არკანზასის ციხეში ახალი პატიმარი მოჰყავთ, რომელიც სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი და კორუპციული გარიგებების მოწმე ხდება. მალე ის საკუთარ ვინაობას ამჟღავნებს და აღმოჩნდება, რომ ციხის ახალი დირექტორია...
1968 წელს ბრიტანელი მოყვარული აფროსანი გადაწყვეტს აიხდინოს ოცნება და მონაწილეობა მიიღოს მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის რბოლაში. როდესაც ის ზღვაში გავა მიხვდება, რომ ამ რბოლაში იგი ვერ გაიმარჯვებს და გიჟურ ავანტიურას წამოიწყებს...
ალიმ თავის პატარა შვილს უნდა მოუაროს, რის გამოც ტოვებს ბელგიას და გადადის ანტიბიში დასთან და მის ოჯახთან. მისი ურთიერთობა ვეშაპებზე მონადირე სტეფანისთან, საშინელი შემთხვევის შემდეგ ნელნელა უფრო და უფრო ღრმავდება...
როცა საშიში ტერორისტი რუტინული პროცედურის განმავლობაში ციხიდან გაიქცევა, უილ კრომბიმ ბრიტანული კონტრდაზვერვის შეფთან ჰარი პირსთან უნდა გააერთიანოს ძალები. მათ ერთად უნდა აარიდონ ლონდონს ტერორისტული აქტი...
სენდი ჩენინგი კლასის პრეზიდენტია, რომელიც თავის პროვინციულ სკოლაში საკმაო პოპულარობით სარგებლობს. სკოლის დამთავრების შემდეგ, უიკენდზე, სენდი დროის მხიარულად გატარებას გეგმავს, მაგრამ მისი მეგობრები ერთმანეთის მიყოლებით გაქრობას იწყებენ.
ბარონი მანფრედ რიხტგოფენი გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალების ყველაზე საშიში და სახელგანთქმული პილოტია. მისთვის და მისი თანამებრძოლებისთვის, საჰაერო ბრძოლები - სპორტული შეჯიბრება და საპატიო ვალდებულებაა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მედდა კეიტი უყვარდება, ხვდება, რომ მას პროპაგანდის საგნად იყენებენ...
ფილმის მთავარი გმირი 19 წლის გოგონაა, რომელიც ფეხმძიმედაა და მალე ბავშვი ეყოლება. იგი გადაწყვეტს მშობლიურ ქალაქში დაბრუნდეს დედასთან . დედა ბავშვის აღზრდაში ეხმარება მაგრამ გოგონა მაინც დეპრესიაში ვარდება. იგი ცდილობს დაიცვას შვილი ისეთი საფრთხისაგან, რომელიც არც კი არსებობს. იგი დასახმარებლად ექიმს მიმართავს, რომელიც თვლის რომ მარტივად შეძლებს გოგონას დახმარებას, მაგრამ ცდება. მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება...
გოგონა ტოვებს მშობლიურ ქალაქს, რათა გაექცეს პრობლემურ წარსულს და იპოვოს ახალი სამსახური. მაგრამ რადგან ის თავის ტალღაზე არ დგას, მოხვდება ფსიქიატრიულ კლინიკაში და მას მოუწევს პირისპირ შეხვდეს თავის ყველაზე დიდ შიშს...
ფილმი მოგვითხრობს ტრამპლინისტზე, ედიზე მეტსახელად "არწივი". მან სახელი გაითქვა თავის უიღბლობით. საქმე იმაშია, რომ ყველა შეჯიბრებაში ის იკავებდა ბოლო ადგილს...
დომინიკი ჩვეულებრივი ბიჭია. მას ჰყავს მეგობრები, ყველაზე მაგარი გოგო სკოლაში, მდიდარი მშობლები და ფული, საუკეთესო ბრენდის სამოსში დასახარჯად. მაგრამ ერთი უდანაშაულო კოცნა კლასელთან ცვლის ყველაფერს. ის ჩაიკეტება სამყაროსგან მოწყვეტილი თავის თავში, დროს მხოლოდ კომპიუტერთან ატარებს. ის ხვდება ანონიმურ გოგონას, რომელიც აცნობს მას "თვითმკვლელობის ოთახს", ადგილს საიდანაც გასაქცევი არ არსებობს...
ბრიტანელი ინვესტიციების ბროკერი მემკვიდრეობით ბიძისგან მიიღებს პროვანსში მდებარე ციხე-კოშკსა და ვენახს, სადაც ბავშვობის დიდი ნაწილი აქვს გატარებული. აქ იგი წყნარ ცხოვრებას იპოვნის და ადგილმამულის განახლებას შეეცდება, რომ შემდეგ სარფიანად გაყიდოს...
ფლორიდის ჭაობებში ახალგაზრდა გოგონას ცხედარს იპოვიან. მკვლელობაში ადანაშაულებენ ბობი ერლ ფერგისონს. მას ელექტრო სკამი ელის. მისი პატიმრობაში ყოფნისას პოლ არმსტრონგი ცდილობს ხელახლა გამოიძიოს ეს საქმე.
განგსტერი ნინო მილიონობით დოლარს კრეკის გაყიდვით შოულობს. RNპოლიციელი სკოტი მიხვდება რომ ბანდაში შესაღწევად, ის თავად უნდა გახდეს ნარკოტიკებით მოვაჭრე...
სამოდიცინოს ექვს სტუდენტს, რომელიც დასასვენებლად წავიდა შაბათ-კვირას, თავს ესხმის არსება, რომელიც დაკბენს მათ და ამის ედეგად ისინი გავლურებულ მხეცებად იქცევიან...
მოქმედება ფეოდალურ ჩინეთში მიმდინარეობს. პატარა სოფლის მჭედელი სოფლისთვის იარაღს ამზადებს ამ დროს მას მოუწევს თავის დაცვა და თანასოფლელებიც მის გადასარჩენად იბრძვიან...
ბაიკერი კერი ფორდი ბაიკერების ლიდერებში ეხვევა რომელმაც მოკლა სხვა გაგსტერი რომელიც აღმოჩნდა რომ ტრეის ძმა იყო. ფორდი ამ აურზაურში მოყვება ის ცდილობს გაიქცეს და ამავდროულად დაუმტკიცოს ტრეის რომ მისი ძმა მას არ მოუკლავს...
გართობის მოყვარული ბენ სტოუნისთვის ყველაზე ნაკლებად მოასლოდნელი იყო გოგონას გამოჩენა, რომელთანაც მხოლოდ ერთი ღამე გაატარა და იმის გაგება, რომ იგი ფეხმძიმედ არის მისგან...
უახლეს წარსულში, პატიოსანი დეტექტივი სერიოზულად დაიჭრა, ტყვიით მიყენებული ჭრილობით, სამუშაოს შესრულების დროს. გამოჯანმრთელების შემდეგ ის უბრუნდება სამუშაოს და პირველსავე დღეს გაეცნობა ძლიერ საეჭვო საქმეს, რომელშიც მთავარი მოქმედი პირი მისი მეგობარია...
სემ ლოური - პაწაწინა ნაწილია, უზარმაზარი დაჟანგული ტოტალიტარული მომავლის სახელმწიფოს ბიუროკრატიულ მანქანაში. სემი ცდილობს უსიამოვნებაში არ გაეხვეს, მაგრამ ერთხელაც მან საბუთში შეცდომა შენიშნა, რომელსაც შეეძლო უდანაშაულო ადამიანის დაპატიმრება გამოეწვია. ის გადაწყვეტს ამ შეცდომის გამოსწორებას...
სამხედრო სპეციალისტს დევიდ უოლფს, კარგად ნასწავლ და გამოცდილ მკვლელს, დაავალეს ცნობილი ტერორისტის მოკვლა ახლო აღმოსავლეთში. თავისი მისიის შესრულებისას ის წააწყდება შეთქმულებას ამერიკული მთავრობის წინააღმდეგ, რომელშიც ხელისუფლების მთავარი პირები არიან ჩარეული. დევიდი მზადაა სიმართლე გაარკვიოს მანამ, სანამ ძალიან გვიანი არაა...
25 წლის მომვლელს კეროლაინს, დავრდომილი მოხუცის მოსავლელად ნიუ-ორლეანში აგზავნიან. მოხუცი დიდ, ძველ სახლში ცხოვრობს, ვერ მეტყველებს და საწოლს არის მიჯაჭვული. კეროლაინი აღმოაჩენს გასაღებს, რომელიც ძველისძველ საიდუმლოებებს მოჰფენს ნათელს. სახლში მხოლოდ მოხუცის უცხვირპირო ცოლთან ერთად მცხოვრები კეროლაინი, შემთხვევით საიდუმლო ოთახს წააწყდება, სადაც პანდორას ყუთს,ჯადოს, ხიფათს და სიცრუეს პოულობს...
კიტანო თამაშობს მურაკავას. არსებობს ორი საბრძოლო კლანი. მურაკავამ უნდა აირჩიოს თუ რომელ კლანს ეკუთვნის, თუმცა ყველაფერი აშკარა ხდება როცა მას და მის მეგობრებს ბარში მიაგნებენ...
კონცერტზე, რომელსაც ამერიკელი ვარსკვლავი მოსკოვში აწყობს, რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიდის. მოულოდნელად ტერორისტები დივერსიას აწყობენ. ყველა შესასვლელი და გასასვლელი გადაკეტილია...
ფილმის მოქმედება 1974 წელს იწყება, როდესაც ჩრდილოირლანდიურ ქალაქებში რეგულარული არმია იდგა, ინგლისში კი ზედიზედ ფეთქდებოდა სახლები. ფილმის მთავარი გმირი აპოლიტიკური ირლანდიელია, სახელად ჯერი, რომელიც მეტალის ქურდობით ირჩენს თავს. მისივე თქმით იმ დროს ჯერის მხოლოდ ორი რამ აინტერესებდა - თავისუფალი სიყვარული და ნარკოტიკები. და როდესაც მამამ, დეიდა ენთან, ლონდონში გააგზავნა, მან თავისი ადგილი ჰიპების კომუნაში მოძებნა, სადაც მშვენივრად გრძნობდა თავს, მაგრამ ერთხელაც, ყველაფერი შეიცვალა. ჯერის და მისი მეგობრის თვალწინ ბარი აფეთქდა...
12 წლის შემდეგ მწერალი ბრუნდება მშობლიურ სახლში, რათა ოჯახს მისი სასიკვდილო დაავადების შესახებ ამცნოს. მაგრამ ეს არც ისე ადვილია. მის ახლობლებს ხომ სხვა გეგმები აქვთ...
კლერი ფრეი თავს ყოველთვის ერთ ჩვეულებრივ გოგოდ თვლიდა, ერთხელაც კლუბში ის დაინახავს ისეთ რამეს რასაც სხვები ვერ ხედავენ. აღმოჩნდება, რომ ის უძველესი ბინდის მონადირეების შთამომავალია, ნახევრად ანგელოზების საიდუმლო კასტა დედამიწას იცავს ბოროტი ძალებისაგან...
დონას გამოსაშვები საღამო საუკეთესო ღამე უნდა ყოფილიყო მის ცხოვრებაში, მაგრამ მისი წარსულის სადისტს მკვლელს გეგმები აქვს მისთვის და მისი მეგობრებისთვის...
იოჰან ვოლფგანგ გოეთეს ნაწარმოების რუსული ეკრანიზაცია. სიუჟეტი ეფუძნება გოეთეს პოეტური დრამის პირველ ნაწილს, სადაც მოთხრობილია მარგარიტა ფაუსტის სიყვარულის ისტორია...
ჰიუზები ვაჟთან, ბრენდონთან ერთად დასასვენებლად მიდიან მშვიდ ადგილას, სადაც აქვთ კოტეჯი. მათ სურთ, მარტოობა და სიმშვიდე. მეზობელი ოჯახი მათ მოუტანს შეშას და დაპატიჟებენ სადილზე. მასპინძლები თავაზიანები არიან, მაგრამ ისინი მალე ინანებენ სტუმართმოყვარეობას...
50 წლის განმავლობაში ამერიკაში სამართლებრივი ორგანოები შიშით და მოკრძალებით იყვნენ გამსჭვალულები ჯეი ედგარ ჰუვერის მიმართ. მაგრამ მას ასევე ბევრი საიდუმლო გააჩნდა, რასაც მისი რეპუტაციის, კარიერის და ცხოვრების დანგრევა შეეძლო.
ადგილობრივი ტელეკომპანია რეალითი შოუს იღებს, სახელწოდებით "უკანასკნელი გმირი". შოუს მონაწილეები გადამღებ ჯგუფთან ერთად ტროპიკულ ტყეებში მიემგზავრებიან. გადაღება იწყება...
დასავლეთ ვირჯინიის ტყეებში ახალგაზრდების ჯგუფი დაიკარგა. ისინი უშედეგოდ ცდილობენ უახლოეს ტელეფონამდე მიღწევას. ძებნის დროს ისინი აღმაოჩენენ ქოხს, რომელიც საშინელი იარაღებითაა სავსე, ვინ ცხოვრობს ამ სახლში და ვინაა ამ ნადავლის პატრონი?..
ამერიკელი გოგონა სიუზი იტალიაში ჩამოვა ცეკვის ხელოვნების შესასწავლებლად რომის ბალეტის სკოლაში. ჩამოსვლის ღამეს სიუზი შენობაში არ შენობაში არ შეუშვეს, მაგრამ მან ნახა, როგორ გამორბოდა სკოლიდან გოგონა, რომელიც იმავე ღამეს სასტიკად მოკლეს. დილით გაუგებრობა გაირკვევა, სიუზის მიიღებენ, და ის მეცადინეობებს შეუდგება. მას აიძლებენ საცხოვრებლად სკოლაშ არსებულ პანსიონატში დარჩეს საცხოვრებლად, სადაც გოგონებს ღამით ძილის წინ ღვინოს ალევინებენ, რომელსაც ძილის წამალი აქვს გარეული, მაგრამ გოგონა მაინც იგრძნობს საშიშროებას და გადაწყვეტს ყველაფრის გარკვევას...
მოულოდნელი და გაუგებარი მემკვიდრეობის ძიებაში, დენი და მისი მეგობრები აღმოჩნდებიან ჰობ სპრინგში, მიტოვებულ კურორტზე დასავლეთ ვირჯინიის მთებში. მალე დენი გაიგებს, რომ მისი ნათესავები, რომლებსაც ის არ იცნობდა, ცხოვრობდნენ საკმაოდ უცნაური ცხოვრების წესით, ისინი კანიბალები იყვნენ. დენის მოუწევს არჩევანის გაკეთება მეგობრებსა და ნათესავებს შორის...
დასავლეთ ვირჯინიის პატარა ქალაქი ატარებს ყოველწლიურ ფესტივალს "მთის კაცი", ჰელოუვინის საპატივსაცემად. იქ მიემგზავრებიან კოლეჯის სტუდენტების ჯგუფი, მათ ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ ხმიანი კოსტუმირებული საღამო მუსიკითა და სასმელით გადაიქცევა სისხლიან კოშმარად - ფესტივალისკენ დასასწრებად ემზადება მთაში მაცხოვრებელი კანიბალთა ოჯახი...
ფრენკ პეიჯს, ამერიკელ თინეიჯერს უცნაური იარები უჩნდება სხეულზე, შემთხვევით ეს ინფორმაცია ვატიკანამდე მივა, და ფრენკისთან გამოაგზავნიან გამოძიების ჩასატარებლად მამაო ენდრიუ კერნენს, რომელიც განსაკუთრებულ დავალებებს ასრულებს. მტკივნეული იარები , ზუსტად იმ ადგილებზე, სადაც იესოს მიაყენეს ჭრილობები ჯვარცმის დროს - იმაში არწმუნებენ მას, რომ ეს სტიგმატებია...
სამმა ახლო მეგობარმა გადაწყვიტა შვებულება მალაიზიაში გაეტარებინა. ეგზოტიკური კუნძული, ქალები, სასმელი - სამოთხის ცხოვრება.ჯონი და ტონი ამერიკაში ბრუნდებიან, ხოლო ლიუისი კუნძულზე რჩება ტროპიკული ფაუნის შესასწავლად. მათ ბუნგალოში პოლიცია დარჩენილ ნარკოტიკებს აღმოაჩენს. ლიუისს აპატიმრებენ და მალაიზიის კანონით მას სიკვდილი ემუქრება. მისი გადარჩენა მხოლოდ ჯონს და ტონის შეუძლიათ...
მსოფლიო კატასტროფის წინაშეა, სწორედ დროა მისი დაბრუნებისათვის. ნეაპოლი. მიუნხენი, ნიუ-იორკი მას ყველგან იცნობენ . ელიტური სუპერაგენტი, საუკეთესო საუკეთსოთა შორის , ლას-ვეგასშიც კი თამაში მისი წესების თანახმად მიდის. ის ხომ ჯეისონ ბორნია.