შიში, ტყუილი და ცინიზმი – სასამართლო დრამის მთავარი თემებია. ჩიკაგოელი არქიეპისკოპოსის მკვლელობაში ბრალს ახალგაზრდა ბიჭს სდებენ, რომელიც მის მიმართ არსებული ყველა მტკიცებულების მიუხედავად, ბრალდებას უარყოფს და ადვოკატს თავის უდანაშაულობაში არწმუნებს. სიტუაცია თანდათან იძაბება. სასამართლო პროცესის დროს საქმეში ყოფილი საყვარლების გვარები ამოტივტივდება. ესენი არიან პროკურორი ჯენეტ ვიეიბლი და ადვოკატი მარტინ ვეილი.
მარტოხელა დედა ტელი პარეტი ეძებს თავის 8 წლის ვაჟიშვილს, რომელიც ავიაკატასტროფაში დაიკარგა. სტრესის გადასატანად ის ფსიქოანალიტიკოსს მიმართავს, რომელიც მხარდაჭერის ნაცვლად ცდილობს დააჯეროს, რომ შვილი მხოლოდ მისი წარმოსახვის ნაყოფი და ფსიქიკის მოშლილობის ბრალია. ტელი პოულობს ადამიანს ანალოგიური პრობლემებით, რომელმაც ქალიშვილი დაკარგა. ახლა მათ ერთად უნდა დაამტკიცონ, რომ მათი მოგონებები არ არის ავადმყოფი ფანტაზიის ნაყოფი...
დღე თინეიჯერების ცხოვრებიდან, რომლებიც მანხეტენის გარეუბნებში დაეხეტებიან. სექსი და ნარკოტიკები, ბინძური გინება და მგრძნობიარე დაუცველობა... მოზარდების კომპლექსები და ამბიციები, ბავშვობის სილამაზე და ტრაგედია. დაუმორჩიებელი ახალგაზრდობის, მთელი 90-ნი წლების სიგიჟე...
თინეიჯერი გაემგზავრება კუნძულზე, სადაც მან უნდა გადაარჩინოს ობოლი ბავშვების ჯგუფი, რომლებსაც განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვთ, მათი შემქმნელების განზრახვისაგან გაანდგუროს ისინი.
1863 წელი. ფილმში ჩანს, რომ ამსტერდამ ველონი ახლანდელი მანჰეტენის ახლომდებარე უბანში ბრუნდება, რათა შური იძიოს ბანდის ფსიქოპატ მეთაურ ბილი ყასაბზე, რომელმაც დიდი ხნის წინ მამამისი მოკლა. მის მხარეზე ქურდების დაჯგუფების მთელი ჯარია. ველონი იბრძვის შურისძიებისა და მშვიდობის აღსადგენად...
ჰოვარ ჰიუზმა მამისაგან მიღებული პატარა ქარხანა გააფართოვა და მისგან მომგებიანი საწარმო შექმნა. მან ყველაზე დიდი ავიაკომპანია შეიძინა. ჰოვარდი აგრეთვე კაზინოების მფლობელია. ამ ყველაფრის მიუხედავად, მან ვერ იპოვა დედამიწაზე ბედნიერება...
ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტი როჯერ ფერისი ტერორისტების ერთ-ერთ ლიდერს გამოავლენს, სადაზვერვო მონაცემებზე მუშაობისას კი იგი აღმოაჩენს, რომ უნდა უფრთხილდეს ამერიკაში მყოფი უფროსის ორმაგ თამაშს...
რაჯასტანის უდაბნოში მდებარე პატარა ქალაქში ჩამოდის უცხოპლანეტელი ინიციალებით P.K., რომელსაც სურს ადამიანის ბუნების შესწავლა, თუმცა თავისი უცნაური ქცევების და ბავშვური ცნობისმოყვარეობის გამო, ადამიანები მას უხეშად ეპყრობიან...
ბედი ერთმანეთს ახვედრებს კალედს, რომელაც ახლობლები და სამშობლო დაკარგა, და ყოფილ კომივოიაჟერ ვიკსტრიომს, რომელმაც მთელი მისი კაპიტალი პატარა სასადილოში ჩადო. ვიკსტრიომი და მისი გუნდი ახალ ნაცნობს კარგად მიიღებენ. სანამ კალედი მისი დის ძებნითაა დაკავებული, გუნდი ცდილობს სასადილო პოპულარულ დაწესებულებად აქიოს...
შიშის მომგვრელი მოთხრობა 12 წლის კარლოსზე, რომელიც მამის სიკვდილის შემდეგ, მოხვდება სანტა ლუსის სკოლაში დირექტორის კარმენის და პროფესორის კასარესის მეურვეობის ქვეშ. ბიჭის მამა რევოლუციონერი იყო, რომელიც მოკლეს ფრანკოს რეჟიმის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში. და მიუხედავად იმისა, რომ ბავშთა თავშესაფარი გადაჭედილია ბავშებით, სკოლის დირექტორი კარლოსს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. კარლოსი შეისწავლის სკოლის საიდუმლოებებს და დახმარებას აღმოუჩენს ახალგაზრდა მოჩვენებას, რომელიც დედამიწაზე დადის და ცნობილია სახელად "ის ვინც ოხრავს...
ვამპირები და ადამიანები ერთიანდებიან რიპერების წინააღმდეგ საბრძოლველად, რომლებიც თავის მხრივ ვამპირთა ახალ ჯიშს წარმოადგენენ და საფრთხეს უქმნიან, როგორც ადამიანებს, ასევე თვით ვამპირებსაც...
ოკეანის სიღრმეების დაპყრობა განძით სავსე ჩაძირული გემების ძიებაში, წყალქვეშა თავგადასავლების მოყვარულის და მისი ენამახვილი თანამგზავრის ჩვეული საქმიანობაა, მაგრამ როდესაც ეს ორნი ულამაზეს ექიმ ქალს შეხვდებიან, ისინი ექსტრემალურ თავგადასავალში ამოყოფენ თავს.
მას შემდეგ, რაც ასობით მოძალადე და კრიმინალი დაიჭირა და მოკლა, ფრენკ კასტელი (სტივენსონი) თავის მსხვერპლთათვის უკეთ ცნობილი როგორც "დამსჯელი" - მის ყველაზე საშიშ მტერს - ჯიგსოუს უპირისპირდება.
2009 წელს 15 იანვარს მომხდარ ამბავს "სასწაული ჰუძონზე" შეარქვეს. ამ დღეს რეისის კაპიტანმა ავარიული დაშვება განახორციელა მდინარე ჰუძონზე. 155 მგზავრიდან არც ერთი არ დაღუპულა. მიუხედავად ამისა, გამოძიება დაიწყო. კაპიტანი სალის რეპუტაციას და კარიერას საფრთხე ემუქრებოდა.
მაიკ სალივანი დაქირავებულ მკვლელად მუშაობს კრიმინალურ ავტორიტეტ ჯონ რუნისთან. ერთ-ერთი შეკვეთილი მკვლელობის მოწმე ხდება სალივანის უფროსი ვაჟი, რის გამოც მათი ლიკვიდაციის საკითხი დგება. სალივანი იძულებულია შვილის გადასარჩენად გაიქცეს და დაიმალოს.
ლარს ფონ ტრიერის ფილმი სამოქალაქო საზოგადოების სისასტიკეზე. ფილმი მინიმალისტურ სტილშია გადაღებული. დანიელი რეჟისორი მოგვითხრობს დანაშაულის შეგრძნებაზე და პატიებაზე, კარგზე და ბოროტზე, ადამიანის ბუნების დადებით და უარყოფით მხარეზე.
მრავალი წლის განმავლობაში უილარდ სტაილსი საკუთარი სამსახურის ტყვე იყო, მეგობრებისა და მომავლის გარეშე. მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ არაჩვეულებრივ უნარს ფლობს - მას მისტიური კავშირი აქვს ვირთხებთან, რომლებიც მისი სახლის სარდაფში ცხოვრობენ...
ნიუ-იორკი, 1981 წლის ზამთარი, სტატისტიკის მიხედვით კრიმინალურად ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი წელი ქალაქის ისტორიაში. ფილმში მოთხრობილია ემიგრანტი ოჯახის ამბავი, რომელიც ცდილობს ბიზნესის გამართვას.
პატარა ზღვისპირა ქალაქში ცხოვრება მშვიდად მიედინებოდა, სანამ ნიკი არ დადგა რთული არჩევანის წინაშე. მან ან უნდა იშოვოს საკმაოდ დიდი თანხა ან მოკლავენ. ნიკი და მისი შეყვარებული ლისა ერთად ცდილობენ რთული სიტუაციიდან გამოსავალის პოვნას. მათ თითქოს მარტივ გადაწყვეტას შესთავაზებს ყოფილი კლასელი ბრაისი, თუმცა მის მიერ შეთავაზებული საქმე არც ისეთი მარტივი აღმოჩნდება, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა.
ორ თინეიჯერ წყვილს ღამით მგზავრობისას მანქანა უცნობ და უკაცრიელ ადგილას გაუფუჭდათ. მათ შორიახლოს მდგარ მიტოვებულ სახლს შეაფარეს თავი. ამ სახლში სერიულ მკვლელთა ოჯახი ცხოვრობდა...
როცა სიყვარული მიდის, ულამაზესი ქალის გული გადაიქცევა ყინულად. არცერთ სამეფოს არ შეუძლია მისი მრავალრიცხოვანი არმიის დამარცხება, მხოლოდ მონადირეს არ ეშინია მისი. დაწყევლილი ტყის გავლით, ის თავის ბედთან შესახვედრად მიემართება.
მას შემდეგ რაც ბოროტი დედოფალი მეფეს გაჰყვება ცოლად, ის მეფის წინააღმდეგ სასტიკ შეთქმულებას მოაწყობს. მეფე დაიღუპება, ფიფქიას კი დაატყვევებენ. დიდი ხნის შემდეგ, დედოფალს უკვდავებისათვის ფიფქიას გული დასჭირდება. ფიფქია სასახლიდან გაიქცევა და დედოფალი მას მონადირეს დაადევნებს.
ინდიას მამის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ მათ ოჯახში, ბიძია ჩარლი ბრუნდება. მამის ძმას ინდია არასოდეს იცნობდა. იდუმალებით მოცული ჩარლი სულ უფრო მეტ ინტერეს უღვიძებს ინდიას.
ფილმის სიუჟეტი მეგობერების ჯგუფის ირგვლივ ვითარდება, რომლებიც თავიანთ ბავშვებიან მეგობრებს აკვირდებიან და გადაწყვიტავენ რომ თავადაც ჰყავდეთ შვილები, ოღონდ სხვა ადამინებთან სასიყვარულო ურთიერთობებიც ჰქონდეთ.
ბრიტანელი მწერალი ნიუ-იორკში მუშაობს და ცდილობს ელიტარული ჟურნალის სამსახურის გარემოს მოერგოს. ფილმი გადაღებულია ტობი იანგის მემუარების მიხედვით - "როგორ დაკარგო მეგობრები და აიძულო ყველა ვერ გიტანდნენ".
უფროსკლასელი მეგობრების დაჟინებული თხოვნით დაიწყებს ონლაინ თამაშს სიმართლე ან გაბედვა, სადაც მისი ყველა მოქმედება მანიპულირებული ხდება ანონიმური დაჯგუფების მიერ...
სემინარიის სტუდენტი მაიკლ კოვაკი ვატიკანში ეგზორციზმის რიტუალის შესასწავლად მიემგზავრება. რომში ის შეხვდება მამა ლუკას, რომელიც მას რწმენის ბნელ მხარეს გაუხსნის...
ორი ვეტერანი ნიუ-იურკელი დეტექტივი ფიქრობს, რომ ბოლო დროს მომხდარ და ძველ, წესით გახსნილ მკვლელობას შორის კავშირი არსებობს. შესაძლოა სერიულ მკვლელთან გვაქვს საქმე და გამოდის, რომ უდანაშაულო ადამიანია ციხეში?
მას შემდეგ რაც სკოლაში ჭორი გავრცელდება, რომ მან ქალწულობა დაკარგა, ის გადაწყვიტავს აგორებული მითქმა-მოთქმა თავისი სოციალური და ფინანსური სტატუსის ასამაღლებლად გამოიყენოს...
ფილმის სიუჟეტი ტრიალებს შეფმზარეულის კარლ კასპერის გარშემო, რომელმაც დაკარგა სამსახური ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში. თავის შვილთან და ყოფილ კოლეგასთან ერთად კარლი ცდილობს წამოიწყოს საკუთარი ბიზნესი...
გადარეული მკვლელი ბობი ციხიდან გარბის და თან მიყავს პატარა თაღლითები ნედი და ჯიმი. შემთხვევითი ლტოლვილები სულაც არ ოცნებობდნენ ასე მალე აღმოჩენილიყვნენ გარეთ, მაგრამ ციხეში დაბრუნებაც არ სურდათ. ანაფორებში გადაცმული მეგობრები კანადის საზღვარზე გადასვლას ცდილობენ...
ფილმი ბრუკლინელ პოლიციელებზე, ქალაქის სისასტიკით ცნობილ ნაწილში, ბრაუნსვილში ვითარდება. ნიუ-იორკის პოლიციის განყოფილების სამოცდამეხუთე უბანში. სამი პოლიციელი ცდილობს შეინარჩუნოს ზღვარი "დაშვებულ" და "დაუშვებელ" ქმედებას შორის.
ენჟელი იძულებულია იმუშაოს სახლში, რომელიც ახალგაზრდა გოგონებს სამხედროების გასართობად ზრდის. იმის მაგივრად, რომ პროსტიტუციით ირჩინოს თავი, გოგონა ბორდელის მმართველის თანაშემწე ხდება...
მსოფლიოში არსებობს სამი ადამიანი, რომელსაც ნამდვილი ძალაუფლება გააჩნია – რუსეთის პრეზიდენტი, აშშ–ს პრეზიდენტი და ბირთვული წყალქვეშა ნავის კაპიტანი, რომლის ბორტზე სასიკვდილო ბირთვული იარაღია. ნებისმიერი ომის დროს არსებობს მომენტები, როდესაც ბრძანების შესრულებაზე მთელი კაცობრიობის ბედია დამოკიდებული, მაშინ კაპიტანის ხელშია მილიონობით ადამიანის სიცოცხლე.
ფილმი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. მსახიობ ლოურენს ჰარვის ქალიშვილი დომინო სახლიდან მიდის, იგი მოდელად იწყებს მუშაობას, მაგრამ მალე 20 წლის ფოტომოდელი უარს ამბობს ბევერლი-ჰილზის მშვიდ ცხოვრებაზე და გადაწყვეტს "თავებზე მონადირე" გახდეს...
სამეცნიერო-ფანტასტიკური დრამა სტუდენტი გოგონას და კომპოზიტორის ბედის ტრაგიკული გადაკვეთის შესახებ მეცნიერების მიერ მზის სისტემაში დედამიწის იდენტური პლანეტის აღმოჩენის ღამეს...
სამი მოზარდი ჯო, პატრიკი და ექსცენტრული ბიაჯო გადაწყვეტენ სახლიდან გაიქცნენ ტყეში და დამოუკიდებლად ცხოვრება დაიწყონ. ისინი ქოხს ააშენებენ და თავისუფლად ცხოვრობენ, ასე იწყება მათი დაუვიწყერი ზაფხული...