ეს არის კომედია ოჯახის შესახებ, რომლის ექვსი წევრი ერთდროულად განიცდის სულიერ კრიზისს. კრიზისისგან თავის დასაღწევად, ისინი გადაწყვეტენ მანქანით გაემგზავრონ სილამაზის კონკურსზე "პატარა მის ბედნიერება", რომელშიც მათი ქალიშვილი იღებს მონაწილეობას...
მდიდარი და სახელგანთქმული კომიკოსი ჯორჯ სიმონსი ბევრს არ ფიქრობდა იმაზე , თუ როგორ ეპყრობოდა ადამიანებს, სანამ ექიმმა მას შემაშფოთებელი ამბავი არ აუწყა. ახლა ჯორჯი იძულებულია, მის ცხოვრებისეულ პრიორიტეტებს გადახედოს...
მას შემდეგ რაც კრედიტ–ოფიცერმა კრისტინ ბრაუნმა ქალბატონი უარით გაისტუმრა და მასზე კრედიტი არ გასცა, მისი ერთდროს პერსპექტიული მომავალი უეცრად საშინელებით შეიცვალა. კრისტინი დარწმუნებულია, რომ იგი ბოშა ქალმა დაწყევლა, მაგრამ მისი საქმრო ამ თემას სკეპტიკურად უყურებს. მას ერთადერთი გზა დარჩა – მივიდეს მედიუმთან რომელიც ირწმუნება, რომ შეუძლია დახმარება, წყევლის მოხსნა და მისი ჯოჯოხეთში მოხვედრისგან გადარჩენა...
სემის გონებრივი განვითარება შვიდი წლის ბავშვის დონეზე შეჩერდა, მაგრამ ის შეძლებისდაგვარად ცდილობს საზოგადოების სრულყოფილი წევრი გახდეს. მას ყავს ქალიშვილი, რომელსაც თავად ზრდის, მაგრამ გადის შვიდი წელი და ლუსი მამაზე ჭკვიანი ხდება, რაც აიძულებს სოციალურ მუშაკებს სასამართლოზე ბავშვის ჩამორთმევის საკითხი დასვან...
15 წლის ღრმად მოაზროვნე ოლივერ ტეიტი ყველანაირი ძალით ცდლიობს დაიწყოს ურთიერთობა თავის თანაკლასელ მუქთმიან ეშმაკუნა გოგონა ჯორდანასთან. ამავდროულად, ოლივერის მშობლების ურთიერთობა ინგრევა და ანალოგიური პრობლემები იქმნება ჯორდანასთანაც...
მამინაცვალის მკვლელბის შემდეგ, რომელიც ნასვამ დგომარებობაში ცდილობდა არასრულწლოვანი ანას გაუპატიურებას, მას 4 წლით არასრულწლოვანთა კოლონიაში მოათავსებენ. იქ მას უქმნიან ტერორს თეთრი და შავ კანიანი ქალები, ასევე გარყვნილი ზედამხედველი...
ჰუმანიტარული საგნების მასწავლებელს, შება ჰარტს თავის 15 წლის მოსწავლესთან საიდუმლო რომანი აქვს. მაგრამ ეს კავშირი შესაძლოა გამჟღავნდეს, რადგანაც ყველაფერი ცნობილი ხდება სხვა მასწავლებლისთვისაც...
მალჰოლენდ დრაივზე სამანქანო ავარიის შემდეგ ქალს ამნეზია ემართება, ირჩევს ახალ სახელს – რიტას, ფილმის „ „რიტა ჰეივორტ“–ის სარეკლამო აფიშიდან...
რიჩარდ დეინმა, მშვიდმა და უწყინარმა მამაკაცმა, შემთხვევით მოკლა თავის სახლში შემოპარული ყაჩაღი. პოლიციამ გამოავლინა გარდაცვლილი, ის აღმოჩნდა დიდი ხნის განმავლობაში ძებნილი, ცხედარი წაიღეს და სწრაფად დაკრძალეს. თუმცა, მალე გამოჩნდება გარდაცვლილის მამა, ბენ რასელი, რომელიც ცხოვრობს თავისი პრინციპით. ახლა დენს მოუწევს საკუთარი თავის და შვილის დაცვა...
ბოროტ დედოფალს სურს მდიდარ და სიმპათიურ პრინცს გაყვეს ცოლად რადგან ფიქრობს, რომ ამით მის ფინანსური პრობლემებს მოაგვარებს. ახლა მხოლოდ ერთი დაბრკოლებაა: პრინცი ულამაზეს ფიფქიაშია შეყვარებული. ფიფქია კი შვიდ ჯუჯასთან ერთად ბოროტების დასამარცხებლად დიდ ბრძოლას იწყებს...
ხანდახან ომშიც კი ზედმეტად ბევრი ადამიანი იღუპება და მოწინააღმდეგის ჯარისკაცის უკანასკნელი გამოხედვაც დიდხანს რჩება შენს მეხსიერებაში. მაგრამ ეს არაფერს ცვლის. სამსახურიდან გათავისუფლებული სერჟანტი დოკუმენტებს აყალბებს, საყვარელ ქალს ტოვებს და ფრონტზე ბრუნდება. ომში ყველა სხვადასხვა მიზნით მიდის, უკანაც განსხვავებული რამ მოაქვს. მაგრამ თუ კარგად დაუკვირდება, შესაძლოა იპოვოს ის, რაც შეიძლება მთელი ცხოვრების რწმენად ექცეს. მაინც რა შეიძლება დაგრჩეს ბრძოლიდან, რომელიც პატარა ბელგიურ სოფელ პაშენდალთან მოხდა?...
ჯეკი სთოუნი მიზანსწრაფულად გეგმავს ბანკის ძარცვას იმისთვის, რიმ მოხვდეს ციხეში რუსეთის კანონიერ ქურდთთან, ბალამთან. ბალამი გაცილებით მეტს წარმოადგენს ვიდრე დამნაშავე; ის ძალიან საშიში ავტორიტეტია, ის აკონტროლებს პოლიციას ციხიდან. მისი კამერა ფეშენებელური ცალკე მყოფი ოთახია, რომელიც შექმნილია მხოლოდ მისთვის. ციხის მეთვალყურესაც კი არ შეუძლია მიუახლოვდეს მის კამერას, მაგრამ მან არ იცის, რომ მასთან მოდის ჯეკი სამაგიეროს გადასახადათ. ბალამის ბრძანებით ჯეკის ოჯახის ყველა წევრი სიცოცხლეს გამოესალმა...
ცხოვრების ურთულეს დროს მეწიქვილე მის ქალიშვილს ეშმაკს მიჰყიდის. მისი სიწმინდის დახმარებით გოგონა თავის დაღწევას შეძლებს, მაგრამ ხელებს დაკარგავს. გზას ოჯახისაკენ იგი ხვდება წყლის ქალღმერთს, მებაღესა და პრინცს...
მევიოლინე სიდნი უეელსი მისმა დამ შემთხვევით ხუთი წლის ასაკში დააბრმავა. ის რქოვანის ოპერაციას გაიკეთებს და რეაბილიტაციის პროცესში გააცნობიერებს, რომ მკვდარ ხალხს ხედავს...
ფილმი მოგვითხრობს რთული ურთიერთობის შესახებ ორ ქალს შორის. ისინი 50-იანი წლების ნიუ-იორკში ცხოვრობენ. ერთ-ერთი ქალბატონი ახალგაზრდა მაღაზიის გამყიდველია, რომელიც ოცნებობს უფრო დიდ იდეალებზე, მეორე - გათხოვილი ქალია, ის უსიყვარულობას განიცდის...
ის იყო სასიკვდილოდ განწირული, მაგრამ გადარჩა. ახლა მისი მისია შურისძიებაა და ტომის განადგურება. ის არის დიდებული მეომარი, რომელსაც ვოლკოდავს ეძახიან., ისაა სერი პსის ტომის უკანასკნელი მამაკაცი...
მიტჩ მაკდირს იურისპრუდენციაში დიდი მომავალი ელის. ის ფირმიდან სარფიან შემოთავაზებას მიიღებს და დიდი პრივილეგიებით, ფულით და საჩუქრებით თავბრუდახვეული კომპანიის ბნელ მხარეებს დიდად ყურადღებას არ აქცევს, სანამ მის ორ კოლეგას არ მოკლავენ. ინფორმაციის მისაღებად მას გამოძიების ფედერალური ბიურო უკავშირდება და მიტჩი ხვდება, რომ მისი ცხოვრება შეიძლება დაინგრეს, თუ ის სასწრაფოდ არჩევანს არ გააკეთებს...
ჯარისკაცებს ეუბნებიან, რომ ორ კვირაში სახლში დაბრუნდებიან, ისინი ჩასაფრებულები არიან ერაყის ქალაქში. ჩვენ მივყვებით ოთხივე მათგანს - ქირურგი, რომელმაც დაინახა ყველაფერი. მასწავლებელი, რომელსაც ჰყავს მარტოხელა დედა და რომელმაც ხელი დაკარგა. ქვეითი, რომლის საუკეთესო მეგობარი მოკვდა დღეს და ჯარისკაცი, რომელიც ძლივს გადარჩა იმ წუთას, როცა მოკლა მოქალაქე ქალი...
რეი ბრედბერის ცნობილი რომანის ეკრანიზაცია. მომავლის სამყარო, რომელშიც ყველანაირი ბეჭდვითი გამოცემა ნადგურდება მეხანძრეთა სპეციალური რაზმების მეშვეობით, წიგნების მიმართ ინტერესი და მათი შენახვა კი კანონით ისჯება. სერჟანტი მონეგი ბრმად ასრულებს ბრძანებებს, მაგრამ კლარისასთან შეხვედრა აიძულებს გადახედოს საკუთარ ცხოვრებას...
სტალინგრადის ბრძოლა იყო ერთ-ერთი მთავარი მოვლენა მეორე მსოფლიო ომში. გერმანიის მთავარსარდლობას სურდა დაეპყრო ქალაქი სტალინგრადი და მდინარე ვოლგის მარცხენა სანაპირო, რომელზეც გადიოდა მთავარი სატრანსპორტო გზა ქვეყნის ევროპულ და აზიურ ნაწილებს შორის. სტალინგრადის დაპყრობით გერმანელებს გზა ეხსნებოდათ მთავარი ნავთობის საბადოებისაკენ - გროზნოსა და ბაქოსკენ. 1941 წლის ზამთარში, იმის გამო, რომ გერმანული არმია არ იყო მზად ზამთრის ომებისათვის, მათი შეტევა მოსკოვზე შეჩერდა და საბჭოთა ჯარების კონტრშეტევის შედეგად უკანაც დაიხიეს...
ისინი აქ არიან... თავიდან ლანდებივით დამალობანას თამაშობენ ფრილინგების ქალაქგარეთა სახლში, მაგრამ ცოტა ხანში მართლა საშიში ხდება! იღუშება ღრუბლები, გაცოცხლებული ხეები აგრესიულად იქცევიან, პაწაწინა კეროლ ენ ფრილინგს კი უცნობი ძალა ჩაითრევს სპექტრალურ სიცარიელეში...
ფილმი იწყება მონტანას რანჩოს სახლში, ყოფილი CIA-ს ფაბრიკის მუშა ჯეიმს დიალის ირგვლივ. მას დაიყოლიებენ უკან დასაბრუნებლად ტერორისტის მოსაკლავად ლონდონში. ყველაფერი ცუდად მიდის, ის იძულებულია დაიმალოს, სადაც ხვდება 12 წლის გოგონას და უმეგობრდება...
ფილმი არის დალია უილიამსის,ახლგაზრდა ქალის ისტორია, რომელიც ძველ და მიტოვებულ სახლში გადადის საცხოვრებლად თავის ქალიშვილთან ერთად. ცოტა ხანში ისინი ხვდებიან, რომ სახლის ერთად-ერთი მაცხოვრებლები არ არიან, მათი მეზობელი - დიდი ხნის წინად მომკვდარი მეპატრონეა, რომელმაც სიმშვიდე ვერ მოიპოვა და ცარიელ სახლში არსებობისთვისაა განწირული...
საკუთარი დის მკვლელობის შემდეგ მაიკლ მაიერსს ფსიქიკურად დაავადებულთათვის განკუთვნილ სპეციალურ კლინიკაში მკურნალობდნენ. 17 წლის შემდეგ მან მოახერხა კლინიკიდან გაქცევა და მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა ახალი მსხვერპლის საძებნელად.
არავის სჯერა თინეიჯერი ჩარლი ბრიუსტერის, როცა ის აღმოაჩენს, რომ მისი თავაზიანი ახალი მეზობელი, ჯერი დანდრიჯი ვამპირია. როცა სისხლისმწოველი იწყებს ჩარლიზე შეტევას, ის ცდილობს გახდეს მსახიობი პიტერ ვინსენტი მოჩვენებითი მონადირე, საუბედუროდ ვამპირი თვალს დაადგამს ჩარლის შეყვარებულსაც...
ახალ სახლში ოკეანის მიღმა, ამერიკული ოჯახი აღმოჩნდება სახელმწიფო გადატრიალების ცენტრში. ისინი ცდილობენ გაქცევას ადგილიდან სადაც უცხოელებს სასტიკად უსწორდებიან...
როდესაც ადგილობრივი მაცხოვრებელი ქალი გაუჩინარდება და პოლიციას მისი არანაირი კვალი არა აქვს, მამამისი ექსტრასენს ქალს მიმართავს დასახმარებლად. ნელ-ნელა მას ხილვები დაეწყება, სადაც დაკარგულ ქალს ხელ-ფეხ შეკრულს გუბეში ხედავს. მისი ეს ხილვები მათ გვამამდე მიიყვანთ და ქმარს დაიჭერენ, მაგრამ ვინ მოკლა იგი სინამდვილეში?..
ტარზანი გორილების შორის გაიზარდა, გაუვალ ჯუნგლებში, სადაც ადამიანის ფეხი არ დამდგარა. მტრულად განწყობილ ცხოველთა სამყაროს დიდხანს არ უნდოდა სუსტი ბიჭი მიეღო. მალე ყველას თვალწინ სუსტი ბიჭუნა მამაც ვაჟკაცად იქცევა! ის პანტერაზე სწრაფი გახდა, ვეფხვზე ძლიერი, არწივზე თვალმახვილი, მაგრამ, როდესაც ტარზანი ჯუნგლების მეფე ხდება, მოულოდნელი შეხვედრა ელის, რომელიც თავიდან ბოლომდე ცვლის მის ცხოვრებას...
მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ოთხი თვე გავიდა. იგი ორსულად არის და მალე ბავშვი შეეძინება, მაგრამ მას შეშლილი ქალი უთვალთვალებს, რომელიც მისი ბავშვით ზედმეტად არის დაინტერესებული...
სამედიცინო კოლეჯის სტუდენტები კლინიკური სიკვდილის ხელოვნურად გამოწვევის გზით ცდილობენ გარდაცვალების ფენომენი გამოიკვლიონ, რის შედეგადაც თითოეულ მათგანს კოშმარული ხილვები ეწყება. სიტუაცია თანდათან უმართავი ხდება.
მოხერხებული თაღლითი - ფრენკ აბიგაილ უმცროსი, თავს ასაღებს ექიმად, ადვოკატად და პილოტად და ყველაფერი ეს მანამ, სანამ 21 წლის გახდება. დოკუმენტების ოსტატურად გამყალბებელი, იგი ფედერალური ბიუროს აგენტ კარლ ჰენრატის ყურადღებას იპყრობს, რომელიც ფრენკის გისოსებს მიღმა მოთავსებას დაისახავს მიზნად..
სიმინდის ყანის ზღვარზე სოფლის სიღრმეში დგას სახლი. 10 წლის ტყუპები ელოდებიან დედის დაბრუნებას. როდესაც იგი ბრუნდება, მისი სახე დაბინტულია პლასტიკური ოპერაციის შემდეგ...
1945 წელი - პოლონეთი. მატილდა, ახალგაზრდა ფრანგი წითელი ჯვრის ექიმი, ასრულებს მისიას, დაეხმაროს ომში გადარჩენილებს. მატილდა შეხვდება ორსულ მონაზვნებს, რომლებიც იმალებიან. მათი ერთდერთი იმედი მატილდა გახდება...
პატარა ქალაქ მაინიში, შვიდი ბავშვი ცნობილი როგორც ‘ლუზერების კლუბი’ უპირისპირდება მონსტრს, რომელსაც შეუძლია მიიღოს კლოუნის სახელად 'პენივაისი' - ის ფორმა...
იმისთვის, რომ შეაჩერონ მსოფლიო მნიშვნელობის კატასტროფა, გენეტიკის დარგში მომუშავე მეცნიერებმა ჩაატარეს არაჩვეულებრივი ოპერაცია. მათ გარდაცვლილი CIA-ს თანამშრომლის ტვინში მყოფი ინფორმაცია და ჩვევები გადაიტანეს საშიში დამნაშავის სხეულში იმისთვის, რომ მან ბოლომდე მიიყვანოს აგენტის დაწყებული საქმე...
მოვლენები 1960 წლის გაზაფხულზე, ჯომოლუნგმას მყინვარწვერზე ვითარდება და ჩინელი მთამსვლელების ჯგუფის შესახებ ნამდვილ ამბავს მოგვითხრობს, რომლებიც დედამიწის ყველაზე მაღალ მწვერვალზე, ევერსტზე ასასვლელად ემზადებიან. მათი ამოცანა ყველაზე რთული ნაწილის გადალახვაა, რომელსაც ისინი მეორე საფეხურს უწოდებენ. ეს მათი მეხუთე მცდელობაა, ხოლო წინა ოთხი მთამსვლელების მარხით დასრულდა, ამიტომ ამჯერად გმირებმა თავიანთ დასახულ მიზანს აუცილებლად უნდა მიაღწიონ…
ობოლთა თავშესაფარში გატარებული რთული ბავშვობის შემდეგ ერთ-ერთმა ოჯახმა გადაწყვიტა ნიკას და რიჯელის შვილად აყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ნიკას და რიჯელს ტკივილისა და გაჭირვების საერთო წარსული აერთიანებთ, ერთად ცხოვრება შეუძლებელი ჩანს, თუმცა მათ მოუწევთ იპოვონ გამბედაობა, მიიღონ ის ძალა, რომელიც მათ ერთმანეთისკენ იზიდავს, რომელსაც სიყვარული ჰქვია...
ლამაზმან ქლოიას მისი ფსიქოანალიტიკოსი პოლი შეუყვარდება. როდესაც წყვილი ერთად ცხოვრებას იწყებს, ქლოია ხვდება, რომ მისი შეყვარებული ის არაა, ვისაც თამაშობს....
სრულიად განსხვავებული წარმომავლობის ახალგაზრდა ბიჭს და გოგოს ერთმანეთი უყვარდებათ, თუმცა მათ ურთიერთობას დაბრკოლებას უქმნის ბიჭის პრობლემური წარსული და გოგოს ზედმეტად მზრუნველი მშობლები...
18 წლის გოგონა დედასთან და მდიდარ მამინაცვალთან ერთად ამერიკიდან ლონდონში გადადის საცხოვრებლად. იგი ხვდება მამინაცვალის შვილს და უამრავი მცდელობის მიუხედავად, მათ შორის მიზიდულობა ჩნდება...
13 წლის სემ ქლიარი ეჭვობს, რომ მისი უჩვეულოდ კარჩაკეტილი მეზობელი მისტერ სმიტი სინამდვილეში ლეგენდარული თავზეხელაღებული სამარიტელია, რომელიც 20 წლის წინ მკვდრად გამოაცხადეს. დანაშაულის ზრდისა და ქაოსის პირას მისული ქალაქის გამო სემი მიზნად დაისახავს, რომ მისი მეზობელი სამალავიდან გამოიტყუოს და ქალაქი გადაარჩინოს...
კაიმანის კუნძულების მშვიდი ცხოვრება სრულდება, როდესაც მდიდარი ბიზნესმენები და მათი გაფუჭებული შთამომავლები დასახლდებიან იქ, რომლებიც სარგებლობენ გადასახადებისგან თავისუფალი ცხოვრების ფუფუნებითა და პრივილეგიებით ...
მიუხედავად მშობლების მცდელობისა, ნოა და ნიკი ერთმანეთს ჩამოაშორონ, ამ ორი ადამიანის სიყვარული შეურყეველია. თუმცა სამუშაო და კოლეჯი მათ ახალი ურთიერთობებისკენ უბიძგებს...
ოცი წლის დევიდი დღევანდელი დღით ცხოვრობს. ხან რა უცნაურ საქმეს მოკიდებს ხელს და ხან რას, რაიმე სერიოუზული გადაწყეტილების მისაღებად კი, თავს არიდებს - ეს მარტოხელა მეოცნებე კაცი ერთხელაც ახლადჩამოსული მეზობლით - ლენათი მოიხიბლება. თუმცა მისი ცხოვრების ეს ლაღი ტემპი შეიცვლება როდესაც მის უფროს დას მხეცურად მოკლავს თავდამსხმელი. დევიდმა თავის შვიდი წლის დისშვილს - ამანდას უნდა უპატრონოს...
ამერიკული კლუბის ხუთი სტრიპტიზატორის კულისებს მიღმა ყოველდღიურობას ერთფეროვანს ვერ ვუწოდებთ. სექსუალური მაცდუნებელი ქალები ღამის ცვლაში მუშაობენ, დღისით კი ცხოვრობენ ჩვეულებრივი საზრუნავებით, ოცნებობენ ნათელ მომავალზე ...
დრამატული ამბავი, ერთი ოჯახის სამი თაობის წარმომადგენლების შესახებ, რომლებიც პორტუგალიის პატარა ქალაქ სინტრაში დასასვენებლად მიდიან. მათ კინოვარსკვლავი – ფრენკი შეკრებს, რომელიც გაიგებს, რომ იგი მძიმედ ავად არის. ფრენკი თავის ყოფილ და ნამდვილ ქმრებს, შვილს, დედინაცვალს და საუკეთესო მეგობარს მიიწვევს ვილაში, რომლებთანაც მას მალე მისი ამქვეყნიდან წასვლის შესახებ ამბის გაზიარება სურდა...