მთავარ გმირს მამამისი ჩაჰყავს ქალაქ ვარანასში, გარდაცვლილთა ქალაქში. მას მოუწევს გადალახოს მის ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი და დაელოდოს მამამისის გარდაცვალებას წმინდა ქალაქში, რათა მან ხსნა იპოვოს...
როდესაც იგებს რომ ის ერთადერთი შავკანიანი მამაკაცია იმ ადამიანებს შორის, ვინც, დასახლებისგან მოშორებით, დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე შეიკრიბა, ტაირელი ნერვიულობას იწყებს. სასმელი და ტესტოსტერონი კონტროლის ზღვარს ცდება, ტარიელის სარისკო მდგომარეობა კი მალევე კოშმარში გადაიზრდება...
რადმილო და მარკო ახალგაზრდა გეების წყვილია, ისინი ყველაგან შეიძლება იყვნენ ბედნიერები გარდა სერბიისა. ახალგაზრდები ცდილობენ არ გაასაჯაროვონ ურთიერთობა, მაგრამ ყოველდღე ეჯახებიან ჰომოფობიას. მარკოს ოცნებაა ბელგრადში პირველი გეი აღლუმის ჩატარება, რაც "შეუსრულებელი მისიაა"...
ბარნი პენოფსკის ისტორია. სასმელების მოყვარული, მწეველი, ჰოკეის ფანატი საკმაოდ იმპულსური და გამაღიზიანებელი ადამიანი იყო. დროთა განმავლობაში მას ალცჰეიმერის დაავადება აღმოაჩნდა. ამის გამო მისი ცხოვრება უფრო არალოგიკური გახდა...
ჯონ მანი თავის შვილებთან - კრისთან და ტიმთან ერთად, ჯორჯიის პატარა სოფელში ცხოვრობს. ის თავის გარდაცვლილ მეუღლეს გლოვობს, ბიჭებს კი სხვა ხალხისგან იზოლირებაში ამყოფებს. ჯონის ძმა - დილი, ციხიდან გამოდის და მისი გამოჩენის შემდეგ ტიმის და კრისის წყნარი ცხოვრება მთავრდება.
30 წელი გავიდა 1984 წლიდან მას შემდეგ რაც კარბიდის ნარგავების დიფუნქცია მოხდა, შედეგები ტრაგიკულია. ესაა ისტორია ბოფალის ტრაგედიაზე, ერთ-ერთ უდიდეს კორპორაციულ სკანდალზე, რომელიც უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში მომხდარა. ესაა ადგილობრივი მოსახლეობის დრამატული დამოკიდებულება ქიმიურ ნარგავზე, რაც კატასტროფის სერიას იწვევს. აქ ჩანს კორპორაციის უპასუხისმგებლობა მსოფლიო განვითარებაში...
დიდი ხნის წინ მისტერ ექვსი იყო განგსტერი. ეს ის დრო იყო როდესაც ქურდებს დიდ პატივს სცემდნენ. როდესაც კრიმინალურმა სამყარომ პატივისცემა მოიპოვა. დღეისთვის კი მისტერ ექვსი დავიწყებას მიეცა, ერთ ღესაც მის შვილს პანკები დაესხმებიან თავს და გაიტაცებენ. მან იცის რომ ყველაფერი უნდა გააკეთოს რომ შვილი დაიბრუნოს, ის იმ სამყაროს უნდა დაუბრუნდეს რომელიც ეგონა რომ უკან მოიტოვა...
ბრეტ ჰენსონი - ბოროტმოქმედია, რომელიც სულ ახლახან გამოუშვეს ციხიდან, სადაც მკვლელობისთვის ექვსი წელი იჯდა. მალე მას დაემგზავრებიან მოზარდი მარტინი და მისი მეგობარი გორდი. ამ მოგზაურობის ყველა მონაწილეს თავისი მიზანი აქვს: მარტინი მშობლებს გაურბის, გორდი კი ცდილობს მარტინთან ახლოს იყოს, ხოლო ბრეტმა უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ახალი ცხოვრების დაწყება, თუ წარსულში დაბრუნებას ამჯობინებს სადაც საყვარელი ქალი ელოდება.
დუბლინში ერთ ნარკოტიკებით გაჯერებულ უიკენდზე ჯეისონი თავის ცალკე მცხოვრებ, დიდი ხნის უნახავ ძმას შეხვდება, რომელიც გამოსწორების გზაზე შემდგარი უსახლკარო ნარკომანია...
ბრედი პატარაობიდანვე ტერეტის სინდრომით იტანჯება. ის ებრძვის ამ მძიმე დაავადებას და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მიაღწიოს თავის მიზანს. მისი მცდელობა უშედეგოდ არ ჩაივლის...
ჯეიმს უაიტი არის შეწუხებული, ცდილობს დარჩეს ნიუ-იორკში.ის ჰედონისტური ცხოვრებით ცხოვრობისგან თავის დაღწევას ცდილობს. მისი დედა ებრძვის სერიოზულ ავადმყოფობას...
სუ ცნობილი ეროტიული ჯურნალის წარმატებული მთავარი რედაქტორია, თუმცა იყო დრო როდესაც კოლეჯის დამთავრების შემდეგ ჩვეულებრივ ქარხანაში რიგით თანამდებობაზე მუშაობდა. მას მხოლოდ ერთი გარემოება გამოარჩევდა დანარჩენებისგან: როდესაც პატარა იყო დედამისმა და მისმა საყვარელმა, რომელიც კარის მეზობელი იყო, დინამიტით მოიკლეს თავი...
პერსპექტიული ჟურნალისტის ისტორია, რომლის რწმენაც დიდი გამოცდის წინაშე დგება მას შემდეგ, რაც ეცდება აიღოს ინტერვიუ ადამიანისგან, რომელიც თავს ღმერთს უწოდებს...
წყვილები ბობი და კეროლ სენდერსები და ტედი და ელის ენდერსონები საუკეთესო მეგობრები არიან. ბობი და კეროლი დაესწრებიან სესიას თვითდახმარებისა და თვითაღმოჩენის შესახებ, რის შედეგადაც ისინი თვს უფრო განათლებულბად გრძნობენ. მათ სურთ, რომ იგივე ტედმა და ელისმაც განიცადონ...
კუალა ლუმპურის გარეუბნებსა და ვიწრო ღარიბულ ქუჩებში ფულთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანები ნორმალური ცხოვრებისათვის იბრძვიან . მათი გზები მოულოდნელად გადაიკვეთება, თუმცა ფატალური შედეგებით ...
შუახნის, უსაქმური მამა იძულებულია იმუშაოს ფირმაში - DRIVERXRNდა თავისი მანქანით მოემსახუროს პრესტიჟულ კლიენტებს, რათა ფინანსურად დაეხმაროს ცოლს, რომელიც ასევე მუშაობს და ორ გოგონას. მაგრამ დაბალი ანაზღაურება და ლოს-ანჯელესის გიჟური ცხოვრება მის ქორწინებას კიდევ უფრო მეტ პრობლემებს მოუტანს...
ორი მამაკაცი გაერთიენებული ძალით ცდილობს თავიანთი ოჯახებით თავი დაააღწიოს ტროპიკულ კურორტს, მას შემდეგ რაც დარწმუნდებიან, რომ ამერიკულ ტურისტულ კომპანიას მზაკვრული გეგმა აქვს - მათი საყვარელი ხალხის წაყვანა უნდა გარკვეული მიზნებით...
ანდერსი ამთავრებს დეზინტოქსიკაციის კურსს ადგილობრივ სამკურნალო ცენტრში. თერაპიის მიზნით მას რთავენ ნებას, რომ გაემგზავროს ქალაქში პროფესიონალურ გასაუბრებაზე. ის რჩება ქალაქში, სეირნობს ქუჩებში, ხვდება ადამიანებს, რომლებიც დიდი ხანია არ უნახავს. ის ახალგაზრდაა, მაგრამ გრძნობს, რომ მისი ცხოვრება დამთავრდა...
ფილმი ეფუძნება რეალურ ისტორიას, ბიჭზე, რომელიც 1980-იანებში მონადიერეებმა იპოვეს ბოსნია-ჰერცოგოვინას მთებში,მგლებით გარემოცული.იგი გააგზავნეს საბავშვო ინსტიტუტში და დაარქვეს მუსლიმური სახელი -ჰარისი. ყველას გასაოცრად იგი სწრაფად ვითარდებოდა და მეგობრებსაც იოლად იძენდა.როდესაც ბოსნია-ჰერცოგოვინაში 1992 წელს ომი დაიწყო, ჰარისმა მიიღო წერილი ბოსნიური მთავრობისაგან, რომ დაუყონებლივ დაბრულებულიყო. დაბრუნების შემდეგ მას წასასვლელი არსად ჰქონდა. საბოლოოდ ჰარისი გადააწყდა ჯარისკაცთა ჯგუფს,რომლებმაც მისცეს იარაღი და თან წაიყვანეს...
ლოს-ანჟელესის პოლიციელი ჯეკ მუნი – რასისტია. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მისი უკმაყოფილება, როდესაც ის, ტრანსპლონტაციის შემდეგ გაიგებს, რომ მას ზანგის გული გადაუნერგეს. და არა უბრალო ზანგის, არამედ – წინა დღით დაღუპული ადვოკატის, რომელიც კრიმინალურ სამყაროს უკავშრდება. და შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ჯეკის გაგიჟება, როდესაც ზანგი მასთან მოჩვენების სახით იწყებს მოსვლას და მოსვენებას არ აძლევს.
კირი, ლეა, დაშა, მაქსი - სტუდენტები არიან. მათ ცხოვრებაში ყველაფერი პირველადაა. პირველი სიყვარული, პირველი სექსი, პირველი საერთო ოცნება, პირველი შეცდომები, პირველი იმედგაცრუება და პირველი აღმოჩენები...
პოლიციის კაპიტანი ჩჟანი ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილებაში მუშაობს.მას შემდეგ, რაც ნარკობარონ ტიმი ჩოის იჭერენ, იწყება მისი დაკითხვა.რათა გადაურჩეს სასიკვდილო განაჩენის გამოტანას, ჩოი იძულებულია გასცეს მისი პარტნიორები...
18 წლის პატრისია, მიწის მუშის, პასკალ ამორეტის ქალიშვილია, რომელსაც უყვარდება სიმპათიური მფრინავი,ჟაკ მაზელია, რომელიც ჯარში მიდის და გოგონას ფეხმძიმედ ტოვებს.ჟაკი ფრონტზე იღუპება, ხოლო მსი მდიდარი მშობლები პატრიციას შვილს არ აღიარებენ, მაგრამ საბედნიეროდ გოგონას არაჩვეულებრივი მამა ჰყავს, რომელიც მუდამ მხარს უჭერს მას...
ახალგაზრდა ტრევისმა მამის არყოფნაში, დედას, უმცროს ძმას და რანჩოს უნდა მიხედოს. როდესაც მასთან ყვითელი ქოფაკი დაუპატიჟებლად მოვა, ტრევისი ძაღლს დაიტოვებს...
ერიჰ მარია რემარკის იგივე სახელობის ანტისამხედრო რომანის ეკრანიზაცია, რომელიც ჰოლივუდის ისტორიაში პირველი სამხედრო დრამა გახდა და პრემია ”ოსკარით” დაჯილდოვდა. თავის დროისთვის ეს ძალიან თამამი ფილმი იყო, რომელმაც დასაბამი დაუდო ანტისაომარი კინოს ჟანრს და მსოფლიო კინემატოგრაფიის და ფილოსოფიის მთელ რიგ მიმართულებებს. ”დაკარგული თაობის” პრობლემა - გუშინდელი სკოლის მოსწავლეების, რომლებიც პირველი მსოფლიო ომის საშინელებას შეეჯახნენ, მრავალი წლის განმავლობაში გახდა კინემატოგრაფისტების, მწერლების და ფილოსოფოსების შემოქმედების მთავარი თემა...
სოფელი, რომელშიც სასმელი წყალი არ არის ტრადიციულად ქალები კილომეტრებს გადიან რათა წყაროდან მოიტანონ ის. ერთხელაც ისინი კატეგორიულად მოსთხოვენ მამაკაცებს წყალი გამოიყვანონ სოფლამდე...
1988 წლის აპრილი, კუნძული უვეა, ახალი კალედონია. 30 პოლიციელი მძევლად აიყვანა სეპარატისტ-კანაკების ჯგუფმა. 300 სამხედრო გააგზავნეს წესრიგის დასამყარებლად. ორი ადამიანი ერთმანეთის წინააღმდეგ: ფილიპ ლეგორჟუ, ჟანდარმერიის ელიტური ქვედანაყოფის კაპიტანი და ალფონს დიანუ, სეპარატისტთა დაჯგუფების მეთაური...
შობას ყველას ოცნება ხდება. ამაში უილაც დარწმუნდა , როდესაც მიეცა შესაძლებლობა ვაჟთან ერთად ჯადოსნურ ბრემბლში წასულიყო. მაგრამ ოცნებები წინაღობების გარეშე არ ხდება...
ადამი ახალგაზრდა ბიჭია, რომელიც საზღვარგარეთ მუშაობს. იგი მოულოდნელად გადაწყვეტს ოჯახში დაბრუნდეს პოლონეთში. მას სურს სრულიად შეცვალოს , რადგან მალე მამა უნდა გახდეს. მას ძალიან მოენატრა ოჯახის წევრები და უხარია მათი ნახვა, მაგრამ დრო გავიდა, პრობლემები კი დარჩა. რას გაიგებს ადამი საშობაო ვახშამზე?...
სამშობლოში აღიარების შემდეგ პიანისტი ვერონიკა ფრანგს მიჰყვება ცოლად და ნიუ იორკში გადადის საცხოვრებლად. ვერონიკა დიასახლისი გახდება და მთელ დროს ვაჟის აღზრდას უთმობს. მაგრამ მას ეს მდგომარეობა ბეზრდება და ფიქრობს დაუბრუნდეს კარიერას. სწორედ ამ დროს გამოჩნდება ახალგაზრდა პიანისტი ამანდა, რომელთანაც პოლი რომანს იწყებს...
ერთ პატარა იტალიურ ქალაქში ქალი ჩამოდის. ის იტალიაში ემიგრირებული უკრაინელია. მას ირენა ქვია, მაგრამ რისთვის ჩამოვიდა და რა სურვილი აქვს? ერთმანეთში ირევა წარსული და აწყმო და ჩვენს თვალწინ ლამაზ სურათად ლაგდება.
კონტების დიდი ოჯახი საზეიმო სადილზე იკრიბება - მამა, დედა, ექსცენტრული დეიდა ლუჩიანა, ტომასო, მისი და ელენა და უფროსი ძმა ანტონიო. ისინი ტომასოს ოჯახური ბიზნესის მეთაურად დანიშვნას აღნიშნავენ. ტომასო გადაწყვიტავს შემთხვევით ისარგებლოს და ოჯახს თავისი ორიენტაციის შესახებ შეატყობინოს. მაგრამ მოულოდნელად, უფროსი ძმა ასწრებს და მშობლებს ეუბნება, რომ გეია. გაბრაზებული მამა ანტონიოს სახლიდან აგდებს და თავად ნერვიული შეტევით საავადმყოფოში ხვდება.
ფილმის მოქმედება ხდება აშკარად დროიდან ამოვარდნილ გერმანიაში. ქვეყანა, სადაც სულ მზიანი ამინდია, ბავშვები ატარებენ სკოლის ფორმას, პოლიციელები - დათვის კოსტიუმებს, პედიკიურის გამკეთებლები კი მოხუცებულ ქალებს ნამცხვრებს ჩუქნიან, მაგრამ ამ ლამაზი პარალელური სამყაროს გვერდით დაფარულია უფსკრული - ზუსტად იქ მოუწევთ ფილმის გმირებს მოგზაურობა...
ტერენმა დიდი გზა განვლო სამხრეთ ირალნდიიდან ამერიკის შეერთებულ შტატებამდე სიყვარულისათვის, მაგრამ გრძნობა ხანმოკლე აღმოჩნდა. იგი თავშესაფარს ბიძასთან და დეიდასთან ეძებს, მაგრამ მათ მისთვის არ სცალიათ...
ქალი ციხიდან გამოვიდა და მის ნათესავთან მიემგზავრება, რომელიც კანადის ტყეში ცხოვრობს. მასთან მისი მეგობარი ფლო ჩადის. თითქოს ცხოვრება დალაგდა, მაგრამ ყველაფერი ასეთი ადვილი არაა...
ფილმის მთავარი გმირები არიან აფრიკული წინააღმდეგობის ლიდერი ბანტუ და თეთრკანიანი ლონდონელი ჟურნალისტი დონალდი, რომელიც თავდაპირველად მას აკრიტიკებდა, მოგვიანებით კი გაიგო რა ბანტუს ჭეშმარიტი მიზნების შესახებ, დაუმეგობრდა ახალგაზრდა მეამბოხეს...
მკვლელობისათვის დაკავებულ ჯეიკ შალსოურტს ეძლევა შანსი ციხიდან 15 წლით ადრე გამოვიდეს. ამისათვის საჭიროა დაარწმუნოს მისი ნიჭიერი კალათბურთელი ვაჟი ერთ კონკრეტულ კოლეჯში ჩააბაროს.