მსუბუქი კომედია ქალზე, რომელიც ოჯახთან ერთად ავტობუსით გაემგზავრება ექსკურსიაზე. მოულოდნელად, იგი გზისპირა კაფეში მარტო რჩება. შინ დაბრუნების მცდელობისას იგი ვენეციაში აღმოჩნება...
ადამ ჯონსი ცნობილი შეფ-მზარეულია, რომელიც წარმატების პიკზე მყოფი, ალკოჰოლისადმი მისწრაფების გამო კარგავს ყველაფერს. ადამი ლონდონში ბრუნდება და ცდილობს ახალ გუნდთან ერთად მიშლენის ვარკვლავი მოუტანოს რესტორანს, სადაც მუშაობას იწყებს...
ბავშვები დასასვენებლად მიდიან და შემთხვევით ზღვის ნაპირზე ქვიშის ფერიას გაიცნობენ, რომელსაც სურვილების ასრულება შეუძლია. თუმცა შესრულებული სურვილი მხოლოდ დღის ბოლომდე გრძელდება...
ჩინეთი. X საუკუნე. იმპერატორი ხანგრძლივი მოგზაურობიდან ბრუნდება. იმპერატორის მეუღლე თავის კავშირს კრონპრინცთან მალავს. უცნაურად იქცევა მის შვილიც. მთელი საზოგადოება სასიყვარულო და პოლიტიკურ ინტრიგებშია ჩაფლული... იმპერატორი გრძნობს, რომ მისი ტახტიდან ჩამოგდება სურთ...
პატარა ბიჭი ალფრედი კვდება, თუმცა საავადმყოფოს ექსცენტრიული დარაჯის მიერ მოთხრობილი ფანტასტიური სამყაროს შესახებ, იგი ახერხებს სიხარულისა და ბედნიერების შეგრძნებას და პოულობს უსაფრთხო სამოთხეს ყოველდღიურობისაგან მოშორებით...
1860 წლის მაისში იტალიაში გარიბალდის მომხრე რესპუბლიკელებსა და ბურბონებს შორის სამოქალაქო ომი გაჩაღდა. ქვეყანაში არსებული დრამატული მდგომარეობა გულგრილს არც იტალიელ აზნაურს, მეტსახელად ლეოპარდს ტოვებს...
ფილმის მოქმედება 1939 წლის ზაფხულში იწყება ვოლინის ტერიტორიაზე. პოლონელ გოგონას ზოსიასა და უკრაინელ ბიჭს პეტროს შორის სიყვარული იფეთქებს, მაგრამ მშობლები ზოსიას ძალდატანებით მდიდარ ქვრივს გააყოლებენ ცოლად. მალე მეორე მსოფლიო ომი იწყება და ზოსიას ქმარი ომში მიდის, მას კი ბავშვებთან ერთად სახლში ტოვებს...
ნარკოტიკებთან ბრძოლის ოფიცერი მოკლულია, საქმის გამოძიება კი წინ ვერ მიდის და ამიტომ დეტროიტის პოლიცია ნიკ თელისს აბრუნებს, რომელიც 18 თვის წინ სამსახურიდან დაითხოვა. თელისი ჰენრი ოაქსს,აგრესიულ პოლიციელს შეუერთდება და ერთად ისინი ამ ჩახლართულ საქმეს იძიებენ...
შავი კომედია მატარებლით მოსაწყენ მგზავრობაზე, სადაც ასაკოვანი კაცი, რომლის ცოლიც დილით გარდაიცვალა, გადაეყრება უცნაურ და სავარაუდოდ ფსიქოპატ ახალგაზრდას...
ფილმი 24 ადამიანის, მათ შორის ქალების და ბავშვების ცივსისხლიანი ჟლეტის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ერაყის ქალაქ ჰადიტაში მოხდა. ეს ოთხმა ამერიკელმა ჯარისკაცმა გააკეთა, ნაღმზე აფეთქებული თანამებრძოლისთვის შურისძიების გამო. ფილმი გადაღებულია რეალური მოვლენების მიხედვით...
ახალგაზრდა ცოლქმარი ბაგამებზე დასასვენებლად მიემგზავრება. სიუზანი და დენიელი კატერზე წავლენ სასეირნოდ, რომელიც გათვალისწინებულია ყვინთვის მოყვარულთათვის, მაგრამ მშვენიერი ჩაყვინთვა კოშმარით სრულდება როდესაც მთავარი გმირები აღმოაჩენენ, რომ მათი კატერი მათ გარეშე წავიდა და ისინი ღია ზღვაში დატოვა, სანაპიროდან 15 კილომეტრის მოშორებით...
შესაძლებელია თუ არა თამაშმა შეცვალოს ქალის ცხოვრება? კორსიკის სასტუმროს თავმდაბალი მოახლე ელენი, ვერ წარმოიდგენდა, თუ სადამდე მიიყვანდა შემთხვევითი გატაცება ცნობილი სამაგიდო თამაშით...
რომანტიკული კომედია დექსტერისა და ემას ურთიერთობის შესახებ, რომლებიც ერთმანეთს პირველად 1998 წელს შეხვდნენ ბანკეტზე. ფილმი მოგვითხოვს იმაზე თუ რას აკეთებენ ყოველ წელს 15 ივლისს...
მასწავლებელთან პირდაპირ სკოლაში ინტიმური კავშირის შედეგად თინეიჯერი მამა ხდება, ხოლო "მისი ქალი" კი ხვდება ციხეში მცირეწლოვანის შეცდენის გამო. ახლა ახალაგაზრდა, მარტოხელა მამა იძულებულია მიხედოს შვილს მის სრულწლოვანებამდე, შემდეგ კი ის წარმატებით გაუჩინარდება. და აი მრავალი წლის შემდეგ, ექსცენტრიული მამიკო კვლავ შემოიჭრება ვაჟის ცხოვრებაში და ყველაფერს თავდაყირა დააყენებს...
ფილმის სიუჟეტი დაფუძნებულია რეალურ შემთხვევაზე, ერთ ევროპულ ოჯახზე. ცოლ-ქმარმა სამ შვილთან ერთად გადაწყვიტა საშობაო დღესასწაულის ტაილანდის თბილ ადგილებში გატარება, რომელიც მათთვის საბედისწერო აღმოჩნდა...
ბიძაშვილები კრეიგი და დეი-დეი მშობლებისაგან ცალკე, ერთ ბინაში ცხოვრობენ, სადაც მუდამ მხიარულობაა. შობას, როცა მათთან სადღესასწაულო განწყობა სუფევს, მათთან მოდის სანტა-კლაუსი, რომელიც მოიპარავს არ მარტო ყველა საშობაო საჩუქარს, არამედ ბინის ქირის ფულსაც...
ფილმი მოგვითხრობს ოჯახის დესპოტ მამაზე, რომელიც თავის შვილებს ზრდის იზოლაციაში და უნერგავს მათ საზოგადოების სიძულვილს. ამბავი გადმოცემულია 11 წლის ბიჭის მიერ, რომელიც განსჯის მამამისის რადიკალურ შეხედულებებს ცხოვრებაზე...
უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ ოლდმენი სამსახურს მიატოვებს. მისი კოლეგები განცვიფრებულები არიან ამ გადაწყვეტილებით და ახსნა-განმარტებებისათვის პროფესორს სახლში მიაკითხავენ. მიზეზი, რომელსაც ოლდმენი მოიშველიებს კიდევ უფრო გამაოგნებელი აღმოჩნდება. მისი მტკიცებით ის უკვდავია და იმისათვის,რომ მისი საიდუმლო არ გამოაშკარავდეს, ერთ ადგილას 10 წელზე დიდ ხანს არასოდეს ჩერდება...
შეაღეთ ჟელიზა-როუზის, უჩვეულო ბავშვის ჯადოსნური სამყაროს კარი. მის სამყაროში ციყვები ლაპარაკობენ, ციცინათელებს სახელები აქვთ და უთავო თოჯინები, რომლებიც მისი მეგობრები არიან, კარადაში ცხოვრობენ...
ფილმის სიუჟეტი უნივერსიტეტის ლიტერატურის პროფესორის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც სტუდენტ გოგონასთან ახლო ურთიერთობის გამო სამსახური, მეგობრები და საზოგადოებრივი მდგომარეობა დაკარგა. ეს არის საკუთარი სულიერი გამოცდილების გადმოცემის მცდელობა. ადამიანის, რომელმაც ყველაფერი დაკარგა ღირსების გარდა. ეს არის შანსი ხელმეორედ გავიაზროთ ჩვენი ცხოვრება - რომელსაც შესაძლებელია გაუგო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დაემორჩილები: თუკი გეშინია ნაბიჯის გვერდზე გადადგმა და ხელის აწევა თუ არავინ გეკითხება. სხვა შემთხვევაში სირცხვილი გელის, შენი ცხოვრება კი უღიმ-ღამო იქნება...
ზაფხულის არდადეგების შემდეგ შინდაბრუნებული ფილი აღმოაჩნეს რომ დედა და და ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან. როდესაც სწავლა დაიწყება კლასში ახალი ბიჭი გადმოვა, რომელსაც ნიკოლასი ჰქვია. იგი ფილში უცნაურ გრძნობას იწვევს, სიმორცხვის და სიყვარულის. მოულოდნელად ნიკოლასიც საპასუხო გრძნობით პასუხობს.
ХIV საუკუნე, ინგლისი. მღვდელი ნიკოლასი იძულებულია შეუერთდეს მოხეტიალე არტისტების ჯგუფს იმისათვის, რომ დადევნებისგან დაიმალოს. სოფელში ჩამოსვლისას, სადაც ცოტახნის წინ ბიჭის მკვლელობა მოხდა, მსახიობებს ახალგაზრდა ყრუმუნჯი ქალი შეხვდებათ, რომელსაც ჯადოქრობას აბრალებენ და სიკვდილი მიუსაჯეს მკვლელობისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია. მსახიობთა ჯგუფის ლიდერი მოიხიბლება ამ ქალის სილამაზით და მის დახმარებას გადაწყვეტს. და იმის მაგივრად, რომ სპექტაკლი ბიბლიურ თემაზე დადგან, მსახიობები მომხდარი დანაშაულის ნამდვილი ფაქტების აღდგენას და ნამდვილი მკვლელის გამოაშკარავებას ეცდებიან...
სიგარეტის სუნით გაჟღენთლ ოფისში დღე და ღამე მიმდინარეობს ბრძოლა ძვირფასი კლიენტებისთვის, რომლებსაც სურთ მიწის შეძენა. ფირმაში შემოდიან ახალი და ახალი წინადადებები, მაგრამ პრიზი შეხვდება მხოლოდ საუკეთესოებს. კონკურენცია იზრდება, მაგრამ როდესაც უცნობი დამნაშავეები ოფისში შედიან და საჭირო დოკუმენტებს იტაცებენ, სიტუაცია გაურკვეველ სახეს ღებულობს. ახლა ხომ ყველა ეჭვის ქვეშაა.
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელსაც ფოსტის დაყაჩაღებისათვის 7 წელს მიუსჯიან და საბოლოოდ ოცდაათწლიანი პატიმრობა უწევს ცალკე საკანში, სადაც მას შეცვლის მისი ალტერ ეგო, ჩარლზ ბრონსონი...
ვიდია ლონდონიდან კალკუტაში ჩადის დაკარგული მეუღლის მოსაძებნად. შვიდი თვის ფეხმძიმე ქალი მარტოა და რეალურად არავისგან ელის დახმარებას. გარშემომყოფნი ცდილობენ მის დარწმუნებას, რომ მისი ქმარი საერთოდ არ არსებობს...
2013 წელი. ომმა გაანადგურა ცივილიზაცია დედამიწაზე. ერთადერთი იმედი მოულოდნელი გმირია. ის რაც ტყუილით იწყება, გადაიქცევა ერთი კაცის მისიად ხელახლა ააღორძინოს ცივილიზაცია საფოსტო მომსახურების მეშვეობით...
მშვენიერი კარმენ კოლსონი და მისი მეუღლე უეინი "ინციდენტის" მომსწრეები გახდნენ, რის შემდეგაც მათ ფედერალური მოწმეთა დაცვის პროგრამა იცავს. მათ ჰგონიათ, რომ საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა გამოცდილი დაქირავებული მკვლელის და ახალგაზრდა, ფსიქოპატი ქილერის სამიზნედ იქცევიან...
ფეხმძიმე, განათლებული ახალგაზრდა ქალი, რომელიც ქორწინებაში არ იმყოფება, იძულებულია მამის გავლენით დაქორწინდეს მაორტოხელა ფერმერზე. დრამა მეორე მსოფლიო ომის დროს მიმდინარეობს...
მოქმედება ვითარდება ამერიკის სამხრეთში, ვირჯინიაში ფრანკლინის ხანაში. სპირტიანი სასმელებით არალეგალურად მოვაჭრე განგსტერებს პრობლემები ექმნებათ კანონთან.
ალ ქაიდას ტერორისტების ლიდერ ოსამა ბინ ლადენზე 10 წლიანი ნადირობის ქრონიკა, 2001 წლის სექტემბერის ტერაქტიდან 2011 წლის 6 მაისამდე, როდესაც მისი ლიკვიდაცია მოხდა, საზღვაო ფლოტის S.E.A.L. ჯგუფის მიერ.
ჯეკ უაილი - მოთამაშეა. პროფესიონალი, რომელიც არასოდეს აქცევს ყურადღებას წვრილმანებს და ყოველთვის მსხვილ თანხაზე თამაშობს. ჯეკი კარიბის კუნძულზე "დიდი" თამაშის ორგანიზებას გეგმავს. მან ძალიან კარგად იცის, რას აკეთებს. მას ერთი მთავარი წესი აქვს - არავის ენდოს, მაგრამ იგი საბედისწერო ქალს ხვდება, რომელიც მთელ მის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.
1986 წელი, ინდიანას შტატი, სიუჟეტის ცენტრშია ადამიანი, რომელიც 4 წელი იჯდა მკვლელობისთვის ციხეში, ახლა ის უკვე გარეთაა და ცდილობს თავიდან შეეგუოს ცხოვრებას. მას უნდა საყვარელ ქალზე დაქორწინება, თუმცა პირველ რიგში შური უნდა იძიოს უმცროსი ძმის მკვლელზე...
ორი ოჯახი ძველი საგვარეულო შურისძიებითაა შეპყრობილი. უფროსი ძმის მკვლელობის შემდეგ, 20 წლის ტონიო ვალდებულია მის გამო შური იძიოს, მაგრამ ამის შემდეგ ის თავადაც გახდება შურისძიების ობიექტი. ის ტოვებს მშობლიურ სახლს და სიკვდილის და სიყვარულის შესახვედრად მიდის, რომლებიც მას წინ ელის...
პოლიციისგან დამალვის მიზნით სტივ რეილსბეკი თავს ფილმის გადასაღებ მოედანს შეაფარებს, სადაც მას თავი კასკადიორად მოაქვს. ფილმის რეჟისორი ერთდროულად ხელს უწყობს და სახიფათო სიტუაციებში აგდებს. იგი პოლიციისგან თავის დაღწევას შეძლებს და სიკვდილსაც გადაურჩება...
მალკოლმი ლოს-ანჯელესის რთულ უბანში გადარჩენას ცდილობს. კოლეჯისთვის განცხადებებს ავსებს, გასაუბრებებზე დადის და SAT-ს აბარებს, თუმცა მიწისქვეშა წვეულებაზე დასწრების შემდეგ უჩვეულო თავგადასავალში ამოყოფს თავს...
ახალგაზრდა კურსდამთავრებული ჯეიმს ბრენანი ევროპის გარშემო მოგზაურობაზე ოცნებას ვერც კი ბედავს. კოლეჯის დამთავრების შემდეგ, ის იძულებულია ატრაქციონების პარკში ყველაზე სულელურ და დაბალანაზღაურებად სამსახურში იმუშაოს...
მოლი განი, გარდაცვლილი როკ–ლეგენდის ქალიშვილი, იძულებულია სამუშაო ეძებოს, იმის მერე როგორც მის მენეჯერი მთელ მის ფულს მოიპარავს. ის თავისი ასაკისთვის შეუფერებლად განვითარებული რეის ძიძა გახდება, ამავე დროს ის რეის ასწვლის ბავშვი იყოს...
მსოფლიო კინოკლასიკის წამყვანი რეჟისორების თვალით დანახული სამი დაუვიწყარი ისტორია ეროტიკასა და სურვილზე, სამყაროში სადაც სიყვარული განურჩევლად მართავს ადამიანებს...
გვენ კუმინგსი დის ქორწილში ნასვამი ავტო-კატაასტროფაში მოყვა. მას ჰგონია, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შეუძლია, მაგრამ იგი არჩევანის წინაშე დგება: სარეაბილიტაციო ცენტრი ან ციხე...
მოზარდი გოგონა, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს, მოგზაურობს და ყიდის ჟურნალის გამოწერებს. ის დაუფიქრებლად შეიყვარებს მამაკაცს და მასთან ერთად მოხვდება სამყაროში, სადაც სუფევს ნარკოტიკები, სპირტიანი სასმელი და კრიმინალი.
ატლანტაში, მდიდარ კვარტალში, ცხოვრობს ასაკოვანი ქალბატონი – მის დეიზი. მას თავად უჭირს უკვე მანქანის ტარება, და შვილი გამოუგზავნის მძოღლს – შავკანიან ჰოუკ კოლბერნს. მალე ახალი მძღოლი პატრონის უახლოესი მეგობარი და მრჩეველი გახდება, რაც მეზობლების გაღიზიანებას გამოიწვევს, რომლებიც მტრულად არიან განწყობილები შავკანიანების მიმართ...