ოდესღაც ბეისბოლისტ სთენ როსის სახელი მთელს ქვეყანაში იყო ცნობილი...მისი კოლეგები და ფანები მას სროლების რაოდენობისათვის მისტერ 3000–ს ეძახდნენ...მან მიატოვა კარიერა შუა წარმატებისას,მაგრამ ბედი მას ბოროტად გაეხუმრა.... ათი წლის შემდეგ მისი სამი სროლა წარუმატებლად ჩაითვლება და სთენს სპორტის ისტორიაში კურიოზული მისტერ 2997–ის სახელით შესვლა ემუქრება..როსი თამაშს უბრუნდება, რათა არაოფიციალური სტატუსი აღიდგინოს..მარგამ რას შესძლებს 47 წლის ვეტერანი, რომელიც ფორმაში აღარაა და ახალგაზრდა აგრესიულ კოლეგებს ვეღარ უტოლდება...
არც ისე შორეულ მომავალში, ორი ახალგაზრდა ქალი, რომელიც უდაბურ ტყეში ცხოვრობს აღმოაჩენს რომ მსოფლიო მათ გარშემო აპოკალიფსის ზღვარზეა. მათ უწევთ ბრძოლა გადარჩენისთვის, ასევე გამკლავება სხვადასხვა დაავადებებთან და შიმშილთან...
სერფინგი - მეფეების სპორტი. ყველა ვერ შეძლებს გაუმკლავდეს უდიდეს ტალღებს კალიფორნიის სანაპიროებზე. მათ ეძახიან დამპყრობლებს, რომლებიც აღწევენ 25 მეტრს სიმაღლეში. ჰესონს არაერთხელ ყავს სტიქია დაპყრობილი, მაგრამ თავის საიდუმლოებას არავის უნდობს. მან დაპირდა თავის საყვარელ ქალს, რომ აწი აღარ გარისკავს. მაგრამ ახალგაზრდა ჯეიმ მოთაფლა ჰესონი...
დინი და სალი ბითნიკების კლასიკური წარმომადგენლები არიან. გამოცდილების მისაღებად და ცხოვრების არსის საპოვნელად მეგობრები მთელს ამერიკას მოივლიან მანქანით...
ფილმი მოგვითხრობს ერთი ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლე ბიჭის ისტორიას რომლის ცხოვრებაშიც სერიოზული ცვლილებები მოხდება როდესაც მას ერთი ულამაზესი გოგონა შეუყვარდება "მოწინააღმდეგე" სკოლიდან...
ტედ კრამერი კარიერისტია, მისთვის სამსახური ოჯახზე მეტს ნიშნავს. მის ცოლს, ჯოანას ამის ატანა აღარ შეუძლია და ქმრის მიტოვებას გადაწყვეტს. ტედი იძულებულია ოჯახზე და პატარა შვილზე, ბილიზე იზრუნოს. როცა ტედი ახალ პასუხისმგებლობას შეეგუება, ჯოანა კვლავ გამოჩნდება შვილის დასაბრუნებლად. თუმცა ტედი არ დათმობს ბილის და ცოლ-ქმარი სასამართლოს მიმართავს შვილზე მეურვეობის მოსაპოვებლად...
37-წლის სიმპატიური ალექსი იქცევა როგორც მოზარდი და მალევე გაიცნობს 17 წლის ნიკის, რომელიც თავისი ასაკის მიუხედავათ ძალიან განვითარებულია. ისინი დამეგობრდებიან, ხოლო შემდეგ მეგობრობა გადაიზრდება სიყვარულში...
თავისი საქმროს გრეიდის სიკვდილის მერე, რომელიც ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, გრეი სცდილობს ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს და ბინაში გადადის საცხოვრებლად, სადაც მისი მეგობრები სემი და დენისი ცხოვრობენ. მალე გრეი გაარკვევს, რომ მისი საქმრო გასაიდუმლოებული მილიონერი იყო და რომ ყოველ თვე ის ფულს უგზავნიდა გრეისთვის უცნობ ადრესატს. ბოლოს და ბოლოს გრეი ხვდება, რომ გარდაცვლილი სულაც არ იყო იდეალური ადამიანი, როგორიც მას ეჩვენებოდა. ამ უსიამოვნო აღმოჩენის გადალახვას მას ფრიც ეხმარება, გრეიდის საუკეთესო მეგობარი, რომელსაც გრეის მიმართ რომანტიკული გრძნობები ჰქონდა...
საქორწინო ცერემონიალების ორგანიზატორმა ლორენმა ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ დაუვიწყარი დღესასწაული შედგეს: უნდა დაარწმუნოს პატარძლის ხელისმომკიდეები, რომ სულელებივით არ გამოიყურებიან, დაამშვიდოს ნათესავები, იზრუნოს ყვავილებზე, განკარგოს ბიუჯეტი და დაარწმუნოს პატარძალი, რომ ის ყველაზე ლამაზია. თუმცა, ლორენის პროფესიონალიზმი ეჭვქვეშ დგება, როდესაც მდიდარი დარლის ქორწილის ორგანიზებას დაავალებენ. სასიძო კი ლორენის ოცნების მამაკაცი ნიკია...
წიგნის გამომცემელი რიჩარდ შერმანი უკვე შვიდი წელია ქორწინებაშია. მისი ცოლ–შვილი არდადეგებზე ქალაქგარეთ მიემგზავრება. რიჩარდის მარტოობა დიდხანს არ გრძელდება. მის აივანზე მოულოდნელად პომიდვრის დიდი ქოთანი ჩამოვარდება. ამაში დამნაშავე მისი მეზობელია. ეს ქერათმიანი მომხიბვლელი ქალბატონი სარეკლამო აგენტია, მას "მარტოსული" მამაკაცი სახლში დაპატიჟებს და....
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მეოცნებე და დამწყებ მსახიობზე ინდოეთიდან, რომელიც ჰოლივუდის დაბყრობას სცდილობს. ამისათვის კი ის ლოს–ანჯელესში გადადის საცხოვრებლად და თავიდან ასრულებს შეუმჩნეველ როლებს ადსგილობრივ თეატრებში. მაგრამ ნამდვილი პოპულარობა მასთან მოვა მას შემდეგ, რაც ის კურიოზულ სიტუაციაში აჩმოჩდება და ჰოლივუდს ორ ვარსკვლავს – სილვესტერ სტალონეს და პოლიტიკოსს არნოლდ შვარცნეიგერს შეხვდება…
ახალ სკოლაში, პირველივე დღეს თერთმეტი წლის ბილიმ სკოლის ხულიგანის ყურადღება მიიქცია... ახლა თანაკლასელთა პატივისცემა რომ მოიპოვოს მას ნიძლავზე თანხმობა მოუწევს. ბილიმ ერთი დღის განმავლობაში 10 შემწვარი ჭიაყელა უნდა შეჭამოს...
ყოფილი პოლიციელი ექვსწლიან სასჯელს მოიხდის მკვლელობის მცდელობის გამო. ციხიდან გამოსვლის შემდეგ იგი გადაწყვეტს შური იძიოს მაგრამ ნამდვილ ქაოსში ამოჰყოფს თავს...
რიცოების ოჯახი, რომელიც საკუთარ წეს-ჩვეულებებს, მისწრაფებებს და კარიერას ერთმანეთს არ უზიარებს, აღმოაჩენს, რომ ტყუილის ქსელი რომელშიც ცხოვრობენ უეცრად შეირყევა, როდესაც ოჯახის უფროსი სახლში ყოფილ თაღლითს მოიყვანს...
ახალგაზრდა, ნიჭიერი სკოლის ნაკრების მოთამაშე, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებენ, დაიბნა თავის ძმებთან ურთიერთობებში... ერთი მათგანი - ნარკოტიკების მოვაჭრეა, მეორე კი სკოლის დარაჯი...
ჰონგ-კონგი. სწრაფი კვების ობიექტი აკავშირებს ერთმანეთთან ორ უჩვეულო ამბავს - პოლიციის ოფიცრების სიყვარულის შესახებ. სწორედ რესტორანში გაიცნობენ ისინი მისტიკურ ფატალურ ქალს...
აქ წარსული ავიწყდებათ. აქ არავის აქვს მომავალი. აქ ბატონობის და ძალადობის კანონები მოქმედებს. აქ უსასტიკესი წესების კულტი მეფობს, რომელთა დაცვაც მკაცრი სასჯელებით მიიღწევა. აქ მოხვედრილებმა იციან, თუ რა არის ნამდვილი ჯოჯოხეთი...
რიოტა არც ისე პოპულარული მწერალია, რომელმაც ლიტერატურული ჯილდო მოიგო 15 წლის წინ. ახლა რიოტა დეტექტივად მუშაობს. იგი განქორწინებულია და 11 წლის ვაჟი შინგო ჰყავს. ერთ დღეს რიოტას, მის ყოფილ მეუღლეს, მის ვაჟს რიოტას დედასთან ერთად დედამისის სახლში მოუწევთ ღამის გატარება ტაიფუნის გამო...
კარლ ჩაილდერსი, მრავალი წლის შემდეგ, ფსიქიატრიული კლინიკიდან გამოუშვეს, რომელიც სპეციალურად შეურაცხადი დამნაშავეებისა და მანიაკებისთვისაა განკუთვნილი. ის 12 წლის იყო, როდესაც იქ, დედის და მისი საყვარლის მკვლელობის გამო მოხვდა.
ეს სამხრეთ აფრიკული ფილმი მოგვითხრობს ერთერთი კრიმინალის აღზევების ისტორიას შავ სამყაროში. თვითმფრინავის წარუმატებელი გატაცების შემდეგ მას უფრო დიდი ამბიცია უჩნდება, მაგრამ მისი ბანდის ყველა წევრი მოკლულია...
ეს არის რვა წლის ბიჭის ბედი, გაქცეული ვარშავის გეტოდან, რომელმაც დაკარგა მთელი ოჯახი. იგი მოხვდება კეთილი პოლონელის სახლში. ქალი გადაწყვეტს მის შეფარებას და დაარწმუნებს, რომ მისივე უსაფრთხოებისთვის მან თავი ობოლ პოლონელად უნდა გაასაღოს. დრამატული ვითარების გამო, ბიჭი იძულებული გახდა დაეტოვებინა სტუმართმოყვარე სახლი და წასულიყო თავგადასავალებით სავსე სახიფათო გზაზე, ომის შედეგად განადგურებულ ქვეყანის გავლით. პოლონელი ოჯახების დახმარების წყალობით, ის ცდილობს გადაურჩეს ოკუპაციის კოშმარს...
1964 წელი. 14 წლის ლილი ოუენსი დედას კარგავს, მამასთან ცხოვრება კი გაუსაძლისი ხდება. ის თავის ერთადერთ მეგობარ როზალინთან ერთად სამხრეთ კაროლინაში გარბის, რომელიც დედის საიდუმლოს ინახავს...
მათი ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირდა 'ფორტუნას გადაწყვეტილებით'. სემს დაუჯერებელი ამბების გადატანა მოუწია. ახლა ის – კაზინოს მფლობელია და ბედის ცდაში ატარებს დღეებს. ტომასი – დამწყები ქურდია, რომელმაც გაიგო, რას ნიშნავს ნამდვილად გიმართლებდეს – ის ერთადერთა ვინც ავიაკატასტროფაში გადარჩა. ფედერიკომ გადაიტანა საშინელი მიწისძვრა და აღმოაჩინა საკუთარ თავში უცნაური ნიჭი – მას შეუძლია ადამიანებისთვის იღბლის წართმევა. ფედერიკო და ტომასი მოგზაურობაში წავლენ, სადაც მათ შანსი მოეცემათ სემი გაიცნონ.. სიცოცხლისთვის ბრძოლა იწყება, სადაც მხოლოდ ერთი გადარჩება...
როცა კუპერების კლანის ოთხი თაობა იკრიბება ერთად ყოველწლიურ წინა საშობაო წვეულებაზე, მოულოდნელ ვიზიტორთა სერია და უსიამოვნო მოვლენები თავდაყირა აყენებს ღამეს, მათდა გასაოცრად ოჯახური ძალა და დღესასწაულის სული უძღვება მათ წინ...
სამანტა - ამაერიკელია გოგონაა და ლონდონში მუსიკას შეისწავლის. ის ლამაზი, იმპულსური და ემოციალურია - ის შეყვარებულია. მისი მეგობარი იანი მთლიანადაა საქმეებში ჩაფლული, ის სულ დაკავებულია. სამანტასა და იანის რომანი ტრაგიკულად დასრულდა. სამანტა უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, იანს საშუალება ექნებოდა, გადაერჩინა საყვარელი ქალი, და ბედისწერა მას ამის შანსს აძლევს...
კომპიუტერის ჰაკერის ცხოვრების აზრად გადაქცეულია ადამიანის არსებობის ხანგრძლივობის და არსის გამოკვლევა. მისი კვლევით დაინტერესდებიან ძლიერნი ამა ქვეყნისა...
ჯო ჰიკლი მდიდარი ოჯახებიდან ბავშვების გატაცებითაა დაკავებული. მისი სრულყოფილი გეგმა ყოველთვის ამართლებდა და იგი მსხვილ თანხებს ღებულობდა გამოსასყიდის სახით. მაგრამ ჯენინგსების ოჯახი გამონაკლისი აღმოჩნდა...
ახალგაზრდა მორიდებული მუშაკი კრისტოფი დიდი ხანია შეყვარებულია მის უფროსზე, პროფესორ კვინერზე. ექსპერიმენტისათვის მას ადამიანი სჭრიდება, პრეპარატის გამოსაცდელად. კრისტოფი საკუთარ კანდიდატურას შესთავაზებს. მისცემს კი ეს საყვარელ ადამიანთან დაახლოვების საშუალებას?...
ისინი მხოლოდ ოთხშაბათობით ხვდებიან ერთმანეთს. მამაკაცი - ბარმენია, ქალი კი მსახიობი. მათ მხოლოდ სექსი აკავშირებთ, თუმცა მალე გრძნობა უჩნდებათ ერთმანეთის მიმართ...
ლონდონელი ვებ-დიზაინერი თავის ჩვეულებრივ და არაფრით გამორჩეულ შეყვარებულს სიმპათიურ და საიდუმლოებით მოცულ ალპინისტს ამჯობინებს. დროთა განმავლობაში მათი ურთიერთობა სახიფათო ხასიათს იღებს...
კომიკოსი, რომელიც მთელი ცხოვრება ართობს პუბლიკას პოლიტიკური სატირით, გადაწყვიტავს კარდინალურად შეცვალოს თავისი ცხოვრება და საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ყველასთვის მოულოდნელად იმარჯვებს. მაგრამ ცოტა ხანში პროგრამისტი ქალი გაარკვევს, რომ ეს საარჩევნო პროგრამის შეცდომა იყო...
იურიდიულმა გუნდმა შეთანხმებულად უნდა იმოქმედოს, რადგან გაერკვნენ სახურავზე არსებული ნაძვის ხის საქმეში და სახლის მფლობელი კვლავ ციხეში ჩაჯდომას გადაარჩინონ...
ახალგაზრდა მიუ-იორკელი ექიმი შოკისმომგვრელ ამბებს იგებს, იმაზე თუ როგორ ექსპერიმენტებს ატარებდა მისი უფროსი და ცდილობს გამოამჟღავნოს ის. შედეგად ის კარგავს სამსახურს, მაგრამ მაინც არ იხევს უკან...
ტრილოგიის მეორე ფილმი, შეთხზულ ტამპლიერების შვედ რაინდზე არნ მაგნასონზე. მისი ცხოვრების ისტორია წმინდა მიწაზე ვითარდება სალადინის დროს, ხატინის ბრძოლის და სხვა მოვლენების, რომლებიც იერასულიმის სამეფოში ხდებოდა იმ რთულ დროს. ყველა სირთლეების შემდეგ, განცდების და გამოცდების, არნი დატოვებს იერასულიმს სულ სხვა ადამიანად, ბრუნდება შვეიცარიაში, რომელიც ფეოდალური რეჟიმითაა გატანჯული, უბრუნდება თავის ოჯახს და ახალგაზრდობის სიყვარულს სესილიას, რომელსაც 20 წლის წონ გაშორდა...
ფილმის პერსონაჟები - ევა, ჯიმი, ემილი და მო - თინეიჯერი მეგობრები, ჩათში იცნობენ უილიამს, რომელიც სწრაფად ახერხებს მათ მოხიბვლას. ისინი უილიამს მიიღებენ როგორც მეგობარს, თუმცა უილიამისთვის მათთან ურთიეთობა ერთგვარი თამაშია, რომელსაც ის კატა-თაგვობანას ეძახის. თითქოს მას სურს დაეხმაროს ჯიმის უარი თქვას ანტიდეპრესანტებზე, სინმადვილეში კი იგი მას თვითგანადგურებისკენ უბიძგებს...
ცხოვრება პატარა პროვინციულ ქალაქში ჰგავს სტეპებში ხანგრძლივ მოგზაურობას: სულ ელოდები, რომ შემდეგი ბორცვს იქით დაინახავ რაღაც ახალს და განსხვავებულს, მაგრამ ხედავ თითქმის იგივეს...
შვებულების დროს გატარებული შესანიშნავი დღეების შემდეგ ფელიცია და შარლი დაკარგავენ ერთმანეთის მისამართებს და ტელეფონებს. გადის წლები ფელიცია 4 წლის გოგონას ზრდის, რომლის მამა შარლია. მას ორი საყვარელი ჰყავს, მაგრამ არც ერთი არ უყვარს. ფელიციამ ნამდვილი სიყვარული ხუთი წლის წინ შარლთან განიცადა, ახლა ის ყველა გამვლელში ცდილობს მის პოვნას...
იაპონელები ამ მიწას ჰასიმას ეძახდნენ. ექვსი ჰექტარი მიწა და ბეტონი 15 კილომეტრზე სანაპიროდან. აქ მეცხრამეტე საუკუნის მეშახტეები ნახშირის მოპოვებით იყვნენ დაკავებულნი. როდესაც ომი დაიწყო მეშახტეები ჩინელმა ტყვებმა და კორეელმა ემიგრანტებმა შეცვალეს...
ფინალური ჩხუბის შემდეგ ფილმის პირველ ნაწილში ვესტ ხემის რამოდენიმე წევრი და უამრავი მილუოლის მებრძლი ციხეში აღმოჩნდება. მთავარი გმირები მალე მიხვდებიან ციხის ცხოვრების მთელ სისატიკეს, ისინი იქ მუდამ ხვდებიან თავის მტრებს მილუოლიდან, რომლებიც ბევრად მეტნი არიან. ფეხბურთი ციხეში არანაკლებ პოპულარულია, ვიდრე თავისუფლებაზე, და გამარჯვება ან დამარცხება თამაშებში გამარჯვეულებს ანიჭებს დამატებით საშალებებს. მაგალითად გამარჯვებულებს დამატებით შეუძილათ შხაპის მიღება ან სტუმრების მიღების დღე ემატებათ. წაგებულებს კი პირიქით…
კოსმოსი - ეს ადამიანია, რომელსაც სასწაულების მოხდენა შეუძლია. იგი მოხვდება სოფელში, სადაც "დრო გაჩერდა". იგი გადაარჩენს დამხრჩვალ ბიჭს და მისი შესაძლებლობების შესახებ ყველა გაიგებს. კოსმოსი საოცარი ადამიანია: მას შეუძლია არ ჭამოს, არ დალიოს, არ დაიძინოს, შეახორცოს იარები და ხეებზე უცნაური მეთოდით ავიდეს, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად იგი ადამიანურად გამოიყურება. იგი ემოციებსა და გრძნობებს ყვირილის საშუალებით გამოხატავს. ფილმის მოქმედება მისი არაორდინალური პიროვნების გარშემო ვითარდება...