს, რაც საფრთხეს უქმნის მას და ყველა გარშემო მყოფს.
მას შემდეგ, რაც სასიკვდილო პანდემია ცივილიზაციას გაანადგურებს და მის ცოლს მოკლავენ, სპეც-დანიშნულების რაზმის ჯარისკაცი - ჯონ ვუდი, თავის მოვალეობას მიატოვებს და განდეგილი გახდება ჩრდილოეთ უდაბნოში. წლების შემდეგ, მისი სახლის ზღრუბლზე დაჭრილი ქალი - მარია ჯონსონი გამოჩნდება, რომელიც გაქცეული ლაბორატორიული ვირთხა აღმოჩნდება და მის მდევრებს მიაჩნიათ, რომ მისი სისხლი არის მსოფლიო განკურნების გასაღები. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ჯონი ცდილობს არ ჩაერიიოს, ყველა ეჭვი იშლება, როდესაც აღმოაჩენს, რომ მარიამის მდევარი მეთაური სტოუნია, ადამიანი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ მისი ცოლი მოკლა...
მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ჰობიტი ფროდო ბეგინსი ბიძია ბილბოსგან მემკვიდრეობით საიდუმლოებით მოცულ ბეჭედს მიიღებს, იძულებული ხდება სახლი მიატოვოს, რათა დაიცვას იგი ბოროტი მბრძანებლის ხელში ჩავარდნისაგან. ამასობაში შეიქმნება საძმო, რომელმაც უნდა დაიცვას ბეჭედის მატარებელი წევრი და დარწმუნდეს, რომ ბეჭედი ნამდვილად არის დანიშნულების ადგილას მიტანილი. მთა დომი ერთადერთი ადგილია სადაც მისი განადგურებაა შესაძლებელი...
ცნობილი სცენარისტი ჩარლი კაუფმანი შემოქმედებით ჩიხში აღმოჩნდება, როდესაც ჟურნალისტ სიუზენ ორლეანის წიგნის ადაპტაციაზე იწყებს მუშაობას. გრძნობა, რომელიც მას ეუფლება, მუშაობაში ხელს უშლის. ერთხელც, ის გადაწყვეტს, წიგნში ყველაფერი აღწეროს, რაც მის თავს ხდება. მალე ავტორი შეამჩნევს, რომ რეალობა და გამოგონილი სამყარო ერთმანეთში საოცარი სისწრაფით ირევა. ფილმს ოთხი ოსკარი აქვს მოპოვებული.
ჯონ კონსტანტინს ზებუნებრივი ნიჭი აქვს - დაინახოს ადამიანთა შორის შენიღბულად მცხოვრები დემონები და ანგელოზები. მის ხილვებს იგი თვითმკვლელობამდე მიჰყავს. სიკვდილის შემდეგ იგი ახერხებს ჯოჯოხეთიდან დაბრუნებას და ცდილობს თავის გათავისუფლებას. როცა კონსტანტინი უკავშირდება სკეპტიკოს პოლიციელ ანჯელა დოდსონს, რათა მისი ტყუპისცალი დის თვითმკვლელობის საიდუმლო ამოხსნას, გამოძიება მათ ლოს-ანჯელესის ქვეშ მდებარე დემონების და ანგელოზების სამყაროში მიიყვანს...
უძრავი ქონების კლერკი, მარიონ ქრეინი დიდი ფულის გატაცების გამო პოლიციას ემალება. ახალი ცხოვრების დაწყების იმედით, ყველასთვის ცნობილ "ბეითს მოტელს" აფარებს თავს. მენეჯერი ნორმან ბეითსი სახლში გამოკეტილ დედას უვლის. ეს ადგილი უცნაური, მაგრამ სასიამოვნო ჩანს, სანამ მარიონი შხაპის მიღებას არ გადაწყვეტს...
ბენ რენდელი, ლეგენდარული მცურავი-მაშველი რომელმაც წარსულში საშინელი კატასტროფის დროს თავისი გუნდი დაკარგა. ცხოვრებაში თავისი ადგილის საპოვნელად, და საშინელი ამბავის დასავიწყებლად, ის გადაწყვიტავს სანაპიროს დაცვაში წავიდეს, სადაც მის მოვალეობაში ახალგაზრდა მაშველების წრთვნა შედის. აქ ის შეხვდება ახალგაზრდა და ნიჭიერ მცურავს ჯეიკ ფიშერს. სწავლის პროცესის დროს ბენი ეხმარება ჯეიკს შეათავსოს თავისი რთული ხასიათი თავის ნიჭთან...
დის ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ, ჰელენს სამი დისშვილის მოვლა ეკისრება: თინეიჯერ ოდრის, ათი წლის კენისა და სულ პაწაწინა სარას. იყო სამოდელო სააგენტოს დირექტორის დამხმარე არც ისე ადვილია, ”ციდან ჩამოვარდნილ ნათესავებს” მოვლა კი კიდევ უფრო ძნელია. ყველაფერს ართულებს მოულოდნელად გაღვივებული რომანი ადგილობრივ პასტორთან...