სიმღერის შექმნის ისტორია, რომელიც ჯგუფის ლიდერმა მამას მიუძღვნა. მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ სიმღერა მთელ სამყაროს მოივლიდა და მილიონობით ადამიანს აჩუქებდა იმედს...
ფრენბურთის ვარსკვლავის - კაროლინის - ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, სკოლის გოგონათა დამწუხრებული გუნდი ერთ მუშტად შეიკვრება მათი მკაცრი, მაგრამ საყვარელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით იმ იმედით, რომ ჩემპიონატს მოიგებენ...
ფილმი მოგვითხრობს მოციქული პავლეს ცხოვრების ისტორიაზე. მან ქრისტიანების დევნით დაიწყო და როგორც ქრისტიანული ეკლესიის ეკლესიის დამაარსებელმა, ისე დაასრულა სიცოცხლე ციხეში...
ისტორია მოგვითხრობს ახალგაზრდა კაცზე, რომელმაც თავის ალკოჰოლიკ დას 150000 დოლარი უნდა ჩაუტანოს. პრობლემა იმაშია, რომ მან დის არსებობის შესახებ მხოლოდ მამის გარდაცვალების შემდეგ შეიტყო. თუმცა, ის არც მისი გაცნობის შემდეგ ეუბნება ნათესავური კავშირის შესახებ.
ამერიკელი არტისტი ცხოვრობს ბოჰემური ყოფით პარიზში, ტომ ვორშოუ ცდილობს მიხვდეს მისი მწუხარე მოზრდილობის ეტაპის არსს, რამაც აირეკლა მისი ექსტრაორდინალური ბავშვობა...
ფილმი მოგვითხრობს სამი ჟურნალისტის ისტორიას, რომლებსაც დაავალებენ ერთი არასტანდარტული ადამიანისგან ინტერვიუს მიღებას, რომელმაც განაცხადა, რომ ეძებს მეწყვილეს დროში სამოგზაუროდ...
ერთი ჩინელი ოჯახი გაიგებს, რომ მათ ბებიას დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დარჩენია და ისე, რომ არაფერი იცის, დაგეგმავს ქორწილს, რათა ერთად შიკრიბონ, მის გარდაცვალებამდე...
ვიოლეტისა და თეოდორის ამბავი, რომლებმაც ერთმანეთის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალეს. ისინი წარსულის ემოციური და ფიზიკური იარებით იტანჯებიან, თუმცა აღმოაჩენენ, რომ პატარა ადილებსაც და მცირე მომენტებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს...
როდეოს ამომავალი ვარსკვლავი და ნიჭიერი ცხენების მწვრთნელი იძულებულია კარიერა მიატოვოს თავის სერიოზული ტრამვის გამო. მშობლიურ მხარეში, პაინ-რიჯში დაბრუნების შემდეგ, იგი ვერ ხედავს მისი წარსული ცხოვრების ვერანაირ ალტერნატივას. ბრედი გადაწყვეტს დაიწყოს ახალი ცხოვრება და შეიგრძნოს, როგორია იყოს ჩვეულებრივი ადამიანი ამერიკის გულში...
ფილმი მოგვითხრობს გოგონას ისტორიას, რომელიც სახლში დაბრუნდება მას შემდეგ რაც მის დაბადების ადგილს ქალაქზე გაცვლის. იქ მას ისევ საკთარი სახლი და ხელგაშლილი ოჯახი დახვდება...
საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV სიცოცხლით ტკბება და დარწმუნებულია საკუთარ ძალაუფლებაში, ქვეყანა კი სიღატაკის ზღვარზე დგას. ყოფილი მუშკეტერები ათოსი, პართოსი და არამისი ეცდებიან გადაარჩინონ საიდუმლო პატიმარი, რომელიც შეიძლება საფრანგეთის აყვავების ერთადერთი იმედი აღმოჩნდეს. მხოლოდ ერთი კითხვა რჩება: დაეხმარებათ მათ თუ არა ერთგული მეგობარი, დარტანიანი...
ექიმი გელას დრამატული ისტორია: იგი მრავალი წლის განმავლობაში ცდილოს შექმნას წამალი კიბოს წინააღმდეგ. ფილმის მოქმედება ხდება მეოცე საუკუნის უაღრესად გაჭირვებულ პერიოდში. გელამ თითქმის მიაღწია თავის საწადელს, მაგრამ მას მთელი თავისი სიცოცხლის შრომა წყალში თავისსავე შვილმა ჩაუყარა, გოგონას მამა ფანატიკოსად ეჩვენებოდა და თავისი მოქმედებით იგი მამის "სენისგან" განკურნებას ცდილობდა. ციხიდან გამოსული დათო, ექიმის შვილი, ოჯახის დახმარებას ცდილობს და ფულის საშოვნელად ყაჩაღობს...
ოპერის თეატრის ორკესტრანტი გია, ერთი შეხედვით, ნიჭიერი, გულისხმიერი და საქმიანი კაცია – უამრავ ადამიანს იცნობს, ცდილობს ყველას დაეხმაროს, მუდამ სადღაც ეჩქარება, ვიღაცას რაღაცას პირდება – ძმა-ბიჭებს, გოგონებს, მოხუცებს, სტუმრებს, უცნობს თუ ნაცნობს, მაგრამ კვალს არსად ტოვებს, მნიშვნელოვანს არაფერს ქმნის. მოფუსფუსე ახალგაზრდის ცხოვრება უქმად, წვრილმანებში იხარჯება, ვერც საკუთარ თავს რგებს, ვერც სხვას...
19 წლის ბენ ბერნსი შობის დილას მოულოდნელად თავის სააგარაკო სახლში ბრუნდება. ბენის დედის, ჰოლისთვის, ეს ერთგვარად შვების მომგვრელი და სასიხარულოცაა, თუმცა სადარდებელიც, რადგან არ იცის, რამდენად „ „სუფთად“ გამოძვრება ბენი. 24 დაძაბული საათის შემდეგ, სიმართლე გარკვეულწილად გამჟღავნდება, ხოლო დედის სიყვარული მისი ვაჟისადმი გამოცდას გადის - მან შვილის გადასარჩენად ყველაფერი უნდა გააკეთოს...
დიდი ხნის შეყვარებულთან დაშორების შემდეგ კაილი უკავშირდება მისი სკოლისდროინდელ მეგობარ ნიკს. აღდგენილი მეგობრობის დახმარებით კაილი იყენებს ნიკის რესტორანს, რათა გაიმარჯვოს კოჭას კაცუნების ცხობის კონკურსში, რომელიც მას საკუთარი საცხობის გახსნაში დაეხმარება...
შობა ახლოვდება. მეგი, ერთი გამომცემლობის რედაქტორი თავისი უფროსის, ამანდასთვის, საკუთარი ინიციატივით პაემანის მოწყობას გეგმავს. მაჭანკლობა მეგისთვის ერთგვარი ჰობია, თუმცა მისი მაჭანკლობა აღარავის სჭირდება, როდესაც ჯექსონი, მისი ძველი, სტუდენტობისდროინდელი შეყვარებული, წარმატებული ავტორის რანგში გამოჩნდება რედაქციაში. მეგი დიდი სიამოვნებით უარყოფდა რაიმე შემორჩენილი გრძნობის არსებობას მის მიმართ, თუმცა ჯექსონი ასე ადვილად თავს არ ანებებს. ამანდა ჯექსონს თვალს დაადგამს, მეგის კი მოუწევს წარსულის გადაწყვეტილებას თვალი გაუსწოროს, რათა საშობაოდ ერთ კარგი წყვილი დააქორწინოს...
შეყვარებულთან დაშორების შემდეგ მწერალი კიმ როსი მიემგზავრება მწერლების კონცეფერენციაზე. იქ იგი ბევრ ახალ რამეს გაიგებს, იპოვის ახალ მეგობრებს, შეხვდება მის საყვარელ მწერალს. მაგრამ არასასიამოვნო სიურპრიზების გარეშეც არ ჩაივლის კონფერენცია...
ბავშვობის სამ მეგობარს, სარას, რაილის და კეტის, განსაკუთრებული მოგონებები აკავშირებთ სარას სახლთან, რომელშიც ერთად მრავალი შობა გაატარეს. უკვე ზრდასრულები, ისინი კვლავ შეიკრიბნენ, რათა გადაარჩინონ სარას სახლი, იმ იმედით, რომ იქ კიდევ მრავალ დღესასწაულს გაატარებენ ერთად.
ბავშვებს მშობლების არჩევა რომ შეეძლოთ, ყველა 30 წლის სანის აირჩევდა. ის ხომ ყველაფრის უფლებას მოგცემდათ. ჭამე რამდენიც გინდა კეტჩუპი, სადაც გინდა იქ გადააფურთხე, თუ გინდა ქუჩაში ლასტებით იარე, არ დაიძინო, ხელებსაც ნუ დაიბან და საწოლიც არ გაასწორო...
ქლოიას ადგილობრივი საშობაო გამოფენის ორგანიზებას შესთავაზებენ, სადაც ევანს გაიცნობს. სამწუხაროდ ევანს სამსახურის გამო სხვა ქვეყანაში მოუწევს გამგზავრება. რა მოხდება ოთხი წლის შემდეგ? მათი ცხოვრება კვლავ ძველებურად მიედინება?
კეტრინი ექიმია, დევიდი პროფესორი, მათ მშვენიერი ვაჟი ჰყავთ. ერთი შეხედვით, ეს იდეალური ოჯახია. მაგრამ ერთხელ დევიდი თვითმფრინავზე აგვიანებს, როს გამოც თავისი დაბადების დღისადმი მიძღვნილ წვეულებაზე ვერ ხვდება...
მას შემდეგ, რაც ჯადოქარი შუა საუკუნეების რაინდს სადღესასწაულო სეზონის დროს ოჰაიოს აწმყოში ამოაყოფინებს თავს, იგი უმეგობრდება ჭკვიან და კეთილშობილ ბრუკს, სიყვარულში გულნატკენ მეცნიერს, რომელიც ეხმარება მას თანამედროვე სამყაროს ყოველდღიურ სირთულეებთან გამკლავებაში და ასევე მთავარი მიზნის მიღწევაში - იპოვოს შინ დასაბრუნებელი გზა. თუმცა დრო გადის და ისინი ერთმანეთს უახლოვდებიან, რაც დააფიქრებს სერ კოოლს იმის თაობაზე სურს თუ არა უკან დაბრუნება...
საშუალო ზომის დარბაზი. ერთი მაგიდა, თორმეტი სკამი. თორმეტ ნაფიც მსაჯულს განაჩენი გამოაქვს 18 წლის ჩეჩენი მოზარდისთვის, რომელსაც ბრალად ედება თავისი მამობილის მკვლელობა, რომელიც რუსი ოფიცერი იყო. ყველა სამხილი მსჯავრდებულის წინააღმდეგაა და თერთმეტი მსაჯული მზადაა ბიჭი გაასამართლოს. მხოლოდ ერთი მსაჯულია დარწმუნებული, რომ ყველაფერი ისე ცალსახად არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს და კოლეგებს სთავაზობს კიდევ უფრო დაფიქრებულად გადახედონ საქმეს...
ერთი წლის თავზე, მას შემდეგ რაც ამბერი რიჩარდს ტახტის დაცვაში დაეხმარა, ისინი გადაწყვეტენ ბედი საშობაო ქორწილში დაუკავშირონ ერთმანეთს. მაგრამ ყველაფერი იცვლება, როცა ამბერი თავის გადაწყვეტილებაში ვერ ერკვევა...
აფრიკის „ „საფარი“-ში გამგზავრების წინა საღამოს, ქმრისგან უეცრად მიტოვებული ქალი მარტო მოგზაურობს კონტინენტზე, სადაც სპილოების დამცველს შხვდება...
აშშ-ს არმიის სერჟანტი უილ მონტგომერი დაბრუნდა ერაყიდან და ახალი მოვალეობა გაუჩნდა - მან დაღუპული ჯარისკაცების ქვრივებს პირადად უნდა აცნობოს, რომ მათი მეუღლეები ფრონტიდან ცოცხლები ვეღარ დაბრუნდებიან. ძნელია "სიკვდილის მოციქულის" ეთიკური დილემის წარმოდგენა, რადგან სერჟანტ მონგომერის ერთ-ერთი ქვრივის მიმართ გრძნობები გაუჩნდა...
ენცო, მეძებარი ძაღლი, თავის პატრონთან, ფორმულა ერთის მძღოლ დენისთან განსაკუთრებული კავშირის საშუალებით ისწავლის, რომ ტექნიკა, რაც საჭიროა სარბოლო ტრასაზე, შეიძლება მანაც გამოიყენოს თავისი ცხოვრების გზაზე...
ალფა კენტავრზე მისიით გამგზავრებულ მილუტინს ქალი კიბორგი - ნიმანი 1345 - შეუერთდება, რომელიც ყველა მისი საჭიროების მოსაგვარებლად სპეციალურად შეიქმნა. თავდაპირველად სებასტიანი შეშფოთებულია, რადგან არ იცის რამდენად გააკონტროლებს მას. შემდეგ კი მობეზრდება კიდევაც ყველა მისი სურვილის ასე ადვილად შესრულება. ადამიანურ სიახლოვეს მოწყურებული, ნიმანის დაპროგრამებულ პასუხებს შეცვლის, მაგრამ ამით მისიის (და თავის საკუთარ) უსაფრთხობას რისკის ქვეშ აყენებს...
ორი სკოლის მოწაფე ობოლ ლეკვს - ბენჯის დაუმეგობრდება. როდესაც ბავშვებს მძარცველები მოიტაცებენ და სერიოზული საფრთხე დაემუქრებათ, ბენჯი მის მეგობართან ერთად მათ მხსნელად მოევლინებათ...
ჯოდი, სკოლაში ყველაზე მაღალი გოგონა, ყოველთვის უხერხულად გრძნობდა თავს საკუთარი სიმაღლის გამო. წლების მანძილზე მოხრილი დადიოდა და დაცინვის ობიექტიც იყო. ის ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ არ შეემჩნიათ. თუმცა, წლები გავიდა და ჯოდიმაც საბოლოოდ თავის თავში რწმენა იპოვნა...
ორი მფრინავი, ვიეტნამის ომის დროს მონაწილეობს ცრუ-ს კონტრაბანდულ ოპერაციებში ლაოსში. ისინი მზად არიან მიიტანონ ტვირთი ნებისმიერ ადგილას, ამისთვის კი მხოლოდ ფული გადახდაა საჭირო.
ლონდონში მცხოვრებ ამერიკელ მწერალს - სამსონ იანგს უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში არფერი შეუქმნია. იგი შემოქმედებით კრიზისშია, რასაც თან ერთვის სასიკვდილო დაავადება. მეორე გმირი კი ლამაზმანი ნიკოლა სიქსია. იგი ბარში ორ მამაკაცს გაიცნობს, რომლებიც მისი პოტენციური მკვლელები გახდებიან. ერთი წვრილმანი თაღლითია, მეორე კი თსვხედი არისტოკრატი. იანგი თვალს ადევნებს სამეულს, იმ იმედით რომ ახალი რომანისთვის მასალას იპოვის...
ნიჭიერი და ჭკვიანი ჰევენი ყველაზე უფროსია ხუთი უპოვარი ბავშვიდან, რომლებიც ერთ ქოხმახში ცხოვრობენ და არსებობისთვის იბრძვიან. უგულისყურობასა და შეურაყხყოფას მიჩვეული ჰევენი ერთ ბნელ საიდუმლოს აღმოაჩენს, რომელიც მის ოჯახს ეხება და რომელზედაც მას აქამდე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. ეს ტრაგედია შინაგან სამყაროს უნგრევს, ის კი უნდა ეცადოს, რომ ამ ბოროტ და უცნობ სამყაროში როგორმე გზა გაიკვლიოს...
ღამის შოუს ლეგენდარული წამყვანის ცხოვრება თავდაყირა დადგება, როდესაც ერთადერთ მწერალ ქალს აიყვანს სამსახურში. მისი ეს გადაწყვეტილება, რომელიც თავდაპირველად მრავალფეროვნების კუთხით წამოჭრილი პრობლემების მოგვარებით იყო განპირობებული, მოულოდნელ შედეგს მოიტანს - ამ ორ სხვა თაობისა და კულტურის ქალბატონს გესლიანი იუმორის სიყვარული გააერთიანებს.
ჯოზი ეიმსი, მას შემდეგ რაც ქმარს გაშორდა, სამუშაოს საძებნელად მშობლიურ ჩრდილოეთ მინესოტაში ბრუნდება. მას ორი შვილი ჰყავს და მათ უზრუნველსაყოფად იძულებულია ადგილობრივ მაღაროში იმუშაოს.
უმუშევარი მაიკ ალვარეზი ყველანაირი ძალებით ცდილობს რამენაირი შემოსავალი მაინც ნახოს. ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილებაში ახალი გადაყვანილი ჯიმ დევიდი კი, თავის მძიმე სამუშაოს ეწევა ქალაქის ქუჩებში. მეგობრები ორი დღე ლოს-ანჟელესის ქუჩებში დაკატაობენ და უკან პრობლემებს ტოვებენ, რაც შემდეგ უკან უბრუნდებათ...
ფილმი მოგვითხრობს ამბავს, რომლის მიხედვითაც ორი ნიუ-იორკელ ახალგაზრდას ერთ დღეში უყვარდებათ ერთმანეთი მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. გოგონა გამოუსწორებელი რეალისტია, რომელსაც არ სჯერა სიყვარულის არსებობის, ბიჭი კი წიგნების მოყვარული რომანტიკოსი. ამბის ემოციური მხარე კი იმაში მდგომარეობს, რომ გოგონას ოჯახი დეპორტაციის მოლოდინშია იამაიკისკენ...
ფილმი მოგვითხრობს, ორი ძმის ისტორიას, რომლებიც საერთო მიზნისკენ მიისწრაფიან. ისინი ცდილობენ ორი განსხვავებული სამყაროს სარბიელი გაირბინონ - ერთის მხრივ საფეხბურთო კარიერა, მეორეს მხრივ კი ცხოვრება, რომელიც სამართლიანობას მაინც და მაინც არ იჩენს მათ მიმართ...
ჯერი შეფერდი იძულებულია არქტიკული ექსპედიცია მიატოვოს მოსალოდნელი ქარბუქის გამო. ის ექსპედიციაში მონაწილე ძაღლებს ადგილზე დატოვებს, რადგან ჰგონია, რომ უკან დაბრუნდება მათ წასაყვანად. სამწუხაროდ ექსპედიცია შეწყდება და ძაღლები ბუნებასთან მარტოდმარტო რჩებიან...
ფილმის მთავარი გმირი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ძაღლია, რომელიც აღმოაჩენს თავისი ცხოვრებისა და არსებობის აზრს იმ ადამიანებზე დაყრდნობით, რომლებსაც მას შეხვედრიან...
ორი პოპულარული თინეიჯერი, რომლებსაც ბავშვობიდან ახლო მეგობრობა აკავშირებთ, აღმოაჩენენ, რომ მათი ცხოვრება, ოჯახები და მეგობარი გოგონები სრულიად შეიცვალნენ, მეჩვიდმეტე დაბადებისდღის წვეულების ღამეს მომხდარი ინციდენტის შემდეგ...
ნიუ იორკში კოლეჯის სტუდენტი ალი და ნიჭიერი მხატვარი იმოგენი ერთამენთს ბარში შეხვდებიან. გზა ბედნიერებისკენ არც ისე მარტივია. პორნო ვარსკვლავი ცდილობს ალი ლოგინში ჩაითრიოს და დააშოროს ერთამენთს ახალგაზრდა წყვილი...
სალვადორ მალო, ცნობილი კინორეჟისორი იხსენებს თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს: დედას, მის საყვარლებს, მსახიობებს, რომლებთანაც მუშაობდა. სამოციანი წლების ვალენსიის პატარა სოფელს, მადრიდის ოთხმოციან წლებს, დღევანდელობას, როდესაც ის გრძნობს უზარმაზარ სიცარიელეს, სიკვდილთან პირისპირ მყოფი. ფილმების გადაღების გაგრძელების შეუძლებლობას. მალოს წარსულის გახსენება, შესაძლოა ერთადერთი რამ იყოს, რასაც მისი მომავალი ცხოვრების ხსნა შეუძლია...
ფილმი მოგვითხრობს 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შორის ომის შესახებ. ფილმში დანახულია მოვლენები ამერიკელი ჟურნალისტის, მისი ოპერატორის და ქართველი მოქალაქეების თვალით...
ორი „ „ვითომ-მეგობარი“ ლორენი და კეტი ერთად გადავლენ საცხოვრებლად კეტის ბებიის ბინაში ნიუ-იორკში, მას შემდეგ რაც ქირის გადახდას ვეღარ შეძლებენ. გოგოები სულ ჩხუბში არიან და ერთ საბედისწერო დღესაც, კეტის საძინებლიდან გამოსული ხმაურის გამო ოთახში შესული ლორენი პატარა „ „ბინძურ“საიდუმლოს გაიგებს. ეს გოგოებს კიდევ უფრო დაახლოვებს - ლორენი (ტვინი) და კეტი (ტალანტი) ძალიან წარმატებულ საქმეს წამოიწყებენ. მოგება იზრდება და გოგონებიც გადააფასებენ თავიანთ იმედებსა და ოცნებებს...