როლანდ ფლინტი და ვინსენტ ბრეიზილი- დაქირავებული მკვლელები, აღმოსავლური ორთაბრძოლის ოსტატები და საომარი ხელოვნების მცოდნენი. ვინსენტი სპეციალიზირებულია ცივ იარაღზე, როლანდი კი არის პირველი კლასის მსროლელი. ისინი არ იცნობენ ერთმანეთს, მაგრამ მალე მათ მოუწევთ შექმნან არც თუ ისე მარტივი ალიანსი და კოლორიტული ტანდემი...
ჯეიმსს ბნელი წარსული აქვს, თუმცა ის ცდილობს ყველაფრის გამოსწორებას და თავიდან დაწყებას. ჯეიმსი მშვენიერ გოგონას გაიცნობს და მექანიკოსად მუშაობს, ოცნებობს საკუთარ ბიზნესზე. სწორედ ამ დროს გამოდის ციხიდან მისი ძმა ფრენკი, რომელმაც 10 წელი ციხეში გაატარა...
მე-XVI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი კურტიზანი ქალის სიყვარულის სკანდალური ისტორია. მას გულრწფელად შეუყვარდება ერთი ახალგაზრდი ყმაწვილი, რომელიც მაღალ წრეს ეკუთვნის. უცოდველ გოგონას მოუწევს კურტიზანი გახდეს და მაღალ დონეზე შისწავლოს ცდუნების ხელოვნება, იმისათვის, რომ მას საშუალება ჰქონდეს ღიად უყვარდეს. თავისი სილამაზის და ჭკუის დახმარებით, ის მამაკაცების გულებს ამსხვრევდა ერთი-მეორეს მიყოლებით...
გამოძიების ფედერალურ ბიუროში შენიღბულ აგენტებად მშვენიერი სქესის წარმომადგენლები მუშაობენ. თავისი ქმედებებით ისინი აგენტ მამაკაცებს ფორას აძლევენ. ფილმის სიუჟეტის ცენტრი ექცევა უმშვენიერესი მოლი, რომელიც გარეგნული მშვენიერების გარდა, არაჩვეულებრივად ფლობს საბრძოლო ხელოვნებას. ის ირებს დავალებას გამოიძიოს მორიგი ჩახლართული საქმე. იგი უნდა მოხვდეს კოლეჯის გოგონათა ჯგუფში, რომლებიც არსებული ინფორმაციით საიდუმლო სამეებით არიან დაკავებულნი...
ამერიკელი კაილი, რომელიც რუსეთში მუშაობდა, სასტიკად გაუსწორდა თავისი ცოლის მკვლელს, რის გამოც ის მოხვდა ციხეში რომელსაც "სისხლიან ციხეს " ეძახიან. აქ ზედამხედველები ნამდვილი სადისტები არიან, რომელბიც აწყობენ სისხლიან შეტაკებებს დამნაშავეებს შორის...
ბობი ტაქსის მძღოლი და სერიული მკვლელია. ერთხელაც ის იტაცებს ქალს ვაჟთან ერთად, იგი იტოვებს ბიჭს და ზრდის მას მკაცრად. ბიჭს მოუწევს არჩევანის გაკეთება სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის...
ძველებური კორეული ლეგენდის თანახმად, იმუგის საშინელი არსებები დაბრუნდებიან და პლანეტას გაანადგურების პირამდე მიიყვანენ. რეპორტიორი იტან კენდრიკი, რომელიც დაკავებულია საქმის ვითარებების გამოძიებით, მოდის დასკვნამდე, რომ გოგოს სახელად სარა შეუძლია დახმარება, რომელიც საიდუმლო სენითაა შებყრობილი. ამ დროს კი იმუგი უახლოვდება ლოს–ანჟელესს, და გზა და გზა ნგრევას და ქაოსს თესავს. მოასწრებენ კი იტანი და სარა ქალაქის მაცხოვრებლების გადარჩენას, სანამ ჯერ კიდევ არ არის ძალიან გვიანი...
პროფესორი, იყენებს საკამათო მეთოდებს და მისი საუკეთესო სტუდენტები ატარებენ ტესტებს ახალგაზრდა პაციენტ გოგონაზე, რომელსაც მიიყვავენ სიგიჟის ზღვართან. ექსპერიმენტი ხდება არაკონტროლირებადი და იწყება საშინელი მისტიკური მოვლენები შეუქცევადი შედეგებით...
კელვინი და მისი მეგობრები, რომლებიც ობოლთა თავშესაფარში ცხოვრობენ, იპოვიან ძველ ფეხსაცმელებს მშრალი წერილებით მჯ -თან დაკავშირებულია ძალით. ერთ შტორმიან ღამეს. ისინი მიდიან ფეხსაცმელების მისაღებად. კელვინს ახლა აქვს წარმოუდგენელი ძალა კალათბურთის სათამაშოდ და შანსი ითამაშოს NBA-ისთვის...
ლამაზ და ნიჭიერ დიზაინერს, რომელსაც მეფე ლუი XIV-ის სასახლის ბაღის გალამაზება აქვს დაკისრებული. სხვადასხვა გენდერული თუ კლასობრივი უთანასწორობის ფონზე, ხელოვანი უყვარდება...
ვან დამი ოფიცერ ლუის ბერკის როლში, "კორუმპირებული" პოლიციელი დეტექტივის, მიემგზავრება გასამათლებული სახით ციხეში სახელწოდებით "ჰარისონი", პატიმრთა მკვლელობის სერიის გამოსაძირბლად. ციხეში ის პირის პირ აღოჩნდება თანასაკნელების სისასტიკეს, კორუმპირებულ ზედამხედველებს, სიკვდილს და ღალატს. როდესაც ბერკი გაიგებს შოკის მომგვრელ ციხის საიდუმლოს, მან უნდა მოახერხოს თავხედური გაქცევა – ეს ერთადერთი და უკანასკნელი შანსია მისთვის თავზეხელაღებული ბანდიტებისგან გაქცევის, რომლებსაც სათავეში მისი მოსისხლო მტერი უდგას...
ლოს-ანჟელესის პოლიციის გამომძიებელი ჯონ ბერლინ უკვე დიდი ხანია ცდილობს სერიული მკვლელის დაჭერას, მაგრამ უშედეგოდ. მას არ აქვს არც სამხილები და არც ეჭვმიტანილი ჰყავს. ერთხელაც ის ბრმა გოგონას, ელენას გაიცნობს...
სიუჟეტის ცენტრში – უიანგ ფენგია, რომელიც დასავლეთ უდაბნოში იმის შემდეგ, რაც საყვარელი ქალი მას უარყოფს. ის გამოცდილი მებრძოლეების დაქირავებითაა დაკავებული შეკვეთილი მკვლელობების შესასრულებლად. შელახული თავმოყვარეობა მას დაუნდობე და ცინიკურ ადამიანად აქცევს... მაგრამ დროთა განმავლობაში ის მეგობრებს შეხვდება, თავის მომავალ მტრებს და კლიენტებს გაიცნობს და დაიწყებს თავისი მარტოობის გაცნობიერებას...
ფილმი მოგვითხრობს 4 ძმაკაცის ისტორიას, ისინი ფინანსურ კრახს განიცდიან ბიზნესში და დიდი ფულის ძიებაში გადაწყვეტენ ქალაქის უმდიდრესი ადამიანის გატაცებას...
ალექსანდრე დიუმას რომანის მიხედვით. როგორც ყოველთვის, ლეგენდარული გმირები დ'არტანიანის მეთაურობით იბრძვიან ყველგან, მაგრამ როგორც არასოდეს ბალეტის გრაციოზულობით და აკრობატიული თავისუფლებით. იმიტომ რომ ამ თავიდან მოყოლილ ამბავში მათ მამაც გმირობებზე მუშკეტერები ებრძვიან არა მარტო მტრებს, არამედ გრავიტაციის კანონებსაც...
მან ჰოლივუდი დაიბყრო, მის ხელთაა უმშვენიერესი ვილები, ოსკარის პრემიები და შესანიშნავი მამაკაცები მაგრამ მან ამ ყველაფერს ამჯობინა სამეფო სასახლე, არისტოკრატული წვეულებები და კეთილშობილი პრინცი პატარა ქვეყნიდან რომელიც არცისე შორს არის საფრანგეთიდან. ის ჰოლივუდის დედოფალი იყო მაგრამ მან ამას მონაკოს პრინცესად ყოფნა ამჯობია...
მარი უოტსონს ციხიდან ათავისუფლებენ, სადაც თავისი სასტიკი ქმრის მკვლელობის გამო იხდიდა სასჯელს. ახლა ის შინაპატიმრობაშია - ფეხზე ელექტრო მოწყობილობა უკეთია, რომელიც 100 ფუტის რადიუსის გარეთ არ უშვებს...
მთავარი გმირი - კეილა 13 წლისაა. იგი გარდატეხის ასაკშია და ყველაფერი რთულად ეჩვენება. მას ერთი წინაღობის გავლა დარჩა - დაასრულოს მერვე კლასი და გადავიდეს უმაღლეს სკოლაში...
შირი - ეს პატარა მტკნარ წყალში მობინადრე თევზია, რომელიც ბინადრობს კორეის სუფთა მდინარეებში. ეს პატარა დაუმორჩილებელი არსებაა, რომელიც უპირატესობას ანიჭებს პატარა და მშვიდ წყალსაცავებს. შირი - ასე ქვია ერთ ტერორისტულ ოპერაციას, რომლის შესასრულებლადაც უშვებენ საიდუმლო აგენტებს 8-ე საიდუმლო...
ნახევრად ბიოგრაფიული კინოსურათი მოგვითხრობს სამხედრო-საბრძოლო ხელოვნების ოსტატზე, რომელსაც შეხება აქვს ვინგ ჩუნის ჩინურ საბრძოლო ხელოვნებასთან. როცა სასტიკი განგსტერების ბანდა განაგრძობს თამაშს ქალაქის აღებასთან დაკავშირებით, იპი ცდილობს მათ შეჩერებას...
კორეაში დაბადებული მიდის კოლუმბუსში ინდიანას შტატში, სადაც მამამისი კომაშია. გზად იგი გაიცნობს ქალს, რომელიც იძულებულია კოლუმბუსში წავიდეს დედის მოსავლელად, ნაცვლად იმისა რომ მისი ცხოვრება მოიწყოს...
სემი – პროფესიით ასტრონომია და მას ყველაფერი აქვს სრული ბედნიერებისთვის: ვარსკვლაებით მოფენილი ცა და შეყვარებული ლინდა. ლინდა რამოდენიმე დღით ნიუ იორკში წავა და არ დაბრუნდება, სემს კი დასამშვიდობელ წერილს გამოუგზავნის. სემი საძებნელად გაემგზავრება და იპოვის ვინმე ანტონთან ერთად – ფრანგული რესტორანის მფლოელთან...
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. დიდი ხნის წინ, ერთ ქვეყანაში კეთილი ბატონი და მისი ულამაზესი ცოლი ბედნიერად და მდიდრულად ცხოვრობდნენ. მაგრამ, მათ სახლში უბედურებამ დაისადგურა და. ოჯახის მეპატრონე დაქვრივდა. მისი ერთადერთი ნუგეში ქალიშვილი - ლილიანა იყო, რომელსაც ზღაპრული სილამაზის გამო ფიფქიას ეძახდნენ. ცოტა ხანში მამამ სახლში ახალი დიასახლისი - ულამაზესი, მაგრამ ყინულისგულიანი ქალბატონი - კლაუდია მოიყვანა, რომელმაც გოგონა დანახვისთანავე შეიძულა...
ენტონი სთოუს, ნარკოგანყოფილების ლეიტენანტს, რომელიც ჰეროინსაა შეჩვეული, ცუდი რეპუტაცია აქვს და მას საკუთარი მეუღლეც კი ვერ იტანს და განქორწინება სურს მასთან...ენტონის ყოფილი პარტნიორი, გებრიელი კალახენი ორგანიზებულ კრიმინალში ძალაუფლებისთვის მიისწრაფის . კალახანი სტოუს მოსაკლავად ხალხს აგზავნის...
ზიგფრიდი უბრალო მჭედელის შვილი შემთხვევით გაიცნობს დედოფალ ბრუნჰილდას, რომელიც შორეული სამეფოს წინამძღოლია , ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდებათ და ბრუნჰილდა მოუთმენლად ელოდება მის მეორედ ხილვას. რამდენიმე ხანში ზიგფრიდი სახელს გაითქვავს დრაკონის მოკვლისათვის , თან აღმოჩნდება რომ თვითონაც სამეფო გვარისაა და ტახტის მემკვიდრეა მაგრამ ბრუნჰილდასთან ყოფნა არ უწერია რადგან მოაჯადოვებენ და სიყვარულს დაავიწყებენ...
ფილმი მოგვითხრობს ცნობილ მწერალზე სახელად ჯოზეფ კრონი, რომელმაც უბედური შემთხვევის გამო ცოლ-შვილი დაკარგა. ტრაგედიის გადასატან იგი მიდის ესპანეთში სადაც მისი ძმა სამუელი და მომაკვდავი მამა რიჩარდი ცხოვრობდენ. ბედისწერა ისევ ეწევა ჯოზეფს და ყველა მოვლენა მისტიკურადაა დაკავშირებული ციფრ 11-თან. ჯოზეფი შეპყრობილია ამ ამ ციფრით. კვლევის დროს იგი შეიტყობს, რომ რაღაც უნდა მოხდეს 11.11.11-ში და ამის შესახებ ინფორმაცია დაშიფრულია მსოფლიოს სხვადასხვა რელიგიების სამლოცველო წიგნებში. მალე იგი მიხვდება რომ 11.11.11 - ეს გაფრთხილებაა...
ფილმის სიუჟეტი ქალაქ MAIDEN WOODS–ში ვითარდება, რომელიც ერთი შეხედვით წყნარი ადგილია, თუმცა მალევე ეს სიმშვიდე პარანორმალური მოვლენებით იცვლება, ამიტომ პოლიციის ორი თანამშრომელი ცდილობს გაერკვეს თუ რაშია საქმე...
ტრილოგიის პირველი ნაწილი. მშვენიერი და ქარიზმატული ახალგაზრდა ყმაწვილის თავგადასავალი, რომელიც ლეგენდარულ "ქორის" რაზმს ხელმძღვანელობს...
მთავარი გმირი გაიგებს საიდუმლო ეშმაკური შელოცვის არსებობაზე, რომლის ასრულება კაცობრიობას სატანას მოსვლით ემუქრება. ამის შესაჩერებლად მან უნდა იპოვოს ის ადამიანი, რომლის სხეულში ჩასახლებას აპირებს ეშმაკი. მან უნდა დაარმუნოს ის, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება...
ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მარსზე ექსპერიმენტალურ კოლონიაში გაიზარდა, მოდის დედამიწაზე, რათა შეხვდეს მის შეყვარებულს. მათ ერთამენთი ინტერნეტის საშუალებით გაიცნეს...
2021 წელი. სამყარო კოლაფსის ზღვარზეა: ზაფხულში მოდის თოვლი, ხდება წყლის მომენტალური გაყინვა რამდენიმე წუთით, უგანდაში არ მოქმედებს დედამიწის მიძიდულობა, ხალხი ქუჩებში იხოცება ამოუცნობი ეპიდემიის გამო. ამ ქაოსის მიუხედავად, ჯონი (ხოაკინ ფენიქსი) ჩადის ნიუ-იორკში რომ გაეყაროს თავის ცოლს - ფიგურული სრიალის ვარსკვლავ ელენას (კლეირ დეინსი), მაგრამ აღმოაჩენს რომ მისი ცოლი გახდა საიდუმლო შეთქმულების მსხვერპლი. მალე კი, წარმოუდგენელი და საშინელი აღმოჩენა გადააწყვეტინებს ჯონს, რომ მხოლოდ გაქცევა გადაარჩენს მათ და მათ სიყვარულს ...
ფილმი მოგვითხრობს ხუთ მეგობარზე, რომლებიც დასასვენებლად მიდიან ქალაქგარეთ. სასოფლო-სამეურნეო გზაზე მათ ყორნების მთელი გუნდი დაესხმებათ თავს, მაგრამ მოულოდნელობები ამით არ მთავრდება. მათ მოძრავი საფრთხობელები დასდევენ მოსაკლავად, თუმცა რა იმალება საფრთხობელების ნიღბების შიგნით ჯერ გამოცანად რჩება... გადარჩებიან თუ არა მეგობრები?...
მოქმედება ფილმში ვითარდება ციმბირის ერთ-ერთ ყრუ დასახლებაში.ახალგაზრდა მთავარი გმირი, სახელად კოლიმა, ჩათრეულია საკუთარი ქალაქის კრიმინალური დაჯგუფების ცხოვრებაში.ჩვენ ვხედავთ ახალგაზრდა ბიჭის ცხოვრებას, რომელსაც უწევს მიიღოს და გაიზიაროს საერთო კრიმინალური წეს-ჩვეულებები...
რატომ უნდა გიყვარდეს მოყვასი, როდესაც შეგიძლია ის მოკლა? გატაცებულია 9 უცნობი ადამიანი. ისინი გონს მოდიან დახურულ სახლში გამომწყვდეულები. ახლა ისინი პაიკები არიან სასტიკ სასიკვდილო თამაშში. მხილოდ ერთი უბრალო პირობაა - ერთადერთი გადარჩენილი ჯილდოდ მიიღებს 5 მილიონ დოლარს...
1983 წელი. ხისმჭრელი რედი ცოლთან ერთად ტყეში ცხოვრობს ტბის მახლობლად. ტყეში ბოროტება დასახლდა - რელიგიური კულტი ჯოჯოხეთური ბაიკერების გუნდით. სერნობისას რედის ცოლი კულტის ლიდერს მოეწონა, მან ბაიკერებს უბრძანა მისი მოტაცება. იგი დაწვის რიტუალზე შესწირეს მსხვერპლად. რედს შურსძიების გარდა არაფერი დარჩა...
ფილმის სიუჟეტი ტრიალებს ერთი ამერიკელის გარშემო, რომელიც ხელზე ჭრილობით და 2.3 მლნ. ნაღდი ფულით გადაკვეთს მექსიკის საზღვარს, რათა გაემგზავროს აკაპულკოში ზღვის სანაპიროზე დასასვენებლად. მაგრამ მალე მიხვდება, რომ ამის თქმა უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება…
შურისმაძიებელი ჯადოქარი და მისი გამანადგურებელი მსახური დაბრუნდნენ საფლავებიდან და დაიწყო სისხლიანი კამპანია, რათა მიიტაცონ კუდიანის მსგავსი მშვენიერი შთამომავლის სხეული. მხოლოდ გოგონას ძმა და სიმპათიური ექიმი დგანან მათ წინააღმდეგ...
ამ ფილმისთვის ყველა რეჟისორმა საკუთარი სეგმენტი გადაიღო. ლენდისი საშიშ პროლოგს და პირველ ნოველას გვთავაზობს - გაბოროტებულ რასისტზე, რომელიც საშინელი მეთოდით დასაჯეს. სპილბერგი გაახალგაზრდავების წარმოუდგენელ საოცრებაზე მოგვითხრობს, რომელიც მოხუცთა თავშესაფარში ხდება. დანტეს ისტორია ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოვებული ბიჭის შესახებაა. მილერი კი ფილმს დაასრულებს თავისი სულისშემძვრელი ფინალით...
სერიული მკვლელი აარონი ვეღარ გრძნობს შთაგონებას. სასოწარკვეთილი იგი აქვეყნებს განცხადებას ვიდეოგრაფის ძიების თაობაზე, რომელსაც სარა გამოეხმაურება. სარას ვიდეოებს აქვეყნებს უცნობებთან შეხვედრებზე, მაგრამ ის არც ისე პოპულარულია. ისინი უბრალოდ ერთმანეთთან შესახვედრად არიან დაბადებულები...
მოსკოვის ცენტრში ახალი შენობების ფართო მშენებლობა მიიყვანს იქამდე, რომ მეტროს ორ სადგურს შორის ერთერთ გვირაბში წარმოიქმნება ბზარი და ასობით მგზავრი წყალდიდობის საფრთხის ქვეშ დადგა...
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ბიჭების თავგადასავალზე რომლებიც არა სწორ დროს არა სწორ ადამიანს გაძარცვავენ, შედეგად კი ერთი სერიოზული კრიმინალის ყურადღებას მიიქცევენ, რომელიც მათ სიცოცხლის სანაცვლოდ 2 მილიონს მოსთხოვს...
ფილმი მოგვითხრობს ერთი ლაბორატორიის კოლექტივის შესახებ რომლებიც ექსპერიმენტებს ატარებენ მათმიერ შექმნილ ლაზარეს ხსნარის გამოყენებით, ისინი ცდილობენ მკვდარი არსების გაცოცხლებას...
სამეცნიერო კვლევებს, რომლებსაც აწარმოებდნენ გერმანელები მეორე მსოფლიო ომის დროს უკვდავი ჯარისკაცების შესაქმნელად, არ ჩაუვლია უკვალოდ. ჩვენს დროშიც ნატოს მებრძოლები წაწყდომიან გერმანელ ზომბი–ჯარისკაცებს. მათთან გამკლავება პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ კიდევ უფრო რთული ამოცანის წინაშე დგანან ფილმის მთავრი გმირები– იპოვონ და მოსპონ თავად პირველწყარო ამ კვლავ გაცოცხლებული არმიის, რომელიც მსოფლიოს ემუქრება მეოთხე რეიხით...