90 წუთის განმავლობაში სამ ისტორიას ერთდროულად ვისმენთ: რესპუბლიკელი სენატორი სკეპტიკურად განწყობილ ტელე-რეპორტიორს ერთსაათიან ინტერვიუს აძლევს ავღანეთში გამარჯვების მოსაპოვებლად საჭირო სტრატეგიის შესახებ; ამავე დროს, ავღანეთის მთებს შეფარებული ორი სპეციალური რაზმი ხსნას ელოდება, რადგან მათ თალიბები უახლოვდებიან; კალიფორნიის კოლეჯში კი პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი არწმუნებს სტუდენტს, არ მიატოვოს სწავლა...
ყოველი გამყიდველი გულში კონკიაა. მას უნდა, კი არ ყიდდეს ლამაზ ნივთებს, არამედ ყიდულობდეს. ახალგაზრდა მირაბელს, რომელიც დიდ მაღაზიაში გამყიდველად მუშაობს, შანსი ეძლევა სხვაგვარი ცხოვრების გემო გაიგოს...
ნიჭიერი პროვინციელი გოგონა, რომელიც სიმღერების წერითაა გატაცებული, ნიუ-იორკის დასაპყრობად მოემგზავრება, მაგრამ სცენის შიში საშუალებას არ აძლევს მას, საკუთარი სიმღერები შეასრულოს...
მარტინ სკორსეზე მაფიის ბოსის დაცემას გვიჩვენებს. ფილმი ნახევრად დოკუმენტურ სტილშია გადაღებული და აზარტული თამაშების სამოთხეში, ლას-ვეგასში ცხოვრებასა და მის წიაღში ჩამოყალიბებული მაფიის შესახებ მოგვითხრობს...
კლასიკური ძველი ვესტერნი ჯონ უეინის, დინ მარტინის და რიკი ნელსონის მონაწილეობით, რომლებიც სამეულს ქმნიან: ერთი დაჭრილი, ერთი მთვრალი და ერთიც ახალგაზრდა შეიარაღებული ბანდიტია. ადგილობრივი შერიფი მათ დახმარებას სთხოვს, რათა ხელი შეუშალონ ერთერთი "ცუდი ბიჭის" ძმის ციხიდან გაქცევას. ეს ფილმი მათთვისაც არის, ვისაც ვესტერნები საერთოდ არ უყვარს...
ახლგაზრდა ახალწვეული, კრის ტეილორი, გამოუცდელი მოხალისე ჯარისკაცია ვიეტნამში. ამ კონფლიქტის შესახებ აზრი მას შემდეგ ეცვლება, რაც მისი თანამემამულეების მიერ ჩადენილი მკვლელობებისა და ძალადობის მოწმე გახდება...
რონ კოვიჩის ბიოგრაფიული ამბავი. ვიეტნამის ომში პარალიზებული, ის ომის წინააღმდეგ მებრძოლი პოლიტიკური აქტივისტი გახდა რადგან იგრძნო, რომ ქვეყანამ რომლისთვისაც იგი იბრძოდა - უღალატა...
მეტ ლი ვიტლოკი პატივცემული პოლიციის შეფია ფლორიდის პატარა ქალაქში. მან უნდა გახსნას ორმაგი მკვლელობა სანამ თავად გახდება ეჭვმიტანილი. მან უნდა დაასწროს ყველას და გახსნას საქმე, რათა დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა...
20 წლის ავტომექანიკოსს შეუყვარდება 17 წლის ჟენევიევა, რომელიც დედას ეხმარება ქოლგების მაღაზიაში. შეყვარებულები თავს ბედნიერად გრძნობენ, სანამ გაის ალჟირში არ წაიყვანენ ჯარში...
მილიარდელი ტომას კრაუნი იტაცებს მუზეუმიდან მონეს ნახატს, რომელიც ღირს 100 მილიონი დოლარი, ქეთრინ ბენინგმა, ხელოვნების ნიმუშების სადაზღვევო კომპანიის დაკვეთით უნდა იპოვოს მძარცველი და დააბრუნოს ნახატი...
სასიყვარულო ისტორია, რომელიც ორი ქალის, მაწანწალა-მეძავი უორნოსის, რომელიც თავის კლიენტებს კლავს, და სელბი უოლლი, რომელიც მშობლებმა ფლორიდაში გააგზავნეს მამიდასთან, ლესბოსური გადახრებისგან განსაკურნებლად – საშნელი დანაშაულების ფონზე ვითარდება. სასოწარკვეთილი ეილინი, რომელსაც თვითმკვლელობის აზრები მოსდის თავში, ბარში შევა, სადაც სელბის შეხვდება და შეუყვარდება ის. სელბისთან საცხოვრებლად, ის აგრძელებს თავისი სხეულით ვაჭრობას. მასში საშნელი სიძლვილი გაიღვიძებს, რომელიც მკვლელობების სერიას გამოიწვევს... საინფორმაციო საშუალებები მას მეტსახელად მონსტრს უწოდებენ – პირველ სერიულ მკვლელ ქალს.
ფერმერი გრემ ჰესი პენსილვანიის შტატში ორ ვაჟთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს. მათ მშვიდ ცხოვრებას მოულოდნელად ანგრევენ უცნაური მოვლენები. ყველაფერი იქიდან იწყება, რომ ფერმერთა სიმინდის ველებზე საიდუმლო გზით უზარმაზარი წრეები ჩნდება, რომელთა დიამეტრები 150 მეტრს აღწევს. შესაძლებელია, ველებზე გაჩენილი წრეები – ეს არამიწიერი ცივილიზაციების მოქმედების კვალია. გრემი ცდილობს გაერკვიოს, რა ხდება მის ფერმაზე, ის ცდილობს ოჯახი დაიცვას უცხოპლანეტელებისგან.
მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგე აგენტი, ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს რუსული საიდუმლო დოკუმენტების შეძენის ოპერაციას ჩაშლის, იგი ზღვისპირა, წყნარ სოფელში გადაინაცვლებს, სადაც ბორნი და მერი ერთად ცხოვრობენ. ბორნი იძულებული გახდება შეპირებისამებრ, სამაგიერო გადაუხდოს ყველას მისი წარსული ცხოვრებიდან, ვინც კონტაქტზე გამოსვლას შეეცდება...
ბარი ლევინსონის დრამა, რომელშიც ორი მეგობარი ციხის ზედამხედველზე შურისძიებას გეგმავს. სასამართლო მოსმენაზე მან პასუხი უნდა აგოს იმ სისასტიკეზე, რომლითაც არასრულწლოვნებს ექცეოდა...
ახალგაზრდა იურისტი შავკანიან მამაკაცს იცავს, რომელსაც ბრალად ორი ადამიანის მკვლელობა ედება. მათ მისი 10 წლის ქალიშვილი გააუპატიურეს. ამ ყველაფერმა კუკლუქსკლანის გამოღვიძება გამოიწვია...
ეს ფილმი წარმოადგენს რობ ზომბის 2003 წლის საშინელებათა ჰიტის - "ათასი ცხედრის სახლი"-ს გაგრძელებას. აქ გრძელდება ისტორია ძალიან უცნაური ხალხისაგან შემდგარი არანორმალური ჯგუფის შესახებ...
კრიმინალური ძალაუფლებიანი სინდიკატის წევრმა თავის ბოსებს უნდა გადაუხადოს 130 ათასი დოლარი. ამიტომაც ის პატიჟებს პორტერს საქმეზე. მასთან და მის ცოლთან ერთად ისინი გაძარცვავენ ავტომობილს, რომელითაც აზიატებს ჭუჭყიანი ფული გადააქვთ. მაგრამ პორტერის ცოლს მაფიოზი აჩვენებს სურათს, სადაც ქმარი ქალთან ერთადაა გადაღებული, და ცოლი საყვარელ კაცს ტყვიას ტყვიაზე დაახლის. ისინი იფიქრებენ, რომ პორტერი მოკვდა, წაიღებენ ფულს და წავლენ. თუმცა პორტერი არ მომკვდარა და ხუთი თვის შემდეგ დაბრუნდა, იმისათვის რომ გაუსწოროს ანგარიში – დაიბრუნოს თავისი ფული და შური იძიოს...
ეს ისტორია იმაზეა, თუ როგორ შეძლო ახალგაზრდა მამაკაცმა რეი ჩარლზმა ღარიბი ოჯახიდან, რომელიც ალაბამას შტატში ქალაქ ოლბანში ცხოვრობდა, ყველა სირთულეების გადალახვა, რომელიც მას დიდების მიმავალ გზაზე შეხვდა და როკ-ენ-როლის ისტორიაში ყველაზე დიდი პიანისტი გახდა... მას თავისი ოცნების ასრულებისთვის იმანაც არ შეუშალა ხელი, რომ ჯერ კიდევ ბავშვმა - ექვსი წლის ასაკში - მხედველობა დაკარგა...
შესანიშნავი, ამაღელვებელი და წარმტაცი ისტორია ერინ ბროკოვიჩზე, მარტოხელა ქალზე სამი ბავშვით, რომელსაც ცხოვრება არც ისე ანებივრებდა ნათელი დღეებით. ასეთებისთვის, როგორც ერინი, არ არსებობს კარიერული ზრდის შესაძებლობა, სამაგიეროდ არის მხოლოდ მშვიდი სამუშაო პატარა იურიდიულ ფირმაში...
ეს ბიოგრაფიული ლენტა მიძღვნილია ლეგენდარული კანტრის სტილის მომღერლის, ჯონი კეშის და მისი მეორე ცოლის, ჯუნ კარტერის ცხოვრებას. კეშის ახალგაზრდობა, რომელიც 1932 წელს დაიბადა არკანზასში, მოღუშუული იყო უფროსი ძმის ტრაგიკული სიკვდილით და უყურადღებო მოქცევით მამის მხრიდან, რომელიც მას ცუდ შვილად თვლიდა. ჯარი მომავალმა მუსიკოსმა და მომღერალმა გერმანიაში გაიარა აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების რიგებში. 1954 წელს მან ცოლად ვივიანი მოიყვანა, რომელმაც მას ქალიშვილი გაუჩინა, 1955 წელს კი, 23 წლის ასაკში, მან თავისი პირველი ჰიტი გამოუშვა: «Cry, Cry, Cry». მალევე კეში აშშ-ში გაემგზავრა ტურნეში ჯერი ლი ლიუსთან, ელვის პრესლისთან და ჯუნ კარტერთან ერთად, რომელზეც ის უიმედოთ ოცნებობდა მთელი ათი წლის განმავლობაში. კრიტიკულ მომენტებს კეშის ცხოვრებაში თანამგზავრობას უწევდა ამფეტამინის და ალკოჰოლის მიმართ მიდრეკილება. 1968 წელს კეში და კარტერი ცოლ-ქმარი გახდნენ და ერთად 2003 წლის მაისამდე - ჯუნის სიკვდილამდე იცხოვრეს. კეში იმავე წლის სექტემბერში გარდაიცვალა...
ამერიკა, 20-იანი წლები. გოლფის დიდი ოსტატი ომიდან სხვა ადამიანად ბრუნდება. ტრაგიკულმა მოვლენებმა და ბედის უკუღმართობამ, მის ცხოვრებას აზრი დააკარგინა, გულზე კი ღრმა ჭრილობები დაუტოვა... და მხოლოდ გულითადი მეგობრების დახმარებას და საყვარელი ქალის სინაზეს და სიყვარულს შეუძლია გადაატანინოს ცხოვრებისეული წინააღმდეგობები წარმატების მისაღწევად...
მაშინ, როდესაც ამერიკას მილიონობით გარდაცვლილი უტევს, გადარჩენილ ადამიანთა პატარა ჯგუფი თავშესაფარს ეძებს. ისინი ცდილობენ ქალაქიდან გაიქცნენ და თავი უსაფრთხო კუნძულს შეაფარონ. ფილმი წარმოადგენს 1978 წლის ამავე სახელწოდების ფილმის რიმეიქს...
კრიმინალების უმოწყალო ბანდის მიერ ახალგაზრდა როკ გიტარისტის ერიკ დრეივენისა და მისი საცოლის სასტიკი მკვლელობიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, დრეივენი, ჰიპნოტური ყვავის მეთვალყურეობის ქვეშ სამარიდან ბრუნდება, რათა შური იძიოს.
ფილმის მთავარი გმირი უფროსკლასელი მაიკია, შეძლებული ოჯახიდან, რომელსაც სკოლიდან რიცხავენ. ამის შემდეგ ის ნარკოტიკებით მოვაჭრეთა სამყაროში ხვდება. საქმე კარგად მიდის, ფულიც წყალივით მოდის, თუმცა, ერთ დღესაც ყველაფერი იცვლება: მის ძმას კლავენ, საუკეთესო მეგობარს კი აპატიმრებენ...
ეს ჩახლართული პოლიტიკური თრილერი სანავთობო ინდუსტრიის სულისშემძვრელ ისტორიას მოგვითხრობს. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტი, გაჭირვებული პაკისტანელი, ექსპერტი ინჟინერი და არაბი ემირი; ამ ადამიანების სიცოცხლე შავ ოქროსთან და ნავთობით ვაჭრობასთანაა დაკავშირებული...
მკვლელობის ცნობილი გამომძიებელი კესი მეიუეზერი და მისი ახალბედა პარტნიორი საქმეზე მუშაობენ, სადაც ორი ძნელად გამოსაჭერი ახალგაზრდა ბოროტმოქმედის დაჭერას ცდილობენ. მათი ბნელი საიდუმლოებები, შესაძლოა ცივი გონებით დაგეგმილი დანაშაულის ახსნა გახდეს...
ბუღალტერს მისი მეგობარი იურისტი იდუმალებით მოცულ ღამის კლუბში გააწევრიანებს,სადაც იგი ძირითადი ეჭვმიტანილი ხდება და ერთერთი ქალის გაუჩინარებასა და მილიონობით დოლარის მოპარვას აბრალებენ...
ახალგაზრდა მეი ჰოლანდი, დამწყები , მაგრამ პერსპექტიული სპეციალისტი თავის სფეროში, იღებს ვაკანსიას უმსხვილეს კომპანიაშია "წრე" . კომპანიის დამაარსებელი მალევე შეამჩნევს მას და სთავაზობს მონაწილეობა მიიღოს ექსპერიმენტში, რომელიც გადაატრიალებს მილიარდობით ადამიანის წარმოდგენას პირადი თავისუფლების საზღვრებზე...
მძაფსიუჟეტიანი ისტორია ქალზე, რომელიც ახალ ცხოვრებას იწყებს მისი ოცნების მამაკაცთან და წინა ქორწინებიდან მის ახალგაზრდა ქალიშვილთან ერთად. მაგრამ, პირადი ბედნიერების ნაცვლად, მთავარ გმირს ელოდება, მისი მეუღლის ფსიქიკურად გაუწონასწორებული ქმედება , გაუკუღმართებული წამება და სასტიკი კოშმარები…
ახალგაზრდა კეროლი ფსიქიურად გაუწონასწორებელი და საზოგადოებისთვის საშიში ადამიანია. მას რამოდენიმე დღით მარტო ტოვებენ სახლში. მისი კოშმარები სულ უფრო რეალური ხდება. კეროლს ეჩვენება ხელები, რომლებიც გამუდმებით მისკენ იწევენ, სივრცე კი იწელება და იკუმშება...
ცნობილი ამერიკელი წყვილი, ქარიზმატული ხელოვანი ჩესტერ მაკფარლენდი და მისი მეუღლე კოლეტი, ათენში ჩადიან. სეირნობისას ხვდებიან რაიდალს – ახალგაზრდა ბერძნულად მოსაუბრე ამერიკელს, რომელიც გიდად მუშაობს. მოიხიბლება რა კოლეტის სილამაზითა და ჩესტერის სიმდიდრით, რაიდალი სიხარულით თანხმდება სადილზე მიპატიჟებას. თუმცა, აღმოჩნდება, რომ წყვილის გარეგნული ბრწყინვალება ბნელ საიდუმლოებებსაც მალავს. სტუმრად მისულ გიდს ოთახში გონებადაკარგული კაცი ხვდება...
ყოფილი თაღლითი, ყოფილი ცოლის ვალის გასტუმრების მიზნით, ახალი მეპატრონის სახლის ძარცვის გეგმას ხაზავს. მაგრამ არ იცის, რომ სახლი სასიკვდილო ხაფანგებით არის სავსე...
ნერვიული ჰენრი, რომელიც ცხოვრობს მეწარმეთა ქალაქში, რომელიც შედგება კვამლისგან, ხმაურისგან და ჩრდილებისგან, იძლებულია ცოლად მოიყვენოს თავისი მეგობარი გოგონა ცოლად იმის შემდეგ, რაც ის განუცხადებს, რომ ორსულადაა, და შედეგად გახდება პატარა, მუტანტი–ბავშვის მამა. ახლა ოჯახის წინ პრობლემა დგება ამ ურჩხულის მოვლასთან დაკავშირებით.
ახალგაზრდა ბოშა ქალი ესმერალდა ცეკვებით ირჩენს თავს. მას ბევრი მეგობარი ჰყავს, მაგრამ არაკეთილმოსურნეებს იმდენად დიდი ძალაუფლება აქვთ, რომ ის ციხეში ხვდება. ღვთისმშობლის ტაძრის მნათე - კვაზიმოდო ესმერალდას გაქცევას მოუწყობს. შემდეგ კი, გამძვინვარებული ეპისკოპოსი ფროლოსგანაც გადაარჩენს, რომელსაც მისი მოკვლა სურს. ვ.ჰიუგოს ცნობილი რომანისგან განსხვავებით ამ ანიმაციას ბედნიერი დასასრული აქვს...
კემპბელების ოჯახი კონექტიკუტში გადადის და მალევე შეიტყობს რომ მათ მომხიბლავ ძველებურ სახლს საშინელი ისტორია აქვს. სახლი მხოლოდ გადაკეთებული დამკრძალავი სალონი არ ყოფილა, სადაც წარმოუდგენელი ამბები ხდება. მისი ყოფილი მფლობელის წინასწრმეტყველი ვაჟი იოჰანი დემონის მორჩილი იყო და ამ სახლიდან სპირიტუალურ გასასვლელს ქმნიდა...
ძმები შეყვარებულებთან ერთად, ავტომობილით სამოგზაუროდ მიდიან, რომელიც ვიეტნამში გამგზავრებამდე მათთვის უკანასკნელი გართობა იქნება. გზაში მათ უბედური შემთხვევა ემართებათ, რის შემდეგაც ადგილობრივ შერიფს ხვდებიან. მისი გაცნობა საშინელი კოშმარის დასაწყისი ხდება... ისინი აღმოჩნდებიან სახლში, სადაც იზრდება დაუნდობელი მკვლელი სახელად ტყავის სახე...
ასაკში მყოფი სცენის ვარსკვლავი კარენ სტოუნი, გადაწყვიტავს ევროპაში გამგზავრებას.მისი მდიდარი ქმარი გარდაიცვალა.კარენს მოენატრა მამაკაცთან ურთიერთობა და მას გააცნობენ ახალგაზრდა ულამაზეს იტალიელს...
ავსტრალია, 1880-იანი წლები. ფილმში რამდენიმე სასტიკი ფაქტია აღწერილი - გაუპატიურება, ჰოპკინსების ოჯახის მკვლელობა, რომელსაც ძმები ბარნსების ბანდა ჩაიდენს. კაპიტანი მორის სტენლი აიყვანს ჩარლი ბარნსს და აძლევს მას 9 დღის ვადას უფროსი ძმის, საშიში ფსიქოპატის მოსაკლავად, წინააღმდეგ შემთხვევაში მის უმცროს ძმას ჩამოახრჩობენ...
2001 წლის 11 სექტემბერს, მას შემდეგ რაც ტერორისტებმა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობა დაანგრიეს მაშველი რაზმი გადარჩენილების მოძებნას ცდილობს. უილ ჯიმენო და სერჟანტი ჯონ მაკლოულინი ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილები, მაშველი რაზმი კვლავ განაგრძობს ბრძოლას მათ გადასარჩნად...
10 წლის ბიჭები პოულობენ მიტოვებულ პოლიციის მანქანას და გადაწყვეტენ მის მითვისებას. ჩვეულებრივი ბავშვური გართობა სახიფათო თავგადასავლად იქცევა, როდესაც პოლიციის შერიფი თავისი დაკარგული მანქანის საძებნელად მიდის...
ბიოგრაფიული ფილმი დაფუძნებულია რეალურ ფაქტებზე. მოქმედება ხდება 1939 წელს, მეორე მსოფლიო ომისათვის მზადებისას. ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ გადაწყვეტილება მიიღო არ ჩართულიყო ომში და ნეიტრალური მდგომარეობა ეჭირა. მოქმედება ხდება ნიდერლანდებში, რომლის მთავრობაც გადაწყვეტილებას იღებს შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი. მიუხედავად ამ პოზიციისა 1940 წელს ქვეყანას დაიპყრობენ. ქვეყანა გერმანიის მმართველობის ქვეშ აღმოჩნდება. ებრაელებს საკონცენტრაციო ბანაკებში აგზავნიან, ადგილობრივი მთავრობა კი ნაცისტებთან თანამშრომლობას იწყებს. სიუჟტის ეპიცენტრში აღმოჩნდება მოხერხებული კაცი, რომელიც ცდილობს ორივე მხარე დაიჭიროს მეტი სარგებელის მიღების მიზნით...
ატომური აფეთქების შემდეგ რამდენიმე გადარჩენილი ადამიანი ერთად იმალება საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში, სადაც საკვების მარაგი ნელ-ნელა ილევა და შიში ისადგურებს...