ამერიკა, მეოცე საუკუნის დასაწყისი. ფილმის მთავარი გმირია სილია. მისი სწრაფვა იპოვოს თავისი თავი სამყაროში, სისასტიკის ტრიუმფში გადაიზრდება, რომელსაც სიყვარული გადალახავს. ის 14 წლისა ფეხმძიმდება, საკუთარი მამისგან. სილიას მრავალი უბედურების გადალახვა მოუხდა ცხოვრების გზაზე, სანამ თავისუფლება მოიპოვა...
აქსელი ბედნიერად ცხოვრობს ნიუ-იორკში, სანამ მისი არიზონელი ბიძა ქორწილში არ დაპატიჟებს. ბიძამის სურს, რომ აქსელი ოჯახურ ბიზნესში ჩართოს. არიზონაში ჩამოსული აქსელი უცნაურ დედა-შვილს გაიცნობს და ერთერთ მათგანთან სასიყვარულო ურთიერთობას წამოიწყებს...
კონი დედა და მეუღლეა. მისმა 11 წლიანმა ქორწინებამ ედუარდთან, ვნება დაკარგა. კონი წიგნების სიმპატიურ კოლექციონერს, პოლს გადაეყრება და მასთან რომანს გააბამს. თუმცა ედუარდი მალე ეჭვს აიღებს და გადაწყვეტს მოწინააღმდეგეს აჯობოს...
ფრენკ ფარმერი, პრეზიდენტ რეიგანის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, გრძნობს საკუთარ თავს ნაწილობრივ დამნაშავედ იმაში, რომ მის არყოფნაში პრეზიდენტზე თავდასხმა იყო განხორციელებული. ის ტოვებს ამ სამსახურს და შავკანიან მომღერალ და მსახიობ ქალთან, რეიჩელ მერონთან დაიწყებს პირად მცველად მუშაობას, რომელიც მუდამ ღებულობს მუქარით სავსე წერილებს...
ფილმის მთავარი გმირი ფედერალური საგამოძიებო სისტემის აგენტი,ჯოა, რომელიც ცდილობს შეცვალოს მისი ცხოვრება. იგი დაკავებულია სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მოზარდების გადარჩენით. მას პოლიტიკოსი მიმართავს, რომლის ქალიშვილიც დაიკარგა. ჯო შეთქმულებებისა და კორუფციის ქსელში ეხვევა...
შექსპირის შეუდარებელი პიესა თანამედროვე თვალთახედვით. ვერონა უზარმაზარი მეგაპოლისი გახდა, მანტეფი და კაპულეტი მაფიოზურ დაჯგუფებებად გადაიქცნენ და ცეცხლსასროლი იარაღით უპირისპირდებიან ერთმანეთს ქალაქის ქუჩებში.მაგრამ რომეო და ჯულიეტა მოზარდებად დარჩნენ, შექსპირის სიტვები კი ქუჩის მებრძლებისგან გაისმის და ნარკომანებისგან. დრო იცვლება, ადამიანები იცვლებიან, ნამდვილი სიყვარული კი – მარადიულია...
მეუღლის გარდაცვალებიდან შვიდის წლის შემდეგ კომპანიის დამაარსებელი აოიამა იწვევს მოსასინჯად მსახიობებს, რათა იპოვოს სასურველი ქალი და დაიწყოს ახალი ცხოვრება...
იაკობ სინგერი, რომელიც დაიჭრა ვიეტნამში, ბრუნდება სახლში, ნიუ-იორკში. მას არ ასვენებს მოგონებები ვაჟიშვილსა და ომზე. იაკობი ნელნელა კარგავს კონტროლს რეალობაზე. მისი მდგომარეობა ხდება კიდევ უფრო მძიმე, როდესაც ის იგებს, რომ მის ფრონტელ მეგობრებს აწუხებთ ასეთივე ჰალუცინაციები...
ხუთი მეგობარი მანქანაში გზად ტრამვირებულ ახალგაზრდას ჩაისვამს. მაგრამ მალევე მიხვდებიან რომ მათზე ბენზო ხერხიანი შეშლილი მკვლელი და მისი ასევე პსიქოპატი ოჯახი ნადირობს...
საი პერიში – მარტოხელა ხანში შესული ფოტოლაბორატორიის უფროსია. მის ცხოვრებაში არაფერი არსებობს სამსახურის გარდა. ერთადერთი სიხარული საის ცხოვრებაში – იორკინების ოჯახია. მრავალი წლის მანძილზე ის ამ ოჯახის სურათებს ამჟღავნებდა, და მიეჩვია ამ ოჯახს, და განსაკუთრებით პატარა ჯეიკობს. მაგრამ ეს მიჩვევა ძალიან შორს შედის...
ახალ სახლში ოკეანის მიღმა, ამერიკული ოჯახი აღმოჩნდება სახელმწიფო გადატრიალების ცენტრში. ისინი ცდილობენ გაქცევას ადგილიდან სადაც უცხოელებს სასტიკად უსწორდებიან...
აუნ სან სუ ჩჟის და მისი ქმრის - მაიკლ იერისის სიყვარულის ისტორია. მათი სიყვარული ვერ დაანგრია ვერც მანძილმა, ვერც დიდი ხნის განშორებამ და ვერც მტრულად განწყობილმა პოლიტიკურმა რეჟიმმა. ამავდროულად ეს არის ეპიკური ამბავი ქალზე, რომლის წყალობითაც ბირმაში (თანამედროვე მიანმე) დემოკრატია ჩაისახა...
ფილმი მოგვითხრობს მოვლენებზე, რომელიც მას შემდეგ ვითარდება, რაც ვატიკანიდან იკარგება ეგზორციზმის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. ამ მოულოდნელი რელიგიური ფენომენის სანახავად მსოფლიო მზად არ არის. საქმე 83-ჯ მოპარულია...
მე-16 საუკუნის განსაკუთრებული ქალბატონი წიგნების მოყვარულია და სერ თომას მორის უტოპიადან ადვილად მოგიყვანთ ციტატებს. ქელქი ახტაჯანა გარეგნულად ლამაზი გოგო, რომელსაც საკმარისზე მეტი შარმი აქვს იმისთვის რომ პრინცის გული მოიგოს.
ჯასტინი ბრიტანელი დიპლომატია. ის თავის სამუშაოს ყოველთვის სანიმუშოდ ასრულებდა, მაგრამ მას შემდეგ რაც მის რადიკალურად განწყობილ მეუღლეს ტესის მოკლავენ ის ყველაფერზე მიდის რათა სიმართლე გამოიძიოს...
ჯონ მაკლეინი ამჯერად სამშობლოს უსაფრთხოების დასაცავად დაბრუნდა. იგი დასახმარებლად ახალგაზრდა ჰაკერს უხმობს, რათა შეაჩეროს ინტერნეტ-ტერორისტთა ბანდა, რომლებმაც ამერიკის კომპიუტერული ინფრასტრუქტურის სრულად გაკონტროლება გადაწყვიტეს.
როდესაც სამხედრო ადვოკატს, ლეიტენანტ დენიელ კაფის და მის თანამშრომელს ლეიტენანტ ჯოან გალოუეის მკვლელობის გამოძიებას დაავალებენ, ისინი ფარდას ახდიან საშინელ რიტუალს, რომლის მიღმაც შესაძლოა ოფიციალური პირი, პოლკოვნიკი ნეითენ ჯეზეპი დგას...
ნიუ–იორკელი დეტექტივი ჯონ მაქლეინი ბრუნდება. ის იძულებულია უცნობი კრიმინალის მიერ წამოწყებული თამაშის წესებს დაემორჩილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ნიუ-იორკის ყველაზე ხალხმრავალი შენობები აფეთქდება.
ძმებმა მათი სახლის სარდაფში მისტიური თამაში აღმოაჩინეს და ბნელი კოსმოსის სიღრმეში ამოყვეს თავი. ამ ფანტასტიურ მოგზაურობაში მათ ასტრონავტი უერთდებათ. ისინი ახლა მრავალ კოსმიურ ბრძოლას უნდა გადაურჩნენ. მანამდე კი სანამ თამაშს დაამთავრებენ და პლანეტა ზატურას მიაღწევენ, არსებობს საშიშროება, რომ ისინი სამუდამოდ დარჩებიან კოსმოსში...
საშინელი ინფექცია შემოიჭრა ჩვენს სამყაროში. ვირუსი, რომელიც ადამიანებს საშინელ ტანჯვებში კლავს, მომენტალურად და გლობალურად გავრცელდა საჰაერო–წვეთოვანი გზით ადამიანებს შორის. ოთხ მეგობარს ამ ეპიდემიამ გზაში წაასწრო. მუდმივი გადაადგილება მათთვის გადარჩენის ერთადერთ გზად იქცა. ისინი ცდილობენ გაექცნენ კონტაქტს სხვა ადამიანებთან და დატოვონ დაინფიცირებული ტერიტორია...
აშშ-ს დაქვრივებულ პრეზიდენტ ენდრიუ შეპარდს, მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილ ადამიანს, შეუძლია ყველაფერი ჰქონდეს რასაც კი მოისურვებს. მას პლანეტის გარემოს დაცვის საბჭოს წევრი, ანეტ ბენინგი უყვარდება და მასზე ზრუნვას იწყებს. ამ სიყვარულს მისი პოლიტიკური მეტოქე წინასაარჩევნო კამპანიაში იყენებს...
ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე. 90-იან წლებში პატარა ქალაქ მაკფარლანდში, პროფესიონალმა მწრთვნელმა შექმნა მძლეოსანთა გუნდი ჩვეულებრივი ადგილობრივი ხულიგნებისგან და გუნდი სპორტული ოლიმპის მწერვალზე აიყვანა...
ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე. 1953 წელს ექიმი–სექსოპატოლოგი ალფრედ კინსი მილიონი ამერიკელების სექსუალური ცხოვრების და სექსუალური ფანტაზიების გამოკვლევას იწყებს. უამრავი დაკითხულის გულახდილობა მთელი ნაციის გაკვირვებას გამოიწვევს: უმეტეს ნაწილს ქორწინებამდე სექსი ჰქონდა, უამრავ პარტნიორთან, სხვადასხვა საგნებთან. მასმედიამ, მათთან ერთად კი კათოლიკურმა ეკლესიამ კინსის გამოკვლევები უარყვეს და ერთხმად გამოაცხადეს, რომ ყველა ამერიკელი ქალს სექსი მხოლოდ ქმრებთან აქვს. სკანდალი თავის მწვერვალს აღწევს, როდესაც კინსი თავისი გამოკვლევების შედეგებს სამკურნალო პრაქტიკაში დაიწყებს გამოყენებას...
ედუარდ უილსონი, მამამისის თვითმკვლელობის ერთადერთი მოწმე, თავის ქალის და ძვლების ორგანიზაციის წევრი და იელის უნივერსიტეტის სტუდენტი, წესიერი და მაღალი მორალის მქონე ახალგაზრდა კაცია, რომელიც აფასებს ღირსებას და კეთილგონიერებას. საქმისადი თავდადება მას ძვირად დაუჯდება - ის იძულებულია მსხვერპლად გაიღოს იდეალები და საკუთარი ოჯახიც კი...
მოქმედება 17 საუკუნის ესპანეთში ვითარდება. მამაცი კაპიტანიი ალატრისტე იბრძვის მისი მეფის არმიის რეგიონში. მისი საუკეთესო მეგობარი ბალბოა იღუპება და კაპიტანს მის ბოლოს სურვილის შესრულებას სთხოვს, რომ გაზარდოს მისი შვილი ინდიგო როგორც მეომარი. ამის შემდეგ ალატრისტე მადრიდში ბრუნდება...
მოსიყვარულე მაგრამ უპასუხისმგებლო მამა, დანიელ ჰილარდი, მის განრისხებულ მეუღლეს დასცილდა და ამით საშინელი დარტყმა მიიღო: სასამართლომ შვილების მონახულების უფლება კვირაში მხოლოდ ერთხელ მისცა. როცა დანიელი შეიტყობს, რომ ყოფილ ცოლს სახლის და ბავშვების მოსავლელად მოახლე სჭირდება, იგი ქალად გადაიცვამს და მისი შვილების ინგლისელი ძიძა გახდება. მალე იგი არამარტო ბავშვების საუკეთესო მეგობარი, არამედ ისეთი მშობელი გახდება, როგორიც სჯობდა თავიდანვე ყოფილიყო.
ირანელი ემიგრანტი ყიდულობს ბუნგალოს კალიფორნიაში, რათა შეაკეთოს და გაყიდოს, მოგებული ფულით კი ვაჟს კოლეჯში სწავლის თანხა გადაუხადოს. ბუნგალო იურიდიულად ყოფილი ნარკომანის კეიტის მფლობელობაშია. მას შემდეგ რაც ქალი კარგავს სახლს სახელმწიფოსთან იურიდიული გარჩევისას, მას წასასვლელი არ აქვს. ბუნგალოს დაბრუნების მიზნით კეიტი იურისტს ქირაობს. კანონი არ დაურღვევია არც კეიტს და არც ბეჰრანს, ორივე ცდილობს სახლის მისაკუთრებას, ამისათვის მათ რთულ სიტუაციასთან გამკლავება უწევთ...
ნამდვილი ამბავი, სენატორის ძმაზე და ყველაზე სასტიკ კრიმინალზე სამხრეთ ბოსტონის ისტორიაში. ის გახდა FBI-ის ინფორმატორი იმისთვის, რომ გაენდგურებინა მაფიის კლანი.
ჯენი და სტივი რომანტიკული დღეების გასატარებლად ედემის ტბის სანაპიროსკენ მიდიან. მათ დაქორწინება აქვთ გადაწყვეტილი. ოცნებობენ, რომ დიდი ხანი ბედნიერად იცხოვრონ და ერთ დღეს გარდაიცვალონ. მათ წარმოდგენაც არა აქვთ, რომ სიკვდილის დღე ასე ახლოსაა. აგრესიული მოზარდები ტყეში დაწრწიან თავგადასავლების ძებნაში, რომლებიც შემთხვევით გადააწყდებიან შეყვარებულების ადგილსამყოფელს...
ფბრ-ის საიდუმლო ლაბორატორიაში ექიმებმა შეიმუშავეს პრეპარატი, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს გაუმკლავდეს ნებისმიერ განუკურნებელ დაავადებას. სპეცსამსახურები ამ წამლის მიღებას სთავაზობენ ყოფილ სპეცაგენტს, ითან რანერს, რომელსაც ექიმებმა სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ სამაგიეროდ მან უნდა შეასრულოს კიდევ ერთი დავალება რომელზეც მისი სიცოცხლე იქნება დამოკიდებული.
საპირისპირო წევა – ეს პროფესიონალი მეხანძრეების ტერმინია. ამ წევის შედეგად დაიღუპება ბრაიანის და სტივენის მამა. სტივენისგან განსხვავებით, ბრაიანი უარს იტყვის მეხანძრეს კარიერაზე, მაგრამ ბედისწერა ისე განკარგავს, რომ ძმები ერთ ჯგუფში აღმოჩნდებიან. მათ შორის დაძაბული ურთიერთობებია. მალევე უმცროსი ძმა წავა გუნდიდან, იმისათვის რომ გამომძიებელს მანიაკი დააჭერინოს...
თამაშში ყოველთვის რამდენიმე ფიგურა მონაწილეობს. ერთერთი მათგანი ჯეისონ ბორნია, მეორე–სრულყოფილი აგენტი– კენეტ კიტსონი. მათი შესაძლებლობები უსაზღვროა. მაგრამ იდელაური იარაღიც კი გამოდის ზოგჯერ მწყობრიდან...
როზმარის ჩვილი რომან პოლანსკის მიერ გადაღებული კლასიკური ფსიქოლოგიური თრილერია. იგი მოგვითხრობს ახალგაზრდა წყვილზე, რომლებიც საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადადის. მალე როზმარი ხვდება, რომ მისი ახალშობილი ბავშვი დაუცველია უცნაური მეზობლების გარემოცვაში...
ჰარვარდის უნივერსიტეტიდან უსამართლოდ გარიცხვის შემდეგ, ამერიკელი მეთ ბაკნერი ინგლისში, დასთან ჩადის. აქ იგი მომხიბლავ, მაგრამ საშიშ სიძეს, პიტ დუნჰამს დაუმეგობრდება, რომელიც მას ბრიტანული ფეხბურთის ხულიგან გულშემატკივრებს გააცნობს. მეგობრების დახმარებით მეთი სწავლობს, როგორ გაძლიერდეს და როგორ იცხოვროს ძალადობით აღსავსე სამყაროში. "მწვანე ქუჩის ხულიგნები" არის ისტორია ერთგულებაზე, ნდობასა და ზოგჯერ სასტიკ შედეგებზე, რაც ხიფათიან ცხოვრებას ახლავს...
ფილმი, ძირითადად ვაშინგტონ პოსტის სტატიაზე დაფუძნებით, მოგვითხრობს მსახურთუხუცესზე იუჟენ ალენზე, რომელიც მუშაობდა თეთრ სახლში და ემსახურებოდა 8 ამერიკის პრეზიდენტს.
საუკუნეების მანძილზე ვამპირები და მაქციები ღამის ომს აწარმოებდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ, მაგრამ ყველაფერი იცვლება, როდესაც მდედრი, მებრძოლი ვამპირი სახელად სელენა, სახელგანთქმული თავისი სიძლიერითა და მაქციებზე ნადირობით, იხიბლება მშვიდობისმოყვარე მაქცია მაიკლით, რომელსაც ომის დასრულება სურს...
ელ სიმონსი თავისმა მეთაურმა მოკლა მორიგი მისიის შესრულების დროს. ჯოჯოხეთში მოხვედრისას ის ეშმაკთან ხელშეკრულებას დებს. სატანა აძლევს მას ძალას, საჭურველს და იარაღს. კიდევ ერთხელ თავისი ცოლის ნახვის სანაცვლოდ, თავისუფლებაზე აღმოჩენილი, ის ანადგურებს ხელშეკრულებას.
რეჟისორ რონ ჰოვარდის მიერ რეალური ისტორიის მიხედვით გადაღებული ფილმი, აპოლო 13-ის მთვარის მისიის ასტრონავტ ჯიმ ლოველისა და მისი ეკიპაჟის თავს გადამხდარი ტექნიკური პრობლემების შესახებ, რომელიც შეუსრულებელი მისიიდან ჟრუანტელის მომგვრელ გმირობამდე ვითარდება. დედამიწიდან 200 000 მილით დაშორებული ასტრონავტები დედამიწის მართვის ჯგუფთან ერთად გააფრთებულნი ცდილობენ ტრაგედიის თავიდან აცილებას...
წარმატებული და დაოჯახებული შავკანიანი მამაკაცს რომენი აქვს თეთრკანიან გოგონასთან სამსახურში. იგი ძალიან წუხს იმაზე, რომ რასობრივი სხვაობა მათ ურთიერთობას ტაბუს ადებს...
ფილმი "აფრიკიდან" მოგვითხრობს ისტორიას დანიელი ავტორის, კარენ ბლიქსენის შესახებ, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში აფრიკაში გადავიდა და ახალ ცხოვრებას შეუდგა.
ნამდვილი ამბავი დებზე, რომლებიც მოულოდნელად საჯარო საცურაო აუზში ხაფანგში აღმოჩდებიან, მას შემდეგ, რაც აუზს მოძრავი გადასაფარებლით დაკეტავენ. ახლა მათ როგორმე უნდა გაუძლონ სიცივეს და ერთმანეთს დაეხმარონ, რათა გადარჩნენ ამ მტანჯველ და უიმედო ღამეში…
ოჯახში, რომელმაც ომში შვილი და ძმა დაკარგა, უცნობი მიდის. მან თავი გააცნო თითქოს გარდაცვლილთან ერთად მსახურობდა და სთხოვა რამოდენიმე დღით დარჩენა, რათა ახლოს გაეცნო ისინი...
დაჭრილი ლეკვის გადარჩენა ბობ საგინოვსკისთვის კეთილი საქმის ნაცვლად, დიდ პრობლემებში გარევის დასაწყისად იქცა: პატრონისთვის, ბარის გიჟი მეპატრონისთვის, რომელშიც ბობი მუშაობს, უბედური ცხოველის დაბრუნება, ძაღლის უთუო სიკვდილს ნიშნავს. არ დაბრუნება – ნიშნავს გარჩევებს, არა მხოლოდ ბოსთან, არამედ მაფიასთან, რომელიც ბარს თავისი ბინძური მიზნებისთვის იყენებს. გარდა ამისა, აქვეა იდუმალი ნადია, რომელმაც ლეკვის ტანჯვა გულთან ახლოს მიიტანა და რომელიც აშკარად თავისი ბნელი წარსულის დაფარვას ცდილობს...
ნიუ იორკი, 1933 წელი. ამბიციური კინო პროდიუსერი მის გუნდსა და დაქირავებული გემის ეკიპაჟს თავის ქალის საიდუმლო კუნძულზე გამგზავრებას აიძულებს, სადაც ისინი შეხვებიან კონგს, უზარმაზარ მაიმუნს, რომელსაც მთავარი როლის შემსრულებელი ქალბატონი ანა დაროუ იმწამსვე გონს დააკარგვინებს.
სამი ერთმანეთისგან გაუცხოებული ძმა, ინდოეთში მოგზაურობას გადაწყვეტს, რომ აღადგინონ ის ურთიერთობა რაც ბავშვობაში ჰქონდათ, მაგრამ მათი მოგზაურობა მოულოდნელობებით აღსავსე თავგდასავლად გადაიქცევა.
ჰოლის და ერიკს მათი საერთო მეგობრები პიტერი და ელისონი პაემანს მოუწყობენ. ისინი ერთმანეთს არ იცნობენ.რამოდენიმე წლის შემდეგ, როცა ელისონი და პიტერი ავტოკატასტროფაში დაიღუპებიან, აღმოჩნდება რომ პატარა გოგონას - სოფის მეურვეებად წყვილმა ჰოლი და ერიკი შეარჩია. ისინი ცდილობენ შეასრულონ გარდაცვლილი მეგობრების ნება, მაგრამ ბავშვის აღზრდა მათი ცხოვრების წესს სამუდამოდ შეცვლის და ძალიან რთული აღმოჩნდება.
ფილმში ასახულია მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მოვლენები - ჯარისკაცებისათვის, რომლებიც მხარდამხარ იბრძვიან, სამყარო კარგავს მნიშვნელობას და ბრძოლის მიზანი მხოლოდ საკუთარი თავისა და მეგობრების სიცოცხლის გადარჩენა ხდება.